მათ, ვინც "სამების" იდეის ბიბლიით დამტკიცებას ცდილობენ, იმ შემთხვევით უყვართ სპეკულირება, რომელიც მოციქულთა საქმეების 5:3,4,9-შია აღწერილი. მათი ლოგიკა ასეთია: მოციქულმა ჯერ ის თქვა, რომ ანანიამ "მოატყუა სულიწმინდა", ოდნავ მოგვიანებით კი თქვა, რომ მან ღმერთი მოატყუა. ეს კი იმას ნიშნავს, ასკვნიან ისინი, რომ წმინდა სული თვითონ ღმერთია, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს ერთგვარი ღმერთი სახელად "სულიწმინდა". მათი აზრით, ის, კიდევ ორ ღმერთთან ერთად ერთგვარ "ღმერთების კავშირს" ქმნის - ერთ "ღმერთში".
იმ ხალხს, რომლებიც დიდად ვერ ერკვევიან თეოლოგიურ საკითხებში, შევახსენებთ: თუ თქვენს ბიბლიაში (იმ ენებზე, რომლებშიც დიდი და პატარა ასოები იხმარება. მაგ: რუსული, ინგლისური და ა.შ.) სიტყვა "სულიწმინდა" დიდი ასოთი იწერება ["Holy spirit" "Святой Дух"], უნდა იცოდეთ, რომ ეს უბრალოდ მთარგმნელების ადამიანურ თვალსაზრისს წარმოადგენს – ანუ, მთარგმნელებს სწამდათ სამების და "სულიწმინდა ღმერთისადმი" საკუთარ რწმენას მისი დიდი ასოთი დაწერით გაუსვეს ხაზი. იმ ენებში, რომელზეც ბიბლია იწერებოდა, ტექსტი ისე არ გამოიყურებოდა, როგორც ჩვენ ინგლისურ ან რუსულ ენებზე შეგვიძლია წავიკითხოთ, და მათში არ მოქმედებდა სახელების ან ფრაზა "სულიწმინდის" დიდი ასოთი გამორჩევის წესები. ამიტომ, როდესაც იეჰოვას მოწმეები საკუთარ თარგმანში "წმინდა სულს" ("holy spirit" " святой дух") პატარა ასოთი წერენ, მათ ამის გაკეთების სრული უფლება აქვთ. ამ ადგილის მაგალითი ორიგინალში, შეგვიძლია სინაურ კოდექსში ვნახოთ:
მე-3,4 მუხლები
მე-9 მუხლი
მაშ ასე, თავად ტექსტი ვერანაირი "დიდი ასოებით" ვერ დაგვეხმარება თეოლოგიურ საკითხებში, იმიტომ რომ ასეთი ასოები იქ უბრალოდ არ არის. მაშინ რა დაგვეხმარება? მხოლოდ კონტექსტი და დაკვირვებულობა. მოდით ეს მონაკვეთი კიდევ ერთხელ წავიკითხოთ:
ანანია საკუთარ ქონებას ყიდის და აღებულ ფულს მოციქულებს სწირავს მისიონერული საჭიროებებისთვის. თუმცა მოციქულებზე რომ შთაბეჭდილება მოახდინოს, ის ამბობს, რომ ფულს მთლიანად სწირავს, მაგრამ ეს ასე არ არის. ის პეტრეს ატყუებს, როდესაც ეუბნება, რომ არაფერი დაუმალავს. რაზეც პეტრე ანანიას ბრალს სდებს: შენ რა სულიწმინდის მოტყუებას ცდილობ? რატომ განიზრახე ეს? რადგან შენ ადამიანებს კი არ ატყუებ, არამედ ღმერთს! იგივე დაემართა მოგვიანებით ანანიას ცოლსაც. სამწუხაროდ, ორივე მათგანი მოკვდა.
ცდილობს თუ არა პეტრე ამ მონაკვეთში ჩვენთვის იმის თქმას, რომ არსებობს ერთგვარი "სულიწმინდა ღმერთი"? თქვენ რომ ამ მომენტამდე არასოდეს გქონოდათ მოსმენილი "სამების" თეორიის შესახებ, მაშინ პეტრეს ამ სიტყვებიდან ამას ვერასოდეს ამოიკითხავდით. ამასთანავე, ასეთი თეორია სათანადოდ ვერ ხსნის თავად პეტრეს ფრაზას - რატომ თქვა მან ასე? რა შუაში იყო აქ სულიწმინდა, თუ ანანია მოციქულების მოტყუებას ცდილობდა? არადა პეტრე აშკარად არ მიიჩნევდა თავს სულიწმინდად, და ფრაზით "ადამიანებს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს" ის აშკარად არ მიუთითებდა იმაზე, რომ თავს ადამიანად კი არა, ღმერთად მიიჩნევდა.
პეტრეს აზრს თუ უკიდურესად მოკლედ და უბრალოდ გადმოვცემდით, ამის გაკეთება ასე შეიძლება: ანანიას უნდა ხსომებოდა, რომ მის წინ იდგნენ არა უბრალო ცოდვილი ადამიანები, არამედ მოციქულები, რომლებიც სულიწმინდით იყვნენ დანიშნულნი. ღმერთმა მათ თავისი სული სცხო და მსახურებისათვის დანიშნა - მოციქულად მსახურებისათვის. ისინი თავად ღმერთის წარმომადგენლები იყვნენ და არა უბრალო ადამიანები. ასეთ შემთხვევაში კი ასეთი პრინციპი მოქმედებდა: შენ თუ ვინმეს წარმომადგენლის წინააღმდეგ მოქმედებ, შენ ამით მის წინააღმდეგაც მოქმედებ, ვისაც ის წარმოადგენს. მოციქულების წინააღმდეგ მიდიხარ? ასეთი მოქმედებით ღვთის წინააღმდეგ მიდიხარ, რომელმაც ისინი მოციქულებად დანიშნა. ცხებული ქრისტიანების წინააღმდეგ მიდიხარ? ასეთი მოქმედებით ღვთის მოწინააღმდეგე ხდები. საინტერესოა, რომ ზუსტად იგივე აზრი კიდევ ერთხელ ჩნდება ამავე თავში ( შეადარეთ საქმეები 5:39).
იგივე პრინციპს ვხედავთ მოსესთან დაკავშირებითაც: ებრაელები თუ მოსეს ლანძღავდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ, ასეთი მოქმედებით იეჰოვას შეურაცხყოფდნენ და მის წინააღმდეგ მიდიოდნენ (რიცხვნი 12:1-9;14:4,9,11). რატომ? იმიტომ რომ მოსე იეჰოვას წარმომადგენელი იყო, და ამის გამო მოსეს წინააღმდეგ მოქმედებას პირად შეურაცხყოფად იღებდა. შენ თუ მოსეს შეურაცხყოფდი, შენ შეურაცხყოფდი არა ადამიანს, არამედ ღმერთს (ანუ თავად იეჰოვას). ასე მოქმედებდა კორახიც, რომელიც მოსეს წინააღმდეგ აჯანყდა და ამას კარგი მოტივებით ამართლებდა, თან ამავდროულად ამტკიცებდა, რომ იეჰოვას წინააღმდეგ კი არ მიდიოდა (რიცხვნი 16:3), პირიქით, ღვთის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. სინამდვილეში კი, ღვთის მიერ დანიშნული წინამძღოლის (მოსეს) წინააღმდეგ აჯანყებით, ის ღვთის წინააღმდეგ აჯანყდა (რიცხვნი 16:11,30). იუდა კორახის მსგავს ადამიანებზე ამბობს, რომ ისინი "უარყოფენ უფლებათ და გმობენ დიდებათ... ჯიუტობით იღუპებიან, როგორც კორახი" (იუდა 8,11). ისინი ადამიანს კი არ ეწინააღმდეგებოდნენ, არამედ ღმერთს (რომელმაც ის ადამიანი დანიშნა).
ასეთ ადამიანებზე საუბრობს სტეფანეც საქმეების 7:51,52-ში: "თქვენ ყოველთვის ეწინააღმდეგებით სულიწმინდას, როგორც თქვენი მამები, ასევე თქვენც". რა სახით შეეძლოთ მათ და მათ მამებს წინააღმდეგობის გაწევა იმისთვის, რისი დანახვაც არ შეეძლოთ? როგორ ეწინააღმდეგებოდნენ იეჰოვას სულს? სტეფანე შემდეგ განმარტავს: "რომელს არ დევნიდნენ წინასწარმეტყველთაგან თქვენი მამები?" ამგვარად, ისინი იეჰოვას სულს იმით ეწინააღმდეგებოდნენ, რომ იეჰოვას წინასწარმეტყველებს დევნიდნენ, რომელთაც თავისი სულით ნიშნავდა. ამგვარად, ისინი ეწინააღმდეგებოდნენ არა ადამიანებს, არამედ ღმერთს. არა ადამიანებს, არამედ იეჰოვას სულს.
იგივე პრინციპი გამოხატა იესო ქრისტემაც: თქვენ თუ მისი წარმომადგენლების (მისი ძმების) წინააღმდეგ მოქმედებთ, ამით იესოს წინააღმდეგ მოქმედებთ. ხოლო თუ სიკეთეს უკეთებთ იესოს ძმებს, მაშინ ამით სიკეთეს უკეთებთ არა ადამიანებს, არამედ ღვთის ძეს (იხილეთ მათე 25:34-46).
ასე რომ, საქმეების 5:3,4,9 მუხლები იგივე უბრალო და გასაგებ აზრს გადმოგვცემენ: ანანია უბრალოდ ადამიანების (მოციქულების) მოტყუებას კი არ ცდილობდა, არამედ იეჰოვას სულის, რომელმაც ისინი დანიშნა. პეტრეს წინააღმდეგ წასვლით - ის ღვთის წინააღმდეგ მიდიოდა.
-----------------------------------------------------------------
წყარო:jwapologetica.blogspot.com
თარგმანი აღებულია maxvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment