Friday, 26 April 2019

იერუსალიმის ცეცხლი ღვთიური სასწაულია?



სანამ რაიმეს მტკიცებაზე გადავიდოდეთ დავსვათ ლოგიკური კითხვები რომელიც თავშივე გამოააშკარავებს ეგრეთწოდებული წმინდა ცეცხლის სასწაულებრივად გადმოსვლის სიცრუეს. მერე კი ფაქტებზეც ვისაუბრებთ.

არის თუ არა რამე მტკიცება წმინდა წერილებში, რომ ღვთის ეკლესიის ამოსაცნობი ნიშანი ქრისტეს საფლავზე ცეცხლის გადმოსვლა იქნება?   რის საფუძველზე უნდა გვწამდეს მისი ღვთიური გამომავლობა, როცა არათუ ამ სასწაულზეა საუბარი ბიბლიაში, პირიქით საუბარია იმაზე, რომ ბოლო დროს უამრავი ცრუ ნიშნები იქნებოდა რჩეულთა შესაცდენად. და არა რჩეულთა სიმართლის დასამტკიცებლად(მათ24:24)
ასევე პავლეც წერს ამაზე 2 თესალონიკელების 2:9: მაგრამ უკანონობის მოქმედის მოსვლას თან ახლავს სატანის მოქმედება ყოველგვარი სასწაულით, ცრუ ნიშნით, საკვირველებით. და რატომ ამას არ მიაწერენ და მაინდამაინც სასწაულს საიდან ასეთი თავდაჯერება?  ალბათ იქედან, რომ იესოს მოწოდებას ეფხიზლათ და ასეთ ამბებს არ მოეხდინა მათზე გავლენა , არად აგდებენ.
გარდა ამისა: ეკუმენიზმს გმობთ და არამართლმადიდებლებთან ერთად ლოცვებს გაუმართლებლად მიიჩნევთ. თუმცა პირდაპირ ჩანს რომ ტაძარში ერთობლივი ლოცვა იმართება და ცეცხლი გარეთ გამოაქვს არამართლმადიდებელს 

თუ ღმერთი ადამიანების რწმენისაკენ მოსაბრუნებლად ცეცხლს ავლენს, მაშ რატომ  მოუვლინა საკუთარი ძე  ქვეყნიერებას და სახარებაში თავის გზავნილი განგვიცხადა?
განა ღმერთს არ ძალუძს, ისურვოს და სასწაულებრივად მთელი სამყარო უცებ ქრისტიანი გახადოს, მათი მხრიდან საამისო  სურვილის, დაფიქრების, დაეჭვების, გააზრების არარსებობის მიუხედავდაც კი?

თუ ღმერთი ამ სასწაულით გვაჩვენებს, რომ მხოლოდ მართლმადიდებლობაა ერთადერთი ჭეშმარიტება, მაშინ სადაა რწმენის ადგილი? რად უნდა რწმენა საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებას, იგი ხომ უკვე ცოდნის სფეროა?

ქრისტე ჩვენგან მოითხოვს მივყვეთ მას. ამის საპირისპიროდ კი ცეცხლი, მომენტალური ემოციების გარდა, ჩვენგან არაფერსაც არ მოითხოვს. 

მაგრამ ურწმუნო ადამიანი ასე მსჯელობს: ,,თუ ღმერთი მართლაც არსებობს და ჩვენი რწმენა ჭეშმარიტია, მაშინ ზეციდან ცეცხლი გადმოვა და ექსპერიმენტი თეორიას დაამოწმებს. მაგრამ რწმენა ხომ, პირველ რიგში, ყოველი ადამიანის თავისუფალი არჩევანის საქმეა, ; ის ძალდატანებას ვერ იტანს და არავითარ მატერიალურ მტკიცებულებებს, მით უმეტეს, საჯარო შოუს სახით, არ საჭიროებს. თვით ღმერთს, აღდგომის ჭეშმარიტებაში ადამიანთა დასარწმუნებლად,  არავითარი ძალა არ გამოუყენებია, მან არჩევანის გაკეთების საშუალება მორწმუნეთა კეთილ ნებას  დაუტოვა. 

    აღმდგარი იესოს გამოცხადებებიც იმდენად ეპიზოდურ, ბუნდოვან ხასიათს ატარებდა, რომ მას მოწაფეებიც კი ვერ ცნობდნენ.  ჩნდება ასევე  ლოგიკური კითხვა: თუ ღმერთი დუმდა მაშინ, როდესაც ქრისტიანობის გარიჟრაჟზე, ქრისტეს მიმდევრები იდევნებოდნენ და ხელშესახები  ფაქტების  გარეშე ძნელი იყო აღდგომის დაჯერება, დღეს რა მიზანს უნდა ისახავდეს  უფლის მიერ ამ მოვლენის  ყოველწლიური დამოწმება, როდესაც ქრისტე მილიონობით ადამიანმა ირწმუნა? პასუხი ცხადია, არჩევანი – ირწმუნო თუ არა –  უფალმა ჩვენ გადმოგვცა, ჩვენს გულს დაუტოვა. ძალდატანებითი მტკიცებულებაკი, რომელიც მას,  შეეძლო წარმოედგინა, არ დაუტოვებია.
   დღევანდელი ,,მღვდელმთავრებისა” და ,,მწიგნობრების” თავგამოდება, სწორედ, იესოს ამ ,,დასანანი შეცდომის” გამოსწორებას და საკუთარი უპირატესობის წარმოჩენენას ემსახურება; ასე, მადლმოსილი ცეცხლის საშუალებით,  ცდილობენ მილიონობით ტელემაყურებელს, ქრისტეს აღდგომისა და საკუთარი რწმენის ჭეშმარიტება დაუმტკიცონ.
..ახლა კი კონკრეტული ფაქტები იმის შესახებ რომ  არანაირ სასწაულს ადგილი იქ არაქვს

 1. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ის, რომ წმ.ცეცხლის ზებუნებრივ სტატუსზე არაფერს ამბობს მსოფლიო ეკლესიის ხმა. შვიდი  მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელზეც მსოფლიო ეპისკოპატის მიერ მიიღებოდა დოგმატური გადაწყვეტილებები, დღეს, ესოდენ, დიადად წარმოდგენილ მადლმოსილი ცეცხლის სასწაულს, ერთი სიტყვითაც არ ახსენებს. არც კრებითი დადგენილებები, როგორც მსოფლიო, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის, არც წმინდა მამათა ნაშრომები წმ.ცეცხლის ტრადიციას არ იცნობს. არცერთი წმინდანი თავის  თზულებებში ესოდენ სასწაულ ზეგარდმო ფენომენს  არ ახსენებს  – ერთიც კი!
წერილობით წყაროებში წმ. ცეცხლის შესახებ პირველი საუბრობს ბერნარდი (დაახლ. 870 წ.)
 2.  უდიდესი ავტორიტეტი,კირილე იერუსალიმელი (315 - 386), რომელიც ამავე აღდგომის ტაძარში მსახურობდა, აღწერს რა დაწვრილებით აღდგომის ტაძრის ტიპიკონს, ,,ღვთაებრივი ცეცხლის” შესახებ სიტყვასაც არ ძრავს. სად უნდა გაჟღერებულიყო, თუ არა აქ, სიტყვები სასწაულებრივი ნათლის შესახებ?! მაგრამ კირილე დუმს. არც ქრისტეს საფლავი, რომლის წინაშეც იგი ქადაგებს, არც დიდი შაბათის მსახურების შესახებ ფიქრნი, არც სიტყვები ,,შენი ნათელი მოდის...” –  მასში წმ.ცეცხლთან  ხილულ ასოციაციას არ იწვევს! 
 შემთხვევითი არ არის, რომ პირველი ხსენებები იერუსალიმში ამ ცეცხლის შესახებ ჩნდება არა მისი საეკლესიო და საზოგადოებრივი ცხოვრების ოქროს ხანაში, არამედ ისტორიის მძიმე დროებში. ამ დროს ეს წეს-ჩვეულება გარდაიქმნება სასწაულად, რომელიც უნდა ყოფილიყო ველურ დამპყრობთა შემაშინებელი და შევიწროვებულთა ნუგეშინისმცემელი. მისი ამგვარი მნიშვნელობა მშვენივრად არის აღნიშნული ფრანგი მომლოცველის, პულხერია დე შარტრის მიერ, რომელმაც იერუსალიმი 1101 წელს მოინახულა, ანუ იმ დროს, როცა იქ ჯვაროსნები იყვნენ გაბატონებულნი. 

   3. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში რუსმა ეპისკოპოსმა პორფირემ, მთელ მსოფლიოს აუწყა, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის ყველაზე პოპულარული ,,ბრენდი” – ,,მადლმოსილი ცეცხლი”  – ეს არა ზეციდან მოვლენილი სასწაულია, არამედ ადგილობრივი პატრიარქის ხელმარდობა, რომელიც სანთელს კედელში დამალული კანდელიდან ანთებს. როდესაც რუსმა მღვდელთმთავარმა მიტროპოლიტ დიონისეს კითხვა დაუსვა, თუ რატომ არ ამბობს ის სიმართლეს, მან უპასუხა,– ,,...ამის გამო მორწმუნეები ქრისტეს საფლავთან ნაკუწებად  გვაქცევენო”. ეს იყო XIX საუკუნის პირველ ნახევარში, წინ იყო ტრადიციის სარფიან ,,ბიზნეს-პროექტად” ჩამოყალიბების XXI საუკუნე!

   4. დღეს, მსგავსი სითამამე თვით იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილემ გამოიჩინა, ის ,,ყველა ეკლესიების დედას” სათავეში 2005 წელს ჩაუდგა. 2008 წელს, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორთან, დიაკვან ანდრეი კურაევთან ინტერვიუში, ,,სასწაულის” მთავარმა მოწმემ, იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილემ განაცხადა:,,ეს ცერემონია, როგორც ვნების  შვიდეულის სხვა ცერემონიები, არის კვლავწარმოჩენა (,,REPRESENTATION” - აღდგენა) იმ, ოდესღაც, ქრისტეს საფლავიდან სააღდგომო უწყების ამობრწყინებისა, რომელმაც მაშინ მთელი მსოფლიო გაანათა. დღესაც, ამ ცერემონიით, ჩვენ ვახდენთ კუვუკლიიდან აღდგომის შესახებ უწყების მთელს მსოფლიოში გაბრწყინებისა და გავრცელების რეპრეზენტაციას (განმეორებას, გახსენებას)".            

აგრეთვე სახელგანთქმული არაბისტი, აკადემიკოსი  ი.კრაჩკოვსკი ერთმნიშვნელოვან დასკვნას აკეთებს: ცეცხლის დანთება დიდ შაბათს თავდაპირველად ატარებდა ლიტურგიკულ ხასიათს და წარმოადგენდა სააღდგომო ეკლესიურ წეს-ჩვეულებას.

5. სხვა ქრისტიანული მიმდინარეობების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე იმყოფებიან მაცხოვრის საფლავის ტაძარში, დიდი შაბათის ტრადიციას სულ სხვაგვარად განმარტავენ. მაგალითად, სომხური მონასტრის იღუმენი, რომელიც 9 წელია ცერემონიას ესწრება, მას შემდეგნაირად აღწერს: ,,ორი საათისთვის კარებს აღებენ და ბერძნებს იქ ანთებული კანდელი შეაქვთ, რომელსაც საფლავზე დებენ. ამის შემდეგ საფლავის გარშემო იწყება ბერძნების ლიტანია, ხოლო მესამე წრეზე მათ სომეხი არქიმანდრიტი უერთდება და ისინი ერთად მიიწევენ კარისკენ. პირველად შედის ბერძენი პატრიარქი, შემდეგ –  სომეხი არქიმანდრიტი. ორივენი  მაცხოვრის საფლავთან მუხლმოდრეკით ლოცულობენ. სანთლებს  ანთებული კანდელიდან, პირველად, ბერძენი ანთებს, მერე კი სომეხი. ამის შემდეგ, ორივე დგება და ხალხს სანთლებს ხვრელებიდან ურიგებენ”.

   კათოლიკური ეკლესია ასევე არ ცნობს  ცეცხლის ზეციურ წარმოშობას. 1238 წელს რომის პაპი გრიგოლ IX ოფიციალურად გამოვიდა მადლმოსილი ცეცხლის წესის, როგორც ღვთიური სასწაულის, განმარტების წინააღმდეგ.

 6.  და ბოლოს, წმინდა ცეცხლის ტრადიციის წარმოშობის კლასიკური გამოკვლევა ეკუთვნის სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ლიტურგიკის პროფესორს, ეკლესიის ისტორიის დოქტორს, XX საუკუნის აღიარებულ ლიტურგისტს, საეკლესიო გალობის სპეციალისტს,  ასამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორს ნიკოლოზ დიმიტრისძე უსპენსკისუსპენსკი (1900-1988წწ.). ”. 
, უძველესი - ლატალის (IXს. დასაწყისი), კალის (Xს. ბოლო- XIს. დასაწყისი) და იერუსალიმის (1122წლის) ხელნაწერი ტიპიკონების თანმიმდევრობითი შედარების საფუძველზე წარმოაჩენს, რომ, თავდაპირველად, ცეცხლის დანთება აღდგომის ტაძრის დიდი შაბათის ჩვეულებრივი მსახურების შემადგენელ  ნაწილს წარმოადგენდა (IXს.), შემდგომ  იგი გადაიქცევა წმ.საფლავის საგანგებო წესად – ლიტანიობად (Xს. - XIს.) და, მოგვიანებით მას ,,ღვთაებრივი სტატუსი” მიენიჭება (1122წ.). ამის მიზეზი, პროფესორ უსპენსკის აზრით, პალესტინის მძიმე ისტორიულ ბედ-იღბალში უნდა ვეძებოთ:

რწმენა . ის ხომ გულშია დამარხული. აბა, ის რაღა რწმენაა, როდესაც ღმერთი  ხილულად, საკუთარი ხელით  ცეცხლს გინთებს და თანაც, შენი სიმართლის დასამოწმებლად, მხოლოდ შენ განიჭებს უპირატესობას?! განა, მტკიცებულებების მოყვარულებს თვით იესო ქრისტე ასე არ მიმართავს: ,,ბოროტი და  მრუში მოდგმა ეძებს  ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის   ნიშნისა” (მათე, 12,39)


ახლა კი ვიდეო სადაც საუბარია , სომეხ არქიმანდრიტზე , რომელიც აქამდე არაერთხელ ამბობდა , რომ არავითარი გარდამოსვლა არ ხდებაო , მაგრამ მაინც მრავალს უნდა რომ სჯეროდეს რომ ეს სასწაულია, ჰოდა ერთხელაც ეს ადამიანი , შეიარაღდა კამერით და შევიდა იმ ადგილას საიდანაც გამოაქვს ცეცხლი იერუსალიმის პატრიარქს, და გადაიღო ზეთის ლამფა, რომელიც მუდამ არის ანთებული მაგ ადგილას...და საიდანაც გამოაქვთ ეგრეთწოდებული ღვთაებრივი ცეცხლი



https://youtu.be/kYWa3mlpOAE





 ახლაკი იმაზეც ვისაუბროთ თუ რა არგუმენტით ცდილობს მართლმადიდებლობა ამ სიცრუის გადაფარვას არგუმენტი ასეთია:. ატომური ენერგიის ინსტიტუტის მეცნიერმა შესძლო დაესკვნა, რომ ღვთიური ცეცხლი მართლაც ზებუნებრივი წარმომავლობისააო

იონური სისტემების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ანდრეი ვოლკოვმა მოახერხა ჩაეტარებინა ექსპერიმენტი მაცხოვრის საფლავის ტაძარში.. 
ცეცხლის გადმოსვლის დროს,ტაძარში დამონტაჟებულმა ხელსაწყოებმა დააფიქსირეს ელექტრომაგნიტური რადიაციის დიდი ნაკადის გამოსხივებაო
 ეკლესიაში ელექტრომაგნიტურ ველზე ექვსსაათიანი დაკვირვების შემდეგ მოწყობილობამ ელ. ველის ორჯერ გაზრდა ზუსტად ცეცხლის გარდამოვლინების მომენტში დააფიქსირა – ამბობს მეცნიერი – 

პასუხი: ღმერთის აღმომჩენი ხელსაწყო – არ გეღიმაბათ მაინც? სწორედ ესაა მატერიალისტური ათეიზმი. რადგან ჯიუტად ვიღაც ანდრეის უნდათ დაუჯერონ როცა უნდათ და არა თუნდაც მათ მსოფლიო საეკლესიო კრებებს, ხოლო როცა აწყობთ მაშინ კრებები უშეცდომოა.რომლებიც არაფერს ამბობენ წმინდა ცეცხლზე.. ამ შემთხვევაში არც პატრიარქებს, უჯერებენ რომლებიც თვით მონაწილეობენ ცეცხლის დანთების პროცედურაში და უარყოფენ მის ღვთაებრივ წარმომავლობას.გარდა ამისა:

1. იმედია ვაცნობიერებთ რომ ელექტრომაგნიტური იმპულსის დაფიქსირება არ უტოლდება ცეცხლის ღვთაებრიობრივ წარმოშობას. ანუ ეს ორი მოვლენა შეიძლება საერთოდ არ იყოს ერთმანეთთან კავშირში და სულ სხვა მიზეზებით ჩნდებოდეს ეს იმპულსი.
ცეცხლის გადმოსვლისას ფოტო და ვიდეო გადაღებების რაოდენობა მკვეთრად იზრება, და ამან შეიძლება გამოიწვიოს ის ელექტრომაგნიტური აქტივობა, რაც ვოლკოვის აპარატმა დააფიქსირა. 
2. იმპულსის დაფიქსირება ასევე არანაირად არ უკავშირდება გახეთქილ ბოძს. ანუ ამის დაკავშირება მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც დაინტერესებულია ამ კავშირში
ევგენი მიხალიჩს სურათები დაათვალიერებინეს და ერთმნიშვნელოვნად დაადგინა რომ ბზარი მხოლოდ ელექტრომუხტით შეიძლება გაჩენილიყო” – ეს არის ძალზედ არასერიოზული დასკვნა. სადაა კვლევა? სადაა კვლევის ობიექტზე დაკვირვების სპეციფიკაციები?

პ.ს. ნურავინ იფიქრებს რომ მადლის გალიაში გამოჭერა მოახერხა… და როდესაც მოვინდომებთ ღმერთს ცეცხლს გამოვსტყუებთ..

No comments:

Post a Comment