დღეს თითქმის ყველა კონფესია ასწავლის რომ ადამიანები მხოლოდ ზეცაში იცხოვრებენ. მაგრამ რწმენა იმის შესახებ, რომ ყველა კარგი ადამიანი ზეცაში მიდის, სინამდვილეში, არ შეესაბამება ბიბლიის სწავლებებს
ღმერთმა, რომელიც ‘არ იცვლება’, დასაწყისშივე განიზრახა, რომ ადამიანებს მარადიულად ეცხოვრათ დედამიწაზე (მალაქია 3:6; იოანე 17:3; იაკობი 1:17. (ფსალმუნები 104:5; 115:16; ეკლესიასტე 1:4) როგორც ყველა სხვა ქმნილება, დედამიწაც იეჰოვას ნებით შეიქმნა (გმც. 4:11). დედამიწას მარადიულად უნდა ეარსება (ფს. 78:69; 104:5; 119:90; ეკ. 1:4). იეჰოვა თავს განზრახვების ღმერთად გვაცნობს და გვარწმუნებს, რომ მისი განზრახვების შესრულებას წინ ვერაფერი დაუდგება (ეს. 46:10; 55:11). დედამიწის შექმნის მიზანი კარგად ჩანს ადამიანთა პირველი წყვილისთვის ნათქვამი ღვთის სიტყვებიდან: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“ (დბ. 1:28). ადამი რომ დამორჩილებოდა ღმერთს, ის არასდროს მოკვდებოდა და დედამიწახე იცხოვრებდა მარადიულად (დაბადება 2:17; რომაელები 5:12) ამრიგად ის დედამიწაზე საცხოვრებლად იყო შექმნილი და აქ უნდა ეცხოვრა. დედამიწა და ყველაფერი, რაც მასზე არსებობდა, წუნდაუდებელი იყო. ყოველივე აუცილებლის შექმნის შემდეგ იეჰოვამ დაინახა, რომ ყველაფერი „ძალიან კარგი“ იყო. (დბ. 1:31—2:2). ამგვარად, ღმერთმა დედამიწა იმ განზრახვით შექმნა, რომ მასზე სრულყოფილმა ადამიანებმა მარადიულად და ბედნიერად იცხოვრონ (ფს. 37:11; 115:16; ეს. 45:18; გმც. 21:3, 4).
თუ ღმერთს ყველა კარგი ადამიანი ზეცაში მიჰყავს, გამოდის, რომ მან ვერ შეძლო თავისი თავდაპირველი ჩანაფიქრის განხორციელება დედამიწასთან დაკავშირებით. და მისი დაპირება, რომ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლე იქნება, სიცრუე აღმოჩნდება. “ (ფსალმუნი 37:34).
ის შეხედულება რომ ზეცაში იქნება მომავალი ცხოვრება და ბიბლია განსაკუთრებით ახალი აღთქმა არაფერს ამბობს დედამიწაზე სამოთხეზე. ეს, უპირველესად, დაკავშირებულია ბიბლიის, როგორც ორი ერთმანეთთან კავშირის არმქონე წიგნის(ახალი და ძველი აღთქმა), აღქმასთან და ქრისტიანობისა და იუდაიზმის ორ განსხვავებულ რელიგიად აღქმასთან. ამასთანავე ქრისტეს არ ჩამოუყალიბებია ახალი რელიგია, არამედ უბრალოდ ის წინასწარმეტყველებები შეასრულა, რომლებიც ღვთის მიერ იყო გადმოცემული წინასწარმეტყველთა მეშვეობით
განვიხილოთ მხოლოდ რამოდენიმე მაგალითი. ყველა კონფესიის ბიბლეისტების აბსოლუტური უმრავლესობა, მხოლოდ რამოდენიმე მეტად რადიკალურების გამოკლებით, თანხმდებიან იმაში, რომ შემდეგი წინასწარმეტყველებები იესო ქრისტეზე შესრულდა (ან ზოგი კიდევ შესრულდება):
აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა უნდა ავახდინო სასიკეთო სიტყვა, რასაც ისრაელის სახლს და იუდას სახლს დავპირდი. იმ დღეებში და იმჟამად აღმოვუცენებ დავითს ჭეშმარიტ მორჩს (ყლორტს) და გავაჩენ სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში… რადგან ასე ამბობს უფალი: არ მოაკლდება მემკვიდრე დავითს, ისრაელის სახლის ტახტზე მჯდომარე (იერემია 33:14–15, 17).
იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე. ამოვაგდებ (მოვსპობ) ეტლებს ეფრემიდან და ცხენებს იერუსალიმიდან; შეიმუსრება საბრძოლო მშვილდი. მშვიდობას გამოუცხადებს უფალი ხალხებს და დამყარდება მისი ხელმწიფება ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან ქვეყნის ბოლომდე (ზაქარია 9:9–10).
ეს წინასწარმეტყველებები წარმოთქმული იყო უკვე იმის შემდეგ, რაც იუდეამ დამოუკიდებლობა ხოლო დავითის დინასტიამ ხელმწიფების უფლება დაკარგა. თუმცა იერემია და ზაქარია წერენ, რომ დავითის მემკვიდრე დაიბრუნებს ხელმწიფების უფლებას და გრანდიოზულ ცვლილებებს მოახდენს. ისინი მომავალზე წერენ. ზუსტად ამას ელოდნენ იუდეველები მთელი დარჩენილი დროის განმავლობაში. ყურადღება მივაქციოთ, რომ ორივე შემთხვევაში ლაპარაკია იმაზე, რომ დავითის დინასტიიდან მოსული ახალი მეფე დედამიწაზე იმმართველებს, და არა სხვა პლანეტაზე, სხვა განზომილებაში ან სულიერ სფეროში. რაც სავსებით ლოგიკურიცაა, იმიტომ რომ მისი ყველა წინაპარი დედამიწაზე მმართველობდა. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება იქნება – მომავალი მესიის (ცხებული) მეფობა მთელ დედამიწას («ქვეყნის ბოლომდე») მოიცავს.
აქ განსაკუთრებით საინტერესო ტექსტი მოცემულია ზაქარიას 9:9–10-ში. ეს წინასწარმეტყველება ორი ნაწილისაგან შედგება, რომელთაგან ერთი უკვე შესრულდა (ქრისტე შევიდა იერუსალიმში სახედრით). მეორე ნაწილი კი ჯერ კიდევ შესასრულებელია: მშვიდობა ხალხებს და ხელმწიფება ქვეყნის ბოლომდე. და თუ პირველი წინასწარმეტყველება უკვე შესრულდა, და ეს ისტორიული ფაქტია, მაშინ რა საფუძველი გვაქვს ეჭვი შევიტანოთ იმაში რომ მეორე ნაწილიც შესრულდება?
ვნახოთ როგორ ხსნიან პირველ წინასწარმეტყველებას სხვადასხვა კომენტარებში:
იერემიას 33-ე თავი საკმარისი და მდიდარი კოლორიტით იმეორებს ამ კურთხევების შესახებ გამოცხადებას და ძირითადად, მესიის თანდასწრებას ეხება; ის აცხადებს, რომ სამართლის აღსრულების საქმე დავითს დაუბრუნდება და სამართალი და სიმართლე შესრულდება დედამიწაზე. იუდა გადარჩება, იერუსალიმი კი უსაფრთხოდ იცხოვრებს… (დ. დარბი).
აი როგორ კომენტარს უკეთებენ ბიბლეისტები მეორე წინასწარმეტყველებას, ზაქარიადან:
მე-9 მუხლში ახალ აღთქმაში ციტირებულია, იესოს იერუსალიმში დიდებით შესვლასთან დაკავშირებით (მათე 21:5; იოანე 12:15). იმავე სულში ლაპარაკობს წინასწარმეტყველი მე-10 მუხლში საბოლოო სამართლიანობის აღდგენის დღეზე. მესიანური მეფობის დაწყებაზე და მეფობის ბოლოზე (გ. გალეი).
ღმერთმა თავის მეგობარს, აბრაამს უთხრა, რომ მის შთამომავლობას „ზღვის ქვიშასავით“ გაამრავლებდა. შემდეგ კი მნიშვნელოვან რამეს დაჰპირდა: „შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხება დედამიწის ყველა ერი, რადგან შენ მოისმინე ჩემი ხმა“ (დაბ. 22:17, 18). ღმერთმა ეს დაპირება აბრაამის შვილსაც გაუმეორა და შვილიშვილსაც (წაიკითხეთ დაბადების 26:4; 28:14). ბიბლიაში არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აბრაამი ადამიანებისთვის განკუთვნილ საბოლოო ჯილდოდ ზეციერ სამოთხეს მიიჩნევდა. ასე რომ, როცა ღმერთი აბრაამს „დედამიწის ყველა ერის“ კურთხევას დაჰპირდა, ის ლოგიკურად დაასკვნიდა, რომ ეს დაპირება დედამიწაზე შესრულდებოდა. აბრაამი მოელოდა, რომ „დედამიწის ყველა ერი“ უკეთეს პირობებში იცხოვრებდა, რადგან ეს დაპირება ღვთისგან მომდინარეობდა.
აბრაამის ერთ-ერთმა შთამომავალმა, დავითმა, მიანიშნა დროზე, როცა ბოროტები და უმართლოები მოისპობიან (ფსალმ. 37:1, 2, 10). იმ დროს „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“. დავითმა ღვთის შთაგონებით ისიც იწინასწარმეტყველა, რომ „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმ. 37:11, 29; 2 სამ. 23:2). ამ მუხლში მხოლოდ იმაზე არ არის საუბარი, რომ ისრაელი ერი დროებით დაიმკვიდრებდა აღთქმულ ქვეყანას. იმავე ფსალმუნში ნათქვამია: «მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას [„დედამიწას“, აქ] და იარსებებენ მასზე უკუნისამდე» (ფსალმუნები 37:29)
წაიკითხეთ ესაიას 11:6—9. ღმერთმა ესაიას პირით იწინასწარმეტყველა, რომ სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელებს არაფერი შეუქმნიდა საფრთხეს. მათ არც გარეული ცხოველების შიში ექნებოდათ და არც აგრესიული ადამიანების. ახალგაზრდაც და მოხუციც თავს დაცულად იგრძნობდა. განა ეს ედემის ბაღში არსებულ უსაფრთხო გარემოს არ გახსენებთ?! (ეს. 51:3). ესაიამ ისიც იწინასწარმეტყველა, რომ მთელი დედამიწა, და არა მხოლოდ ისრაელი, „იეჰოვას ცოდნით [აივსებოდა], როგორც ზღვაა წყლით სავსე“. როდის დადგებოდა ეს დრო? რათქმაუნდა მომავალში.
წაიკითხეთ ესაიას 35:5—10. ყურადღება მიაქციეთ, ესაიამ კიდევ ერთხელ იწინასწარმეტყველა, რომ სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელებს არც ცხოველები შეუქმნიდნენ საფრთხეს და არც ადამიანები. ედემის ბაღივით კარგად მორწყული მიწა მათ უხვ ნაყოფს მისცემდა (დაბ. 2:10—14; იერ. 31:12). მხოლოდ იმ დროს შესრულდებოდა ეს წინასწარმეტყველება? არანაირი საფუძველი არ გვაქვს, ვიფიქროთ, რომ გადასახლებიდან დაბრუნებულები სასწაულებრივად განიკურნენ. მაგალითად, არც ბრმებს დაბრუნებიათ მხედველობა და არც ყრუებს სმენა. ამგვარად, ღმერთმა იმაზე მიანიშნა, რომ ადამიანები პირდაპირი გაგებით მომავალში განიკურნებოდნენ.
წაიკითხეთ ესაიას 65:21—23. სამშობლოში დაბრუნებულ ებრაელებს არც კომფორტული სახლები დახვედრიათ და არც დამუშავებული მიწა თუ გაშენებული ვენახები. თუმცა ღვთის კურთხევით მათი მდგომარეობა შეიცვლებოდა. რამხელა სიხარულს მიანიჭებდა მათ თავიანთ აშენებულ სახლებში ოჯახებთან ერთად ცხოვრება და საკუთარი ხელით მოყვანილი მოსავლის აღება! ყურადღება მიაქციეთ წინასწარმეტყველების მთავარ დეტალს. დადგება დრო, როცა ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა „ხის დღეებივით იქნება“? ზოგიერთი ხე ათასობით წელი ცოცხლობს. ამიტომ ადამიანმა ამდენ ხანს რომ შეძლოს არსებობა, კარგი ჯანმრთელობა უნდა ჰქონდეს. ისრაელებს ესაიას მიერ ნაწინასწარმეტყველებ პირობებში რომ ეცხოვრათ, ეს ნამდვილი სამოთხე იქნებოდა და წინასწარმეტყველებაც შესრულდებოდა
ესაიას პირით იეჰოვამ ასეთი რამ იწინასწარმეტყველა„აი რას ამბობს იეჰოვა . . . დედამიწის შემქმნელი და შემოქმედი . . . ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია [იგი], დასასახლებლად შექმნა“ (ესაია 45:18). თუკი დედამიწა დასასახლებლად არის შექმნილი ლოგიკურია რომ მასზე ყოველთვის უნდა იცხოვრონ ადამიანებმა. რაც აშკარად ეწინააღმდეგება ზეცაში ტოტალურად გადასახლების ოდეას
მსგავს სიტყვებს ვხვდებით შემდეგ მუხლებშოც „იეჰოვასია ზეცა, დედამიწა კი ადამიანთა ძეებს მისცა“ (ფსალმუნი 115:16).ესეიგი დედამიწა არის ადამიანებისთვის შექმნილი და მიცემული. ბუნებრივია რომ მასზე უნდა იცხოვრონ
კარგი, მაგრამ, იქნებ ახალ აღთქმაში ყველაფერი სულ სხვანაირადაა? არა. გავიხსენოთ, რა ახარა მარიამს ანგელოზმა გაბრიელმა. ეს მნიშვნელოვანი სიტყვებია, მასში იხსნება მესიის მთელი მომავალი როლი და ღვთის განზრახვაში მისი ადგილი:
დიდი იქნება იგი და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს. საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და არ იქნება დასასრული მისი სუფევისა (ლუკა 1:32–33). ჩვენ ვხედავთ იგივე წინასწარმეტყველებებს «დავითის ტახტზე» და «იაკობის სახლზე», რომლებიც მრავლადაა ებრაულ წერილებში. ანგელოზი ადასტურებს, რომ ეს წინასწარმეტყველებები იესოზე შესრულდება. და სად იმყოფება იაკობის სახლი – ცაში თუ დედამიწაზე? სადაც ის არის იესოც იქ იმეფებს. და კვლავ ბიბლეისტების კომენტარები ამ მუხლთან დაკავშირებით: ის დიდი იქნება. იესოს, როგორც ღვთის ძის, დიდებას, იოანესათვის წინასწარგანსაზღვრული დიდებისთვის უნდა გაესწრო (მუხლი 15). მამამისის, დავითის, ტახტი. ჯერ კიდევ დავითისთვის იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ მესია ერთერთი მისი შთამომავალი იქნებოდა (2 მეფეთა 7,12-16; ფსალმუნი 88,30). 33 მის სუფევას არ ექნება დასასრული. უსასრულო მეფობა მხოლოდ ღვთის მეფობა შეიძლება იყოს (ჟენევის ახალი სასწავლო ბიბლია).
მაშ ასე, კითხვაზე «ახალ აღთქმაში სადაა ლაპარაკი სამოთხეზე რომელიც დედამიწაზე იქნება?» სწორი პასუხი იქნება: «ყველგან, სადაც ღვთის სამეფოზეა საუბარი».ეს დაახლოებით 100 ადგილია. ზუსტად ასე ესმოდათ ეს სწავლება იესოს ებრაელ მსმენელებს, რომლებმაც ეს წინასწარმეტყველება ჩვილობის ასაკიდან იცოდნენ. როდესაც ქრისტე თავს, მესიასთან და წინასწარმეტყველებების შემსრულებელთან აიგივებს, ის მსმენელების ყურადღებას იმ წინასწარმეტყველებებზე ამახვილებს, რომლებიც მათ უკვე ძალიან კარგად იციან. მათთვის საჭირო არ იყო დამატებით ახსნა-განმარტება, თუ რომელ სამეფოზე იყო საუბარი. გავიხსენოთ, რა რეაქცია ჰქონდა მოციქულ (ჯერ კიდევ მომავალ) ანდრიას, როდესაც იესოს შესახებ გაიგო: «ჩვენ ვიპოვეთ მესია» (იოანე 1:41). მან ის იპოვა, ვის შესახებაც იცოდა და ვისაც ელოდა, და არა რომელიმე ახალი რელიგიის ახალი მოძღვარი. აი ამიტომ არაა ყველა წვრილმანში დაღეჭილი, ეს სწავლება ახალ აღთქმაში. იესო და მოციქულები იმ საძირკველზე აშენებენ, რომელიც უკვე არსებობდა. მაგრამ ჩვენ თუ გვერდზე მოვისვრით ებრაულ წერილებს, და მათ «ძველის» იარლიყს მივაკრავთ, მაშინ ჩვენს ცოდნაში ცარიელი ადგილები და მრავალი კითხვა გაჩნდება.
(მათე 6:9, 10) - აქ იესომ თავის მოწაფეებს მოუწოდა, ელოცათ, რომ ღვთის ნება შესრულებულიყო „როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ ექნებოდა ამ სიტყვებს აზრი, თუ დედამიწა განადგურდებოდა, აღარ იცხოვრებდნენ ადამიანები, ან ის მხოლოდ ზეცის სიმბოლო იქნებოდა? მსგავსადვე, ლოგიკური იქნებოდა იესოს სიტყვები, თუ ყველა მართალი ზეცაში წავიდოდა? ბიბლიაში, დაბადებიდან გამოცხადებამდე, ნათლად ჩანს, თუ რა არის ღვთის ნება დედამიწასთან დაკავშირებით. ღვთის განზრახვის თანახმად, დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა. ღვთის ნებაა, რომ ეს დანაპირები შესრულდეს
(მათ5:5) თუ თვინიერნი დაიმკვიდრებენ მიწას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი დედამიწაზე იცხოვრებენ? ესეიგი იესოს დაპირება ის არის რომ მართალი ადამიანების მომავალი დედამიწაზე იქნება.
(ებრ. 2:3,5). ებრაელებისადმი მიწერილ წერილში პავლე მოციქული მიმართავს თანაქრისტიანებს, როგორც ‘წმინდა ძმებს და ზეციური მოწოდების მოზიარეებს’. მაგრამ ის იმასაც ამბობს, რომ ღმერთმა იესოს ‘დაუმორჩილა მომავალი ქვეყნიერება.ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ორიგინალში გამოყენებული სიტყვა, რომელიც ამ მუხლში „ქვეყნიერებად“ არის ნათარგმნი, ყოველთვის ადამიანებით დასახლებულ დედამიწაზე მიუთითებს. ამგვარად, „მომავალ ქვეყნიერებაში“ იგულისხმება იესო ქრისტეს მმართველობის დროს დედამიწაზე არსებული გარკვეული სისტემა. მაშინ იესო შეასრულებს ღვთის დანაპირებს: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმ. 37:29).
(გამოცხადება 21:3, 4). აქ ვიგებთ, რომ ღვთის სამეფოს მმართველობის დროს „აღარ იქნება სიკვდილი“„როცა რაღაცაზე ვამბობთ, რომ აღარ იქნება, ესე იგი, ის ოდესღაც უკვე იყო“. სიკვდილი ზეცაში არასდროს ყოფილა. იგი მხოლოდ დედამიწაზე არსებობს. აქედან გამომდინარე, გამოცხადების 21:4 ეხება დედამიწაზე სამომავლო კურთხევებს (ფსალმ. 37:29).
(გამოცხადება5:10) -თუ ისინი დედამიწაზე იმეფებენ და იმმართველებენ, ლოგიკურია რომ ადამიანები იქნებიან მასზე
(გამოცხადება5:10) -თუ ისინი დედამიწაზე იმეფებენ და იმმართველებენ, ლოგიკურია რომ ადამიანები იქნებიან მასზე
(2პტ3:13) მათ შეცვლის „ახალი ცა“ ანუ ღვთის მესიანური სამეფო და „ახალი მიწა“ ანუ სამართლიან ადამიანთა საზოგადოება, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლებისგან შედგება.
ზოგი განმმარტებელი ვარაუდობს, რომ ახალი სამყარო სულ სხვაგნარი იქნება, ძველისგან ყველანაირად განსხვავებული. მაგრამ ღვთის სიტყვა (ესაია 65,17-25 და რომაელები 8,21-23) ში მიგვანიშნებს, რომ აქ საუბარია ძველი სამყაროს გარდაქმნაზე, იმის მსგავსად, როგორც ჩვენი ძველი სხეული განახლდება ახლით (1 კორინთელთა 15,35-37). სიტყვები "ვქმნი ყოველივე ახალს" (მუხლი 5) განახლების პროცესის სისავსესა და ყოვლისმომცველობაზე მიუთითებს; მისი შედეგი – კაცობრიობის გამოსყიდვაა და არა თავიდან შექმნა (ჟენევის ახალი სასწავლო ბიბლია).
(მათე11:11) - იოანე ნათლისმცემელი ღირსეული კაცი იყო, მაგრამ იესომ აღნიშნა, რომ იგი არ იმმართველებდა ზეცაში: „ქალის მიერ ნაშობთა შორის, არავინ ყოფილა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ის, ვინც მცირეა ზეციერ სამეფოში, მასზე დიდია“ ამრიგად ის დედამიწაზე აღდგება
მოციქულების შემდეგ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში, ძველ ქრისტიანებსაც სწამდათ დედამიწაზე ცხოვრების. აი რას წერს იუსტინეს თანამედროვე, «წმინდა მამა» და მართლმადიდებელ-კათოლიციზმის ოფიციალური წმინდანი ირინეოს ლიონელი:ვინაიდან სამეფოს დროს მართალი კაცი, რომელიც დედამიწაზე იქნება, უკვე დაივიწყებს სიკვდილს: «ხოლო რაკი ითქვა, რომ ყველაფერი მას ემორჩილება, ცხადია, მის გარდა, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას. ხოლო როდესაც ყველაგერს მას დაუმორჩილებს, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას, რათა ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში» (1 კორინთელთა 15).
მე-2 საუკუნის მწერალი, იუსტინე ფილოსოფოსი (წამებული) წერდა:
ხოლო მე და სხვა ყველაფერში საღად მოაზროვნე ქრისტიანებმა, ვიცით, რომ იქნება სხეულის აღდგომა და ათასწლიანობა იერუსალიმში, რომელიც აშენდება, დამშვენდება და განდიდება, როგორც ეზეკიელი, ესაია და სხვა წინასწარმეტყველები აცხადებენ. ესაია ასე ლაპარაკობს ამ ათასწლეულზე: იქნება ახალი ცა და ახალი მიწა, და ძველს აღარ გაიხსენებენ და აზრადაც არ მოუვათ, არამედ იპოვიან ისინი სიხარულსა და სიამოვნებას იმაში, რასაც მე ვქმნი; ვინაიდან ვაქცევ იერუსალიმს მხიარულებად და ჩემს ერს სიხარულად და გავიხარებ იერუსალიმით და სიამოვნებას მომანიჭებს ჩემი ერი. და მეტად აღარ გაისმება მასში ტირილის ხმა, და მოთქმის ხმა, და აღარ იქნება მასში ჩვილი და მოხუცი, რომელიც თავის დროს ვერ შეასრულებს; ბა. და ააშენებენ ისინი სახლებს და თვითონ იცხოვრებენ მასში, და დარგავენ ყურძენს და თვითონ შეჭამენ მის ნაყოფს და დალევენ მის ღვინოს (დიალოგი ტრიფონ იუდეველთან).
შეიძლება ვინმემ თქვას: კი მაგრამ სამეფოს ხომ ზეციური ჰქვია. დიახ, მაგრამ რატომ? პირველი, ცა ასიმბოლოებს ღმერთს და ყველაფერს, რაც მისგან გამოდის, ყველაფერი წმინდა და სამართლიანი. გავიხსენოთ: «ცა – ჩემი ტახტია» (საქმეები 7:49; მათე 5:34; 23:22). მეორე, სამეფო პირდაპირი გაგებით ციდან მმართველობს, სიმბოლური ციური იერუსალიმიდან. ებრაელებისთვის გასაგები იყო ეს მეტაფორა: დავითიც იერუსამილიდან მართავდა თავის ქვეყანას, რომელიც სიონის მთაზე მდებარეობდა, ანუ სავსებით მაღალ ადგილზე. თუ მთიდან ბარის მართვა შეიძლება, მაშინ ასევე შეიძლება ციდან დედამიწის მართვა. იოანეც კი, როდესაც ხილვაში ზეციურ იერუსალიმს აღწერს, მას აღწერს არა როგორც მიწისაგან იზოლირებულ ადგილს, არამედ როგორც «რომელიც ციდან ეშვება» (გამოცხადება 21:2). სად ეშვება ის, თუ არა დედამიწაზე? ის უნათებს «ხალხებს», და, დააკვირდით, მასში შეაქვთ ძღვენი «მიწიერ მეფეებს» (გამოცხადება 21:24). ციური სამეფოს ყველა ხატება და პირველსახე მჭიდროდაა დაკავშირებული დედამიწასთან და მის მკვიდრებთან. და არც შეიძლება სხვაგვარად იყოს, რადგანაც მესია და მისი სამეფო – ეს «ეშმაკის საქმეების დარღვევის» საშუალებაა (1 იოანე 3:8), ეშმაკის ამ საქმეებით კი, როგორც დაბადების პირველი თავებიდან ვიცით, ძირითადად დედამიწა იტანჯება.
ამრიგად იეჰოვას მოწმეებმა პირვანდელი სახით შეინახა რწმენა ქრისტესა და წმინდათა ათასწლიანი მეფობის შესახებ, სამოთხისმაგვარ დედამიწაზე დასახლებულ ადამიანებზე.
P.S. ბიბლია საუბრობს ორ განსხვავებულ დანიშნულებაზე, რომლებიც ღმერთმა თავის მსახურებს მისცა. მაგალითად, ქრისტიანთა ერთ ჯგუფზე ნათქვამია, რომ მათ უშუალოდ ზეციური ცხოვრება ელით და თანაც მარადიული. ისინი უფალთან ერთად იქნებია ზეცაში და არა დედამიწაზე (იოანე 12:32; 14:2,3; 17:24; 2 კორინთელები 4:14; 5:1,2,8; ეფესოელები 2:5,6; ფილიპელები 3:20; კოლოსელები 1:5; 1 თესალობიკელები 4:17; ებრაელები 3:1; გამოცხადება 3:21).
დანარჩენ ერთგულ მსახურებზე კი წმინდა წერილი ამბობს, რომ ისინი მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე (ფსალმუნები 36:9,11,22,29; იგავები 2:21,22; ესაია 60:21; ეზეკიელი 39:8-16; მათე 5:5).
თუმცაღა, ღვთის მსახურებისათვის ორი განსხვავებული დანიშნულების არსებობა რაღაც უცნაურს არ წარმოადგენს. ბიბლიის თანახმად, ამაში ღვთის განზრახვა გამოვლინდა, რათა «ყოველივე ზეციურისა და მიწიერისათვისთავი მოეყარა ქრისტეში» (ეფესოელები 1:10).ყოველივე ამით, როგორც უფლის მიწიერიმსახურები, ისე ისინი, ვისაც ის ღირსადჩათვლის, რომ ქრისტესთან ერთადსამმართველოდ მოუწოდოს ზეცაში,განახორციელებენ ღვთის განზრახვასდედამიწის უმშვენიერეს სამოთხედგადასაქცევად
ზეციური დანიშნულების შესახებ სადაც მეფეებად და მღვდლებად იმსახურებენ მოწოდებულები შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: http://bibliurithemebi.blogspot.com/2019/09/144-000.html?m=1
P.S. ბიბლია საუბრობს ორ განსხვავებულ დანიშნულებაზე, რომლებიც ღმერთმა თავის მსახურებს მისცა. მაგალითად, ქრისტიანთა ერთ ჯგუფზე ნათქვამია, რომ მათ უშუალოდ ზეციური ცხოვრება ელით და თანაც მარადიული. ისინი უფალთან ერთად იქნებია ზეცაში და არა დედამიწაზე (იოანე 12:32; 14:2,3; 17:24; 2 კორინთელები 4:14; 5:1,2,8; ეფესოელები 2:5,6; ფილიპელები 3:20; კოლოსელები 1:5; 1 თესალობიკელები 4:17; ებრაელები 3:1; გამოცხადება 3:21).
დანარჩენ ერთგულ მსახურებზე კი წმინდა წერილი ამბობს, რომ ისინი მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე (ფსალმუნები 36:9,11,22,29; იგავები 2:21,22; ესაია 60:21; ეზეკიელი 39:8-16; მათე 5:5).
თუმცაღა, ღვთის მსახურებისათვის ორი განსხვავებული დანიშნულების არსებობა რაღაც უცნაურს არ წარმოადგენს. ბიბლიის თანახმად, ამაში ღვთის განზრახვა გამოვლინდა, რათა «ყოველივე ზეციურისა და მიწიერისათვისთავი მოეყარა ქრისტეში» (ეფესოელები 1:10).ყოველივე ამით, როგორც უფლის მიწიერიმსახურები, ისე ისინი, ვისაც ის ღირსადჩათვლის, რომ ქრისტესთან ერთადსამმართველოდ მოუწოდოს ზეცაში,განახორციელებენ ღვთის განზრახვასდედამიწის უმშვენიერეს სამოთხედგადასაქცევად
ზეციური დანიშნულების შესახებ სადაც მეფეებად და მღვდლებად იმსახურებენ მოწოდებულები შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: http://bibliurithemebi.blogspot.com/2019/09/144-000.html?m=1
No comments:
Post a Comment