1.აქვს თუ არა ღმერთს სახელი?
დიახ.ღვთის სახელი სხვადასხვა ენაზე სხვადასხვანაირად გამოითქმის. ქართულად ღვთის სახელი ჟღერს: „იეჰოვა“. ზოგი მას წარმოთქვამს, როგორც „იაჰვე“
მართალია, ბიბლიის ბევრმა მთარგმნელმა ჩაანაცვლა ღვთის სახელი ტიტულებით „ღმერთი“ და „უფალი“, მაგრამ ბიბლიის ძველ ებრაულ ხელნაწერებში ღვთის სახელი დაახლოებით 7 000-ჯერ მოიხსენიება. (და რათქმაუნდა ჩვენ ბიბლიის ორიგინალი ხელნაწერები უნდა გვაინტერესებდეს, და არა გარკვეულ ადგილებში გადაკეთებული ბიბლიის თარგმანები). ასეთ ორიგინალთან მიახლოებულ ხელნაწერს განეკუთვნება: პირველყოვლისა მკვდარი ზღვის გრაგნილები სადაც ათასობით ადგილზეა ღვთის სახელი. ალეპოს კოდექსი და ა.შ. ახლა კი წაიკითხეთ ის ადგილები ბიბლიიდან, რომლებიც ზემოხსენებულ ხელნაწერებშიც მოიხსენიება და რომლებიც მკაფიოდ გვანახებენ თუ რა ჰქვია ღმერთს. ასეთი ადგილები ბიბლიაში 7 000 ზე მეტია, მაგრამ აქ რამოდენიმეს გამოვყოფ, რომელიც ცალსახად და არაორაზროვნად გვანახვებს ამ სახელს:
(ეს42:8), (გამოს3:14), (იგ30:4) (ფს83:18),(ეს12:4), (იერ16:21), (მალ1:11)(იოელ2:26,31)
აგრეთვე წარმართებზე საუბრისას, რომლებიც ქრისტიანები გახდნენ, მოწაფე იაკობმა თქვა: „მოხედა ღმერთმა წარმართებს, რომ წარმართთაგან გამოეკრიბა ხალხი თავისი სახელისათვის“ (საქმეები 15:14) - ბუნებრივია თუ ღმერთს სახელი არ აქვს ასეთ რამეს ვერ იტყოდა იაკობი.
უდავოა, სახელი იეჰოვა ყოვლისშემძლე ღმერთს ყველა დანარჩენი ღვთაებებისგან განასხვავებს. სწორედ ამიტომ არის ბიბლიის ორიგინალში ასე ხშირად ჩაწერილი. აშკარაა, ღმერთს სურს, რომ მისი სახელი ყველასთვის გახდეს ცნობილი (წაიკითხეთ ესაიას 12:4).
„ღმერთი“ და „მამა“ არ არის განმასხვავებელი სახელები. „ღმერთი“ ზოგადი წოდებაა და არ მიუთითებს კონკრეტულ პიროვნებაზე (ადამიანმა შეიძლება თავისი მუცელიც გაიხადოს ღმერთად; ფლ. 3:19). ებრაულ წერილებში იგივე სიტყვა (’ელოჰიმ ) გამოიყენება როგორც იეჰოვასთან, ჭეშმარიტ ღმერთთან, ისე ცრუღმერთებთან, მაგალითად, ფილისტიმელთა დაგონთან (მსჯ. 16:23, 24; 1სმ. 5:7) და ასურელთა ნისროქთან დაკავშირებით (2მფ. 19:37).
რატომ უნდა გვაინტერესებდეს?
„ადამიანი, რომელიც ღმერთს სახელით არ იცნობს, სინამდვილეში, არ იცნობს მას, როგორც პიროვნებას,.თავის მხრივ, იეჰოვაც უახლოვდება მათ, ვინც მის სახელს მოუხმობს. მათ, „ვინც მის სახელზე ფიქრობს“, ღმერთი ჰპირდება:
„შევიბრალებ მათ, როგორც კაცი შეიბრალებს თავის ვაჟს, თავის მსახურს“ (მალაქია 3:16, 17). ამასთანავე, ღმერთი კურთხევებს არ მოაკლებს მათ, ვინც მის სახელს მოუხმობს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ (რომაელები საქ2:31)
ღვთის სახელი უძველეს ავტორიტეტულ ხელნაწერებში:
ღვთის სახელი უძველეს ავტორიტეტულ ხელნაწერებში:
1.ქვემოთ მოცემულია ფსალმუნების“ მკვდარი ზღვის ხელნაწერის ფრაგმენტი, რომელიც ახ. წ. I საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება. ტექსტი დაწერილია ებრაული ასოებით, რომლებსაც ბაბილონში გადასახლების შემდეგ იყენებდნენ, ტეტრაგრამატონი კი აშკარად განსხვავებული ძველი ებრაული ასოებითაა დაწერილი
7.პაპირუსი ნაში“ დათარიღებულია ძვ.წ. II-I საუკუნით; იგი გახლავთ „ძვ. აღთქმის“ ებრაული ხელნაწერი; მასში არაერთ ადგილასაა ღვთის სახელი წარმოდგენილი ოთხი ებრაული თანხმოვნით יהוה.
https://biblehub.com/psalms/83-18.htm#
ან ნახეთ ქვემოთ სურათები
2.კათოლიკური იერუსალიმის ბიბლია: ესაიას 42:8
https://www.catholic.org/bible/book.php?id=29&bible_chapter=42
3.რუსული მართლმადიდებლური სინოდალური თარგმანი გამოავლის 3:14 და 15:3
4.არქიმანდრიტ მაკარის თარგმანი
5.ახალი გადამუშავებული ვერსია (ქართული) ესაიას 42:8
http://holybible.ge/bible/georgian/book-1-23-42-0-m-geo-m-geo--0?fbclid=IwAR0C_aO--XKSd1x0tXUzQ0UVWy9ZzOAJ-HLwBEo3OBNZJdUJtfnP8xkjGKQ
6.მეფე ჯეიმზის თარგმანი
2.მკვდარი ზღვის გრაგნილები, რომლებიც ცნობილია სახელით «მცირე წინასწარმეტყველნი»
3.ესაიას 30:15 მკვდარი ზღვის გრაგნილები
4.ალეპოს კოდექსი ეზეკიელის 28:22
5.ალეპოს კოდექსი ეზეკიელის 3:12
6.ეზეკიელის 7:4 კაიროს კოდექსი
7.პაპირუსი ნაში“ დათარიღებულია ძვ.წ. II-I საუკუნით; იგი გახლავთ „ძვ. აღთქმის“ ებრაული ხელნაწერი; მასში არაერთ ადგილასაა ღვთის სახელი წარმოდგენილი ოთხი ებრაული თანხმოვნით יהוה.
8.პაპირუსთა კოლექცია LXXP. Fouad Inv. 266 დათარიღებულია I საუკუნით და არის „ძვ. აღთქმის“ ბერძნული თარგმანი „სეპტუაგინტა“; ხელნაწერში ღვთის სახელი არაერთ ადგილას პირდაპირაა გადატანილი ოთხი ებრაული თანხმოვნით יהוה.
ავტორიტეტული ბიბლიის თარგმანები:
1.უამრავი ავტორიტეტული თარგმანი იყენებს მაგალითად ფსალმუნების 83:18 ში ღვთის სახელს იეჰოვას: სანახავად გადადით ლინკზეhttps://biblehub.com/psalms/83-18.htm#
ან ნახეთ ქვემოთ სურათები
2.კათოლიკური იერუსალიმის ბიბლია: ესაიას 42:8
https://www.catholic.org/bible/book.php?id=29&bible_chapter=42
ასევე იხილეთ სურათი
4.არქიმანდრიტ მაკარის თარგმანი
5.ახალი გადამუშავებული ვერსია (ქართული) ესაიას 42:8
http://holybible.ge/bible/georgian/book-1-23-42-0-m-geo-m-geo--0?fbclid=IwAR0C_aO--XKSd1x0tXUzQ0UVWy9ZzOAJ-HLwBEo3OBNZJdUJtfnP8xkjGKQ
6.ქართულ ენაზე შესრულებულ „საბას ბიბლიის“ დანართში „ებრაელთა, ქალდეველთა და იონთა სახელებთა თარგმანებანი“ სულხან-საბა ორბელიანი იესოს სახელს ასე განმარტავს:
„იესეს: ებრაელებ: იეოვა უფალი მაცხოვარი“.
სულხან-საბა ორბელიანის ბიბლიის დანართის ფოტოასლი:
6.მეფე ჯეიმზის თარგმანი
მეფე ჯეიმზის თარგმანი“ იგივე „ოფიციალური თარგმანი“ დღემდე ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ინგლისურ ბიბლიად რჩება». ამ თარგმანის 1 მილიარდზე მეტი ეგზემპლარია დაბეჭდილი.
მაგრამ ამ ბოლო დროს, მეფე ჯეიმზის ბიბლიის თარგმანმა კიდევ უფრო დიდი ყურადღება მიიპყრო. რატომ?
ბევრისთვის ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა ამ თარგმანის ხელახლა გამოცემა ისე, რომ მასში პირვანდელი ტექსტი უცვლელად დარჩენილიყო, მაგრამ მხოლოდ ერთი მნიშნელოვანი დეტალი შეცვლილიყო. ახლად გამოცემულ „მეფე ჯეიმზის თარგმანში“ დააბრუნეს ღვთის სახელი „იეჰოვა“ არა მარტო „ძველ აღთქმაში“, „ახალ აღთქმაშიც“ კი!
თითქმის 400 წლის თავზე, 1611 წელს გამოცემული „მეფე ჯეიმზის თარგმანი“, სულ ახლახანს ხელახლა დაიბეჭდა! http://www.dnkjb.net/ მასში ზუსტად ის ტექსტია მოცემული, რომელიც 1611 წელს მომზადდა 47 მთარგმნელის მიერ მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამ ტექსტში აღდგენილია ღვთის სახელი „იეჰოვა“ ათასობით მუხლში!
● ღვთის პირადი სახელი „იეჰოვა“ აღადგინეს 6973 ადგილას.
● ამ სახელის შემოკლებული ფორმა „იაჰი“ აღადგინეს დაახლოებით 50 ადგილას.
● „ახალ აღთქმაში“ კი 128 ადგილას დააციტირეს
წაიკითხეთ ეს თარგმანი ონლაინში: http://www.dnkjb.net/1189chapters/OT19PSA083.htm
მაგრამ ამ ბოლო დროს, მეფე ჯეიმზის ბიბლიის თარგმანმა კიდევ უფრო დიდი ყურადღება მიიპყრო. რატომ?
ბევრისთვის ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა ამ თარგმანის ხელახლა გამოცემა ისე, რომ მასში პირვანდელი ტექსტი უცვლელად დარჩენილიყო, მაგრამ მხოლოდ ერთი მნიშნელოვანი დეტალი შეცვლილიყო. ახლად გამოცემულ „მეფე ჯეიმზის თარგმანში“ დააბრუნეს ღვთის სახელი „იეჰოვა“ არა მარტო „ძველ აღთქმაში“, „ახალ აღთქმაშიც“ კი!
თითქმის 400 წლის თავზე, 1611 წელს გამოცემული „მეფე ჯეიმზის თარგმანი“, სულ ახლახანს ხელახლა დაიბეჭდა! http://www.dnkjb.net/ მასში ზუსტად ის ტექსტია მოცემული, რომელიც 1611 წელს მომზადდა 47 მთარგმნელის მიერ მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამ ტექსტში აღდგენილია ღვთის სახელი „იეჰოვა“ ათასობით მუხლში!
● ღვთის პირადი სახელი „იეჰოვა“ აღადგინეს 6973 ადგილას.
● ამ სახელის შემოკლებული ფორმა „იაჰი“ აღადგინეს დაახლოებით 50 ადგილას.
● „ახალ აღთქმაში“ კი 128 ადგილას დააციტირეს
წაიკითხეთ ეს თარგმანი ონლაინში: http://www.dnkjb.net/1189chapters/OT19PSA083.htm
ქართული მწერლობა:
საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1992
ბიბლიის ლექსიკონი
ილია ჭავჭავაძე
ნიკოლაი ოსტროვსკი როგორ იწრთობოდა ფოლადი
მაინ რიდი უთავო მხედარი
ილია მეორე და ღვთის სახელი
დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი
ღვთის სახელი სხვადასხვა რელიგიურ ტაძრებში:
ღვთის სახელი ქართულ ნაწარმოებებში ილია ჭავჭავაძე-თხზულებები და თარგმანები 3-ტ. პოემა”კაენი”
ა. წერეთელი- ხუთტომეულის 1-2ტ. ლექსი ”სასიკვდილო მწუხარება” და ”ქანდაკება”
გ. ტაბიძე- ”ძწრწოდე ვალტასარ”, ეპიპსიხიდიონი, ებრაული მელოდია, შურისძიება, სატანის ქნარზე”
კ. გამსახურდია-6ტ. ”დაუკარ სანჯი”, 9ტ. ”ლეონარდო და ვინში”
მ. ჯავახიშვილი ”ჯაყოს ხიზნები” 5-6ტავი თეიმურაზისა და ივანეს საუბარი
კ. ლორტქიფანიძე- თხზულებები 2ტომად პოემა ”მოსე”
მურმან ლებანიძე-წიგნი უკვდავი ყვავილები ლექსი ”ჰიმნი ბრძოლის წინ”
აკ. გელოვანი-სიბრძნის სიმფონია
მერაბ კოსტავა-წიგნი ფიქრი საქართველოს მისიაზე და ლექსების კრებული ლექსი ”ძალუმი ვით იეჰოვა”
ზ. ჭუმბურიძე- წიგნი რა გქვია შენ? ნახე განმარტება სახელების ილია და ელია
არქიმანდრიტ ნესტორ ყუბანეიშვილი-’საღვთო რჯულში” პარაგრაფი 19. ელია წინასწარმ.
ირ. ევდოშვილი- ”იერუსალიმს”
კონდრატე თათარაშვილი- წიგნი ”უიარაღო” 1-2ტ. დაახლოებით 300ჯერ წერია
ლევან სანიკიძე-”უქარქაშო ხმლები”, ” ხაბირუელ ისრაელ ებრაელ”=100ჯერ წერია
ბროშურა სკოლა და ცხოვრება-15 ნოემბერი 1992წ
ოსტროვსკი-როგორ იწრთობოდა ფოლადი
ჰენრიკ სენკევიჩი- ვიდრე ხვალ
ბიბლიური ენციკლოპედიის ერთ ტომეული-გამომცემლობა გაერტიანებული ბიბლიური საზოგადეობა
ილია 2- საეკლესიო კალენდარი 1992წ. გვ. 203
2.რამდენი სახელი აქვს ღმერთს?
მართალია, ღმერთს ბევრი წოდება აქვს, მაგრამ სახელი მხოლოდ ერთი აქვს იეჰოვა. ფსალმუნის 83:18.ეს42:8
ღვთის სახელი არსად მოიხსენიება მრავლობით რიცხვში. ბიბლია მას მხოლოდ მხოლობით რიცხვში მოიხსენიებს. ყურადღება მიაქციეთ ამ მნიშვნელოვან მხარეს - ყველა მუხლში საუბარია შენი სახელი და არა სახელები: მაგალითად მათ6:9. და ასეა ყველა ზემოთ მოყვანილ მუხლებში -(ეს42:8) (გამოს3:14) (იგ30:4) (ფს83:18);(ეს12:4) (იერ16:21) (მალ1:11)(იოელ2:26,31) (საქმეები 15:14)
3.რატომ უნდა ვიცნობდეთ და განვადიდებდეთ მის სახელს?
იმის შესახებ, უნდა იცოდნენ და უნდა განადიდებდნენ თუ არა მორწმუნე ადამიანები ღვთის სახელს (იეჰოვა), მგონი, ყველაზე გონივრულია შეკითხვები დავუსვათ საკუთარ თავს: «რას ფიქრობს ამის შესახებ თავად ღმერთი? სურს თუ არა მას, რომ ადამიანებმა იცოდნენ და განადიდებდნენ მის სახელს?»
ამ შეკითხვებს, მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან მკაფიო, არაორაზროვანი პასუხები გააჩნია ბიბლიაში:
«მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი» (ესაია 42:8).
«რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე» (ფსალმუნები 83:18).
ასე უთხარი ისრაელის ძეებს: „იეჰოვამ, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთმა გამომგზავნა-თქო თქვენთან“. ეს არის ჩემი სახელი მარადიულად და ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობაში"» (გამოსვლა 3:15).
გონიერი ადამიანის ლოგიკა, რომელსაც ღვთის სიტყვისადმი ღრმა პატივისცემა გააჩნია, ამასთან დაკავშირებით გულწრფელ დასკვნებს აკეთებს. პირველი, ღმერთი თავად მოიხსენიებს საკუთარ თავს სახელით «იეჰოვა». მეორე, მას სურს, «რათა იცოდეს ხალხმა» ის როგორ ღმერთი, რომელიც კონკრეტულად ამ სახელს ატარებს. და მესამე, ღვთის ეს სახელი კაცობრიობამ უნდა დაიმახსოვროს «თაობიდან თაობაში», ანუ ყოველთვის!
მაგრამ რაღაც უცნაური მიზეზის გამო ე.წ. «ქრისტიანების» ბოლო თაობა, თითქოს უჩინარი ძალები ამოქმედებენო, არაჩვეულებრივი სიჯიუტით ცდილობს საპირისპიროს დამტკიცებას -
და რას ვიღებთ შედეგად? იეჰოვას ის გაფრთხილებები, რომლებსაც ის წარსულში თავის ერს აძლევდა, სულ უფრო მეტი აქტუალურობით ჟღერენ დღეს, მაგრამ უკვე არა ისრაელის ერის მაშტაბით, არამედ მთელი თანამედროვე «ქრისტიანული» სამყაროს მიმართ.
«არავინ უხმობს შენს სახელს, არავინ იღვიძებს, რომ ჩაგეჭიდოს» (ესაია 64:7).
«ცდილობენ, ჩემს ხალხს ჩემი სახელი დაავიწყონ თავიანთი სიზმრებით, …როგორც მათმა მამებმა დაივიწყეს ჩემი სახელი ბაალის გამო» (იერემია 23:27).
„განვწმენდ ხალხებში შებღალულ ჩემს დიდებულ სახელს, რომელიც შებღალეთ მათ შორის; გაიგებენ ხალხები, რომ მე ვარ იეჰოვა,— ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა,— როცა განვიწმინდები თქვენ შორის მათ თვალწინ» (ეზეკიელი 36:23).
როგორც ვხედავთ, ისტორია მეორდება, თანაც, გაცილებით დიდი მაშტაბებით და იეჰოვას სახელისადმი საკმაოდ მკაფიოდ გამოხატული უგულებელყოფით. როდესაც ასეთ ტენდენციას ხედავ, ძალაუნებურად კითხვა გებადება: ვის აწყობს ეს?
მაშ ვის აწყობს ღვთის სახელის დამცირება? ვის სჭირდებოდა, რომ იეჰოვას სახელს ბიბლიის თარგმანების ფურცლებზე რაც შეიძლება მინიმალური რაოდენობით გაეჟღერა? ვინ არის იმაში დაინტერესებული, რომ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს «მორწმუნეებად» მიიჩნევენ, დისკომფორტს და უხერხულობას განიცდიდნენ სიტყვა – «იეჰოვას» ერთი წარმოთქმისასაც კი?
აბა დავფიქრფეთ როგორი დამოკიდებულება აქვს იეჰოვას სახელისადმი მის მთავარ მტერს, სატანას. საინტერესოა, რომ წმინდა წერილი ამ პიროვნების სიტყვების რამოდენიმე მაგალითს შეიცავს, რომელიც მის მიერ პირველ პირშია ნათქვამი. თქვენ მათი ნახვა შეგიძლიათ ბიბლიის ისეთ მუხლებში, როგორებიცაა დაბადების 3:1-5; იობის 1:6-12; 2:1-7 და მეთეს 4:3-10 (ასევე – ლუკას 4:3-12). თვალში გვხვდება საკმაოდ დამახასიათებელი თავისებურება: სატანა ღვთისადმი მიმართვისას ან ღმერთთან საუბრისას, არასოდეს არ იყენებს მის სახელს «იეჰოვა». ყველა შემთხვევაში ის მხოლოდ ფრაზა «ღმერთი»-თ შემოიფარგლება. თანაც ეს მაშინ, როდესაც, შესაბამისი მონაკვეთების უახლოეს კონტექსტში საუბარი უშუალოდ იეჰოვას ეხება. ამის მეტ-ნაკლებად ნათელ მაგალითს სატანის იესოსთან საუბარი წარმოადგენს:
(მათე 4:3-10).
რამდენად ნათელია სხვაობა ღვთის სახელისადმი დამოკიდებულებაში იესოსა და, თავის მხრივ, სატანას შორის! თუ ქრისტესთვის იეჰოვას სახელი განდიდების ღირსს წარმოადგენდა და იმის პიროვნებას უსვამდა ხაზს, ვის მიმართაც უნდა შესრულებულიყო წმინდა მსახურება, სატანის შემთხვევაში, მის მიმართ დამოკიდებულება მხოლოდ ტიტული «ღმერთი»-თ შემოიფარგლებოდა. თუმცა, ეს არცაა გასაკვირი, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ თავად მას აქვს უდიდესი სურვილი, რომ ანალოგიურ ტიტულს ატარებდეს, რითაც ამავდროულად ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას პიროვნებას ამცირებს (შეადარეთ 2 კორინთელები 4:4).
ბიბლია სატანის ამ მდაბალ მისწრაფებას ხაზს უსვამს ასევე «დრაკონის» მაგალითზე, რომელიც მის მიერ შექმნილ მიწიერ სისტემას აღძრავს «ღვთის საგმობად, რათა და[გმოს] მისი სახელი» (გამოცხადება 13:1,2,6; 12:9). ბიბლიური კონტექსტის თანახმად, სატანის ეს მცდელობა განსაკუთრებით ძლიერ, ბოროტი ქვეყნიერების «უკანასკნელ დღეებში» უნდა გამოვლინდეს (გამოცხადება 12:12). შეუძლებელია საკუთარი თავი არ დაიჭირო იმ აზრზე, რომ ზუსტადაც რომ ჩვენს დროში, როგორც არასოდეს, განიცდის იეჰოვას სახელი კრიტიკასა და შეურაცხყოფას უამრავი ადამიანის მხრიდან,მათ შორის ე.წ. «მორწმუნეების» მხრიდანაც.
აქედან ნათელი ხდება, რომ პირდაპირი ინტერესი, თუ არ ვიტყვით, ამოცანა, იმისა, რომ ღმერთს ადამიანების გაგებაში საკუთარი სახელი წაართვას, სატანას გააჩნია. თანაც, თავად მისი სახელი «სატანა» (ანუ «მოწინააღმდეგე», «მტერი») მჭიდროდ უკავშირდება 74-ე ფსალმუნში მოხსენიებული ღვთის მტრის აზრებსა და მიზნებს:
«ღმერთო, როდემდე უნდა შეურაცხგყოფდეს მტერი? ნუთუ მუდამ უპატივცემულოდ უნდა ეპყრობოდეს მტერი შენს სახელს? …გახსოვდეს: მტერი შეურაცხგყოფს, იეჰოვა, და უგუნური ხალხი უპატივცემულოდ ეპყრობა შენს სახელს» (ფსალმუნები 74:10,18).
მაშ რამდენად უგუნურად გამოიყურება თანამედროვე «მორწმუნე» ადამიანების მცდელობები, რომ, ზემოთაღწერილის მსგავსად, მხარი დაუჭირონ ქრისტიანების მხრიდან იეჰოვა ღმერთის სახელის განდიდების «უსარგებლობას»! თანაც ისე მონდომებით უჭერენ მხარს, რომ საკუთარი ბიბლიის თარგმანებიდანაც კი მზად არიან ამოშალონ და ღვთის სახელისადმი ზიზღის გამო წმინდა წერილის ათასობით (!) ადგილს ამახინჯებენ. უნებურად კითხვები გებადება: ვის მაგალითს ბაძავენ ისინი ამით? ვის ინტერესებს უწყობენ ხელს ამ ყველაფრით? და როგორა აქვთ შინაგანი სინდისის საქმე, როდესაც ჩვეულებისამებრ ყველაზე ცნობილი ლოცვის სიტყვებით ლოცულობენ:
«ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი» (მათე 6:9)?
წინააღმდეგობები
1.ზოგი ამბობს: ღმერთს სახელით ვერ გამოხატავ ვერ ასახავ და არშეიძლება სახელი ქონდესო
პასუხი: პირველრიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს განაცხადი, ბიბლიის 7000 ადგილის უარყოფაა. რომელიც ღვთის ერთ სახელს იეჰოვას მოიხსენიებს. და ზემოთ ხსენებული მოსაზრება თავშივე ანტიბიბლიურია. მორწმუნეებს ბიბლიის თვალსაზრისი უნდა გვაინტრრესებდეს, რადგან ბიბლიიდან გავიგეთ ღმერთზეც და მის სახელზეც. და სხვა აზრებმა და წყაროებმა, მითუმეტეს ანტიბიბლიურმა არ უნდა ჩამოგვიყალიბოს ამ საკითხზე შეხედულება ბიბლიის მორწმუნეებს.
მეორეც: არანაირ ლოგიკას არექვემდებარება. თუ ჩვენ ყველაფერს ჩავუკირკიტებთ, მაშინ ისმის კითხვა ღმერთი რატომ ეწოდება?
ღმერთი ასახავს სრულად ამ უზენაეს არსებას?
ღმერთი უკეთ ასახავს ამ არსებას თუ იეჰოვა? ღმერთი ძლიერს ნიშნავს და არაერთ პიროვნებას ეწოდება ბიბლიაში. ხოლო იეჰოვა მის ყოვლისშემძლეობას უსმევს ხაზს და მას წარმოგვიდვენს როგორც განზრახვების შემსრულბელ ღმერთს და მხოლოდ ამ უზენაეს არსებას ეწოდება.
ან ვინდაადგინა, რომ სახელმა სრულად უნდა ასახოს ღმერთი თავისი ყველა თვისებით? რომელი სახელი ასახავდა და ასახავს თუნდაც ქმნილებებს და მათ თვისებებს სრულად?
და ამის გმო რადგან სახელი ვერ ასახავს სრულად პიროვნებას, არავის უნდა ჰქონდეს სახელი? სახელი იესო ასახავს სრულად მის პიროვნებას? ამის გამო უარვყოთ ქრისტეს სახელი?
პიროვნების აღსაწერად არსებობს შესაბამისი წოდებები, რომლებიც გამოხატავს ამა თუ იმ არსების მახასიათებლებს. და ერთ სიტყვაში ვინმეს გაცნობის ილუზია არავის აქვს, მით უმეტეს ღმერთის. მისი პიროვნების სხვადასხვა მხარის გამოსახატავად ღმერთს აქვს უამრავი წოდებები. ამრიგად ასეთი უსუსური არგუმენტები რაც ღვთის სახელის მოწინააღმდეგეებს აქვთ, არის სასაცილო და გაუაზრებელი მცდელობა, თავის გამართლების იმისა, რომ განზრახ სურთ აღიარონ და გამოიყენონ ღვთის სახელი
2.ინ17:6 გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, სიტყვებში გამოვუცხადე, ვაუწყე იგულისხმება არა ძველი სახელის შეხსენება, არამედ ახალიო. ზოგის აზრით ეს სახელი სამებაა ზოგის აზრით კი იესო
2.საქ4:12
პასუხი: თუ ვამცნე ნიშნავს, მანამდე არ ცნობილის გაცხადებას მაშინ იოან 17 :26 ში როცა იესო ამბობს: ვამცნე შენი სახელიო, მას შემდეგ რაღატო ამბობს კვლავაც ვამცნობო? თუ ვამცნეში იმას გულისხმობდა რაც იქამდე არიყო ცნობილი? ტრინიტარების ლოგიკით ერთხელ ხომ გაუცხადა და კიდე როგორღა გაუცხადებდა.?
გარდა ამისა თუკი ამაში ის იიგულისხმება, რომ სამება ან იესო გაუცხადა (რომელშიც თავადაც ვერ გარკვეულან)
მაშინ იგივე კითხვა ისმის თქვენთან (რაზეც აპელირებენ რომ იეჰოვა რატომ არ წერია მაგ მუხლშიო) რატომ არსად წერია სამება ან იესო მანდ? ეგ თუ იგულისხმა გაცხადებაში?
იესოს მიმდევრებმა უკვე იცოდნენ ღვთის სახელი და იყენებდნენ მას. ისინი სინაგოგებში არსებულ ბიბლიის ებრაულ ხელნაწერებში კითხულობდნენ ღვთის სახელს. გარდა ამისა, ღვთის სახელს ხედავდნენ და კითხულობდნენ სეპტუაგინტაში (ებრაული წერილების ბერძნული თარგმანი), რომელსაც სწავლებისას და ხელნაწერების გაკეთების დროს იყენებდნენ. ამიტომაც არ საჭიროებდა სახელის მოხსენიებას მაგ მუხლში.
მაშ, რა გაგებით გამოუცხადა იესომ მათ ღვთის სახელი? ბიბლიურ დროში, თითოეულ სახელს თავისი მნიშვნელობა ჰქონდა, იესომ ღვთის სახელი ამცნო ხალხს არა იმ გაგებით, რომ უბრალოდ გამოიყენა ის, არამედ ხალხს გააცნო ამ სახელის უკან მდგომი პიროვნება — მისი განზრახვები, საქმეები და თვისებები. „მამის მკერდთან მყოფ“ იესოზე უკეთ არავის შეეძლო ხალხისთვის ღვთის გაცნობა (იოან. 1:18). უფრო მეტიც, ღვთის ძე სრულყოფილად ჰბაძავდა მამას, ამიტომ მის მოწაფეებს შეეძლოთ, იესოში ზეციერი მამა დაენახათ (იოან. 14:9). სიტყვითა და საქმით იესომ ღვთის სახელის შესახებ დაამოწმა.
მაშ, რა გაგებით გამოუცხადა იესომ მათ ღვთის სახელი? ბიბლიურ დროში, თითოეულ სახელს თავისი მნიშვნელობა ჰქონდა, იესომ ღვთის სახელი ამცნო ხალხს არა იმ გაგებით, რომ უბრალოდ გამოიყენა ის, არამედ ხალხს გააცნო ამ სახელის უკან მდგომი პიროვნება — მისი განზრახვები, საქმეები და თვისებები. „მამის მკერდთან მყოფ“ იესოზე უკეთ არავის შეეძლო ხალხისთვის ღვთის გაცნობა (იოან. 1:18). უფრო მეტიც, ღვთის ძე სრულყოფილად ჰბაძავდა მამას, ამიტომ მის მოწაფეებს შეეძლოთ, იესოში ზეციერი მამა დაენახათ (იოან. 14:9). სიტყვითა და საქმით იესომ ღვთის სახელის შესახებ დაამოწმა.
ყურადღება მიაქციეთ აგრეთვე, როგორ არის ნათარგმნი ზოგიერთ ბიბლიაში იოანეს 17:26. ერთი ასეთი თავისუფალი თარგმანის თანახმად იესომ დაპატიმრების ღამეს მამას ლოცვაში უთხრა: „ვამცნე მათ შენ შესახებ“ („თანამედროვე ინგლისური თარგმანი“). მაგრამ, იესოს ლოცვის უფრო ზუსტი თარგმანი ამ სიტყვებს შემდეგნაირად გადმოსცემს: „ვამცნე მათ შენი სახელი“
რაც შეეხება რომ სამება იგულისხმაო ან იესო. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, არსად წერია აქ სამება ან იესო. და მეორეც, შენი სახელი ვაუწყეო ამბობს იესო და მამის სახელი არაა სამება და არც იესო. გარდა ამისა განსხვავდება მათი სახელები გმცხ14:1 იგ30:4
რაც შეეხება საქ4:12 ს ნათელია თუ რაზეა საუბარი, ღმერთს სხვა მხსნელი არავინ მოუცია გარდა იესოსი. და რაღან იესოა მოცემული მხსნელი ლოგიკურია, რომ მხოლოდ მასშია ხსნა და არა პეტრეში თუ პავლეში. პვლე, რომ მიეცა მხსნელად. მაშინ დაიწერებოდა პავლეს გარდა არავინაა მოცემული მხსნელად ადამიანთათვისო.
ასე რომ თუ ისე წავიკითხავთ როგორც წერია, აბდაუბდა დასკვნებამდე არ მივალთ
საინტერესო მასალებია.
შენიშვნა ;
ელენე დოჩანაშვილმა 1999 გამოსცა ქართული თარგმანი “ მცხეთური ბიბლიის”დანართი „ებრაელთა, ქალდეველთა და იონთა სახელებთა თარგმანებანი“- სადაც სახელი “იესო :უფალი მაცხოვარი ” არის თარგმნილი .
ხოლო- იესეს: ებრაელებ: იეოვა უფალი მაცხოვარი.
ასევე სადაც ადონაის განმარტავს საბა მოიხსენიებს სიტყვას- ტეტრაგტამატონი
This comment has been removed by a blog administrator.
ReplyDelete