Saturday, 22 December 2018

უნდა ეწეროს თუ არა ღვთის სახელი ახალ აღთქმაში?






საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ებრაულ წერილებში ანუ „ძველ აღთქმაში“  ღვთის სახელი ათასობით მუხლშია ჩაწერილი (ღვთის სახელში ვგულისხმობ გამ 3:15 ში გაცხადებულ ღვთის სახელს რომლის შემოკლებული ფორმა იაჰია) და ამას მოწმობს არაერთი უძველესი ხელნაწერი(მაგ:მკვდარი ზღვის ხელნაწერები)  და არაერთი თანამედროვე ბიბლიის თარგმანი.მაგრამ უნდა ეწეროს თუ არა ის ახალ აღთქმაშიც? დიახ. და ამის უამრავი მიზეზი არსებობს რომელიც დასაბუთებული იქნება ქვემოთ


რაზეა დაფუძნებული ღვთის სახელის გამოყენება ახალი აღთქმის თარგმანებშითუ იმას გავითვალისწინებთ, რომ დღეს არსებულ ხელნაწერებში ეს სახელი არ გვხვდება?

ეს კარგი შეკითხვაადა მოცემულ სტატიაში მის განხილვას შევეცდებით.

მაშ ასე



ზუსტად ისე, როგორც უძველეს ასლებშია?



შეკითხვა: «თუ ახალი აღთქმის დღეს არსებულ ძველ ხელნაწერებში ტეტრაგრამატონი (ანუ ღვთის სახელი «იეჰოვა») არ არისმაშინ ის განა ზუსტად ისე არ უნდა ითარგმნოსროგორც ასეთ ხელნაწერებში წერიაგანა ასეთ თანმიმდევრულ მიდგომას არ ითხოვს პატიოსნებაგანა სწორია ახალი აღთქმის ტექსტში რამის დამატება ან შეცვლა


პასუხი: 
გამოცდილება აჩვენებსრომ მათ მნიშვნელოვან ნაწილსვინც მსგავს შეკითხვას სვავსარასაკმარისად კარგად ესმით ისთუ რას წარმოადგენენ ახალი აღთქმის ყველაზე უძველესი ხელნაწერებირომლებზეც ისინი მიუთითებენსაქმე იმაში გახლავთრომ დღეს ჩვენ ხელთ არ გვაქვს უშუალოდ ორიგინალი ტექსტებირომლებიც პირადად მოციქულთა ხელით იქნა დაწერილიროგორც ჩანსამ ხელნაწერების პირდაპირი ასლებიც კი არ გვაქვს.

ყველაზე ადრეულ წყაროდ მეცნიერები რეინოლდის პაპირუსს P52 ასახელებენ, რომელიც იოანეს სახარების მხოლოდ რამოდენიმე ხაზს შეიცავს (18:31-33). მოცემული დოკუმენტი ახ.წ. 125 წლით თარიღდება (თუმცა რიგი მეცნიერებისა მას ცოტა უფრო გვიან თარიღს მიაწერენ). კიდევ ერთი ძველი არტეფაქტი - ბოდმერის პაპირუსი (Р75) – რომელიც ლუკას და იოანეს სახარების ტექსტებს შეიცავსთარიღდება დაახლოებით ახ.წ. 175 და 225 წლების შუალედითახალი აღთქმის უძველესი ასლის შემდეგი ცნობილი მაგალითია - ჩესტერ ბიტის პაპირუსები (Р45, Р46, Р47). ისინი სახარებების, მოციქული პავლეს წერილების და გამოცხადების წიგნის მნიშვნელოვან ნაწილებს მოიცავენეს აღმოჩენა ახ.წ. 250 წლით თარიღდება.

ყველაზე ავტორიტეტული უძველესი კოდექსებირომლებიც ძველი და ახალი აღთქმის წიგნებს შეიცავენესენია სინური კოდექსი (Sinaiticus, ახ.წ. IV საუკუნე), ვატიკანის კოდექსი (Vaticanus, ახ.წ. IV საუკუნედა  ალექსანდრიული კოდექსი ( Alexandrinus, ახ.წ. საუკუნე).

როგორც შეგვიძლია დავინახოთახალი აღთქმის წიგნების პრაქტიკულად ყველა მეტნაკლებად სრული კრებული, მოციქულთა შრომის საკმაოდ გვიან ასლებს წარმოადგენენმათ მოციქულებს დაახლოებით ორი და უფრო მეტი საუკუნე აშორებთსხვა სიტყვებით რომ ვთქვათბიბლიის ნებისმიერ მთარგმნელს საქმე აქვს არა მოციქულების ორიგინალურ წიგნებთანარამედ მათ გაცილებით გვიანდელ ასლებთან

ეხლა კი საკითხის არსს დავუბრუნდეთ იმასთან დაკავშირებითრომ ახალი აღთქმის თარგმანები «ზუსტად ისე უნდა [გაკეთდეს]... როგორც ასეთ ხელნაწერებში წერია», «თანმიმდევრულად და პატიოსნად», «მათში არანაირი ცვლილება არ უნდა გაკეთდეს»... კარგითხელში თუ ავიღებთ მოხსენიებულ უძველეს ასლებს და მათი ტექსტის , ასე ვთქვათ «ერთი – ერთში» გადათარგმნას ვცდითმაშინ აუცილებლად აღმოვჩნდებოდით საკმაოდ რთულ სიტუაციაშისაქმე იმაში გახლავთრომ ამ არტეფაქტების ყველა ტექსტებში (გარდა რეინოლდის პაპირუსი P52-სარომელიც სულ რამოდენიმე ხაზისაგან შედგებაბიბლიის თანამედროვე მკითხველისათვის უჩვეულო პირობით აბრევიატურებს ვხვდებითთანაც საკმაოდ დიდი ოდენობითმეცნიერები ამ აბრევიატურებს «nomina sacra»-ს (ანუ «წმინდა აღნიშვნები») უწოდებენამგვარი ტექსტუალური შემოკლებები წარმოადგენს ბერძნული ანბანის ორ (ხანდახან მეტიასოს, მათ ზემოთ საერთო ხაზით.


«Nomina Sacra 
ძალიან ძველ ქრისტიანულ ხელნაწერებზეც კი ჩნდებარომელთაგან ყველაზე ადრეული ახ.წ. მეორე საუკუნის შუა პერიოდს განეკუთვნება… Nomina Sacra შემდეგი სახითაა შემოკლებულიჩვეულებრივ ესაა სიტყვის პირველი და ბოლო ასო განსაზღვრულ ბრუნებაშიასოების თავზე ჰორიზონტალური ხაზით» (.ურტადო «Nomina Sacra-ს წარმომავლობა»).

როგორც მიიჩნევა«nomina sacra» მოიაზრებდა ბიბლიის თავდაპირველ ტექსტში მოცემულ ზოგიერთ შემოკლებულ აღნიშვნებსკერძოდ, «ღმერთი», «უფალი», «ქრისტე», და ასევე ღვთის სახელი «იეჰოვა» და სახელი «იესო». რა თქმა უნდარომ «nomina sacra» აბსოლუტურად ხელოვნურს, გვიანდელ წარმონაქმნს წარმოადგენსრომელსაც ბიბლიის ტექსტების გადამწერები იყენებდნენგასაგებიარომ მოციქულები საკუთარ ნაშრომებში ასეთი უცნაური აბრევიატურების გამოყენებას არ დაიწყებდნენმით უმეტესრომ ისტორიულად მოცემულმა შესწორებებმა ბიბლიური ტექსტების ასლებში, მხოლოდ ახ.წ. II საუკუნიდან დაიწყო გამოჩენა

თუმცათუ ზემოთ მოხსენიებულ მოთხოვნაზე ვისაუბრებთ, რომ ახალი აღთქმის თარგმანები «ზუსტად ისე უნდა გაკეთდესროგორც ასეთ ხელნაწერებში წერია, …ყოველგვარი ცვლილებების გარეშე», მაშინ დამეთანხმეთ, «თანმიმდევრული» მიდგომა თავის მხრივ მოიაზრებდა ტექსტებში ჩვენთვის ნაცნობი სიტყვების «ღმერთი», «უფალი» ან «ქრისტეს» ნაცვლად უშუალოდ ასეთი შემოკლებების – ანუ «nomina sacra»-ს გამოყენებასიმიტომ რომ ახალი აღთქმის უძველესი ხელნაწერების ასლებში (ბოდმერის, ჩესტერ ბიტისა და სხვა პაპირუსების ჩათვლითმოცემული აბრევიატურებია წარმოდგენილი

მკითხველი რომ თვალნათლივ დარწმუნდეს ნათქვამშიგთავაზობთ ყველასათვის კარგად ნაცნობ ახალი აღთქმის ტექსტს გავეცნოთ იოანეს სახარების 1:1,2-დანრომელიც ბიბლიის საპატრიარქოს გამოცემაში ასე ჟღერს:

«დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან.».

თუმცაუძველეს ასლებში მოცემული ტექსტი შემდეგნაირადაა გადმოცემული:

«დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ΘV და ΘС იყო სიტყვაის იყო დასაბამიდან  ΘV».





ამასთანავე უნდა გვახსოვდესრომ ΘV და ΘС  - მკაცრად რომ ვთქვათწარმოადგენენ არა სიტყვებს θεόν და θεος არამედ უშუალოდ აბრევიატურებსრომლებშიც ფონეტიკურად და გრამატიკულად შეიძლება იყოს ამოცნობილი მოცემული მნიშვნელობებიზუსტად ამიტომ ბიბლიური ტექსტის "ასო - ასოთარგმნაალბათ უფროცოტა არ იყოს დილეტანტურად გამოიყურება და ადამიანის მიერ განსახილველი საგნის ჩაუწვდომლობას ააშკარავებსსტრიქონობრივი თარგმანებიც კირომლებიც ძველ ტექსტებსაც შეიცავენაღთქმის გასაადვილებლად იყენებენ არა ტექსტებში მრავალჯერ წარმოდგენილ «nomina sacra»-სარამედ მათ სავარაუდო აზრობრივ მნიშვნელობას ორიგინალის ენაზე.   

ანუ არა ΘΣ, არამედ Θεός ("ღმერთი").
არა ΚΣ, არამედ Κύριος ("უფალი").
არა ΧΣ, არამედ Χριστός ("ქრისტე").
არა ΙΣ , არამედ Ἰησοῦς ("იესო").
არა ΥΣ, არამედ Υἱός ("ძე").
და ასე შემდეგ...

დიახეს ისე გამოიყურება როგორც ერთგვარი კორექტირებათუმცა ეს უფრო იძულებითილოგიკური კონტრ-კორექტირებააიმ დამახინჯებების შესასწორებლად, რომლებიც ახ.წ.  II საუკუნეში იქნა შეტანილი გადამწერების მიერ ბიბლიური ტექსტის ასლებში და ასევე ბიბლიის კითხვისას აზრობრივად იოლი აღქმის მისაღწევადზუსტად ამ მიზეზის გამო ამბობს ბიბლიის ყველა თარგმანი უარს "nomina sacra"-ს გამოყენებაზე და მათ აზრობრივ მნიშვნელობებს იყენებენ. 



1."Nomina Sacra" და ღვთის სახელი



შეკითხვა: «"nomina sacra"-სთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია. მაგრამ როგორაა ეს დაკავშირებული ახალი აღთქმის თარგმანებში ღვთის სახელის არსებობასთან?»

პასუხი: საქმე იმაში გახლავთრომ ახალი აღთქმის ხელნაწერების ასლებში "nomina sacra"-ს გამოჩენა და ძველი აღთქმის ბერძნულენოვან ხელნაწერებში (სეპტუაგინტაშიLXX) "nomina sacra"-ს  გამოჩენა, თითქმის ერთდროულად მოხდა 

წმინდა წერილების ებრაული ტექსტი (ანუ თანახიიგივე ძველი აღთქმაათასობით ადგილას შეიცავს ტეტრაგრამატონს - ღვთის სახელს "იეჰოვა". ამ წესს ებრაელი მთარგმნელები  დღემდე მიჰყვებიან.

თავისი შექმნიდან, ძვ.წ. III-II საუკუნეებიდან დაწყებული და ლამის ახ.წ. საუკუნის ჩათვლით, ძველი აღთქმის უშუალოდ ბერძნულენოვანი თარგმანი (LXX) ასევე შეიცავდა ტეტრაგრამატონსრაზეც სეპტუაგინტის უძველესი შემორჩენილი ხელნაწერები მოწმობენგარდა ამისამოცემულ ფაქტს მისი თანამედროვეები რამოდენიმე შემდგომი საუკუნეების განმავლობაშიც ადასტურებდნენ

თუმცაროგორც კი მოციქულთა პერიოდი დასრულდაახ.წ. II საუკუნეშისეპტუაგინტის შემდგომ ასლებში ტექსტის მაშტაბური კორექცია ხორციელდება - გადამწერები ტეტრაგრამატონს შლიან და მას ჩვენთვის უკვე ნაცნობი აბრევიატურით "nomina sacra" (ΚΣ) ცვლიანპრაქტიკულად ყველგანსადაც სეპტუაგინტის ტექსტურ ასლებში პირობითი "nomina sacra" გაჩნდაწინათ ღვთის სახელი - იეჰოვა ეწერა

თავის მხრივ, როგორც ძველ აღთქმაში, ისე ახალ აღთქმაში თავდაპირველი ბიბლიური ტექსტის ერთდროული დამახინჯება "nomina sacra"-ს ერთი და იგივე აბრევიატურების ჩამატებით, იმის სერიოზულ საფუძველს იძლევა მივიჩნიოთ, რომ ამგვარი ჩარევის საერთო შედეგი - ღვთის სახელის აბრევიატურა ΚΣ-ით (შემდგომ კი - Κύριος, "უფალი") ჩანაცვლება იყო, მათ შორის ახალ აღთქმაშიც. 

    
«სადღაც ახ.წ. 100 და 135 წლებს შორის, ქრისტიანმა გადამწერებმა, რომლებიც ივრითს არ იცნობდნენ, სწრაფად შეცვალეს ებრაული ტეტრაგრამა ბერძნულ ტექსტში (რომელსაც ჩვენ LXX-ის მეორე ასწლეულის შემდგომ ყველა ასლში ვპოულობთ) ტიტულით «უფალი» (ზოგგან «ღმერთი»)» (ჟერარ ჟერტო «ღვთის სახელი: მისი ისტორია და ჟღერადობა», გვ. 150,169,243,244 / «The Name of God Y.eH.oW.aH  Which is Pronounced as it is Written I_Eh_oU_Ah:  Its story»).

«[არქეოლოგიურ აღმოჩენებსშეუძლიათ იმის ახსნათუ როგორ იყენებდნენ ახალი აღთქმის დამწერები ღვთის სახელს… ღვთის სახელიיהוה …დროთა განმავლობაში შეცვლილი იქნა არატოლფასი κς-ით ["nomina sacra"]. ტეტრაგრამატონის ამ ამოღებამჩვენი შეხედულებითდაბნეულობა გამოიწვია წარმართობიდან მოსულ პირველ ქრისტიანებში იმასთან დაკავშირებითთუ რა კავშირი არსებობდა უფალ ღმერთსა“ და „უფალ ქრისტეს შორისრაც ახალი აღთქმის ტექსტის ხელნაწერების ტრადიციაშიც აღიბეჭდა» (რელიგიათმცოდნეობის პროფესორიჰებრაისტი ჯორჯ ჰოვარდი «ბიბლიური ლიტერატურის ჟურნალი» / «Journal of Biblical Literature», . 96, 1977, გვ. 63).



მაშ ასეპირველი მიზეზირომლის გამოც სწორი ჩანს ახალ აღთქმაში ღვთის სახელის აღდგენა - ესაა გადამწერების მიერ ღვთის სახელის აშკარა ჩანაცვლება აბრევიატურით ΚΣ (შემოკლ. Κύριος-სგან, "უფალი") იმის შესაბამისადრაც იმავე პერიოდში გაუკეთეს ღვთის სახელს ძველი აღთქმის ტექსტებში.  


2.არტიკლები Κύριος-ის წინ




მეორე მიზეზირომელიც ახალ აღთქმის ტექსტში ღვთის სახელის აღდგენის აუცილებლობაზე მიუთითებს - ესაა გრამატიკული პრობლემარომელიც ხელნაწერების ასლებში ჩნდება, ბერძნული სიტყვა "Κύριος"-ის ("უფალი") წინ არტიკლის არარსებობის სახით. 

ამგვარად არსებობს იმის ლიგვისტური განსაზღვრების ერთი ძალიან იოლი მეთოდი, თუ სად დგას ქრისტიანული წერილების ორიგინალურ ტექსტებში ტეტრაგრამატონიეს მეთოდი იეჰოვას მოწმეებს არ აღმოუჩენიათ, ის აღმოაჩინა მე-19 საუკუნის ბრიტანელმა ბიბლიის მთარგმნელმა ჯონ დარბიმ, რომლის თარგმანიც დღემდე ძალიან ხარისხიანად მიიჩნევა. მან ყურადღება მიაქცია იმას, რომ ზოგიერთ ადგილას ბერძნული სიტყვა «კირიოს» (ბატონი, უფალი) არტიკლის გარეშეა. ასეთი რამ, ბერძნული ენის თვალსაზრისით, არასწორია. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს უბრალოდ შეცდომაა, მაგრამ რა ვუყოთ იმას: რომ ეს «შეცდომა» დგას ყველა იმ ადგილას, სადაც კონტექსტით ჩანს, რომ ნაგულისხმებია მამა, და არა ძე. სულ დარბიმ 184 ასეთი ადგილი დათვალა.
მსგავს სიტუაციას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს: თავდაპირველად ამ ადგილას ტეტრაგრამატონი იდგა ებრაული ასოებით, როგორც ეს ჯერ კიდევ სეპტუაგინტის დროიდან იყო მიღებული, მაგრამ შემდეგ იგი შეცვალეს ბერძნული სიტყვით «კირიოს» (როგორც ცნობილია, სეპტუაგინტას ზუსტად ეს დაემართა და სეპტუაგინტასთან ერთად უდიდესი დასტურია თუ როგორ შეცვალეს ტეტრაგრამა). ებრაული ტეტრაგრამატონის წინ არტიკლი საჭირო არაა, ხოლო ბერძნული სიტყვის წინ – საჭიროა. თუმცა, შეცვლისას ეს ან დაავიწყდათ, ან ეს არაპრინციპულად ჩათვალეს. შედეგად დღევანდელ დღემდე, ნებისმიერი ბერძნული ტექსტის მიხედვით, იქნება ეს ვესკოტი-ხორტი თუ ნესტლე-ალანდი, შეიძლება შემოწმება, რომ მრავალ ადგილას არტიკლი უბრალოდ არ არის.ა მრიგად საუბარი იმაზე რომ ახალ აღღქმაში არარის ღვთის სახელი და არუნდა გამოიყენებოდეს მტკნარი სიცრუე და მკრეხელობაა

ეს უჩვეულო სიტუაცია განიხილება ვ. კაბანოვის წიგნში "ტეტრაგრამატონი". ავტორი წერს:

"საკუთარი თარგმანის წინასიტყვაობაში იმის პირადი პოზიციის ახსნისასთუ რატომ უნდა ითარგმნოს ახალი აღთქმის ამა თუ იმ ადგილებში სიტყვა «უფლის» ნაცვლად — «იეჰოვა», ამ მთარგმნელმა  [დარბიაღნიშნა: «მე არ დამიწყია ტექსტის იმ ადგილების კვადრატული  ფრჩხილებით მონიშვნასადაც Kurios-ის წინ არტიკლია საჭიროთუმცა ამის მაგივრად მე მოვიყვანე ის ადგილებისადაც Kurios, რომელიც სეპტუაგინტაში სახელი იეჰოვას შესაცვლელად გამოიყენებოდა და ამ მიზეზის გამო იქნა გადატანილი ახალ აღთქმაშისაკუთარი სახელის მნიშვნელობით გამოიყენებაანუ მნიშვნელობით «იეჰოვა»".

ამგვარადდარბიმ იმას მიაქცია ყურადღებარომ სეპტუაგინტაში იმ ადგილასსადაც წესით იეჰოვას სახელი უნდა ეწეროსწერია არა უბრალოდ კირიოსარამედ კირიოს არტიკლის გარეშეჩვეულებრივი გამოყენებისას სიტყვა კირიოსის წინ არტიკლი დგასეს იმას ნიშნავსრომ როდესაც სეპტუაგინტა ითარგმნებოდა და ტექსტში ტეტრაგრამატონს (hwhy) წერდნენმთარგმნელები არტიკლს არ სვავდნენროდესაც ცრუქრისტიანები სეპტუაგინტაში ტეტრაგრამატონს კირიოსით ცვლიდნენ — ასეთი ჩანაცვლება თავის გრამატიკულ კვალს ტოვებდა არტიკლის არარსებობის სახითამიტომროდესაც დარბი ქრისტიანულ ბერძნულ წერილებში უარტიკლო კირიოსს ხვდებათუ გრამატიკის კანონების თანახმად ის იქ უნდა იყოსის განსაზღვრავსრომ ამ ადგილას იეჰოვას სახელი უნდა იდგესდა საინტერესო ისაარომ უარტიკლო კირიოსიბერძნულ წერილებში ზუსტად იქ გვხვდებასადაც ლოგიკურად ღვთის სახელი უნდა ეწეროს სხვა მოსაზრებებიდან გამომდინარეც".

. კაბანოვი ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ მაგალითზე მათეს სახარებიდან:
"
დარბი პირველად უარტიკლო კირიოსზე მათეს 1:20-ში მიუთითებსსადაც მოცემულია ფრაზა «ანგელოზი უფლისა» (კირიოს). დარბი ამ მუხლშისიტყვა კირიოსის სქოლიოშიმიუთითებსრომ აქ უნდა ეწეროს სახელი — იეჰოვა. სულ ისეთი ადგილებისადაც დარბის აზრითახალ აღთქმაში იეჰოვას სახელი უნდა ეწეროს — 184-ია.


ასეთივე განმარტებას ვპოულობთ მთარგმნელთან და კომენტატორთან მარკ მილერთან (Mark Heber Miller). ისევ იმავე მუხლშიმათეს 1:20-შიმარკ მილერი ბერძნული — კირიოსის ნაცვლად, YHWH - წერსამ მუხლს ის შემდეგ კომენტარს უკეთებს
«YHWH: ბერძნული სიტყვათწყობა AGGELOS KYRIOU (არტიკლის გარეშემათეს სახარებაში  უდავო ჰებრაიზმს წარმოადგენსვინაიდან წესების თანახმად აქ არტიკლი უნდა ყოფილიყო გამოყენებულიიმის დიდი ალბათობა არსებობსრომ ამ ადგილას ტეტრაგრამატონი YHWH ეწერაეჭვიც არ არსებობსრომ YHWH ებრაულ ბიბლიაში გამოიყენებოდადა არსებობს იმის მიზეზები მიგვაჩნდესრომ ის ქრისტიანული ბიბლიის ზოგიერთ ადგილებშიც ჩნდება. შემდგომ ტექსტში ჩვენ YHWH-ს კვადრატულ ფრჩხილებში ჩავსვავთ იმ შემთხვევებშისადაც სიტყვა «უფალში» აშკარად იაჰვე, ანუ იეჰოვა იგულისხმება». დღეისათვის მარკ მილერმა ახალი აღთქმიდან მხოლოდ მათეს სახარება თარგმნაამ სახარების ტექსტში მილერმა 16 ჯერ გამოიყენა აღნიშვნა YHWH. ანუთავად მთარგმნელის სიტყვებითამ 16 შემთხვევაში «აშკარად იაჰვე, ანუ იეჰოვა იგულისხმება».

ბიბლიის მკვლევარი ჟერარ ჟერტო დამატებით ინფორმაციას გვაძლევსრომელიც ტექსტებში იმ არტიკლების არსებობას უკავშირდებარომლებიც მამასა და ძეს შორის არსებულ განსხვავებებზე მიუთითებენ: 

«პირველი ორი ასწლეულის ქრისტიანებისთვის ღვთის სახელის მნიშვნელოვნების დანახვა, ამ პერიოდის მწერლების რამოდენიმე ნაშრომიდან შეიძლებარომელთა ფრაზებიც სახელისადმი მოწიწებას ირეკლავენ (კლიმენტი რომაელი, "დიდაქე", ეგნატე ანტიოქიელიჰერმაპოლიკარპე)თუმცაეს მწერლები ღვთის სახელის ნაცვლად მის შემცვლელ «უფალს» (კირიოსიყენებდნენმაშინაც კი, როდესაც წმინდა წერილს ციტირებდნენმიუხედავად ამისაისინი საგულდაგულოდ ცდილობდნენ თავიდან აერიდებინათ გაურკვევლობები იჰვჰ-ს (რომელსაც კირიოს და ჰო თეოსს უწოდებდნენდა იესოს (რომელსაც ჰო კირიოს და თეოსს უწოდებდნენ) შორისამგვარადარტიკლის არსებობა ან არარსებობა მკითხველს იმის გაგების საშუალებას აძლევდათუ ვისზე იყო საუბარი - იესოზე თუ იჰვჰ-ზესამწუხაროდმეორე ასწლეულის შემდგომ მალევე, ეს ფაქიზი განსხვავებაც გაქრა» 
(ჟერარ ჟერტო «ღვთის სახელი: მისი ისტორია და ჟღერადობა»).


რა თქმა უნდაგრამატიკულ წესებში შეიძლება თავისი გამონაკლისები არსებობდესთუმცა როდესაც ახალაღთქმისეულ ტექსტში გრამატიკის ცნობილი წესის დარღვევის თითქმის ორას ერთნაირ მაგალითს ხვდებიმაშინ ამის გამონაკლის შემთხვევად გასაღება შეუძლებელი ხდებააქ ან ბიბლიური ტექსტების გადამწერებმა გამოავლინეს საკუთარი აბსოლუტური გაუნათლებლობაან... ან საქმე გვაქვს ტექსტში ღვთის პირადი სახელის (რომლის წინ არც უნდა იდგეს არტიკლიტიტული "უფლით" (უფრო სწორადისევ იმ "nomina sacra"-თი ΚΣ, რომელიც მოგვიანებით კიდევ ერთხელ შეიცვალა "კირიოსით") ჩანაცვლების ფაქტთან. 


ასეთი სახითმეორე მიზეზირომელიც ახალ აღთქმაში ღვთის სახელის აღდგენის აუცილებლობაზე მიუთითებს, ესაა - უარტიკლო "nomina sacra" ΚΣ და ΘΣ (რომლებიც მოგვიანებით შეიცვალა "კირიოს"-ით და "თეოს"-ით), რომლებიც კონტექსტუალურად მამის პიროვნებაზე მიუთითებს. გრამატიკის წესების თანახმად, არტიკლის არარსებობა იმაზე მიუთითებს, რომ ადრე ამ ხელოვნური შემოკლებების ძველი აღთქმის ციტატები ახალ აღთქმაში



3.ახალი აღთქმა ძველი აღთქმის ასობით ციტატას შეიცავს.


 მხოლოდ მათეს სახარებაში მათი რიცხვი ასზე მეტიაასეთი ციტატების უმრავლესობა ძველი აღთქმის ტექსტში თავიდანვე შეიცავენ ღვთის სახელს ტეტრაგრამატონის სახითიბადება კითხვაძველ მუხლებში თუ იეჰოვას სახელი წერიამაშინ ახალი აღთქმის ხელნაწერების ასლებში იგივე მუხლები რატომ არ შეიცავენ მოცემულ სახელსგარდა ამისასახელი განა უბრალოდ არ არსებობსმის მაგივრად ისეთი ხელოვნური ჩანამატებია ჩაწერილი, როგორებიცაა "nomina sacra"-ს სიმბოლოები ΚΣ ან ΘΣ!

შედარებისთვის ყურადღება მივაქციოთ ახალი აღთქმის ცნობილ მონაკვეთსრომელიც სატანის მიერ იესოს გამოცდის მომენტს აღწერსმათეს 4:4,7 და 10-ში იესო ძველი აღთქმის ისეთ ადგილებს ციტირებსრომელთა (თითოეული მუხლის) თავდაპირველ ვარიანტში ღვთის სახელი წერია. 


მათეს 4:4-ში იესო კანონის (მეორე რჯული) 8:3-დან ციტირებს სიტყვებს ("კაცი მხოლოდ პურით კი არ ცოცხლობს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით").

მათეს 4:7-ში  იესო კანონის (მეორე რჯული) 6:16-დან ციტირებს ("არ გამოსცადოთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი").

მათეს 4:10-ში კი იესო აქცენტს კანონის (მეორე რჯული) 5:9-სა და 6:13-ზე აკეთებს ("არ სცე მათ თაყვანი და არ ემსახურო, რადგან მე, იეჰოვა, შენი ღმერთი... გეშინოდეს იეჰოვასი, შენი ღვთისა, მას ემსახურე და მისი სახელი დაიფიცე").


თუმცა ახალი აღთქმის ტექსტის დღეს არსებულ ასლებში, იესოს იმ სიტყვებშირომლებშიც ის ამ მუხლებს ციტირებსმათში არსებული იეჰოვას სახელის ნაცვლად, "nomina sacra"-ს ხელოვნურ შემოკლება-დანამატებს ვხვდებით. ჩვენ მათი ნახვა შეგვიძლია სინური კოდექსის (ახ.წ. IV საუკუნე) მაგალითზე, სადაც ეს ორასოიანი აბრევიატურები ჩვენ წითელი ფერით გამოვყავით.


მათეს 4:4





მათეს 4:7




მათეს 4:10



ვატიკანის კოდექსში (ახ.წ. IV საუკუნე) ჩვენ აბსოლუტურად იდენტური სურათის ხილვა შეგვიძლია...

სრულიად აშკარაარომ იესო საუბარში არ დაიწყებდა იმ წარმოუთქმელი ორასოიანი აბრევიატურების გამოყენებას, რომლებიც ტექსტის ორიგინალში არ არსებობსზუსტად ისევე, როგორც არც მოციქული მათე დაიწყებდა მის მიერ დაწერილ წერილში, ძველი აღთქმის ცნობილი მუხლების დამახინჯებას უცნაური "nomina sacra"-თი. ეს ასეა თუნდაც მხოლოდ იმიტომრომ ახ.წ. I საუკუნეშიანუ იესოსა და მოციქულების დროსღვთის მსახურები არ იყენებდნენ "nomina sacra"-ს და მისით არ ანაცვლებდნენ სიტყვებს ბიბლიურ ტექსტშიროგორც ზემოთ უკვე ითქვაასეთმა ჩვეულებამ გავრცელება მხოლოდ ახ.წ. II საუკუნეში ჰპოვაამიტომ აშკარაარომ ახალი აღთქმის ტექსტსრომელიც არსებითად ძველი აღთქმის გაგრძელებას წარმოადგენსუკანასკნელიდან მუხლების ციტირებისას დაუმახინჯებლად უნდა შეენარჩუნებინა ყველა ის მუხლიცრომლებშიც იეჰოვას სახელი ეწერა.


«არსებობს საფუძველი მიგვაჩნდესრომროდესაც [ხალი[ღთქმის] პირველი ხელნაწერები გაჩნდა, ტეტრაგრამატონიღვთის სახელიიაჰვე,ჩნდებოდა ზოგიერთ ან ყველა იმ ადგილასსადაც [ველი[ღთქმის] ციტირება ხდებოდა» ("The Anchor Bible Dictionary"). 

ამასთან დაკავშირებით ყურადღებას იქცევს ის დასკვნარომელიც რელიგიათმცოდნეობის პროფესორმაჰებრაისტმა ჯორჯ ჰოვარდმა გააკეთა:  «ღვთის სახელიיהוה ...თავდაპირველად ახალ აღთქმაში ძველი აღთქმის ციტატებსა და მითითებებში იყო ჩაწერილი და რომ დროთა განმავლობაში ეს სახელი ჩანაცვლებული იქნა არათანაზომიერი κς-ით ["nomina sacra"]» («ბიბლიური ლიტერატურის ჟურნალი» / «Journal of Biblical Literature», . 96, 1977, გვ. 63).

«როდესაც სეპტუაგინტიდან ბერძნული შემცვლელების სასარგებლოდ ღვთის სახელის ებრაული ფორმა წაშალესის ასევე წაშალეს სეპტუაგინტის ციტატებიდან ახალ აღთქმაში... მალე ღვთის სახელი დაკარგული იქნა წარმართთა ეკლესიისათვისიმ შემთხვევების გარდაროდესაც ის შემოკლებული სუროგატებით აღინიშნებოდა ან მეცნიერებს ახსოვდათ» ("ბიბლიური არქეოლოგიის მიმოხილვა" / "Biblical Archaeology Review", 1978 წ.).

და კვლავ გავიხსენოთ განმარტებარომელიც ახალი აღთქმის მთარგმნელმა ფრენკ დენიელსმა გააკეთა: 
«ყველა იმ შემთხვევაშიროდესაც ტეტრაგრამატონი ებრაული ბიბლიიდან მოყვანილ ციტატაში ჩნდება (რომელიც სეპტუაგინტაში ნათარგმნია როგორც "Κυριος" ["უფალი"], LXX), ეს თარგმანი საკუთარ სახელ იაჰვეს იყენებს» ("A Non-Ecclesiastical New Testament", by Frank Daniels, 2016 წ.).

ჯამშიმესამე მიზეზირომელიც ახალ აღთქმაში ღვთის სახელის აღდგენისკენ აღმძვრელიაწარმოადგენს მასში ძველი აღთქმის მუხლების მრავალრიცხოვან ციტირებებსრომელთა ორიგინალურ ფორმებშიც ეს სახელი წერიასაკმაოდ აბსურდულ სიტუაციად გამოიყურებაროდესაც ერთი და იგივე მუხლი, წმინდა წერილის განსხვავებულ ნაწილებში სრულიად განსხვავებულ სიტყვებს შეიცავს (ძველ აღთქმაში - "იეჰოვას", ახალ აღთქმაში კი - "უფალს").


 ღვთის პირადი სახელი ეწერა. 


4.ადრეულმა ქრისტიანებმა იცოდნენ ღვთის სახელი


ძალიან უცნაური იქნებოდა თუ ვიფიქრებდითთითქოსდა იესო ქრისტეს და მის მოწაფეებს ღვთის სახელის იგნორირება შეეძლოთპირველიუნდა გვახსოვდესრომ როგორც თვითონ იესოასევე მისი მოციქულები და პიველი ქრისტიანული კრებები - ყველა მათგანი წარმოშობით და რელიგიური აღზრდით იუდეველები იყვნენეს კი იმას ნიშნავსრომ ისინი თავიდანვე იღებდნენ  ღვთის შესახებ ცოდნას ებრაული წმინდა წერილებიდან (შეადარეთ ლუკა 2:41-47; რომაელები 9:4).

მეორეიესოს, შემდგომ კი მოციქულების, მთელი ქადაგებაუშუალოდ ებრაულ წერილებზე იყო აგებულიისრასაც დღეს ჩვენ  "ახალ აღთქმას" ვუწოდებთიმ დროს ჯერ არ არსებობდა (რომაელები 15:4; 2ტიმოთე 3:16,17). პირველი წიგნირომელიც შემდეგომ ქრისტიანული წერილების კანონში შევიდა - მათეს სახარება - იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომიდან მხოლოდ 15 წლის შემდეგ დაიწერაახალაღთქმისეული კანონის ბოლო წიგნებმარომელთა ავტორიც იოანე გახლდათსინათლე უკვე ყველა დანარჩენი მოციქულების შემდეგ იხილესდაახლოებით ახ.წ. 100 წლისკენ.

სახარებებისა და ასევე საქმეების წიგნის კითხვისასრომლებშიც უშუალოდ იესოს და მისი მიმდევრების სამქადაგებლო საქმიანობაა აღწერილი იუდეველებსა თუ წარმართებს შორისჩვენ ვხედავთრომ სასიხარულო ცნობის გადაცემისას აქცენტი ძირითადი სახით ებრაულ წერილებზე კეთდებოდადა ეს არცაა გასაკვირითუ იმას გავითვალისწინებთრომ მხოლოდ ისინი წარმოადგენდნენ ერთადერთ ავტორიტეტულ წყაროს როგორც იუდეველებისთვის, ასევე პროზელიტებისთვის (საქმეები 13:13-15; 15:21; 28:23).

შეკითხვასასიხარულო ცნობის ჭეშმარიტების გაცხადებასა და გამყარებაში ებრაული წერილების (ანუ ძველი აღთქმის) ასე მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებითშეეძლოთ თუ არა იესოსმის მოციქულებსა და პირველ ქრისტიანებს, რომ ღვთის სახელისთვის გვერდი აევლოთ, რომელიც ამ წერილებში თითქმის 7 ათასჯერაა ჩაწერილიეს არა მხოლოდ უგუნურებად გამოიყურებაარამედ უბრალოდ ტექნიკურად შეუძლებლადაც!

იესო პირადადაც არაერთხელ საუბრობდა ღვთის სახელის გაცხადებისა და განწმენდის მნიშვნელოვნებაზე (მათე 6:9; იოანე 5:43; 10:25; 12:28; 17:6,11,12,26). ამავდროულად ღვთის სახელის განდიდებაში ნაგულისხმები იყო არა მხოლოდ მისი იუდეველ ქრისტიანებს შორის განდიდებაარამედ მათ შორისაცვინც იესოს მიმდევარი გახდა წარმართთა რიგებიდანრაც ცნობილი სიტყვებით დასტურდება:

"როგორ მოხედა ღმერთმა პირველად უცხოტომელებს და როგორ გამოარჩია მათგან ხალხი, რომ მისი სახელი ეტარებინათ" (საქმეები 15:14).

ბიბლიის ბოლოსახალაღთქმისეული კანონის უკანასკნელ წიგნში - გამოცხადებაში - ჩვენ ოთხჯერ ვხვდებით სიტყვას "ალილუია"რაც ებრაული ფრაზის "ჰალელუჲაჰ"-ის (ანუ "ადიდეთ იაჰი", ფსალმუნებში ეს სიტყვა 24 ჯერ გვხვდება) ტრანსლიტერაციას წარმოადგენსკერძოდმთარგმნელებს ეს სიტყვა რომ თანმიმდევრულად ეთარგმნათასეთი საიდუმლო და გაუგებარი ჟღერადობით დატოვების ნაცვლადმაშინ ჩვენ ახალ აღთქმაში ღვთის სახელის არსებობის დამატებითი მაგალითები გვექნებოდამისი შემოკლებული ფორმით.


რა არის ცნობილი მოციქულების შემდგომ პერიოდში (ანუ ახ.წ. II საუკუნიდან მოყოლებული) ადრეული ქრისტიანების მიერ ღვთის სახელის გამოყენების შესახებმოცემულ საკითხზე მრავალი ფაქტიური ინფორმაციის პოვნა მკითხველს შეუძლია ვ. კაბანოვის წიგნში "ტეტრაგრამატონი" [რუს].
ასევე
ჟერარ ჟერტოს წიგნში «ღვთის სახელი: მისი ისტორია და ჟღერადობა [რუს]».


ჩემის მხრივ მინდა მოვიხსენიო საკმაოდ საინტერესო ძველი წყარორომელსაც "მოციქულთა დადგენილებები" ჰქვიათუმცა ამ ნაშრომის ავტორობა კლიმენტი რომაელს მიეწერება (ახ.წ. I-II .), ისტორიკოსები მიიჩნევენრომ მისი ნამდვილი ავტორი გაცილებით გვიან ცხოვრობდა (დაახახ.წ. IV .). მოცემული დოკუმენტი ნაწილისაგან შედგებარომლებიც "წარმოადგენენ I-III საუკუნის ლიტურგიულ-კანონიკური ძეგლების კომპილაციას" ("მართლმადიდებლური ენციკლოპედია").
ბმული 1
ბმული 2
ბმული 3

ბმული 4
ბმული 5

რით შეიძლება ეს ნაშრომი ჩვენთვის საინტერესო იყოსთუ ამ წყაროს რუსულენოვან ტექსტს დავაკვირდებითაღმოვაჩენთრომ მასში 247 ჯერაა მოცემული ღვთის სახელი "იაჰვე"-ს ფორმითბევრ შემთხვევაში ეს ებრაული წერილებიდან ციტირებული იმ ტექსტის გაცილებით ზუსტ გადმოცემას შეესაბამებარომლებშიც ტეტრაგრამატონი ეწერათუმცა მნიშვნელოვანი ისაარომ ღვთის სახელი ახალი აღთქმიდან მოყვანილ სხვადასხვა ციტატებშიც წერიამაგალითადდოკუმენტის სხვადასხვა ადგილებში არაერთხელ ხდება იესოს ცნობილი ლოცვის "მამაო ჩვენოს" ციტირებარომელიც შემდეგი სიტყვებით იწყება "მამაო ჩვენოიაჰვე, რომელი ხარ ცათა შინა"ამავდროულად მითითებულიარომ ეს ზუსტად "ისეაროგორც უფალმა დაგვიდგინა სახარებაში". 


(წიგნი მეშვიდე, პ. 24):




(წიგნი მესამე, პ. 18):




(წიგნი პირველი, პ. 3). აქ ჩვენ კვლავ სახარებაზე მითითებას ვხედავთ, რომელიც ღვთის სახელის გამოყენებით "საუბრობს":




(წიგნი მეშვიდე, პ. 14,15). დარიგება ქრისტიანებისთვის:




ძველ ტექსტში მითითება ეძლევათ, რომ იაჰვეს მიმართ ილოცონ (წიგნი 2, . 57; წიგნი 3, . 13), მშობლებს - "აღზარდონ შვილები იეჰვეს სწავლებითა და დარიგებითდა "შვილებს იაჰვეს სიტყვა ასწავლონ" (წიგნი 4, .11) და კიდევ მრავალი მოწოდება ქრისტიანებისთვისრომლებიც მათ იაჰვეს მორჩილებისაკენ მოუწოდებს.

სრულიად შესაძლებელიარომ პირველწყაროებშირომლებთანაც ავტორი მუშაობდაღვთის სახელი ძალიან ხშირად იყო გამოყენებულიმათ შორის სახარებისეულ ტექსტებში, რომლებშიც შემორჩენილი იყო ღვთის სახელიასეა თუ ისესრულიად აშკარაარომ მოციქულთა პერიოდის ქრისტიანები ემსახურებოდნენ ღმერთსრომლის სახელიც ებრაული წმინდა წერილებიდან იყო ცნობილი.

«[ადრეულქრისტიანებს მხოლოდ ღმერთი იეჰოვა სწამდათ» (ჯეიმს ნორტიისტორიკოსი).

«
სამლოცველო შეკრებების დროს [მოციქულებიტაძარს სტუმრობდნენ და სხვებთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას იეჰოვას წინაშე ლოცვებში» (ბოგოლეპოვიმართლმადიდებელი ღვთისმეტყველი).

«
იეჰოვა [წინასწარმეტყველი მოსესთვისიგივე იყორაც ქრისტიანებისთვისაა – სამყაროს ღმერთი» (პ.იჩაადაევირუსი მოაზროვნე).


ამასთანავემოცემული ფაქტების დასტურს ჩვენ ვპოულობთ არა მხოლოდ თავად ქრისტიანების მხრიდანარამედ მათი უშუალო მოწინააღმდეგეების მხრიდანაცმაგალითადზეპირი კანონების იუდაურ ნაკრებში, "ტოსეფტში" (ახ.წ. III საუკუნე), მოიხსენიება წმინდა ხელნაწერებირომლებიც "მინიმ"-ებს ეკუთვნოდათ (იუდაური წარმოშობის ქრისტიანებს). იმის ინსტრუქციაშითუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ შაბათს გაჩენილი ხანძრის შემთხვევაშიტექსტში შემდეგი რამეა ნათქვამი:
"«ჩვენ არ ვცდილობთ ხანძრისას (შაბათსსახარებების და  მინიმების (‘ერეტიკოსების’) წიგნების გადარჩენასპირიქითისინი ადგილზე უნდა დაიწვასთავის ტეტრაგრამებთან ერთადრაბინი იოსე ხა-გალელი ამბობსკვირის განმავლობაში საჭიროა იმ ადგილების ამოჭრასადაც ტეტრაგრამა წერიადა დაიმალოს ისინიყველა დანარჩენი კი დაიწვასრაბინმა ტარფონმა თქვამირჩევნია ჩემი ვაჟების სიკვდილი ვიხილო! (ეს წიგნებითუ ხელში ჩამივარდებადავწვავ მათ მათში  არსებულ ტეტრაგრამასთან ერთად»" (Lawrence H. Schiffman "Who Was a Jew?").





თუ აშკარა მოწინააღმდეგეებიც კი აღიარებდნენ ადრეული ქრისტიანების მიერ მათ წერილებში (ანუ ახალი აღთქმის ხელნაწერებში, სახარებების ჩათვლითღვთის სახელის ტეტრაგრამატონის სახით გამოყენებასთანაცსპეციალურ რეგლამენტსაც კი იღებდნენთუ რა უნდა ექნათ მათში არსებული ტეტრაგრამებისათვისმაშინ რამდენად საფუძვლიანია ვიფიქროთრომ თითქოსდა ადრეულ ახალაღთქმისეულ ხელნაწერებში ეს სახელი არ ეწერა?


ამ თემასთან დაკავშირებით ასევე უნდა ვახსენოთ რაბინული წყაროებირომლებშიც იესოს იმაში ედება ბრალირომ ის თავის მრავალრიცხოვან სასწაულებს ღვთის სახელის წარმოთქმის გამო ახდენდათანაცამ ფაქტს თავად მისივე მოწინააღმდეგეები აღიარებდნენ:

"
ისრაელის ბრძენნი და უხუცესნი საბჭოზე შეიკრიბნენ და უთხრეს ერთმანეთს: ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, წარმოთქმული სახელის წყალობით აკეთებს".

 
კერძოდიესოს შესახებ ნათქვამია:

"
მიუყვანეს მას ერთი დავრდომილი, რომელიც მანამდე არასოდეს დამდგარა ფეხზე; მან წარმოთქვა ასოები და მან გაიარა".

"
მან ერთი დავრდომილი მოიყვანადა ის სრულიად გამოჯანმრთელდამან ასოები წარმოთქვა [ღვთის საიდუმლო სახელის], და ის გამოჯანმრთელდაის მაშინვე ფეხზე წამოდგა და თქვაეს მესიაამან სხვა ნიშანიც მისცაერთი კეთროვანი მოიყვანაასოები წარმოთქვა და განიკურნა".

იესოს მიერ მკვდრების აღდგენაც იმავე ქმედებით აიხსნება"ის მკვდრების თავზე  ასოებს წარმოთქვავდა".


დაწვრილებით:  ბ.გ. დერევენსკი "იესო ქრისტე ისტორიულ დოკუმენტებში" [რუს].



ასეთი სახითახალ აღთქმაში ღვთის სახელის აღდგენის მეოთხე მიზეზი - ის ისტორიული ფაქტებია, რომლებიც იესოსა და პირველი საუკუნეების ქრისტიანების მიერ ამ სახელის ღრმა პატივისცემასა და მის გამოყენებას ადასტურებენ.




5.ღვთის სახელი ნამდვილად  მოიხსენიება ახალ აღთქმაში

„ჰალელუ-იაჰ“ ალილუია  მრავალს უდავო ფაქტად მიაჩნია ის, რომ ახალ აღთქმაში ღმერთის სახელი არ არის. მაგრამ ეს ფაქტიურად არასწორია. თითქმის ნებისმიერ თანამედროვე თარგმანში, მათ შორის საპატრიარქოს თარგმანში, ღმერთის სახელი როგორც მინიმუმ ოთხჯერ გვხვდება. ესაა გამოცხადების ოთხ მუხლში მე-19 თავის 1,3,4,6 მუხლებში. ჩვენ იქ ვპოულობთ ებრაულ სიტყვას ჰალელუ-იაჰ“ ალილუია  ღვთის სახელის, იეჰოვა, (ტეტრაგრამატონის) შემოკლებული ფორმა. — რომელიც, ნიშნავს «ადიდეთ იაჰ
ამის შესახებ სტრონგის ლექსიკონიც გვამცნობს რომ ამას ნიშნავს.ეს სიტყვები

აქ ლინკი ვისაც დააინტერესებს
https://www.studylight.org/dictionaries/ved/h/hallelujah.html 
ეს ოთხი მუხლი უკვე არ იძლევა იმის მტკიცების უფლებას, რომ ახალ აღთქმაში ღმერთის სახელი რომელოც გამოსვლის 3:15 ში გამოუცხადა მოსეს ღმერთმა არ არის. ამრიგად როგორც ვხედავთ, უკვე შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ახალ აღთქმაში ღმერთის სახელი არ არის.
(ის, რომ ბერძნულ ტექსტში ეს სიტყვა თარგმანის გარეშე ზის, ვერანაირად ვერ ცვლის იმ ფაქტს, რომ ჩვენს წინაშე ღმერთის სახელია. წიგნ გამოცხადების პირველმა მკითხველებმა, თანამედროვე მკითხველთაგან განსხვავებით, მშვენივრად იცოდნენ ამ ებრაული ფრაზის მნიშვნელობა, ამიტომ იოანეს თავისუფლად შეეძლო თავისთვის, მისი თარგმნის გარეშე დაწერის უფლება მიეცა.)

ებრაელთა შორის ძალიან იყო გავრცელებული სახელების შემოკლებული ფორმები. ბიბლიური პერსონაჟების მრავალი ჩვენთვის ცნობილი სახელი, სინამდვილეში შემოკლებული ფორმებია. მაგალითად, იოანე სინამდვილეში იეჰოანანია, იონათანი – იეჰონათანი, ხოლო იეშუა (იესო) – იეჰოშუა. ღმერთის სახელი, მოკლდებოდა ფორმამდე იაჰ – პირველი და ბოლო ასო პლუს წარმოუთქმელი ჰ.ასე რომ ტეტრაგრამატონით წარმოდგენილი ღვთის სახელი გვხვდება ახალ აღთქმაში

დიახ, ღმერთმა იზრუნა იმაზე, რომ მისი სახელი ყველა თანამედროვე ქრისტიანული წერილების თარგმანში ყოფილიყო. იოანეს არაფერი უშლიდა ხელს რომ ბერძნულად დაეწერა «ადიდეთ უფალი»-ს მზგავსი, მაგრამ მან გადაწყვიტა ებრაული ვარიანტი გამოეყენებინა.  ფაქტი ფაქტად რჩება: დღეს ახალ აღთქმაში ღმერთის სახელი არის, და აბსოლუტურად არა აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ის დაწერილია ძირითადი ტექსტისაგან განსხვავებულ ენაზე. თვითონ სახელის არსებობის ფაქტი რკინაბეტონისაა და საპირისპიროს მტკიცება ტყუილის ტოლფასია. სამწუხაროდ, ამ ტყუილს მრავალი პატივცემული ბიბლეისტი მიმართავს. მაგრამ ეს ფაქტი სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ გამოვიყენოთ ეს სახელი,
სხვა მუხლებში ღმერთის სახელი პირდაპირ არ არის დასახელებული, მაგრამ მაინც მოიხსენიება. მაგალითად, გამოცხადების 14:1-ში ღმერთის სახელი შუბლებზე აწერია 144 ათას ერთგულ ქრისტიანს, გამოცხადების  3:12-ში კი ის ყველა «მძლეველს» აწერია. მეორე შემთხვევაში ამას უბრალოდ ვინმე კი არ ამბობს, არამედ თვითონ იესო, თანაც ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი პატივით წარმოთქვავს ის ამ სიტყვებს. მოდით წავიკითხოთ ეს საინტერესო მუხლი, ის ამას იმსახურებს:
მძლეველს სვეტად ვაქცევ ჩემი ღვთის ტაძარში და ის აღარასოდეს გავა გარეთ. დავაწერ მას ჩემი ღვთის სახელს და ჩემი ღვთის ქალაქის სახელს - ახალ იერუსალიმს, რომელიც ზეციდან ჩამოდის ჩემი ღვთისაგან, და ჩემს ახალ სახელს.
უპირველესად, ყურადღება მივაქციოთ, რომ იესოსა და მისი მამის სახელი განსხვავდება – ეს არაა ერთიდაიგივე სახელი, არამედ ორი სხვადასხვა. და მეორე, ჩვენი უფალი პირადად «დააწერს»მის ნამდვილ  მიმდევრებს თავისი მამის სახელს. ისინი, ვისაც ამ სახელზე ალერგია აქვს, ვისაც მისი ბიბლიიდან ამოღება უნდა, ვინც მას მხოლოდ და მხოლოდ მავნე სექტებთან ასოცირებს, უნდა მოემზადონ ამ მნიშვნელოვანი მოვლენისათვის. ვინაიდან ამ სახელის გაგონებაზე დღეს თუ იჭყანებით, მაშინ რაღას იგრძნობთ, როდესაც მას ზედ დაგაწერენ? და თუ ის ოდესღაც ზედ დაგეწერებათ, ხომ არ ღირს მომზადების პროცესში ხანდახან მაინც გამოიყენოთ ის? და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა: მოინდომებს კი იესო ამ სახელის მათზე დაწერას, ვინც მას პრინციპულად არ იყენებს, ვინც მტრად ექცა ამ სახელს?

გამოცხადების 16:9-ში ცოდვილები «ღვთის სახელს გმობენ». მსგავსი სიტყვებია ასევე გამოცხადების 13:6. ებრაელთა 13:15-ში მოციქული მოგვიწოდებს «ვაქოთ და ვადიდოთ მისი სახელი». მათეს 6:9-ში იესო ყველასათვის ცნობილ ლოცვას «მამაო ჩვენო» შემდეგი სიტყვებით იწყებს: «წმინდა იყოს სახელი შენი».ახლა ჩვენზეა დამოკიდებული რომელ გზას ავირჩევთ და ესარჩევანი აჩვენებს იმას პატივს ვცემთ თუ არა ღმერთს
მაშ ასე, ახალ აღთქმაში არის ღვთის სახელი, 4-ჯერ წარმოთქმით და კიდევ მინიმუმ 6-ჯერ წარმოუთქმელად, თანაც ეს თუ არ ჩავთვლით იდიომატიკურ ბრუნვებს, როგორიცაა «მამის სახელით» (როგორც მათეს 28:19 და საქმეების 15:14). კიდევ რა მიზეზებს გამოვნახავთ იმისათვის, რომ არ გამოვიყენოთ ეს სახელი? ».

მე აქ სპეციალურად არ ვლაპარაკობ ძველ აღთქმაზე, რომელიც ასევე ავტორიტეტულია ქრისტიანებისთვის (2 ტიმოთე 3:16) და რომელშიც ღმერთის სახელი ექვსი ათასზე მეტჯერ გვხვდება. მაგრამ მოდით მაინც ვნახოთ, თუ რა წერია ბიბლიის ამ ნაწილის ბოლოში:
მზის ამოსავალიდან მზის ჩასავალამდე დიდებული იქნება ჩემი სახელი ხალხებში (მალაქია 1:11).
მალაქია – ებრაული კანონის ბოლო წიგნია. ის ძვ.წ. მე-5 საუკუნეში დაიწერა – ქრისტემდე სულ რამოდენიმე საუკუნით ადრე. მასში სულ ოთხი თავია. ანუ, ახალ აღთქმამდე სამი თავით ადრე ჩვენ იმის შესახებ მკითხულობთ, რომ ღმერთის სახელი დიდებული იქნება ხალხებში. როდის უნდა შესრულდეს ეს სიტყვები? მალაქიასა და ქრისტეს შორის 400 წლიანი დროის მონაკვეთში, რომელშიც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ისტორიისთვის არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა? არა, აქ ლაპარაკია მომავალზე – უკვე ქრისტიანულ ეპოქაზე. დიდებულია თუ არა იეჰოვას სახელი თქვენს ცხოვრებაში, თქვენს ოჯახში, თქვენს რელიგიურ საზოგადოებაში? ყოველი ქრისტიანისთვის ღირს ამაზე დაფიქრება.
აბა დავფიქრდედ ვინ ემორჩილება დღეს «ტახტიდან გამოსულ ხმას» და ვინ ჰბაძავს იოანეს, ღმერთის სახელის განდიდებაში?

6.მათე და ღვთის სახელი დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მოციქულმა მათემ ღვთის სახელი ჩაწერა თავის სახარებაში. საიდან ვიცით ეს? ისტორიული ჩანაწერები ადასტურებენ, რომ მათემ თავისი სახარება დაწერა ებრაულ ენაზე. მაგალითად, მეოთხე საუკუნის ცნობილმა ლინგვისტმა და ქრისტიანმა მოღვაწემ იერონიმემ, რომელმაც ვულგატას სახელით ცნობილი ბიბლიის ლათინური თარგმანი მოამზადა, თავის ერთ-ერთ ნაშრომში დაწერა, რომ „მათემ ანუ ლევიმ, რომელიც მოციქულობამდე მებაჟე იყო, იუდეაში პირველად ებრაულ ენაზე დაწერა ქრისტეს სახარება…მათეს ებრაული ტექსტი დღემდე ინახება კესარიის ბიბლიოთეკაში“. (ციტატის დასასრული)
ამრიგად როგორც ისტორიული ჩანაწერები ადასტურებენ, მათემ თავისი სახარება ებრაულ ენაზე დაწერა. ვინაიდან სახარება ებრაულ ენაზე დაწერა, მას არ შეეძლო ღვთის სახელის გამოყენებისთის გვერდი აევლო, განსაკუთრებით იმ მონაკვეთებში, სადაც ებრაული „ძველი აღთქმის“ ისეთ მუხლებს ციტირებდა, რომლებშიც ღვთის სახელი ეწერა.მას ისევე არშეეძლო გვერდის ავლა როგორც სეპტუაგინტის დამწერებს რომლებმაც იესოს დროინდელი სეპტუაგინტის დროს ჩაწერეს ღვთის სახელი.რომლის ფაქტებსაც ქვემოთ ვნახავთ ამრიგად მათე ისევე ვერაუვლიდა გვერდს ტეტრაგრამის გამოყენებას როგორც სეპტუაგინტის მთარგმნელებმა ვერ და არ აუარეს

ცნობილია, რომ მათეს სახარება „ძველ აღთქმაში“ ჩაწერილი ცნობების ასზე მეტ ციტირებას შეიცავს  და აქედან 40, მუხლების პირდაპირი ციტირებაა. დღემდე ვერავინ შეძლო იმის დამტკიცება, რომ თითქოს მოციქული მათე თავის სახარებაში თვითნებურად ცვლიდა „ძველი აღთქმიდან“ დაციტირებულ სიტყვებს.(ვინც ამას ამბობს მაშინ წარმოადგინოს ორიგინალი მათეს სახარება სადაც ამოგლეჯილიაქ ტეტრაგრამა თვითნებურად) ის რომ ასე მოქცეულიყო, მაშინ მათეს უნდა წაეკითხა ერთი და „დაეციტირებინა“  სრულიად სხვა რამ. ამგვარი მოქმედება კი მოციქულს მატყუარად და ქრისტეს მოღალატედ აქცევდა. სინამდვილეში კი, მათე სიცოცხლის ბოლომდე ღვთის ერთგული მორწმუნე იყო, რომელსაც სახარების დაწერა თვითონ ღმერთმა მიანდო! ღმერთი პავლეს პირით ასეთ გაფრთხილებას გვაძლევს (გალ1:8)-მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ზეციერმა ანგელოზმა გაუწყოთ სასიხარულო ცნობა, რომელიც განსხვავდება იმისგან, რაც გისწავლოათ გისწავლოათ დაწყევლილი იყოს.ასე რომ მათეს არანაირი უფლება არქონდა თვითნებური ცვლილებების მითუმეტეს როცა გვაქ ფაქტი იმისა რომ სეპტუაგინტის მთარგმნელებმა პატიოსნად შეინარჩუნეს ტეტრაგრამა და იგივეეს გააკეთებდა ბუნებრივია მათე.  და თუ არგააკეთებდა როგორც გალ1:8 ამბობს მაშინ წყეულია ესეთი ხელნაწერი
ამრიგად ფაქტები და ლოგიკა, სრულფასოვნად ადასტურებენ, რომ მათეს სახარების ორიგინალ ხელნაწერში, ნამდვილად ეწერა ღვთის სახელი!


.ებრაულ ენაზე შესრულებული ლუკასა და იოანეს ასევე გამოცხადების წიგნების ხელნაწერები რომლებშიც ტეტრაგრამატონი გვხვდება


12 საუკუნის




14 საუკუნის





გამოცხადების ხელნაწერი რომელშიც ტეტრაგრამატონია  17 საუკუნე  (გმცხ1:8)




ნათელია რომ  ახალი აღთქმის ებრაულ ვარიანტშიც მოიხსენიება ღვთის სახელი.ისევე როგორც ძველებრაულში და სეპტუაგინტაში.ასერომ ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე საუბარი იმაზე რომ ახალ აღთქმაში არარის გამოსვლის 3:15 ში მოხსენიებული ღვთის სახელი  აბსურდია
ახლაკი სხვა არგუმენტებსაც გავეცნოთ რომლებიც მიუთითებენ ღვთის სახელის გამოყენებას ახალ აღთქმაში

7.იესოსა და მოციქულების დროს ებრაული წერილების ასლები შეიცავდა ტეტრაგრამატონს. წარსულში ზოგი ამ დასკვნას ეჭვქვეშ აყენებდა. ეს ეჭვი საბოლოოდ გაქარწყლდა მას შემდეგ, რაც კუმრანში აღმოაჩინეს პირველი საუკუნით დათარიღებული ებრაული წერილების ასლები.
8.იესოსა და მოციქულების დროს ებრაული წერილების ბერძნული თარგმანებიც (სეპტუაგინტა) შეიცავდა ტეტრაგრამატონს.

დღეისათვის მეცნიერებს სახეზე აქვთ ბერძნული  LXX (სეპტუაგინტას) ხელნაწერთა სულცოტა ათამდე სხვადასხვა მანუსკრიპტი,  ანუ ნივთმტკიცება,რომლებიც მე-20 საუკუნის შუა ხანებში აღმოაჩინეს და რომელთა უმრავლესობა ძვ.. I―ახ..  II საუკუნითაა დათარიღებული და რომლებიც ღვთის სახელს შეიცავენ ებრაული ასოებით ხელთარსებული LXX-ს ათი მანუსკრიპტი იმის უდაო ფაქტსა და ნივთმტკიცებას წარმოადგენს, რომ ბერძნულენაზე ებრაული ტექსტის მთარგმნელები ღვთის სახელს სვამდნენ იმადგილებში, სადაც ის ებრაულ ტექსტში ხვდებოდათ. ეს აგრეთვე იმის უდაო ფაქტს წარმოადგენს, რომ იმდროს (პირველ საუკუნეში) როცა„ახალი აღთქმის“მწერალი„ძვ. აღთქმიდან“ციტირებდა,  ებრაულენოვანი„ძვ. აღთქმის“ხელნაწერს იყენებდა თუ მის ბერძნულ თარგმანს„სეპტუაგინტას“, ორივეგან მრავლად ხვდებოდათ ღვთის სახელს!

შესაბამისად მათეც რომელმაც ებრაულად დაწერა ახალი აღთქმა და სხვებიც ციტატებისას უსათუოდ გამოიყენებდნენ ტეტრაგრამას რადგან როგორც ებრაულში ისე ბერძნულში გამოიყენებოდა 

ქვემოთ წარმოგიდგენთ ბიბლიის ხელნაწერების რამოდენიმე რეპროდუქციულ ფოტოასლს, რომელიც ხელმისაწვდომი იყო პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანებისთვის, რომლებიც  კითხვისას, ღვთის  სახელს ძალიან ხშირად ხვდებოდნენ:


1.. პაპირუსთა კოლექცია  Fouad  266 დათარიღებულია I საუკუნით და არის „ძვ. აღთქმის“ ბერძნული თარგმანი „სეპტუაგინტა“; ხელნაწერში ღვთის სახელი არაერთ ადგილას პირდაპირაა გადატანილი  ოთხი ებრაული თანხმოვნით יהוה.




2..„The Minor Prophet Scroll“-ის სახელით ცნობილი მკვდარი ზღვის ეს გრაგნილები შესრულებულია იმ ბერძნულ ენაზე, რომელზეც დედამიწაზე იესოს ცხოვრების დროს საუბრობდნენ. ხელნაწერი დათარიღებულია ძვ.წ. 50—ახ.წ. 50 წლებით. იგი გახლავთ „ძველი აღთქმის“ ბერძნული სეპტუაგინტას (LXX-ის) თარგმანი. მასში ღვთის სახელი პირდაპირაა გადატანილი ოთხი ებრაული თანხმოვნით יהוה.


3. ეს გახლავთ Oxyrhynchus 3522, „ძველი აღთქმის“ ბერძნული სეპტუაგინტას (LXX-ის) თარგმანი. იგი დათარიღებულია ახ.წ. I საუკუნით; მასში ღვთის სახელი პირდაპირაა გადატანილი ოთხი ებრაული თანხმოვნით יהוה.



 

4. ეს გახლავთ ახ.წ. III—IV-ე საუკუნით დათარიღებული  Symmachus სახელით ცნობილი „ძველი აღთქმის“ ბერძნული სეპტუაგინტას (LXX-ის) თარგმანი; მასში ღვთის სახელი პირდაპირაა გადატანილი ოთხი არქაული ებრაული თანხმოვნით יהוה.


5. ეს გახლავთ ახ. წ. II საუკუნის პირველ ნახევარში, იუდეველი პროზელიტის აკვილას მიერ „ძველი აღთქმის“  ბერძნული სეპტუაგინტას (LXX-ის) თარგმანი. . აღსანიშნავია, რომ ებრაული „ძვ. აღთქმის“ ხელნაწერების მსგავსად, აკვილას მიერ შესრულებული ბერძნული სეპტუაგინტას (LXX-ის) ეს თარგმანი, მრავალჯერ შეიცავს ღვთის სახელს ტეტრაგრამატონის  יהוה სახით, 
 ეს იმას ნიშნავს, რომ „ახალი აღთქმის“ მწერლები, ციტირების დროს ებრაულ ენაზე დაწერილ „ძველ აღთქმას“ გამოიყენებდნენ თუ მის ბერძნულ თარგმანს „სეპტუაგინტას“ (LXX), ყველა შემთხვევაში იძულებული იყვნენ, ღვთის სახელის ციტირება მოეხდინათ თავიანთ სახარებაში თუ „ახალი აღთქმის“ წერილებში
ასე რომ, იესოს დროს არსებული წმინდა წერილების ბერძნული ასლები შეიცავდა ღვთის სახელს. მაგრამ ახ. წ. მეოთხე საუკუნით დათარიღებული სეპტუაგინტის ძირითადი ხელნაწერები, , „დაბადებიდან“ „მალაქიას“ ჩათვლით არ შეიცავს ღვთის სახელს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ იმ პერიოდიდან შემორჩენილ ხელნაწერებში ღვთის სახელი არ გვხვდება ეგრეთ წოდებულ „ახალ აღთქმაში“ ანუ ბერძნულ წერილებში.


ვინაიდან სეპტუაგინტაში ტეტრაგრამატონი გამოიყენება, და ასევე გამოიყენება ებრაულ დედანში ათასობით!  - მაგრამ ეკლესიის მამებმა არად ჩააგდო ეს ფაქტები, უტიფრად ამოგლიჯა ქართული ბიბლიებიდან ტეტრაგრამატონი, არანაირი საფუძველი არ გვაქვს დავუშვათ მცირედი ალბათობაც კი, რომ თუ ახალი აღთქმის ბერძნულ ტექსტში გამოყენებული ტეტრაგრამატონს ნახავდნენ, იგივე არ გაეკეთებინათ. რატომ? იმიტომ, რომ თუ უტიფრად 7000-ჯერ ამოგლიჯეს ტეტრაგრამატონი ქართული ბიბლიის თარგმნისას, ახალი აღთქმის ტექსტიდანაც უპრობლემოდ ამოგლეჯდნენ,  ახლა იმის დროა, მიუბრუნდნენ თავიანთ ეკლესიის მამების "ნათარგმნ" ბიბლიას და ყველა (შვიდიათასივე)  ადგილას დააბრუნონ (ანუ აღადგინონ) ამოგლეჯილი ტეტრაგრამატონი და მერე მოხვიდეთ და მოწმეებს პრეტენზიები წაუყენოთ. ასე თუ არ მოიქცევიან, იქნებიან ორმაგი სტანდარტებით მცხოვრებნი  რომლებიც სხვის თვალში ბეწვის დანახვისთვის საკუთარ თვალებს ძაბავენ და ამავე დროს საკუთარ თვალში მორებს ვერ ამჩნევენ.
9.ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან ჩანს, რომ იესო ხშირად მოიხსენიებდა ღვთის სახელს და სხვებსაც ამცნობდა მას
 ქრისტიანული წერილები ანუ „ახალი აღთქმა“ წარმოგვიდგენს ფაქტებს, რომ  იესოც და მისი მოციქულებიც, ღვთის სახელის პატივისცემით ხსენებას მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ. (წაიკითხეთ იოანე 17:,26; მათე 6:9; საქმეები 2:14-21; 15:12-18).
  (იოანე 17: 11, 12, 26). იესომპირდაპირ და არაორაზროვნად თქვა: „მე მამაჩემის სახელით მოვედი“. მან იმასაც გაუსვა ხაზი, რომ მამის სახელით მოქმედებდა (იოანე 5:43; 10:25).თავად იესოს სახელი ნიშნავს „იეჰოვაა ხსნა“
 • იესო იყენებდა ღვთის სახელს, როდესაც ციტირებდა „ძველი აღთქმიდან“ ან მას კითხულობდა (კანონი 6:13, 16; 8:3; ფსალმუნი 110:1; ესაია 61:1, 2; მათე 4:4, 7, 10; 22:44; ლუკა 4:16—21).

გარდა ამისა, იესოს რომ ღვთის სახელი არ გამოეყენებინა, ასეთ შემთხვევაში არ შესრულდებოდა ბიბლიური წინასწარმეტყველებები, მაგალითად, კანონის [მეორე რჯული] 18:19-სა და მიქას 5:4-ში ჩაწერილი, რომელშიც მესიაზე წერია: «ის ჩემი სახელით ილაპარაკებს» და «უფლის [იეჰოვას] ძალით დამწყემსავს, თავისი ღმერთის სახელის სიდიადით».

ასევე ეს61:1 ნათლად წერია რომ იესო გამოიყენებდა იეჰოვას. და ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებს ფაქტიურად იმას ამბობს რომ არც წინასწარმეტყველება არ შესრულებულა და არც იესოს უცია პატივი ღვთის სახელისთვის.შედეგად ღმერთიც მისი წინასწარმეტყველი ესაიაც და იესოც მატყუარა და უძლური გამოდის.


სხვათა შორის, საკმაოდ საინტერესო ისაა, თუ როგორ ხსნიდნენ იესოს მოწინააღმდეგეები მის მიერ დიდებული სასწაულების მოხდენის შესაძლებლობებს. იუდაურ ანტი-ქრისტიანულ პამფლეტში «ტოლდოტ იეშუ» (ახ.. V საუკუნე) ნათქვამია, რომ იესოს ავადმოყოფებისა და კეთროვნების განკურნება, მკვდრების აღდგენა და სხვა მრავალი ძლევამოსილი საქმეების კეთება ზუსტადაც რომ ღვთის სახელის გამოყენებისა და წარმოთქმის წყალობით შეეძლო.



10•ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ღვთივშთაგონებით დაემატა ებრაულ წერილებს, ამიტომ არალოგიკური იქნებოდა იეჰოვას სახელის ბერძნულ წერილებში გამოტოვება. ახ. წ. პირველი საუკუნის შუა ხანებში მოწაფე იაკობმა იერუსალიმელ უხუცესებს უთხრა: „სიმონმა ყველაფერი გვიამბო, თუ როგორ მოხედა ღმერთმა პირველად უცხოტომელებს, რათა მათგან გამოეყო ხალხი თავისი სახელისთვის“ (საქმეები 15:14). ეს სიტყვები აზრმოკლებული იქნებოდა, თუ ღვთის სახელი პირველ საუკუნეში უცნობი იყო და არავინ ახსენებდა მას.
რამდენადაც ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ღვთის შთაგონებული წმინდა ებრაული წერილების დამატებაა, მთარგმნელების აზრით ბერძნულ წერილებში ღვთის სახელის, იეჰოვას უცაბედად ამოვარდნა საფუძველს მოკლებული იქნებოდა.
 მოციქულებს უფლება არ ჰქონდათ „ძველი აღთქმიდან“ ციტირებისას, ღვთის სიტყვიდან თვითნებურად ამოეკლოთ რაიმე ანდა დაემატებინათ, რადგან ღმერთი თავისი სიტყვის მეშვეობით ცალსახად მიუთითებდა მათ: „არაფერი დაუმატოთ იმ სიტყვას, რომელსაც გიბრძანებთ, და არაფერი მოაკლოთ, რათა დაიცვათ იეჰოვას, თქვენი ღვთის ბრძანებები, რასაც გიბრძანებთ“. ― მეორე რჯ. 4:2; აგრეთვე იხილეთ იგავები 30:5,6.
 ამგვარად, იმ მტკიცებულებების თანახმად, რომელსაც ბიბლია წამროგვიდგენს,  ქრისტიანულ წერილებში ანუ „ახალ აღთქმაში“ ღვთის სახელი ეწერა და განსაკუთრებით იმ მუხლებში, რომლებიც „ძველი აღთღქმიდან“ იყო დაციტირებული და ღვთის სახელს შეიცავდა.
 ძველი იუდაური ჩანაწერებიდან ჩანს, რომ იუდეველი ქრისტიანები თავიანთ ხელნაწერებში მოიხსენიებდნენ ღვთის სახელს. .


ახ.მეორე საუკუნეში ორიგენე წერდა„ყველაზე ზუსტ ხელნაწერებში სახელი ებრაული ასოებით წერია.

   IV-ესაუკუნეშისაეკლესიო მოღვაწე იერონიმეც კი აღნიშნავდა თავისი გადათარგმნილი ბიბლიის წიგნების„მეფეთა“შესავალში„დღესაც კივხვდებით ზოგიერთ ბერძნულ წიგნში ღვთის სახელს ტეტრაგრამატონის [יהוהსახითრომელიც ძველიარქაული ებრაული ასოებითაა დაწერილი“.
ზეპირი კანონების წერილობით კრებულ თოსეფთაში, რომლის შედგენაც დაახლ. ახ. წ. 300 წელს დასრულდა, შაბათ დღეს ცეცხლში დამწვარი ქრისტიანული ხელნაწერების შესახებ ნათქვამი იყო: «მახარობლებისა და „მინიმის“ [სავარაუდოდ, იუდეველი ქრისტიანების] ცეცხლწაკიდებულ წიგნებს ხელს არავინ ჰკიდებს. ისინი იქვე იწვება, სადაც აწყვია. მათთან ერთად იწვება ის ადგილებიც, სადაც ღვთის სახელი წერია». ამავე წყაროში მოყვანილია ახ. წ. მეორე საუკუნის დასაწყისში მცხოვრები რაბინი იოსე გალილეელის სიტყვები, რომელთა თანახმადაც, შაბათის გარდა, კვირის სხვა დღეებში „ღვთის სახელს ჭრიან იქიდან [სავარაუდოდ, ქრისტიანული ხელნაწერებიდან] და ინახავენ, დანარჩენს კი წვავენ“.
 როგორც აქედან ვხედავთ, აშკარაა, რომ მეორე საუკუნეში მცხოვრებ ებრაელებს სჯეროდათ, რომ ქრისტიანები ღვთის სახელს, იეჰოვას იყენებდნენ თავიანთ ხელნაწერებში
.
კიდევ ერთ ისტორიულ დოკუმენტს წარმოადგენს ავტორიტეტული ნაშრომი «მოციქულთა დადგენილებები», რომლის ავტორადაც ტრადიციულად კლიმენტი რომაელი მიიჩნევა (ისტორიკოსი ევსები კესარიელის თანახმად, კლიმენტი მოციქულების თანამედროვე იყო და რომის ეკლესიის ეპისკოპოსად მსახურობდა ახ.წ.92-101 წლებში)  მოცემულ ნაშრომში, რომელიც კანონიკური სამართლის ადრეულ კოდექსად ითვლება, დაახლოებით 250-ჯერ მოიხსენიება ღმერთი სახელით იაჰვე. თანაც, რაც საყურადღებოა, ზეციერ მამას ეწოდება სახელი იაჰვე არა მხოლოდ იუდეველთათვის, არამედ ქრისტიანთათვისაც. ნაშრომში მოცემულია მრავალრიცხოვანი ლოცვა და მიმართვა, რომლებიც ქრისტეს სახელით იაჰვესადმია მიმართული. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ყველაზე ცნობილი ლოცვის «მამაო ჩვენო»-ს ხსენება:
«ხოლო როდესაც ლოცულობთ, ნუ მოიქცევით, როგორც თვალთმაქცები, არამედ ისე ილოცეთ, როგორც უფალმა დაგვიწესა სახარებაში: "მამაო ჩვენო, იაჰვე რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყოს სახელი შენი; მოვიდეს სუფევა შენი; იყოს ნება შენი, როგორც ცაში, ასევე დედამიწაზე…"» (წიგნი მეშვიდე).

  მოცემული მაგალითები იმის ნათელ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ ადრეული ქრისტიანები საკმაოდ ფართოდ იყენებდნენ იეჰოვას (იაჰვეს) სახელს ქადაგებისას, ლოცვებში და ღვთისმსახურებაში. ეს არ წარმოადგენდა რაიმე არაორდინალურს, თორემ სხვა შემთხვევაში იმ დროის ქრისტიანული კრებებისადმი მიწერილ ასეთ ავტორიტეტულ წერილში ღვთის სახელი ასობით ადგილას არ ჩაიწერებოდა. სრულიად ნათელია, რომ იაჰვეს სახელის ასე ხშირად მოხსენიება სავსებით ბუნებრივ რამეს წარმოადგენდა ადრეული ქრისტიანების ცხოვრებასა და მსახურებაში, და ზუსტად ამიტომ არ იწვევდა მათში რაიმე სახის გაუგებრობებსა და კითხვებს. რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით თანამედროვე «ქრისტიანებზე»…
11.ღვთის სახელი და ფსალმუნების წიგნი თავდაპირველად ვნახოთ თუ ფსალმუნებს რა როლი ეკავა ადრეულ ქრისტიანებში და რას წერენ ამაზე მართლმადიდებლბი.და შემდეგ ისთუ რა მნიშვნელობა აქ ამას ღვთის სახელის გამოყენებასთან

 იესოსა და მოციქულების მაგალითის მიბაძვით ქრისტიანობის პირველი საუკუნეების ეკლესიაში ფსალმუნები ხშირად გამოიყენებოდა ლოცვისათვის(არქიმანდრიტი ალექსანდრე მილეანტი), «ფსალმუნები»).
 «მიწათმოქმედი, - წერს  იერონიმე, - როდესაც გუთანს მისდევს «ალილუიას» მღერის; გაოფლილი მომკელი ფსალმუნებს მღერის და მევენახე,  ვაზის ტოტების მოჭრისას, დავითის სიტყვებს მღერის»("ღვთის კანონი" დეკანოზი სერაფიმე სლობოდსკი).
ზემოთწარმოდგენილ ყველა ციტატაში, რომლებსაც მართლმადიდებელი ავტორები ჰყავთ, აღიარებულია ფსალმუნების წიგნისადმი - ბიბლიის ყველაზე დიდი წიგნისადმი - ადრეული ქრისტიანების განსაკუთრებული პატივისცემის ფაქტი. . სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფსალმუნების წიგნი I საუკუნის ქრისტიანებისათვის №1 წიგნს წარმოადგენდა ძველი აღთქმის ყველა წიგნიდან. რითაა ეს ფაქტი საინტერესო დღეს ჩვენთვის?


როგორც ცნობილია, ფსალმუნების წიგნი დაახლოებით 700-ჯერ შეიცავს ღვთის სახელს – «იეჰოვა». გარდა ამისა, ფსალმუნებში კიდევ 43-ჯერ გვხვდება ამ სახელის შემოკლებული ფორმა, რომელიც წარმოდგენილია როგორც «იაჰ». ასე, მაგალითად, ებრაული ფრაზის «ჰალელუ-იაჰ» («ადიდეთ იაჰი!») ტრანსლიტერაცია ფსალმუნებში 24-ჯერ გვხვდება. ამგვარად საშუალოდ თითოეულ ფსალმუნში ღვთის სახელი დაახლოებით 5-ჯერაა მოხსენიებული. და მერე რა აქედან?



ეს ნიშნავს, რომ პირველი ქრისტიანები, რომელთათვისაც ფსალმუნების წიგნის ავტორიტეტი უმაღლეს დონეზე იდგა და რომლებიც გამუდმებითროგორც ღვთისმსახურებისას, ასევე პირად ცხოვრებაშიამ წიგნიდან ციტირებდნენ და მის მონაკვეთებს კითხულობდნენ, აუცილებლად ხვდებოდნენ იეჰოვას სახელს და ღიად იყენებდნენ მას. სხვანაირად ვერც იქნებოდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოციქულთა დროის ქრისტიანები სეპტუაგინტას (LXX, ძველი აღთქმის წიგნების ბერძნული თარგმანი) იყენებდნენ, რომლის ტექსტშიც ტეტრაგრამატონი (ღვთის სახელი) შენარჩუნებული იყო.


მკვდარი ზღვის ხელნაწერები ფსალმუნების მონაკვეთებით რომლებშიც გამოყენებულია ღვთის სახელი (ახ.. I საუკუნის პირველი ნახევარი)


თუგავითვალისწინებთ ადრექრისტიანულ კრებაში ფსალმუნების წიგნის უდიდესი ავტორიტეტის შესახებ ფაქტს, მაშინ ძალიან უცნაური ჩანს, რომ ქრისტიანებს, რომლებიც ამ წიგნში 700-ჯერ ხვდებოდნენ და კითხულობდნენ ღვთის სახელს, რაღაც გაუგებარი სახით იგნორირება გაეკეთებინათ მისთვის. შეუძლებელი იყო ფსალმუნი ემღერათ და ის ისე არ წარმოეთქვათ, როგორც რეალურად ჟღერდაანუ იეჰოვას სახელით. შეუძლებელი იყო ფსალმუნიდან ციტირება და ამავდროულად მისი ღვთივშთაგონებული ტექსტის დამახინჯება, ღვთის სახელის რომელიმე სხვა სიტყვით ჩანაცვლება. პირიქით, ფსალმუნების წიგნი გვაფრთხილებს:

«გაიხსენე ეს: მტერი აგინებს უფალს [ორიგინალში – «იეჰოვას». სტრონგი № 3068] და არამზადა ხალხი ლანძღავს შენს სახელს» (ფსალმუნები 73:18, საპატრიარქოს გამოცემა).

საყურადღებოა, რომ ამ მუხლში სიტყვა, რომელიც ნათარგმნია როგორც «ლანძღავს», ორიგინალში ნიშნავს «უგულებელყოფს», «უარყოფს», «სძულს» (სტრონგი № 5006).  და მუხლის წაკითხვისას ქრისტიანები თუ ღვთის სახელის რომელიმე სხვა ტიტულებით ჩანაცვლებას დაიწყებდნენ, მაშინ ისინი თავისი ქმედებით ავტომატურად მოხვდებოდნენ ამ მკაცრი განსაზღვრების ქვეშ


«ყოველი ხალხი, შენს მიერ შექმნილი, მოვა და მუხლს მოიდრეკს შენს წინაშე, უფალო [იეჰოვა], და განადიდებს შენს სახელს» (ფსალმუნები 85:9, საპატრიარქოს გამოცემა).
ანუ სახელი იეჰოვა ცნობილი გამოყენებული და განდიდებული უნდა ყოფილიყო
როგორც ვხედავთ, შემოქმედის ნებას წარმოადგენს ის, რომ დედამიწის ერებმა არა თუ არ ჩაანაცვლონ ღვთის სახელი, არამედ, პირიქით, ეცნობოდნენ ღმერთს როგორც მას, ვინც ატარებს დიდებულ სახელს იეჰოვა.და განადიდებდნენ. 



ამ შემთხვევაში კითხვა ჩნდება: რომელ მაგალითს ჰბაძავენ დღეს ის მორწმუნეები, რომლებიც საკუთარ თავზე ისე საუბრობენ როგორც «ქრისტიანებზე»? იქცევიან ისინი ქრისტეს პირველი მოწაფეების მსგავსად, რომლებიც იეჰოვას სცემდნენ თაყვანს და თავის მსახურებაში არ ერიდებოდნენ მისი სახელის გამოყენებას? თუ ვინმე მაინც ეძებს იეჰოვას სახელის რომელიმე სხვა ფრაზებით ჩანაცვლების შესაძლებლობებს? ამავდროულად, რისი თქმა შეიძლება ბიბლიის იმ თარგმანებზე, რომლებშიც იეჰოვას მიერ მოცემული მისი საკუთარი სახელი მაინც ამოშლილი იქნა მთარგმნელების მიერ და შეცვლილი იქნა სხვა სიტყვებით? ამოშლილი იქნა არა მხოლოდ ფსალმუნების წიგნიდან, არამედ წმინდა წერილების ყველა იმ 7 ათასი ადგილიდან, სადაც ის ღვთის ნებით იქნა ჩაწერილი თავდაპირველადამ კითხვებზე პასუხები თითოეულმა შეუძლია თავად გასცეს საკუთარ თავს. და ღმერთს, რომელიც ატარებს სახელს იეჰოვა… 

12.ბიბლიის ავტორიტეტული მთარგმნელები ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ღვთის სახელს იყენებენ.
არის ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ერთადერთი თარგმანი, სადაც ბერძნულ წერილებში ღვთის სახელია აღდგენილი? არა. ზემოთ მოყვანილი მტკიცებების საფუძველზე, ბიბლიის მრავალმა მთარგმნელმა დაასკვნა, რომ ღვთის სახელი უნდა აღედგინათ „ახალი აღთქმის“ თარგმანის შესრულებისას.
 ამ თარგმანებიდან ზოგი „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემამდე გაცილებით ადრე გაკეთდა
«Jonathan Mitchell’s New Testament Translation – 2006»-ში, ღვთის სახელს ახალი აღთქმის ასობით მუხლში შეხვდებით.
«„New Simplified Bible“ – 2003 Translation» -ში ღვთის სახელს „იეჰოვას“ ახალი აღთქმის ასობით მუხლში შეხვდებით.
«„An American English Bible“—2001 Translation»-ში ღვთის სახელს „იეჰოვას“ ახალი აღთქმის ასობით მუხლში შეხვდებით.
«„Sacred Scriptures“ – By James F. Meyer»;  ჯეფრი მეიერის მიერ შესრულებულ „ახალი აღთქმის“ თარგმანში ღვთის სახელს 533 მუხლში შეხვდებით.

ბულინგერისბიბლიისთარგმანში  „The Companion Bible – Bullinger“-ში  ღვთის სახელს „იეჰოვას“, ათასობით მუხლში შეხვდებით, თვით ახალ აღთქმის ისეთ მუხლებში, როგორიცაა  მაგალითად მათე 4:7, 21:9; ლუკა 4:18 და ახალი აღთქმის  სხვა მუხლებშიც.)

1979 წელს, ‘გაერთიანებული ბიბლიების საზოგადოებათა’ მიერ გამოცემულ „ახალი აღთქმაში“, არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს. („New Testament“, United Bibles Societies, Gerusalemme, 1979)

1900 წელს გამოცემულ, უილიამ გ. რეზერფორდის „წმინდა პავლეს ეპისტოლე რომაელების მიმართ“, არაერთხელ შეიცავს ღვთის სახელს. (St. Paul’s Epistle to the Romans, by W. G. Rutherford, 1900)

1864 წელს გამოცემულ „ახალ აღთქმაში“, რომელსაც ბენჯამინ უილსონის „ემფატიკ დიაგლოტი“ ეწოდება, არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს. (The Emphatic Diaglott, by Benjamin Wilson, 1864)
1863 წელს გამოცემულ ჰერმან ჰაინფეტერის თარგმანში „ახალი აღთქმის სიტყვასიტყვითი თარგმანი . . . ვატიკანის მანუსკრიპტიდან“, არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს.

1796 წელს, ვენა-პრაღის გამოცემის „ახალ აღთქმაში“, არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს. („New Testament“, di Dominik von Brentano, Vienna e Praga, 1796)

1661 წელს გამოცემულ ვ.რობერტსონის  „ახალ აღთქმაში“, არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს. („New Testament“,  di W. Robertson, Londra, 1661)
1599 წელს გამოცემულ ე.ჰუტერის  „ახალ აღთქმაში“, არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს. („New Testament“, di E. Hutter, Norimberga, 1599)

1555 წელს გამოცემულ ჯ.ტილეტის თარგმანში „მათეს სახარება“, არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს. (Gospel of Matthew, a cura di J. du Tillet, Parigi, 1555)

 დასკვნა

ამრიგად დასკვნა თუ რატომ გამოიყენებდნენ ღვთის სახელს ასეთია

1.პირველ საუკუნეში არსებული „ძველი აღთქმის“ ებრაული და ბერძნული ხელნაწერები, რომელსაც „ახალ აღთქმაში“ ციტირებდნენ, ორივე შეიცავდა ღვთის სახელს და იმ მუხლების ციტირებისას რომელშიც ღვთის სახელი იყო გამოყენებული, თავის კანონიერ ადგილს იკავებდა „ახალი აღთქმის“ გვერდებზე.

2.მოციქულებს უფლება არ ჰქონდათ „ძველი აღთქმიდან“ ციტირებისას, ღვთის სიტყვიდან თვითნებურად ამოეკლოთ რაიმე ანდა დაემატებინათ, რადგან ღმერთი თავისი სიტყვის მეშვეობით ცალსახად მიუთითებდა მათ: „არაფერი დაუმატოთ იმ სიტყვას, რომელსაც გიბრძანებთ, და არაფერი მოაკლოთ, რათა დაიცვათ იეჰოვას, თქვენი ღვთის ბრძანებები, რასაც გიბრძანებთ“. ― მეორე რჯ. 4:2; აგრეთვე იხილეთ იგავები 30:5,6.

ამგვარად, იმ მტკიცებულებების თანახმად, რომელსაც ბიბლია წამროგვიდგენს,  ქრისტიანულ წერილებში ანუ „ახალ აღთქმაში“ ღვთის სახელი ეწერა და განსაკუთრებით იმ მუხლებში, რომლებიც „ძველი აღთღქმიდან“ იყო დაციტირებული და ღვთის სახელს შეიცავდა.
და ოპონენტების ზერელე დამოკიდებულება ახალ ართქმაში ამ სახელის მოხსენიების და ახალი ქვეყნიერების თარგმანის კრიტიკა ტეტრაგრამის მოხსენიებისთვის. სხვა არაფერია თუ არა ღვთის სახელის მტრობა.

 და მაინც უსაფუძვლო მსჯელობების ფონზე იმის შესახებ, უნდა იცოდნენ და უნდა განადიდებდნენ თუ არა მორწმუნე ადამიანები ღვთის სახელს (იეჰოვა), მგონი, ყველაზე გონივრულია შეკითხვები დავუსვათ საკუთარ თავს: 

«რას ფიქრობს ამის შესახებ თავად ღმერთი? სურს თუ არა მას, რომ ადამიანებმა იცოდნენ და განადიდებდნენ მის სახელს?» 
ამ შეკითხვებს, , ძალიან მკაფიო, არაორაზროვანი პასუხები გააჩნია ბიბლიაში: 
«მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი» (ესაია 42:8).
«რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე» (ფსალმუნები 83:18).
«შემდეგ კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: "ასე უთხარი ისრაელის ძეებს: „იეჰოვამ, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა,  გამომგზავნა-თქო თქვენთან“. ეს არის ჩემი სახელი მარადიულად და ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობაში"» (გამოსვლა 3:15).

გონიერი ადამიანის ლოგიკა, რომელსაც ღვთის სიტყვისადმი ღრმა პატივისცემა გააჩნია, ამასთან დაკავშირებით გულწრფელ დასკვნებს აკეთებს. პირველი, ღმერთი თავად მოიხსენიებს საკუთარ თავს სახელით «იეჰოვა». მეორე, მას სურს, «რათა იცოდეს ხალხმა» ის როგორ ღმერთი, რომელიც კონკრეტულად ამ სახელს ატარებს. და მესამე, ღვთის ეს სახელი კაცობრიობამ უნდა დაიმახსოვროს «თაობიდან თაობაში», ანუ ყოველთვის! 
ჩვენ ბიბლიაში მცირე მინიშნებასაც კი ვერ ვიპოვით იეჰოვას სახელის «დროებითობაზე» ან «უსარგებლობაზე», იმაზე მინიშნმებით, რომ შემდგომ ის უნდა «ჩანაცვლებულიყო» სხვა რომელიმე სახელით. პირიქით, როგორც თავიდან ვნახეთ, ეს სახელი დედამიწის ყველა მცხოვრებმა უნდა იცოდეს და თაობიდან თაობაში უნდა განადიდებდნენ მას. ტყუილად როდი წარმოადგენს ზუსტად ეს სახელი – «იეჰოვა» - ბიბლიაში ყველაზე ხშირად გამოყენებად სახელს

No comments:

Post a Comment