სიხარული სრულყოფილი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს, როდესაც ადამიანები საკუთარ ცხოვრებას ისე უყურებენ, როგორც მსახურებას. (ლევ ტოლსტოი)
რამდენად ხშირად გიწევთ სიხარულის გრძნობის განცდა? ეს ძალიან კარგი გრძნობაა და ყოველ ადამიანს (რა თქმა უნდა თუ სულიერად ჯანმრთელია) გააჩნია სურვილი, რომ რაც შეიძლება ხშირად განიცადოს სიხარული. ხომ მართალია?
და რადგანაც ასეთი ბუნებრივი მოთხოვნილება არსებობს, ადამიანი ცდილობს, რომ დაიკმაყოფილოს ეს მოთხოვნილება.
დღეს ქვეყნიერება გართობის უდიდეს არჩევანს გვთავაზობს, რომლებიც ზუსტად იმ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენაა მიმართული, რომელსაც - სიხარული ჰქვია! ზოგი უზარმაზარ ტელევიზორს ყიდულობს და ყოველ საღამოს "სხვა სამყაროში" გადაეშვება, ზოგი რეგულარულად უწყობს თავს საინტერესო მოგზაურობებს, ზოგი სიხარულს სპორტში პოულობს ... ზოგიერთები კი სიხარულს ალკოჰოლში, ნარკოტიკებში, პორნოგრაფიაში და ღამის კლუბებში სიარულში პოულობს... ამ მხრივ ყველაზე კარგად მოზარდებს აქვთ საქმე: ზრდის პროცესი ყოველთვის სასიხარულო და უდარდელია, ამიტომაა საზოგადოების ეს ფენა ყველაზე ხშირად მხიარული და თანაც განსაკუთრებული მიზეზების გარეშე. რა სამწუხაროა, რომ ეს ყოველივე მხოლოდ დროებითია....
რა თქმა უნდა, ამას გარდა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ასევე მრავალი პატარ-პატარა სიხარულებიც არსებობს, ისეთები როგორებიცაა, მაგალითად, დილით ფინჯანი ყავა, კარგი ამინდი ან ამის მსგავსი. მაგრამ ასე თხელ წყლებში ჩვენ არ დავცურავთ, ჩვენ დიდებულზე ვსაუბრობთ.
ერთი შეხედვით თითქოსდა ყველაფერი მშვენივრადაა, ყველა ბედნიერია... მაგრამ, არა! დააკვირდით ადამიანების სახეებს, როდესაც ქუჩაში დადიხართ. რამდენად ხშირად დაინახავთ მათ შორის მართლა მხიარულ სახეებს? თუ ხვალ დასვენების დღე ან მითუმეტეს დღესასწაული არაა, მაშინ სიხარულისაგან მბრწყინავი სახეების პროცენტი ნოლის ტოლია. პარადოქსია?
მაგრამ სინამდვილეში ეს პარადოქსი კი არა, კანონზომიერებაა. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ იმ სიამოვნებებს, რომლებსაც დღეს ძირითადად გვთავაზობს ეს ქვეყნიერება, მედლის მეორე მხარეც გააჩნია.
სიხარულები, რომლითაც ეს ქვეყნიერება ვაჭრობს, ან მაშინვე უნდა იყიდო, ან ბოლოს უნდა გადაიხადო მათი საფასური. ისინი კი ძალიან ძვირი ღირს!
აი, ადამიანმა, რეკლამის ყურების შემდეგ, გადაწყვიტა საკუთარ თავს ასიამოვნოს და იფიქრა, რომ ის იმაზე უფრო უზარმაზარ ახალ ტელევიზორს იმსახურებს, ვიდრე მის მეზობელს აქვს. მაგრამ ამისათვის ფულია საჭირო, თანაც ბევრი ფული. ადამიანი იწყებს შეგროვებას, საკუთარ თავს მრავალ რამეზე ეუბნება უარს, დაღვრემილი დადის და ოცნების ასრულებისათვის ემზადება. და აი დადგა ის ჯადოსნური დღე: ის საოცნებო ნივთს ყიდულობს და ყურებამდე გაღიმებლს მიაქვს სახლში ეს ძვირფასი ტვირთი. პირველი ორი კვირის განმავლობაში ის ახალ "მეგობარს" იკვლევს, მეგობრებს აჩვენებს, მოკლედ, ხარობს... მაგრამ ეს ეიფორიის კვირები გადის და ადამიანი ეჩვევა ახალ "მეგობარს", თანაც ის უკვე მას გაცილებით ნაკლებად ახარებს. კიდევ რამოდენიმე კვირის შემდეგ კი ის მას საბოლოოდ ეჩვევა, ისე როგორც იმ უამრავ ნივთს, რომლებიც მას ყიდვის დღეებში კი ახარებდნენ, მაგრამ რატომღაც დღეს აღარ ახარებენ. და ამის მიზეზი მხოლოდ იმაში მსგომარეობს, რომ ამ ადამიანმა ჯერ კიდევ ვერ გაიგო ერთი უბრალო ცხოვრებისეული პრინციპი:
ის, რაც ჩვეულებრივი ხდება, ჩვენს თვალებში დიდი დოზით კარგავს საკუთარ ფასეულობას.
და ამ ადამიანს უკვე სიხარულის ახალი დოზა სჭირდება, რომლისთვისაც ის კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეაგროვებს ფულს, რათა კიდევ ერთი წამით გაიხაროს. და ასე იარსებებს ის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, როგორც ციყვი ბორბალში. ზუსტადაც იარსებებს. მატერიალიზმი - ეს იგივე ნარკოტიკია, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შეუძლიათ ჭკუამოკლე ადამიანებს. ცოდოები არიან...
მაგრამ არსებობს მეორე ვარიანტიც , როდესაც ადამიანი იმ სიხარულების საფასურს, რომელსაც ის თითქოსდა ყოველგვარი დანახარჯების გარეშე იღებს, ბოლოს იხდის. ყველაზე ნათელი მაგალითი - ესაა ნარკოტიკები. პირველი დოზა უფასოა, მეორე "კაპიკები" ღირს და ასე არითმეტიკულ პროგრესიაში. საბოლოო ჯამში ადამიანი საკუთარი სიცოცხლით იხდის "საფასურს".
ნარკოტიკები - რა თქმა უნდა უკიდურესი შემთხვევაა, მაგრამ ალკოჰოლი, სიგარეტი, ქორწინების გარეშე სექსი და ექსტრემალური დასვენებაც იმავე კატეგორიიდანაა. ადრე თუ გვიან, მაგრამ ადამიანი ამ "პატარა" სიხარულების საფასურს მაინც იხდის.
მაგრამ ყველაფერი არც მთლად ისე სამწუხაროდაა, როგორც შეიძლება მოგვეჩვენოს. სინამდვილეში სიხარულის მიზეზები, განსაკუთრებით სულიერ, მაღალზნეობრივ ადამიანებს, საკმარისზე მეტი აქვთ. და ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ მათი საფასურის გადახდა არც მაშინვეა საჭირო და არც ბოლოს მოგიწევს საფასურის გადახდა. პირიქით, სიხარული გადაგიხდის იმით, რომ გახდება შენი ნათელი პიროვნების ნაწილი.
მაშ რითი გახარება შეგვიძლია ჩვენ დღეს?
პირველ რიგში, მინდოდა ყურადღება გამემახვიმებინა მასზე, ვისგანაც ქრისტიანები უნდა იღებდნენ მაგალითს: ჩვენს მოძღვარზე, იესო ქრისტეზე. სამწუხაროდ ეკლესიამ ძალიან ძლიერ დაამახინჯა ამ შესანიშნავი პიროვნების სახე. როდისმე თუ გინახიათ ერთი ხატი მაინც, რომელზეც იესო იღიმება? მე არ მინახია. პირიქით, ყველა ხატზე ის გამოსახულია უბედური, ნაღვლიანი, მაგრამ არანაირად მხიარული სახით. მაგრამ ასეთი იყო თუ არა ის სინამდვილეში?
აი რა წერია იესოს შესახებ ბიბლიაში:
სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა (იესოს), მან სირცხვილი არაფრად ჩააგდო და ბოძზე წამებას გაუძლო, შემდეგ კი ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა. (ებრაელები 12:2)
პირველი, რაც თვალში გვხვდება, ესაა ის, რომ იესოს მისთვის რთულ გარემოებებშიც კი სიხარულის მოლოდინი ჰქონდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სიხარული მისთვის ბუნებრივი იყო! ადამიანი, რომელიც მაშინაც კი ხარობს, როდესაც ცუდ მდგომარეობაშია, როდესაც კარგადაა, მით უმეტეს გაიხარებს.
მაგრამ წმინდა წერილის ამ მუხლში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აზრია: ჩვენ თავად სიხარულის მოლოდინმა შეიძლება გაგვახაროს! როგორაა ეს შესაძლებელი?
წარმოიდგინეთ, რომ წერილი მიიღეთ თქვენი ძველი მეგობრისაგან, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია არ გინახავთ. ის გწერთ, რომ ერთ თვეში ის შვებულებაში გადის და სურს, რომ თქვენთან ჩამოვიდეს სტუმრად და კარგად, მხიარულად გაატაროს თქვენთან ერთად დრო. და აი თქვენ უკვე იმას წარმოიდგენთ, თუ როგორ დახვდებით და თუ როგორ მშვენივრად გაატარებთ მასთან ერთად დროს! რა გრძნობას განიცდით? სიხარულს! და კიდევ ერთი თვის განმავლობაში იცხოვრებთ ასე გახარებული, ამ სასიხარულო შეხვედრის მოლოდინში.
ზუსტად ასევე ხარობდა იესოც, ის გონების თვალებით იყურებოდა წინ და იმ ჯილდოს წარმოიდგენდა, რომელსაც მამისაგან მიიღებდა, და იმ სარგებელს, რომელსაც მისი მომავალი სამეფო მოუტანდა ყველა ალამართალ ადამიანს. ასეთი ფიქრები რა თქმა უნდა ჩაქრობის საშუალებას არ აძლევდა მის გულში ანთებულ სიხარულის ცეცხლს, ძლიერი განსაცდელების დროსაც კი.
ჩვენზე რისი თქმა შეიძლება? ხანდახან, მოხვალ სამსახურიდან ამ გარყვნილი ქვეყნიერებით დაღლილი, ან ვინმე სიბერისაგან და ავადმყოფობისაგან დატანჯული მოიწყენს და მძიმედ ამოიოხრებს. მაგრამ შემდეგ ტახტზე დავჯდებით, თვალებს დავხუჭავთ და საკუთარ თავს წარმოვიდგენთ ახალ ქვეყნიერებაში, როდესაც დედამიწაზე აღარ იქნება ავადმყოფობა, სიბერე და სიკვდილი. წარმოვიდგენთ თავს ჩვენს მეგობრებთან ერთად, ყველა ახალგაზრდა, ლამაზი, ჯანმრთელი, მხიარული და ბედნიერია. და გულში მაშინვე სითბო და მყუდროება ისადგურებს. კი, ჯერ ეს ყველაფერი არ არსებობს, მაგრამ, ამაზე ფიქრით, უკვე დღესვე შეიძლება ცოტათი ბედნიერები გავხდეთ...
მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არაა ის ყველაზე მთავარი, რასაც დღეს ჩვენი მართლა გაბედნიერება შეუძლია. ეს მხოლოდ დესერტი იყო.
რაზეა დამოკიდებული ნამდვილი ბედნიერება, ანუ სიხარული?
თავისი სამთო ქადაგება იესომ შემთხვევით როდი დაიწყო იმაზე საუბრით, თუ რა ესაჭიროება ადამიანს ბედნიერებისათვის. და აი მისი პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები:
ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი...(მათე 5:3)
მაგრამ როგორაა დაკავშირებული ბედნიერება სულიერ წყურვილთან?
სულიერ წყურვილს თუ საჭმელს შევადარებთ, საინტერესო პარალელების გავლებას შევძლებთ.
სულიერ წყურვილს თუ საჭმელს შევადარებთ, საინტერესო პარალელების გავლებას შევძლებთ.
მაგალითად, ადამიანი თუ პირდაპირი გაგებით უარს იტყვის საჭმლის მიღებაზე, ის ჯერ დასუსტდება, შემდეგ დაავადდება, მოგვიანებით კი მოკვდება. სულიერ კვებასთან დაკავშირებით იგივე ალგორითმი მოქმედებს: ადამიანი თუ თავის სულიერ მოთხოვნილებებს არ იკმაყოფილებს, ანუ თუ სულიერად არ იკვებება, მაშინ ძალიან მალე ის სულიერად მოსუსტდება, შემდეგ სულიერად დაავადდება და საბოლოოდ, რაღა თქმა უნდა, სულიერად მოკვდება.
მაგრამ ამ შედარებაში არსებითი განსხვავებაც არსებობს. ჩვენი ორგანიზმი ისეა შექმნილი, რომ ყოველთვის გვაძლევს სიგნალს (მაგალითად მუცლის ბუყბუყით) იმის შესახებ, რომ ჩვენი "საწვავის ავზი" თითქმის ცარიელია. და ჩვენ მონდომებით ვემორჩილებით მის მოწოდებას, ყველა საქმეს თავს ვანებებთ და საჭმელად ვჯდებით. მაგრამ სულიერ მოთხოვნილებებთან დაკავშირებით საქმე ცოტა უფრო რთულადაა. ჩვენ არ გვაქვს ისეთი სიგნალი, რომელიც სულიერ შიმშილზე მიგვითითებდა. მაგალითად, თავი რომ აგტკივდეს და მაშინვე რომ გახსენდებოდეს: "უი! მე ხომ ბიბლიის წაკითხვა დამავიწყდა დღეს!"
ზუსტად ამიტომაც თქვა იესომ, რომ სულიერი მოთხოვნილებები უნდა გწყუროდეს. ყველაზე ხშირად ადამიანებმა არ იციან, თუ როგორ ამოიცნონ სულიერი შიმშილის ნიშნები და ამიტომ სულიერად კვდებიან. როდესაც იესომ თქვა, რომ: "მკვდრებმა თვითონ დამარხონ თავიანთი მკვდრები...", მას მხედველობაში ზუსტად სულიერად მკვდრები ჰყავდა, რომლებიც იმის მაგივრად, რომ მისულიყვნენ და სულიერად დანაყრებულიყვნენ იმ ჭეშმარიტების სიტყვებით, რომლითაც ის ყველა მსურველს ანაყრებდა, თავისი ყოველდღიური საქმეებით იყვნენ დაკავებულები.
როგორც მკვდარი ადამიანი ვერ აცნობიერებს იმას, რომ მოკვდა, ასევე სულიერად მკვდარი ადამიანიც ვერ აცნობიერებს იმას, რომ სულიერად მოკვდა.
მაგრამ როგორ შეგვიძლია გავაცნობიეროთ, რომ სულიერად გამოფიტულები ვართ? აქ საინტერესო იქნება ცნობილი მწერლის, ლევ ტოლსტოის მაგალითი. თავის ცნობილ ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში "აღსარება"(გირჩევთ წაიკითხოთ), მან მოყვა იმის შესახებ, თუ როგორ გაუჩნდა მას სულიერი შიმშილის ეს "ცნობიერება". ყველაზე საინტერესო ისაა, რომ უცხო თვალისთვის ყველაფერი მშვენივრად იყო. ის წერს:
და ეს ყოველივე მაშინ დამემართა, როდესაც ყოველი მხრიდან გარს მერტყა ის, რასაც აბსოლუტურ ბედნიერებად მიიჩნევენ: ეს მოხდა მაშინ, როდესაც ჯერ ორმოცდაათის არ ვიყავი. მე მყავდა კეთილი, მოსიყვარულე და საყვარელი ცოლი, კარგი შვილები, დიდი ქონება, რომელიც ჩემი მხრიდან ყოველგვარი ზრუნვის გარეშე იზრდებოდა და იზრდებოდა. მე პატივს მცემდნენ ახლობლები და ნაცნობები, ისე როგორც არასდროს, ქებას ვიმსახურებდი უცხოთა მხრიდან და შემეძლო მეფიქრა, რომ ნამდვილად პოპულარული ვიყავი, ყოველგვარი გადამეტების გარეშე. ამავდროულად მე არა თუ არ ვიყავი ფიზიკურად ან სულიერად ავად, პირიქით, სულიერი და ფიზიკური ისეთი ძალით ვსარგებლობდი, როგორსაც იშვიათად შევხვედრივარ ჩემს თანატოლებში...
თითქოსდა, განა მეტი რა არის ადამიანისათვის საჭირო? მრავალი ცალი ყურის მოკვეთაზე დათანხმდებოდა, ოღონდ კი მის ადგილას აღმოჩენილიყო. აბა მას რა არ ასვენებდა? ის შემდეგ აგრძელებს:
ჩემი ცხოვრება გაჩერდა. მე შემეძლო მესუნთქა, მეჭამა, მესვა და დამეძინა, მაგრამ არც სუნთქვა შემეძლო, არც ჭამა, არც სმა და არც ძილი; სიცოცხლე აღარ არსებობდა, იმიტომ რომ არ არსებობდა ისეთი სურვილები, რომლის დაკმაყოფილებაც გონივრულად მიმაჩნდა. თუ რაიმე მსურდა, მე წინასწარ ვიცოდი, რომ, დავაკმაყოფილებდი თუ არ დავაკმაყოფილებდი ჩემს სურვილს, ამით არაფერი შეიცვლებოდა. გრძნეული რომ მოსულიყო და ჩემი სურვილების შესრულება შემოეთავაზებინა ჩემთვის, სათხოვარი არაფერი მქონდა.
ჭეშმარიტების გაგების სურვილიც კი არ მქონდა, იმიტომ რომ ვხვდებოდი, თუ რაში მდგომარეობდა ის. ჭეშმარიტება იმაში მდგომარეობდა, რომ ცხოვრება უაზრობა იყო!
ჭეშმარიტების გაგების სურვილიც კი არ მქონდა, იმიტომ რომ ვხვდებოდი, თუ რაში მდგომარეობდა ის. ჭეშმარიტება იმაში მდგომარეობდა, რომ ცხოვრება უაზრობა იყო!
აი თურმე რაში ყოფილა საქმე! ყველაზე მთავარი სიტყვა: უაზრობაა! ზუსტად სიცოცხლის აზრის დაკარგვა მიგვითითებს უკიდურეს სულიერ გამოფიტვაზე.
ჰკითხეთ იმ დაღვრემილი სახეების მქონე ადამიანებს, რომლებიც ხელფასიდან-ხელფასამდე და ნივთიდან ყიდვიდან-ნივთის ყიდვამდე ცხოვრობენ: რაში მდგომარეობს მათი ცხოვრების აზრი? საკვების მოპოვებაში, სოროს მოწყობაში, ბავშვების გაჩენასა და მათ გამოკვებაში? მაგრამ ეს ხომ კურდღლის სიცოცხლის აზრია და არა ადამიანის. და როდესაც ის კვდება, ეს კურდღელი ან ვინმე მისი მსგავსი, კვდება მშვიდად, პანიკის გარეშე, რადგან იცის, რომ საკუთარი ცხოვრების აზრი მან პირნათლად შეასრულა! ხოლო შენ, ადამიანო, სიკვდილის პირას რომ იქნები, შენ თუ იტყვი, რომ ყველაფერი ასეც უნდა ყოფილიყო? სოროში ევრორემონტია გაკეთებული და ბაჭიები ჩაცმულ-დახურულები არიან? და მორჩა, ესაა მთელი აზრი? მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ადამიანი-კურდღელი ზუსტად ასე ფიქრობს, და ესაა ყველაზე დიდი საშინელება! სულიერი სიკვდილი ადამიანში კლავს სიცოცხლის, მარადიული სიცოცხლის სურვილს.
მაგრამ ისეც ხდება, რომ თუმცა სულიერად კი ვიკვებებით, მაგრამ გახარება მაინც ძნელია, რა შეიძლება ამის მიზეზი იყოს?
ბრძენმა მეფე სოლომონმა ასეთი სიტყვები დაწერა:
ბრძენმა მეფე სოლომონმა ასეთი სიტყვები დაწერა:
მხიარული გული მკურნალივით არის, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს. (იგავები 17:22)
სიხარული - მხოლოდ გრძნობა კი არა, შინაგანი თვისებაცაა.
არასრულყოფილი ადამიანი მიდრეკილია, რომ ცუდი უფრო შეამჩნიოს, ვიდრე კარგი. და თუ ადამიანი მრავალი წლის განმავლობაში ვარჯიშობს ამაში, მაშინ იმის "უნარი", რომ ყველაფერი შავ ფერში დაინახოს, მისი ნატურის ნაწილი ხდება. და თითქოსდა მას ყველაფერი კარგად აქვს, იცხოვრე და გაიხარე, მაგრამ ის მაინც რაღაცით უკმაყოფილოა, გამუდმებით ბუზღუნებს და წუწუნებს.
ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ პატარა ბავშვები არასოდეს იტანჯებიან დეპრესიით, და უფრო ხშირად ისინი მხირულები არიან! რატომ? მათ ყველაფერი აინტერესებთ და მათ ყველაზე უბრალო რამით გახარებაც კი შეუძლიათ: ლურჯი ცით, ნათელი მზით, ბალახზე მჯდარი კალიით და მკვახე ვაშლით მეზობლის ბაღიდან.
ისინი მხიარულები არიან, იმიტომ რომ მათთვის ყოველი დღე - აღმოჩენაა, ყოველი წუთი - სასწაული და მომავალი კი - უსასრულობა!
მაგრამ შემდეგ რა ხდება ყველაზე ხშირად: ბავშვი იზრდება, განათლების მიღებას იწყებს, უცხო აზრებს სწავლობს, მისი თვალები იმით "იარაღდება", რაც უკვე მის დაბადებამდე იქნა აღმოჩენილი და გახსნილი. და ეს ზრდასრული ბავშვი ცხოვრების ინტერესს კარგავს. ასეთ ადამიანს როდესაც მარადიულ სიცოცხლეზე ელაპარაკები, ის გეუბნება, რომ არ სურს მარადიულად ცხოვრება, იმიტომ რომ ეს ძალიან მოსაწყენი იქნება...
იგივე შეიძლება დაემართოს ასევე მასაც, ვინც ჭეშმარიტება იპოვა. თავიდან მას ყველაფერი აღაფრთოვანებს, მასზე შთაბეჭდილებას ის უბრალო, მაგრამ ღრმა ჭეშმარიტებები ახდენს, რომელიც მან ბიბლიიდან გაიგო. ის მთელი მონდომებით უზიარებს საკუთარ ცოდნას ყველას ვისაც კი იცნობს და მათაც კი, ვისაც პირველად ხედავს.
მაგრამ გადის დრო და ეს ქრისტიანი ეჩვევა ამ სასიხარულო ჭეშმარიტებებს, მას ეჩვენება, რომ მან უკვე ყველაფერი იცის და მისთვის ყველაფერი ძველია. ის სულიერად თვლემას იწყებს, სულ უფრო ნაკლებად ფიქრობს მომავალ ცხოვრებაზე და სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს დღევანდელ ცხოვრებას. შემდეგ კი მას უკვირს: "რაღაც, ცხოვრება ისეთი მხიარული აღარაა, როგორიც ადრე იყო? ალბათ ეს ყველაფერი ბოლო დღეების ბრალია...". მაგრამ სინამდვილეში, მხოლოდ თავად იმ ადამიანის ბრალია, რომელსაც დაავიწყდა თუ როგორ უნდა გაიხაროს. ტყუილად როდი თქვა იესომ, რომ ბავშვებივით ვყოფილიყავით.
მაგრამ გადის დრო და ეს ქრისტიანი ეჩვევა ამ სასიხარულო ჭეშმარიტებებს, მას ეჩვენება, რომ მან უკვე ყველაფერი იცის და მისთვის ყველაფერი ძველია. ის სულიერად თვლემას იწყებს, სულ უფრო ნაკლებად ფიქრობს მომავალ ცხოვრებაზე და სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს დღევანდელ ცხოვრებას. შემდეგ კი მას უკვირს: "რაღაც, ცხოვრება ისეთი მხიარული აღარაა, როგორიც ადრე იყო? ალბათ ეს ყველაფერი ბოლო დღეების ბრალია...". მაგრამ სინამდვილეში, მხოლოდ თავად იმ ადამიანის ბრალია, რომელსაც დაავიწყდა თუ როგორ უნდა გაიხაროს. ტყუილად როდი თქვა იესომ, რომ ბავშვებივით ვყოფილიყავით.
შესაძლებელია თუ არა ამასთან ბრძოლა? რა თქმა უნდა. თუ პრობლემას აცნობიერებთ, ეს უკვე ნახევარი საქმეა.
აღსანიშნავია, რომ ასეთი ადამიანები, მეცნიერების მსგავსად, ჩვეულებრივ არასოდეს არ კარგავენ ცხოვრებისადმი ინტერესს. ერთ-ერთ მეცნიერს, რომელიც მთელი ცხოვრება ჭიაყელას იკვლევდა, ერთხელ ჰკითხეს:
- გვითხარი, არ მოგბეზრდა მთელი ცხოვრება ერთი და იგივე ჭიაყელის კვლევა?
- რა ამბობთ! ჭიაყელა ხომ ასეთი გრძელია! ცხოვრება კი ასეთი მოკლე... - უპასუხა მან.
- რა ამბობთ! ჭიაყელა ხომ ასეთი გრძელია! ცხოვრება კი ასეთი მოკლე... - უპასუხა მან.
იმ ადამიანისთვის, რომელიც გამუდმებით რაღაცას იკვლევს, ცხოვრება არასოდეს გახდება მოსაწყენი! ის ყოველთვის სიხარულს პოულობს შემოქმედებით პროცესში და იმ ძვირფას შედეგში, რომელიც ნებისმიერ ღრმა კვლევას მოაქვს. ტყუილად როდი წარმოაჩენენ ხშირად მეცნიერებს ბავშვურად მიამიტებად და გატაცებულებად, ისე როგორც ხშირად ბავშვები იქცევიან.
ამიტომ აქ შემდეგი პრინციპით მოქმედებაა საჭირო: სოლს სოლითვე აძრობენ!
ზედაპირული ცოდნა და ის ზიანი, რომელიც მას ხშირად მოაქვს, უნდა ამოვძირკვოთ შედარებით უფრო ღრმა ცოდნის სოლით, რომელსაც გულის ანთება და მასში დღევანდელი, ნაყოფიერი და სიხარულით აღსავსე სიცოცხლის სისავსის შთაბერვა შეუძლია!
ეს პრინციპი სულიერ მოწყენილობასაც შეეხება, რომელიც შესაძლოა ქრისტიანს "ესტუმროს". ღრმა პირად შესწავლას, დამჭკნარი, გამხმარი რწმენის ხის გამოცოცხლება შეუძლია.
და აქ მოციქული პავლეს შემთხვევაა სამაგალითო. ის ძალიან განათლებული ადამიანი იყო, მან ბევრი რამ იცოდა და შეეძლო საკუთარი თავისთვის ეთქვა: "მე ხომ ისედაც ყველაზე განათლებული ქრისტიანი ვარ, მეტი რაღა სწავლა მესაჭიროება" ...მაგრამ! მაგრამ ის აგრძელებს წმინდა წერილების კვლევას და ამ კვლევის შედეგების სხვებისათვის გაზიარებას. თანაც ის არ მალავს იმ მხიარულ, ბავშვურ აღტაცებას, რომელსაც მასში ეს კვლევები იწვევენ:
ო, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელია მისი სამართალი და მიუკვლეველია მისი გზები! (რომაელები 11:33)
რამდენი აღტაცებაა! რამდენი სიხარულია! მოციქული პავლესათვის ჭეშმარიტება იყო ის ჭეშმარიტი სიმდიდრე, რომელსაც მატერიალურზე გაცილებით მეტად აფასებდა.
იმ ადამიანისათვის, რომელიც მართლა აფასებს სულიერ სიმდიდრეს, მატერიალური სიმდიდრე ისეთ ფასეულს აღარ წარმოადგენს. მას არ სჭირდება "მატერიალიზმის" დოზა იმისათვის, რომ სიხარული განიცადოს.
იმ ადამიანისათვის, რომელიც მართლა აფასებს სულიერ სიმდიდრეს, მატერიალური სიმდიდრე ისეთ ფასეულს აღარ წარმოადგენს. მას არ სჭირდება "მატერიალიზმის" დოზა იმისათვის, რომ სიხარული განიცადოს.
კიდევ ამ საკითხზე შეგვიძლია დავფიქრდეთ. თუ ღმერთმა ჩვენ შეგვქმნა ისეთი მოთხოვნილებით, როგორიცაა - სიხარულის განცდა, მაშინ შეიძლება მისგან ამ საკითხში დახმარების მოლოდინი გვქონდეს? რა თქმა უნდა! ბიბლიაში ჩაწერილია სიტყვები, რომელიც იმის საფუძველსაც კი გვაძლევს, რომ ღმერთს ასეთი შესანიშნავი საჩუქრის შესახებ ვთხოვოთ კიდეც. გალატელთა მიმართ მიწერილ წერილში ღვთის წმინდა სულის ნაყოფებია აღწერილი და ამ ნაყოფის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი - სიხარულია.
ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიკეთე, ყოველივე კარგი, რწმენა... (გალატელები 5:22)
რა არის იმისათვის საჭირო, ეს ნაყოფი რომ გაიზარდოს და დამწიფდეს, ხოლო სიხარული ჩვენს გულში სულ უფრო იზრდებოდეს?
მოდით ნამდვილი ნაყოფი წარმოვიდგინოთ, მაგალითად, ვაშლი. რა არის იმისათვის აუცილებელი, ის რომ გაიზარდოს და დამწიფდეს? ამისათვის საჭიროა, რომ ის ხეზე ეკიდოს და მისი "წვენით" იკვებოს. მას თუ უბრალოდ ხის მახლობლად დავდებთ, მაშინ ნაყოფი უბრალოდ დალპება.
ხე — ესაა ღმერთის ყველა ის ღონისძიება, რომლებსაც ის დღეს გვთავაზობს სულიერი ზრდისათვის, ჩვენი ნაყოფის დამწიფებისათვის, ყველა ის საქმიანობა, რომლის დროსაც ჩვენზე ღვთის სული მოქმედებს. რაზეა საუბარი?
პირველი და ყველაზე მთავარი - ესაა, რა თქმა უნდა, ბიბლიის რეგულარული კითხვა.
(2 ტიმოთე 3:16)
(2 ტიმოთე 3:16)
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი - ესაა ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება.
(ებრაელები 10:23,24)
(ებრაელები 10:23,24)
და მესამე - ესაა ქრისტიანული მსახურება.
(მათე 28:19,20)
(მათე 28:19,20)
მაგრამ საკმარისი არაა ამ მნიშვნელოვანი საქმეებით უბრალოდ დაკავება. ეს ხე რომ სამოთხისებურ პირობებში გაზრდილიყო, მაშინ მასზე ყველაფერი თავისთავად გაიზრდებოდა და დამწიფდებოდა. მაგრამ ჩვენ ხომ სამოთხისებურ პირობებში არ ვცხოვრობთ, არამედ ამ ქვეყნიერების აგრესიულ პირობებში, სადაც გულგრილობის ცივი ქარები ქრიან საყოველთაო ურწმუნოების უდაბნოებში. აქ რაღაც უფრო მეტია საჭირო — მცოდნე მებაღის მზრუნველი ხელი, რომელიც დაიცავს, მორწყავს და სასუქს დაუყრის ამ ხეს. ამიტომ სავსებით მიზანშეწონილია, რომ მანამ, სანამ ამ მნიშვნელოვანი საქმეებიდან ნებისმიერს მოვეკიდებოდეთ, ლოცვით მივმართოთ დიდებულ მებაღეს და წმინდა სული ვთხოვოთ მას, რათა ჩვენმა ხემ დიდი ნაყოფი გამოიღოს და დაგვასაჩუქროს, მათ შორის გულის ისეთი შესანიშნავი გრძნობითა და თვისებითაც, როგორიცაა სიხარული.
ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენი დიდებული მებაღე ჩვენგან იმას მოელის, რომ სიხარულით ვემსახუროთ მას ნებისმიერ გარემოებაში.
სიხარულით ემსახურეთ იეჰოვას. მხიარული ყიჟინით მიდით მის წინაშე. (ფსალმუნები 99:2 (100:2))
მე ძალიან მომწონს ეს აზრი, ერთი ძველი წიგნიდან:
ნამდვილი ბედნიერება გარემო პირობებზე კი არაა დამოკიდებული, არამედ მაშინ მოდის როდესაც ვრწმუნდებით, რომ ჩვენ სწორად ვიქცევით და ამის გამო ღმერთი გვიწონებს.
ადამიანის პიროვნებას იმდენად ის არ წარმოაჩენს, თუ რისი სწამს მას, რამდენადაც ის, თუ რა წარმოადგენს მისთვის სიხარულის წყაროს.
წყარო : teonote.ru
თარგმანი აღებულია: maxvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment