იოანეს სახარების პროლოგის შესავალი სიტყვები, «და teos იყო ლოგოსი», მრავალ დავებსა და უთანხმოებებს იწვევს ბიბლეისტებსა და ეკზეგეტებს შორის.
რისი თქმა სურდა ამით იოანე მოციქულს? იმის ჩვენება სურდა, რომ ლოგოსი ყოვლისშემძლე ღმერთი იყო თუ მოციქული რაღაც სხვას გულისხმობდა? ამის გასარკვევად უნდა განვიხილოთ:
1.ბერძნული ენის გრამატიკული წესები
2.მუხლის კონტექსტი
3.ბიბლიის სხვადასხვა თარგმანები
1. ბერძნული ენის გრამატიკა იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ: „სიტყვაში“ მუხლის პირველ ნაწილში მოხსენიებული „ღმერთი“ არ იგულისხმება
ამ მუხლში გამოყენებულია ბერძნული არსებითი სახელი თეოსის(ღმერთი) ორი ფორმა პირველ სიტყვას წინ უძღვის განსაზღვრული არტიკლი -(ჰო) რაც იმაზე მიუთითებს რომ ის ეხება ყოვლისშემძლე ღმერთს. მეორე სიტყვას თეოსს კი წინ არა აქვს განსაზღვრული არტიკლი.
კოინე ბერძნულს ჰქონდა განსაზღვრული არტიკლი, მაგრამ არ ჰქონდა განუსაზღვრელი. ამრიგად, როდესაც შედგენილი შემასმენლის სახელად ნაწილს წინ არ უძღვის განსაზღვრული არტიკლი, ის შეიძლება იყოს განუსაზღვრელი, კონტექსტზე დამოკიდებული.
ამრიგად ლოგოსი (ანუ სიტყვა) იყო ღვთაებრივი (ღვთის მსგავსი) და არა ღმერთი (ებრ1:3)
ამის მაგალითია( 1 იოან 1:5) სადაც წერია: „ღმერთი სინათლეა“. ამ მუხლში სიტყვა „ღმერთს“ (ო თეოს) ბერძნულ ორიგინალში წინ უძღვის განსაზღვრული არტიკლი, სიტყვა „სინათლეს“ (ფოს) კი არა. ამრიგად შეიძლება ითქვას, რომ ღმერთი სინათლეა, მაგრამ არ შეიძლება იმის თქმა, რომ სინათლე ღმერთია“. მსგავსი მაგალითია ( (1 იოან4:16)„ღმერთი სიყვარულია“. ორივე მუხლში ქვემდებარის წინ დგას განსაზღვრული არტიკლი, მაგრამ შემასმენლების წინ არ დგას. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ ამ კონტექსტში ქვემდებარესა და შემასმენელს ერთი და იგივე მნიშვნელობა არა აქვს. შესაბამისად, შეუძლებელია იმის თქმა, რომ სინათლე ღმერთია „ ან „სიყვარული ღმერთია“., “.
აღსანიშნავია ის, თუ როგორი სახით უკეთებს კომენტარს წმინდა წერილის ამ ადგილს ორიგენე, სადაც ბერძნული ენის ნიუანსებს განმარტავს. თავის ნაშრომში «კომენტარები იოანეს სახარებაზე» (წიგნი II, თავი II) მან დაწერა: «ჩვენ ასევე ვამჩნევთ იოანეს მიერ ამ წინადადებებში არტიკლის გამოყენებას. ის ყოველთვის უფიქრდება იმას, რაზეც წერს და ის კარგად იცნობს ბერძნული ენის წვრილმანებს. ის მაშინ იყენებს არტიკლს, როდესაც «ღმერთის» სახელი შეეხება შეუქმნელ მიზეზს, და არ იყენებს მას, როდესაც ლოგოსს ეწოდება «ღმერთი»… ღმერთი, რომელიც არის ყოველთა ზედა, - ეს არის «ღმერთი» არტიკლით … ყველა, ერთადერთი ღმერთის (Бог, God) [დიდი ასოთი] გარდა, მისი ღვთაებრივი არსის არეკვლით ხდებიან ღმერთები (боги, gods) [პატარა ასოთი]. მათ არ უნდა ეწოდოთ ღმერთი (Бог, God) [დიდი ასოთი], არამედ მხოლოდ ღმერთები (боги, gods) [პატარა ასოთი] …. ჭეშმარიტი ღმერთი, ასეთ შემთხვევაში, ესაა ღმერთი (Бог, God) [დიდი ასოთი] [განსაზღვრული არტიკლით] და ისინი, ვინც შემდეგ გაჩნდნენ – ღმერთები (боги, gods) [პატარა ასოთი], მსგავსებები, რომლებიც მის არსს ირეკლავენ, მისი მსგავსებები არიან».
ეჭვი მეპარება ვინმემ გაბედოს იმის მტკიცება, რომ III საუკუნის დიდმა მეცნიერმა-ბიბლეისტმა ორიგენე ალექსანდრიელმა, რომელმაც კოლოსალური ნაშრომი «გეკსაპლა» შექმნა, ცუდად იცოდა ბერძნული ენა, რადგან ბერძნული ენა მის მშობლიურ ენას წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, ზოგს ის შეიძლება ერეტიკოსად მიაჩნდეს, თუმცა მის მიერ ბერძნული ენის წვრილმანების ცოდნის უარყოფა არანაირად არ შეიძლება.
არანაკლებ საინტერესოა იოანე მოციქულის თანამედროვის, ფილონ ალექსანდრიელის მტკიცებულება, რომელიც იუდო-ალექსანდრიული ფილოსოფიური სკოლის წარმომადგენელი იყო და რომელიც სრულყოფილად ფლობდა ბერძნულ ენას. როგორც ცნობილია, მრავალი ბიბლეისტი, განსაკუთრებით დასავლეთში, პირდაპირ კავშირს ხედავს ფილონის ლოგოსსა და იოანეს ლოგოსს შორის. თუმცა ეს ცალკე თემაა და ცალკე განხილვას იმსახურებს. ჩვენ კი ის ლინგვისტური მონაცემები გვაინტერესებს, რომლის მიღებაც ფილონის ნაშრომებიდან შეგვიძლია. ფილონის თანახმად ლოგოსი არის «ღმერთის ხატება», «ღვთის უფროსი და მხოლოდშობილი ძე», «მეორე ღმერთი» (“qeos” განსხვავებით “ho qeos”-ისგან), «მეფური მღვდელმთავარი», შუამავალი ღმერთსა და ადამიანებს შორის. აღსანიშნავი ის არის, რომ ფილონი ყოვლისშემძლე ღმერთს ყოველთვის აღნიშნავს როგორც “o qeos”, ხოლო ლოგოსს იგივე სიტყვით “qeos”, ოღონდ არტიკლის გარეშე. ჩვენ არ დავიწყებთ ლოგოსის აბსტრაქტულ-ფილოსოფიურ კონცეფციაში ჩაღრმავებას, თუმცაღა უნდა ავღნიშნოთ აშკარა განსხვავება «o Qeos»-სა და «qeos»-ს შორის, რაც მათ განსხვავებულ აზრობრივ მნიშვნელობას გვიჩვენებს.
ასევე საინტერესოა ისიც, რომ მეორე საუკუნის აპოლოგეტებმა, ისეთებმა როგორებიც იყვნენ იუსტინე წამებული, ირინეოს ლიონელი და თეოფილე ანტიოქიელი, საკუთარ ნაწარმოებებში ქრისტეს «ღმერთი» უწოდეს (“qeos” არტიკლის გარეშე) და არავითარ შემთხვევაში “ho Qeos”.
მართლაც არავინ დაიწყებს იმის უარყოფას, რომ ახალ აღთქმაში ბევრგან ვხვდებით ღმერთის ხსენებას, სადაც არტიკლი არ არის. თუმცა ეს გარემოება უფლებას არ გვაძლევს, რომ ნექანიკურად გავატაროთ ანალოგია იოანეს 1:1-თან, იმიტომ რომ წმინდა წერილის ეს ადგილი ყველა სხვა ადგილებისგან თავისი სპეციფიკით განსხვავდება. როდესაც პავლე თავის წერილებში ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთზე საუბრობდა, მამაზე, ის ყოველთვის არ იყენებდა არტიკლს, იმიტომ რომ ღვთის ასე ხსენება კონკრეტიზაციას არ საჭიროებდა, რადგან ღმერთი ხომ ერთია. თუმცა პროლოგის შემთხვევაში, ჩვენ ერთ წინადადებაში ვხვდებით ერთდროულად ორი განსხვავებული პიროვნების ხსენებას, რომლებსაც ერთმანეთთან გარკვეული კავშირი აქვთ და ორივე მათგანი მოიხსენიება სიტყვით «თეოს». ერთი არტიკლით, მეორე კი მის გარეშე. ამას ერთმნიშვნელოვნად უნდა გააჩნდეს გარკვეული ლინგვისტური მნიშვნელობა მოცემულ კონტექსტში. ზუსტად ამ ნიუანსზე ამახვილებდა ყურადღებას ორიგენე.
როგორც ცნობილია, სხვა მრავალი თარგმანებისგან განსხვავებით, ახალი ქვეყნიერების თარგმანი “kai teos en o logos” სიტყვასიტყვით გადმოსცემს: «და სიტყვა იყო ღმერთი». ასეთივე სახით ითარგმნება ეს მუხლი Emphatic Diaglott-ში: «and a god was the Word».
ახალი აღთქმის ბერძნულ ტექსტში მრავალჯერ გვხვდება პრედიკატიული არსებითი სახელები არტიკლის გარეშე, რომლებიც გამოყენებულია მხოლობითი რიცხვის ფორმაში და ზმნის წინ დგას. ნახეთ, მაგალითად, მარკოზი 6:49; 11:32; იოანე 4:19; 6:70; 8:44; 8:48; 9:17; 10:1, 13, 33; 12:6; 18:37. ამ ადგილებში პრედიკატიული არსებითი სახელები თვისებებზე ან ხასიათზე მიუთითებენ, რის გამოც რუსულ ენაზე პატარა ასოთი იწერება. ზუსტად ამავე საფუძველზე ბერძნული სიტყვა «თეოს» არტიკლის გარეშე ფრაზაში «და სიტყვა იყო ღმერთი» იოანეს 1:1-ში ნათარგმნია სიტყვით «ღმერთი» პატარა ასოთი. წმინდა წერილი ადასტურებს ასეთი თარგმანის სისწორეს.
თავის სტატიაში «თვისებრივი პრედიკატიული არსებითი სახელები არტიკლის გარეშე: მარკოზის 15:39 და იოანეს 1:1» («Qualitative Anarthrous Predicate Nouns: Mark 15:39 and John 1:1»), რომელიც «ბიბლიური ლიტერატურის ჟურნალში» გამოქვეყნდა, 85-ე გვერდზე ფილიპ ბ. ჰარნერი (Philip B. Harner) წერს, რომ რთული წინადადებების ნაწილებს, როგორც, მაგალითად, იოანეს 1:1-შია, «რომლებშიც შემადგენელ შემასმენელში ზმნას უარტიკლო სახელობითი ნაწილი უსწრებს წინ, როგორც წესი თვისებრივი მახასიათებელი აქვს. ისინი გვიჩვენებენ, რომ თავისი ბუნებით ლოგოსი იყო როგორც თეოს. არ არსებობს იმის საფუძველი რომ არსებითი სახელი თეოს, რომელიც შემადგენელ შემასმენელში სახელობით ნაწილს წარმოადგენს, განსაზღვრულად მივიჩნიოთ». იმავე სტატიის 87-ე გვერდზე ჰარნერი დასკვნას აკეთებს: «მე მიმაჩნია, რომ იოანეს 1:1-ში შემადგენელი შემასმენელის სახელობითი ნაწილის თვისებრივი მახასიათებელი იმდენად აშკარაა, რომ არ შეიძლება ეს არსებითი სახელი განსაზღვრულად იყოს განხილული» («Journal of Biblical Literature», ტ. 92, ფილადელფია, 1973). ამ სტატიის დასასრულს ჰარნერი შემდეგ თარგმანს გვთავაზობს: «სიტყვას ისეთივე ბუნება ჰქონდა, როგორიც ღმერთს». ზუსტად ასეთი გაგებით ესმოდა «თვისებრივი მახასიათებელი» თავად ჰარნერს. ტრინიტარებს «თვისებრივი მახასიათებელი», სიტყვის ღვთაებრიობა, იმ გაგებით ესმით, რომ ლოგოსი ისეთივე ღმერთი იყო, როგორიც «HO TEOS», ანუ, მამა.
ზმნის წინ მდგომი თვისებრივი პრედიკატიული არსებითი სახელების საჩვენებელ მაგალითს წარმოადგენს იოანეს 6:70: «ერთი თქვენგანი ეშმაკია» (სბს-2013), ბერძნულად «kai exi umwn eiz diabolos estin». აქ სიტყვა «diabolos» გამოიყენება არტიკლის გარეშე და ზმნის წინ დგას. ის აშკარად არ წარმოადგენს განსაზღვრულს. ამიტომ ყველა თანამედროვე თარგმანებში ბერძნული «diabolos» ამ მუხლში ითარგმნება სიტყვით «ეშმაკი» პატარა ასოთი, ან აღწერილობითი სიტყვებით «ცილისმწამებელი და ბოროტი». სრულიად აშკარაა, რომ ქრისტე იმას არ გულისხმობდა, თითქოს იუდა იყო თავად სატანა. იუდა «საკუთარი განწყობით ძალიან ახლოს იყო ეშმაკთან» (ლოპუხინის განმარტებითი ბიბლია, კომენტარები იოანეს 6:70-ზე).
არ შეიძლება იეჰოვას მოწმეებისთვის ბრალის დადება იმაში, თითქოსდა საკუთარი დოგმატური შეხედულებების სასარგებლოდ, განზრახ ტენდენციურად თარგმნეს იოანეს 1:1, რადგან მათი თარგმანი ზუსტად შეესაბამება ბერძნული ორიგინალის გრამატიკას. გარდა ამისა, ახალი ქვეყნიერების თარგმანში არ გამოიყენება სიტყვა «ღვთაებრივი», როგორც მაგალითად, მოფატისა და გუდსპიდის თარგმანში, იმიტომ რომ ამ გაგებას სხვა ბერძნული სიტყვა «TEIOS» გადმოსცემს, თუმცა აზრობრივად ასეთ თარგმანს იეჰოვას მოწმეები სწორად მიიჩნევენ. ამ დასკვნებამდე მიდის ჯეიმს ბედუნი, რელიგიური კვლევების ადიუნქტ - პროფესორი ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტში, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამოსცა წიგნი «ჭეშმარიტება თარგმანში» («Truth in Translation»), რომელშიც ის ინგლისურ ენაზე გაკეთებულ ბიბლიის 9 ყველაზე ცნობილი თარგმანების ანალიზს და შედარებას აკეთებს.
(წიგნის მოკლე აღწერას და ავტორის ბიოგრაფიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: http://en.wikipedia.org/wiki/Jason_BeDuhn).
სხვა საკითხია, თუ როგორ უნდა განიმარტოს სიტყვის «თვისებრივი მახასიათებელი» - მისი ღვთაებრიობა. ხდის თუ არა ქრისტეს მისი ღვთაებრიობა მამის თანასწორს? ვიწრო გაგებით, კი. თუმცა ბუნების თანასწორობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ სიტყვა მარადიული იყო და დასაბამი არ ჰქონია, მამის მსგავსად.
მაგალითად, 2 პეტრეს 1:4-ში იმაზეა საუბარი, რომ ქრისტიანები გახდებოდნენ «ღვთაებრივი ბუნების მოზიარენი» (ბერძ. «theias koinwnoi phusews»). როგორაა ეს შესაძლებელი, თუ ტრინიტარები იმას ამტკიცებენ, რომ ქმნილებას შეუძლებელია ღვთაებრივი ბუნება ჰქონდეს?
1 იოანეს 3:2: «საყვარელნო, ახლა ჩვენ ღვთის შვილები ვართ, მაგრამ ჯერ არ ვიცით, როგორები ვიქნებით. თუმცა ვიცით, რომ მისი გამოცხადებისას მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას ისეთს, როგორიც არის».
1 კორინთელების 15:53: «ვინაიდან ხრწნადი უხრწნელით უნდა შეიცვალოს და მოკვდავი — უკვდავით»
ფილიპელების 3:21: «რომელიც ჩვენს დამდაბლებულ სხეულს თავისი დიდებული სხეულის შესაბამისად გარდაქმნის თავისი დიადი ძალით, რომლითაც შეუძლია ყველაფერი დაიმორჩილოს»
ეს მუხლები ისეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევენ, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტიანები ღვთაებრივ ბუნებას ეზიარებიან, უკვდავებას მიიღებენ და ღვთის მსგავსები გახდებიან.
იოანეს 1:1,18-ის კოპტური ვერსია
იოანეს სახარების პირველი სიტყვების გასაგებად უკიდურესად მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს III საუკუნის დასაწყისში (ახ.წ. 200 წელი) გაკეთებული კოპტური თარგმანი, რომელიც ამ ენის ადრეულ ლიტერატურულ ფორმაში, საიდურ დიალექტზეა დაწერილი.
აი რა არის ნათქვამი ბიბლიის ყველაზე ადრეული კოპტური თარგმანების შესახებ ერთერთ ბიბლიურ ლექსიკონში: «ვინაიდან [სეპტუაგინტა] და ა[ხალი] ა[ღთქმა] კოპტურ ენაზე ახ.წ. III საუკუნეში იქნა ნათარგმნი, კოპტური თარგმანი ეყრდნობა ბერძ[ნულ] მანუსკრ[იპტებს], რომლებიც დღეისთვის შემორჩენილი მანუსკრიპტების უმეტესობაზე გაცილებით ძველია» (The Anchor Bible Dictionary). საიდურ დიალექტზე შესრუებული კოპტური თარგმანის სასარგებლოდ ისიც მეტყველებს, რომ ბერძნული ენა კოინე ეგვიპტეში დაახლოებით 500 წელი იყო გავრცელებული და ჯერ კიდევ რჩებოდა სასაუბრო ენად ახალი აღთქმის კოპტური ვარიანტის შექმნისას, ამიტომ შეგვიძლია ეჭვი არ შეგვეპაროს კოპტი მთარგმნელების კომპეტენტურობაში და იმაში, რომ მათ სწორად ესმოდათ ახალი აღთქმის უძველესი ბერძნული ტექსტების არსი.
კოპტური ენის საიდურ დიალექტზე შესრულებული ბიბლიური ტექსტი ორი მიზეზის გამო წარმოადგენს განსაკუთრებით საინტერესოს. პირველი, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ის ირეკლავს ახ. წ. IV საუკუნემდე არსებული წმინდა წერილის გაგებას, ანუ იმ საუკუნის, რომელშიც ოფიციალურად იქნა დადგენილი დოგმატი სამების შესახებ. მეორე, კოპტურ ენაში, ისევე როგორც მრავალ სხვა ენებში, არსებობს განსაზღვრული და განუსაზღვრელი არტიკლი. ქრისტიანული წმინდა წერილების ტექსტები ყველაზე ადრე ნათარგნი იქნა სირიულ, ლათინურ და კოპტურ ენებზე. სირიულ და ლათინურ ენებში, ისევე როგორც ბერძნულში, არტიკლები არ არის. თუმცა კოპტურში არის. აი, მაგალითად, რას წერს ტომას ლამბდინი კოპტური ენის საიდური დიალექტის ცნობარში: «კოპტურ ენაში განსაზღვრული და განუსაზღვრელი არტიკლები პრაქტიკულად იგივე ფუნქციას ასრულებენ, რასაც არტიკლები ინგლისურში» (Introduction to Sahidic Coptic).
ამგვარად, კოპტური თარგმანი იმის საინტერესო მტკიცებულებას შეიცავს, თუ როგორ ესმოდათ იმ დროს იოანეს 1:1. მაშ რას ვხედავთ კოპტური ენის საიდურ დიალექტზე გაკეთებულ თარგმანში?
http://s43.radikal.ru/i100/0901/01/09ce8fd83d81.jpg
ტრანსლიტერაცია:
«…аuw neunoute pe pshaje»
auw = და
ne = იყო
u.noute = ღმერთი (u განუს. არტიკლი)
pe = არის
p.Saje = სიტყვა
კოპტური ენის გრამატიკის სპეციალისტის, დოქტორი ბენტლი ლეიტონის (Bentley Layton) თანახმად, კოპტურ ენაში განსაზღვრული არტიკლი წარმოადგენს "კლასის მეტნაკლებად ტიპიურ ან არსებით წარმომადგენელს [...], 'ღმერთი' ყოველთვის იღებს p-ს [განსაზღვრული არტიკლი] როდესაც საუბარია ბიბლიის ღმერთზე." - კოპტური გრამატიკა, ქრესტომათიასა და გლოსარიუმთან ერთად (Harrassowitz Verlag, ვისბადენი, 2000, გვ. 38.) მაგრამ იოანეს 1:1-ის ბოლო ნაწილში სიტყვა «ღმერთის» წინ განსაზღვრული არტიკლი არ არის.
ხოლო განუსაზღვრელი არტიკლი საიდურ დიალექტში გამოიყენება "განუსაზღვრელი ტიპის ან კლასის წარმომადგენლის [განსასაზღვრად]: მორფემა, მარკირებადი ელემენტი როგორც განუსაზღვრელი, არაკონკრეტული ან როგორც კლასის წარმომადგენლის ("ადამიანი," "სხვა ღმერთები," და ა.შ.). "– «კოპტური გრამატიკის ქრესტომათია» (Orientalia Lovaniensia Analecta, 1988), დოქტორი Ariel Shisha-Halevy, გვ. 268.
ჰელმუტ სატცინგერის (Helmut Satzinger) თანახმად, კოპტურ ენაში არტიკლები შემდეგნაირად გამოიყენება: განსაზღვრული (ინგლისური “the”-ს ანალოგი), განუსაზღვრელი (ინგლისური «a»-ს ანალოგი, ზოგიერთი, რომელიღაც), და ნულოვანი (დამახასიათებელია განსაზღვრული კლასის ან ჯგუფის განსასაზღვრად, აბსტრაქტული, ხარისხის ან ხასიათის გამომხატველი). – ("On Definiteness of the Coptic Noun," Actes du IVe congres copte, Louvain-la-Neuve, 5-10 September 1988).
იოანეს 1:1-ის ბოლო ნაწილში, სიტყვა «თეოს»-ის (კოპტ. “noute”) წინ დგას განუსაზღვრელი არტიკლი (კოპტ. “u”). ამგვარად, ამას თუ რუსულ ენაზე ვთარგნით, გამოვა: «И Слово было богом», სადაც სიტყვა «ღმერთი [бог]» უშუალოდ პატარა ასოთი იწერება.
ამგვარად, თუ ბერძნული ენა თავისი უარტიკლო პრედიკატიული არსებითი სახელის კონსტრუქციით ერთგვარი გაურკვევლობის ადგილს ტოვებს იოანეს 1:1-ის თარგმნასთან და გაგება «თვისებრივი მახასიათებლის» თეოლოგიურ განმარტების არსთან დაკავშირებით, კოპტური ენის საიდურ დიალექტზე შესრულებული ვერსია ერთმნიშვნელოვნად აცხადებს სიტყვა «unoute»-ის (ღმერთი, бог) განუსაზღვრელი მნიშვნელობის შესახებ, კოპტი მთარგმნელების მიერ გამოყენებულის თანახმად.
აშკარაა, ძველ მთარგმნელებს ესმოდათ, რომ იოანეს 1:1-ში მოციქულს იესო ქრისტეს ყოვლისშემძლე ღმერთთან გაიგივება კი არ სურდა, არამედ სურდა ეთქვა, რომ სიტყვა იყო ღმერთი იმ გაგებით, რომ ის ღვთაებრივი წარმომავლობის იყო და ღვთაებრივი არსებების კატეგორიას განეკუთვნებოდა.
(ამ თემასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ შემდეგი საიტებზე: http://copticjohn.blogspot.com/; www.sahidica.org; www.nwtandcoptic.blogspot.com)
Nomina Sacra
ახ.წ. III საუკუნის კოპტი მთარგმნელების მიერ იოანეს სახარების ქრისტოლოგიის განსაზღვრის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს მთარგმნელების მიერ Nomina Sacra-ს გამოყენება, ანუ ზოგიერთი, ეგრეთ წოდებული წმინდა სიტყვების (“ღმერთი”, “უფალი”, “იესო”, “ქრისტე” და “ძე”) შემოკლებების განსაკუთრებული სისტემის.
მაგალითად, იოანეს სახარების ყველაზე ადრეულ ბოხაირულ ვერსიაში (ბოდმერის პაპირუსი III, დათარიღებული იქნა პალეოგრაფიული ანალიზის დახმარებით ახ.წ. IV საუკუნით), ღმერთის პირველი ხსენება, რომელთანაც იყო სიტყვა, იოანეს 1:1-ში გადმოცემულია Nomina Sacra-ს ფორმით, მაშინ როდესაც მეორე ხსენება, რომელიც უკვე სიტყვას ეხება მუხლის ბოლოს, გადმოცემულია ჩვეულებრივი სახით. ზუსტად ასევეა იოანეს 1:18-შიც, ღმერთი, რომელიც «არასოდეს არავის უხილავს», მუხლის დასაწყისში გადმოცემულია Nomina Sacra-ს სახით, მაშინ როდესაც ბერძნული «MONOGENOS TEOS» («მხოლოდშობილი ღმერთი») გადმოცემულია ჩვეულებრივი სახით.
ეს დეტალი გვეხმარება ნათლად დავადგინოთ IV საუკუნის დასაწყისში მცხოვრები კოპტი მთარგმნელების თვალსაზრისი ლოგოსის არსთან დაკავშირებით. აშკარაა, რომ ისინი ლოგოსს არ მიიჩნევდნენ ყოვლისშემძლე ღმერთად.
(ბოდმერის პაპირუსი III-ის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია იხილეთ აქ http://en.wikipedia.org/wiki/Coptic_versions_of_the_Bible#cite_note-4).
ზოგიერთი ორთოდოქსი აპოლოგეტები მაინც ცდილობენ მტკიცებულებების პოვნას «მხოლოდშობილი ღმერთი [Единородный Бог]»-ს (დიდი ასოთი) სასარგებლოდ იოანეს 1:18-ში იმის საფუძველზე, რომ კოპტურ ტექსტში ამ ფრაზის წინ განსაზღვრული არტიკლი “p” დგას. ერთი შეხედვით არგუმენტი ძლიერი ჩანს.
თუმცა ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ საქმეების 7:43-ში ფრაზა «ღმერთი რაიფანის» (კოპტ. «Pnoute raifan”) წინაც დგას განსაზღვრული არტიკლი «p», ისევე როგორც ბერძნულ ტექსტში «tou theou rhompha». მიუხედავად ამისა, კოპტური და ბერძნული ენებიდან გაკეთებულ ყველა თარგმანებში ეს ფრაზა გადმოიცემა როგორც «бог Ремфан» (პატარა ასოთი). ეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ სიტყვა «noute»-ს წინ განსაზღვრული არტიკლის არსებობა ყოველთვის არ მეტყველებს იმაზე, რომ საუბარი ჭეშმარიტ ღმერთზე, მამაზე მიმდინარეობს. ასევე მნიშვნელოვანია კონტექსტის გათვალისწინებაც. ღმერთი რეიფანი — საკუთარი სახელია, ამიტომ აქ არტიკლი აუცილებელია, რადგან საუბარია განსაზღვრულ წარმართულ ღმერთზე.
რისი გათვალისწინებაა აუცილებელი იოანეს 1:18-ის შემთხვევაში? კვლავ და კვლავ კონტექსტის. სახარების დამწერი იოანე განსაზღვრულ არტიკლ «p»-ს ფრაზა «მხოლოდშობილი ღმერთის» წინ ანაფორიულად იყენებს, ანუ მანამდე ნახსენებ «ღმერთზე [бог]», ლოგოსზე მიუთითებს, რომელიც იოანეს 1:1-ის ბოლო ნაწილშია მოხსენიებული. ამგვარად მოციქული გვიჩვენებს, რომ «მხოლოდშობილი ღმერთი», «მამის მკერდთან მყოფი» - ეს იგივე «ღმერთია [бог]», ლოგოსი, რომელიც «დასაბამიდან... იყო ღმერთთან» იოანეს 1:1-ში.
.2.ბიბლიის თარგმანები
იმ ენებზე, რომლებსაც აქვს განსაზღვრული და განუსაზღვრელი არტიკლები და დიდი და პატარა ასოები იოანეს 1:1 შემდეგნაირად არის ნათარგმნი: „სიტყვა იყო ღმერთი“ (ღმერთი დაწერილია დიდი ასოთი და განუსაზღვრელი არტიკლით) და „ღმერთი (პატარა ასოთი) იყო სიტყვა“. იხილეთ
1. ჯეიმზ თომანეკის „ახალი აღთქმა“
2.; ბენჯამინ უილსონის „ემფატიკ დაიაგლოტის“ სტრიქონობრივი თარგმანი.
აგრეთვე საინტერესოა, რომ ზოგი თარგმანი, როცა თარგმნის მუხლის ამ ნაწილს, სიტყვა „ღმერთის“ წინ იყენებს განუსაზღვრელ არტიკლს. მაგალითად, ეს ასეა შემდეგ თარგმანებში:
3.„ახალი აღთქმა გაუმჯობესებულ თარგმანში“, არქიეპისკოპოს ნიუკამის ახალი თარგმანის საფუძველზე (The New Testament in an Improved Version, Upon the Basis of Archbishop Newcome’s New Translation: With a Corrected Text [1808])
4 „იოანეს სახარება“, ზიგფრიდ შულცის მიერ (Das Evangelium nach Johannes, by Siegfried Schulz [1975]);
თარგმანში ეს ადგილი ასეა გადმოტანილი: „სიტყვა იყო ღვთაებრივი“. ამის მაგალითები მოიპოვება:
5.„იოანეს სახარება“, მორის გოგელის მიერ (La Bible du Centenaire, L’Evangile selon Jean, by Maurice Goguel [1928])
6.; „ბიბლია — ამერიკული თარგმანი“, სმითისა და გუდსპიდის მიერ (The Bible—An American Translation, by J. M. P. Smith and E. J. Goodspeed [1935]); „; 7.„იოანეს სახარება“, ზიგფრიდ შულცის მიერ (Das Evangelium nach Johannes, by Siegfried Schulz [1975]); 8.„იოანეს სახარება“, იოჰანეს შნაიდერის მიერ (Das Evangelium nach Johannes, by Johannes Schneider [1978]
და სხვა უამრავი
3.კონტექსტი
გარდა ამისა თუ ამ მუხლს ისეთ ახსნას მივცემდით, რომ იესო თავად არის ყოვლისშემძლე ღმერთი, მაშინ ეს იქვე მოცემულ შემდეგ სიტყვებს ეწინააღმდეგება: „სიტყვა იყო ღმერთთან“. ის, ვინც ვინმესთან არის, შეუძლებელია თავად იყოს ის, ვისთანაც არის
სამების მომხრეები ამბობენ ღმერთი არის არა კონკრეტულად ძე მამა ან სულიწმინდა არამედ წმინდა სამება და თუ წმინდა სამებაა ტრინიტარების ღმერთი ხოლო დასაწყისში იესო ღმერთთან იყო მაშინ გამოდის იესო სამების გარეთ დარჩა?
თუ ამ მუხლის პირველი ნაწილი ყოვლისშემძლე ღვთის მნიშვნელობით აიხსნებოდა ეს მაშინ უარყოფდა წინა ნაწილს რომელიც ამბობს რომ სიტყვა იყო ღმერთთან-სწორედაც ის იყო ყოვლისშემძლე ღმერთთან თვითონ კი იყო ღვთაებრივი! ასევე როგორც აღნიშნულია ის დასაწყისში ღმერთთან იყო“. ვინაიდან ღმერთი მარადიული და დაუსაბამოა (ფს. 90:2; გმც. 15:3), ხოლო ეს სიტყვა თურმე დასაწყის ში იყო მასთან არანაირად არ შეიძლება იმის თქმა რომ ის მასთან მარადიულად იყო ეს მუხლი ამას არ აჩვენებს და სიტყვა იყო ღმერთი დასაწყისში თუ მამასთან იყო მაშინ ვინ ყოფილა ჭეშმარიტი ღმერთი?მაშასადამე“ დასაწყისში უნდა იგულისხმებოდეს მისი შემოქმედებითი საქმიანობის დასაწყისი. ამას ადასტურებს სხვა მუხლებიც, სადაც იესოს ეწოდება „პირმშო ყველა ქმნილებას შორის“ და „ღვთის შემოქმედების დასაწყისი“ (კლ. 1:15; გმც. 1:1; 3:14). ამგვარად, ბიბლია „სიტყვას“ (ანუ იესოს განკაცებამდე) აიგივებს ღვთის პირველ ქმნილებასთან, მის პირმშოსთან.
თვით იესოს სიტყვებიც მოწმობს იმაზე, რომ იეჰოვა იყო მისი მამა ანუ სიცოცხლის მიმცემი და, აქედან გამომდინარე, იესო ღვთის ერთ-ერთი ქმნილება იყო. იესომ შემდეგი სიტყვებით აღიარა, რომ დასაბამი მას ღმერთმა მისცა: „მისით [მამით] ვცოცხლობ“. როგორც კონტექსტიდან ჩანს, ეს სიტყვები იმას ნიშნავდა, რომ მისი სიცოცხლე მამაზე იყო დამოკიდებული, ისევე როგორც მოკვდავი ადამიანების სიცოცხლე იყო დამოკიდებული იმაზე, იწამებდნენ თუ არა იესოს მსხვერპლს (ინ. 6:56, 57).
მხედველობაში მივიღოთ, ისიც თუ რა არის იოანეს სახარების პირველ თავში იმის შესახებ ნათქვამი, თუ ვინ არის „სიტყვა“. „სიტყვა ხორცი გახდა და ჩვენ შორის დამკვიდრდა, — წერდა იოანე. — ის სავსე იყო წყალობითა და ჭეშმარიტებით. ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, მამისგან მხოლოდშობილი ძის [და არა ღვთის] დიდება“. ამგვარად, „სიტყვა“, რომელიც ხორცი გახდა (კაცი იესო), დედამიწაზე ცხოვრობდა და ხალხმა ნახა ის. ამიტომ შეუძლებელია იესო ყოფილიყო ყოვლისშემძლე ღმერთი, რომლის შესახებაც იოანე ამბობს: „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს“ (იოანე 1:14, 18).
ღვთაებრივი ან ღვთის მსგავსი, არ ნიშნავს იმას, რომ სიტყვა ის ღმერთია, ვისთანაც არის. საუბარი მხოლოდ და მხოლოდ სიტყვის ანუ ლოგოსის გარკვეულ თვისებაზეა და არა იმაზე, რომ ის თვითონ არის ღმერთი
4. ბიბლიაში ღმერთად არა მარტო იესოა მოხსენებული, არამედ ასევე სხვა პირებიც, მაგალითად მოსე (გამოსვლა 7:1), სხვა ადამიანები (ფსალმუნი 81:6), მაგრამ მე არ გამიგია, რომ მოსეს ან ვინმე სხვას თაყვანს სცემდნენ როგორც სამების წევრებს. ყველას ესმის, რომ მათ ღმერთი გადატანითი მნიშვნელობით ეწოდებათ, ან ბოლო ბოლო იმ მნიშვნელობით მაინც არა რა მნიშვნელობითაც მამა-ღმერთს. მაშ, ტრინიტარიზმის ტრადიციის გარდა კიდევ რა გვიშლის ხელს, რომ იგივე ახსნა გამოვიყენოთ სიტყვების მიმართ იოანეს 1:1-დან? რა გვიშლის ხელს იმის გაგებაში, რომ სიტყვა «ღმერთი», ისევე როგორც მრავალი სხვა, მრავალმნიშვნელოვანია?
წოდება „ღმერთი“ ნიშნავს „ძლიერს“, „ძალაუფლების მქონეს“ და ამიტომ ის გამოიყენება იმ არსებებზე, რომლებიც სხვა ცოცხალ არსებებთან შედარებით, გარკვეული სახის ძალაუფლებას ფლობენ. ვინაიდან სატანა გარკვეულ ძალაუფლებას ფლობს, პავლე მოციქული „ამ ქვეყნიერების ღმერთს“ უწოდებს. (2 კორინთ. 4:4). ბიბლიიდან ნათლად ჩანს რომ წოდება „ღმერთის“ გამოყენება მართებულია ძალაუფლების მქონე ცოცხალი არსებებისადმი და სინამდვილეში ამ წოდების გამოყენებით ხაზი ესმება მათ განსაკუთრებულ მდგომარეობას სხვა ქმნილებებისგან განსხვავებით. რადგან ღვთის ქმნილებათა შორის ეს წოდება (ღმერთი) განკაცებამდელ იესოზეც გამოიყენება, სამების მომხრეები მანიპულირებენ ამით და თავიანთ ინტერპრეტაციებში, ღვთის ძეს სამყაროს შემოქმედს უტოლებენ და ამ სახით სამყაროს ყოვლისშემძლე ღმერთის მდგომარეობას აკნინებენ. იოანეს სახარების 1:1-ში ლოგოსის ‘ღმერთად’ მოხსენიება არ ხდის „ლოგოს“ ღვთის თანასწორად ისევე, როგორც ადამიანებს და ანგელოზებს, რომლებიც ასევე ღმერთად მოიხსნიეებიან ბიბლიაში. ბიბლიის თანახმად, ღმერთი — ამ სიტყვის აფსოლუტური გაგებით, მხოლოდ მამა ღერთია, ყოველივეს შემოქმედი, რომელსაც ღვთის ძემ
„ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი“ უწოდა. (იოანე 17:1-3).
ამრიგად არაერთი მიზეზი გვაქვს, დავასკვნათ, რომ იოანეს „სიტყვაში“ ყოვლისშემძლე ღმერთი არ უგულისხმია. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სიტყვებიდან, რომლებიც წინ უძღვის ამ ფრაზას და რომლებიც მოსდევს მას, აშკარად ჩანს, რომ „სიტყვა“ იყო ღმერთ-თან. საგულისხმოა ისიც, რომ პირველ და მეორე მუხლებში ბერძნული სიტყვა თეოს სამჯერ გვხვდება. აქედან პირველ და მესამე შემთხვევაში მას წინ უძღვის განსაზღვრული არტიკლი, მეორე შემთხვევაში კი საერთოდ არა აქვს არტიკლი, რაც ბევრი სწავლულის აზრით, საყურადღებოა. როცა თეოსს წინ უძღვის განსაზღვრული არტიკლი, ყოვლისშემძლე ღმერთი იგულისხმება. მეორე მხრივ, ამ ფრაზის გრამატიკული კონსტრუქცია, კერძოდ, ის, რომ თეოს უარტიკლოდ არის გამოყენებული, მას თვისებრივ მნიშვნელობას სძენს და მიუთითებს „სიტყვის“ თვისებრივ მხარეზე. შესაბამისად, გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე შესრულებულ ბიბლიის არაერთ თარგმანში ეს ფრაზა გადმოსცემს აზრს, რომ „სიტყვა“ იყო „ღვთაებრივი“ ან „ღვთის მსგავსი“. იგივე მიდგომაა გამოყენებული კოპტური ენის ორ დიალექტზე (საჰიდური და ბოჰაირული) შესრულებულ იოანეს სახარების უძველეს თარგმანებში, რომლებიც სავარაუდოდ, ახ. წ. მესამე და მეოთხე საუკუნითაა დათარიღებული. ორივე ადგილას, სადაც თეოს გვხვდება იოანეს 1:1-ში, ეს სიტყვა სხვადასხვანაირადაა გადმოტანილი. ასეთი თარგმანები „სიტყვის“ თვისებრივ მხარეს ანუ მის ღვთაებრივ ბუნებას უსვამს ხაზს და არა იმას, რომ „სიტყვა“ იგივე მამა, ყოვლისშემძლე ღმერთია.
ამრიგად ბერძნულ ტექსტში ფრაზაში „სიტყვა იყო ღმერთთან“ „ღმერთის“ წინ განსაზღვრული არტიკლია („ო თეოს“), რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საუბარია ყოვლისშემძლე ღმერთზე, მამაზე. ხოლო ფრაზაში „სიტყვა იყო ღმერთი“ „ღმერთის“ („თეოს“) წინ არ არის განსაზღვრული არტიკლი და „ღმერთი“ ზმნის წინაა. ასეთი წყობის წინადადებებში არსებითი სახელი (ანუ „ღმერთი“ უარტიკლოდ) თვისების ან თავისებურების მაჩვენებელია.
კონტექსტიც გვეხმარება ამ მუხლების მნიშვნელობის გაგებაში. იოანეს 1:18-ში წერია: „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს“. მე-14 მუხლი კი გარკვევით ამბობს, რომ „სიტყვა ხორცად იქცა, და დაემკვიდრა ჩვენს შორის . . . და ვიხილეთ დიდება მისი“. გარდა ამისა, 1-ელ და მე-2 მუხლებში ნათქვამია, რომ „სიტყვა იყო ღმერთთან“. როგორ შეიძლება, ვინმესთან იყო და, ამავე დროს, თვითონვე იყო ეს პიროვნება?! იოანეს 17:3-ში იესო მამას უწოდებს „ერთს, ჭეშმარიტ ღმერთს“. ასე რომ, იესო არ არის ყოვლისშემძლე ღმერთი. იესო მამის ღვთიურ თვისებებს ირეკლავს და მას ამ გაგებით ეწოდება „ღმერთი“ (ებრ. 1:3).
იესო ქრისტეს მიმართ არტიკლის დართვა ლოგოსს მამა ღმერთთან გააიგივებდაო
არანაირად არ გააიგივებდა რადგან ტექსტში ლოგოსი ცალკე წერია და ღმერთი ცალკე. მასში არ წერია ღმერთი იყო ღმერთთანო. ეს მამას თან კიარ გააიგივებდა იმას აღვენებდა რომ ისიც იმ კონტექსტში იქნებოდა ღმერთი რა კონტექსტშიც მამაა. ანუ თანასწორობად გაუსვავდ ახაზს და არა აღრევდა ერთმანეთში.
მაგრამ მსგავსი არაფერი გაუკეთებია იოანეს
იოანე მოციქული მამა ღმერთის მიმართ არტიკლს არ იყენებს ამავე თავშიო (იოანე. 1:6,12,13,18), „მოწმეთა“ ლოგიკით კი ის აუცილებლად უნდა ყოფილიყოვო
ამასთან დაკავშირებით ძალიან კრაგს პასუხს სცემს ბერძენი მეცნიერი დანიელ უოლასი რომელიც წერს:
არტიკლია არსებობა არ არის აუცილებელი იმის დასადგენად რომ არსებითი სახელი განსაზღვრული არის თუ განუსაზღვრელი.
მაგრამ პირიქით არსებითი სახელი არ შეიძლება იყოს განუსაზღვრელი თუ არსებობს არტიკლი.
ასე რომ მამის მიმართ მომდევნო ზოგ მუხლში არტიკლის არ გამოყენება არ გულისხმობს მის ღმერთობის უარყოფას და განუსაზღვრელ არსებით სახელად წარმოდგენას.
ის რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ასეთ დროს არის კონტექსტი. იოანეს დასაწყისში გამოიკვეთა თუ ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი
ამოიტომაც არტიკლის დასმა აუცილებლობას არ წარმოადგენდა.
მაგრამ თუკი იოანე იმას დაასაბუთებდა, რომ არსებითი სახელი წარმოადგენდა განუსაზღვრელს ის კი დაუსვავდა არტიკლს ეს შეუსაბამო იქნებოდა.
უოლასი ასევე აღნიშნავს:
როდესაც არსებითი სახელი გამოიყენება არტიკლის გარეშე, მას შეიძლება ჰქონდეს სამ მნიშვნელობამდე : განუსაზღვრელი, თვისობრივი ან განსაზღვრული. შეგვიძლია შეამჩნიოთ, რომ თვისობრივი მნიშვნელობა ზოგჯერ განუსაზღვრელობას უახლოვდება
ასე რომ, არა მხოლოდ კონტექსტის თვალსაზრისით, არამედ კოინეს გრამატიკის თანამედროვე გაგებითის თვალსაზრისით.შესაძლებელია მსგავსად დაწერა
2.ასევე იოანეს 1:14-ში ნათქვამია, რომ „სიტყვა ხორცი გახდა და ჩვენ შორის დამკვიდრდა“. ამიტომაც უწოდებდა ის თავს „კაცის ძეს“ (ინ. 1:51; 3:14, 15). ფრაზის — „ჩვენ შორის დამკვიდრდა“ [სიტყვასიტყვით „კარვობდა“]
საფუძველზე ზოგი ამტკიცებს, რომ იესო ადამიანი კი არა, ხორცშესხმული ანგელოზი იყო.
V საყურადღებოა, რომ მოციქული პეტრე მსგავს ფრაზას საკუთარ თავთან მიმართებით იყენებს, მაგრამ ფაქტია, ის ხორცშესხმული ანგელოზი არ ყოფილა (2პტ. 1:13, 14).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიტყვა იყო ღვთის მსგავსი არსება, მაგრამ არა ისეთივე ღმერთი, რომელთანაც იყო.
კორველის წესის ღრმა კვლევა
ეგრეთ წოდებული კორველის «წესი» წარმოადგენს არა «კოინე» ენის გრამატიკულ წესს, არამედ უბრალოდ ახალი აღთქმის ენაზე განსაზღვრულ დამახასიათებელ თვისებებზე დაკვირვების შედეგს – მას, მრავალი ტრინიტარის აზრით, მრავალი გამონაკლისი გააჩნია. ნ. ტერნერი (ტრინიტარი) ასეთი სახით განსაზღვრავს კორველის კაზუსს:
“კორველის გამოთვლების თანახმად, რომლებიც მხოლოდ არბიტრაჟულებს წარმოადგენენ, მხოლოდ არტიკლიანი 15 არსებითი სახელის წინ, რომლებიც შემასმენელის შემავსებელს წარმოადგენენ, დგას ზმნა, მაშინ როდესაც 239 მის შემდეგ დგანან და მხოლოდ 40 არსებითი სახელი არტიკლის გარეშე, რომლებიც შემასმენლის შემავსებელს წარმოადგენენ, ზმნის შემდეგ დგანან, მაშინ როდესაც 99 მის წინ დგას. გონივრული შერჩევა სხვადასხვა მანუსკრიპტებიდან, საშუალებას გვაძლევს გამოვრიცხოთ ზოგიერთი გამონაკლისი კორველის კანონიდან, მაგრამ არა ყველა. ამგვარად, არცერთ შემთხვევაში კანონი არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა შეიძლება საერთო ტენდენციას ირეკლავდეს. გარდა ამისა, ის ტოვებს წინადადებებს იქიდან გამომდინარე, პირადი არსებითი სახელებია და აღნიშნავენ თუ არა ისინი «ხარისხიანი» არსებითი სახელების ჯგუფს, როგორც წინადადებაში ho theos agape estin («ღმერთი სიყვარულია»; 1 იოანე 4:8). გარდა ამისა, კორველი თავადვე აღიარებს, რომ გამოთვლის ამ მეთოდში ობიექტურობის ნაკლებობაა, რამდენადაც, როგორც ის თავად აღიარებს, ის თავის სახელობითი შემასმენლის ნაწილებთან არტიკლის გარეშე, მხოლოდ განსაზღვრულ არსებით სახელებს იყენებს, რომელთა განსაზღვრის ხარისხის შეფასებაც ძალიან რთულია”. ქვემოთ მოცემულ შენიშვნაში ნ. ტერნერი ამატებს: “პავლე კორველის წესის ყველაზე გამორჩეულ დამრღვევს წარმოადგენს” (A Grammar of New Testament Greck, ტომი 3, გვ. 184).
თუ რამდენად შეიძლება კორველის დაკვირვებების გამოყენება, დამოკიდებულია კონტექსტის ინტერპრეტაციის ბიბლიური გაგების განსაკუთრებულ დასაბუთებაზე, რამდენადაც მათში არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული იმის განსაზღვრის ობიექტური მეთოდი, განსაზღვრულს წარმოადგენს არსებითი სახელი თუ განუსაზღვრელს. კორველი ამტკიცებს, რომ სიტყვა theos იესოს მიმართ გამოიყენება იოანეს 20:28-ში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ theos-ის ყოველი გამოყენება იესოსთან მიმართებით განსაზღვრლი უნდა იყოს.
შემასმენელი მნიშვნელი შეიძლება გამოყენებული იყოს ქვემდებარის განსასაზღვრად ან ქვემდებარის რომელიმე ნაკვთზე მისათითებლად. საჭურისის აღიარება (საქმეები 8:37), «მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა», ქვემდებარეს განსაზღვრავს. გამოთქმა «ღმერთი სიყვარულია» (1 იოანე 4:8) ქვემდებარეს განსაზღვრავს. სიტყვა theos არტიკლის გარეშე, რომელიც იოანეს 1:1-ში გვხვდება, განსაზღვრული რომ იყოს როგორც განმსაზღვრელი ქვემდებარე, მაშინ წინადადება, რომელშიც ის დგას, შეიძლება ასე გადათარგმნილიყო: «და ღვთის მსგავსი იყო ის სიტყვა». ამის თანახმად ჩვენ ვკითხულობთ, რომ ქრისტე იყო «ღვთის ანარეკლი» (2 კორინთელები 4:4). წმინდა წერილების სხვა ნაწილებში ნათლადაა დამტკიცებული, რომ ეს სახე არ ვრცელდება ბუნების ან არსების ზუსტ იდენტურობაზე.
მრავალი ტრინიტარი, მას შემდეგაც კი, რაც კორველის წესი გამოქვეყნდა, მაინც აგრძელებდნენ იოანეს 1:1-ის "დაძალებით" ხარისხიან ინტერპრეტაციას და ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ არტიკლის გარეშე მდგომ სიტყვა theos, როგორც ამას კორველი აკეთებდა. რადგანაც არტიკლი თუ განსაზღვრულია, მაშინ წინადადება ასე უნდა იყოს გადათარგმნილი: «და ღმერთი (the God) იყო ის სიტყვა». თუმცაღა, რადგანაც მამა წარმოადგენს ღმერთს (the God), მაშინ ზემოთმოცემული თარგმანი იმაზე მიუთითებდა, რომ სიტყვა წარმოადგენს მამას, რაც აბსურდული იქნებოდა ტრინიტართა უმრავლესობისთვისაც კი. ამიტომ, იმისათვის რომ ხაფანგს გაექცნენ, ისინი განსხვავდებიან კოლველისაგან და არსებით სახელს «ღმერთი» («god») ინტერპრეტირებენ როგორც კვალიტატიურს. ამგვარად, მუხლის მნიშნელობა კვლავ ვინმეს ინტერპრეტაციაზე რჩება დამოკიდებული.
შემდეგი ფრაგმენტი აღებულია ვილიამ ბარკლის ტექსტიდან რომელიც იოანეს 1:1-ს ეხება და ისეთი ხარისხიანი გამოყენების მაგალითს წარმოადგენს, რომელსაც ტრინიტარები იყენებენ (ვილიამ ბარკლი, The Gospel Of John, ტომი I, გვ. 17):
"საბოლოოდ იოანე ამბობს, რომ სიტყვა იყო ღმერთი ("God") რა თქმა უნდა, ჩვენთვის რთულია ამის გაგება, იმიტომ რომ ბერძნულ ენაში, რომელზეც იოანე წერდა, აზრის გამოხატვის მრავალი საშუალება არსებობს, ის განსხვავდება ინგლისურისაგან. ბერძნულ ენაში ყოველთვის გამოიყენება არსებითი სახელი განსაზღვრული არტიკლით. ღმერთი – ბერძნულად არის theos, ხოლო განსაზღვრულ არტიკლს წარმოადგენს ho. ამ ენაში თავად სიტყვა theos არასოდეს გამოიყენება, ის გამოიყენება მხოლოდ არტიკლთან ერთად ho theos. სამაგიეროდ არსებით სახელთან განსაზღვრული არტიკლის არ არსებობის შემთხვევაში, ეს არსებითი სახელი, მნიშვნელობით, უფრო არსებით სახელს ემსგავსება და ხაზს უსვამს მოცემული პიროვნების ხასიათს, ნაკვთებს... როდესაც იოანემ თქვა რომ სიტყვა იყო ღმერთი ("God"), მას არ უთქვამ, რომ იესო იგივე ღმერთია. მან თქვა, რომ იესო წარმოადგენს ზუსტად ისეთივეს, როგორიც ღმერთია, თავის აზრებში, გულში, არსებაში, ასე რომ იესოში ჩვენ ნათლად ვხედავთ თუ როგორია ღმერთი".
შემდეგ ჩვენ გთავაზობთ ტრინიტარების პირად სიას, რომლებიც ავტორიტეტით სარგებლობენ ახალაღთქმისეული ბერძნულის სფეროში და რომლებიც კორველის წესის გამოქვეყნებამდე და გამოქვეყნების შემდეგ წერდნენ. ყველა მათგანი ხაზს უსვამენ არტიკლის გარეშე მდგომი სიტყვა theos ხარისხიან განმარტებას იოანეს 1:1-ში და ამიტომ არ ეთანხმებიან კორველს: ვილიამ ბარკლი, მარტინ ვინსენტი, დჯ. პ. ლენჯი, რობერტ იანგი, ბრუკ ფოს ვესკოტი, კენეტ ვესტი, ჯორჯ ტერნერი, იულიუს მანტი, გ. ე. დანა, რიჩარდ მორტონი და ჯეიმს მოფეტი.
მამის წიაღში იყოო, V მერე რა? ანგელოზები არ არიან მამის წიაღში? და ქმნილებები არ არიან?
No comments:
Post a Comment