გამოცემის დღიდან, ახალი ქვეყნიერების თარგმანს აქტიურად აკრიტიკებენ. თითქოს ის გარკვეულ ადგილებში განზრახ შეცვლილი და დაზიანებულია. ეს მუხლები იყო განხილული ამ გვერდზე:აქ კი წარმოდგენილია ის მუხლები, რომლებიც მართლაც განზრახ შეცვლილია მართლმადიდებლების კათოლიკების და პროტესტანტების მიერ, რათა მათ დოგმებს დაუჭიროს მხარი.
თუ საპატრიარქოს თარგმანს შევადარებთ ბიბლიის ხელნაწერებს, აშკარად დავინახავთ, რომ თარგმანი ტენდენციურია და მრავალ უზუსტობებს შეიცავს. მასში შეტანილი აქვთ ისეთი სიტყვები, ფრაზები და წინადადებები, რომლებიც არ მოიპოვება ავტორიტეტულ და საყოველთაოდ აღიარებულ ბერძნულ ტექსტებში.
მთლიანი ახალი აღთქმის ყველაზე ძველი ხელნაწერი არი სინას და ვატიკანის კოდექსები, რომლებსაც უნდა ეთანხმებოდეს ბიბლია
ქვემოთ მოყვანილი იქნება ფაქტები სინას კოდექსიდან (ყველაზე ძველი 4 ს. დათარიღებული მთლიანი ბიბლიის ხელნაწერიდან) რომელსაც არეთანხმება საპატრიარქოს თარგმანი და არა მარტო გრამატიკულად,, არამედ განზრახ დამახინჯებას , შეცვლას,ჩამატებასა და ამოკლებასაქ ადგილი. რისგამოც ღვთის რისხვა არაცდება ასეთი თარგმნის გამომცემლებს მკურთხებლებს და მის მომხრეებს.რადგან ბიბლია ამას აფრთხილებს მათ ვინც ცვლის ღვთის სიტყვას (გამოცხ22:18,19)
მაშ ასე
საპატრიარქოს თარგმანის განზრახ დამახინჯებული (შეცვლილი) ადგილები (რამოდენიმე მაგალითი)
1.1 იოანე 5:7: «მამა, სიტყვა და სული წმინდა და ეს სამი ერთია»
დამატებულია სამების სწავლების მხარდასაჭერად.
საერთოდ ახალი ტექსტი მოიგონეს შეურაცყვეს და აწვალეს ღვთის სიტყვა.
აგერ უამრავი თარგმანი რომელიც აჩვენებს სწორ ტექსტს და აშკარავებს დამახინჯებებს
http://biblehub.com/1_john/5-7.htm
2.1 ტიმოთეს 3:16:მათ უწერიათ: «ღმერთი გამოჩნდა ხორცით»
ორიგინალში (ორიგინალში აქ და სხვა დანარჩენ ადგილებში იგულისხმება სინას კოდექსი და თანამედროვე კრიტიკული ტექსტები): წერია«ის გამოჩნდა ხორცში». სხვა სიტყვა (ანუ ღმერთი გამოჩნდაო ჩაწერეს ის გამოჩნდას მაგივრად)რომ იესო ღმერთად აქციონ
3..მათე 24:36: «მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, [...] არამედ მხოლოდ მამამ»
ამოღებულია «არც ძემ».
4.კოლოსელთა 1:15: «ყველა ქმნილებაზე უწინარესი»
სიტყვა «პირმშო» (პროტოტოკოს) შეცვლილია მისტიკური «უწინარესი»-თ, რათა მკითხველმა არ იფიქროს, რომ იესო - შემოქმედების ნაწილია.
5.გამოცხადება 1:8: «უფალი, რომელიც არის, იყო და იქნება, ყოვლისმპყრობელი»
ორიგინალში გამოიყენება სიტყვა-კავშირი «კირიოს თეოს» (უფალი ღმერთი) არტიკლის გარეშე – ამ გამოხატულებით აღინიშნება მხოლოდ მამა და არასოდეს გამოიყენება ძის მიმართ. სიტყვა «პანტოკრატორ» (ყოვლისშემძლე) ასევე არსად გამოიყენება ბიბლიაში იესოსთან მიმართებაში. საპატრიარქოს თარგმანში სიტყვა «თეოს» სპეციალურად იქნა ამოღებული, რათა მკითხველმა დაასკვნას, რომ იესო ყოვლისშემძლეა.
6.გამოცხადება 1:8: «მე ვარ ანი და ჰოე, დასაბამი და დასასრული»
ეს ფრაზა ბერძნულ ტექსტებში საერთოდ არ არის. დაამატეს იმისთვის რომ იესოს მარადიულად არსებობა დაამტკიცონ
7.გმცხ1:10საპატრიარქოს ბიბლიის მთარგმნელმა უფლის დღე , შეცვალა კვირა დღით.
8.გმცხ1:11 პირველიდა უკანასკნელი ეწოდება მათთან იესოს რომ იფიქროს ადამიანმა ღმერთიაო. ორიგინალში არწერია ეს სიტყვები
9.მათეს17:21 მარხვა ჩამატებულია
10.საქ10:30 მარხვა ჩამატებულია
11.მათე 25:46: «და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში»
ორიგინალში «სატანჯველი»-ს ნაცვლად დგას სიტყვა «სასჯელი». ეს ცვლილება შეტანილია ჯოჯოხეთის იდეის მხარდასაჭერად.
12..იოანეს 6:47: «ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც სწამს ჩემი, აქვს საუკუნო სიცოცხლე»
სიტყვა «ჩემი» ჩამატებულია.
131კრ7:5 მარხვა ჩაამატეს
14.მარკ9:29 მარხვა ჩაამატეს
15.მათეს3:17 რომელშიც გამოვჩნდი მეო ანუ იესოში იყო მამა
ორიგინალში წერია. რომელიც მე მოვიწონე
16.იოანეს 3:13. არავინ ჩამოსულა ზეციდან კაცის ძის გარდა რომელიც ცააშიაო ამათ უწწერიათ
რომელიც ცააშიცაა იმის დასადასტურებლად რომ ყველგანმყოფია თითქოს იესო
17..ღვთის სახელი იეჰოვა ამოღებულია ძველი აღთქმიდანაც
ღვთის სახელი ტეტრაგრამატონი ბიბლიის 7000 მდე ადგილში ამოიღეს და გააყალბეს ტექსტი ამაზე დიდი მწვალებლობა რაუნდაიყოს და ამზე დიდი დარღვევა ღვთის მოწოდებისა რომ არაფერი დაეკლოთ
აგერ უამრავი თარგმანი რომელიც იყენებს ღვთის სახელს (ფსალმუნების 83:18) ში
https://biblehub.com/psalms/83-18.htm#
რა დასკვნის გაკეთება შეიძლება?
ეს ის ადგილებია სადაც, არათუ გრამატიკულად თარგმნიან სხვაგვარად (ასეთი უამრავია რაზეც არვამახვილებ ყურადღებას აქ)არამედ მეტიც: იმ სიტყვებს წერენ, რაც აზრადაც არმოსვლია ბიბლიის მწერლებს და განზრახ უცვლიან აზრს, რათა ადამიანმა სამების და ჯოჯოხეთის დოგმები დაინახონ ბიბლიაში.და სხვა ცრუ სწავლებები. ეს არის ურცხვი და ამაზრზენი ბიბლიიის გაყალბების შემთხვევები, რომლებსაც მიჰყვეს ხელი მართლმადიდებლებმა და რომლითაც გამოცხადების წიგნში მოხსენიებული წყლულები დააგროვეს. და ამის ფონზე აქეთ აკრიტიკებენ ახალი ქვეყნიერების თარგმანს.
და თუ ზემოთ მოყვანილ ადგილებში, ახალი ქვეყნიერების თარგმანი სამართლიანად არ თარგმნის ყალბ მუხლებს ისე როგორც მათთანაა .ეს იმიტომ კი არა, რომ ორიგინალთან არ არის თანხმობაში და შეიცვალა.არამედ იმოტომ, რომ ოპონენტების სახეშეცვლილი ადგილების ამოკვეთა მოხდა, და არა ბიბლიის ორიგინალი სიტყვების.
და ბოლოს: სინაის კოდექსის ლინკი (ბერძნულ ინგლისური თარგმანი) შეადარეთ აქ მოყვანილი მუხლები თუ როგორ სახეშეცვლილი და დამახინჯებული თარგმანია საპატრიარქოს თარგმანი.და მეორეს მხრივ როგორ ეთანხმება ამ უძველეს ხელნაწერს ახალი ქვეყნიერების თარგმანი
http://codexsinaiticus.org/en/manuscript.aspx?book=55&chapter=5&lid=en&side=r&verse=7&zoomSlider=0
p.s შეიძლება ოპონენტები შემოგვედაონ. აი სინას კოდექსი რომ არის ძველი და მაგიტომ თუ ეყრდნობითო, მაშინ სინას კოდექსში არის არაკანონიკური წიგნებიც და ისინი რატომ არ დაამატეთო.
ან ვატიკანის კოდექსს გამოცხადება აკლიაო და რატო არამოიღეთო გამოცხადების წიგნი.
რათქმაუნდა ეს არის განზრახ თვალის დახუჭვა, იმ რეალობაზე, რომ რაცუფრო ძველია ხელნაწერი, მითუფრო ორიგინალთან ახლოსაა. მაგრამ მოდი გავყვეთ მათ უსუსურ თავის მართლებას.
ძალიან მარტივია ყველაფერი
ვატიკანის კოდექსს რმ ოაკლია აკლია გქმოცხადების წიგნი ეს იმიტომ რომ დაიკარგა, ათასი გზა გამოიარა ამ ხელნაწერმა კათოლიკების ხელში.თუ გარემო პირობეში ამდენი ხნის მანძილზე. და ეს ხელნაწერები იმიტომ არის საინტერესო, რომ ორიგინალთან ყველაზე ახლოს დგას და რამოდენიმე ხელნაწრის შედარების საფუძველზე ვაკეთებთ დასკვნებს, და არა ამათი თარგმანივით ერთი თავიანთთვის სასურველი ხელნაწერის კერძოდ ტექსტუს რეცეპტუსის მიხედვით, რომლიდანაც საპატრიარქოს თარგმანი თარგმნეს.
რაც შეეხება სინას კოდექსს და არაკანონიკურ წიგნებს. ბიბლიის კანონიკური წიგნების ნუსხა სინას კოდექსამდე იყო აღმოჩენილი. მაგალითად მურატორის კოდექსი რომელიც გვამცნობს კანონიკურ წიგნებს. და ასეთი სულმცირე 10 ხელნაწერია.ხოლო მთლიანი ახალი აღთქმის ხელნაწერი უფრო ძველი გარდა მე 4 საუკუნისა არ მოგვეპოვება. და რაც მოგვეპოვება და რაც ორიგინალთანაა ახლოს იმას ვეყრდნობით.და არა შემდეგ ცვლილებაშეტანილ ხელნაწერებს რომლებიც შემდგომ პერიოდში აღმოაჩინეს და თავიანთი მე 4 საუკუნეში შექმნილი დოგმატებით გააყალბეს
ამ ყველაფრის გათვალისწინებით იბადება კითხვა: რატომ უნდა ვენდოთ საპატრიარქოს თარგმანს და არა სინაის კოდექსს რომელიც არ არის ორიგინალი, მაგრამ ყველაზე ძველი მთლიანი ახალი აღთქმის კრებულია?! და როცა უძველესი ნაწყვეტები ჩნდება უკვე იმის მიხედვით სწორდება ტექსტი თუკი საჭიროებს, რომ რაც შეიძლება ახლოს იყოს ორიგინალთან. ასეთი უძველესი ხელნაწერი კი რომელიც წინააღმდეგობაში იქნებოდა მოწმეებისეულ თარგმანთან ამ მუხლებზე არ არსებობს.
და ბოლოს, ჩვენ გვაქ უძველესი ფაქტების მხარდაჭერა და მათ არცერთი უძველესი მხარდაჭერა არ აქვთ . და თუ ჩვენ არ გვქონდა ეგრე თარგმნის უფლება (მათი ლოგიკით) მაშინ მითუმეტეს მათ.და თუ ცოტახნით გვერდზე გადადებენ ორმაგი სტანდარტების აზროვნებას, ნამდვილად მივლენ ამ დასკვნამდე.
და აქ მოყვანილი დამახინჯებები რასაც მათ მიყვეს ხელი. არამარტო სინა ვატიკანის კოდექსებთან არამედ თანამედროვე აღიარებულ კრიტიკულ გამოცემებთანაც მოდის წინააღმდეგობაში.მაგალითად უესკოტ ჰორტის შეჯერებულ ნაშრომათან და ნესტლე აალანდის შეჯერებულ ნაშრომთან.
და ახალი ქვეყნიერების 2013 წლის გადამუშავებული თარგმანი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსად შეეჯერებული ნაშრომია უძველესი ხელნაწერების შედარების შედეგად. როგორც უესკოტ ჰორტისა და ნესტლე ალანდის კრიტიკული გამოცემები.
და როცა ესფაქტებია ახალი ქვეყნიერების თარგმანის მიკერძოებულ და დამახინჯებულ თარგმანად წარმოჩენა გაუმართლებელი და არაკეთილსინდისიერი საქციელია.მეორესმხრივ ასეთი თამამი მათი განაცხადის შემდეგ, მათი უძველეს წყაროებს აცდენილი თარგმანი აღმაშფოთებელია.და მითუფრო აღმაშფოთებელია ის, როცა ასეთი თარგმანის პატრონები ახალი ქვეყნიერების თარგმანს ებრძვიან
No comments:
Post a Comment