Thursday, 22 August 2024

რას ამბობს ბიბლია შობადობის კონტროლის შესახებ?

 


ღმერთმა ადამიანები მამაკაცად და დედაკაცად შექმნა და მთელი თავისი ქმნილება „ძალიან კარგად“ მიიჩნია (დაბადება 1:31). მან განიზრახა ცოლ-ქმრის შეერთება  ერთი ხორცად  სქესობრივი კავშირის მეშვეობით (დაბადება 2:24) და ქორწინებას ღირსეულს უწოდებს (ებრაელები 13:4).


ბავშვები ცოლ-ქმრის სქესობრივი კავშირის ბუნებრივი შედეგია და მათ ბიბლია უწოდებს „უფლის ძღვენს“ (ფსალმუნი 127:3,  მაგრამ ბიბლია არ ადგენს ქორწინებაში სექსს მხოლოდ ბავშვების გასაჩენად. სინამდვილეში, ბიბლია მოუწოდებს ქმრებსა და ცოლებს, სიამოვნება მისცენ მეუღლეებს.

„დაბადება 2:24 ამბობს: „ ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან [სქესობრივი კავშირი]“. იგავები 5:15—19 მოუწოდებს წყვილებს, ერთად დატკბნენ სექსუალური სიამოვნებით ქორწინებაში. პავლე ამბობს, რომ ცოლ-ქმარმა ერთმანეთთან  სექსუალური მოვალეობა უნდა შეასრულონ და არ მოაკლონ ერთმანეთს ეს. და  ამისთვის თავი შეიკავონ მხოლოდ ლოცვისთვსი გამოყოფილ დროს (1 კორინთელები 7:3-5).
„ბიბლიაში არც ერთი მონაკვეთი არ კრძალავს სიამოვნების მიღების მიზნით ხოლქმარს შორის სექსს. არაფერია ცუდი იმაში, რომ წყვილებმა კონტრაცეფციის ისეთ მეთოდებს მიმართონ, დომლებიც აბორტს არ იწვევს
ერთი მუხლი ხშირად არის მოხსენიებული, როგორც შობადობის კონტროლის აკრძალვა, დაბადების 38 თავში მომხდარი შემთხვევა. ეს სამწუხარო ამბავი არის ეგოიზმისა და აჯანყების შესახებ, მაგრამ არ აკეთებს განცხადებას ზოგადად ჩასახვის კონტროლის შესახებ.
მას შემდეგ, რაც თამარის ქმარი გარდაიცვალა, მისმა სიმამრმა იუდამ უთხრა თავის ვაჟს, ონანს: „შენ უნდა მოიყვანო ცოლად თამარი, როგორც ჩვენი კანონი მოითხოვს . მისი პირველი ვაჟი შენგან იქნება შენი ძმის მემკვიდრე“. მაგრამ ონანს არ სურდა ყოლოდა შვილი, რომელიც არ იქნებოდა მისი მემკვიდრე. ასე რომ, როცა თამართან სქესობრივი კავშირი ჰქონდა, სპერმას მიწაზე ღვრიდა, რათა არ ჰყოლოდა მისი ძმის მემკვიდრე“ (დაბადება 38:8-9, ). ონანის ცოდვა იყო აჯანყება და ეგოიზმი და არა შობადობის კონტროლი

No comments:

Post a Comment