Friday, 4 October 2019

დედამიწა "ცეცხლს მიეცემა" თუ...?



  მრავალ ბიბლიის გამოცემაში, ბიბლიის ზოგიერთი მონაკვეთის წაკითხვისას, შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნას, თითქოს ღმერთმა დედამიწისათვის წინასწარ განსაზღვრა მისი სრული განადგურება. მეორეს მხრივ, ბიბლია გვარწმუნებს: «დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე» (ფსალმუნები 103:5. შეადარეთ ეკლესიასტე 1:4).ასევე ფსალმუნების სხვა ადგილზეც ნათქვამია, რომ ღმერთმა «დააყენა ისინი უკუნითი უკუნისამდე, კანონი მისცა და არავინ გადაუხვევს» (ფსალმუნები 148:6).

თავისთავად ჩნდება კითხვები:

თუ დედამიწის შექმნის დასრულების შემდეგ «დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო», მაშინ რაში სჭირდება ღმერთს მის მიერვე შექმნილი სრულყოფილი სილამაზის განადგურება? (დაბადება 1:31)

თუ «ყოველივე, ღვთის მიერ ქმნილი, იარსებებს უკუნისამდე: არც დამატება სჭირდება რამის, არც გამოკლება», განა შეიძლება გამონაკლისს წარმოადგენდეს ღვთის მიერ შექმნილი დედამიწა? (ეკლესიასტე 3:14).

პირიქით, მის მიერ შექმნილი დედამიწის მიზნის შესახებ ღმერთი შემდეგს ამბობს:
«ცა — ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ» (ფსალმუნები 113:24).

«რადგან ასე ამბობს უფალი, ცათა შემოქმედი, (ის არის ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა; მან დაამყარა იგი, საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა)» (ესაია 45:18).

თუმცა თუ მაინც წარმოვიდგენთ, თითქოს ღმერთმა მაინც გადაწყვიტა მის მიერ შექმნილი დედამიწის განადგურება, მაშინ გამოდის, რომ ზემოთ მოყვანილი ღვთის სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამება. გამოდის, რომ, თუმცა შემოქმედმა კი განუსაზღვრა დედამიწას, ადამიანთა საცხოვრებელი ყოფილიყო, მაგრამ ამის ხორცშესხმა მან საბოლოოდ მაინც ვერ მოახერხა? შესაძლებელია ასეთი რამის დაჯერება?


«ცეცხლს მიეცემა» თუ «გამოაშკარავდება»?

მაგრამ  პეტრეს მიერ ნათქვამ სიტყვებს რა ვუყოთ იმის შესახებ, რომ «ცეცხლს მიეცემა მიწა და ყველა საქმე მისი»? (2 პეტრე 3:10) საპატრიარქოს თარგმანი, რომლიდანაც იქნა ციტირებული აღნიშნული ფრაზა, სამწუხაროდ, მთლად ზუსტად არ გადმოსცემს ამ ტექსტის მნიშვნელობას. თუ ახალი აღთქმის უძველეს ხელნაწერებში ჩავიხედავთ (მაგალითად, სინას და ვატიკანის კოდექსებში, IV საუკუნე), მაშინ დავინახავთ, რომ ამ ხელნაწერებში დგას ბერძნული სიტყვა "εὑρεθήσεται" (სტრონგის ნომერი 2147), რაც პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს «ნაპოვნი იქნებიან», «გამოაშკარავდებიან» და არა «ცეცხლს მიეცემიან». (სხვათაშორის, სიტყვა «ევრიკა» ("εύρηκα"), ანუ «ვიპოვე», რომელიც ცნობილი არქიმედეს მიერ ჰიდროსტატიკური კანონის აღმოჩენის წყალობით გახდა, იმავე ფესვიდან მომდინარეობს რომლიდანაც "εὑρεθήσεται").

2 პეტრეს 3:10 სინას კოდექსში:


2 პეტრეს 3:10 ვატიკანის კოდექსში:


მხოლოდ ახალი აღთქმის შედარებით გვიანდელ ხელნაწერებში იწყება სიტყვა "εὑρεθήσεται"(«გამოაშკარავდება») ნაცვლად სხვა სიტყვის - "κατακαήσεται" («დაწვა», სტრონგის ნომერი 2618), გამოჩენა, რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნა ზოგიერთი მთარგმნელის მიერ ბიბლიის მათ გამოცემებში. 

საინტერესოა, რომ კიდევ ერთ, იმავე ფესვის სიტყვას "ευρεθηναι" იყენებს პეტრე იმავე მე-3 თავში, ცოტა ქვევით – მე-14 მუხლში. ის ნიშნავს «პოვნას, აღმოჩენას». საპატრიარქოს გამოცემაში ეს სიტყვაც გამოტოვებულია, მაგრამ თუ ამ მუხლს ძველი ხელნაწერების მიხედვით წავიკითხავთ, მაშინ მასში შემდეგი აზრი იქნება:
«ამიტომ, საყვარელნო, რაკი ამას ელოდებით, იბეჯითეთ, რომ შეუბღალავნი და უბიწონი აღმოჩნდეთ მის წინაშე» (2 პეტრე 3:14).
მოცემული ფრაზის გამოყენების იგივე მაგალითს ვხედავთ, როდესაც ვკითხულობთ იოანეს სახარების 1-ლ თავს, როგორ «პოულობდნენ» იესოს მისი პირველი მოწაფეები (იოანე 1:41,43,45). 

მაშ ასე, პირველწყაროების გამოკვლევა აღგვძრავს, რომ შემდეგი დასკვნა გავაკეთოთ: ახალი აღთქმის შედარებით ადრეულ ხელნაწერებში, რომლებშიც 2 პეტრეს 3:10-ს მონაკვეთი გვხვდება, არ გვხვდება სიტყვა «დაიწვებიან». მის ნაცვლად დედამიწასა და მის საქმეებთან მიმართებით გამოყენებულია სიტყვა «გამოაშკარავდება». 

ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ, თუ როგორ ჟღერს მოცემული მუხლი ბიბლიის სხვა თარგმანებში:

«…დედამიწა და ყველა მისი საქმეები გამოაშკარავებული იქნება» (Новый русский перевод).
 «…დედამიწა და საქმენი მასზე ნაპოვნი იქნებიან» (Одинцов-Белинский. Буквальный перевод Нового Завета).
«…გამოაშკარავებული იქნებიან» (New International Version).
«…სააშკარაოზე იქნებიან გამოტანილნი» (English Standard Version).
«…გახსნილნი იქნებიან» (Christian Standard Bible).
«…სააშკარაოზე იქნებიან გამოტანილნი» (International Standard Version).
«…გამოაშკარავდებიან» (NET Bible).
«…გახსნილნი იქნებიან» (New Heart English Bible).
«…გამოაშკარავებული უნდა იქნან» (Aramaic Bible in Plain English).
«…სააშკარაოზე იქნებიან გამოტანილნი» (GOD'S WORD® Translation).

თუმცა, როგორ გავიგოთ ის, რომ დედამიწა და მისი საქმეები გამოაშკარავებულნი ან აღმოჩენილნი იქნებიან განკითხვის დღეს? რატომ გამოიყენება მათთან მიმართებაში ასეთი გამოთქმა?



რა გაგებით «იქნებიან აღმოჩენილნი»?

ბერძნული სიტყვა "εὑρεθήσεται" ხაზს უსვამს რაიმეს აღმოჩენის ფაქტს (შეადარეთ მათეს 1:18; რომაელები 7:21). «ეს სიტყვა ხშირად გამოიყენება ხასიათთან დაკავშირებული მორალური მსჯელობების დროს, გადმოსცემს აღმოჩენის ან გამოაშკარავების იდეას» («ლინგვისტური და ეკზეგეტიკური გასაღები», როჯერსი). 1 პეტრეს 3:10-ში ის მნიშვნელოვან თავისებურებაზე მიუთითებს: უფლის მოსვლა ცოდვილი ქვეყნიერების გასასამართლებლად, გამოავლენს და ყველასათვის თვალნათელს გახდის არსებული სისტემის დანაშაულისა და ღვთის წინაშე მისი ცოდვების მთელ სისავსეს. მისი უწმინდური საქმეები გამოაშკარავდება და წარედგინება მას დანაშაულის სახით, რაც მის მიმართ ღვთის მკაცრი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდება. ზუსტად ამ გაგებითაა ნათქვამი დედამიწასა და მისი საქმეების შესახებ, რომ ისინი «აღმოჩენილნი» («გამოაშკარავებულნი») იქნებიან ღვთის მიერ. 

საგულისხმოა, რომ გამოთქმა "εὑρεθήσεται",  და ასევე სიტყვა "εὑρίσκω"-ს სხვა მორფოლოგიური ფორმები, ფართოდ გამოიყენება ბიბლიის მიერ განსასჯელის დანაშაულის გამოაშკარავებისაკენ მიმართული სასამართლო მოქმედებების აღწერისას (შეადარეთ მათე 26:60; მარკოზი 14:55; ლუკა 6:7; 23:2,4,14,22; იოანე 18:38; 19:4,6; საქმეები 4:21; 13:28; 23:9,29; 24:5,12,20). იგივე სიტყვას ვხვდებით დანიელის 5:27-ში, სადაც მეფე ბელშაცარზე, რომლის მიმართაც ღმერთს სასამართლო განაჩენი გამოაქვს, ნათქვამია: «სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი».

სიტყვის იგივე ფორმები გამოიყენება ასევე სახარებებშიც, როდესაც იესო მომავალში თავის მოსვლაზე და მათი სულიერი მდგომარეობის შეფასებაზე საუბრობს, ვინც საკუთარ თავს «ქრისტიანებს» უწოდებენ: 

«როცა ძე კაცისა მოვა, ნეტა ჰპოვებს ამქვეყნად რწმენას?» (ლუკა 18:8).

ასევე:
«ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა დაამგვარად მოქმედს ჰპოვებს მას» (მათე 24:46). 
იმავე გაგებით მოიხსენიებს წმინდა წერილი ამ სიტყვას 1 კორინთელების 4:2-ში, სადაც ხაზი ესმება, რომ ქრისტიანები «ერთგულნი უნდა იქნენ ნაპოვნნი» (ტექსტის პირდაპირი თარგმანი). 1 პეტრეს 2:22-სა და გამოცხადების 14:5-ში, შესაბამისად, იესოსა და მისი ზეციერი თანამოძმეების მიმართ, ბიბლია მსგავს ფრაზეოლოგიურ წყობებს იყენებს იმავე სიტყვის გამოყენებით და მიუთითებს, რომ მათ ბაგეებში «ვერ იქნა ნაპოვნი» ცბიერება (ტექსტის პირდაპირი თარგმანი). (ასევე შეადარეთ 2 პეტრე 3:14; 2იოანე 4).

და პირიქით, ღვთის მიერ ადამიანი შეიძლება «ნაპოვნი» (აღმოჩენილი) იყოს როგორც ორგული და შეწყალებისათვის უღირსი. ზუსტად ამ აზრით გამოიყენება ეს სიტყვა საქმეების 5:39-ში, როდესაც გამალიელი აფრთხილებს სინედრიონის წევრებს, რათა ისინი «ღვთის მოწინააღმდეგეებად არ იქნენ ნაპოვნნი» (ტექსტის პირდაპირი თარგმანი). ასეთივე სახით გამოიყენება მოცემული ფრაზა 1 კორინთელების 15:15; 2 კორინთელების 5:3; 9:4; 12:20; გალატელების 2:17; გამოცხადების 2:2; 3:2; 18:24. 

ჩვენს მიერ განხილული მონაკვეთი 1 პეტრეს 3:10-დან ეხმიანება პრინციპს 1 კორინთელების 3:13-დან, სადაც ვკითხულობთ:
«თითოეულის საქმე გამომჟღავნდება. ვინაიდან დღე გამოაჩენს, რადგან ის ცეცხლით გამოცხადდება და თითოეულის საქმეს, როგორიც არის, ცეცხლი გამოცდის».

ბიბლია ცეცხლს ხშირად იყენებს  გამოცდის მნიშვნელობით, რომელიც საშუალებას იძლევა ვინმეს ჭეშმარიტი მოტივები და გულის მდგომარეობა დადგინდეს (ფსალმუნები 65:10; იგავები 17:3; ესაია 48:10; იერემია 9:7; მალაქია 3:2,3; გამოცხადება 3:18). მოციქული პეტრეც ამ მნიშვნელობით მოიხსენიებს ცეცხლს (1 პეტრე 1:7; 4:12). ღმერთი, რომლის წინაშეც «ყველაფერი გაშიშვლებული და გაცხადებულია», საფუძვლიანად გამოააშკარავებს არსებული სისტემის ნამდვილ სახეს, მის ცოდვებსა და დანაშაულებებს და მას სასამართლოსა და სამართლიან სასჯელს დაუქვემდებარებს (ებრაელები 4:13).
«რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან ქვეყნის მკვიდრთა დასასჯელად მათი ცოდვისთვის; მიწა გამოაჩენს თავის სისხლს და აღარ დაფარავს თავის დახოცილებს» (ესაია 26:21).

ზუსტად ამ მიზეზის გამო გადმოსცემს ბიბლიის ზოგიერთი თარგმანი ჩვენს მიერ განხილულ მუხლს 2 პეტრეს 3:10-დან ამ აზრობრივ კონტექსტში: დედამიწა და მისი საქმეები გამოაშკარავებული იქნებიან

"კავშირნი.... დაიშლებიან"


2 პეტრეს 3:10-ში ჩვენ ასევე ვხვდებით მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ «კავშირნი სიმხურვალისგან დაიშლებიან». რა «კავშირებზეა» საუბარი? ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მათში ზოგი ბუნებრივი, სტიქიური ძალები იგულისხმება. თუმცა, ბიბლია ამ სიტყვის განსხვავებულ ახსნას გვთავაზობს. 

ბერძნული სიტყვა «στοιχεια» (სტრონგის №, 4747), რომელიც საპატრიარქოს გამოცემაში წარმოდგენილია როგორც «კავშირნი», პირდაპირი გაგებით ნიშნავს «საფუძვლებს», «ძირითად იდეას», «პრინციპებს». ამავე სიტყვას ვხვდებით ახალი აღთქმის რიგ ადგილებში:


«ასევე ჩვენც, ვიდრე ყრმანი ვიყავით, ქვეყნიერების ნივთიერ საწყისთ ვემონებოდით… ახლა კი, როცა იცანით ღმერთი, ან, უფრო სწორად, ღმერთმა გიცნოთ, როგორღა უბრუნდებით ქვეყნიერების უმწეო და უბადრუკ საწყისთ, რათა კვლავ მათ დაემონოთ?» (გალატელები 4:3,9).
«ფრთხილად იყავით, რათა არავინ გაცთუნოთ სიბრძნისმეტყველებითა და ფუჭი საცთურით, კაცთა გადმოცემებისა თუ ქვეყნის საწყისთა თანახმად, და არა ქრისტეს მიხედვით… თუ ქრისტესთან ერთად მოკვდით ამქვეყნიური საწყისისათვის, მაშინ, როგორც საწუთროს მკვიდრნი, რატომღა მისდევთ მის წესს» (კოლოსელები 2:8,20).
როგორც შეგვეძლო დაგვენახა, ახალი აღთქმის ყველა იმ ადგილას, სადაც სიტყვა «στοιχεια» გამოიყენება, ის დაკავშირებულია არა რომელიმე ბუნებრივ მოვლენებთან, არამედ ძირითადი იდეის გაგებასთან, რომლის თანახმადაც ცხოვრობს ცოდვილი ქვეყნიერება (ებრაელების 5:12-ში იგივე პრინციპი უკვე ბიბლიური სწავლებების საწყისებს შეეხება). რაღა თქმა უნდა, რომ იგივე პრინციპს ირეკლავს ეს სიტყვა 2 პეტრეს3:10,12-შიც და სასამართლოს დღეს ყველა იმ უღვთო და ცოდვილი სწავლებებისა და პრინციპების განადგურებას გულისხმობს, რომლითაც ღვთისაგან გაუცხოებული კაცობრიობა ხელმძღვანელობს. მე-12 მუხლში მათზე ნათქვამია, რომ ისინი «დადნებიან», ანუ გამოააშკარავებენ თავის სრულ უსუსურობას.



ახალი ცა და ახალი დედამიწა

მაშინ ამ შემთხვევაში როგორ უნდა გავიგოთ მოციქული პეტრეს სიტყვები იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთმა ახალი ცა და ახალი დედამიწა ჩაიფიქრა? (2 პეტრე 3:13). განა ეს იმაზე არ მეტყველებს, რომ ღვთის ნება მაინც იმაში მდგომარეობს, რომ მოსპოს არსებული დედამიწა და სრულიად ახალი შექმნას? არა, ასეთი მოსაზრება ჭეშმარიტებას არ შეესაბამება. და აი რატომ. 
ამ სიტყვების წაკითხვისას, როგორც ჩანს, ყველას არ ესმის, რომ მოციქული პეტრე არ ამბობდა რაიმე უჩვეულოსა და ახალს. მან მხოლოდ და მხოლოდ გაიმეორა ესაიას წინასწარმეტყველებაში ჩაწერილი მოლოდინი, რომელიც მოციქულთა პერიოდამდე რამოდენიმე ასწლეულით ადრე დაიწერა


«რადგან, აჰა, შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას, აღარ გაიხსენება წინანდელი და ფიქრადაც არავის მოუვა. მხოლოდ იხარებთ და იმხიარულებთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე, რადგან, აჰა, შევქმნი იერუსალიმს სამხიარულოდ და მის ხალხს - გასახარებლად» (ესაია 65:17,18; 66:21). 

ესაიამ არა უბრალოდ ჩაიწერა წინასწარმეტყველება მომავალ ახალ ცაზე და ახალ მიწაზე, არამედ მაშინვე წარმოადგინა მისი განმარტება: ახალ ცაში იგულისხმება განახლებული იერუსალიმი და არა პირდაპირი გაგებით ცა; ხოლო ახალ მიწაში – განახლებული ერი და არა პირდაპირი გაგებით ახალი პლანეტა. ამასთანავე გავიხსენოთ, თუ როგორაა აღწერილი ესაიას ამ წინასწარმეტყველების შესრულება სხვა წინასწარმეტყველური წიგნის - გამოცხადების - ბოლო თავებში:


«მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა,  რადგან პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის. ვიხილე წმინდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული. და მომესმა მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან» (გამოცხადება 21:1-3).

როგორც ესაიას შემთხვევაში, ახალი ცისა და ახალი მიწის ხსენების შემდეგ, მოციქული იოანე მაშინვე აზუსტებს, რომ იხილა ახალი ზეციური იერუსალიმი და ასევე ახალი ერი (გამოცხადება 21:10,24). არსებითად, ეს იმის კლასიკური მაგალითია, თუ ბიბლია, წინასწარმეტყველური სახეების გამოყენებით, როგორ განმარტავს საკუთარ თავს. როდესაც გესმის ეს ბიბლიური პრინციპი, არანაირი კითხვები აღარ გრჩება ბიბლიის სხვა მასგავს ადგილებთან დაკავშირებით, სადაც საუბარია ახალ ცაზე და ახალ დედამიწაზე.

კარგი იქნება გვახსოვდეს, რომ ბიბლია საკმაოდ ხშირად იყენებს სიტყვა «მიწას» (ქვეყანა - ქართულ თარგმანებში) და მასში გულისხმობს არა თავად პლანეტას, არამედ უშუალოდ მასზე მცხოვრებ ადამიანთა საზოგადოებას. :
(შეადარეთ: დაბადება 6:11,12; მეორე რჯული 32:1; 1 მეფეთა 17:46; 1 ნეშტთა 16:23,31; ფსალმუნები 32:8; 65:1,4; 75:9; 95:1,9; 97:4; 99:1,2; იერემია 6:18,19; 22:29). 

იმავე გამოცხადების წიგნის 13:3,4-ში ჩვენ ვკითხულობთ:


«და განცვიფრდა მთელი (დედამიწა)ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ, და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას?»
ზემოთ მოყვანილ ბიბლიურ მუხლებში «მიწა» (ქვეყანა), შეიძლება იყოს გახრწნილი, გაუკვირდეს, თაყვანი სცეს, იმხიარულოს, იზეიმოს, იმღეროს და ილაპარაკოს, რაშიც, რაღა თქმა უნდა, ადამიანური მასები მოიაზრება. ამასთანავე გამოცხადების 13:3,4-ში საუბარია უშუალოდ უწმინდურ ადამიანურ საზოგადოებაზე, რომლებიც ღვთის ძალაუფლებას უარყოფენ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ გამოცხადების 20:11-ში ჩვენ ამგვარი უწმინდური არჩევანის საბოლოო შედეგის შესახებ ვკითხულობთ:


«მაშინ ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და მასზე მჯდომარე, ვისი სახისგანაც ილტვოდნენ მიწა და ცა, და აღარ აღმოჩნდა ადგილი მათი» (შეადარეთ მათეს 24:35).

თუ სიტყვა «მიწაში» ადამიანური საზოგადოება იგულისხმება, მაშინ რა იგულისხმება სიტყვა «ცაში»? ბიბლიაში ცა ხშირად უზენაეს ხელისუფლებას ასიმბოლოებს და გამოიყენება როგორც ყოვლისშემძლე ღმერთის მიმართ, ასევე ადამიანური ხელისუფლებების მიმართ (ფსალმუნები 102:19; დანიელი 4:23; იოანე 19:11; გამოცხადება 4:2). მაგალითად, რომაელების 13:1-ში ნათქვამია:


«დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგან არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია».
«ღვთის გულისათვის, დაემორჩილეთ კაცთა ყოველგვარ ხელმწიფებას, გინდა მეფეს, როგორც უზენაეს მბრძანებელს» (1 პეტრე 2:13).

ამავდროულად წმინდა წერილი გვეუბნება, რომ «მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის ხელშია» (1 იოანე 5:19, აქ). იგივე აზრს ესმება ხაზი ლუკას 4:6-ში; იოანეს 12:31-ში; 2 კორინთელების 4:4-ში. ესაიას 14:12-14-ში ხატოვნადაა აღწერილი სატანის ლტოლვა იმისაკენ, რომ დიდი ძალაუფლება ჰქონდეს ქვეყნიერებაზე და ზეციდან მართოს ის «უზენაესის» მსგავსად. აქედან გამომდინარე გასაგები ხდება, თუ რატომაა ეფესოელების 6:12-ში ნათქვამი, რომ «სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ». სიტყვა «ცისქვეშეთი» ძველ ტექსტში წარმოდგენილია ბერძნული სიტყვით "ἐπουράνιος" (სტრონგის № 2032), რომელიც პირდაპირ ითარგმნება როგორც «ზეციური», «ზეცაში მცხოვრები». ამგვარად, ბიბლია სატანასა და მის დემონებს პირდაპირ ამ ქვეყნიერების «ზეციურ მმართველებს» უწოდებს (შეადარე დანიელი 10:13,20). 

კოლოსელების 2:15-ში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ქრისტეს სიკვდილის წყალობით, ღმერთმა «განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი, საყოველთაოდ გამოააშკარავა ისინი» (სბს-2013). შემდგომ ქრისტე სრულიად და საბოლოოდ «გააუქმებს ყოველგვარმთავრობას, ხელმწიფებას და ძალას», რომლებშიც იგულისხმებიან როგორც ხილული, ასევე ღვთისაგან განდგომილი ქვეყნიერების უხილავი მმართველობის ფორმები (1 კორინთელები 15:24). ღვთის სასამართლოს დღის დადგომამდე, სატანა და მისი დემონები, როგორც უღვთო სისტემის მმართველები, მუდამ შეეცდებიან კაცობრიობის განწყობის მართვას და მასში ღვთისადმი დაუმორჩილებლობის ფორმირებას მოახდენენ, როგორც ამის შესახებ გამოცხადების 16:14-ში ჩაწერილი სიტყვები მეტყველებენ -  


«ესენი არიან ეშმაკთა სულები, რომლებიც ახდენენ სასწაულებს და გადიან მთელი ქვეყნიერების მეფეებთან, რათა თავი მოუყარონ მათ საბრძოლველად ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიად დღეს» (სეადარეთ გამოცხადება 13:2).
წმინდა წერილების ზემოთ მოყვანილი სიტყვებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავინახოთ, რომ სიტყვა «ცაში», რომელიც განადგურდება, ბიბლია გულისხმობს არა პირდაპირი გაგებით ცას ან კოსმიურ სფეროს, არამედ მმართველობათა იმ ფორმებს, რომლებიც ჭეშმარიტი ღვთის ძალაუფლებას ეწინააღმდეგებიან (შეადარეთ გამოცხადება 12:12). იმის ნაცვლად, რომ შემოქმედის უზენაესი ძალაუფლება აღიაროს, ეს «ზეცა» საკუთარ ძალაუფლებას განავრცობს «მიწაზე» - ადამიანთა დარჩენილ საზოგადოებაზე. მათი დაუმორჩილებლობიდან გამომდინარე ისინი ღვთის მიერ სამუდამოდ იქნებიან განადგურებულნი. 




«ზეცა და დედამიწა» წარღვნამდე

ყურადღება მივაქციოთ მოციქული პეტრეს სიტყვებს მე-3 თავის დასაწყისში:


«რადგანაც საკუთარი ნებასურვილით ივიწყებენ, რომ ცა და მიწა თავდაპირველად წყლისაგან და წყალთა შუა შეიქმნა ღვთის სიტყვით. ამიტომაც მაშინდელი სამყაროწყლით წაირღვნა და დაიღუპაახლანდელ ცასა და მიწას კი ცეცხლისათვის ინახავს იგივე სიტყვა, რათა განკითხვის დღეს მოსრას უღვთონი» (2 პეტრე 3:5-7).

განკითხვის დღეს «ცისა და მიწის» მოახლოებულ განადგურებაზე საუბრის დაწყებამდე, პეტრე ჯერ იმ ცნობილ მოვლენებს მოიხსენიებს, რომლებმაც წარღვნამდელი ქვეყნიერების განადგურება გამოიწვია. აქ ჩვენ ერთ მნიშვნელოვან დეტალს ვხედავთ: პეტრე ამბობს, რომ «მაშინდელი სამყარო დაიღუპა», რის შემდეგაც «ცას და მიწას» უკვე «ახლანდელად» მოიხსენიებს. ანუ მოციქული ერთმანეთისგან ყოფს წარღვნამდელ «ცას და მიწას» და წარღვნის შემდგომ «ცას და მიწას». როგორ უნდა გავიგოთ პეტრეს სიტყვები?

თუ ვიფიქრებთ, რომ წარღვნისას პირდაპირი გაგებით «ცა და მიწა» განადგურდა, მაშინ რეალურად როგორ მოხდა ეს ყველაფერი? რაღა თქმა უნდა, რომ პირდაპირი გაგებით მიწა არ განადგურებულა. ნამდვილი ცაც ხელუხლებელი დარჩა. არც პლანეტები და ვარსკვლავები, არც მზე და მთვარე არ განადგურებულა. ღვთის სასჯელი მხოლოდ დედამიწაზე არსებულ ცოცხალ არსებებს შეეხო

პასუხს დაბადების წიგნის მე-6 თავში ვპოულობთ. პირველივე სიტყვებიდან ჩვენს თვალწინ ადამიანთა შორის გამრავლებული უკანონობისა და ძალადობის სურათი იშლება. ამის ძირითადი მიზეზი ადამიანთა საზოგადოებაზე დემონების ზეგავლენა გახდა, რომლის დროსაც ბოროტი ანგელოზები ღიად მოქმედებდნენ წარღვნამდელ მსოფლიოში. შედეგად დედამიწაზე ახალმა არსებებმა იწყეს გამოჩენა – ბუმბერაზებმა (ნეფილიმები, ანუ «წამქცევები»), რომლებიც ადიანთა შორის საკუთარ ძალაუფლებას ძალადობითა და სისასტიკით ამყარებდნენ.

დაბადების 6:11-13-ში ჩვენ ვკითხულობთ:


«წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით. გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და, აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე. უთხრა ღმერთმა ნოეს: მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით; და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ».

როგორც ვხედავთ, ბიბლია «გარყვნილ ქვეყანაში» ყველა იმ გონიერ ქმნილებას გულისხმობს, რომლებმაც უწმიდურობისა და უკანონობის გზა აირჩიეს. ღმერთი ამ «ქვეყნის» განადგურების გადაწყვეტილებას იღებს, თუმცა კონტექსტი ნათლად გვიჩვენებს, რომ განადგურებული იქნება არა პირდაპირი გაგებით პლანეტა, არამედ მხოლოდ ცოცხალი არსებები. ზუსტად ამ აზრით განახორციელა ღმერთმა ნოეს დღეებში «ქვეყნის დაღუპვა» (დაბადება 9:11; 7:23; 8:21). ნოეს დღეებში განადგურებული იქნა ასევე იმ ქვეყნიერების სიმბოლური «ზეცაც», რომელიც დემონებისა და მათი ბუმბერაზების ძალაუფლებით იყო წარმოდგენილი (1 პეტრე 3:19,20; 2 პეტრე 2:4,5; იუდა 1:6).

საყურადღებო ისაა, რომ წარღვნის შემდეგ ღმერთი პირობას დებს მეტად აღარ გაანადგუროს ყველაფერი ცოცხალი, როგორც ეს ნოეს დღეებში გააკეთა:
«და თქვა უფალმა [ღმერთმა] თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე; მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვიქეცი. ვიდრე ქვეყანა იქნება - არც თესვა და არც მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება» (დაბადება 8:21,22. შეადარეთ ესაია 54:9).

ღვთის მხოლოდ ამ ერთი დანაპირებიდანაც კი ჩანს, რომ მის გეგმებში არ შედის პლანეტის განადგურება როგორც ასეთი. შემოქმედი «აღარ დაწყევლის მიწას» და არ დაღუპავს «ცოცხალ არსებას», ცხოველთა სამყაროს ჩათვლით, როგორც ეს მან წარღვნისას გააკეთა. პირიქით, ფიზიკური დედამიწისათვის მან მარადიული არსებობა გაითვალისწინა. 

ბიბლიის ზემოთმოყვანილი მითითებების საფუძველზე ჩვენ კვლავ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ მოციქული პეტრეს სიტყვები «ახალი ცისა და ახალი მიწის» მოლოდინის შესახებ არ გულისხმობს არსებული პლანეტისა და ვარსკვლავების შეცვლას რომელიმე სხვა პლანეტით ან თუნდაც სამყაროთი (2 პეტრე 3:13). რადგან ნახსენები «მაშინდელი სამყაროს» დაღუპვა ნოეს დღეებში არ ნიშნავდა პირდაპირი გაგებით მთელი პლანეტისა და ცის  დაღუპვას. ზუსტად ასევე «ახლანდელი ცისა და მიწის» დაღუპვა გულისხმობს მხოლოდ «უღვთოთა» დაღუპვას (2 პეტრე 3:7). გარკვეული აზრით, ახალი ქვეყნიერება უკვე წარმოდგენილი იქნება «მესამე ცითა და მიწით», ანუ უშუალოდ ღვთის ზეციური მმართველობით (ღვთის სამეფოთი ქრისტეს მეთაურობით) და ღვთის მსახურების ახალი მიწიერი საზოგადოებით, რაზეც მიუთითებდა კიდეც იესო მათეს 5:5-ში (შეადარეთ 2 კორინთელები 12:2-4). 




არა ახალი პლანეტა, არამედ არსებულის გადაქცევა სამოთხედ

განვიხილოთ კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ღვთის ჩანაფიქრს განმარტავს დედამიწასთან დაკავშირებით. თავმდაბალი ადამიანების მომავალ ჯილდოზე საუბრისას ბიბლია განმარტავს, რომ ღვთის ნება მდგომარეობს ზუსტად იმ მიწის გარდაქმნაში და ბოროტებისაგან გაწმენდაში, რომელზეც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შემოქმედი კი არ გაანადგურებს ჩვენს პლანეტას, არამედ შეცვლის მას. ამასთანავე შეგვიძლია გავიხსენოთ სიტყვები ყველაზე ცნობილი ლოცვიდან «მამაო ჩვენო», სადაც იესო გვასწავლის, რომ ჩვენი იმედი ამგვარად დავამყაროთ:


«მოვიდეს სუფევა (სამეფო) შენი, იყოს ნება შენი, როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც» (მათე 6:10. შეადარეთ ფსალმუნი 84:11,12).
ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ღვთის მსახურები ღვთის სამეფოს მოსვლას იმისათვის უნდა ელოდნენ, რათა მისი დახმარებით დაიწყოს განხორციელება ღვთის ნებამ «ქვეყანაზეც», ისევე, როგორც ის ცაში ხორციელდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში. აქ მცირედი მინიშნებაც კი არ არის იმაზე, რომ დედამიწა განადგურებული უნდა იქნას. რადგან ეს რომ ასე მომხდარიყო, მაშინ იესოს სიტყვები აზრს დაკარგავდა! ასე რომ დედამიწა ღვთის მიერ თავიდანვე  იმისათვის შეიქმნა, რომ კაცობრიობას მასზე მარადიულად და მშვენივრად ეცხოვრა. და ღვთის ეს ჩანაფიქრი შეუძლებელია შეუსრულებელი დარჩეს!


«რადგან ასე ამბობს უფალი, ცათა შემოქმედი (ის არის ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა; მან დაამყარა იგი, საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა)» (ესაია 45:18).

ზემოთ განხილული ნოეს მაგალითი ამის მტკიცებულებას წარმოადგენს. «და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც», - გაგვაფრთხილა იესომ. ნოე და მისი ოჯახი ღმერთმა კიდობანს შეაფარა, ყველა ღვთის ურჩი კი დასასჯელად იქნენ დატოვებულნი. შედეგად ნოე გადარჩა ღვთის მიერ ცოდვილების დასჯისას და ისევ იგივე მიწაზე დარჩა, თუმცა უკვე ბოროტი ადამიანებისაგან გაწმენდილზე. ზუსტად ასეთივე პრინციპით გადაარჩენს ღმერთი თავის ერთგულ მსახურებს სასამართლოს დღეს, «მცირე ხანს შეაფარე[ბს]..., ვიდრე რისხვა გადაივლიდეს» (ესაია 26:20,21).

მაგალითად, ეზეკიელის 39:8-16-ში ბიბლია წინასწარმეტყველურად აღწერს დედამიწის განწმენდის პროცესს ღვთის მიერ უწმინდური სისტემის განადგურების შემდეგ. ამ პროცესში, რომელიც არაერთი წელი გაგრძელდება, მონაწილეობას არმაგედონში გადარჩენილი ღვთის მიწიერი მსახურები მიიღებენ. «განწმენდენ ქვეყანას», - ამბობს ბიბლია (ეზეკიელი 39:12,16; შეადარეთ მეორე რჯული 32:43).


საკვანძო მუხლები:

1.ეკლ1:4
2.ფს104:5 აქ ორ ებრაულ სიტყვას იყენებს ბიბლია იმის ხაზგასასმელად რომ დედამიწა მარადიულად იარსებებს ოლამ და ადაჰ
ამ ორი ებრაული სიტყვით ხაზგასმულია ის რომ დედამიწა სამარადისოდ იქნება
3.ფს119:90
4.ფს68:69
5.ფს148-3-6
6.დაბ 1:31 - კან 32:4
7.ეს45:18
8.ფს93:1
9.მათ5:5,35
10.იერ33:20,25,6 ღვთის შეთანხმება დღესთან და ღამესთანნიმაზე მეტყველებს რომ დედამიწა მარადიულად იარსებებს
11.ფს37:29



სხვა მუხლები რომლებიც ერთი შეხედვით მხარს უჭერენ დედამიწის განადგურებას


1.(მათეს24:29,30,35)(მრ13:24-26,31)(ლუკ21:25-27,33)(ეს13:9,10)(გმც6:12-17) პასუხი: როგორც იუდევლებს, მათ უნდა გაეგოთ ებრაული წერილების ასეთი ენა, მრავალი წინასწარმეტყველი აღწერდა დაბნელებულ მზეს, მთვარეს, რომელიც არ ანათებდა და ვარსკვლავებს, რომლებიც არ გამოსცემდნენ შუქს. ასეთი ენით გადმოცემული ცნობები შეგიძლიათ იხილოთ ღმერთის ინსპირირებულ წინასწარმეტყველებებში, რომლებიც მიმართულია ბაბილონის, ედომის, ეგვიპტისა და ისრაელის ჩრდილო სამეფოს წინააღმდეგ (ესაია 13:9, 10; 34:4 5; იერემია 4:28; ეზეკიელი 32:2, 6-8; ამოს 5:20; 8:2, 9).თუმცა არც დედამიწა განადგურებულქ და არც ზეცა მასში იგულისხმებოდა ადამიანები
 საქმეების 2:1-4-სა და 14-21-ში ჩაწერილის თანახმად, ახალი წელთაღრიცხვით 33 წელს ღმერთმა გადმოაფრქვია წმინდა სული 120 მოწაფეზე, მამაკაცებზე და ქალებზე. მოციქულმა პეტრემ გამოაცხადა, რომ ამ შემთხვევის შესახებ წინასწარმეტყველ იოველმა იწინასწარმეტყველა. მაგრამ, რა შეიძლება ითქვას იოველის სიტყვების შესახებ, რომ ‘მზე დაბნელდება, მთვარე გასისხლიანდება და ვარსკვლავებს წაერთმევათ შუქი’? არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ყოველივე ეს შესრულდა ახალი წელთაღრიცხვით 33 წელს ან მომდევნო 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რომელიც იუდეველთა სისტემის აღსასრულის დადგომამდე გრძელდებოდა.

ერთ-ერთი წინასწარმეტყველების თანახმად ძველ ისრაელს სულიერი გაგებით ასეთი წყვდიადი მოიცავდა. იერემია აფრთხილებდა ისრაელს: „გაპარტახდება მთელი ქვეყანა. განა ბოლომდე არ შევმუსრავ მას?! ამიტომ იგლოვებს ქვეყანა და მაღლა ცა დაბნელდება“ (იერემია 4:27, 28). ძვ. წ. 607 წელს, როდესაც ეს წინასწარმეტყველება შესრულდა, იეჰოვას ხალხისთვის, მართლაც, შავბნელი დრო დადგა. მათი დედაქალაქი, იერუსალიმი, ბაბილონელებმა დაიპყრეს, მათი ტაძარი დაანგრიეს, მიწა კი გააპარტახეს. ისრაელებისთვის აღარ ჩანდა ზეციდან იმედის ნაპერწკალი. ყველაფერი ისე იყო, როგორც მგლოვიარე იერემია შესჩიოდა იეჰოვას: „გვკლავ და არ გვიბრალებ. ღრუბლებით კეტავ შენთან მოსასვლელს, ლოცვებმა რომ ვერ გამოაღწიონ მათში“ (გოდება 3:43, 44). იერუსალიმისთვის ეს ის წყვდიადი იყო, რომელიც სიკვდილსა და განადგურებას ნიშნავდა.

„ცის“ მნიშვნელობის გაგებაში გვეხმარება მსგავსი წინასწარმეტყველება, რომელიც ერების წინააღმდეგ იეჰოვას რისხვას ეხება: „დალპება ყველა, ვინც ცის ლაშქარშია. ცა გრაგნილივით დაიხვევა“ (ესაია 34:4). ეს წინასწარმეტყველება ედომზე უნდა შესრულებულიყო. როგორ? ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურებიდან მცირე ხანში ბაბილონელებმა ედომიც მიწასთან გაასწორეს. როგორც ცნობილია, იმ დროს ცაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ ედომის „ცაში“* დიდი უბედურება დატრიალდა. ედომის მმართველებმა დაკარგეს ცასავით მაღალი მდგომარეობა (ესაია 34:5). ისინი თითქოს დაახვიეს და გამოუსადეგარი ძველი გრაგნილივით გვერდზე გადადეს.
 ამგვარად „ცაში“, რომელიც „გრაგნილივით დაიხვა“, იგულისხმება ღვთის მოწინააღმდეგე მთავრობები, რომლებიც დედამიწაზე მმართველობენ. თეთრ ცხენზე ამხედრებული ყოვლისმპყრობელი მხედარი მათ ერთხელ და სამუდამოდ გაანადგურებს (გამოცხადება 19:11—16, 19—21). (2 პეტრე 3:7). მაგრამ რას ნიშნავს ფრაზა „ყოველი მთა და ყოველი კუნძული მოშორებულ იქნა თავისი ადგილიდან“?

 ბიბლიურ წინასწარმეტყველებებში ნათქვამია, რომ მთები და კუნძულები იძვრის ან კარგავს სიმტკიცეს დიდი პოლიტიკური რყევების გამო. მაგალითად, ნინევეს წინააღმდეგ იეჰოვას გამოტანილ განაჩენს რომ აცხადებდა, წინასწარმეტყველმა ნაუმმა დაწერა: „შეიძრნენ მთები მის გამო, დადნენ გორები. ზანზარებს დედამიწა მისი სახის წინაშე და ნაყოფიერი მიწა თავისი მკვიდრებითურთ“ (ნაუმი 1:5). როგორც ცნობილია, ძვ. წ. 632 წელს ნინევეს დაცემის დროს მთები პირდაპირი გაგებით არ შეძრულა, თუმცა ეს მსოფლიო იმპერია, რომელიც თავისი ძლიერებით მთას ჰგავდა, მოულოდნელად დაეცა (შეადარეთ იერემიას 4:24).
 მაშასადამე,  „ყოველი მთა და ყოველი კუნძული“ უნდა განასახიერებდეს მთავრობებსა და მათზე დამოკიდებულ ორგანიზაციებს, რომლებიც, ერთი შეხედვით, სიმტკიცით გამოირჩევიან. ისინი მალე შეიძვრებიან და შეაძრწუნებენ მათზე დაიმედებულ ხალხს. წინასწარმეტყველების თანახმად მოდის იეჰოვას და მისი ძის, იესოს რისხვის დიდი დღე — სატანის ორგანიზაციის გამანადგურებელი საბოლოო „მიწისძვრა“. ისინი შურს იძიებენ!

2.(ფს102:26,27 )(ებრ1:10-12)როგორც კონტექსტიდან ჩანს, ამ მუხლებში დედამიწის განადგურებაზე კი არ არის საუბარი, არამედ იმაზე, რომ ღმერთი მარადიულია.ამას კონტექსტი გვიჩვენებს, ფსალმუნმომღერალი, რომელიც შესაძლოა ბაბილონის ტყვეობაშია, 101-ე ფსალმუნს თავისი გასაჭირის აღწერით იწყებს. ის მოთქვამს იმის შესახებ, რომ მისი ცხოვრება „კვამლივით“ ქრება. ბევრი დარდის გამო მისი სხეული დასუსტდა და ‘მისი ძვლები ვარვარებდა, როგორც კოცონი’. მას ძალ-ღონე გამოელია და „დაჭკნა ბალახივით“. ის მარტოობას გრძნობს „ვითარცა ეული ჩიტი სახურავზე“. განსაცდელმა მადა დაუკარგა და მთელი დღეების განმავლობაში გლოვობდა (ფსალმუნები 101:4—12). ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, ფსალმუნმომღერალს იმედი არ დაუკარგავს. რატომ? იმის გამო, რაც იეჰოვამ სიონს ანუ იერუსალიმს აღუთქვა.ფსალმუნმომღერალი კიდევ სხვა რამემ აღძრა, იეჰოვას სრულად მინდობოდა. რამ? იმის ცოდნამ, რომ ღმერთი მარადიულია.ეჰოვა ღმერთის მარადიულობასთან, თვით დედამიწისა და ცის არსებობის წლების შედარებაც კი შეუძლებელია. ფსალმუნმომღერალი დასძენს: „ისინი [ცა და დედამიწა] ჩაივლიან, შენ კი იარსებებ“ (ფსალმუნები 101:27). ფაქტობრივად, ფიზიკური ცისა და დედამიწის განადგურება შესაძლებელია. მართალია, იეჰოვამ თქვა, რომ ცა და დედამიწა მარადიულად იარსებებს, მაგრამ მისი განზრახვა რომ ყოფილიყო, ფიზიკური ცისა და დედამიწის განადგურდება შესაძლებელი იქნებოდა (ფსალმუნები 118:90; ეკლესიასტე 1:4). ამის საპირისპიროდ, შეუძლებელია, რომ ღმერთმა არსებობა შეწყვიტოს. ფიზიკური ქმნილებები „უკუნითი უკუნისამდე“ მხოლოდ იმიტომ დგას, რომ ღმერთი იცავს მათ (ფსალმუნები 148:6). იეჰოვა ღმერთმა ფიზიკურ ქმნილებებზე ზრუნვა რომ შეწყვიტოს, მაშინ ‘ისინი ტანსაცმელივით დაძველდებოდნენ’ (ფსალმუნები 101:27). როგორც ადამიანის სიცოცხლე არ არის დამოკიდებული ტანსაცმელზე, რომელიც დროთა განმავლობაში ცვდება, ასევე იეჰოვაც, თუ ინებებდა, თავისი ქმნილებების გარეშეც იარსებებდა. მაგრამ ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთს არ სურს ეს. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს, რომ ფიზიკური ცა და დედამიწა მარადიულად იარსებებენ (ფსალმუნები 103:5).

ამრიგად ამ სიტყვებით ფსალმუნმომღერალი არ ეწინააღმდეგებოდა დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის მარადიულ განზრახვას. ის ღვთის მარადიულობას მის მიერ შექმნილი ნებისმიერი სხეულის ხრწნილებას ადარებდა. ღმერთს რომ მარადიული განახლების ძალა არ ჰქონდეს, სამყარო — მათ შორის ჩვენი მზის სისტემა, რომელზეც დედამიწის სტაბილურობა, სინათლე და ენერგიაა დამოკიდებული — საბოლოოდ განადგურდებოდა. ამგვარად, პატრონი რომ არ ჰყოლოდა, დედამიწა „გაცვდებოდა“, ანუ სამუდამოდ განადგურდებოდა.

3.სოფ1:18;3:8 დედამიწაში ხალხებს გულისხმობს
მუხლის ბოლოს ხაზგასმითაა აღნიშნული რომ შემუსრავს დედამიწის.მკვიდრთ
3:8 მუხლშიც მსგავსი სიტყვები წერია მაგრამ  9 მუხლიდან ვხედავთ რომ ადამიანები გადარჩებიან დედამიწაზე
ამრიგად დედამიწაში ადამიანებია ნაგულიახმევი შეადარეთ ეს1:2;49:13   იერ22:29

4.ეს13:9-11 ისრაელზე შესრულდა. არ განადგურებულა ისრაელი. იგივე რაც ზემოთ ითქვა. იეჰოვა თავისი ერის ჩაგვრის გამო განურისხდება და დასჯის ბაბილონს. მთელ ქვეყანას მოჰკითხავს ბაბილონელთა სიავეს. ეს ამაყი მჩაგვრელები ვეღარ შეძლებენ იეჰოვას გმობას!

5.ეს24:1-6 იერ4:23-29 (ეს50:3) .

ეს წინასწარმეტყველებები იერუსალიმსა და იუდაზე შესრულდა. თავისი განაჩენის აღსასრულებლად იეჰოვამ ბაბილონელებს იერუსალიმისა და იუდას დაპყრობის საშუალება მისცა. საბოლოოდ, მთელი ეს ტერიტორია გაპარტახდა და გაუკაცრიელდა (იხილეთ იერემიას 36:29). მაშინ ღმერთს არ გაუნადგურებია მთელი დედამიწის მოსახლეობა, ის არც მომავალში გააკეთებს ამას. ეს კონტექსტიდან აც ნათლად ჩანს ეს24:6 მუხლი რომ ადამიანები გადარჩნენ სასჯელის შემდეგ და ეს არ იქნებოდა საყოველთაო განადგურება.

6.ეს33:9 აქ ესაია აღწერს, რა უბედურებას დაატეხს მალე იუდეველებს აშური (წაიკითხეთ ესაია 33:7). აქ არ აღიწერება დედამიწის გაპარტახება არამედ იუდეველებისთვია უბედურების დატეხვაა ნახსენები(იერ9:9-11)

7.ეს34:4 ცის მთელ მხედრობაში“ არ იგულისხმება პირდაპირი მნიშვნელობით ვარსკვლავები და პლანეტები. მე-5 და მე-6 მუხლებში ლაპარაკია დამსჯელ მახვილზე, რომელიც ამ ‘ცაში დაითრო’ სისხლით. ამიტომაც მისით კაცობრიობის რომელიმე ნაწილი უნდა იყოს წარმოდგენილი (1 კორინთელთა 15:50). ქედმაღლობის გამო უმაღლესი ხელისუფალნი, კაცობრიობის მთავრობები, ცას არიან შედარებული, რომელიც ადამიანთა საზოგადოებას მართავს (რომაელთა 13:1—4). ასე რომ, „ცის მხედრობით“ მთელი კაცობრიობის მთავრობებია წარმოდგენილი.

8.ეს51:6 აქ იეჰოვა ყურადღებას ამახვილებს ჭეშმარიტებაზე, რომლის აღიარებაც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს მოუწევს. ვერც ზეცაში და ვერც დედამიწაზე ხელს ვერაფერი შეუშლის იეჰოვას თავისი ნების შესრულებაში (დანიელი 4:31, 32). ის ამბობს: „თვალი ააპყარით ცისკენ და დაბლა მიწას დახედეთ; რადგან ცა კვამლივით განქარდება და მიწა სამოსელივით გაცვთება, მისი მცხოვრებნი ქინქლებივით დაიხოცებიან; ჩემი ხსნა კი საუკუნოდ დარჩება და ჩემი სიმართლე არ დაირღვევა“ (ესაია 51:6). მიუხედავად იმისა, რომ ბაბილონელი მეფეები არასდროს ათავისუფლებენ ტყვეებს, იეჰოვას წინ ვერაფერი აღუდგება თავისი ხალხის ხსნისას (ესაია 14:16, 17). ბაბილონელთა „ცა“, რომლითაც მმართველი ძალებია წარმოდგენილი, განადგურდება. ბაბილონელთა „მიწა“ ანუ ამ მმართველთა ქვეშევრდომები თანდათანობით მოისპობა. დიახ, დღეს არსებული უძლიერესი ძალებიც კი წინ ვერ აღუდგებიან იეჰოვას ძალას ანუ ხელს ვერ შეუშლიან მას თავისი ხალხის ხსნაში.კონტექსტი იეჰოვას მიერ მათ მფარველობას მოწმობს 51:4,5

9.გმც20:3 მათი თქმით, „უფსკრულში“ გაუკაცრიელებული დედამიწა იგულისხმება. სწორია ეს აზრი? გამოცხადების 12:7—9, 12-დან ჩანს, რომ უფსკრულში სატანის ჩაგდებას წინ უძღვის მისი გადმოგდება ზეციდან დედამიწაზე, რაც მრავალი უბედურების მიზეზი ხდება. ამიტომ ‘უფსკრულში ჩაგდება’, რის შესახებაც გამოცხადების 20:3-ში ვკითხულობთ, არანაირად არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ სატანა დედამიწაზე იქნება დატოვებული. დღეს ის უკვე არის უხილავად დედამიწაზე. ‘უფსკრულში ჩაგდების’ შემდეგ ის დედამიწაზე აღარ იქნება, რათა „შეცდომაში აღარ შეიყვანოს ხალხები, სანამ ათასი წელი არ დასრულდება“. გამოცხადების 20:3-ში „ხალხებზე“ კი არა, სატანაზეა ნათქვამი, რომ ათასი წლის ბოლოს გათავისუფლდება უფსკრულიდან. როცა სატანა გათავისუფლდება, ეს „ხალხები“ დედამიწაზე იქნებიან.

10.(დაბ3:17,18)   17 მუხლში წერია რომ ადამის გამო იყო დაქყევლილი და არანიმის გამო რომ დედამიწა აღარ უნდოდა ღმერთს.

11..ბიბლიაში არის სხვა მუხლებიც, რომლებიც, ერთი შეხედვით, დედამიწის მიმართ ღვთის განზრახვას ეწინააღმდეგება. მაგალითად, ბიბლიაში ნათქვამია, რომ ცა და დედამიწა „მოისპო“ (გამოცხადება 21:1). ეს სიტყვები არ ეწინააღმდეგება იესოს დანაპირებს: „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათე 5:5). მაშ, რას გულისხმობს ბიბლია, როდესაც ცასა და დედამიწაზე ამბობს, რომ „მოისპო“?

ხშირად ბიბლია „დედამიწას“ გადატანითი მნიშვნელობით იყენებს და ადამიანთა საზოგადოებას გულისხმობს. მაგალითად, დავუკვირდეთ შემდეგ მუხლს: „დედამიწავ, დედამიწავ, დედამიწავ, ისმინე იეჰოვას სიტყვა!“ (იერემია 22:29). ცხადია, აქ გამოყენებული სიტყვა „დედამიწა“ დედამიწაზე მცხოვრებ ხალხზე მიუთითებს. კიდევ ერთი მაგალითი ფსალმუნის 113:7-შია მოცემული, საქართველოს საპატრიარქოს თარგმანში, სადაც ვკითხულობთ: „უფლის წინაშე ძრწოდე, დედამიწავ, იაკობის ღმერთის წინაშე“. აშკარაა, რომ ამ და სხვა მუხლებში სიტყვა „დედამიწა“ გადატანითი მნიშვნელობით არის გამოყენებული და ხალხს გულისხმობს (ფსალმუნი 96:13).
ბიბლია დედამიწაზე მცხოვრებ მმართველებს ზოგჯერ ცას ან ციურ სხეულებს ადარებს. მაგალითად, სასტიკ ბაბილონელ მმართველებს ის ვარსკვლავებს ადარებს, ვინაიდან მათ საკუთარი თავი ირგვლივ მყოფებზე მაღლა დააყენეს (ესაია 14:12—14). როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, გადატანითი მნიშვნელობით ბაბილონის ზეცა, ანუ მისი მმართველი კლასი, და დედამიწა, ანუ ამ კლასის მმართველობის მხარდამჭერები, ძვ. წ. 539 წელს განადგურდნენ (ესაია 51:6). ამან მომნანიებელ იუდეველებს იერუსალიმში დაბრუნების საშუალება მისცათ, სადაც „ახალი ცა“, ახალი მმართველები, ხელმძღვანელობას უწევდნენ „ახალ დედამიწას“, ანუ მართალ ადამიანებს (ესაია 65:17).


წყარო: sergeiivanov.blogspot.com
(თარგმანი აღებულია maxvili.blogspot.com)

No comments:

Post a Comment