Monday, 2 March 2020

ათი მითი იეჰოვას მოწმეების შესახებ



ვინ არიან იეჰოვას მოწმეებიისინი, ვინც მათ პირადად არ იცნობსჩვეულებრივ ამბობენრომ ეს რაღაც «სახიფათო სექტაა». მაგრამ კითხვას «რით არიან ისინი სახიფათო?» მოყვება ხოლმე სტანდარტული კლიშეების კრებულირომლებიც ტელევიზორში აქვთ გაგონილი.  ამ სტატიაში მე ვცდილობ დაგანახოთრომ არავითარი ობიექტური მიზეზი არ არსებობს იეჰოვას მოწმეების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებისათვისრომ  ყველა მზგავსი მიზეზი ხელოვნურადაა შექმნილიხოლო იმ ადამიანებისა და გარკვეული ძალების ინტერესებირომლებიც ყოველივე ამის უკან დგანან, არ შეესაბამება არც საზოგადოების და არც სახელმწიფოს ინტერესებს


მითი 1: იეჰოვას მოწმეები – სექტა

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში რელიგიური თუ პოლიტიკური ძალები მზაკვრულად ცდილობდნენ, იეჰოვას მოწმეები „საშიშ სექტად“ წარმოეჩინათ. სხვათა შორის, პირველი საუკუნის ქრისტიანებს ასეთივე ბრალდებას უყენებდნენ (საქმეები 28:22). მაგრამ ცნობილია, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო იეჰოვას მოწმეებს რელიგიად აღიარებს და არა სექტად. უეჭველია, რომ მოწინააღმდეგეებმა ეს კარგად იციან. მიუხედავად ამისა, ისინი განაგრძობენ იეჰოვას მოწმეების ცილისწამებას


მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სიტყვა «სექტა» – არა იმდენად რელიგიათმცოდნეობის ტერმინია (ის ძალიან იშვიათად გამოიყენება პრესაში და ტელე-რადიო ეთერში ამ მნიშვნელობით), რამდენადაც შეურაცმყოფელი იარლიყი, რომელიც რელიგიური უმცირესობების მიმართ ერთადერთი მიზნით გამოიყენება – რელიგიური სიძულვილის გასაღვივებლად. დღეს უკვე არა მხოლოდ ეკლესიის მსახურებს, არამედ ასევე სავსებით ცნობილ ჟურნალისტებს და ჩინოვნიკებსაც უყვართ იეჰოვას მოწმეების სექტად მოხსენიება, ამავდროულად არცერთი მათგანი არასოდეს არ ხსნის, თუ რას ნიშნავს ეს სიტყვა.

1.ლათინური სიტყვა secta ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ «მიმართულებას, მიმდინარეობას». 
მსოფლიო ენციკლოპედია“ (ინგლ.) განმარტავს: „ტრადიციულად, გამოთქმა სექტა მიეკუთვნება თაყვანისცემის ან წეს-ჩვეულების დაცვის რაიმე ფორმას“. ამ კრიტერიუმიდან გამომდინარე, სექტა შეიძლება ეწოდოს ყველა რელიგიურ ორგანიზაციას
და ასეც იყო თავდაპირველად სექტები ეწოდებოდათ ნებისმიერ რელიგიურ, პოლიტიკურ და ნებისმიერ სხვა ჯგუფებს, მათ შორის ადრეულ ქრისტიანებსაც. მაგალითად, ინგლისურ ენაში სიტყვა «სექტა» დღემდე აბსოლუტურად ნეიტრალურს წარმოადგენს, ამიტომ ძირითად ინგლისურ თარგმანებში ის ახალ აღთქმაში გამოიყენება. მაგალითად, თვითონ იესო ქრისტეს ეწოდება «ნაზარეველთა სექტის წინამძღოლი» (საქმეები 24:5, American Standard Version, International Standard Version, Revised Standard Version, King James Version). .იგივენაირად ქართულშიც. მე-2 საუკუნის ქრისტიანი მწერალი ტერტულიანე,რომელიც ლათინურ ენაზე წერდა, თვითონვე არაერთხელ მოიხსენიებს ქრისტიანობას სექტად, ყოველგვარი ნეგატიური ქვეტექსტის გარეშე («თუმცა ესაა – ჩვენი სწავლების არსი, ესაა ჩვენი სექტის და ჩვენი სწავლების წარმომავლობა». «აპოლოგია», ნაწილი 1, აბზაცი 21).

თუმცა რუსულ ენაში (ისევე როგორც ქართულში) სიტყვა «სექტას» ჯერ კიდევ საბჭოთა დროებიდან მიენიჭა ნეგატიური ასოციაციები.

და ზოგი ასე განმარტავს  – რელიგიური ორგანიზაციების ერთერთი ტიპი. განიხილება როგორც ოპოზიციური მიმდინარეობა ამა თუ იმ რელიგიურ მიმდინარეობებთან მიმართებაში.
 სექტა რელიგიურის არსებითი განმასხვავებელი ნიშნები, რომლებიც მათ ეკლესიისაგან განასხვავებს – სამყაროსადმი ნეგატიური დამოკიდებულება, ბიუროკრატიული ორგანიზების არარსებობა, ნაკლებად ფორმალიზებული და მეტად ემოციური ღვთისმსახურება. ამ სხვაობების პარალელურად სექტა რელიგიურს ახასიათებს «ისტორიული რელიგიების» ზოგიერთი სწავლების ან წეს-ჩვეულების გაუმჯობესებისაკენ ან სახეცვლილებებისაკენ სწრაფვა.

იეჰოვას მოწმეები ვერ ხვდებიან ამ განსაზღვრების ქვეშ:
1. მათ არ აქვთ «სამყაროსადმი ნეგატიური დამოკიდებულება» (რას ნიშნავს ეს?  ისინი არ მიდიან მონასტრებში, არ დებენ დაუქორწინებლობის აღთქმას,(დღევანდელი ეპისკოპოსებისგან განსხვავებით).
2. გართობებზე უარს არ ამბობენ, 3.ღვთისმსახურება განსაკუთრებული ემოციურობით არ გამოირჩევა 
4.იეჰოვას მოწმეებს არ ყავთ ქარიზმატული ლიდერი, მათი საქმიანობა სრულიად გახსნილია საზოგადოებისათვის, 
5.ისინი არ არღვევენ კანონებს, არ არიან ასოციალურები და საზოგადოებისაგან იზოლირებულები; 
6.მსოფლიოს რიგ ქვეყნებში კი ისინი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რელიგიურ უმცირესობასაც კი არ წარმოადგენენ. ესაა მრავალ ქვეყანაში პატივცემული და აღიარებული რელიგიური კონფესია.

აი რატომ არ მიაკუთვნებს დამოუკიდებელ რელიგიათმცოდნეთა უმეტესობა იეჰოვას მოწმეებს სექტას. რელიგიათმცოდნეობაში მოცემული კონფესია კლასიფიცირდება როგორც დენომინაცია. 

 იმ რელიგიის სექტად გამოცხადება, რომელიც ამ კრიტერიუმებს არ შეესაბამებიან, არაკორექტულია, მაშინაც კი თუ ნათელი ხდება, რომ მისი სწავლებები ან ქმედებები არასწორია.

იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია – ესაა ასამდე  ფილიალი და თანამედროვე ტიპოგრაფიული კომპლექსი მთელი მსოფლიოს მაშტაბით, ესაა ბიბლიური ლიტერატურის მილიარდიანი ტირაჟები, რომლებიც ასობით ენაზე ითარგმნება და გამოიცემა (ზოგიერთი პუბლიკაცია გამოცემულია 1000 ზე მეტ ენაზე, მათ შორის ისეთ მცირე ენებზე როგორიცაა მაგალითად მეგრული), ესაა მისიონერული სკოლები და საგანმანათლებლო პროგრამები აფრიკასა და აზიაში, ესაა ჰუმანიტარული პროგრამები სტიქიური უბედურებების მსხვერპლთათვის. ევროპაში არის ქუჩები, რომლებიც იეჰოვას მოწმეების სახელებს ატარებენ. აშშ-ში იეჰოვას მოწმეები, ერთერთ ყველაზე საიმედო ჰუმანიტარულ ორგანიზაციად ითვლება, მათი მისიონერული სკოლა «გალაადი» კი სახელმწიფო ტიპის დიპლომებს გასცემს. დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობისას იეჰოვას მოწმეების დოკუმენტურ ფილმებს იყენებს. აფრიკის მრავალ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა გამოიყენება სკოლებში წერა-კითხვის სასწავლებლად. 

ამ ცნობილი ფაქტების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობისათვის იეჰოვას მოწმეები ძველებურად გაუგებარ, საიდუმლო და სახიფათო სექტად რჩება. ეს სიტუაცია კიდევ უფრო იმით მძაფრდება, რომ იეჰოვას მოწმეების გარშემო მრავალ ჟურნალისტს უყვარს შპიონომანიის ატმოსფეროს შექმნა, ინფორმაციას კი, როგორც წესი, მესამე პირისაგან იღებენ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მათივე რელიგიური ოპონენტებისაგან. განხვავებულად მოაზროვნეებთან საბრძოლველად მოგონილ საეკლესიო იგავ-არაკებს.


მითი 2: იეჰოვას მოწმეები – სახიფათო, «დესტრუქციული» და «ტოტალიტარული» სექტა

იეჰოვას მოწმეები ცნობილები არიან კრისტალური პატიოსნებითა და სამუშაოსადმი პასუხისმგებლური დამოკიდებულებით, რის გამოც ხშირად ანიჭებენ მათ უპირატესობას სამსახურში აყვანისას. მათ შორის თითქმის არ არსებობს განქორწინებები, ისინი არ ბილწსიტყვაობენ, არ ეწევიან, ბოროტად არ იყენებენ ალკოჰოლს. მათში არ არსებობს რასობრივი და ეთნიკური უთანხმოებები, ისინი არ გამოდიან ხელისუფლების წინააღმდეგ, მონაწილეობას არ იღებენ პოლიტიკაში, მათთვის მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი ფორმა. მათ ლექციების წასაკითხად იწვევენ წარმოებებში, სკოლებში და ციხეებშიც კი. მათ შეიმუშავეს და წარმატებით იყენებენ ტიპოგრაფიისა და მშენებლობის უნიკალურ ტექნოლოგიებს. ისინი ძალიან სწრაფად და ეფექტურად აწარმოებენ სამაშველო ოპერაციებს სტიქიური უბედურებების დროს, რისთვისაც არაერთხელ მიუღიათ ჯილდოები სახელმწიფოებისაგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან. 2010 წელს ჰაიტიზე მიწისძვრის შემდეგ, ერთმა მესაზღვრე ჩინოვნიკმა თქვა:
იეჰოვას მოწმეები ერთერთი პირველები იყვნენ, ვინც საზღვარი ხალხის დასახმარებლად გადმოკვეთეს. ისინი მარტო კი არ ლაპარაკობენ დახმარებაზე, არამედ მართლაც ეხმარებიან.

დესტრუქტიულია ეს ყოველივე, თუ პირიქით, კონსტრუქტიული? ეს ფაქტებია, რომლის უარყოფაც «სექტათმებრძოლებსაც» კი არ შეულიათ. მაგრამ, იციან რა ეს ფაქტები, მათ სურთ, რომ ეს ფაქტები არ იცოდეს საზოგადოებამ.

როგორც იურისპრუდენციიდანაა ცნობილი, ნებისმიერი დანაშაულის შემთხვევაში მოტივის მოძებნაა საჭირო. რა მოტივი აქვთ იეჰოვას მოწმეების «ლიდერებს» რიგითი მორწმუნეების «ექსპლუატაციისათვის»? ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად, მატერიალური მოტივი: საკუთარი ცხოვრების, გამოსულელებული მიმდევრების ხარჯზე გაუმჯობესება. დასტურდება ეს მოწმეების შემთხვევაში? არა: ამ რელიგიური ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, მთავარი ოფისის საცხოვრებელი ბლოკის მოკრძალებულ ოროთახიან ბინებში ცხოვრობენ, დანარჩენებთან ერთად ჭამენ სასადილოში «საგუშაგო კოშკის საზოგადოების» მეორე პრეზიდენტი რუტერფორდი იმით იყო ცნობილი, რომ სასადილოს სამზარეულოში ჭურჭელს რეცხავდა. და ისევ, შეადარეთ ეს იმ ფუფუნებას, რომელშიც  მართლმადიდებლური და კათოლიკური რელიგიური კონფესიის უმაღლესი იერარქები იხრჩობიან.

ან იქნებ, მოწმეების «ლიდერები» პირადი აღიარებისაკენ და დიდებისაკენ ილტვიან? კი მაგრამ, რიგითი მოწმეების ძალიან დიდმა უმეტესობამ მათი სახელებიც კი არ იცის. რიგითი მოწმეებიდან ძალიან ცოტა თუ შეძლებს «საზოგადოება საგუშაგო კოშკის» პრეზიდენტის ან თუნდაც ხელმძღვანელი საბჭოს თუნდაც რამოდენიმე წევრის სახელების დასახელებას. შეადარეთ ეს პეტრიარქის კულტთან  მართლმადიდებელ ეკლესიაში 
მაშ ასე, «ექსპლუატაციის» მოტივი უბრალოდ არ არსებობს. რა აზრი აქვს «სექტის ლიდერებისათვის» ისეთი ორგანოზაციის შექმნას, რომლიდანაც მათ არცერთი კაპიკი სარგებელი არ ექნებათ და რომლის წევრებსაც მათი არსებობის შესახებაც კი არ ეცოდინებათ? სექტათმცოდნეების ვერსიით, მოწმეების «ლიდერები» – გონება დაკარგული მაზოხისტები არიან: იმის ნაცვლად რომ ბიზნესით ან რაიმე სხვა სასიამოვნო საქმით დაკავდნენ, ისინი უფასო ლიტერატურითა და ორატორული საქმიანობით არიან დაკავებული და საკუთარ თავს მრავალ კომფორტზე ეუბნებიან უარს და ამისათვის არ იღებენ არც სიმდიდრეს და არც დიდებას. ასეთ საქციელს სხვას ვერაფერს უწოდებ თუ არა მაზოხიზმს. სახეზეა არა მხოლოდ მოტივის არარსებობა, არამედ ელემენტარული საღი აზრისაც კი.

სხვა მხრივ, ნუთუ უფრო იოლი არაა ვივარაუდოთ, რომ იეჰოვას მოწმეების «ლიდერები» – უბრალოდ მორწმუნე ადამიანები არიან, რომლებიც თავისი რწმენის ერთგულები არიან და უანგაროდ შრომობენ მისთვის? 
ამას გარდა,  მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების მდიდრულ ცხოვრებას, მათ პოპულარობას, ხელისუფლების ყველაზე მაღალ ეშელონებში მათ გავლენას და მათთვის მიგებულ უსასრულო პატივს თუ დავაკვირდებით, ვინ უფრო უწევს «ექსპლუატაციას» თავის მიმდევრებს, «საკუთარი თავისათვის სარგებლის მიღების მიზნით», და ასეთი სახით ვინ უფრო აკმაყოფილებს სექტის განსაზღვრებას? 

სხვა მაგალითი. ყოველწლიურად, ყინულჭრილში ნათლისღების განბანების შემდეგ, მთელი ქვეყნის მაშტაბით იზრდება საავადმყოფოებისადმი მიმართვების რიცხვი, პერიოდულად კი ფატალური შემთხვევებიც ხდება. ეს ძალიან კარგად იციან როგორც ექიმებმა, ასევე მღვდლებმა, მაგრამ აბსოლუტურად არ აინტერესებს არც პრესას, არც საზოგადოებას და არც ხელისუფლებას. ექიმები საგულდაგულოდ ცდილობენ, რომ  ხალხამდე მიიტანონ ინფორმაცია ასეთი სახის მოქმედების მავნებლობის შესახებ, განსაკუთრებით ბავშვებთან დაკავშირებით. მაგრამ ასეთ ინფორმაციაზე საინფორმაციო საშუალებებში ტაბუა დადებული: ამის ნაცვლად პრესა მხიარულად ყვება იმის შესახებ, თუ რა მშვენივრად გრძნობენ თავს «იორდანეში» განბანილები, როგორ იცავს მათ ყოველგვარი უწმინდურებისაგან წმინდა სული და ა.შ. ბუნებრივია, თუ რაიმე ამის მსგავსი «სექტებში» ხდება, ეს მაშინვე იწვევს პრესაში ტირაჟირებებს, საზოგადოებრივი უკმაყოფილების ტალღას და ყველანაირ პროკურორულ შემოწმებებს. 
 ეს ორმაგი სტანდარტების საზიზღარი პოლიტიკაა: 
მინდა დაგარწმუნოთ, რომ არ ვარ კომპრომატის ძიების პრაქტიკის მომხრე და ყველაზე ნაკლებად მსურს ვინმეს წყენინება. ნებისმიერი რელიგიის მორწმუნე შეიძლება მოიქცეს როგორც ძალიან კარგად, ასევე ძალიან ცუდად, ამიტომ იმის ნაცვლად რომ ერთმანეთის ჭუჭყიანი თეთრეული ვეძებოთ, სჯობია იმაზე ვილაპარაკოთ, თუ რას ასწავლის და რისკენ მოუწოდებს ესა თუ ის ორგანიზაცია. თუ მართლმადიდებელი ეკლესია სიკეთისა და სულიერებისაკენ მოუწოდებს, მშვენიერია! იმავესკენ მოუწოდებენ იეჰოვას მოწმეებიც. მაგრამ სანამ ეკლესია სხვებზე დაიწყებს კომპრომატის მოძიებას, მას უნდა ესმოდეს, რომ თვითონ მასზე შეიძლება არამცირე კომპრომატის მოძიება და ამიტომ მისთვის კარგი იქნებოდა დაფიქრებულიყო, აქვს თუ არა მას სხვების განკითხვის მორალური უფლება.

(3) ხშირად ტერმინ «ტოტალიტარულში» მართვის გარკვეული სტილი ესმით, რომელიც ორგანიზაციის წევრების ცხოვრების მკაცრ კონტროლს, სხვადასხვაგვარ აკრძალვებსა და ამ აკრძალვების დარღვევისათვის დასჯის სისტემას გულისხმობს.
 საერთოდ, სიტყვა «აკრძალვა» – ესაა ერთერთი ყველაზე უბრალო და ამავდროულად ეფექტური პროპაგანდული ილეთი ნებისმიერი რელიგიური ჯგუფის წინააღმდეგ. მოდით ორი წინადადება შევადაროთ: 1) «მართლმადიდებლობაში ეპისკოპოსთა დაუქორწინებლობაა მიღებული» და 2) «მართლმადიდებლობაში ეპისკოპოსებს ეკრძალებათ დაქორწინება». უსიტყვოდაც ნათელია, ამ ორიდან თუ რომელი წინადადება გამოიწვევს ძლიერ ნეგატიურ რეაქციას.
რა თქმა უნდა, იეჰობას მოწმეების რელიგიური ორგანიზაცია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა, მსოფლიოში, თავის წევრებს განსაზღვრული ზნეობრივი ქადაგებით მიმართავს, რომელიც მოუწოდებს საკუთარი სიცოცხლის ღვთის სიტყვასთან შესაბამისობაში მოყვანისაკენ, – ასეთი შესაბამისობა კი, ბუნებრივია, გარკვეულ შეზღუდვებს შეიცავს. ფასეულობები – ეს ყოველთვის შეზღუდვებია. შეზღუდვების არარსებობა ზნეობრივი ნიჰილიზმისთვის, ფასეულობების საპირისპირო თვისებისთვისაა დამახასიათებელი.
რაში მდგომარეობს საერთოდ ქრისტიანული მოძღვრობის, დასწავლების აზრი, თუ არა რჩევებში რა გავაკეთოთ და პირიქით, რისგან შევიკავოთ თავი? თუ რომელიმე ქრისტიანული ორგანიზაცია თავის სამწყსოს არაფერში არ მოუწოდებს შეზღუდვისა და ზომიერებისაკენ, მაშინ რით განსხვავდება ასეთი «ქრისტიანობა» ათეიზმისაგან? დიახ, ქრისტიანობა მანდვილად უწევს პროპაგანდას ზომიერებას, თავშეკავებასა და მატერიალურზე წინ სულიერის დაყენებას. ეს არანაირად არ წარმოადგენს საიდუმლოს. ქრისტე პირდაპირ ამბობდა, რომ მდიდრებს გაუჭირდებათ ცათა სასუფეველში შესვლა და თავის მოწაფეებს მოუწოდებდა რომ არ ყოფილიყვნენ «ქვეყნიერების ნაწილი». როდესაც ადამიანი გააზრებულად მოდის ქრისტიანობაში, მას უფრო გულგრილი დამოკიდებულება უჩნდება ყოველივე იმის მიმართ, რაც ამ ქვეყნიერებაში ხდება, იმის მიმართ, რაც სულ ცოტა ხნის წინ იზიდავდა და აინტერესებდა მას. ამ მხრივ იეჰოვას მოწმეებს არაფერი არ გამოუგონიათ – წაიკითხეთ ნებისმიერი მართლმადიდებელი წმინდანის ცხოვრება. ვერცერთ მართლმადიდებლურ ცხოვრებანში ვერ იპოვით პროფესიონალ კარიერისტს, რომლის ცხოვრებაც «წარმატების», ფუფუნებისა და განცხრომის გარშემო ტრიალებს. ეს არ წარმოადგენს მოწონებულ მოდელს მართლმადიდებლობაში (თუმცა, შესაძლოა, ცოდვასაც არ წარმოადგენს). ამ მხრივ იეჰოვას მოწმეები აფსოლუტურად სოლიდარულები არიან მართლმადიდებელ და სხვა ნებისმიერ ტრადიციულ რელიგიასთან.
ათეისტი კრიტიკოსები, ყველა რელიგიას რომ ერთნაირი მონდომებით ესხმოდნენ თავს, ეს გასაგები და ლოგიკური იქნებოდა. მაგრამ რატომაა, რომ თუ მართლმადიდებელი ბერი მიდის უდაბნოში, სადაც გამოქვაბულში ამწყვდევს საკუთარ თავს, წელამდე ჭაობში ფლავს საკუთარ თავს ან ბოძზე ცხოვრობს, მხოლოდ უმი სოკოთი იკვებება და თვლის, რომ გაღიმებაც კი – დიდი ცოდვაა, მაშინ ეს სულიერ გმირობად ითვლება, მაგრამ თუ იეჰოვას მოწმე, ვთქვათ, გადაწყვეტს რომ დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოს საკუთარ დაბადების დღეს ან უარს ამბობს პატრიოტულ დღესასწაულებში მონაწილეობის მიღებაზე (პირველი ქრისტიანების მაგალითისამებრ), მაშინ ეს აღიქმება როგორც საშინელი ასოციალური აკრძალვა, რომელიც ზიანს აყენებს როგორც ოჯახურ ცხოვრებას, ასევე ფსიქიკასა და მთლიანად კაცობრიობას? რატომაა, რომ როდესაც ბერებს მონასტერებში უკრძალავენ ბანაობას, თევზის ჭერას, კენკროვნების მოკრეფასა და ცეცხლის დანთებას (მაგალითად, ეს ყოველივე გაწერილია ბალაამის მონასტრის წესდებაში), მაშინ ამას მკაცრი სულიერი ცხოვრება ჰქვია, მაგრამ როდესაც ამა თუ იმ «აკრძალვებს» აღმოაჩენენ იეჰოვას მოწმეებთან ან სხვა «სექტებთან», მაშინვე ჯვაროსნული მსვლელობა ცხადდება ამ «სექტებში» არსებული ტოტალიტარიზმისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?

მკაცრი აკრძალვების ასობით მაგალითების მოყვანა შეიძლება მსოფლიოს ყველა ტრადიციულ რელიგიებში. კათოლიციზმში აკრძალულია კონტრაცეპცია. მართლმადიდებელ ქალებს, საბერძნეთში, ათონის მთაზე ყოფნა ეკრძალებათ. მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს და ყველა კათოლიკე მღვდელს ეკრძალებათ ქორწინება. ორთოდოქს ებრაელებთან ძალიან დიდი სია არსებობს იმისა, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება შაბათ დღეს, ლიფტის ღილაკის დაჭერისა და ტუალეტში ქაღალდის მოხევის ჩათვლით. დასავლეთის მაცხოვრებელს, მრავალ მუსულმანურ ქვეყანაში მილიონობით ქალის ცხოვრება, ყველაზე რბილ შემთხვევაში, საშინაო პატიმრობად მოეჩვენება. კათოლიკური ორდენი «ოპუს დეი»-ს მორჩილები, ტანსაცმლის ქვეშ ეკლიან ჯაჭვს ატარებენ. რუსი ძველი სარწმუნოების მიმდევრებისთვის არ შეიძლება წვერის მოპარსვა. ამერიკელი ამიშებისთვის არ შეიძლება ელექტრო დენის, მობილური ტელეფონის მოხმარება, ტელევიზორის ყურება და რადიოს მოსმენა. უსასრულობამდე შეიძლება მაგალითების გაგრძელება. სპეციალისტებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ შეზღუდვები და აკრძალვები – ნებისმიერი რელიგიის და საერთოდ რელიგიური ცნობიერების განუყოფელი ნაწილია. რელიგიათმცოდნემ ნიკოლაი გორდიენკომ ზუსტად შენიშნა:
თქვენ თუ იპოვით და აღწერთ რელიგიას, რომელშიც აკრძალვები არ არსებობს, თქვენ გადატრიალებას მოახდენთ რელიგიათმცოდნეობაში.

რა თქმა უნდა, იეჰოვას მოწმეები, არ არის ყველაზე ლიბერალური რელიგიური ორგანიზაცია, მაგრამ არც ყველაზე მკაცრია. მოქცევის უფრო მეტად მკაცრი ნორმებია მართლმადიდებელ და კათოლიკურ მონასტრებში, ორთოდოქსალურ (და მით უმეტეს ულტრაორთოდოქსალურ) იუდაიზმში, ბუდიზმში, მრავალ მუსულმანურ დაჯგუფებაში – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა «ტრადიციულ» რელიგიაში. თუ, ქცევის მკაცრი კოდექსის გამო, იეჰოვას მოწმეების ტოტალიტარულ სექტად გამოცხადება გადაწყდება, მაშინ თანმიმდევრულობის დაცვააა საჭირო და ტოტალიტარულ სექტებად უნდა გამოცხადდეს, მაგალითად, ყველა მართლმადიდებელი მონასტერი.

(4) ხშირად «პიროვნებების კონტროლის» კონტექსტში, იმის შესახებ მოჰყავთ არგუმენტი, რომ მოწმეებს, ორგანიზაციიდან გარიცხულ ყოფილ წევრებთან ეკრძალებათ ურთიერთობა. თუმცა ეკლესიის ყოფილ წევრებთან ურთიერთობის შეზღუდვის ნორმები მრავალ რელიგიაში არსებობს, მათ შორის მართლმადიდებლობაში:
ვინც საეკლესიო თანაზიარებიდან განყენებულთან ერთად ილოცებს, თუნდაც სახლში, თვითონაც განყენებით დაისაჯოს (მოციქულთა კანონი, 10).
ასევე ისლამშიც არსებობს თავისებური ურთიერთობის შეძღუდვა:
ნუ მიიღებთ იუდეველებს და ქრისტიანებს მეგობრებად: ისინი – ერთმანეთის მეგობრები არიან (სურა 5:51).

ცნობილია, რომ რიგ ისლამურ ქვეყნებში სხვა სარწმუნოებაზე გადასულს სასიკვდილო განაჩენი ელის. სიკვდილი (!) - მოწმეებთან არსებული გარიცხვის უბრალო ფორმის წინააღმდეგ, თანაც ის უფრო შემსუბუქებულია იმ შემთხვევაში, თუ გარიცხული – ოჯახის წევრია.

ზემოთ ერთხელ უკვე აღნიშნული იყო, რომ ძველი აღთქმის ეპოქაში ბიბლია რწმენისაგან განდგომილთა სიკვდილით დასჯას მოითხოვდა. ქრისტიანულ ეპოქაში ასეთ მიდგომას აღარ იყენებენ, რასაც თავისი მიზეზები გააჩნია. თუმცა ქრისტიანობაში განდგომილებასა და განდგომილების მიმართ დამოკედებულებაც სავსებით მკაცრია. ახალი აღთქმა კრძალავს ასეთი ხალხის მიღებასა და მათთან მისალმებას (2 იოანე 1:10), მათთან ერთად ერთ მაგიდაზე ჭამას და მათთან უბრალოდ ურთიერთობასაც კი (1 კორინთელთა 5:11). სულ, რასაც იეჰოვას მოწმეები აკეთებენ, ესაა ის რომ ცდილობენ განდგომილებასთან მიმართებაში ამ სერიოზული თვალსაზრისის შენარჩუნებას, მაშინ როდესაც მრავალმა სხვა ქრისტიანულმა კონფესიებმა ეს თვალსაზრისი პოლიტკორექტული საერო საზოგადოების ზეგავლენის გამო დაკარგეს. რას ვიზავთ, ქრისტიანობა ყოველთვის პოლიტკორექტული არ არის.

(5) სექტათმებრძოლთა ერთერთი საყვარელი არგუმენტი: «ტოტალიტარული სექტებიდან» წამოსვლა ძალიან ძნელია. სექტა თითქოსდა ისე იჭერს საწყალ ახალმოსულს თავისი კლანჭებით, როგორც ობობა – მსხვერპლს, და მისგან თავდახსნა მისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია,  ისე რომ სექტიდან წარმატებული «გაქცევის» შემდეგ მას ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება. 

საოცარი არგუმენტია. მე ბევრ ისეთ ადამიანს ვიცნობ, რომლებსაც რაღაც მომენტში მობეზრდათ იეჰოვას მოწმედ ყოფნა და მათ უბრალოდ შეწყვიტეს მათ კრების შეხვედრებზე სიარული. სულ ეს იყო და ეს. არც არავინ გამოკიდებია მათ, არც არავის უცდია იძულებით მათი დაბრუნება, არც არავის შეუჩვენებია და არც არავინ დამუქრებია შურისძიებით. ორი მიზეზი არსებობს, რის გამოც ძალიან იოლია ნებისმიერი «ტოტალიტარული სექტის» დატოვება: პირველი, არავითარი ზომბირება არ არსებობს, ეს სექტათმებრძოლთა მიერ შექმნილი მითია. მეორე, ნებისმიერ ქვეყანაში, ორგანიზაციაში ადამიანის ნების გარეშე დაკავება (და მით უმეტეს წასვლის გამო დასჯა) დანაშაულად ითვლება. მსგავსი რაღაცეებისათვის კრიმინალური საქმიანობის კოლოსალური გამოცდილებაა საჭირო, რომელიც მაფიოზურს გაუთანაბრდება, და თუ ვინმე დაკავდება მზგავსი საქმიანობით, დღეს თუ არა – ხვალ ასეთ სტრუქტურას აუცილებლად გამოააშკარავებენ სამართალდამცავი ორგანოები. ამასთანავე იეჰოვას მოწმეებიც, ლუთერანები ბაპტისტებიც ადვენტისტებიც  და სხვა «სხვები» ათწლეულებია რაც მრავალ ქვეყანაში არსებობენ და პრობლემა არ აქვთ სამართალდამცავ ორგანოებთან. ამ მითის ავტორები იეჰოვას მოწმეებს ფაქტიურად იმაში სდებენ ბრალს, რომ ისინი თითქმის ას წელზე მატია რაც ამერიკულ და ევროპულ სამართალდამცავ სტრუქტურებს აბაიბურებენ.

ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ იეჰოვას მოწმეებთან მისვლა ძალიან ძნელია (ამისათვის ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებების მოხდენაა საჭირო) ხოლო მათგან წასვლა ძალიან ადვილი. თუ ვინმე თავის შეხედულებებს შეიცვლის, მას არავინ დააკავებს. ეს კიდევ უფრო იოლია, ვიდრე სამსახურიდან განთავისუფლება: სამსახურში შრომის წიგნაკი უნდა მიიღოთ, მოწმეებს კი არც არც წიგნაკები აქვთ და არც სხვა დოკუმენტები. და მით უმეტეს იმაზე რთული ნამდვილად არაა, ვიდრე მართლმადიდებელი ან სხვა ეკლესიის დატოვება.


მაშ ასე, ინფორმირებული და აკვიატების არ მქონე ადამიანისათვის ნათელია, რომ ანტისექტანტური თამაშის წესები, «ტრადიციული» და «არატრადიციული» რელიგიების, მკაცრი ორმაგი სტანდარტებითაა შედგენილი. არც იურიდიული, არც მორალური და არც ჰუმანიტარული მოტივები არ კვებავს ჩვენს ქვეყანაში ანტისექტანტური ისტერიის ცეცხლს.სექტათმებრძოლთა ერთადერთი მიზანი, რომელიც ეკლესიის მიერაა შეკვეთილი.

მითი 3: იეჰოვას მოწმეები – ექსტრემისტები

ნებისმიერ საღადმოაზროვნე ადამიანს ესმის, თუ რამდენად აბსურდულია ექსტრემიზმში დაადანაშაულო ადამიანები, რომლებიც ყველა მეომარ ქვეყანაში ციხეებში იჯდნენ, იმის გამო რომ უარს აცხადებდნენ ხელში იარაღის აღებაზე, ადამიანები რომლებიც ბავშვებსაც კი არ ატარებენ ბოქსის და კარატის წრეებზე. 
. თვითონ სიტყვა «მართლმადიდებლობაც» კი სიტყვასიტყვით ნიშნავს «მართალ სწავლებას», «სწორხაზოვან აზრს», რაც უკვე თავისთავად წარმოადგენს სხვებზე უპირატესობის პროპაგანდას: ჩვენთან ყველაფერი მართალია, სხვებთან ყველაფერი მცდარი. იუდაიზმი პირდაპირ ასწავლის ებრაელი ხალხის გამორჩეულობის, სხვა ერებზე მისი უპირატესობის შესახებ: სახეზე გვაქვს არა მხოლოდ რელიგიური სახის, არამედ ნაციონალური ხასიათის სხვებზე უპირატესობაც. და ბოლოს, ნებისმიერი რელიგია ამბობს, რომ მხოლოდ მორწმუნეები გადარჩებიან (სამოთხეში მოხვდებიან, ნირვანაში მოხვდებიან და ა.შ.), და არა ათეისტები – ათეისტების არასრულფასოვნების აშკარა პროპაგანდაა.


იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია ძირითადად სხვა რელიგიური გაერთიანებების მოქმედებებს აკრიტიკებს – ამიტომ მას ამავდროულად არ შეუძლია დამამცირებელი მახასიათებლების გამოყენება: შეიძლება დაამცირო (ანუ ღირსება შეულახო) მხოლოდ ადამიანი ან ორგანიზაცია, მაგრამ არა მათი მოქმედებები.

როგორც ჩანს, იეჰოვას მოწმეების მდევნელებისთვის ძალიან რთულია იმის გაგება, თუ როგორ შეიძლება აფასებდე ადამიანებს, მაგრამ არ ეთანხმებოდე მათ თვალსაზრისს. მათი თვალსაზრისით, რაიმე მოსაზრებაში ნებისმიერი არდათანხმება – აუცილებლად ნიშნავს ამ მოსაზრების მატარებლის შეურაცყოფას. როგორც ჩანს, მათ სურთ იდეალური უტოპიური საზოგადოების შექმნა, რომელშიც ყველა ყოველთვის და ყველაფერში დაეთანხმება ერთმანეთს.
გაუგებარია, რატომ განიხილავენ სასამართლოები მხოლოდ იეჰოვას მოწმეების ლიტერატურას და არა ბიბლიას, რომელშიც ასევე შეიძლება უამრავი ექსტრემიზმის აღმოჩენა (ციტატები მოყვანილია მართლმადიდებლური თარგმანიდან):
შევიძულე კრებული უკეთურთა და ბოროტთა გვერდით არ დავჯდები (ფსალმუნი 25:5).შევიძულე ამაოების დამცველნი და მე მივენდე უფალს (ფსალმუნი 30:6).ვაი თქვენდა, მწიგნობარნო, და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას (მათე 23:13).ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში (ფსალმუნი 1:1).ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად, ვინაიდან რა აკავშირებს სამართლიანობასა და ურჯულოებას? რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის? რამ შეათანხმოს ქრისტე და ბელიარი? ან რა ხელი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? (2 კორინთელთა 6:14, 15).უკეთური ურთიერთობანი ხრწნიან კეთილ ზნე-ჩვევებს (1 კორინთელთა 15:33).ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება, ბრიყვთა მეგობარი კი გაუბედურდება (იგავნი 13:20).
გაუგებარია, რითაა ეს ციტატები იმათზე უკეთესი, ექსპერტებს რომ მოჰყავთ მოწმეების ლიტერატურიდან ექსტრემიზმის მტკიცებულებების სახით. ან ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რას ამბობს ბიბლია მათზე, ვინც ქრისტიანი არ არის:
რადგან სამართლიანია ღვთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებელთ, ხოლო თქვენ, შეჭირვებულთ,  – განსვენება ჩვენთან ერთად, როცა უფალი ჩვენი იესო თავისი ძალის ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება ზეცით, რათა ცეცხლის ალით იძიოს შური მათზე, ვინც არ სცნობს ღმერთს და ეურჩება ჩვენი უფლის იესოს სახარებას, ვინც სასჯელად მიიზღავს საუკუნო წარწყმედას უფლის სახისა და მისი ძალმოსილების დიდებისაგან (2 თესალონიკელთა 1:6–9).

ყურადღება მიაქციეთ: ახალი აღთქმა წმინდა მოციქული პავლეს პირით სასიკვდილო განაჩენს უცხადებს ყველას, ვინც «ეურჩება ჩვენი უფლის იესოს სახარებას». მოციქული პირდაპირ სიკვდილით ემუქრება ყველას, ვინც მის რელიგიურ შეხედულებებს არ იზიარებს! რელიგიური უპირატესობისა და განსაკუთრებულობის როგორი გაუგონარი პროპაგანდაა, ასე არ არის? სულაც არაა დიდი ძალისხმევა საჭირო იმისათვის, რომ აქ დაინახო როგორც ძალადობისაკენ მოწოდება, ასევე დანაშაულის ნებისმიერი სხვა შემადგენელი გემოვნებისამებრ. მაშ რატომ იკრძალება იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა და არა ბიბლია?

ა: იეჰოვას მოწმეები არ მოუწოდებენ ურწმუნოთა «სიძულვილისკენ», როგორც ამას ბიბლია აკეთებს, და ისინი არავის ეუბნებიან «ვაი თქვენ, თვალთმაქცნო», როგორც ამას იესო აკეთებდა. ხოლო თუ მაინც საუბრობენ ცოდვილების ან სხვა რელიგიების ბედზე, ამას ისე აკეთებენ, რომ არ ასახელებენ კონკრეტულ ეკლესიებს, რადგან ცდილობენ, რომ მოსაუბრეს (მკითხველს) არ აწყენინონ. იეჰოვას მოწმეები – ერთერთი ყველაზე კორექტული კონფესიაა, რაც საღვთისმეტყველო პოლემიკას შეეხება.

იესო ქრისტეს რომ ეცხოვრა მაგალითად თანამედროვე რუსეთში, მას სასამართლოებში ატარებდნენ. ეს ირონია და შიშველი ვარაუდი არაა: ეს პირდაპირ თქვა ფე-ეს-ბეს ერთერთმა თანამშრომელმა, იეჰოვას მოწმეებთან საუბარში. «იესო რომ ცხოვრობდეს ჩვენს დროში, ჩვენ მასაც ექსტრემისტად ჩავთვლიდით», – უთხრა ფე-ეს-ბეს წარმომადგენელმა დაკავებულ ალექსეი კოსიანენკოს ახტუბინსკში (ასტრახანის ოლქი).


მითი 4: იეჰოვას მოწმეები – კომერციული ორგანიზაცია

სექტათმცოდნეები ამტკიცებენ, ხოლო მრავალ ჟურნალისტსა და ჩინოვნიკს გულწრფელად სჯერა, რომ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია სუფთა კომერციული მიზნით არსებობს, რომლითაც ხელმძღვანელობა უსინდისოდ აკეთებს ფულს რიგით მორწმუნეებზე. თანაც ამასთანავე, ამ მითის ავტორებს, მის მხარდასაჭერად ვერცერთი მტკიცებულება ვერ მოჰყავთ – მაგალითად, ორგანიზაციის ხელმძღვანელთა ხარჯთა სია ან რაიმე იახტების ან ვილების ფოტოები.

მაგრამ ყველა ვინც ფულის გადახდაზე საუბრობს წარმოადგინეთ დოკუმენტაცია საიდან ირიცხება თანხა რამდენი ირიცხება ვის ანგარიშზე ირიცხება.  რა მიზნით ირიცხება?  რამდენია. წლიური ბრუნვა.  რა მოგებას იღებენ. და თუ არგაქვთ ამაზე ფაქტები ნებისმიერი საუბარი იქნება უარგუმენტო ცილისწამება რასაც არანაირი ძალა არაქვს 
ეხლა დაუფიქრდეთ 10 მილიონამდე მოწმეს რომ 200 დოლარი გადაუხადონ მიმიმუმ საშუალო გამოვიყვანოთ  საქართველოში ლარი სხვაგან სხვა ვალუტები

ამას დავუმატოთ პუბლიკაციების ბეჭდვა.შენობების შეძენადა აგება  მათთვის ვინც მსახურობს ფილილებში საკვები ტანსაცმელი და სხვა რამ თვეში მინიმუმ 5 მილიარდამდე მოუწევს სპონსორს ამის გადახდა 
წელიწადზე თუ გადავამრავლებთ 50 მილიარდამდე . მაგალითად:  ბილ გეიცი გამოდის რომ გაკოტრდებოდა. 2  წელიწადში. ხოლო ასეთ ქონებას მსოფლიოში ერთეულები თუ ფლობენ .გამომდინარე აქედან რამოდენიმე წელში გაკოტრდებოდნენ ისინი.
ვინ დებს ბიზნესში ფულს მოგების გარეშე დაიბეჭდა ლიტერატურა გავრცელდა უფასოდ. მერე ამით რამოგება?
ამას ემატება ისიც თურმე კარდაკარ ხალხს ფულს ვაძლევთ.ამას დავუმატოთ 10 მილიონი დაინტერესებული მათაც ხომუნდათ თანხა

ესეიგი 20 მილიონ ადამიანზე  პლიუს მოსახლეობაზე წელიწადში მინიმუმ 200  მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯება.  წარმოიდგინეთ 5 წლის მერე  ტრილიონი.
და ყოველ 5 წელიწადში ტრილიონზე მეტი დაიხარჯება 
რომელი ბიზნესმენი გაუძლებს ან დათანხმდება ამას?
რომელი ნორმალური ადამიანი ჯერ ჩადებს ამ თანხას და მერე შეძლებს გაუძღვეს?  ნათელია რომ სრული აბსურდია ფულის გადახდის თეორია.

მაშ როგორ ხდება არსებობა ორგანიზაციის?  არავინ თანხას არიღებს. მეტიც უფლისთვის პოლიტიკოსობა დაუთმიაათ კარიერა.  რომელშიც 200 კიარა 20 000ს და  მეტს იღებდნენ და.   გამხდარან იეჰოვას მოწმე.
ორგანიზაციის არსებობა ხდება ნებაყოფლობითი შესაწირავებით
 პირველი საუკუნის ქრისტიანებსაც ხომარ დაადაბაშაულებთ ქრთამისტობაში?
საიდან ქონდა იმდენი თანხა ძვირადღირებულ პერგამენტებზე ეწერათ შეენახათ გადაემრავლებინათ მსოფლიოში ემოგზაურათ პავლე ამბობს მთელ მსოფლიოს ეუწყაო სახარება.იმას ხოამარ იტყვით ანდრია  სიმონ კანანელი მატთია საქარტველოში ფულის გამო შმოვიდნენ ან ნინო ?  
ალბათ იმდროსაც იმათ დაადანაშაულებდნენ ასეთები

მარა იცით რაშია პრობლემა? იმდენად შორსაა მართლმადიდებლობა ქრისტიანობასთან ვერ წარმოუდგენიათ.  რომ ადამიანმა უფლის გულისთვის რამე გაიღოს

ნუთუ უფრო იოლი არაა ვივარაუდოთ, რომ იეჰოვას მოწმეები» – უბრალოდ მორწმუნე ადამიანები არიან, რომლებიც თავისი რწმენის ერთგულები არიან და უანგაროდ შრომობენ მისთვის? 
ამას გარდა, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების მდიდრულ ცხოვრებას, მათ პოპულარობას, ხელისუფლების ყველაზე მაღალ ეშელონებში მათ გავლენას და მათთვის მიგებულ უსასრულო პატივს თუ დავაკვირდებით, ვინ უფრო უწევს «ექსპლუატაციას» თავის მიმდევრებს, «და ვინ მუშაობს ფულისთვის და საკუთარი თავისათვის სარგებლის მიღების მიზნით?», და ასეთი სახით ვინ უფრო აკმაყოფილებს სექტის განსაზღვრებას? 


დიახ, იეჰოვას მოწმეები იღებენ შემოწირულობებს, მაგრამ, პირველი, რომელი ეკლესია არ აკეთებს ამას? ამასთანავე მოწმეები შესაწირავებს მხოლოდ მათი შეხვედრების ადგილებში იღებენ და არ დგამენ შესაწირავების ყუთებს ვაგზლებზე, ქუჩებში და ყველა მაღაზიაში.

მეორე, მოწმეებთან შემოწირულობები კონკრეტულად ლიტერატურის გამოცემაზე და სამშენებლო და მისიონერულ პროექტებზე მიდის, და არა პატრიარქის ლიმუზინებზე და რეზიდენციებზე,  ამის შემოწმება ნებისმიერ მომენტში შეიძლება, რადგან მათი ფინანსური დოკუმენტაცია ყოველთვის  ხელმისაწვდომია საგადასახადო ორგანოებისათვის, მათ შორის ჩვენ ქვეყანაშიც. იეჰოვას მოწმე პროფესიონალი მსახურების მცირე ფენა (მისიონერები და მიმომსვლელი უხუცესები) ძალიან მოკრძალებულ თანხას იღებენ მხოლოდ ძირითადი ხარჯებისათვის. იგივე ეხება ასევე ასამდე  სამმართევო კომპლექსში მომსახურე ყველა მოხალისე მსახურს. ორგანიზაციის ხელმძღვანელებიც კი საერთო საცხოვრებელ კომპლექსში ძალიან მოკრძალებულ პირობებში ცხოვრობენ, როგორც უკვე აღვნიშნეთ.

მეოთხე, იეჰოვას მოწმეები თანმიმდევრულად გამოდიან, რელიგიური საქმიანობიდან რაიმე სარგებლის მიღების წინააღმდეგ. ლიტერატურა ან უფასოდ რიგდება ან (ზოგიერთ ქვეყნებში საგადასახადო კანონმდებლობის თავისებურების გამო) თვითღირებულების ფასში გაიცემა. ბიბლიური შესწავლები მხოლოდ და მხოლოდ უფასოდ ტარდება. მოწმეების შეხვედრის ადგილებში ნებისმიერი სახის კომერციული საქმიანობა კატეგორიულად აკრძალულია, უბრალოდ ფართის გაქირავებაც კი. მოწმეებს არავითარი ტარიფები და პრაისები არ გააჩნიათ. ყოველივე ეს მკვეთრად გამოკვეთს მოწმეებს სხვა რელიგიური კონფესიების ფოზე, რომელთათვისაც ჩვეულებრივ უცხო არ არის კომერციის სული, იქნება ეს «საეკლესიო მაღაზიების» გახსნა თუ ფასიანი ღვთისმსახურების შესრულება (აქ უკომენტაროდ დავტოვებთ ამ საკითხის მიმართ სახარების დამოკიდებულებას). ფაქტები არ გვაძლევს საშუალებას, რომ იეჰოვას მოწმეებზე ისე ვისაუბროთ როგორც კომერციულ სტრუქტურაზე. ის აბსოლუტურად არაკომერციული, საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რაც ყველა მის დადგენილებაშია შავით თეთრზე გაწერილი.

და ისევ და ისევ გაოცებას იწვევს ორმაგი სტანდარტების ლოგიკა: მართლმადიდებელი ეკლესიისათვის რატომაა დაშვებული კომერციით დაკავება, ელიტარული საქმიანი უძრავი ქონების მშენებლობის ჩათვლით, იეჰოვას მოწმეებს კი ამის უფლება არ აქვთ? რატომ სდებენ ბრალად მოწმეების ხელმძღვანელებს სამწყსოს ექსპლუატაციაში, მაშინ როდესაც ისინი სამწყსოს 90%-ზე ღარიბულად ცხოვრობენ, მაგრამ იგივეში არავინ სდებს ბრალს რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას (ან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას), რომელიც არც კი ცდილობს ასტრონომიული სიმდიდრის დამალვას? არავინ არ გამოხატავს აღშფოთებას იმასთან დაკავშირებით, თუ საეკლესიო უფროსობა როგორ ახრჩობს გადასახადებით თავისივე საკუთარ ქვეშევრდომებს, მაგრამ იეჰოვას მოწმეების ნებაყოფლობითი და ანონიმური შესაწირავების ყუთები ზოგიერთის აღშფოთებას იწვევს.

აქ შეიძლება ვინმემ დასვას კითხვა: განა შესაძლებელია, რომ ქრისტიანულმა საზოგადოებამ მხოლოდ ნებაყოფლობითი შესაწირავებით იარსებოს თანამედროვე მსოფლიოში, რომელსაც კომერცია და მატერიალიზმი მართავს? ეკლესიათა უმრავლესობაში ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება, რადგან ფულის გამოთხოვისა და რელიგიური ატრიბუტიკის გაყიდვის გარეშე მათი შემდგომი არსებობა შეუძლებელი ხდება. მაგრამ იეჰოვას მოწმეების შემთხვევაში საქმე სულ სხვაგვარადაა. რატომ? იმიტომ რომ მათ იმის მტკიცე რწმენა აქვთ, რომ იესოსა და მისი მოწაფეების მაგალითი ჭეშმარიტი ქრისტიანებისათვის გამოსაყენებლად აბსოლუტურად რეალურია, და ასევე იმისაც, რომ ღვთის სულს არანაირად არ გაუჭირდება იმ მსახურების მხარდაჭერა, რომლებიც მის ხელმძღვანელობას არიან მინდობილნი და ამიტომ არ აქცევენ ქრისტიანობას ბიზნესად! 
  ქრისტიანული ორგანიზაცია იეჰოვას მოწმეები, სულიერი სიმდიდრისადმი თავისი დამოკიდებულებით, რომელიც მატერიალურზე მაღლა დგას, ამტკიცებს, რომ სურს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ რეალური საქმეებითაც მიბაძოს იესოს და სამეფოს ინტერესები დააყენოს ყველაზე წინ. და ეს ღვთისადმი თაყვანისმცემლობაში მისი ჭეშმარიტების კიდევ ერთ ნათელ მტკიცებულებას წარმოადგენს. 

მითი 5: იეჰოვას მოწმეები არა ქრისტიანები («ფსევდოქრისტიანები», «ფსევდორელიგიური ორგანიზაცია»)

იმის ერთიანი და ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრება, თუ რა უნდა ჩაითვალოს ქრისტიანობად და რა არა, არ არსებობს. ყოველ კონფესიას შეუძლია თავისებურად განსაზღვროს, თუ რა უნდა ჩათვალოს «ჭეშმარიტად ქრისტიანულად», თანაც ის უპირობოდ მიდრეკილია რომ ამ განსაზღვრებას მხოლოდ ის დაუკავშიროს, რაც მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი. ამ საკითხში იეჰოვას მოწმეები გამონაკლისს არ წარმოადგენენ.

იმ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, რომლებიც მეცნიერთა უმეტესობისათვის მისაღებია, ქრისტიანობა – ესაა ახალი აღთქმის აღიარება ღვთისაგან მოცემულ წერილად და იესო ქრისტეს ღვთის ძედ, უფლად და გამომსყიდველად აღიარება. ასეთი გაგებით იეჰოვას მოწმეები «სრულუფლებიან» ქრისტიანებს წარმოადგენენ, რადგან თანმიმდევრულად უჭერენ მხარს ორივე მდგომარეობას. ამ მიზეზის გამო, დამოუკიდებელი რელიგიათმცოდნეები მათ ქრისტიანულ კონფესიებს მიაწერენ.
ზოგიერთს არ მოსწონს ან მისთვის გაუგებარია სახელი «იეჰოვა», მაგრამ ეს ბიბლიური ღვთის სახელია, რომელიც მოწმეებმა კი არ მოიგონეს, არამედ უბრალოდ ისესხეს რუსული მართლმადიდებლური ლექსიკონიდან. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამაში დარწმუნება, თუ გადაშლის ბიბლიის ოფიციალურ მართლმადიდებლურ სინოდალურ თარგმანს გამოსვლის წიგნზე, თავი 15, მუხლი 3. ეს სახელი მე-19 საუკუნეში ფართოდ იყო ცნობილი რუსეთში, მას თავის შემოქმედებაში იყენებდნენ რუსი პოეტები (იხ. ა. პუშკინი, «ვიგელისადმი მიწერილი წერილიდან»; ვ. ჟუკოვსკი, «ბიბლია»; ვ. ბენედიქტოვი, «ახლავე»). ასე თუ ისე ყველა კონფესია აღიარებს ღვთის სახელს, და ის, რომ იეჰოვას მოწმეები მასზე შედარებით მეტ აქცენტს აკეთებენ, ვიდრე სხვები, არავითარ შემთხვევაში არ იძლევა იმის მიზეზს, რომ წაერთვათ ქრისტიანებად წოდების უფლება.

ხშირად გადმოსცემენ როგორც ფაქტს, რომ იეჰოვას მოწმეები – არის ერთგვარი იუდაურისმაგვარი სექტა, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს და მის ღვთაებრიობას. ეს ასე არ არის. იეჰოვას მოწმეები მხოლოდ ღმერთის სამერთობის შესახებ სწავლებას უარყოფენ, კერძოდ სპეციალურ დოგმატს ძისა და მამის «ერთარსობის» შესახებ, რომელსაც ვერცერთი სერიოზული, რელიგიისისტორიის სპეციალისტი, ვერ უწოდებს ძირეულად ქრისტიანულს, რადგანაც ის მხოლოდ და მხოლოდ ახ.წ. მე-4 საუკუნეში იქნა გაფორმებული. თვითონ ტერმინი «ერთარსი» (ბერძ. ჰომოუსია) ჯერ კიდევ მე-2 საუკუნეში ერეტიკულად ითვლებოდა, რადგან პირველად მისი გამოყენება ქრისტიანულმა ერეტიკოს-გნოსტიკოსებმა დაიწყეს. სამების შესახებ სწავლების თანამედროვე ვარიანტი მხოლოდ ახ.წ. მე-5 საუკუნეში იქნა ფორმულირებული, როდესაც ეგრეთწოდებული ათანასეს რწმენის სიმბოლო გაჩნდა.

იეჰოვას მოწმეების გარდა, არის ასევე სხვა კონფესიები და დამოუკიდებელი ეკლესიები, რომლებიც ასევე არ აღიარებენ სამების შესახებ სწავლებას, რომელთაც ამასთანავე არავინ ართმევს უფლებას, რომ ქრისტიანებად იწოდებოდნენ. მაგალითად, აშშ-ში, კანადაში და მექსიკაში დაახლოებით 600 უნიტარული ეკლესია მოქმედებს. არც ისინი არიან ქრისტიანები?

მითი 6.იეჰოვას მოწმეები აკრძალულნი არია მრავალ ქვეყანაში

მათ, ვინც ვითომდა ზოგიერთ ქვეყნებში იეჰოვას მოწმეების აკრძალვის არგუმენტს იყენებენ, ორი მომენტის მოხსენიება ავიწყდებათ. პირველი, ამ ქვეყნების უმეტესობაში ყველა ქრისტიანული კონფესიაა აკრძალული, მათ შორის მართლმადიდებლობაც. მეორე, ის რეჟიმები, რომლებიც ამ ქვეყნებში არსებობს, შორს არიან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისაგან. თ

მითი 7: იეჰოვას მოწმეები ითრევენ (აზომბირებენ) ადამიანებს

სავსებით უაზრო ბრალდებაა, რადგან ნებისმიერი რელიგიათმცოდნისთვის ცნობილია, რომ მისიონერობა – ქრისტიანობის სისხლი და ხორცია. ქრისტიანობა ზუსტად იმიტომაც გახდა მსოფლიო რელიგია, რომ თავიდან იესო, შემდგომ კი მისი მოციქულები დადიოდნენ და საზოგადოდ ქადაგებდნენ – ანუ როგორც დღეს იტყოდნენ, «ითრევდნენ». იესომ მათეს სახარების 28:19-ში, პირდაპირ დაავალა თავის მიმდევრებს: «წადით, მოიმოწაფეთ ყველა ხალხი». ახალი აღთქმიდან ნათლად ჩანს, რომ მოციქულები პასუხისმგებლობით მოიდგნენ ამ დავალებას და ადამიანებს ესაუბრებოდნენ ყველგან, სადაც კი საშუალება ეძლეოდათ (საქმეები 5:21; 16:13; 17:1; 20:20). იეჰოვას მოწმეები მხოლოდ და მხოლოდ ბაძავენ მათ მაგალითს.
მაგრამ რა არის «ჩათრევა» და რით განსხვავდება «ქადაგებისაგან»? რით იყო დაკავებული იესო ქრისტე – ჩათრევით თუ ქადაგებით? აზომბირებდა ქრისტე ადამიანებს თუ არა? ეს კითხვები შეგვიძლია მათ დავუსვათ, ვინც ამ ტერმინებს იყენებს, და ვთხოვოთ აგვიხსნან, თუ რა აზრს დებენ ისინი მათში. თუ სახარების ქადაგებას ჩათრევა ჰქვია, მაშინ წმინდა წერილის გადაწერაა საჭირო, იმიტომ რომ სიტყვა «ქადაგება» და მისგან ნაწარმოები სხვა სიტყვები 128-ჯერ გვხვდება მასში, «ჩათრევა» კი – არცერთხელ. როდესაც ასეთ ენას ურწმუნო (ან პირობითად მორწმუნე) ჟურნალისტები იყენებენ, ამის გაგება კიდევ შეიძლება, მაგრამ როდესაც ასეთი სახით ეკლესიის წარმომადგენლები იქცევიან, შეგვიძლია მხოლოდ მივუსამძიმროთ მათ. იმისათვის რომ ვინმეს ბრალი დავდოთ იმაში, რომ ის ქრისტესა და მოციქულების მაგალითსამებრ იქცევა, ან საერთოდ არ უნდა ვიცოდეთ წერილები, ან შენებულად უნდა დავგმოთ ის.
ხანდახან ამის მსგავსი ბრალდების მოსმენაა შესაძლებელი: «იეჰოვას მოწმეები ადამიანების ბინებში შეღწევას ცდილობენ». რაც, ბუნებრივია, საცხოვრებლის ხელშეუხებლობის შესახებ კონსტიტუციური ნორმის დარღვევას წარმოადგენს. ეს ისევ და ისევ უსაფუძვლო ბრალდებაა: არცერთი იეჰოვას მოწმე არასოდეს არ ეცდება ვინმეს საცხოვრებელ ბინაში შეღწევას. იეჰოვას მოწმეები ადამიანებს მხოლოდ სადარბაზოებში ელაპარაკებიან, საერთო კიბის ბაქანზე, რომელიც არ წარმოადგენს პირად საკუთრებას. ისინი შეიძლება შევიდნენ საცხოვრებელ ბინაში, მხოლოდ იმ პირობით, თუ მეპატრონე თვითონ შეიპატიჟებს მათ. ფაქტი ის გახლავთ, რომ კანონის თვალსაზრისით, კარდაკარ მსახურების პრაქტიკა აბსოლუტურად უნაკლოა. ბოლოს და ბოლოს, თუ კარებზე ადამიანებთან დარეკვა და მათთან საუბარი – კანონის დარღვევაა, მაშინ რატომ არიან პერიოდულად ამით დაკავებული პარტიის წარმომადგენლები?

მაგრამ აი სხვა საინტერესო კითხვა: ასე რა არ მოსწონს ხალხს, თვითონ რომელიმე ჯგუფის საჯარო ქადაგების ფაქტი თუ იეჰოვას მოწმეები როგორც ასეთი? ალბათ უფრო, მეორე. ეს ძალიან კარგად ჩანს, როდესაც ქადაგებას სხვა კონფესიები იწყებენ. როდესაც იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ, ეს ჩათრევად, აგიტაციად და «სულიერ ტერორიზმადაც» კი მიიჩნევა (ერთერთი ეპისკოპოსის სიტყვებით). მაგრამ როდესაც იგივეს, ვთქვათ, მართლმადიდებლები აკეთებენ, ეს სულ სხვა შუქში წარმოჩინდება, 
მართლმადიდებლები – «მქადაგებელ-მისიონერები» არიან, მოწმეები – აგიტატორები და ჩამთრევები. მართლმადიდებლები «რეალურ სამუშაოს ასრულებენ მასებში», იეჰოვას მოწმეები კი უცილობლად «ითრევენ», თანაც მომაბეზრებლად. მართლმადიდებლები «მათივე იარაღითაც კი ებრძვიან სექტანტებს» (ეს რომ მოწმეების ბოსტანში ნასროლი ქვაა, ეჭვგარეშეა). როგორც იტყვიან, იგრძენი განსხვავება.

აქედან გამომდინარე ეჭვგარეშეა, რომ ხალხს იეჰოვას მოწმეების ქადაგება კი არა, თვითონ იეჰოვას მოწმეები არ მოსწონთ, რაც არ უნდა გააკეთონ მათ. ისინი ადამიანებს იმიტომ არ მოსწონთ, რომ მთავარი საინფორმაციო საშუალებები, ისეთები როგორისაზოგადოებას ისტერიული ანტისექტანტური პროპაგანდით ჭყიპავს

და რა არის ზომბირება? როგორც უკვე ნათქვამი იყო, არავითარი ზომბირება არ არსებობს. ვერცერთმა ფსიქიატრმა, ფსიქოლოგმა ან სამედიცინო ექსპერტმა ჯერ ვერ შეძლო ვერც დამტკიცება, ვერც უბრალოდ ახსნა, თუ რა არის ეს და როგორ ხდება. ი სულ რასაც ისინი აკეთებენ, უბრალოდ ადამიანებს ბიბლიიდან მუხლებს უკითხავენ და ბიბლიურ ლიტერატურას სთავაზობენ. სექტათმცოდნეებმა მშვენივრად იციან ამის შესახებ, მაგრამ პრესაში და ტელე-რადიო მაუწყებლობით მაინც ვრცელდება ზღაპრები რაღაც მითიური ზომბირების შესახებ.

საერთოდ რომელ ზომბირებაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც იეჰოვას მოწმედ გახდომა სავსებით რთული საქმეა: ამისათვის საჭიროა რომ თავი დაანებით მოწევას, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას, ბილწსიტყვაობას, სიცრუეს, ქურდობას, მეუღლის ღალატს, აზარტულ თამაშებსა და გართობის ძალადობრივ სახეობებს, თანაც ამავდროულად ყოველდღე უნდა იკითხოთ ბიბლია, იაროთ ქრისტიანულ კრებებზე და სხვაბს უქადაგოთ. რა დონეზე უნდა გადაზომბირო ადამიანი, ყოველივე ამის გაკეთება რომ დაიწყოს? ადამიანების კონტროლის ეს რა წარმოუდგენელიტექნოლოგიებია, და რატომ არ სარგებლობენ მისით არცერთი ქვეყნის სპეცსამსახურები და სამხედრო დაწესებულებები? სექტათმევრძოლები ჰოლივუდში უნდა წავიდნენ და ფანტასტიკური ტრილერებისათვის წერონ სცენარები, ფანტასტიკურად გამოუვათ ეს ყველაფერი.

2010 წელს ევროპის სასამართლომ იეჰოვას მოწმეების მოსკოვის გაერთიანების საქმეზე დაადგინა:

129. ყურადღებაც რომ არ გავამახვილოთ იმაზე, რომ გაგება «აზროვნების კონტროლს» არ გააჩნია საყოველთაო და მეცნიერული განსაზღვრება და ასევე ნაციონალური სასამართლოების გადაწყვეტილებებში ამ ტერმინის განსაზღვრების არარსებობა, ევროპულ სასამართლოს განსაცვიფრებლად ის მიაჩნია, რომ სასამართლოებს მითითებული არ ჰყავთ არცერთი კონკრეტული პირი, ვისი სინდისის თავისუფლების უფლებაც იქნა დარღვეული მსგავსი მეთოდების გამოყენების შედეგად.

მითი 8: იეჰოვას მოწმეები ხალხს ართმევენ ქონებას, საცხოვრებელ ბინებს და ფულს
ან, უბრალო სიტყვებით რომ ვთქვათ, ქურობენ და იპარავენ.

იეჰოვას მოწმეების უნაკლო პატიოსნება ყველასათვის ცნობილია, ვინც მათ პირადად იცნობს და არა გაზეთების სტატიებიდან
. იეჰოვას მოწმეების მიერ საცხოვრებელი ბინების წართმევა – ესაა მითი, რომელის სხვა არაფერზეა დაფუძნებული, გარდა სექტათმებრძოლთა ფანტაზიისა.

იეჰოვას მოწმეების კრისტალური პატიოსნება – ესაა მათი სავიზიტო ბარათი, რომელიც მთელი მსოფლიოს მაშტაბითაა ცნობილი. მათ კონგრესებზე დაკარგული ნივთების ბიუროში შეგიძლიათ ჩააბაროთ საფულე ნებისმიერი რაოდენობის თანხით და ის ხელუხლებლივ დაუბრუნდება მფლობელს. . მრავალ ქვეყნებში არის ფირმები, სადაც სამუშაოდ ან მხოლოდ იეჰოვას მოწმეებს იყვანენ ან მათ ანიჭებენ უპირატესობას. პატიოსნება და პასუხისმგებლობა ფაქტიურად იეჰოვას მოწმეების კონკურენტულ უპირატესობად იქცა შრომის ბაზარზე. ეს ყველაფერი – ცნობილი ფაქტებია, რომლებიც, დიდი ალბათობით, მოწმე-ქურდების შესახებ მითის ავტორებისთვისაც ცნობილია. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათ (ავტორებს) არ სურთ, რომ ეს ფაქტები ფარტო მასებისთვის გახდეს ცნობილი.

მითი 9: იეჰოვას მოწმეები ოჯახებს ანგრევენ

ამ მცდარი აზრის სიღრმეში რომ დარწმუნდეთ, ამისათვის დაკმარისია იეჰოვას მოწმეთა შორის განქორწინებების პროცენტი შეადაროთ. ქვეყნებში, სადაც განქორწინებების დონე 50%-ზე მეტს შეადგენს, მოწმეებს შორის ეს მაჩვენებელი 15%-ს არ აღემატება, თანაც აქ მითვლილია ისინიც კი, ვინც მანამდე იყო განქორწინებული, სანამ იეჰოვას მოწმე გახდებოდა. 
ხოლო აი რა დაიწერა ჟურნალში «ამერიკან ეტნოლოჯისტ»:
იეჰოვას მოწმეებს უფრო კარგად გამოსდით მყარი ოჯახური კვანძების შენარჩუნება, ვიდრე სხვა რწმენის მქონე ადამიანებს.

2010 წელს ევროპის სასამართლომ უსაფუძვლოდ სცნო ბრალდება იმის შესახებ, რომ იეჰოვას მოწმეები ოჯახებს ანგრევენ:


იეჰოვას მოწმეების ყველაზე უფრო ოჯახზე-ორიენტირებულ რელიგიების რიცხვს მიეკუთვნება. მათი პუბლიკაციების ლომის წილი იმას ეძღვნება, თუ როგორ გადავწყვიტოთ სწორად და ქრისტიანულად ოჯახური გაუგებრობები. განქორწინება მხოლოდ ისეთ იშვიათ შემთხვევაში დაიშვება, როგორიცაა მეუღლის ღალატი. სხვათაშორის რომ ვთქვათ, ამავე მიზეზებით დაიშვება მართლმადიდებელ ეკლესიაში. განისჯება დროის ბოროტად გამოყენება ნებისმიერ რამეში, მათ შორის რელიგიურ მსახურებაში, თუ ეს ოჯახური და მშობლის პასუხისმგებლობების ზიანს იწვევს. ერთხელ იაპონიაში გაზეთები აღფრთოვანებით წერდნენ მოწმე-მამაზე, რომელმაც ოჯახის გამო უარი თქვა, კარიერული თვალსაზრისით იშვიათ წინადადებაზე: ამ ქვეყნისათვის, რომელშიც უმრავლესობის ძირითად პრიორიტეტს კარიერა წარმოადგენს, მსგავსი რამ ძალიან უჩვეულოდ ჩანს.
იეჰოვას მოწმეებში დაუშვებელია მეუღლეების რელიგიური შეხედულებების შეუთავსებლობის გამო განქორწინება. მოწმე არასოდეს დატოვებს თავის ოჯახს თავისი რელიგიური შეხედულებების გამო, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მაგალითად თუ ოჯახში მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ექმნება საფრთხე. ცოლებს რჩევა ეძლევათ პატივი სცენ დადაემორჩილონ ქმარს როგორც ოჯახის თავს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ იზიარებს მის რწმენას. იგივე ეხებათ მორწმუნე შვილებს და მათ მშობლებს. აი მოკლე ციტატა ბროშურიდან «იპოვეთ თავშესაფარი იეჰოვას სახელში» (მარტი 2011 წ., გვ. 14):
ოჯახურ საკითხებში იეჰოვას მოწმეების მიღწევები მთელ მსოფლიოში შემჩნეული და დაფასებულია. მათ პუბლიკაციებს ოჯახის საკითხებთან, ოჯახურ ურთიერთობებთან და ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით, ზოგიერთ ქვეყნებში სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამებში იყენებენ. ასეთ ფონზე ბრალდება ოჯახური კვანძების ნგრევის შესახებ აბსოლუტურად სულელურად ჩანს. ამას სხვა ვერანაირ ახსნას ვერ მოვუძებნით, გარდა ანტიკულტისტური წრეების მხრიდან განზრახული დეზინფორმაციისა.

ძვირფასო მკითხველო, მოდით აი ასეთ სიტუაციაზე დაფიქრდით. წარმოიდგინათ ცოლი, რომელმაც, მას შემდეგ რაც ბიბლიის კითხვა და იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობა დაიწყო, გადაწყვიტა რომ გახდეს სამაგალითო მეუღლე, პატივი სცეს თავის ქმარს როგორც ოჯახის თავს, კეთილსინდისიერად შეასრულოს ოჯახში თავისი მოვალეობები, შვილებს ჩაუნერგოს ზნეობრივი ნორმები (მაგალითად, მათთვის ბიბლიის კითხვით), – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გადაწყვიტა ქრისტიანული ცოლის ბიბლიური იდეალის ცხოვრებაში რეალიზება. მაგრამ ქმარი ღრმადაა იმაში დარწმუნებული, რომ ის «სექტაში მოხვდა» და «ჭკუიდან შეიშალა», და განცხადება შეაქვს განქორწინებაზე. რატომ? იმიტომ რომ მეზობლებმა და ნაცნობებმა მას მრავალი საშინელი ზღაპარი მოუყვნენ საშინელ სექტანტებზე, რომლებიც მათ პრესიდან და ტელევიზიიდან აქვთ გაგონილი. და აი ქმარი, მაშინ როდესაც არაფერი არ იცის იეჰოვას მოწმეების შესახებ (ისევე როგორც მისმა ნაცნობებმა), ცოლს ეყრება და პრესა მონდომებით იტაცებს მორიგ ისტორიას ოჯახზე, რომელიც იეჰოვას მოწმეებმა დაანგრიეს. დიახ, ფაქტი სახეზეა: ოჯახი მართლაც დანგრეულია. მაგრამ საკითხავი სხვა რამაა: ვის მიერაა ის დანგრეული, რატომ და როგორ.

მითი 10: იეჰოვას მოწმეები უარს ამბობენ სამედიცინო მკურნალობაზე

იეჰოვას მოწმეების პოზიცია სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით პირველ რიგში რელიგიურია, ის დაფუძნებულია ბიბლიურ მუხლებზე დაბადების 9:4, მეორე რჯულის 12:16 და საქმეების 15:28. ის სრულიად შეესაბამება ადრეული ქრისტიანების პოზიციას, რომლებიც უარს ამბობდნენ ნებისმიერი ფორმით სისხლის მიღებაზე. არც ადრეული ქრისტიანები და არც ებრაელები, ქრიტიანობამდელ პერიოდში, სისხლს არასოდეს არ იყენებდნენ სამედიცინო მიზნებისთვის, რაც ძალიან იყო გავრცელებული ძველ მსოფლიოში. ახ.წ. მე-2 საუკუნის ქრისტიანი მოაზროვნე კლიმენტ ალექსანდრიელი წერს: «ადამიანს სისხლთან შეხების უფლება არ აქვს, რადგან თვითონ მისი ორგანიზმი სხვა არაფერია, თუ არა სისხლისაგან წარმოქმნილი ხორცი». სხვა წყაროებიც არსებობენ, რომლებიც ადასტურებს, რომ პირველი ქრისტიანებისათვის მიუღებელი იყო ორგანიზმში სხვისი სისხლის მიღება.

დიახ, წარსულში არ იცოდნენ თუ რა იყო სისხლის გადასხმა, მაგრამ ნუთუ არსებობს პრინციპული განსხვავება, თუ როგორი სახით მივიღებთ ორგანიზმში სისხლს: პირიდან თუ რაიმე სხვა გზით? საინტერესოა, რომ მე-2 საუკუნის სხვა ქრისტიანი მოაზროვნე, მინუციუს ფელიქსი, სისხლის სამედიცინო მიზნებით გამოყენებასაც განსჯიდა: «სხვებმა დაცემული ავადმყოფობის კურნება ისწავლეს ადამიანის სისხლით, ანუ დიდი ბოროტებით». ვიცით რა ადრეული ქრისტიანების ასეთი დამოკიდებულება სისხლისადმი, ეჭვიც კი არ შეიძლება არსებობდეს, რომ ისინი არ დასთანხმდებოდნენ ორგანიზმში მისი ქირურგიული მეთოდით მიღებას. იგივე ეხებათ ასევე ძველ ებრაელებს, რომელთაც კონკრეტული კანონი ჰქონდათ: «ოღონდ სისხლს ნუ შეჭამთ: წყალივით დაღვარეთ მიწაზე» (მეორე რჯული 12:16; 15:23). დააკვირდით, აქ არა მხოლოდ აკრძალვაა, არამედ ასევე მოთხოვნაც: სისხლი უნდა დაიღვაროს, ანუ უნდა მოიშორონ ის. ნათელია, რომ სისხლის ნებისმიერი სხვა სახით გამოყენება ამ მცნების მეორე ნაწილის დარღვევა იქნებოდა. ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა, რომ დროთაგანმავლობაში შესაძლო იყო რომ გამოჩენილიყო სისხლის გამოყენების სხვაგვარი მეთოდები. ბიბლიის ასეთი მუხლები ნათლად გვიჩვენებს ამ საკითხის მიმართ ღმერთის დამოკიდებულებას.

იეჰოვას მოწმეები უარს არ ამბობენ საერთოდ მკურნალობაზე, არამედ ისეთ მკურნალობას ეძებენ, რომელიც სისხლის გადასხმის პროცედურას არ შეიცავს. ეს დიდი განსხვავებაა როგორც არსით, ისე შემადგენლობით. მოწმეები მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების გამოყენებას მოითხოვენ, რომლებიც არ შეიცავენ სისხლის გადასხმის პროცედურას და ასეთი მეთოდების დიდი რაოდენობა არსებობს; უფრო მეტიც, ისინი უფრო უსაფრთხო და ეფექტურია. ეს გააზრებული რელიგიური პოზიციაა, რომელიც პაციენტის ინფორმირებული არჩევნის უფლების პრინციპს შეესაბამება. ასეთი უფლება – მკურნალობის ფორმის არჩევა – ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს კანონმდებლობითაა დაცული.

შემდეგ, არგუმენტი მოწმეებსა და სისხლის შესახებ, არსებითად, მოსახლეობის მცირედ ინფორმირებულებაზეა დაფუძნებული. როდესაც კრიტიკოსები წერენ, რომ, მოწმეები სისხლის გადასხმას კრძალავენ და ამიტომ სიცოცხლის დაუფასებლობაში არიანო დამნაშავეო, ამავდროულად ისინი არ იღებენ ვალდებულებას იმის დასამტკიცებლად, რომ სისხლის გადასხმას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, ხოლო გადასხმაზე უარის თქმას კი სიკვდილის გამოწვევა. ისინი ვარაუდობენ, რომ ეს თავისთავად იგულისხმება. მაგრამ ამ დროს სინამდვილეში სავსებით არაერთმნიშვნელოვანი და ხშირად პირდაპირ საპირისპირო სიტუაციაა. მაგალითად, 2010 წელს ევროპის სასამართლომ უსაფუძვლოდ სცნო თეზისი იმის შესახებ, რომ იეჰოვას მოწმეების შეხედულებები რაიმე სახით ვნებს მათ ჯანმრთელობას. დადგენილებაში ნათქვამია:

წარმოვიდგინოთ, რომ არსებობს გარკვეული პრეპარატი, რომელიც 50% შემთხვევაში კურნავს გარკვეულ დაავადებას, ხოლო 50% კი, პირიქით, კლავს. შესაბამისად, ზოგი ადამიანი მისი მიღების გადაწყვეტილებას იღებს, სხვები კი – უარს ამბობენ. იქნებოდა თუ არა ამ სიტუაციაში გამართლებული იმ ადამიანების განურჩეველი და შეურაცმყოფელი კრიტიკა, რომლებმაც უარი თქვეს პრეპარატის მიღებაზე? რაღა თქმა უნდა, არა. სისხლთან დაკავშირებით ზუსტად ასეთი სიტუაციაა: ზოგ შემთხვევებში გადასხმა შველის, სხვა შემთხვევებში ის უსარგებლოა (ბოლოდ დროს სულ უფრო ხშირად საუბრობენ გადასხმის გაუმართლებლ დანიშვნებზე), მესამე შემთხვევაში – აშკარად საზიანოა, ზოგჯერ კი სასიკვდილო. ამ შემთხვევებს შორის შეფარდება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა, მაგრამ მთლიანობაში იმ სიცოხლეების რაოდენობა, რომლებიც პირდაპირ სისხლის გადასხმის შედეგად იქნა გადარჩენილი, ძალიან მცირეა. ციტირებას გავუკეთებ რუსეთის ერთერთ უდიდეს ჰემატოლოგს, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ა. ი. ვორობიოვს, რომელიც ოფიციალურ წერილში იეჰოვას მოწმეების პოზიციას იცავს:
ცნობილმა ბავშვთა ექიმმა ვიტალი ჯულაიმ, რომელიც თვითონაა იეჰოვას მოწმე, არაერთი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა – გადასხმების გარეშე. მაგრამ მის პრაქტიკაში ტრაგიკული შემთხვევებიც იყო. მაგალითად, ერთხელ ის მკურნალობდა ბავშვს, რომელიც მძიმე, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაში იყო. თუმცა ისე მოხდა, რომ მას დროებით სადღაც გასვლა მოუწია და მის არყოფნაში ბავშვს სისხლი გადაუსხეს. ამის შემდეგ მას ყურებიდან სისხლი წამოუვიდა და წუთების განმავლობაში მოკვდა. დაწერეს თუ არა გაზეთებმა მრისხანე სტატიები სათაურებით: «ბავშვი სისხლის გადასხმის შედეგად მოკვდა»? არა, რა თქმა უნდა. თუმცა ასეთი შემთხვევები, მათ შორის ბავშვების მონაწილეობით ხომ – ათასობითაა. მაგრამ მათ შესახებ პრესა არასოდეს არ წერს, იმიტომ რომ ისინი არ ითვლება რუტინულ სტატისტიკად და ამის გამო მათ შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით. თუმცა ეს ყოველდღე ხდება მრავალრიცხოვან რაიონულ, ქალაქის და სოფლის საავადმყოფოებში მთელი ქვეყნის მაშტაბით. სამაგიეროდ ყველა – ყველა! – შემთხვევა, სისხლის გადასხმაზე უარის გამო სიკვდილის შესახებ, პრესის და ტელევიზიის მიერ ყველაზე ისტერიკულ ინტონაციებში იქნება ტირაჟირებული. ასეთი არაპროპორციული გაშუქება იშვიათობას სულაც არ წარმოადგენს.

აი რა თქვა ერთერთ სასამართლო სხდომაზე რამნ-ის აკადემიკოსმა ვიქტორ კალნბერზმა:
სამწუხაროდ, სისხლის გადასხმის შედეგად უფრო მეტი სიკვდილი მინახავს, ვიდრე მისი არ გადაუსხმელობით… 

მაგრამ კრიტიკოსები მაინს შეუპოვრად გააგრძელებენ თქვენთვის იმის მტკიცებას, რომ სისხლის გადასხმა – სიცოცხლეა, არ გადასხმა კი – სიკვდილი. წრიტიკოსები არასოდეს მოუყვებიან თავის მსმენელებს იმის შესახებ, რომ მსოფლიოს 150 ქვეყანაში არის 100 ათასზე მეტი ექიმი, რომლებიც მზად არიან ჩაატარონ ოპერაციები სისხლის გადასხმის გარეშე და ამასთანავე კარგი შედეგის გარანტია მოგცენ. კრიტიკოსებს სურთ, თქვენ იფიქროთ, რომ სისხლის გადასხმა სიცოცხლის გადარჩენას უდრის, მაგრამ ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებენ: მაგალითად, აშშ-ში არის საავადმყოფოები, სადაც ყოველწლიურად ასობით ადამიანი იკეთებს უსისხლო ოპერაციას, მათ შორის იეჰოვას მოწმეებიც, და სიკვდილიანობის დონე ასეთ საავადმყოფოებში უფრო დაბალია, ვიდრე საშუალოდ ქვეყანაში! ეს უბრალო ფაქტი კვლავ იმაზე მეტყველებს, რომ გადასხმების რიცხვის შემცირება, ფატალური შედეგების შემცირებას იწვევს, და არა პირიქით.

სექტათმებრძოლნი ასევე დამალავენ თქვენგან იმ ფაქტს, რომ ჩეჩნეთში მიმდინარეობდა ექსპერიმენტი, რომლის დროსაც ტრავმატოლოგიის განყოფილების პაციენტთა ერთ ჯგუფს სისხლის კომპონენტებს უსხამდნენ, სხვებს კი – სისხლის შემცვლელებს; შედეგად მეორე ჯგუფში სიკვდილიანობა პირველ ჯგუფთან შედარებით 3-ჯერ შემცირდა, გართულებების რიცხვი კი – 2-ჯერ.

ეს სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვას მოწმეები სისხლის გადასხმას რომ თანხმდებოდნენ, მაშინ მათ შორის ლეტალური შემთხვევები კი არ შემცირდებოდა, არამედ პირიქით, გაიზრდებოდა. სამწუხაროდ, მძიმე ტრავმებისას და დაავადებებისას სიკვდილიანობის სრულიად გამორიცხვა შეუძლებელია, რასაც ვერცერთი სექტათმცოდნე ვერ უარყოფს. თუმცა მკურნალობის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, რომლებიც გამორიცხავენ სისხლის გადასხმას, ლეტალური შემთხვევების რიცხვი ნაკლები იქნება და არა მეტი. ეს უბრალო სტატისტიკური ფაქტია. შესაბამისად, როდესაც სისხლის გადასხმაზე უარის გამო სექტათმცოდნეები მოწმეებს აკრიტიკებენ, ამით ფაქტიურად მათი სიკვდილიანობის ზრდა სურთ. რაც, სხვათაშორის, ლოგიკურიცაა, რადგან სექტათმცოდნეებს არ სურთ მოწმეების რაოდენობრივი ზრდა.



პაციენტი, რომელიც სისხლის გადასხმის გარეშე ოპერაციას თანხმდება, იღებს რაც კი შესაძლებელია, ყველაზე ხარისხიან მკურნალობას.


დიახ, ხანდახან იეჰოვას მოწმეები ან მათი შვილები იღუპებიან სისხლის გადასხმაზე უარის თქმის შემდეგ. თუმცა «შემდეგ» და «შედეგად» – ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. შეიძლება იოგურტი შევჭამოთ, სახლიდან გამოვიდეთ, მანქანამ დაგვარტყას და მოვკვდეთ, მაგრამ არავინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ სიკვდილი იოგურტიტ მოწამვლის შედეგი იყო. სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით ხშირად ხდება ისე, რომ მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე იეჰოვას მოწმემ უარი თქვა სისხლის გადასხმაზე და შემდგომ გარკვეული დროის შემდეგ დაიღუპა. ის ნებისმიერი მიზეზის გამო შეიძლება მომკვდარიყო: ექიმების არაპროფესიონალიზმი, საჭირო წამლების არარსებობა, ინფექციები, გართულებები და ა.შ. მაგრამ პრესა ამას აუცილებლად ისე წარმოაჩენს, რომ თითქოს გადასხმასა და სიკვდილს შორის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს. 

დასასრულს

ნებისმიერ დავაში და ნებისმიერ კონფლიქტში არსებობს ორი მხარე. სასამართლოში თუ მხოლოდ პროკურორი გამოდის სიტყვით, ხოლო დაცვის მხარის ადვოკატები და მოწმეები კი გვერდითა ოთახში არიან ხელ-ფეხ შეკრულები და ნაჭრით პირში – ეჭვიც კი არავის შეეპარება იმაში, რომ ასეთი სასამართლო, რბილად რომ ვთქვათ, არაობიექტურია. ჩვენს ქვეყანაში, რიგ რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებაში ზუსტად ასე ხდება: არცერთ იეჰოვას მოწმეს, ადვენტისტს, ორმოცდაათიანელს, კრიშნაიტს და ა.შ. არასოდეს არ მისცემენ  ტელევიზიით გამოსვლის საშუალებას, იმისათვის რომ პასუხი გასცენ ოპონენტთა ბრალდებებს, რათა გაახმოვანონ თავისი ვესია, რომ მოიყვანონ თავისი არგუმენტები. ირღვევა პოლემიკის უმთავრესი პრინციპი - მხარეთა თანასწორობა. არასოდეს დაფიქრებულხართ, მაგალითად, რომ ყველა დოკუმენტურ ფილმებში რომელიმე ადამიანზე ან ადამიანებზე ისინი თვითონ ყვებიან თავის თავზე, იეჰოვას მოწმეებზე გადაღებულ ფილმებში კი, მათზე ყოველთვის სხვები ლაპარაკობენ, თანაც ყოველთვის – მათი ოპონენტები?

რა თქმა უნდა, არავინ გთავაზობთ რელიგიური უმცირესობების სიყვარულს. სრულიად ნორმალურია, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ გამოხატავს სიმპათიას. ასევე სრულიას ნორმალურია და გარდაუვალიც კი, ის რომ ადამიანს გარკვეული რელიგიები მოსწონს, სხვები კი – არა. თუმცა ჩვენ შუასაუკუნეებში არ ვცხოვრობთ, და დღეს ერთ რომელიმე კონფესიას რწმენაზე მონოპოლია ვერანაირად ვერ ექნება. აუცილებელია რომ ცხოვრება, მეზობლობა, თანამშრომლობა ვისწავლოთ სხვადასხვა, თუნდაც აბსოლუტურად განსხვავებული, შეხედულებებისა და მრწამსის წარმომადგენლებთან. ეს, თანამედროვე საზოგადოებაში, მოქალაქის ისეთივე ვალდებულებაა, როგორიცაა გადასახადების გადახდა ან საგზაო წესების დაცვა.

მოცემულმა სტატიამ არ უნდა გვაფიქრებინოს, რომ ავტორი რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლზე მთლიანად უარის თქმას უჭერს მხარს. რა თქმა უნდა, კრიმინალური ხასიათის ნამდვილად საშიში რელიგიური ორგანიზაციები შეიძლება წარმოიქმნას და პერიოდულად წარმოიქმნება სხვადასხვა ქვეყნებში (ძალიან იშვიათად, მაგრამ ეს ხდება: გავიხსენოთ იაპონური «აუმ სინრიკიო», რომელიც სასამართლო წესით იქნა აღიარებული ტერორისტულ ორგანიზაციად). მათ გასაკონტროლებლად არსებობს როგორც სისხლის სამართლის კოდექსი, ასევე კანონი სინდისის თავისუფლების შესახებ, რომლებშიც სავსებით კონკრეტული და გონიერი საფუძვლებია გათვალისწინებული რელიგიური ორგანიზაციის აკრძალვისათვის, 
თქვენ თუ ნამდვილად გაინტერესებთ, თუ რას წარმოადგენენ სინამდვილეში იეჰოვას მოწმეები, სრულიად არასწორია ინფორმაციის მესამე პირთან, და მით უმეტეს  მათ რელიგიურ ოპონენტებთან ძებნა. 
ნებისმიერ პიროვნებას, ვისაც აინტერესებს ამ კონფესიის საქმიანობა, შეუძლია მივიდეს ან დარეკოს, ნებისმიერ ადგილას სადაც მათი შეხვედრები ტარდება და მიიღოს პასუხები ნებისმიერ კითხვებზე. იქნებ ინფორმაცია მათ ოფიციალურ საიტებზე შეგესწავლათ (იქნებ შეგესწავლათ პროფესიონალი რელიგიათმცოდნეების კვლევები, რომლებიც იეჰოვას მოწმეებს ეძღვნებათ? იქნებ ცნობილი იეჰოვას მოწმეების ავტობიოგრაფიული ნაშრომები წაგეკითხათ? იქნებ მათი მართცის ცენტრი მოგენახულებინათ, სადაც ექსკურსიები უფასოა და ყველასათვის ღიაა? ყოველივე ეს დაგეხმარებათ ჩამოიყალიბოთ საკუთარი, გააზრებული დამოკიდებულება ამ რელიგიური კონფესიის მიმართ, რომელიც მოკლებული იქნება მესამე პირთაგან ანგაჟირებულობასა და ინტერესების თავზე მოხვევას.


დააკვირდით, თუ რაიმე ცუდი «სექტებში» გვხვდება, მაშინ იმისათვის რომ ყველაფერს წერტილი დაესვას, საჭიროა ეს სექტა ავკრძალოთ. მაგრამ თუ იგივე ცუდი ეკლესიაში გვხვდება, მაშინ ეს მხოლოდ და მხოლოდ «ურჯულოებაა, რომელიც ეკლესიას შეერწყა». თვითონ ეკლესია დამნაშავე არ არის, პრობლემა მხოლოდ გარკვეულ ურჯულოებაშია, ისიც ალბათ დროებითში და სავსებით მოგვარებადში. ზუსტად ასეთია თანამედროვე საქართველოს მოქალაქის  ორმაგი სტანდარტების ფსიქოლოგია

წყრო:chivchalov.blogspot.com
თარგმანი აღებულია: maxvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment