Sunday, 1 August 2021

აღდგომის კვირა სამოციქულო ტრადიცია?


 იეჰოვას მოწმეები 14 ნისანს ყოვწლწლიურად აღნიშნავენ  იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს.  რადგან მიჰყვებიან თვით იესოს პირდაპირ მითითებას: "ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად" (ლუკა 22:19). ეს წლისთავი დაკავშირებულია არა აღდგომასთან, არამედ იესოს სიკვდილთან, როგორც ეს 1 კორინთელთა 11:26-დან ჩანს: "ყოველთვის, როცა ამ პურს შეჭამთ და ამ სასმისს შესვამთ, უფლის  სიკვდილს   აუწყებთ მის მოსვლამდე ". ეს დღესასწაული "გარდამავალია" და მისი თარიღის დადგენა იმავე მეთოდით ხდება, რომლითაც ძველი იუდეველები პასექის თარიღს ადგენდნენ. იეჰოვას მოწმეები გახსენების საღამოს მხოლოდ და მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ აღნიშნავენ, მთვარის კალენდრით 14 ნისანის დადგომისას, კვირის რომელ დღესაც არ უნდა ემთხვეოდეს ეს საღამო.



მართლმადიდებელი და კათოლიკე ეკლესიები - ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე გავლენიანი დენომინაციები - თავის აღდგომას ყოველთვის იმ  კვირა დღეს   აღნიშნავენ , რომელიც გაზაფხულის ბუნიობის დღის შემდეგ პირველ სავსემთვარობას მოსდევს. განსხვავებული კალენდრების გამო მათი დღესასწაულები არასოდეს არ ემთხვევა ერთმანეთს და არასოდეს არ ემთხვევა იუდაურ პასექს (ასეა ჩაფიქრებული). საიდან იღებს სათავეს აღდგომის კვირა დღეს აღნიშვნის ჩვეულება? რა ჩვეულებას მისდევდნენ მოციქულები და ისინი ვინც მათ იცნობდა

რა ბიბლიური საფუძველი აქვს და რას წარმოადგენს ხელმძღვანელი საბჭო და ერთგულიდა გონიერი მონა? (საქ 6:1-4, 15:1, 2, 6, 25–31), (მათ 24:45)



ნებისმიერ ორგანიზებულ კოლექტივში თავისი განსაზღვრებით არსებობს ხელმძღვანელობა.სხვაგვარად ის ვერ იქნებოდა ორგანიზებული. .   კომპანიებში დირექტორთა საბჭოებია, პარტიებში – ცენტრალური კომიტეტები, რელიგიურ ორგანიზაციებში – სხვა და სხვა სინოდები, საბჭოები, ვატიკანები და ა.შ. იეჰოვას მოწმეების სულიერ ხელმძღვანელ ორგანოს ქართულ ენაზე ეწოდება ხელმძღვანელი საბჭო