Wednesday, 24 April 2019

რას ამბობს ბიბლია აღდგომის დღესასწაულზე?



ბიბლიური პასუხი:

ჩვენ იმიტომ არ ვზეიმობთ აღდგომას, რომ მას არა აქვს ბიბლიური საფუძველი. ახალ აღთქმაში ის არ მოიხსენიება როგორც ქრისტიანული დღესასწაული.
ახალ აღთქმაში არცერთხელ არაა იმაზე საუბარი, რომ ქრისტიანები რაიმე სახით მაინც აღნიშნავდნენ მას. და არც  არანაირი მითითება არ არსებობს, თუ როგორ უნდა აღინიშნოს ის. ამის ფონზე იბადება მნიშვნელოვანი კითხვები : თუ აღდგომის აღნიშვნა ასე მნიშვნელოვანია, რატომ არ არის ბიბლიაში მოცემული განსაკუთრებული მითითება მის აღნიშვნასთან დაკავშირებით? იესოს მოწაფეების მიერ არის თუ არა გაკეთებული რამე ჩანაწერი აღდგომის კვირა დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით? 

ამისგან განსხვავებით იესომ თავის მიმდევრებს უთხრა, რომ აღენიშნათ მისი სიკვდილის გახსენების საღამო მაგრამ არა აღდგომა. ჭეშმარიტი ქრისტიანები ყოველ წელს აღნიშნავენ  იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს მთვარის ბიბლიური კალენდრის მიხედვით.სინამდვილეში., ეს არის ერთადერთი დღე, რომლის აღნიშვნაც ქრისტემ მოწაფეებს დაავალა (ლუკა 22:19, 20) ამგვარად ჩვენ არ გადავდივართ დაწერილს(1კრ4:6)

„ენციკლოპედია ბრიტანიკაში“ ნათქვამია: 
«აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით არაფერია ნათქვამი „ახალ აღთქმაში“ ან ეკლესიის პირველი მამების ნაშრომებში. განსაკუთრებული დღეების წმინდად მიჩნევა უცხო იყო პირველი ქრისტიანებისთვის» (1910, ტ. VIII, გვ. 828).

თუ მის ისტორიას გაეცნობით, გაიგებთ, საიდან მომდინარეობს ეს დღესასწაული. ეს ტრადიცია უკავშირდება ძველ დროში ნაყოფიერების ღვთაებების პატივსაცემად გამართულ რიტუალებს
მართალია, დღეს ხალხი ამ დღესასწაულს იესოს აღდგომასთან აკავშირებს, მაგრამ სააღდგომო წეს-ჩვეულებები ქრისტიანული არ არის.




 1. სააღდგომო კვერცხები:

როგორც ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ წერია, კვერცხი „ახალი სიცოცხლისა და ხელახლა დაბადების სიმბოლოდაა ცნობილი“. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ქრისტეს აღდგომის დღესასწაული ნაყოფიერების კულტთანაა დაკავშირებული.

კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: 
ქრისტიანული აღდგომის აღნიშვნაში მრავალი წარმართული წეს-ჩვეულებები შეიჭრა, რომლებიც გაზაფხულის მოსვლის აღნიშვნასთან იყო დაკავშირებული. კვერცხი — ადრეულ გაზაფხულზე სიცოცხლის დაბადების სიმბოლოა (The Catholic Encyclopedia).



2.პასკა: 

დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში ნათქვამია:
გაზაფხულის წარმართულმა დღესასწაულმა თავისი წეს-ჩვეულებები ქრისტიანულ აღდგომას მისცა (სააღდგომო პასკის კურთხევა, ყველის პასკის მომზადება, კვერცხების შეღებვა და ა.შ.) (დიდი საბჭოთა ენციკლოპედია).

გაზაფხულის მოსავლისა და ნაყოფიერების კულტები არა მხოლოდ კვერცხებთან მეზობლობდნენ, არამედ ასევე ფალოსურ სიმბოლოებთანაც. ისტორიკოსი ა. ოპარინი წერს:

ტეგრიანების (ძველი მონღოლები და თურქები) მეორე ყველაზე დიდ დღესასწაულად, გაზაფხულის დადგომა ითვლებოდა. ტრადიციის მიხედვით, რომლის ფესვებსაც ინდოეთში მივყავართ, ის 25 მარტს აღინიშნებოდა. ცნობილია, რომ ამ დღისთვის ტეგრიანები პასკებს აცხობდნენ. პასკა მამაკაცურ საწყისს განასახიერებდა. ინდოეთში და მრავალ სხვა ქვეყანაში მისი სიმბოლო იყო ფალოსი. (მამაკაცის სასქესო ორგანოს, როგორც ბუნების მწარმოებლური ძალის სიმბოლოს, გამოსახულება; რომელსაც თაყვანს სცემდნენ ძველი ხალხები («ფალოსის კულტი»).ტეგრიანულ პასკას შესაბამისი ფორმა ეძლეოდა, და წესის თანახმად გვერდებზე ორი შეღებილი კვერცხი უნდა დაედოთ. უკვე ამაში ჩანს კავშირი ინდური მიწათმოქმედების ფალოსურ კულტებთან, მაგრამ ასევე თვალნათელია ამ წეს-ჩვეულების კავშირი ქრისტიანული აღდგომის ტრადიციებთან.

 ამგვარად სააღდგომო პასკის წარმოშობა უფრო წარმართულია, ვიდრე ქრისტიანული. პასკა, როგორც მაღალი პური კვერცხებით, წარმოადგენს ნაყოფიერების ღმერთი ფალოსის, იგივე რაც, მამაკაცის სასქესო ორგანო, ცნობილ წარმართულ სიმბოლოს.


პიკანტური დეტალებია, მაგრამ რას ჰგავს პასკა – ვერტიკალურად მდგარი პური ზემოდან თეთრი პომადურათი და ქვეშ კვერცხებით? როგორც ამბობენ, სჯობია ერთხელ ნახო, ვიდრე ასჯერ გასინჯო. ზოგან ასეთი რამის ნახვაც შეიძლება:



სააღდგომო პასკა არ იყო ცნობილი ძველი აღთქმის პასექისათვის. საპასექო კრავს ხმიადებთან (უფუარი პური) და მწარე ბალახებთან ერთად ჭამდნენ.

 შესაძლოა, აღდგომა – ეს ყველაზე ცუდი ხუმრობაა, რომელიც სატანამ ქრისტიანობას გაუკეთა.

3. სააღდგომო ღამისთევა: ღამისთევის ტრადიცია დაკავშირებულია იმ უძველეს რიტუალებთან, რომელსაც მზის თაყვანისმცემლები ასრულებდნენ „გაზაფხულის ბუნიობისას. ამ დროს მზეს ეგებებოდნენ და განადიდებდნენ მის ძალას, რომელიც ყოველ ქმნილებას სიცოცხლის სულს შთაბერავდა“ (Celebrations— The Complete Book of American Holidays).

4. სააღდგომო სამოსი: „თუ ვინმე ამ დღესასწაულზე ახალ სამოსში გამოწყობილი არ მივიდოდა, ამით უპატივცემულობას გამოავლენდა სკანდინავიელთა გაზაფხულის ქალღმერთის, ისტრეს, მიმართ და მისი ბედის ჩარხი უკუღმა დატრიალდებოდა“ (The Giant Book of Superstitions
სინამდვილეში აღდგომის დღესასწაული ნაყოფიერების ქალღმერთის შენიღბული თაყვანისმცემლობაა.

ეკლესიამ არა მხოლოდ ისესხა წარმართული ელემენტები, არამედ განწმინდა ის და ეხლა ისინი ქრისტეს განადიდებენ. რა თქმა უნდა, ეკლესიას არავინ უშლის რომ განწმინდოს ყველაფერი, რაც მას მოუნდება, მაგრამ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი კითხვა: განწმენდს კი ამას ღმერთი? ბიბლიაში ჩვენ ვერ ვნახავთ შემთხვევებს, რომ სადმე ღმერთს განეწმინდოს და მოეწონებინოს ცრუ რელიგიების ატრიბუტები. უფრო მეტიც, როდესაც ხალხი თვითონ ცდილობდა ამის გაკეთებას, ისინი სასტიკ სასჯელს ექვემდებარებოდნენ. ყველაზე ცნობილი შემთხვევა სინაის მთასთან მოხდა, როდესაც ებრაელებმა «უფალს (იეჰოვას) დღესასწაული» გაუმართეს ეგვიპტური რელიგიის ელემენტის - ოქროს ხბოს - გამოყენებით. დღესასწაული ვიღაცას კი არ ეძღვნებოდა, არამედ ჭეშმარიტ ღმერთს, და ოქროს ხბო - რა არის მასში ცუდი? ხომ ლამაზია. ის უბრალოდ ვიღაცამ კი არ «განწმინდა», არამედ მოსეს ძმამ, რომელიც მოსეს არყოფნისას «უფროსად» იყო დატოვებული. თუმცა ებრაელთა მიმართ ღვთის რისხვა აენთო და ათასობით მათგანი სიცოცხლეს გამოემშვიდობა (გამოსვლა 32). ეს ისტორია უნდა გავიხსენოთ ყოველთვის, როდესაც რამის აღნიშვნა გვინდა და ტვინში გვიძვრება აზრი: «რა არის ამაში ცუდი?»
ბიბლია მოითხოვს ყოველგვარი სიცრუე მოვაშოროთ ჩვენს ცხოვრებას, მათ შორის რელიგიური, და არა <<განვწმინდოთ>> ისინი:
ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად; ვინაიდან რა აკავშირებს სამართლიანობასა და ურჯულოებას? რაა საერთო სინათლესა და ბნელს შორის? რამ შეათანხმოს ქრისტე და ბელიარი? ან რა ხელი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რამ შეუთავსოს ღვთის ტაძარი კერპებს?. (2 კორინთელთა 6:14–17).


ღვთისა და იესოს განდიდების გაცილებით უკეთესი შესაძლებლობა

მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, ზოგი ფიქრობს, რომ მაინც უნდა აღნიშნონ შობა. მათი აზრით, თუ ეს დღესასწაული ღირსეულად აღინიშნება, ამით ქრისტეს პატივს მიაგებენ.

ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ ქრისტეს მიმდევრებს მისი დაბადების დღე უნდა ეზეიმათ. მაგრამ ბიბლიაში ჩაწერილია კონკრეტული მითითება, რომ უნდა აღინიშნოს იესოს სიკვდილის დღე, რასაც იეჰოვას მოწმეები ყოველწლიურად აკეთებენ (ლუკა 22:19). სწორედ ეს არის იესოსთვის პატივის მიგების ერთ-ერთი საშუალება.

სიკვდილის წინა ღამეს იესომ თქვა: „თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ“ (იოანე 15:14). მან აგრეთვე დასძინა: „თუ გიყვარვართ, ჩემს მცნებებს დაიცავთ“ (იოანე 14:15). აქედან გამომდინარე, იესო ქრისტესთვის პატივის მიგების საუკეთესო გზა ის არის, რომ გავეცნოთ მის სწავლებებს და დავიცვათ.

ამრიგად  აღდგომის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს დღესასწაული, რომელსაც:
1) ქრისტეს აღდგომასთან კალენდარული კავშირი არ გააჩნია;
2) ახალ აღთქმაში არ მოიხსენიება როგორც ქრისტიანული დღესასწაული;
3) სავსეა წარმართული ატრიბუტიკით, რომელიც შემოქმედს შეურაცჰყოფს.

აღდგომის არ აღნიშვნით, ცოდვას არ ჩავიდენთ (მე-2 პუნქტის საფუძველზე), ხოლო აღნიშვნით, ჩვენ შეიძლება ღვთის უკმაყოფილება გამოვიწვიოთ (მე-3  პუნქტის თანახმად). იქნებ სჯობია, თავი დავიზღვიოთ?



საწინააღმდეგო აზრის განხილვა:

განა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ როგორი წარმომავლობა აქვს დღესასწაულს?


პასუხი: სიტუაცია წარმოვიდგინოთ:
რომელიღაც ქვეყანაში, ძალაუფლებით აღჭურვილი პირები ადოლფ ჰიტლერს ძალიან დიდ პატივს სცემენ, მათთვის ის გმირია და ა.შ. მათ ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ სახელმწიფო დღესასწაულის სახით — მისი დაბადების დღე — 20 აპრილი დანიშნონ. თუმცა, რადგან ესმით, რომ ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ეს იდეა საერთოდ არ მოეწონება, ეს ჯგუფი წყვეტს, რომ ჰიტლერის დაბადების დღე «შენიღბოს», მაგალითად როგორც «საყოველთაო სიხარულის დღედ», რათა ყველასათვის ადვილი იყოს მისი მიღება. ხალხი მზადყოფნით იღებს ამ დღესასწაულს და მრავალი წლის განმავლობაში აღნიშნავს. ხალხისთვის ის «შინაური», საოჯახო დღესასწაული ხდება. თუმცა რამოდენიმე წლის შემდეგ ის ფაქტი აშკარავდება, რომ ეს ზეიმი ადოლფ ჰიტლერის საპატივცემულოდ იყო ჩაფიქრებული და მისი აღნიშვნის თარიღი, რეალურად ჰიტლერის დაბადების დღეა და ა.შ. აქვს თუ არა მნიშვნელობა მოცემულ შემთხვევაში დღესასწაულის წარმომავლობას? დღესასწაულს ხომ სიხარული მოაქვს ხალხისთვის, ის ხომ ოჯახებს კრებს ერთად?... გონიერ ადამიანებში დღესასწაულის წარმომავლობის ამგვარი ფაქტების გამოაშკარავება, აღშფოთებასა და გაუცხოებას გამოიწვევდა. მოაზროვნე ადამიანები უარს იტყოდნენ ამგვარ დღესასწაულზე.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, მსგავსი სქემა მუშაობს დღეს პოპულარული დღესასწაულების უმრავლესობის შემთხვევაში. ხალხი ამ დღესასწაულებს შეეჩვია, ისინი «კულტურის» ნაწილი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობის წარმომავლობა უკეთესი როდია. თუმცა მოყვანილ მაგალითზე დაფიქრებისას, შეგვიძლია ის განვსაზღვროთ: «აქვს რაიმე მნიშვნელობა იმას, თუ როგორი წარმომავლობა აქვს იმ დღესასწაულს, რომელსაც მე ავღნიშნავ? სინამდვილეში ვის მივაგებ პატივს მისი აღნიშვნისას?»

თურმე, მნიშვნელობა აქვს.

No comments:

Post a Comment