დღეს ძალიან გავრცელდა «ანტიქრისტეს» მოსვლის შიში. მრავალი ამ ტერმინის ქვეშ ვინმე ძლევამოსილ პიროვნებას გულისხმობს, რომელიც მსოფლიოში ღვთის საწინააღმდეგო რეჟიმს დაამყარებს. ზოგი ანტიქრისტესთან რიცხვ 666-ს აკავშირებს, ზოგი ამ რიცხვის ნიშნებს გარკვეულ დოკუმენტებში, ჩიპებში და პირად ნომრებში ხედავს. ზოგიერთ მართლმადიდებლურ წრეებში ამ საკითხის გარშემო შეუჩერებელი პანიკა სუფევს. ვიზიარებთ თუ არა ასეთ თვალსაზრისებს, იმაზეა დამოკიდებული თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს ბიბლიასთან, იმიტომ რომ ბიბლია არცერთ მათგანს არ უჭერს მხარს.