Thursday, 15 August 2019

რატომ არ აღნიშნავენ იეჰოვას მოწმეები დაბადების დღეს?


იეჰოვას მოწმეების პოზიცია დაბადების დღის მიმართ არ არის მხოლოდ ტრადიციებზე ბრმად უარის თქმა; ეს არის სურვილი, ცხოვრების ყველა სფეროში გაითვალისწინონ შემოქმედის თვალსაზრისი. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიაში პირდაპირ არ წერია სიტყვები „არ აღნიშნო“, მასში მოცემული პრინციპები მკაფიოდ მიგვანიშნებს ამ დღესასწაულის ბუნებაზე.

​ჩვენი პოზიცია ოთხ ძირითად საფუძველს ემყარება:


1.დაბადების დღე ცრუ რწმენიდან და წარმართული წეს-ჩვეულებებიდან იღებს სათავეს რაც დღესაც გასდევს მას. 

ქრისტიანისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რას აკეთებს დღეს საზოგადოება, არამედ ისიც, თუ რა საფუძველი ჰქონდა ამა თუ იმ ჩვეულებას.

ისტორიული წყაროები აჩვენებს, რომ დაბადების დღის მრავალი ტრადიცია — სანთლების ანთება, სურვილის ჩაფიქრება, მაგიური ძალის მინიჭება მილოცვებისა და საჩუქრებისთვის — წარმართულ და ცრუმორწმუნეობრივ წარმოდგენებთან იყო დაკავშირებული. ძველად მიაჩნდათ, რომ ამ რიტუალებს ადამიანის დაცვა ან ბედნიერების მოტანა შეეძლო.

ბიბლია კი მკაფიოდ გმობს მაგიას, სპირიტიზმს, ასტროლოგიასა და ცრურწმენას (კანონი 18:10—12; გალატელები 5:19—21). ამიტომ ქრისტიანი თავს არიდებს ისეთ ტრადიციებს, რომლებიც ასეთ წარმოდგენებთან იყო დაკავშირებული.

 მილოცვების, საჩუქრების მირთმევისა და საზეიმო წვეულების გამართვის, მათ შორის სანთლების ანთების, ტრადიციას ძველ დრომდე მივყავართ. იმ დროს ხალხი ფიქრობდა, რომ ეს ჩვეულებები იუბილარს დემონებისგან დაიცავდა და მას მთელი წლის მანძილზე ცუდი არაფერი შეემთხვეოდა . . . («Schwbische Zeitung» [ჟურნალი "დრო და მსოფლიო" - "Zeit und Welt"], 3/4 აპრილი 1981 წ., გვ.4). 


ტორტზე სანთლების ანთების ტრადიცია 

გერმანული და ბერძნული ტრადიციებით, არტემიდასადმი მიძღვნილ კვერებზე სანთლების ანთებას მაგიური დატვირთვა ჰქონდა. ითვლებოდა, რომ ცეცხლი და ბოლი განდევნიდა ბოროტ სულებს. დღევანდელი ჩვევა — „ყველა სანთელი ერთ ამოსუნთქვით ჩააქრე და სურვილი აგისრულდება“ — ზუსტად იმავე მაგიური რიტუალის ექოა.
დაბადების დღის სანთლებს სურვილების ასრულების მაგიურ ძალას მიაწერდნენ… 
არსებობდა აზრიც, რომ სანთლის ანთებით ხდებოდა ბოროტი სულების განდევნა.

ამგვარად  შინაარსი ზუსტად იგივე დარჩა — მაგიური ქმედება სასურველის მისაღწევად.

მილოცვები და საუკეთესო სურვილები 

  • ძველ დროში სჯეროდათ, რომ დაბადების დღეს ადამიანი უფრო ახლოს იყო სულთა სამყაროსთან, ამიტომ კოლექტიურ პოზიტიურ სიტყვებსა და საჩუქრებს მის დასაცავად „ზებუნებრივ“ ძალას მიაწერდნენ.
  • დღევანდელი კავშირი: რატომაა მიღებული, რომ იუბილარს აუცილებლად ბევრმა ადამიანმა უნდა მიულოცოს? ეს არის იმ ძველი რწმენის ექო, რომ „კოლექტიური პოზიტივი“ იცავს ადამიანს უბედურებისგან. სიტყვებს ენიჭება ზებუნებრივი ძალა, რაც პირდაპირ კავშირშია ოკულტიზმთან.

საჩუქრების მიღების ტრადიცია მე-18 საუკუნეს უკავშირდება. თუ ვინმე დაბადების დღეზე საჩუქარს აჩუქებდა იუბილარს, მიიჩნეოდა რომ იუბილარისთვის მომდევნო წელი წარმატებული იქნებოდა.
  • დღესაც არსებობს დაუწერელი წესი: „იუბილარს ცარიელი ხელებით არ ეწვიო“. რატომ? იმიტომ, რომ ქვეცნობიერად საჩუქარი კვლავ რჩება იმ „სავალდებულო ატრიბუტად“, რომლის გარეშეც რიტუალი სრულყოფილად არ მიიჩნევა.

ბიბლია გმობს ცრუ რწმენას, მაგიას, სპირიტიზმს და ყველაფერს, რაც მას უკავშირდება (კანონი 18:14; გალატელები 5:19—21). აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ძველად ღმერთმა ქალაქ ბაბილონს მსჯავრი დასდო, სწორედ ის იყო, რომ მისი მცხოვრებნი ასტროლოგიას მისდევდნენ, რაც მაგიის ერთ-ერთი ფორმაა (ესაია 47:11—15). იეჰოვას მოწმეები არ ეძიებიან ყველა წეს-ჩვეულების საწყისებს, მაგრამ, როცა წმინდა წერილებში აშკარა, არაორაზროვანი მითითებებია მოცემული ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ისინი ყურს არ უყრუებენ ამას.

2.ბიბლიაში არც ერთხელ არ არის მოხსენიებული, რომ რომელიმე ღვთის მსახურს დაბადების დღე აღენიშნოს.  მეტიც ის უარყოფით შუქში წარმოგვიდგენს დაბადების დღის აღნიშვნას

ბიბლიაში არცერთი შემთხვევა არ არსებობს, სადაც ღვთის ერთგული მსახური დაბადების დღეს აღნიშნავს. პირიქით, წმინდა წერილები ორ კონკრეტულ შემთხვევას აღწერს (ფარაონისა და ჰეროდეს ზეიმი), (დაბადების 40:20—22;)(მათეს 14:6-11) სადაც ეს დღესასწაული ადამიანის სიკვდილით სრულდება. ეს არ არის შემთხვევითობა; ბიბლია ამით ხაზს უსვამს, რომ დაბადების დღის აღნიშვნა იმ ადამიანების ჩვეულება იყო, რომლებიც ღმერთს არ იცნობდნენ. მოაზროვნე ქრისტიანისთვის ეს საკმარისი მინიშნებაა იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვს იეჰოვას ამ საკითხისადმი."

  • ბიბლიაში არაფერია ჩაწერილი შემთხვევით. ის ფაქტი, რომ წმინდა წერილებში მოხსენიებული ორივე დაბადების დღე ტრაგიკული სიკვდილით დასრულდა, მკაფიო კონტრასტს ქმნის ღვთის მსახურების ცხოვრების წესთან. 
  • საინტერესოა, რომ ბიბლია დეტალურად აღწერს ქორწილებსა თუ სხვა ლხინს, სადაც ღვთის მსახურები მონაწილეობდნენ, მაგრამ დაბადების დღის შემთხვევაში — სიმბოლური 'დუმილით' ან ნეგატიური კონტექსტით მიგვანიშნებს ამ ჩვეულების უცხოობაზე“.

3.რა შეხედულება ჰქონდათ დაბადების დღეების აღნიშვნაზე პირველ ქრისტიანებს და ბიბლიურ დროში მცხოვრებ ებრაელებს?

  • თუ დაბადების დღის აღნიშვნა ქრისტიანული ღირებულება იქნებოდა, მას თავად მოციქულები დაამკვიდრებდნენ. თუმცა

 ისტორიული წყაროები, საპირისპიროს ადასტურებენ.

 

 ენციკლოპედია 'უორლდ ბუკი', აღბიშნავს   რომ პირველი 

 აღნიშნავს: „ადრინდელი ქრისტიანები არ ზეიმობდნენ მის [ქრისტეს] დაბადებას, ისინი დაბადების დღის აღნიშვნას წარმართულ წეს-ჩვეულებად თვლიდნენ“.

ისინი მკაცრად მიჰყვებოდნენ მოციქულთა დარიგებებს და არ სურდათ ქვეყნიერების წეს-ჩვეულებებით დაებინძურებინათ თავიანთი რწმენა. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა — დავუბრუნდეთ პირველყოფილ ქრისტიანულ სიწმინდეს."


ასევე მსოფლიო ენციკლოპედიაში“: ვკითხულობთ: „ადრინდელი ქრისტიანები არ ზეიმობდნენ მის [ქრისტეს] დაბადებას, ისინი დაბადების დღის აღნიშვნას წარმართულ წეს-ჩვეულებად თვლიდნენ“  (The World Book Encyclopedia, ტომი III, გვერდი 416).

ისტორიკოსი ავგუსტ ნეანდერი წერდა: „დაბადების დღის აღნიშვნის იდეა, მთლიანობაში, უცხო იყო [პირველი] ქრისტიანებისთვის“ (The History of the Christian Religion and Church, During the Three First Centuries, ავგუსტ ნეანდერი, ინგლისური თარგმანი ჰ. ჯ. როუზისა, ნიუ-იორკი, 1848, გვ. 190).

ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა — მივყვეთ პირველი საუკუნის ქრისტიანების მიერ დატოვებულ წმინდა ნიმუშს (2 თესალონიკელები 3:6).


ქვემოთ კი გთავაზობთ ვიდეოს, სადაც დეკანოზი აღიარებს და ისტორიული ფაქტი მოჰყავს, რომ პირველი ქრისტიანები(ეკლესია) რამდენიმე საუკუნის განმავლობაში არ აღნიშნავდა დაბადების დღეს, რადგან წარმართულად თვლიდნენ ამიტომაც ამ დღეს არ ანიჭებდნენო მნიშვნელობას



 
4.ზემოთ ჩანოთვლილის გარდა, რა აღძრავდა ყველა დროის ღვთის მსახურებს იმისაკენ, რომ უარი ეთქვათ მსგავს დღესასწაულებზე? ასეთ მიზეზს წარმოადგენდა, ღვთისათვის მიუღებელი, ადამიანის თვითგანდიდებისაკენ სწრაფვა. 
 

დაბადების დღე თავისი არსით ადამიანის გადამეტებულ განდიდებას ემსახურება (ე.წ. „ფიგურა № 1-ად“ ქცევა), რაც ეწინააღმდეგება ბიბლიურ თავმდაბლობას. იესო ქრისტე, რომელიც სრულყოფილი იყო, არასოდეს ეძებდა დიდებას თავისთვის და ყველა ქებას მამას უძღვნიდა (იოანე 8:50; მათე 11:29).

დაბადების დღის, ფერად ჭიქურიანი ტორტი და მასზე დანთებული სანთლები — ესაა პატივისცემის საკუთარი თავისადმი მიძღვნა. სხვა დღესასწაულები გულს ახარებენ, დაბადების დღეები კი საკუთარ "მე"-ს აამებს» («The Lore of Birthdays»). 

თვითგანდიდება ან, პირიქით, სხვის განდიდებაში მონაწილეობა, რომელიც ასე დამახასიათებელია ამ ზეიმებისთვის, - ნუთუ ეს ყოველივე იმასთან წინააღმდეგობაში არ მოდის, რასაც ადამიანებს ეუბნება ბიბლია? მოდით დავფიქრდეთ ღვთის სიტყვაში მოცემულ სიტყვებზე და მაგალითებზე, რომლებიც თავმდაბლობისკენ და მოკრძალებისკენ მოგვიწოდებს და არა თვითგანდიდებისაკენ.   «ვინც თავს იმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს იმდაბლებს, ამაღლდება» (მათე 23:12). ეს სიტყვები იესომ ამაყ ფარისეველებს უთხრა, რომელთაც უყვარდათ, «ყველაფრის სხვების დასანახავად კეთება, …საპატიო ადგილები ვახშმებზე …და რომ ესალმებიან» (მათე 23:5-7). 

  იესო კი არასოდეს არ ეძებდა დიდებას. «მე არ მინდა დიდება ადამიანებისგან… მე არ ვეძებ დიდებას ჩემთვის» (იოანე 5:41; 8:50). თავისი დიდებული მსახურების შესრულების დროსაც კი, ღვთის ძე «უკრძალავდა [ხალხს] მასზე საუბარს», რადგან არ სურდა თავისთვის ამაო დიდება. ყველა დიდებას თავის ზეციერ მამას უძღვნიდა,და არა საკუთარ თავს (იოანე 8:26-28). ამიტომაც ჰქონდა იესოს სრული საფუძველი რომ საკუთარ თავზე ეთქვა: «ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი, და გულით თავმდაბალი ვარ» (მათე 11:29. შეადარეთ 20:26-28). 

  მოციქული პავლე, გამოჩენილი მისიონერი, რომელმაც ქრისტიანული ბერძნული წერილების უმეტესობა დაწერა, საკუთარ თავზე ისე საუბრობდა, როგორც «ყველა წმინდაზე უმცირესზე» (ეფესოელთა 3:8). 

  ამ თემის განხილვისას, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ თვითონ  ღმერთის თვალსაზრისით «კარგი სახელი სჯობია კარგ ზეთს, სიკვდილის დღე - დაბადების დღეს. » (ეკლესიასტე 7:1,2). რატომ ლაპარაკობს ღმერთი სიკვდილის დღის დაბადების დღეზე უპირატესობის შესახებ? პასუხი ზუსტად უკვე ნახსენებ «ადამიანთა უძლურებაში» იმალება. ღმერთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდა ადამიანი, თავისი ხანმოკლე სიცოცხლის გზაზე, ზუსტად ამაზე იქნება დამოკიდებული მისი მომავალი. როგორც თვითონ გვარწმუნებს: «ვისაც ძე სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს, ხოლო ვინც ძეს არ ემორჩილება, ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა რჩება მასზე» (იოანე 3:36). 

ღვთის ჭეშმარიტ მსახურებს არ სურთ, რომ შეუფერებელი ქებისა და დიდების ობიექტებად იქცნენ! მათ არ უნდათ რომ იმათ დაემსგავსონ, ვისაც «ადამიანთაგან უფრო უყვართ დიდება, ვიდრე ღვთისაგან» (იოანე 12:43). ეს ფაქტი წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიზეზს იმისა, თუ რატომ არ ზეიმობენ იეჰოსავ მოწმეები, არასრულყოფილ ქვეყნიერებაში ასე პოპულარულ, დაბადების დღეებს.


«რა თქმა უნდა, ნებისმიერი ბავშვის დაბადება — ბედნიერი და შესანიშნავი მოვლენაა. და რა თქმა უნდა, ნებისმიერ მშობელს უხარია, როდესაც ხედავს, თუ როგორ იზრდება ყოველწლიურად მათი პატარა. იეჰოვას მოწმეებიც მთელი გულით ავლენენ სიყვარულს ნათესავებისა და ახლობლების მიმართ: ჩუქნიან მათ საჩუქრებს და სიამოვნებით ატარებენ მათთან ერთად დროს. თუმცა ისინი ამის გაკეთებას ამჯობინებენ წელიწადის ნებისმიერ სხვა დღეებში და არა მაინც და მაინც დაბადების დღეებზე (ლუკა 15:22—25; საქმეები 20:35)». უფრო სასიხარულო მაშინ არის საჩუქრების მიღება, როცა არ ელოდები.


დასკვნა
„ამრიგად, იეჰოვას მოწმეების გადაწყვეტილება არ ეფუძნება მხოლოდ ერთი არგუმენტის არსებობას. იგი ემყარება ბიბლიურ პრინციპთა ერთობლიობას: დაბადების დღის წარმართულ ფონს, ბიბლიაში დადებითი მაგალითის არარსებობას, პირველი ქრისტიანების დამოკიდებულებასა და ქრისტიანული თავმდაბლობის პრინციპს. ამიტომ ჩვენ სიყვარულს, პატივისცემასა და გულუხვობას ვავლენთ მთელი წლის განმავლობაში და არა კონკრეტულ თარიღზე.“

საწინააღმდეგო აზრების განხილვა:

1.(ოსიას 7:5)
პასუხი: აქ საუბარია ისრაელის განდგომილ, უღვთო მეფეზე და არა ღვთისმსახურის მიერ მოწყობილ დღესასწაულზე.

2.(იობ1:4)ცნობილია, რომ იობის თითოეული ვაჟი „თავის დღეს“ მართავდა ნადიმს, თუმცა ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ისინი დაბადების დღეებს ზეიმობდნენ
  პასუხი: ამ მუხლში დღედ ნათარგმნი ებრაული სიტყვა ჲომ გულისხმობს დროის მონაკვეთს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე. რაც შეეხება „დაბადების დღეს“, ის შედგება ორი ებრაული სიტყვისგან ჲომ (დღე) და ჰულლედეთ (დაბადება). „დღესა“ და „დაბადების დღეს“ შორის სხვაობა კარგად ჩანს დაბადების 40:20-ში, სადაც ორივე სიტყვა გვხვდება: „მესამე დღეს [ჲომ ] ფარაონმა, თავის დაბადების დღეს [ჲომ ჰულლედეთ], ნადიმი გაუმართა ყველა მსახურს“. როგორც ვხედავთ, დაბადების 40:20-ისგან განსხვავებით იობის 1:4-ში დაბადების დღე არ არის ნაგულისხმევი. იობის შვიდი ვაჟი, სავარაუდოდ, ოჯახურ თავყრილობას აწყობდა ხოლმე (შესაძლოა ეს იყო საგაზაფხულო დღესასწაული ან მოსავლის აღების აღნიშვნა) და ვინაიდან მთელი კვირა დღესასწაულობდნენ, „თითოეული თავის დღეს“ ეპატიჟებოდა ოჯახის წევრებს თავის სახლში. თავად იობის დამოკიდებულება საკუთარი დაბადების დღისადმი კი იობის 3:1-3-ში ჩანს, სადაც ის წყევლის თავის გაჩენის დღეს.

3. ასეთი მოსაზრებებიც შეიძლება გაიგონოთ, რომ ქრისტიანისთვის თითქოსდა არ უნდა არსებობდეს ბიბლიური აკრძალვები იმასთან დაკავშირებით, რასაც ის თავისთვის დასაშვებად მიიჩნევს. «განა ბიბლია არ ამბობს – ამტკიცებენ ასეთი ადამიანები, - რომ არავინ არ უნდა განსაჯოს მორწმუნე ადამიანი «დღესასწაულების» გამო? (კოლოსელთა 2:16). 

  კონტექსტიდან ამოგლეჯილი ეს მუხლი წარმართულ ღრეობებს არ ეხება
  ყველა მსგავს შემთხვევაში ბიბლია ქრისტიანების მხრიდან წარმართული წეს-ჩვეულებების და ღრეობებისადმი გულგრილ დამოკიდებულებაზე როდი საუბრობს, არამედ იმავე მოსეს კანონში, ისრაელისთვის მიცემული, დღესასწაულებისა და რიტუალების დაცვაზე (ან არ დაცვაზე)(რომელიც ღვთის მიერ იყო დაფუძნებული და არა წარმართთა მიერ). ამ თემას ძალიან ხშირად ეხებოდა მოციქული პავლე, სხვადასხვა კრებებისადმი მიწერილ წერილებში. მოციქული დაუღალავად აჩვენებს განსხვავებას მოსეს კანონის მეშვეობით გადარჩენის ტყუილ მცდელობასა და იესო ქრისტეს მადლით ჭეშმარიტ გადარჩენას შორის (რომაელები 3:21-28; 7:4-6; 8:1-4; გალატელები 2:16; 3:1-14; ებრაელები 7:19-22; 8:7-13). 

თავად მუხლის კონტექსტი ცალსახად გვიჩვენებს, რაზეც საუბრობს პავლე. კოლოსელთა 2:16 ამბობს: „ამიტომ ნურავინ განგსჯით საჭმელისა თუ სასმელის გამო, ან რომელიმე დღესასწაულის, ახალმთვარობის ან შაბათის გამო". ეს არ არის შემთხვევითი ჩამონათვალი — ეს არის მოსეს კანონის ტერმინოლოგია სრული სახით: „საჭმელი და სასმელი" პირდაპირ უკავშირდება ლევიანთა 11-ე თავის საკვების წესებს (სუფთა და უსუფთაო ცხოველები), ხოლო „დღესასწაული, ახალმთვარობა და შაბათი" — ისრაელისთვის მოცემულ კალენდარულ დღესასწაულებს, ახალმთვარეობის აღნიშვნასა და შაბათის დაცვას (ლევიანთა 23-ე თავი; რიცხვნი 28:11-15).
ამ ოთხივე ელემენტის ერთად ხსენება (საჭმელი, სასმელი, დღესასწაული, ახალმთვარობა, შაბათი) ზუსტად იმეორებს იმ ფორმულირებას, რომელსაც პავლე თანმიმდევრულად იყენებდა მოსეს კანონზე საუბრისას (შეადარეთ გალატელები 4:9-10, სადაც იგივე პრინციპია გამოხატული „დღეების, თვეების, დროთა და წელთა" დაცვასთან დაკავშირებით). არსად ამ კონტექსტში პავლე არ ეხება წარმართულ ან ცრუ რელიგიურ ჩვეულებებს — პირიქით, საკითხი ეხება იმას, ევალებოდათ თუ არა წარმართობიდან მოქცეულ ქრისტიანებს მოსეს კანონის რიტუალური მხარის დაცვა, რომელიც თავად ღვთის მიერ იყო დაწესებული ისრაელისთვის და არა ადამიანური თუ წარმართული წარმოშობის.


ამრიგად, მუხლი საერთოდ არ ეხმაურება იმ საკითხს, თუ დასაშვებია თუ არა წარმართული წარმოშობის ჩვეულებების, მაგალითად დაბადების დღის, პრაქტიკაში გამოყენება. ის საუბრობს იმაზე, ევალებოდათ თუ არა ქრისტიანებს ღვთის მიერვე დაწესებული, უკვე მოძველებული რიტუალების დაცვა. ვინც ამ მუხლს დაბადების დღის გასამართლებლად იშველიებს, სინამდვილეში ცდილობს ღვთის მიერ დაწესებულ წეს-ჩვეულებებზე პასუხის გამოყენებას იმ საკითხზე, რომელიც ეხება წარმართული და ცრურწმენით სავსე ტრადიციის დაცვას — ორი სრულიად განსხვავებული საკითხის აღრევა

4.რატომ ზეიმობენ ქრისტიანები ქორწინების წლისთავს, მაგრამ არ ზეიმობენ დაბადების დღეს?

სიმართლე რომ ვთქვათ, ქრისტიანისთვის არც ერთის აღნიშვნა არ არის საჭირო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთი და იგივე მნიშვნელობა მივანიჭოთ ამ ორ წლისთავს. ქრისტიანების პირადი საქმეა, იზეიმონ თუ არა ქორწინების წლისთავი, რათა გაიხსენონ ის სასიხარულო მოვლენა და თავიანთი გადაწყვეტილება — ყოველთვის განაგრძონ ოჯახურ ცხოვრებაში წარმატებებისკენ სწრაფვა. მაგრამ დაბადების დღეების შემთხვევები, რომლებიც ჩაწერილია ბიბლიაში, დაკავშირებულია წარმართულ ტრადიციებსა და სისასტიკესთან რომელზეც ზემოთაც ვისაუბრეთ
ცხადია, რომ ბიბლია უარყოფითად არ აშუქებს ქორწინებას და მისთვის გამართულ ნადიმს.იესო თვითონაც იყო ქორწილში და იზრუნა კიდეც იმისთვის, რომ ის სასიამოვნოდ წარმართულიყო (იოანე 2:1–11).მაგრამ ის არყოფილა არცერთ  დაბადების დღეზე და არც არსად წერია ის რომ ღვთისმსახურს აღენიშნოს ეს დღე
ამიტომ უცნაური არაფერია იმაში, თუ წყვილი გადაწყვეტს ქორწინების წლისთავის აღნიშვნას, რათა ერთად გაიხსენონ ის სასიხარულო მოვლენა და თავიანთი გადაწყვეტილება, ყოველთვის განეგრძოთ ოჯახურ ცხოვრებაში წარმატებებისკენ სწრაფვა. ეს შემთხვევა არ  იქცევა ხოლმე  დიდი თავმოყრის მიზეზად. 
ამგვარადდაბადების დღე აშკარად განსხვავდება: მისი მთავარი არსი — ადამიანის ეგოცენტრული განდიდება, სანთლების მაგია და მისტიკური რიტუალები — დღესაც ცოცხალია და პირდაპირ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ თავმდაბლობას.

 მაშასადამე, აღნიშნავენ თუ არა ქრისტიანები ქორწინების წლისთავს, (რაც საყურადღებოა მოწმეებთან არ ხდება ყოველი წლისთავის აღნიშვნა არამედ მრგვალი თარიღების)მათი პირადი საქმეა, მაშინ როდესაც, არსებობს საფუძვლიანი მიზეზი, რის გამოც მოწიფული ქრისტიანები არ აღნიშნავენ დაბადების დღეს.

5.საქორწინო ბეჭედი. ადრე მასაც წარმართული დატვირთვა ქონდაო.მაშ რატომ იყენებთო

ცხადია, თუ რაიმე საგანი, სიმბოლო ან ჩვეულება ცრუ რელიგიიდან იღებს დასაბამს ან მასთან ასოცირდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის მიუღებელია ჭეშმარიტი თაყვანისმცემლისთვის. მაგალითად, ბროწეულის სიმბოლოზე ერთ ავტორიტეტულ ბიბლიურ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „როგორც ჩანს, წარმართული რელიგიები ბროწეულს წმინდა სიმბოლოდ მიიჩნევდნენ“. მიუხედავად ამისა, ღვთის მითითებისამებრ, მღვდელმთავრის სამოსის კიდეზე ძაფისგან გაკეთებული ბროწეულები უნდა შემოევლოთ; ბროწეულებით იყო მორთული სოლომონის ტაძრის სპილენძის სვეტებიც (გამოსვლა 28:33; 2 მეფეები 25:17). ერთ დროს საქორწინო ბეჭედსაც რელიგიური დატვირთვა ჰქონდა; მაგრამ დღეს აღა, და მათთვის ბეჭედი მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანი დაქორწინებულია.
.საქორწინო ბეჭედი, თავისი დღევანდელი ფუნქციით, წარმოადგენს წმინდა სიმბოლოს: ის არაფერს „აკეთებს", არაფერს „ახდენს" — უბრალოდ აღნიშნავს ფაქტს, რომ ადამიანი დაქორწინებულია. ბეჭდის ტარება არ არის მოქმედება, რომელსაც შედეგის მოტანის ან უბედურებისგან დაცვის ძალა მიეწერება.
დაბადების დღის რიტუალი კი ამ თვალსაზრისით არსებითად განსხვავებულია. სანთლის შებერვა და იმავე დროს „სურვილის ჩაფიქრება" არ არის სტატიკური სიმბოლო — ეს არის მაგიური მოქმედება, რომელსაც დღესაც სჯერა შემსრულებელს, თითქოს ამ კონკრეტულმა ქმედებამ (და არა უბრალოდ სურვილის გამოთქმამ სხვა დროს) რაღაც უნდა „მოახდინოს" ან „გამოიწვიოს" დღესაც განდიდების ობიექტია იუბილარი. და დღესაც გამოიყენება სანთლები და სხვა ატრიბუტიკა რაც წარმართობიდან იღებს დასაბამს. ეს ყველაფერი და სხვა ზემოთგანხილული დეტალები ანახვებს რომ დაბადების დღე წარმართულია რაც მკვეთრად მიჯნავს მას ქორწინებისა და ბეჭედის საკითხებთან

ამრიგად ისეთ ადათ-წესებზე, რომლებიც ერთ დროს საეჭვო მოქმედებებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ახლა ძირითადად საზოგადოებრივი ეტიკეტია და არ ხდება ბიბლიური პრინციპების აშკარა დარღვევა, იეჰოვას მოწმეები არ ადგენენ მკაცრ წესებს

6.აქ ორმაგი სტანდარტები ხომარ ჩანს მოწმეების მხრიდან?

ბიბლიაში მოხსენიებულია მრავალი ჩვეულება, (რომლებსაც წარმართებიც აკეთებდნენ) და  რომელთაგანაც ზოგი მიუღებელი იყო ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებისთვის, ზოგი კი — მისაღები.
 პირველი მეფეების 18:28-ში მოხსენიებული ბაალის თაყვანისმცემლების ჩვეულება — მთელი ხმით ყვირილი და სხეულის დასერვა — ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებისთვის მიუღებელი იყო. მეორეს მხრივ, რუთის 4:7-დან ჩანს, რომ ისრაელებისთვის მიუღებელი არ იყო „ჩვეულება . . . გამოსყიდვის უფლებისა და გაცვლის დასადასტურებლად“. რომლის მიხედვითაც კაცს სანდალი უნდა გაეხადა და მოძმისთვის მიეცა.

იმავეს თქმა შეიძლება დაკრძალვასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ჩვეულებაზე. ეგვიპტელები, ჩვეულებისამებრ, მკვდარს ბალზამირებას უკეთებდნენ. ერთგულ პატრიარქ იოსებს ავტომატურად არ უარყვია ეს და არ უთქვამს, რომ ეს ჩვეულება წარმართული იყო და ებრაელებისთვის მიუღებელი. ნაცვლად ამისა, „უბრძანა იოსებმა თავის მსახურებსა და მკურნალებს, რომ დაებალზამებინათ მამამისი“, როგორც ჩანს იმ მიზნით, რომ იაკობი აღთქმულ მიწაზე დაემარხათ (დაბ. 49:29—50:3). მოგვიანებით ებრაელებმა დაკრძალვასთან დაკავშირებული სხვა ჩვეულებები შემოიღეს, მაგალითად, მკვდრის დაბანა და სიკვდილის დღესვე დამარხვა. პირველი ქრისტიანებისთვის ეს ჩვეულებები მისაღები იყო (საქ. 9:37)

ძველ დროს წარმართები რიტუალებში იყენებდნენ მცენარეებისგან დამზადებულ საკმეველს, მაგრამ ამას ღვთის ხალხისთვის ხელი არ შეუშლია, რომ საკმეველი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში გამოეყენებინათ (გამ. 30:1, 7, 8; 37:29; გამოცხ. 5:8).
 ახლა რას იზავენ ოპონენტები, დაადანაშაულებენ ღვთის ხალხს ორმაგ სტანდარტებში? მაგრამ როცა მოწმებთან მიდგება საქმე აქ თითს იშვერენ.
ამით თავიანთ ორმაგ სტანდარტებს და ფარულ წინააღმდეგობას ააშკარავებენ ბიბლიასთან მიმართებაში

რელურად მთავარი კრიტერიუმია: არღვევს თუ არა ეს ქმედება ღვთის პირდაპირ პრინციპებს? დაბადების დღე არღვევს, ბეჭედი ან წლისთავი — არა.


No comments:

Post a Comment