მაგალითად, მკითხველი თუ თანხმოვნებს „ჲრ შ ლ მ“ (םילשורי) შეხვდებოდა, იცოდა რომ ეს თანხმოვნები უნდა წარმოეთქვა შემდეგნაირად: „ჲერუშალაჲმ“. ანუ მას დაზეპირებული ჰქონდა ზუსტად ის ხმოვნები, რომელიც ამ კონკრეტული სიტყვის წაკითხვისას წარმოითქმებოდა. სწორედ ამგვარად იქცეოდნენ წარსულში ის ადამიანები, რომლებიც ებრაულ ენას ფლობდნენ. მათ ზუსტად იცოდნენ თუ რომელი ხმოვნები უნდა გამოეყენებინათ თანხმოვნებით დაწერილი ამა თუ იმ სიტყვის წაკითხვისას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სავარაუდოდ 2000 წლის წინ, იუდეველებში ცრურწმენამ დაიწყო გავრცელება, თითქოს ღვთის სახელის წარმოთქმა არასწორი იყო. ასეთი ცრურწმენის მქონე მკითხველი, როცა წმინდა წერილებში ღვთის სახელი ხვდებოდა, ის ამ სახელის ნაცვლად „უფალს“ (ებრ. „אֲדֹנָי“ [„ადონაი“-ს]) ამბობდა. . ამგვარად, ყოველგვარი ბიბლიური საფუძველის გარეშე, ცრურწმენიდან გამომდინარე იუდეველებმა მანამდე შეწყვიტეს ღმერთის სახელის יהוה-ს (ჲჰვჰ-ს) არქაული წარმოთქმა, სანამ მასორეტები ხმოვნების აღმნიშვნელი ნიშნების სისტემას შემოიღებდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ებრაელი მასორეტებისთვის (რომლებმაც თანხმოვნებით დაწერილი ბიბლია ახ. წ-ით პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში გაახმოვანეს) როგორც ჩანს უცნობი უნდა ყოფილიყო, ძველ დროში მცხოვრები თანამემამულენი წაკითხვისას ზუსტად რომელ ხმოვნებს ამატებდნენ ოთხ თანხმოვანს יהוה-ს, რომლითაც ღვთის სახელი ბიბლიის ათასობით მუხლშია წარმოდგენილი.
იბადება კითხვა:
შესაძლებელია თუ არა დადგინდეს, წარმოთქმისას რომელ ხმოვნებს ამატებდნენ ღვთის სახელს יהוה-ს ღვთის მორწმუნე ებრაელები ძველ დროში? ამის რამოდენიმე გზა არსებობს
1.ბიბლიური თეოფორმული სახელების შედარების მეთოდი
თეოფორმული სახელები (ბერძნულიდან θεός «ღმერთი» + φορός «მატარებელი») გულისხმობს ადამიანების პირად სახელებს, რომლებიც საკუთარ თავში ასევე ღვთის სახელსაც შეიცავენ. ბიბლიაში იმ პირთა საკმაოდ დიდი რიცხვს ვპოულობთ, რომელთა სახელებიც თეოფორმულს წარმოადგენს. კერძოდ, ისინი ღვთის ტეტრაგრამატონის (იჰვჰ, ანუ יהוה) ოთხი ასოდან პირველ სამ ასოს შეიცავენ. ქვემოთ შეგვიძლია მათ მაგალითებს გავეცნოთ, რომელთა თეოფორმული სახელებიც ტეტრაგრამატონის ოთხი ასოდან პირველ სამ ასოს («იჰვ», ანუ יהו) შეიცავენ. ამასთანავე უნდა გვახსოვდეს, რომ ივრითში სიტყვები, მათ შორის სახელები, მაჯრვნიდან მარცხნივ იწერება და იკითხება. ჩვენ ყურადღებას იმაზე გავამახვილებთ, თუ როგორ ჟღერენ ეს სახელები ებრაულ ენაში, კერძოდ კი მათი პირველი ნაწილის ჟღერადობაზე — იმ ნაწილის, სადაც ტეტრაგრამატონის ძირითადი ნაწილი დგას:
იესო (ებრ. «იეხოშუა», יהושע) – «იეჰოვა ხსნაა» – მესიისა და, ასევე რიგი სხვა ბიბლიური პერსონაჟების სახელი (მათე 1:1).
იონათანი (ებრ. «იეხონათან», יהונתן) – «იეჰოვამ მომცა» – მეფე საულის უფროსი ვაჟი (1 მეფეები 14:49).
იოშაფატი (ებრ. «იეხოშაფატ», יהושפט) – «იეჰოვა მოსამართლეა» – იუდას მეფე (2 მატიანე 20:31).
იეჰოზაბადი (ებრ. «იეხოზაბად», יהוזבד) – «იეჰოვა აჯილდოებს» – მეფე იოშაფატის მხედართმთავარი (2 მატიანე 17:18).
იეჰოიარიბი (ებრ. «იეხოიარიბ», יהויריב) – «იეჰოვა შეედავოს» – იუდეველი მღვდელი (1 მატიანე 9:10).
იეჰოცადაკი (ებრ. «იეხოცადაკ», יהוצדק) – «იეჰოვა მართლად აცხადებს» – მღვდელმთავარი იესოს მამა.
იოანე (ებრ. «იეხოხანან», יהוחנן) – «იეჰოვა წყალობას ავლენს» – მღვდელმთავარი ზაქარიას ვაჟი (ლუკა 1:63).
იონადაბი (ებრ. «იეხონადაბ», יהונדב) – «იეჰოვა კეთილშობილია» – მეფე იეჰუს დამხმარე (4 მეფეები 10:15).
იეჰოიაკიმი (ებრ. «იეხოიაკიმ», יהויקים) – «იეჰოვა წამოაყენებს» – იუდას მეფე იოშიას ვაჟი (4 მეფეები 23:34).
იეჰოიაქინი (ებრ. «იეხოიახინ», יהויכין) – «იეჰოვა განამტკიცებს» – იუდას მეფე იეჰოიაკიმის ვაჟი (4 მეფეები 24:6).
იოახაზი (ებრ. «იეხოახაზ», יהואחז) – «იეჰოვა ხელს ჰკიდებს» – ისრაელის მეფე იეჰუს ვაჟი (4 მეფეები 10:35).
იეჰუქალი (ებრ. «იეხუხალ», יהוכל) – «იეჰოვა სძლევს» – მეფე ციდკიას დროს მცხოვრები იუდეველი მთავარი (იერემია 37:3).
იუდა (ებრ. «იეხუდა», יהודה) – «იეჰოვას მიერ ქებული» – პატრიარქი იაკობის ვაჟი (დაბადება 29:35).
იეჰუდი (ებრ. «იეხუდი», יהודי) – «იუდასი» – მეფე იეჰოიაკიმის კარისკაცი (იერემია 36:14).
იეჰუ (ებრ. «იეხუუ», יהוא), – «იეჰოვაა ის» – ისრაელის მეფე (4 მეფეები 9:14).
იეჰოადანი (ებრ. «იეხოადდან», יהועדין) – «იეჰოვა ნეტარებაა» – იუდას მეფე ამაციას დედა (2 ნეშტთა 25:1).
იეჰოადა (ებრ. «იეხოადდა», יהועדה) – «იეჰოვა იმკობს თავს» – საულის შთამომავალი (1 ნეშტთა 8:36).
იოაში (ებრ. «იეხოაშ», יהואשׁ) – «იეჰოვამ მომცა» – იუდას მეფე (4 მეფეები 12:1).
იორამი (ებრ. «იეხორამ», יהורם) – «იეჰოვა მაღალია» – ისრაელის მეფე (4 მეფეები 1:17).
იოსები (ებრ. «იეხოსეფ», יהוסף) – «იაჰმა შემატოს» – სახელი იოსების სრული ჟღერადობა (სტრონგი H3084, ფსალმუნები 80:6).
იეჰოიადა (ებრ. «იეხოიადა», יהוידע) – «იეჰოვამ იცოდეს» – იუდეველი მღვდელმთავარი (2 ნეშტთა 23:1).
იეჰოშაბათი (ებრ. «იეხოშავატ», יהושבעת) – «იეჰოვა ბარაქაა» – იუდას მეფე იეჰორამის ქალიშვილი (2 ნეშტთა 22:11).
ზემოთ ჩამოთვლილი ბიბლიური პერსონაჟების საკუთარი სახელები, ღვთის სახელის יהוה-ს შემოკლებულ ფორმას „יה“-ს შეიცავენ. მაგალითად სახელში „ჲეჰო-ნათან“-ი [ებრ: „נָתָן-יְהוֹ“] (რომლის სწორად წარმოთქმა არასოდეს დაკარგულა), შეიცავს ღვთის სახელის პირველ ორ თანხმოვანს: „יה“-ს და მასთან თანმხლებ მხოვნებს და ყოველთვის წარმოითქმებოდა როგორც „יְהוֹ“ ანუ „იეჰო“ და არა რაიმე სხვა ფორმით.
ამგვარად, დღეისთვის ზუსტადაა ცნობილი რომ ღვთის სახელის პირველ ორ თანხმოვანს წარმოთქვამდნენ როგორც יְהוֹ [ჲეჰო] და ამ ფაქტიდან გამომდინარე ცნობილია რომ ღვთის სახელის წარმოთქმა იწყებოდა გამოთქმით יְהוֹ [ჲეჰო] და არა „იაჰვე“ ანდა სხვა რომელიმე ფორმით.
ამ უდაო ფაქტზე დაყრდნობით, არაერთი მეცნიერი ეთანხმება იმ აზრს, რომ ოთხი თანხმოვნით წარმოდგენილი ღვთის სახელის יהוה-ს სწორ წარმოთქმას გამოთქმა „იეჰოვა“ წარმოადგენს.
მაგალითად, ებრაული ენის ცნობილმა სპეციალისტმა, ჰეინრიხგეზენიუსმა ნაშრომში „Hebrew and Chaldee Lexicon to the Old Testament Scriptures“, 337-ე გვერდზე განაცხადა: „ვინც ფიქრობს, რომ [ღვთის სახელი] გამოითქმებოდა როგორც יְהֹוָה [ჲე-ჰო-ვაჰ], უსაფუძვლოდ არ იცავს თავის მოსაზრებას“. გეზენიუსმა განმარტა, რომ ‘სახელის ამგვარი წარმოთქმა უფრო გასაგებს ხდის შემოკლების: יְהוֹ [ჲეჰო] წარმოთქმას, რომლებითაც ბიბლიის პერსონაჟთა მრავალი საკუთარი სახელი იწყება’. იგივე თვალსაზრისი აქვს, უესლის (ვაშინგტონი) სასულიერო სემინარიის თანამშრომლს, პროფესორ ჯორჯ ბიუკენენს და მეცნიერთა სხვა გარკვეულ ნაწილსაც…ასევე ღვთის სახელის წარმოთქმის სხვადასხვა ვარიანტზე მსჯელობის შემდეგ გერმანელმა პროფესორმა გუსტავ ფრიდრიხ ელერმა შემდეგი დასკვნა გააკეთა: «ამიერიდან გამოვიყენებ „იეჰოვას“, რადგან ფაქტია, რომ ის ჩვენს მეტყველებაში უფრო დამკვიდრებულია და შეუძლებელია სხვა ვარიანტით მისი ჩანაცვლება» („Theologie des Alten Testaments“, მეორე გამოცემა, შტუტგარტი, 1882, გვ. 143).
მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიური პერსონაჟების სახელები, რომლებიც ღვთის სახელის შემოკლებულ ფორმას [ჲეჰო]-ს შეიცავენ, მაგალითად (იეჰო-ნათანი, იეჰო-შაფატი, იეჰო-შუა და სხვები) და მიუხედავად იმისა, რომ დღეისთვის ზუსტადაა ცნობილი რომელ ხმოვნებს ამატებდნენ ბიბლიურ პერსონაჟთა სახელებში გამოყენებულ ღვთის სახელის პირველ ორ თანხმოვანს, ალბათ მაინც არასწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ ზუსტად ვიცით რომელ ხმოვნებს ამატებდნენ ღვთის სახელს יהוה-ს ბიბლიურ დროში მცხოვრები ადამიანები, როცა ეს თანხმოვნები ცალკე იწერებოდა და ბიბლიური პერსონაჟების სახელებში არ იყო გამოყენებული .
მაგრამ ბიბლიური პერსონაჟების სახელების სწორი გამოთქმები, რომლებიც არასოდეს დაკარგულა, წარმოადგენს იმის ნამდვილ გასაღებს, თუ როგორ გამოითქმებოდა ღვთის სახელი. ამ ფაქტზე დაყრდნობით, ზოგიერთი სწავლული ეთანხმება იმ აზრს, რომ სახელი „იეჰოვა“ სულაც არ არის „დამახინჯებული“.
სახელი „იეჰოშუა“ (יהושוע) შედგება ორი ფუძისგან (ნაწილისგან): იეჰო יהו და შუა שוע. იკითხება მარჯვნიდან მარცხნისკენ: יהו + שוע.
„იეჰოშუა“ ნიშნავს (ხსნა იეჰოვასგანაა).
ქრისტეს სახელის პირველი ნაწილი „იეჰო“ არის ტეტრაგრამატონის იჰვჰ-ს პირველი სამი ასო. დაუკვირდით, „იეჰო“ ასე იწერება — יהו— ხოლო ტეტრაგრამატონი ასე — יהוה. არ დაგვავიწყდეს ებრაელები კითხულობდნენ მარჯვნიდან მარცხნისკენ. ახლა შევადაროთ იეჰო יהו და იჰვჰ יהוה. მაშ ასე ქრისტეს სახელიდან იეჰოშუა יהושוע ვიცით როგორ ჟღერს პირველი ნაწილი יהו. ის ჟღერს ასე: „იეჰო“. ჩვენთვის საინტერესოა ხმოვნები „ე“ და „ო“. მაშასადამე, ტეტრაგრამატონის იჰვჰ თანხმოვნებში — „ჰ“-სთან და „ვ“-სთან — ქრისტეს სახელის დახმარებით ვიგებთ, რომ ფიგურირებდა ხმოვნები „ე“ და „ო“.
. ტეტრაგრამატონის, ანუ ღმერთის სახელის წარმოთქმისას როგორც ჩანს, ძველი ებრაელები ორი ხმოვანს წარმოთქვამდნენ, კერძოდ, „ე“ —ს და „ო“ -ს. მაშასადამე ტეტრაგრამატონის წაკითხვისას ის იწყება არა როგორც „იაჰვ“, არამედ „იეჰოვ“.
კიდევ ერთხელ, იესოს სახელის დახმარებით, ადვილად შეიძლება იმის დადგენა ტეტრაგრამატონის პირველ სამ ასოსთან יהו იჰვ -სთან ერთად, რომელ ხმოვნებს წარმოთქვამდნენ ებრაელები ძველ დროს. დარჩა ტეტრაგრამატონის ბოლო ასო ה „ჰ“. ვიცით , რომ ტეტრაგრამატონის პირველი სამი ასო „იჰვ“ ჟღერს როგორც „იეჰოვ“ და ტეტრაგრამატონის საბოლოო ჟღარადობის დასადგენად ბოლო ასო „ჰ“ უნდა დაემატოს. ყველაზე დიდი ალბათობით ბოლო ასოსთან ებრაელები იყენებდნენ ხმოვანს „ა“. და ბოლო მარცვალი ასე ჟღერდა „აჰ“. მაშასადამე ტეტრაგრამატონი ასე ჟღერდა — იეჰოვ + აჰ=იეჰოვაჰ. ბოლო ხმოვანი ყრუდ ისმის, ამიტომ მრავალ ენაზე ასო „ჰ“-ს არ აჟღერებენ და ქართულად წარმოვთქვამთ იეჰოვას და არა იეჰოვაჰს“.
3.გარდა ამისა XI საუკუნით დათარიღებულ ლენინგრადის კოდექსში B 19A ხმოვნების აღმნიშვნელი ნიშნების დამატებით ტეტრაგრამატონი გამოითქმის როგორც ჲეჰვაჰ, ჲეჰოვაჰ. გინზბურგის მიერ გამოცემულ მასორეტულ ტექსტში ხმოვნების აღმნიშვნელი ნიშნების დამატებით ღვთის სახელი იკითხება, როგორც ჲეჰოვაჰ
4.ეს არის ძალიან საინტერესო აღმოჩენა
რომელიც ნეემია გორდონმა გააკეთა
ასერომ გონივრული იქნება დავფიქრდეთ ასეთ ფაქტებზე :
1) რატომ წარმოთქვამთ: იესო, იოანე, იუდა და არა იასუს, იაონან, იაუდა (და იაუდეი) და ა.შ.? მრავალი თეოფორმული (მათ შორის ღვთის) სახელები ბიბლიაში ასო ი-თი იწყება, და არცერთი არ იწყება ია-თი. ბევრი სახელი იწყება «იე»-თი (იერემია, იექონია). რომაელებმა იესოს სახელს ასეთივე პირველი ასოებით გაუკეთეს ტრანსკრიბირება: Iesous.
2) მასორეტებამდე დიდი ხნით ადრე, რომლებმაც ვითომდა არასწორად გაახმოვანეს ტეტრაგრამატონი, რატომ ცხოვრობდა ქვეყნად მრავალი ებრაელი (როგორც ბიბლიურ, ასევე ბიბლიის შემდგომ პერიოდში), რომელთა სახელებიც იწყებოდა «იეჰო» ან «იეჰუ»-თი? იეჰუდა, იეჰონათანი, იეჰოშენი, იეჰოტალი, იეჰოშემა, იეჰოელი, იეჰოარამი, იეჰოშამა, იეჰოორი – აი ეგვიპტელი ებრაელების მხოლოდ რამოდენიმე სახელი, რომლებიც ძვ.წ. მე-5 საუკუნეში კუნძულ ელეფანტინზე ცხოვრობდნენ. მათი სახელების უმრავლესობა თეოფორმული იყო. სახელი იესოც კი, სრული ფორმით ებრაულ ენაზე იკითხება როგორც იეჰოშუა. ზოგიერთი ასეთი სახელი დღემდე გამოიყენება, მაგალითად იეჰუდა, იეჰოშუა.
3) რატომ წარმოითქმება თანამედროვე ივრითზე ღვთის სახელი როგორც «იეხოვა» და არცერთი ებრაელი მორწმუნე არასოდეს ამბობს «იახვე»? ებრაულ რელიგიურ წრეებში, განსაკუთრებით ორთოდოქსულებში, ფორმა «იახვე» ქრისტიანულად ითვლება, არ წარმოითქმება და არასოდეს გამოიყენება თარგმანებში, მაგალითად ინგლისურ ენაზე.
ხმოვანი ასოები ტეტრაგრამატონში
შეიძლება ასეთ შეკითხვასაც შეხვდეთ: ტეტრაგრამატონი თუ ოთხი თანხმოვნისგან შედგება (იჰვჰ), მაშინ მის ჟღერადობაში საიდან გაჩნდა შესაბამისი ხმოვანი ასოები, რომლებმაც შედეგად ვოკალიზაცია «იეხოვა» წარმოქმნა? როგორც წესი, ასეთი შეკითხვა ადამიანის ივრითის გრამატიკაში გაუთვითცნობიერებულობაზე მიუთითებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ივრითს საინტერესო თავისებურება გააჩნია: ზოგიერთი თანხმოვანი ასო კონკრეტული სიტყვის კითხვის დროს ხმოვან ფორმას იძენს.
მაგალითად, დამწყებებისთვის განკუთვნილ ივრითის შესასწავლს სახელმძღვანელოში ნათქვამია:
«ივრითში ხმოვანი ბგერების აღმნიშვნელი ასოები არ არის, გარდა ამ ოთხისა — א ,ה ,י ,ו (ვავ, იუდ, ხეი და ალეფ, შესაბამისად)».
«მანამ, სანამ ივრითში ხმოვნების აღმნიშვნელ ნიშნებს მოიგონებდნენ, იუდეველები ხმოვანი ბგერების აღსანიშნავად ზოგიერთ თანხმოვანს იყენებდნენ. ამ ასოებს «ხმოვანი ასოები» — ანუ, ლათინურად, "matres lectionis" ("დედები კითხვისა") ჰქვია… არსებობდა ოთხი თანხმოვანი, რომლებსაც ხმოვნების მნიშვნელობა შეიძლება ჰქონოდათ — «ალეფ», «ვავ» , «იოდ» და ასო «ხეი», თუ ეს სიტყვის ბოლო ასო იყო… კუმრანში, ისრაელში გაკეთებული აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ პირველ საუკუნეში ასო "Y" ხშირად ხმოვანი ბგერა "I"-ს ნაცვლად გამოიყენებოდა; "V" წარმოადგენდა "O" ან "U"-ს ეკვივალენტს; ხოლო "H" სიტყვის ბოლოში წარმოითქმებოდა როგორც "A". როდესაც ეს ასოები თანხმოვნების სახით გამოიყენებოდა, მათი თანხმოვანი ბგერა ჩვეულებრივ არ წარმოითქმებოდა - იმ შემთხვევის გარდა, თუ ეს იმას იწვევდა, რომ ორი ხმოვანი გვერდიგვერდ აღმოჩნდებოდა, რაც ივრითის გრამატიკაში დაუშვებელია» (John D. Keyser. The True Pronunciation of the Sacred Name).
«მაშ , რა სახელით მივმართოთ ღმერთს? … იეხუდა გალევიმ [შუასაუკუნეების ებრაელი ფილოსოფოსი და პოეტი] აღნიშნა, რომ ებრაული სიტყვების გასაჟღერებლად ხმოვან ბგერებად უშუალოდ ის ასოები გამოიყენებოდა, რომელთაგანაც ტეტრაგრამატონი შედგება: ი = ი, ვ = ო, ხ = ა. გამოდის, რომ ტეტრაგრამატონი წარმოადგენს ერთადერთ ებრაულ სახელს, რომლის ყველა ხმოვანიც ცნობილია. გარდა ამისა, იოსებ ფლავიუსის სიტყვების თანახმად, სახელის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის შედგება არა ოთხი თანხმოვნისგან, არამედ ოთხი ხმოვნისგან, ანუ იხოა, იმიტომ რომ ხ-მ ხმოვნის ფუნქცია მხოლოდ სიტყვის ბოლოში შეიძლება აიღოს. თუმცა ორ ხმოვანს შორის მოხვედრილი ხ ყოველთვის ისე იკითხება, როგორც ე, ჩვენს შემთხვევაში — იეოა […] ებრაული სახელების გასაჟღერებლად ფართოდ გამოიყენებოდა სამი ასო ი, ვ, ხ, და ამას კარგად ადასტურებს კუმრანის ხელნაწერები. ასო ი წარმოითქმებოდა როგორც ი (ან ე), ასო ვ — როგორც უ (ან ო), ხოლო ასო ხ — როგორც ა, თუ სიტყვის ბოლოში გვხვდებოდა» (M. Gerard Gertoux. The Name of God Y.eH.oW.aH Which is Pronounced as it is Written I_Eh_oU_Ah: Its story).
სხვა წყაროში ჩვენ შეგვიძლია აღნიშნული გრამატიკული საკითხის ზუსტი განმარტება ვნახოთ:
«ყველასთვის ცნობილია, რომ ივრითში ხმოვანი ასოები არ არის. თუმცა ეს ნახევრად სიმართლეა. ივრითში ლამის 3 ხმოვანი ნიშანი არსებობს - "ალეფ", "ხეი", და "აინ". მაგრამ ისინი ისეთი ხმოვნები არ არიან როგორც ეს სხვა ენებშია. ეს ასოები ყოველთვის იმ ხმოვან ბგერებს აღნიშნავენ, რომელიც დამოკიდებულია არა მხოლოდ თავად ამ ასოებზე, არამედ მათ გარშემო მდგომ ასოებზე და კონკრეტულ სიტყვაზეც. ეს ნიშანი-ნახევარასოები იმას აღნიშნავენ, რომ სიტყვის მოცემულ ადგილას ხმოვანი ბგერა უნდა იყოს გაჟღერებული, ყველაზე ხშირად "ე" ან "ა".
არსებობს ასო “ალეფ”-თან დაკავშირებული უკიდურესად იშვიათი გამონაკლისები, როდესაც ის საერთოდ არანაირად არ წარმოითქმება - ჩემთვის მხოლო ერთი ასეთი სიტყვა-გამონაკლისია ცნობილი - "შავ" - "ამაოდ". მის ბოლოში "ალეფი" დგას, თუმცა არ წარმოითქმება.
რაც შეეხება ასო "ხეი"-ს - ის ყოველთვის წარმოითქმება.
ჩვეულებრივ ქართულ ენაზე ტეტრაგრამატონი יהוה (დაწერილია მარჯვნიდან მარცხნივ) გადმოიცემა ქართული ასოებით როგორც ი-ჰ-ვ-ჰ - "იუდ" - "ხეი" - "ვავ" - ხეი.
თუმცა ტეტრაგრამატონში მოცემული ეს ორი ასო "ხეი" - არის არა "ხ", არამედ უბრალოდ ხმოვანი ნიშნები. კითხვისას მათ ადგილზე ხმოვანი ბგერები უნდა ჟღერდეს.
ქართულად იმიტომ აღნიშნეს ასო «ჰ»-თი, რომ ესაა ყველაზე ახლოს მდგომი ბგერა ივრითზე მის ჟღერადობასთან. როდესაც ეს ასო სიტყვის თავში ან სხვა ხმოვნის შემდეგ დგას, მაშინ ის ძალიან სუსტი ჟღერადობით წარმოითქმება ინგლისური "h"-ს მსგავსად, თუმცა კიდევ უფრო სუსტად. და ცალკეულად მოგვაგონებს სუსტ ბგერა "ჰ"-ს ან უკრაინულ ყრუ "Г"-ს. თანაც ამ “ხეი”-ს შემდეგ აუცილებლად ხმოვანი ბგერა მოდის. ივრითში არარსებობს ისეთი სიტყვა, რომელშიც "ხეი" ხმოვანის აღმნიშვნელი არ არის. ვიმეორებ - მხოლოდ სიტყვის თავში ან ხმოვნის შემდეგ წარმოითქმება ძალიან სუსტად როგორც ინგლისური "h", მაგრამ კიდევ უფრო სუსტად, თუმცა აუცილებლად ხმოვნის თანხლებით. თანხმოვნის შემდეგ კი (გარდა "ი" /"იუდ"/) - არავითარი სუსტი «ჰ» არ წარმოითქმება საერთოდ. ჩვეულებრივი ხმოვანი ბგერაა…
ამიტომ ივრითზე იჰვჰ-ს “იაჰვე”-დ წაკითხვა შეუძლებელია, შესაძლებელია მხოლოდ როგორც "იახოვე", "იახავე", "ეხოვა". ანუ, "ხ"-ს შემდეგ - აუცილებლად ხმოვანი ბგერა უნდა იდგეს.
«ხ»-ს შემდეგ აუცილებლად უნდა იდგეს რომელიმე ხმოვანი ბგერა. გრამატიკის თანახმად. ამიტომ, როდესაც რომელიმე სტატიაში წერენ, რომ შესაძლოა წარმოითქმება როგორც "იაჰვე" — ეს ივრითის წესების არცოდნას ნიშნავს. ხოლო რაც შეეხება ბოლო "ჰეი"-ს იჰვჰ-ში - ის უბრალოდ ჟღერს როგორც ხმოვანი ბგერა ყოველგვარი სუსტი "ჰ"-ს გარეშე» (ლ. ხუდოი «იეჰოვა თუ იაჰვე?»)
ამავე მიზეზის გამო პროფესორი ჯეიმს ტაბორი, ბიბლიის მთარგმნელი და ივრითისა და არამეული ენების მცოდნე, ტეტრაგრამატონის ვოკალიზაციის განხილვისას, ყუარდღებას ამახვილებს იმის გაგების აუცილებლობაზე, რომ «ივრითის ოთხი ასო (იოდ ხე ვავ ხე) ოთხ ხმოვანს წარმოადგენს და არა ოთხ თანხმოვანს» (James D. Tabor. Restoring Abrahamic Faith).
თავის მხრივ ებრაელი მეცნიერი ნეემია გორდონი, ფორმა «იაჰვე»-ს ვოკალიზაციის უსაფუძვლობის ხაზგასმისას, სხვათა შორის, იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ტეტრაგრამატონის (იჰვჰ) მსგავს ჟღერადობებში «ხმოვანი აკლია პირველი "ჰ"-ს შემდეგ». თუმცა, ასეთი მიდგომა ივრითის გრამატიკის წესების აშკარა დარღვევას წარმოადგენს, რომელიც ტეტრაგრამატონის წარმოთქმისას ხმოვანი ბგერების გამოყენებას მოითხოვს. მეცნიერი შემდეგ მნიშვნელოვან მომენტს აღნიშნავს:
«ებრაული ენის საბაზისო წესი – სიტყვის შუაში თანხმოვნის შემდეგ ან ხმოვანი უნდა იდგეს ან წარმოუთქმელი "შვა". თუმცა, ხანდახან სიტყვის შუაში გვხვდება წარმოუთქმელი ასოები, რომელთა შემდეგაც ხმოვანი ან "შვა" არ დგას (მაგ. "ალეფ" სიტყვაში "ბერეშიტ"). მაგრამ ასეთი რამ არასოდეს არ ხდება ასო "ჰე"-ს შემთხვევაში სიტყვის შუაგულში. ძველებრაულში წარმოუთქმელი "ჰე" სიტყვის ბოლოს ძალიან გავრცელებულია, თუმცა ისეთი მოვლენა, როგორიცაა წარმოუთქმელი "ჰ" სიატყვის შუაში, არ არსებობს. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ენის წესების თანახმად იჰვჰ-ში მოცემულ პირველ "ჰ"-ს აუცილებლად უნდა ახლდეს რომელიმე ხმოვანი».
მასორეტულ ტექსტებში მოცემულ ჟღერადობებზე და, ასევე თეოფორმული სახელების მაგალითებზე დაყრდნობით, ნ. გორდონი დასკვნას აკეთებს: «ნათელი ხდება, რომ გამქრალია ხმოვანი – «ო» (ხოლამ)» (ნეემია გორდონი «ღვთის სახელი სწორი ჟღერადობა» / Nehemia Gordon. The Pronunciation of the Name).
ასევე ჯონ კეიზერიც ხაზს უსვამს ტეტრაგრამატონის יהוה ვოკალიზაციის ფორმას მისი მესამე ასოს "ו" ("ვავ") გათვალისწინებით:
«ივრითის გრამატიკაში უცვლელი წესი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ორი ხმოვნის გვერდიგვერდ დგომა შეუძლებელია, ამიტომ უნდა წარმოითქვას თანხმოვანი ბგერა "V" - შესაბამისად, "YEHOAH" გადაიქცევა "YEHOVAH"» (John D. Keyser. The True Pronunciation of the Sacred Name).
დოქტორმა ფირპო კარმა, მკვდარი ზღვის ხელნაწერების მკვლევარმა, პირველმა დასავლელმა მეცნიერმა, რომელმაც 1989 წელს ლენინგრადის კოდექსის, ებრაული ბიბლიის უძველესი სრული კოდექსის (B19а) შესწავლის შესაძლებლობა მიიღო და რომელიც ბიბლიური ტექსტების კომპიუტერული კვლევის სფეროში ერთერთი პიონერი იყო, თავის ნაშრომში განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ტეტრაგრამატონის სწორი ჟღერადობის აღდგენის საკითხზე. წიგნში «წმინდა სახელის ძიება» ფ. კარი ტეტრაგრამატონის ბოლო მარცვლის ჟღერადობაზე მიუთითებს. ის წერს:
«თუ "იეხო-" ღვთის სახელის პირველ ორ მარცვალს წარმოადგენს, მაშინ "-ვა" ["-ვახ"] ღვთის სახელის ბოლო მარცვალს ქმნის» (Firpo W. Carr. Search for the Sacred Name).
ამ დასკვნის ერთერთ მტკიცებულებას ბიბლიური თეოფორმული სახელების შედარების მეთოდი წარმოადგენდა, რომელთა თავდაპირველ ჟღერადობაშიც ტეტრაგრამატონის ოთხი ასოდან პირველი სამი გვხვდება. ამასთანავე დოქტორმა ფ. კარმა ანალოგიური სახითვე შეადარა სხვა ბიბლიური სახელებიც, რომელთა დაბოლოებებიც ზუსტად ემთხვევა ტეტრაგრამატონის ბოლო მარცვალს – ანუ ზუსტად ისევე მთავრდება, როგორც ღვთის სახელი. მეცნიერი შეკითხვას სვამს:
«მტკიცებულებები ბოლო მარცვალი “ვაჰ”-ის დამწერლობასთან დაკავშირებული საკითხის გარკვევის შედეგად უნდა გამოჩნდეს. ბიბლიაში თუ ისეთი სახელები არსებობს, რომლებიც ღვთაებრივი სახელის პირველი ორი მარცვლით იწყება, და მე ასეთი 19 დავთვალე, მაშინ იმ სახელების საქმე როგორაა, რომლებიც სახელის ბოლო მარცვლით მთავრდებიან?»
ფ. კარი წერს, რომ საგულდაგულო კვლევის შედეგად მან «მრავალი სახელი იპოვა, წმინდა სახელის გარდა», რომლებსაც ისეთივე დაბოლოება ჰქონდა, როგორიც ტეტრაგრამატონს יהוה. კერძოდ, ასეთ სახელებსა და სახელწოდებებს განეკუთვნებიან — ევა (ებრ. חוה , დაბადება 3:20); ალვა (ებრ. עלוה , დაბადება 36:40), ჰოდევა (ებრ. הודוה , ნეემია 7:43); ივა (ებრ. עוה , 4 მეფეები 18:34); კიბროთ-ჰათაავა (ებრ. קברות התאוה , რიცხვნი 11:34); იშვა (ებრ. ישוה , დაბადება 46:17); თიკვა (ებრ. תקוה , 3 მეფეები 22:14)…
როგორც შეგვიძლია დავრწმუნდეთ, ყველა ამ სახელს ისეთივე დაბოლოება აქვს, როგორიც ტეტრაგრამატონს — וה. დასკვნა თავისთავად ჩნდება: ამ სახელების ბოლო მარცვალი ისევე გაიჟღერებს, როგორც ის ტეტრაგრამატონის დაბოლოებაში ჟღერს.
დოქტორი ფ. კარი დაბოლოება וה მქონე ბიბლიური სახელების მაგალითების თავისი კვლევის შედეგებს გვიზიარებს:
მე] ვერ აღმოვაჩინე ვერცერთი სიტყვა, რომელიც ერთად შეერთებული ორი ხმოვნით "VH" დამთავრდებოდა, მათ შორის ხმოვნის გარეშე… ხოლო აღმოჩენით, შემდეგი რამ აღმოვაჩინე: ივრითის იმ ძირეული სიტყვების უმრავლესობის ყველა შემთხვევაში, რომლებიც თანხმოვანი WH [VH] მთავრდებიან, მათ შორის ასო "ა" იდგა. ადამიანების ან ადგილების სახელების ბოლოში "-vah" ისეთივე რეგულარული იყო, როგორც "Yeho" ადამიანებისა და ადგილების სახელების დასაწყისში. თუ "იეხო-" ღვთის სახელის პირველ ორ მარცვალს წარმოადგენს, მაშინ "-ვა" [-ვახ] ღვთის სახელის ბოლო მარცვალია».
უძველესი ტექტსტების მრავალწლიანი საგულდაგულო კვლევის წყალობით, ბიბლეისტი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ტეტრაგრამატონს ასეთი ვოკალური ფორმა გააჩნია - "YeHoWaH".
«ჟღერადობა "Yehowah" ბიბლიურ ლიტერატურაში ადრეც ჩნდებოდა, თუმცა ამჯერად მისი სისწორის მეცნიერული მტკიცებულება არსებობს. და ეს გაცილებით მეტია, ვიდრე საფუძვლიანი ვარაუდი», - აღნიშნავს დოქტორი ფ. კარი.
ანალოგიურ დასკვნამდე მიდიან პიტერ და ლინდა მილერ-რუსოები, ავტორები წიგნისა «გააცხადეთ მისი წმინდა სახელი. იეჰოვას ნების გაცხადება მის სახელთან დაკავშირებით». თავის კვლევაში ისინი წერენ:
«როდესაც ვსვამთ VAV (ბგერა V), ჩვენ ვიღებთ ჟღერადობას: YE-HO-V-AH» (Peter and Linda Miller-Russo. Proclaim His Holy Name: Uncovering the Father’s Will For His Name).
«ღვთაებრივი სახელი როგორც მინიმუმ სამი მარცვლისგან უნდა შედგებოდეს. ებრაული სახელები იმაზე მიუთითებენ, რომ ისინი Yeho-თი იწყებიან, შემოკლებული ფორმა Yah კი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი -aH-ზე მთავრდებიან. ჩვენ თუ matres lectionis ვირჩევთ, ჩვენ ვიღებთ ჟღერადობას IHOA ან IHUA» (Hope of Israel Ministries "Ecclesia of YEHOVAH").
იაჰ»-სა და სახელების დაბოლოება «-იაჰუ»-ს რაღა ვუყოთ?
აქ შეიძლება შეკითხვას მოველოდეთ: «განა ცნობილი ბიბლიური სიტყვა "ალილუია" არ ნიშნავს "ადიდეთ იაჰი", და განა ეს იმის მტკიცებულებას არ წარმოადგენს, რომ ღვთის სახელი "იაჰვეს" სახით უნდა ჟღერდეს»? (ფსალმუნები 103:35; გამოცხადება 19:1,3,4,6) სამწუხაროა, მაგრამ აქაც საკითხის არასაკმარისი ცოდნაა სახეზე.
პირველი, ივრითში არ არის ასო "Я", მსგავსი ჟღერადობა ვოკალური შეწყვილება "ია"-ს წყალობით ჩნდება. შესაბამისად, აღნიშნული სიტყვის გაცილებით ზუსტ ვოკალიზაციას ივრითში აქვს ფორმა “იაჰ” და არა "Яჰ" (ბოლოში მსუბუქი "ჰ"-თი). მაგალითად, თარგმანში «თანახი. ებრაული ბიბლია რუსულ ენაზე» ჩვენ ვკითხულობთ:
«Всякая душа (человеческая) да хвалит Йеhову. Алелуйа!» (Теhилим / Псалом 150:6).
მეორე, როგორც ცნობილია, "იაჰ" (יה) წარმოადგენს ტეტრაგრამატონის יהוה მოკლე ფორმას. თუმცა, ყველას როდი ესმის, თუ ღვთის სახელის უშუალოდ რომელ ნაწილს წარმოადგენს აღნიშნული შემოკლება. "იაჰ" – ესაა არა ტეტრაგრამატონის პირველი ნაწილი, არამედ მისი პირველი და ბოლო ასოების შეწყვილება.
«იუდეველები ღმერთს სახელის შემოკლებული ფორმით მიმართავდნენ "იაჰ" (יָהּ), რომელიც ბიბლიაში არაერთხელ გვხვდება. ფორმა "იაჰ" გაჩნდა უძველესი ტრადიციის შედეგად, რომლის თანახმადაც სიტყვას მის პირველ და ბოლო ასომდე ამოკლებდნენ. ამგვარად, იჰვჰ-ს პირველი და ბოლო ასოები აბრევიატურა "იაჰ"-ს გვაძლევს» (ნეემია გორდონი «ღვთის სახელის სწორი ჟღერადობა» / Nehemia Gordon. The Pronunciation of the Name).
«ვინაიდან თეოფორმული სახელები ტეტრაგრამატონის პირველ ნაწილში ხმოვან "ა"-ზე არ მიუთითებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ "-аН" მოკლე ფორმაში "Yah" ტეტრაგრამატონის ბოლო ნაწილი უნდა იყოს», - ამბობს ჯონ კეიზერი (John D. Keyser. How to Pronounce God's Name).
ამგვარად, იმის გარკვევა, თუ უშუალოდ რა გაგებით წარმოადგენს "იაჰ" ტეტრაგრამატონის შემოკლებულ ფორმას (ანუ მის პირველ და ბოლო ასომდე), იმის ყოველგვარ მცდელობებს აღკვეთს, რომ აღნიშნული აბრევიატურა ღვთის სახელი ვითომდა პირველ მარცვლად იქნეს გასაღებული. პირიქით, განსახილველი მოკლე ფორმა იმაზე მიუთითებს, რომ ტეტრაგრამატონს აქვს დაბოლოება "-აჰ" (ბოლოში ყრუ "ჰ"-თი), რაც მხოლოდ იმის მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ ღვთის სახელის ჟღერადობა ასეთია - «იეჰოვა».
კარგი, — შეიძლება ვინმემ თქვას, — მაგრამ ხომ არსებობს ისეთი თეოფორმული ბიბლიური სახელები, რომლებშიც ღვთის სახელის ნაწილი არა დასაწყისში, არამედ ბოლოშია წარმოდგენილი. თანაც ასეთი სახელების დაბოლოება წარმოდგენილია როგორც "-იაჰუ" ("-იახუ").
მართლაც, არსებობს თეოფორმული სახელები, რომლებიც ტეტრაგრამატონის პირველი ნაწილით მთავრდებიან. მაგალითად, «იერემია» (ებრ. «იირმეიაჰუ», ירמיהו) ან «ესაია» (ებრ. «იეშაიაჰუ», ישעיהו). ტეტრაგრამატონის ამ ნაწილის ჟღერადობა ისმის როგორც "-იაჰუ". ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ღვთის სახელის ჟღერადობაც ასეთივე სახით უნდა იწყებოდეს? არანაირად. ებრაელი მეცნიერი ნეემია გორდონი აღნიშნული საკითხის გრამატიკულ მხარეს ასე განმარტავს:
«თავის შემადგენლობაში მრავალი ებრაული სახელი შეიცავს ღვთის სახელის ნაწილს. მაგალითად, იეჰოშუა (იესო) ნიშნავს "იჰვჰ ხსნაა", და იეშაიაჰუ (ესაია) ასევე ნიშნავს "იჰვჰ ხსნაა". როგორც ვხედავთ, ღვთის სახელს სხვა სახელების შემადგენლობაში ფორმა "იეჰო-" აქვს, თუ ის სახელის თავში დგას, და "-იაჰუ" აქვს – თუ ის მის ბოლოში დგას. ჟღერადობა "იაჰვეს" მომხრეები ხშირად იშველიებენ დაბოლოება "-იაჰუ"-ს როგორც იმის მტკიცებულებას, რომ მართლები არიან. ასეთ არგუმენტაციას ორი სირთულე გააჩნია. პირველი, ღვთის სახელის ელემენტი "-იაჰუ" არ ერგება ჟღერადობა "იაჰვე"-ს. უკიდურეს შემთხვევაში მას შეიძლება ასეთ ჟღერადობამდე მივეყვანეთ "იაჰუვაჰ", მაგრამ არავითარ შემთხვევაში "იაჰვე". ებრაულ დამწერლობაში "იაჰვე"-სა (יֲהְוֶה) და "-იაჰუ"-ს (יָהוּ) შორის კიდევ უფრო ნაკლები მსგავსებაა. "იაჰვე" წარმოითქმება ებრაული ხმოვნით "ხატაფ პატახ", მაშინ როდესაც "-იაჰუ" ამ ადგილზე "კამაც"-ს შეიცავს. ეს ორი სრულიად განსხვავებული ხმოვანია, რომლებიც ძველად საკმაოდ განსხვავებულად წარმოითქმებოდნენ. ასეთი შეცდომა შეიძლება მხოლოდ მან დაუშვას, ვისთვისაც ებრაული ფონეტიკა მშობლიურს არ წარმოადგენს! და მეორე, სახელში "იჰვჰ” ასოები "იჰვ-" სახელის დასაწყისში დგანან და არა ბოლოში. ამიტომ, თუ ღვთის სახელის ჟღერადობის რეკონსტრუქციისთვის სახელების ორი ტიპიდან (იესო/ესაია) რომელიმეს არჩევაა საჭირო, ჩვენ ის სახელები უნდა ავირჩიოთ, რომლებშიც ელემენტი "იეჰო-" დასაწყისშია მოცემული» (ნეემია გორდონი «ღვთის სახელის სწორი ჟღერადობა» / Nehemia Gordon. The Pronunciation of the Name).
«ზუსტად ისევე, როგორც დიდებული სახელიდან იქნა წარმოებული თეოფორმული სახელები, რომლებიც "იეჰო-"-თი იწყებიან (მოგვიანებით შემოკლდა "ი(ეჰ)ო-"-მდე), ფორმა "იაჰ"-მაც წარმოშვა თეოფორმული სახელები. თუმცა მნიშვნელოვანი შენიშვნა უნდა გაკეთდეს, რომელიც შეეხება როგორც ებრაულ, ასევე ბერძნულ წერილებსაც: ებრაელები საგულდაგულოდ ადევნებდნენ თვალს იმას, რომ მათი სახელები ან "იეჰო-/იო-"-თი დაწყებულიყო, ან "-იაჰ"-ზე დამთავრებულიყო, და არავითარ შემთხვევაში პირიქით, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე. ასე რომ, ბიბლიაში მოცემული ასობით თეოფორმულ სახელს შორის არ არსებობს არცერთი [ისეთი სახელი], რომელიც "იაჰ-"-ზე დაიწყებოდა» (M. Gerard Gertoux. The Name of God Y.eH.oW.aH Which is Pronounced as it is Written I_Eh_oU_Ah: Its story).
ამგვარად, ებრაულ სახელებში, სადაც ტეტრაგრამატონის პირველი სამი ასო მოცემულია არა სახელის თავში, არამედ მის ბოლოში, მათი ჟღერადობა იძენს ფორმას "-იაჰ" ან "-იაჰუ". ამასთანავე ივრითის გრამატიკული წესები იმის შესაძლებლობას არ იძლევიან, რომ ასეთი ჟღერადობების ასოცირება ხელოვნურ ფორმა «იაჰვე»-სთან გავაკეთოთ. რადგან თუ წარმოვიდგენთ, რომ ჟღერადობა "-იაჰუ" თეოფორმული სახელების ბოლოში ვითომდა თავად ტეტრაგრამატონის ანალოგიური ვოკალიზაციის აუცილებლობაზე მიუთითებს, მაშინ ჩვენ ისეთი სახელების ვოკალიზაციის მრავალრიცხოვანი მაგალითების ხილვის შესაძლებლობაც გვექნებოდა, რომლებიც ღვთის სახელის ამ ნაწილს სახელის თავში შეიცავდნენ. თუმცა წმინდა წერილში ასეთი მაგალითები არ არის. პირიქით, როგორც ზემოთ შეგვეძლო დავრწმუნებულიყავით, მრავალი ებრაული სახელი იწყება "იეჰო-" ან "იეჰუ-" ფორმით, და არა "იაჰ-" ფორმით. (ტეტრაგრამატონის მოკლე ფორმა "იაჰ" ფსალმუნებისა და გამოცხადების წიგნებში წარმოადგენს შემოკლებას არა მის პირველ ორ ასოებამდე, არამედ მის პირველ და ბოლო ასოებამდე). გარდა ამისა, ”იაჰუ-”-სთვის ტეტრაგრამატონის სრულად გასაჟღერებლად მესამე მარცვალი გახდებოდა საჭირო, რაც ასევე კატეგორიულად გამორიცხავს ორმარცვლიან ფორმას «იაჰვე». დასკვნა აშკარაა: ტეტრაგრამატონის ჟღერადობას საერთო არაფერი აქვს ვერსია «იაჰვე»-სთან.
«იაჰვე» — ფორმა, რომელიც ივრითის წესებს ეწინააღმდეგება
მაშ ასე, ზემოთ გაჟღერებულ ფაქტებზე დასკვნა გავაკეთოთ. ცნობილი ბიბლიური თეოფორმული სახელებისა და სახელწოდებების შედარების მაგალითები იმის დადგენაში გვეხმარება, რომ ღვთაებრივი ტეტრაგრამატონი სამი მარცვლისაგან შედგება. ამავდროულად თითოეული ამ მარცვლის ჟღერადობა მრავალჯერაა წარმოდგენილი თვითონ იმავე თეოფორმულ სახელებში. ივრითის გრამატიკული წესები საკმაოდ კონკრეტულად მიუთითებენ იმაზე, თუ რომელი ხმოვნები უნდა იდგეს ოთხასოიანი სიტყვა יהוה გაჟღერებისას. ეს კი გასაგებს ხდის იმას, თუ რატომაა როგორც ძველ იუდაურ ტრადიციაში, ასევე ჩვენი დროის იმ ბიბლიის მკვლევართა შორის, რომლებიც ივრითს ფლობენ, ტეტრაგრამატონის ჟღერადობის ფართოდგავრცელებული ვარიანტი «იეხოვა».
თავის მხრივ, ზემოთ გადმოცემული ფაქტები განმარტავენ ივრითზე მოლაპარაკე მრავალი სპეციალისტის მიერ XIX საუკუნეში შემოთავაზებული ვოკალიზაცია «იაჰვეს» უარყოფას. აღნიშნული ფორმა არა მხოლოდ თეოფორმული სახელების ჟღერადობის ბიბლიურ მაგალითებს ეწინააღმდეგება, არამედ პრაქტიკულად ყველა პარამეტრით კონფლიქტში შედის ებრაული გრამატიკის საფუძვლებთან. ზუსტად ამიტომ საყვედურობენ საეჭვო ფორმა «იაჰვეს» მომხრეებს ხშირად ივრითის წესების ელემენტარულ არცოდნას. როგორც ნეემია გორდონმა უკვე შენიშნა, «ასეთი შეცდომა შეიძლება მხოლოდ მან დაუშვას, ვისთვისაც ებრაული ფონეტიკა მშობლიურ არ წარმოადგენს!»
«ჩვენი თანამედროვე რაბინი ისროელ ზელმანი – იუდაიზმში წონის მქონე ადამიანი, მიიჩნევს, რომ ჟღერადობა "იაჰვეს" არაებრაული წარმომავლობა გააჩნია. ხოლო რაც შეეხება "იეჰოვას" — მიიჩნევს ის – ის უფრო ახლოსაა ავთენტურ ჟღერადობასთან» (ნეემია გორდონი «იეჰოვა თუ იაჰვე — რომელია სწორი?»).
პროფესორი ჯორჯ ბიუკენენიც ანალოგიური სახით ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ «სახელი "იაჰვე" სემიტურადაც კი არ ჟღერს». ის ასევე ამბობს:
«იმის აბსოლუტურად არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ებრაელები პირველი ან მეორე ტაძრის პერიოდებში იჰვჰ-ს ისე წარმოთქვამდნენ, როგორც "იაჰვე"» (G.W. Buchanan. Some Unfinished Business With the Dead Sea Scrolls, Revue de Qumran).
პროფესორი ჯეიმს ტაბორი მათ იგივე პრობლემურ მხარეზე მიუთითებს, რომლებიც «იაჰვე»-ს თეორიას უჭერენ მხარს. ის წერს:
«გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ გაუგებრობის დიდი ნაწილი ივრითის გრამატიკის საფუძვლების არასაკმარისად ცოდნის გამო ჩნდება, ასევე ისტორიისა და თანამედროვე ივრითის განვითარების არცოდნის გამო… წყობას YE-HO-AH საუკეთესო გრამატიკული აზრი გააჩნია… ზუსტად ამიტომ ვარჩევ YEHOAH-ის ან უფრო პოპულარუ;ლი ფორმა YEHOVAH-ის წარმოთქმას» (James D. Tabor. Restoring Abrahamic Faith).
«ფაქტს ის წარმოადგენს, რომ თანამედროვე მეცნიერება სუსტი საფუძვლის აღიარებას იწყებს — სინამდვილეში თითქმის არარსებულის — "Yahweh" ან "Yahveh" ჟღერადობასთან დაკავშირებით… ფორმა «იაჰვე» ვერ განმარტავს ხმოვან «ო»-ს [რომელიც იმ თეოფორმულ სახელებშია წარმოდგენილი, რომლებიც "იეჰო"-თი იწყება]. ეს ნათლად გვიჩვენებს, რომ ფორმა "Yahveh/Yahweh" ახლოსაც კი შეუძლებელია იყოს თავდაპირველ ფორმასთან», - განმარტავს ჯონ კეიზერი (John D. Keyser. The True Pronunciation of the Sacred Name).
შესაბამისი დასკვნა კეთდება ასევე წიგნში «კანონი და წინასწარმეტყველები: ძველი აღთქმის კვლევა». მისი ავტორები, როდესაც ფორმა «იაჰვეს» ხელოვნურობაზე მიუთითებენ, აღნიშნავენ, რომ «Yahweh — არ არის ებრაული სახელი». მეცნიერები შემდეგ დასკვნამდე მიდიან:
ამგვარად, ფორმა "Yahweh" წარმოადგენს არასწორ ჰიბრიდს ადრეული ასო "w" და გვიანი ასო "eh"-ით […] სინამდვილეში, დღეს არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ "Yahweh" — არასწორი ჟღერადობაა, ხოლო "Jahoweh" შეიძლება სწორი ჟღერადობა იყოს» (Editors John H. Skilton, Milton C. Fisher and Leslie W. Sloat, The Law and the prophets: Old Testament studies prepared).
«სინამდვილეში, ჟღერადობა "Yahweh" [იაჰვე]-სთან დაკავშირებული პრობლემა არსებობს. ესაა ძველი და გვიანი ელემენტების უცნაური შერწყმა» (ძველი აღთქმის საღვთისმეტყველო ლექსიკონი / Theological Wordbook of the Old Testament).
ზემოთ იმ თეოფორმული სახელების მაგალითები განვიხილეთ, რომელთა თავდაპირველ ჟღერადობაშიც ტეტრაგრამატონის ოთხი ასოდან სამია წარმოდგენილი, და რომელიც ამ ფორმით წარმოითქმება "იეჰო-". და, ალბათ, ყველაზე საუკეთესო მაგალითი — მესიის სახელია, "იეჰოშუა". ღვთის სახელის ჟღერადობა რომ «იაჰვე» ყოფილიყო, მაშინ ღვთის ძის სახელი სხვაგვარად უნდა ჟღერდეს, დაახლოებით, როგორც "იაჰოშუა" ანდა "იაშუა". თუმცა, აი რას ამბობს ამასთან დაკავშირებით პროფესორი მაიკლ ბრაუნი, ბიბლეისტიკისა და ივრითის სფეროების ექსპერტი:
«"იეშუა" — ეს იესოს ებრაული სახელია. ისტორიაში არ არსებობს ისეთი პიროვნება, რომელსაც "იაშუა" ერქმეოდა, ისრაელის მესია. დაივიწყეთ ეს. ეს არასწორია. ან "იაჰოშუა". ან ნებისმიერი სხვა სახელი, რომელსაც ადამიანები იგონებენ. ალალად რომ ვთქვათ, ეს ფიქციაა. ეს უგუნურებაა. თქვენ ამას ვერცერთ უძველეს წერილებში ვერ ნახავთ. ასეთი სახელი არ არსებობს. თანაც ის ყველა იმ უძველეს ლინგვისტურ წესებს ეწინააღმდეგება, რომელთა თანახმადაც, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ივრითი ფუნქციონირებდა… მთელი უძველესი ლიტერატურა, იქნება ეს არამეული დოკუმენტები თუ ბერძნული დოკუმენტები, მიუთითებს სახელის იმ ფორმაზე, რომელსაც ჩვენ თანახში ვპოულობთ – "იეშუა". ამაში მართლაც არანაირი საიდუმლო არ არის» (Michael Brown. What Is The Hebrew Name For Jesus?)
ანალოგიურ მაგალითს განიხილავს ნეემია გორდონიც:
«ლოგიკას თუ მივყვებით, ღვთის სახელის "იაჰვედ" წარმოთქმის შემთხვევაში, მესიის სახელიც ასევე უნდა წარმოვთქვათ, "ია"-თი უნდა დავიწყოთ – "იაშუა". ასეთ შემთხვევაში თანახში მოცემული ყველა ის სახელი, რომლებიც "იე"-თი იწყება და ღვთის სახელს შეიცავს, ჩვენ "ია”-თი უნდა წავიკითხოთ. იერუშალაიმ – იარუშალაიმ. იეშაია – იაშაია. იეჰოშუა – იაჰოშუა. იეხეზკეილ – იაჰეზკეილ.
შედარებისთვის კიდევ ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. და თუ ჩავთვლით, რომ "იაჰვე"-დ წაკითხვაა საჭირო, მაშინ მთელი ებრაული თანახი, რომელიც რუსულად ითარგმნა და რუსული მართლმადიდებლური ბიბლია, და ბიბლიის მრავალი სხვა რუსული თარგმანი, არასწორადაა ნათარგმნი. ჟღერადობა "იაჰვეს" მომხრეები ამტკიცებენ, რომ თითქოს ორთოდოქსმა ებრაელმა ღვთისმეტყველებმა გამოაცხადეს ეს ჟღერადობა სწორად. მაგრამ რატომღაც ის ებრაელები, რომლებიც არავითარ ღვთისმეტყველებას არ ფლობენ, არ ამბობენ: "იარუშალაიმ", არამედ წერენ და რუსულად უკეთებენ ტრანსლიტერაციას: "იერუშალაიმ". ზუსტად ასევე მდგომარეობს საქმე სიტყვა "იეჰოვა"-სთან დაკავშირებით. ებრაელები არ წარმოთქვამენ "იაჰვე"-ს. და საერთოს, მთელი თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, ებრაელები ლიტერატურულ ენაში, წარმოთქვამდნენ "იეჰოვას" და არა "იაჰვეს"» (ნეემია გორდონი «იეჰოვა თუ იაჰვე — რომელია სწორი?»).
დასკვნა აშკარაა: რამდენადაც ფორმა "იაშუა" მოვიდოდა წინააღმდეგობაში «ივრითის უძველეს ლინგვისტურ პრინციპებთან», იმდენადვე წინააღმდეგობრივია ფორმა "იაჰვეც". და პირიქით, სახელის ფორმა "იეჰოშუა", სრულიად შეესაბამება ივრითის წესებს, რითაც ხაზს უსვამს ტეტრაგრამატონის
ჟღერადობა «იეხოვას» სისწორეს.
ტეტრაგრამატონის ხმოვნების დადგენის დამატებითი მეთოდები
ეხლა კი განვიხილავთ ტეტრაგრამატონის ვოკალიზაციის ზოგიერთ სხვა საშუალებებს იმ ებრაული სახელების გამოყენებით, რომელთა დამწერლობაც ივრითში ღვთის სახელის დამწერლობასთან ძალიან ახლოსაა. კერძოდ, ყურადღებას გავამახვილებთ ებრაული სახელზე «იუდა» (יהודה). ჯონ კეიზერი თავის ნაშრომში ამ მაგალითზე შემდეგი სახით საუბრობს:
«მოდით სახელი "YHVDH" გამოვიყენოთ, რომელიც თითქმის ისევე იწერება, როგორც ღვთაებრივი სახელი. ჩვენ თუ ხმოვნებს ისე დავწერთ, როგორც უნდა იქნას წაკითხული, "YHVDH" გადაიქცევა "IHUDA"-დ. ეს ეთანხმება ჩვენთვის უკვე ცნობილ ჟღერადობას — "YeHuDaH" (ინგ. "Judah"). როდესაც წაკითხვის ამ ხერხს ღვთაებრივი სახელი "YHVH"-ს მიმართ ვიყენებთ, შეგვიძლია ისინიც მსგავსი სახით წარმოვთქვათ. "YHVH" გადაიქცევა "IHUA"-დ ან "IHOA"-დ. ეს "Yehova"-ვასთან გვაახლოვებს და "Yahve"-ს გვაშორებს… როდესაც ხმოვან ასოებს ვკითხულობთ, ვხედავთ, რომ "YHVH"-ს პრაქტიკულად ისეთივე ჟღერადობა აქვს, როგორიც "YHVDH"-ს ("YeHuDaH"), მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მასში ასო "D" არ არის. ჩვენ რომ ექსპერიმენტის სახით ასო "D" მოგვეცილებინა, მივიღებდით "YeHuaH". მაგრამ, ვინაიდან წერილობით ივრითში ერთი უცვლელი წესი არსებობს, რომლის თანახმადაც ორი ხმოვანი გვერდიგვერდ არ შეიძლება რომ იდგეს, "U"-სა და "A"-ს შორის თანხმოვანი უნდა ეწეროს. ამიტომ თანხმოვანი ბგერა "V" უნდა წარმოითქვას - ასე რომ ჩვენ ვიღებთ ჟღერადობას "YeHuVaH"» (John D. Keyser. The True Pronunciation of the Sacred Name).
შემდეგი მაგალითია — ებრაული სიტყვა הוה. «სტრონგის ბიბლიური სიტყვების ძველი-ებრაული ლექსიკონის» თანახმად, ეს სიტყვა ნიშნავს «ყოფნას, არსებობას, მოხდენას, გადაქცევას» (სტრონგის № H1934).
ერთერთ წყაროში ამ სიტყვასთან დაკავშირებით ჩვენ ვკითხულობთ:
«ზმნა "ყოფნა" აწმყო დროში "ჰოვე" הוה... ღვთის სახელიც ზუსტად ისევე იწერება როგორც "ყოფნა" აწმყო დროში - "ჰოვე", თუმცა ამ "ჰოვე"-ს წინ სულ ერთი ასო აქვს დამატებული - "ი"… [ეს სიტყვა] ღვთის სახელის ბოლო 3 ასოსგან შედგება. ანუ, მხოლოდ პირველი ასო "ი" აკლია. ეს სიტყვა აწმყო დროს ნიშნავს და იწერება ჰ-ვ-ჰ הוה. იკითხება "ჰოვე"… ღვთის სახელი რომ "იაჰვე"-დ იკითხებოდეს, მაშინ აწმყო დრო "ხვე"-დ წარმოითქმებოდა და არა "ჰოვე"-დ. თუმცაღა სიტყვა "ხვე" ივრითში არ არსებობს» (ლ. ხუდოი «იეჰოვა თუ იაჰვე?»)
ამგვარად, ზემოთ აღწერილი მაგალითის თანახმად, ებრაული სიტყვა הוה (ჰ-ვ-ჰ) წარმოითქმება როგორც «ჰოვე», ან «ხოვე», და ორი მარცვლისგან შედგება. ტეტრაგრამატონი יהוה სიტყვა הוה -სგან პირველი ასო "י" -ით განსხვავდება, რომელიც ჟღერს როგორც "იე". ამ ორი სიტყვის შედარების შედეგად არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს ტეტრაგრამატონის ჟღერადობის დადგენა. პირველი მარცვლის გათვალისწინებით, რომელიც ჟღერს როგორც «იე", ღვთის სახელის ვოკალიზაციას სამმარცვლიანი ფორმა «იეხოვე» («იეხოვა») ეძლევა.
ან ზუსტი ჟღერადობა ან არანაირი?
განვიხილოთ ღვთის სახელის წარმოთქმის წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი განსხვავებული არგუმენტი. ის დაახლოებით ასე ჟღერს: «მე თუ ტეტრაგრამატონის აბსოლუტურად ზუსტი ჟღერადობა არ ვიცი, მაშინ საერთოდ რაში მჭირდება ღვთის სახელის წარმოთქმა? ის ან აბსოლუტურად ზუსტად უნდა წარმოითქვას, ან საერთოდ არ უნდა იქნას გამოყენებული».
რამდენად საფუძვლიანია ასეთი პოზიცია? შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი მოსაზრება უკიდურესად წინააღმდეგობრივად გამოიყურება. ასეთი წინააღმდეგობრიობის დანახვაში კი ისევ ბიბლიური თეოფორმული სახელების მაგალითი გვეხმარება.
მაგალითად, სახელი «იესო», რომელსაც ყველა ქრისტიანი წარმოთქვამს, კონფესიონალური კუთვნილებისგან დამოუკიდებლად, მკაცრად რომ ვთქვათ, იმ ვოკალურ ფორმასთან ოდნავ ახლოსაც კი არ დგას, რომელსაც იუდეველები იყენებდნენ I საუკუნეში. ივრითზე მესიის სახელი ჟღერდა როგორც «იეჰოშუა» ( יהושע - «იეჰოვა ხსნაა»). ამ სახელის მოკლე არამეული ფორმაა – «იეშუა» (ישוע). ბერძნულად იგივე სახელი საგრძნობლად განსხვავებულ ჟღერადობას იძენს — «იესუს» (Ιησοũς). ლათინურად — «ესუს», ინგლისურად — «ჯიზეს/ჯოშუა», გერმანულად — «იეზუს», ფრანგულად — «ჟეზუ», ესპანურად — «ხესუს», პორტუგალიურად — «ჟეზუს», იტალიურად — «ჟეზუ», უკრაინულად — «ისუს», და ასე შემდეგ…
უნდა მივიჩნიოთ თუ არა მესიის სახელის ჟღერადობაში არსებული ასეთი განხვავებულობა რაიმე დაუშვებლად? არავითარ შემთხვევაში. ხშირად ერთგვარი ხმოვანი ჟღერადობის მიღწევა შეუძლებელია ელემენტარული ფონეტიკური თავისებურებების გამო, რომელიც ქრისტიანების სხვადასხვა კულტურისადმი კუთვნილებით განისაზღვრება. ალბათ, ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს მესიის სახელის ბერძნული ჟღერადობა - «იესუს» წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი აღთქმის წიგნების დამწერები ებრაელები იყვნენ, ბერძნული ტრანსკრიფცია მათ სახელი «იეჰოშუას» ივრითთან სრული შესაბამისობით გადაცემის საშუალებას არ აძლევდა. და ამას სრულიად ბუნებრივი ახსნა ჰქონდა. მაგალითად, ნეემია გორდონი აღნიშნავს:
«უნდა აღინიშნოს, რომ ძველბერძნულში ბგერა "ჰ" არ არსებობდა სიტყვის შუაში… მეორე, ბერძნულში არ იყო ბგერა "ვ"... და ბოლოს, ბერძნულისა და ებრაულის ხმოვნების სისტემა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდა. ძველებრაულში იყო 9 ხმოვანი, რომლებსაც ბერძნულში ზუსტი ეკვივალენტი არ გააჩნდა» (ნეემია გორდონი «ღვთის სახელის სწორი ჟღერადობა» / Nehemia Gordon. The Pronunciation of the Name).
პროფესორი მაიკლ ბრაუნი ამ გარემოებას შემდეგ კომენტარს უკეთებს:
«"იეშუა" — ეს იესოს ებრაული სახელია… "იეშუა" – ესაა “იეჰოშუას” მოკლე ფორმა. "იეჰოშუა" – ესაა სახელი, რომლიდანაც ჩვენ "ჯოშუა"-ს ვიღებთ… და ესაა ის სახელი, რომლიდანაც ჩვენ ვიღებთ ბერძნულ "იესუს" – "იესო". ის სახელი "იეშუა"-დან მომდინარეობს» (Michael Brown. What Is The Hebrew Name For Jesus?)
როგორც გვესმის, მესიის სახელის ებრაული ჟღერადობა სხვა თანამედროვე ენებზე მისი ჟღერადობისაგან ძალიან განსხვავდება. თანაც, ფონეტიკური განსხვავება ეხება როგორც ბგერებს, ასევე სახელში მარცვლების რაოდენობას. ჩვენ თუ «იეჰოშუა»-ში ოთხ მარცვალს ვხედავთ, «იეშუა»-ში კი - სამს, თანამედროვე ევროპული ენების უმრავლესობაში მათი რაოდენობა სულ რაღაც ორია.
მაგრამ, რატომ აღიქმება წმინდა წერილიდან ღვთის ძის სახელის ამოშლა მკრეხელურ გადაწყვეტილებად, მაშინ როდესაც იმავე ბიბლიიდან თავად ღმერთის სახელის ამოშლა ასეთი მორწმუნეებისთვის სრულიად უწყინარ საქმეს წარმოადგენს? ამავე დონით აქტუალურია სხვა შეკითხვაც: მილიონობით თანამედროვე ქრისტიანი თუ ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ ღვთის ძის სახელს ფონეტიკურად სულაც არ წარმოთქვამენ ისე, როგორც ის ივრითში ჟღერდა, მაშინ რატომ აცხადებენ ისინი უარს ღვთის სახელის წარმოთქმაზე, თუ, როგორც ისინი მიიჩნევენ, ივრითზე ტეტრაგრამატონი ოდნავ განსხვავებულად ჟღერდა? სადაა ლოგიკა?
ასე რომ, ის მოსაზრება, თითქოს ღვთის სახელი ან მაქსიმალურად ზუსტად უნდა იქნას წარმოთქმული, ან საერთოდ არ უნდა იქნას გამოყენებული, ერთმნიშვნელოვნად ბათილდება ღვთის ძის სახელის ვოკალიზაციის მაგალითების საშუალებით. იესოს სახელს მორწმუნეები სხვადასხვა ფონეტიკური ჟღერადობით წარმოთქვამენ იქიდან გამომდინარე, თუ რომელ ერს და კულტურას მიეკუთვნებიან, და თანაც ეს ჟღერადობები ებრაული «იეჰოშუა»-სგან სრულიად განსხვავებულია.
ზუსტად ასევე არ არსებობს იმის საფუძველი, რომ პრობლემა დავინახოთ ღვთის სახელის ვოკალიზაციაში, რომლის ჟღერადობაც შეიძლება განსხვავდებოდეს ზოგიერთი ფონეტიკური თავისებურებებიდან გამომდინარე. ებრაელები ტრადიციულად მას წარმოთქვამენ როგორც «იეხოვა», ზოგი კი სხვა ვარიანტებს არჩევს: «იეხუვა», «იეხოვიხ», «იეხვახ» ან თუნდაც იგივე «იახვე». ღვთის სახელი თანამედროვე ენებზე და დიალექტებზეც ერთმანეთისგან განსხვავებული ჟღერადობით გამოითქმება, მაგალითად, Jehovah, Yehuwa, Iehovas, Ehoba, Yeohowa, Yеhеhuа, Иегова, Єгова, Geova, Jehowa და ა.შ. და ეს სრულიად ბუნებრივია.
გაცილებით ფართო გაგებით, მნიშვნელოვანია არა იმდენად ღვთის სახელის ერთნაირი ჟღერადობა, რამდენადაც მორწმუნეების მიერ მისი გამოყენების აუცილებლობა. იმიტომ რომ პრობლემას წარმოადგენს არა ფონეტიკური ჟღერადობა, რომელიც ენების გრამატიკული დეტალებითაა განპირობებული, არამედ ზოგიერთი მორწმუნის მხრიდან ღვთის სახელის გამოყენებაზე უარის თქმა. უარის თქმა იმის მიუხედავად, რომ ღმერთი პირადად მოგვიწოდებს ვიცოდეთ და განვადიდოთ მისი წმინდა სახელი:
«მე ვარ იეჰოვა; ეს არის ჩემი სახელი» (ესაია 42:8).
«რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენი სახელია იეჰოვა და მხოლოდ შენ ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!» (ფსალმუნები 83:18).
მიუხედავად ამისა , დღემდე მაინც არის აზრთა სხვაობები. ჩვენ ვინც ვაფასებთ ღვთის სახელს არ არსებობს იმის საფუძველი, რომ უარი ვთქვათ ყველაზე გავრცელებული ფორმის, იეჰოვას, გამოყენებაზე და უპირატესობა მივანიჭოთ ღვთის სახელის სხვა ფორმებს. თუ ღვთის სახელის ამ ფორმას შევცვლიდით, მაშინ აუცილებელი გახდებოდა ცვლილებების შეტანა ბიბლიაში მოხსენიებული უამრავი სახელის მართლწერასა და წარმოთქმაში, მაგალითად: იერემია გახდებოდა ირმეიაჰ (ჲირმეჲაჰ), ესაია — იეშაიაჰუ (ჲეშაჲაჰუ) და იესო — იეჰოშუა (ჲეჰოშუა) ან იესუს (ბერძ.). სიტყვების დანიშნულება აზრების გამოხატვაა; სახელი „იეჰოვა“ ჭეშმარიტ ღმერთთან ასოცირდება და დღესდღეობით ღვთის სახელის ეს ფორმა ყველაზე კარგად გადმოსცემს ამ აზრს. აქვე იბადება კითხვა:
უნდა გამოვიყენოთ ღვთის სახელი ანდა ბიბლიურ პერსონაჟთა სახელები, თუკი ზუსტად ისე არ წარმოვთქვამთ მათ, როგორც ბიბლიურ დროში წარმოითქმებოდა?
დიახ! ადამიანებისთვის ღმერთს არასოდეს აუკრძალია თავისი სახელის (ან ბიბლიურ პერსონაჟთა სახელების) პატივისცემით წარმოთქმა. არც ის უთქვამს, არ ახსენოთ ჩემი სახელი, თუკი მას ზუსტად ისე არ გამოვთქვამთ როგორც ბიბლიურ დროში წარმოთქვამდნენ ებრაელებიო.
უპირველეს ყოლისა გვინდა აღვნიშნოთ თუ რატომ წარმოვთქვამთ ამ სახელს როგორც იეჰოვა ჩვენ ვიყენებთ სახელს იეჰოვა იმის გამო რომ ეს სახელი სწორედ ამ ფორმითაა ფართოდ გავრცელებული და ცნობილი. გონივრულია ასეთი მიდგომა? დიახ., ჩვენ ასე ვიქცევით როცა სხვადასხვა ენაზე გამოვთქვამთ ღვთის სახელს ჩვეულებრივ არ ვცდილობთ რომ ყველა ენაში ზუსტადერთნაირად წარმოვთქვატ იეჰოვას სახელი მაგალითად წყნარი ოკეანის ზოგიერთ რეგიონის ენაზე ღვთის სახელი გამოითქმება როგორც იეოვა იეჰოვა სიჰოვა ან ჯიეოვა თითოეული ეს ფორმა ბიბლიის თარგმანებისა და ადგილობრივი ენების თავისებურებათა გავლენით დამკვიდრდა აქედან გამომდინარე არიქნებოდა გონივრული რომ ხალხისგან მოგვეთხოვა ღვთის სახელი ყველა ენაზე ზუსტად ერთნაირად წარმოეთქვათ გარდა ამისა სხვადასხვანაირი აქცენტის გამო ზოგი ღვთის სახელს განსხვავებულადაც კი წარმოთქვამს მაგალითად ინგლისურ ენაში ზოგი ამბობს ჯაჰოვა ზოგი ჯეჰოვა სხვები ჯიხოვა ან ჯეეჰოვა
ამრიგად ღვთის სახელის წარმოთქმა სახეცვლილებას განიცდის იმისდა მიხედვით თუ ენაში რა გრანატიკული წესებია და როგორი აქცენტი აქვს ადამიანს ამიტომ არაა აუცილებელი ვეცადოთ ღვთის სახელი ზუსტად ისე გაქმოვთქვათ როგორც ის ებრაულ ენაში გამოითქმება ინგლისურ ენაში ღვთის სახელის წარმოთქმას როგორც ჯეჰოვა დიდი ხნის ისტორია აქვს ასეთი სახით ის საუკუნეების წინ დამკვიდრდა პირველად ღვთის პირადი სახელი ინგლისურ ბიბლიაში გაჩნდა1530 წელს უილიამ ტინდალისეულ თარგმანში ღვთის სახელი მან გადმოიტანა როგორც იეჰოუა ჟამთა სვლასთან ერთად ინგლისურმა ენამაც განიცადა ცვლილებები და დღესდღვთის სახელი ცნობილია როგორც ჯეჰოვა
მაგრამ განა არ უნდა ვეცადოთ რომ რეაც შეიძლება ზუსტად გამოვთქვათ ღვთის ასახელი? მაგალითისთვის ავიღოთ სახელი იესო ჩვეულებრივ სწორედ ასე გამოითქმება ღვთის ძის სახელი მაგრამ აბა წარმოიდგინეთ რომ იესოს დროს ცხოვრობთ ხალხს შორის რომ დამდგარიყავით და წამოგეძახათ იესო მიხვდებოდა ვინმე ვის თუ ეძახდით? ალბათ არა იმ დროში იესოს სახელი სავარაუდოდ წარმოითქმებოდა როგორც იეშუა ან იეჰოშუა ებრაულად ან ისუს ბერძნულად .იესოს სახელის ეს ორივე ფორმა საკმაოდ განსხვავდება იმისგან თუ როგორ გამოვთქვამთ ამას ჩვენს ენაზე
ამასთანავე ყურადღება მივაქციოთ ერთ ფაქტს როდესაც იწერებოდა ქრისტიანულ ბერძნული წერილები ღმერთს არე მოუთხოვია რომ მისი ძის სახელი დაწერილიყო ან წარმოთქმულიყო ებრაული დამწერლობისა და მეტყველებისა მიხედვით ბიბლიის ამ ნაწილის დამწერებს მან უფლება მისცა იესოს სახელის ბერძნული ეკვივალენტი გამოეყენებინათ მიუხედავად იმისა რომ ებრაულ ენაში ეს სახელი საკმაოდ განსხვავებულად ჟღერდა. დღესააც იესოს სახელი განსხვავებულად წარმოითქმება ესპანურ იტალიურ გერმანულ და მრავალ სხვა ენაზე მაშ უნდა შევწყვიტოთ იესოს სახელის გამოყენება იმის გამო რომ მას ისე არ გამოვთქვამთ როგორც ებრაულად გამოითქმის ან იმის გამო რომ სხვა ენებში ის განსხვავებულად წარმოითქმება? ცხადია არა.
ღირს ისიც აღვნიშნოთ რომ ებრაულ ენაში იესოს სახელი სამი ან ოთხი მარცვლისგან შედგებოდა გაამომდინარე იქედან თუ როგორ იქნებოდა ისა წარმოთქმული როგორც იეშუა თიუ იეჰოშუა ინგლისურ ენაში კი მყოლოდ ორი მარცვლით გამოითქმება იესო ანუ ჯიზის აშკარაა რომ მარცვლების რაოდენობნას გადამნწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება მსგავსად ამისა ჩვენ არ გვინდა უაზროდ ვიკამათოთ იმის თაობაზე თუ რამდენი მარცვალია იეჰოვას სახელში ებრაულ ენაზე არის ის სამი როცა ინგლისურ ენაზე წარმოვთქვამთ ჯიეჰოვა თუ ორი როცა ვამნბობთ იაჰვე მთავარი იოსაა რომ ჩვენ ამ სახელს წარმოვთქვამთ ისე როგორც მიღებულია ჩვენს ენაში ყველაზე ცუდი ის იქნებოდა რომ უარი გ ვეთქვა ღვთის სახელის ხსენებაზე და ამგვარად დაგვემალა ის
ასეთი თვალსაზრისის მქონე ადამიანები, არ იყენებენ ამავე პრინციპს (სახელების ძველებრაულად წარმოთქმას), როცა ბიბლიაში ჩაწერილ სხვა სახელებს გამოთქვამენ, რაშიც მათი მიკეძოებულობა და არაობიექტურობა ვლინდება. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ზუსტადაა ცნობილი, როგორ წარმოითქმებოდა ეს სახელები ბიბლიურ დროში, ისინი არ ცდილობენ ბიბლიურ პერსონაჟთა სახელების ზუსტად ისე წარმოთქმას, როგორც მათ ძველებრაულ ენაზე წარმოთქვამდა აბრაამი, მოსე, დავითი და სხვები. თუკი ასეთ ადამიანებს მივუთითებთ თავიანთ მიკერძოებულ და არაობიექტურ დამოკიდებულებაზე და ვკითხავთ: „ხომ იყენებთ ბიბლიაში მოხსენიებულ პიროვნებათა სახელებს, (მაგალითად იეჰოშუა, იეშუა, იეჰონათანი, იერმიაჰუ, ეშაიაჰუ, მოშე) თუმცა არანაირად არ ცდილობთ ამ სახელების ზუსტად ისე წარმოთქმას, როგორც ისინი ბიბლიურ დროში წარმოითქმებოდა, (მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ზუსტად იცით როგორ წარმოითქმებოდა ეს სახელები წარსულში), მაშინ რაღატომ ებრძვით ღთის სახელის იმ სახით წაკითხვასა და წარმოთქმას, რომელსაც თვითონ ბიბლიური სახელები (იეჰონათანი, იეჰოშუა და სხვები) გვთავაზობენ და რომელიც საუკუნეების მანძილზეა დამკვიდრებული და გავრცელებული მთელ მსოფლიოში?“ — მათ ლოგიკური და ბიბლიაზე დაფუძნებული პასუხი არ აქვთ.ამიტომ, საკითხისადმი ამგვარი მიდგომა უსაფუძვლო ამოჩემებაა .
„იეჰოვა“, ღვთის სახელის יהוה-ს ქართული ეკვივალენტია. სახელი „იეჰოვა“ გამოიყენებოდა მრავალი საუკუნის მანძილზე და უფრო ცნობილიც არის მთელ მსოფლიოში. სხვათაშორის, ქართულ მწერლობაშიც ძირითადად ამ ფორმით გვხვდება ღვთის სახელი. საკმარისია მხოლოდ რამდენიმე მაგალითი: ი. ჭავჭავაძე (ბაირონის „კაენი“), აკაკი გელოვანი, „სიბრძნის სიმფონია“, გვ. 421; კ. გამსახურდია („დავით აღმაშენებელი“, „აპოლოგია რუსთაველისა“, „ლეონარდო და ვინჩი“), მ. ჯავახიშვილი („ჯაყოს ხიზნები“), ტ. ტაბიძე („ებრაული მელოდია“, „უკვდავი არის ამაოება!..“); მურმან ლებანიძე („კრებული“, 1986 წ., გვ. 153-155) და სხვები და სხვები…
ამგვარად, ბიბლიაში ოთხი ებრაული თანხმოვნით יהוה (ჲჰვჰ)-თი წარმოდგენილი ღვთის სახელის წაკითხვის ყველაზე გავრცელებული, სწორი და აღიარებული ფორმაა — „იეჰოვა“. იგი საუკუნეების მანძილზე ყველაზე ფართოდ გავრცელებული და მიღებული ფორმაა როგორც უცხოენოვან ლიტერატურაში, ისე ქართულ ლიტერატურაში.
No comments:
Post a Comment