Sunday, 27 December 2020

კათოლიკური ინკვიზიცია

 

ისტორიკოსები გამოყოფენ ინკვიზიციის 4 ძირითად მონაკვეთს: შუა საუკუნეების ინკვიზიცია (1184 წ-XVI ს), ესპანური ინკვიზიცია (1478-1834 წწ), პორტუგალიური ინკვიზიცია (1536-1821 წწ) და რომაული ინკვიზიცია (1542-1860 წწ). თავად სიტყვა „ინკვიზიცია” გულისხმობდა იმ შემთხვევების გამოძიებას, რომლებიც ერესსა და ერეტიკოსებს ეხებოდათ. შესაბამისად, ინკვიზიცია დღესაც არსებობს, მხოლოდ გამოძიების მეთოდებში აღარ შედის წამება და დამნაშავეებსაც სიკვდილით არ სჯიან.


იმ ავბედითი 7 საუკუნის განმავლობაში თუკი ვინმე თავისი ქმედებით გამოიწვევდა რომაული კათოლიკური ეკლესიის ეჭვს ან მრისხანებას, დიდ საფრთხეში ვარდებოდა. მათ სტუმრობდნენ ინკვიზიტორები, რომელთა ვალი იყო „ამოეძირკვათ და გაეწმინდათ ქრისტიანული ცივილიზებული სამყარო ერესისა და ღმერთის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისგან.” ეჭვმიტანილებისგან აღიარებითი ჩვენების მისაღებად წამება აქტიურად გამოიყენებოდა, ამიტომ ინკვიზიციის მარწუხებში გაბმული უდანაშაულო ადამიანები ვერაფერს აწყობდნენ. ამ ყველაფერს კი ეკლესია მხარს უჭერდა.


გარდა სპეციფიკური შემთხვევებისა, რომლებიც ამ სიის დანარჩენ პუნქტებშია ნახსენები, ინკვიზიცია პერიოდულად იჭერდა და აწამებდა ებრაელებს, მუსლიმებს, ვალდენსებს , ჰუსიტებსა (იან ჰუსის სწავლების მიმდევრები) და სხვა მრავალი რელიგიისა მიმდევრებს. მათ წინასწარ ეძლეოდათ გაფრთხილება, დაეტოვებინათ მითითებული ადგილი, რის შემდეგაც თუკი ვინმეს იპოვიდნენ, აპატიმრებდნენ და უყენებდნენ ულტიმატუმს: მიეღოთ კათოლიკობა  ან სიცოცხლეს დამშვიდობებოდნენ. ვინც უარის თქმას გაბედავდა, საშინელი წამება ელოდა, სანამ აზრს არ შეიცვლიდა. ინკვიზიცია გამონაკლისს არ უშვებდა და ერთნაირად ექცეოდა ყველას – მამაკაცებს, ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს, ავადმყოფებს და ა.შ.


წამების მეთოდები საკმაოდ მრავალფეროვანი იყო – დადაღვა, კიდურების გაჭიმვა, ფეხის ან ხელის თითებით ჩამოკიდება, თითების გაჭყლეტა, ძვლების ჩამტვრევა, ჩვეულებრივი ცემა, ტერფების დაწვა, ხორცების მოგლეჯა, გახურებული ცეცხლის საჩხრეკით თვალების დათხრა და ა.შ. ასეთი ტანჯვის შემდეგ საბრალო მსხვერპლი დიდი ალბათობით გარდაცვლილთა რიგებში ეწერებოდა, ინკვიზიტორები კი მათ სხეულს წვავდნენ. 7 საუკუნის განმავლობაში კათოლიკური ეკლესია წარმოუდგენელ ძალაუფლებას ფლობდა, ფაქტობრივად უფრო გავლენიანები იყვნენ, ვიდრე მონარქები, ინკვიზიციის მიერ გამოყენებული მეთოდების სისასტიკე კი ადამიანის წარმოდგენის ზღვარს სცდებოდა.

ქვემოთ წარმოგიდგენთ კონკრეტულ მაგალითებს




● უილიამ ტინდეილი

ტინდეილმა თავისი ცხოვრება მიუძღვნა ბიბლიის ვერნაკულარულ ინგლისურ ენაზე თარგმნას, რათა ინგლისის რიგით მოსახლეობას საშუალება ჰქონოდა, თავად გაცნობოდნენ წმინდა წერილს. როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, ამგვარი ქმედება, როგორც წესი, ეკლესიის მხრიდან დანაშაულად ირაცხებოდა, ამიტომ ტინდეილს უჭირდა თანამოაზრეების პოვნა, რომლებიც ამ შრომატევად საქმეში დახმარებას გაუწევდნენ. იმ პერიოდის სასულიერო პირებს ეს არ აწყობდათ, რადგან მკვდარ ენებზე დაწერილი ბიბლია ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გაუგებარი იყო, რის გამოც მათ უწევდათ, ბრმად დაეჯერებინათ მღვდლებისთვის, ინგლისურ ენაზე გამოცემული ბიბლია კი შეიძლებოდა ეკლესიის ძალაუფლების შემამცირებელი ფაქტორი აღმოჩენილიყო.


მისი შეკავება რომ ვერ მოეხერხებინათ, ტინდეილმა თავშესაფრად ბელგია და გერმანია აირჩია, ამგვარად მოახერხა გარკვეული პერიოდით დამალვა, სანამ დაასრულებდა ახალი აღთქმის თარგმნას 1525 წელს. ტინდეილის ნაშრომი დიდი ტირაჟით დაიბეჭდა და ჩუმ-ჩუმად მთელ ევროპაში ვრცელდებოდა. განსაკუთრებით დიდი ნაწილი ინგლისში შეიტანეს, მაგრამ იქაურმა კათოლიკე ეპისკოპოსებმა ინგლისური ბიბლიები ხელში მოიგდეს და საქვეყნოდ დაწვეს. ტინდეილი ასევე უშიშრად ამხელდა მეფე ჰენრი VIII-ს ცოლთან გაყრისთვის და შეახსენებდა, რომ ამგვარი ქმედება ბიბლიასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. 1530 წელს ტინდეილმა ძველი აღთქმის თარგმნაც დაასრულა.


საბოლოოდ ტინდეილი მაინც შეიპყრეს მისი მოღალატე მეგობრის, ჰენრი ფილიპსის მეშვეობით და ბრალი დასდეს ერესში. თანაც მხოლოდ იმიტომ, რომ გაბედა და ბიბლია ინგლისურად თარგმნა. 1536 წლის 6 ოქტომბერს ტინდეილი ჯერ დაახრჩვეს, შემდეგ კი მისი სხეული კოცონზე დაწვეს აღსანიშნავია, რომ ყველა მომდევნო ინგლისური ბიბლია, მათ შორის ცნობილი მეფე ჯეიმსის ვერსია, დიდწილად ტინდეილის თარგმანს ეფუძნებოდა.





● იან ჰუსი

იან ჰუსი (1369-1415) იყო ჩეხი მღვდელი და კათოლიკე რეფორმატორი, რომელიც გულგრილად ვერ უყურებდა კათოლიკურ ეკლესიაში გავრცელებულ გამხრწნელ ქმედებებს, რაც უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იყო ქცეული. მისი არგუმენტების თითოეული დეტალის ახსნა შორს წაგვიყვანს, ამიტომ მოკლედ რომ ვთქვათ, ჰუსის მოსაზრებით, მღვდლები, ეპისკოპოსები, არქიეპისკოპოსები და პაპები ისეთივე უზნეოები და ცოდვისკენ მიდრეკილები იყვნენ, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები. შესაბამისად, ეკლესიის მიერ შემოღებული ნებისმიერი წესი დამყარებული იყო პირად სარგებელზე, რადგან ქრისტიანისთვის სწორად ცხოვრებისა და გადარჩენისთვის საჭირო მითითებები უკვე ჩაწერილიყო ბიბლიაში ღმერთის მიერ.

. 1415 წელს შედგა კონსტანცის კრება, რათა პაპების სქიზმისთვის ბოლო მოეღოთ და ასევე რამე ეღონათ ჰუსის საწინააღმდეგოდ. მათ გამოიყენეს ხრიკი და ჰუსი კრებაზე მიიტყუეს, თითქოს ზარალი უნდა აენაზღაურებინათ მისთვის და დაპირდნენ, რომ არაფერს დაუშავებდნენ. ერთადერთი რაც სურდათ, საუბარი იყო.


, ის შეიპყრეს, დააპატიმრეს და ერეტიკოსობაში დასდეს ბრალი. ჰუსი მიწისქვეშა დილეგში იყო დატუსაღებული, ჰქონდა მცირეოდენი საკვები, იტანჯებოდა გრიპით და შეიძლება ფილტვების ანთებითაც. მას უბრძანეს, უარი ეთქვა თავის სწავლებებზე, რაზეც ჰუსმა უარყოფითი პასუხი გასცა იმ მოტივით, რომ მისი მოსაზრებები მხოლოდ ბიბლიას ეყრდნობოდა და სწავლებაზე უარის თქმა ბიბლიის უარყოფას ნიშნავდა. ამან კათოლიკე იერარქები გააცოფა და სიკვდილი მიუსაჯეს, უარი უთხრეს ზიარებაზე და კოცონზე დაწვეს.


● გალილეო გალილეი

გალილეოს სასამართლო პროცესები კათოლიკე ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შავი ლაქაა. როგორც ირკვევა, მეცნიერს დიდად არ ხიბლავდა ის ფაქტი, რომ ეკლესია აკონტროლებდა ყველა სახის განათლებასა და ინფორმაციის გავრცელებას, მიუხედავად იმისა, რომ ის რომის პაპ ურბან VIII-ის მეგობარი იყო და თავისი ნაშრომების ნაწილი მას მიუძღვნა. თავისივე შექმნილი ტელესკოპით გალილეომ აღმოაჩინა, რომ იუპიტერს თანამგზავრები ჰყავდა, რომლებიც მოძრაობდნენ მის და არა დედამიწის გარშემო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ციურ სხეულთა მოძრაობა ემორჩილებოდა გრავიტაციის კანონებს და არა ადამიანთა შექმნილ ქედმაღლურ იდეებს, რომლის მიხედვითაც დედამიწა სამყაროს ცენტრი იყო. 

გალილეო ფიქრობდა, რომ ნიკოლაი კოპერნიკის მოსაზრება რეალობას შეესაბამებოდა და დედამიწა არ იყო ცენტრი, მაგრამ ეკლესიას ამის გაგონება არ სურდა. გალილეო რომში გაეშურა, რათა დაერწმუნებინა იერარქები, არ აეკრძალათ კოპერნიკის ნაშრომები. ეკლესიამ მკაცრად მოითხოვა მისგან, უარეყო ჰელიოცენტრული სისტემის იდეა, მაგრამ უარი მიიღო. ურბან VIII ძველი მეგობრის დახმარებას შეეცადა, მაგრამ ვერაფერი გააწყო – გალილეოს აზრები მკაფიოდ ერეტიკული იყო. საბოლოოდ ის ინკვიზიციას წარუდგინეს და განკვეთისა და წამების მუქარით აიძულეს, „უარი ეთქვა, დაეწყევლა და შეეზიზღებინა ჰელიოცენტრიზმი”.

 9 წლის განმავლობაში მეცნიერი დატუსაღებული ჰყავდათ და დევნიდნენ მის მოსაზრებებს.


● ჯონ უიკლიფი



უიკლიფი ინგლისსა და სხვა ქვეყნებში ქადაგებდა, რომ მღვდლის მოვალეობა მხოლოდ ეკლესიის ფუნქციონირების ზედამხედველობა და მრევლისთვის ბიბლიის განმარტებაა. გარკვეულ ბიბლიურ მუხლებზე დაფუძნებით აცხადებდა, რომ ამქვეყნიურ მეფეებსა და დედოფლებს ძალაუფლება ღმერთისგან ჰქონდათ მიცემული და შესაბამისად, მათთან დაპირისპირება არ შეიძლებოდა, ისევე როგორც თავად ღმერთთან. რომის პაპები კი პირდაპირ ერეოდნენ ევროპელი მონარქების საქმიანობაში და მითითებებს აძლევდნენ თითქმის ყველა სფეროში.


ჯონ უიკლიფი ასევე იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ბიბლია სრულად თარგმნა ინგლისურ ენაზე, რამაც სასულიერო იერარქებში, რბილად რომ ვთქვათ, უკმაყოფილება გამოიწვია. მათ არ უცდიათ უიკლიფის დაჭერა და მოკვლა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ეს თითქმის შეუძლებელი იყო (უიკლიფი აქტიურად მოგზაურობდა ინგლისში, საფრანგეთსა და ჰოლანდიაში).1428 წელს პაპმა მარტინ V-მ მისი გვამი ამოთხარა, ბოძზე გააკრა და ცეცხლი წაუკიდა.



 

● კუდიანებზე ნადირობა

ე.წ. „კუდიანებზე” აქტიური ნადირობა მიმდინარეობდა 1480-1750 წლებში, მთელი ევროპის მასშტაბით ეძებდნენ ადამიანებს, რომლებიც მაგიითა და ჯადოქრობით იყვნენ დაკავებულნი. განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმაზე, თუ რამდენი სიცოცხლე შეეწირა ამ დევნას, რადგან არ ხდებოდა შემთხვევების ჩაწერა და აღრიცხვა. სხვადასხვა ვერსიებით, მთლიანობაში 40 000-დან 60 000-მდე ადამიანი დასაჯეს სიკვდილით კუდიანობის გამო.




კათოლიკური ეკლესიის კიდევ ერთი შეცდომა კუდიანებზე დევნის ეპიზოდში ის იყო, რომ მხოლოდ დამნაშავეების დახოცვით არ კმაყოფილდებოდნენ. იგივე ბედი ეწეოდათ ხოლმე მათ შინაურ ცხოველებს, რომლებიც, ბრალდების მიხედვით, ცოდვილ საქმიანობაში ეხმარებოდნენ პატრონებს. ეს ცხოველები უმეტესად იყვნენ ბაყაყები, ბუები, თაგვები და ყველაზე ხშირად – კატები. 1100-იანი წლებიდან გვიან 1300-იანებამდე კატებზე განსაკუთრებით აქტიური დევნა მიმდინარეობდა და როცა იტალიასა და ცენტრალურ ევროპაში ვირთხებმა შავი ჭირის ვირუსის გავრცელება დაიწყეს, კატები ფაქტობრივად აღარ იყვნენ, რათა ისინი შეეჩერებინათ. 1340-1355 წლებში შავი ჭირი ძალიან სწრაფად გავრცელდა და უზარმაზარ არეალს მოედო, რადგან ვირთხები უკონტროლოდ მრავლდებოდნენ. საბოლოოდ, როგორც იქნა, ადამიანებს აღარ ჰქონდათ იმის დრო, რომ კატები ეხოცათ, ეს ცხოველებიც ნელ-ნელა გამრავლდნენ და ხელი შეუწყვეს ჭირის მასშტაბების შემცირებასა და ევროპის მოსახლეობის მატებას.


უნდა აღინიშნოს, რომ კუდიანებზე ნადირობა კათოლიკური ეკლესიისთვის დამახასიათებელი უნიკალური მოვლენა არაა, მსგავს ულმობელ ქმედებაში მონაწილეობას იღებდნენ პროტესტანტული მიმდინარეობებიც.







სტეფან VI _ გვამის მსაჯული


რომის პაპს _ სტეფან VI-ს (896-897) ისე სძულდა თავისი წინამორბედი _ პაპი ფორმოზა, რომ მისმა სიკვდილმაც ვერ დააკმაყოფილა. სტეფან VI-ს მიერ 897 წლის იანვარში ჩატარებულ სინოდს, რომელსაც “გვამური სინოდი” შეარქვეს, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელ გამოცდასა და პაპის ყველაზე სამარცხვინო საქციელს უწოდებენ.


სტეფან VI-მ განკარგულება გასცა, მიწიდან ამოეღოთ ფორმოზას გახრწნილი გვამი, ჩაეცმიათ მისთვის პაპის სამოსი, დაესვათ ტახტზე და მოეწყოთ მისთვის სასამართლო. გვამს, რა თქმა უნდა, თავის დაცვა არ შეეძლო და ფორმოზა დამნაშავედ გამოცხადდა, სხვათა შორის, შეთითხნილი ბრალდებებით. ფორმოზას მარჯვენა ხელის სამი თითი მოჰკვეთეს, რომლებითაც პირჯვარს იწერდა. შემდეგ გვამს სამოსი გახადეს და მდინარე ტიბრში გადააგდეს.


საზოგადოება აღაშფოთა პაპის საქციელმა, სტეფან VI შეიპყრეს და ჩასვეს ციხეში, სადაც დაახრჩვეს.


ბონიფაციუს VII _ ხაზინის ქურდი


ბონიფაციუს VII _ ერისკაცობაში ფრანკო ფერუჩი _ რომის კათოლიკურ ეკლესიას 974-985 წლებში მართავდა. ისტორიკოსები მას ახასიათებენ სასტიკ ადამიანად, რომელიც მიზნის მისაღწევად არაფერს ერიდებოდა, მკვლელობასაც კი.


974 წელს აჯანყების შედეგად, კრესცენტიუს უფროსის ხელმძღვანელობით, რომის იმპერატორი ოტან I მომხრე პაპი ბენედიქტე VI დაამხეს, ორი თვის შემდეგ კი ციხეში მოკლეს. პაპის ტახტზე დასვეს დიაკონი ფრანკო ფერუჩი, რომელმაც ბონიფაცის VII სახელი მიიღო. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ იმპერატორის ჯარებმა ბონიფაციუსი და მისი მომხრეები რომიდან გააძევეს.


ბონიფაციუს VII პაპის ხაზინა გაიტაცა და თავი კონსტანტინოპოლს შეაფარა. 983 წელს იმპერატორი ოტანი გარდაიცვალა, ბონიფაციუს VII რომში დაბრუნდა და იმჟამინდელი პაპი იოანე XIX დაამხო, რომელიც ციხეში წამებით გარდაიცვალა.


იოანე XXIII _ მეკობრე პაპის ტახტზე


ნეაპოლელი მეკობრე, მკვლელი, სოდომისტი, საკუთარი შვილთან და მის ქალიშვილთან სექსუალური ურთიერთობის მქონე ბალთაზარ კოსა რომის კათოლიკურ ეკლესიას 1410-1415 წლებში იოანე XXIII-ს სახელით მართავდა.


იოანე XXIII-ს ადანაშაულებენ მისი წინამორბედი პაპის _ ალექსანდრე V-ს მკვლელობაში, სამასი მონაზვნის გაუპატიურებაში, თავისი ძმის ცოლთან სექსუალურ კავშირში, გახრწნაში ოჯახისა, რომელიც დედისგან, ვაჟისა და სამი დისგან შედგებოდა, სიმონიაში, ბოლონიასა და რომში ათასობით ადამიანის წამებაში. ამ დანაშაულების გამო რომის კათოლიკურმა ეკლესიამ იოანე XXIII განკვეთა და სამოქალაქო სასამართლოს გადასცა, როგორც “გამოუსწორებელი ცოდვილი, უზნეო არამზადა, სიმონისტი, მკვლელი და გამხრწნელი. იოანე XXIII ფრაიბურგში (გერმანია) დააპატიმრეს, რის შემდეგაც მან უარი თქვა წოდებაზე. პატიმრობიდან გათავისუფლებული კი ეახლა ახალ პაპს _ მარტინ V-ს, რომელმაც ეპისკოპოსად დანიშნა.


იოანე XXIII გარდაიცვალა 1419 წლის 22 დეკემბერს.



● ინდულგენციები

ინდულგენციები წარმოადგენდა დასჯის სხვადასხვა ხარისხით შემსუბუქების საშუალებას იმ ცოდვებისთვის, რომლებიც უკვე მიტევებული იყო. შესაბამისად, თავად ინდულგენცია არ იყო ცოდვების მიტევების მეთოდი, როგორც ამას ფართოდ გავრცელებული მოსაზრება გვამცნობს. ინდულგენციები ეძლეოდათ მათ, ვინც ამას დაიმსახურებდა შესაბამისი საქმეებით, მაგალითად, ქველმოქმედებით ან გარკვეული სახის ლოცვების წარმოთქმით. თა ბევრი ადამიანი მასში ჯოჯოხეთისგან თავის არიდების გზას ხედავდა – ჩაიდენდნენ ნებისმიერ ცოდვას, შემდეგ წარმოსთქვამდნენ ლოცვას, შეიძენდნენ ინდულგენციას და დახსნილები იყვნენ. ცოდვების მიტევება კი ამ გზით არ ხდება არც ბიბლიის და არც ოფიციალური კათოლიკური დოქტრინის მიხედვით.


სიტუაციას ისიც აუარესებდა, რომ ბევრმა ეპისკოპოსმა ინდულგენციებში გამდიდრების კარგი საშუალება დაინახა. უვიცი და გაუნათლებელი ადამიანის სამუდამო ტანჯვით დაშინების შემთხვევაში ეს უკანასკნელი დაუნანებლად გაიღებდა ფულს, რათა სასტიკი სასჯელი თავიდან აერიდებინა. ინდულგენციები საკმაოდ გავრცელებული რამ იყო, სანამ 1517 წელს მარტინ ლუთერმა არ გაილაშქრა მათ წინააღმდეგ თავის 95 თეზისში. ინდულგენციების პრაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ხელშემწყობი გახლდათ გერმანელი მქადაგებელი იოჰან ტეცელი. მას ეკუთვნის ცნობილი ფრაზა: „როგორც კი ყულაბის ძირზე ხურდა აწკარუნდება, სული იმ წამს თავს დაიხსნის განსაწმენდელიდან.”


ეს ეპისკოპოსები ადვილად ითბობდნენ ხელს, როცა ჩვეულებრივ ადამიანებს აშინებდნენ, რომ მათი ახლობელთა სულები იმქვეყნად ცეცხლში იწვოდა და მუდმივად ასე იქნებოდა, თუკი ფულს არ გაიღებდნენ და ეკლესიას არ შესწირავდნენ. გაღებული ფული გამოისყიდდა გარდაცვლილთა ცოდვებს და სამოთხეში გადაინაცვლებდნენ. ინდულგენციები კათოლიკურ ეკლესიაში XXI საუკუნეშიც გაიცა – 2007 წელს პაპმა ბენედიქტე XVI-მ სპეციალური ინდულგენციები გადასცა ლურდესში პილიგრიმებად ჩასულ მორწმუნეებს.


No comments:

Post a Comment