ბიბლიის დედნისეულ ტექსტში, გამოსვლის 3:14-ში წერია ებრაული ფრაზა: „אֶהְיֶה אֲשֶׁר אֶהְיֶה“ (ეჰიეჰ აშერ ეჰიეჰ), (მე ვიქცევი იმად რადაც ვიქცევი)რომელიც ბიბლიაში დაახლოებით 7000-ჯერ ჩაწერილი ღვთის სახელის „იეჰოვას“ მნიშვნელობას გამოხატავს.
საეკლესიო ბიბლიებში გამოსვლის 3:14-ში იეჰოვა ღმერთის სიტყვები გადმოცემულია შემდეგნაირად: „მე ვარ, რომელიც ვარ“. იმის ნაცვლად რომ ეს მუხლი დედნისეული ებრაული ხელნაწერიდან ეთარგმნათ, სამების მომხრეებმა ის თარგმნეს LXX-დან, ანუ ბერძნულენოვანი თავისუფალი თარგმანიდან,(თან იმ ხელნაწერიდან რომელიც იესოს პეეიოდიდან საუკუნეების შემდეგ მომზადდა და რომწლშიც ამოღებულია ღვთის სახხელი) რაც იმას ნიშნავს, რომ საეკლესიო თარგმანები გახლავთ თარგმანის თარგმანები და არაა დედნისეული ხელნაწერის თარგმანი. ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ მუხლის დედნისეულ ტექსტში წერია სრულიად სხვა რამ: „אֶהְיֶה אֲשֶׁר אֶהְיֶה“ (ეჰიეჰ აშერ ეჰიეჰ) რომლის სიტყვა-სიტყვითი თარგმანია: „მე ვიქნები რომელიც ვიქნები“ რომელ სიტყვებსაც ბიბლიის ავტორიტეტული მთარგმნელები აგრეთვე თარგმნიან ამგვარი შინაარსითაც: „მე გავხდები ის, რადაც მოვისურვებ, რომ გავხდე“
ბიბლიის ძველებრაული ენის ერთი სპეციალისტი ასე განმარტავს ამ გამოთქმას: «როგორიც უნდა იყოს მდგომარეობა, ანდა საჭიროება რისამე… ღმერთი „იქცევა“ ამ საჭიროების დამაკმაყოფილებლად».
ღვთის სახელს ხალხი მოსეს დაბადებამდე გაცილებით ადრე, საუკუნეების მანძილზე ახსენებდა.
უდავოდ, როცა მოსე გამოსვლის 3:14 ში ღმერთს სახელს ეკითხებოდა, მას ამ სახელით წარმოდგენილი პიროვნება უფრო აინტერესებდა. ის, ფაქტობრივად, ამბობდა: „რა ვუთხრა შენზე შენს ხალხს, ისრაელს, შენდამი რწმენის მოსამატებლად და იმაში დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად იხსნი მათ?“.

მოსეს ამ შეკითხვით სურდა გაეგო ისეთი რამ, რაც მას ღვთისადმი რწმენას განუმტკიცებდა, კერძოდ, როგორი იყო ღმერთი, რომელსაც იეჰოვა ერქვა, და რაზე მიანიშნებდა მისი სახელი. მოსემ, როგორც ჩანს, ეს კითხვა იმ ვითარების გამო დასვა, რომელშიც ისრაელის ძეები აღმოჩნდნენ. ისინი ათწლეულების განმავლობაში მძიმე მონობაში იმყოფებოდნენ და საშველიც არსაიდან ჩანდა.
ღვთის სახელის ყველაზე გავრცელებული ფორმა, „იეჰოვა“, მომდინარეობს მოქმედების გამომხატველი ებრაული ზმნიდან „გახდომა“, „გადაქცევა“. ვინაიდან ზმნა „ჰავაჰ“ („გახდომა“,„გადაქცევა“) კაუზატიურ (ჰიფილის) ფორმაში დგას, შემოქმედის პირადი სახელი სიტყვასიტყვით ნიშნავს: „აქცევინებს“.
იეჰოვას პასუხიდან „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“ გამოჩნდა მისი ბუნების საოცარი მხარე.ნებისმიერ სიტუაციაში ის იქცევა იმად, რაც მისი განზრახვის შესასრულებლად არის საჭირო მართლაც, ერთ დროს მონობაში მყოფი ისრაელებისთვის, იეჰოვა იყო მხსნელიც, დამცველიც, წინამძღოლიც და მარჩენალიც, რომელიც თავისი ხალხის როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნავდა.
მაშასადამე, იეჰოვა იქცევა იმად, რადაც საჭიროა თავისი ხალხისთვის მიცემული დაპირებების შესასრულებლად. თუმცა იეჰოვას შეუძლია არა მხოლოდ თავად იქცეს იმად, რადაც მოინდომებს, არამედ თავისი ქმნილებებიც აქციოს იმად, რადაც საჭიროა თავისი განზრახვების შესასრულებლად.ამრიგად ის ყოველთვის ისე მოქმედებს, რომ მისი განზრახვები რეალობად იქცეს(ეს55:11)
ახლა კი დეტალურად განვიხილოთ მოსესა და ღმერთს შორის შემდგარი დიალოგი, რომლის დროსაც ღმერთმა თავისი სახელის მნიშვნელობა პირველად განუცხადა ადამიანს.
მოსეს კითხვა, უპირველესად იმას იუწყება, რომ ღმერთს აქვს სახელი, რომელსაც უგულისყუროდ არ უნდა მოეკიდონ ადამიანები. (წაიკითხეთ გამოსვლა 20:7). თუმცა, ბევრი ღვთის სახელისადმი უპატივისმცემლობას ავლენს. მათ ღვთის სახელი ბიბლიის უამრავი თარგმანიდან ამოიღეს და ისეთი წოდებებით შეცვალეს, როგორიცაა „უფალი“ და „ღმერთი“.მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი უხილავია, ადამიანს შეუძლია ახლოს გაეცნოს მის პიროვნებას და იცოდეს, რომ მას აქვს სახელი — იეჰოვა, რომელიც ღრმა მნიშვნელობის მატარებელია.
უფრო მეტიც, ღვთის მიერ საკუთარი სახელის გამჟღავნება რაღაც დიდებულსა და ამაღელვებელს მოასწავებს. ამგვარი ქმედებით, ღმერთი თავისთან გასაცნობად იხმობს ადამიანებს. მას სურს, საუკეთესო არჩევანი გააკეთონ ადამიანებმა თავიანთ ცხოვრებაში — დაუახლოვდნენ ღმერთს. სინამდვილეში ღმერთმა ადამიანებისთვის თავისი სახელის გამჟღავნებაზე მეტი გააკეთა. მან თავისი სახელის მნიშვნელობაც ახსნა.
ამის გათვალისწინებით უფრო გასაგები ხდება იეჰოვას მიერ მოსესთვის მოგვიანებით ნათქვამი სიტყვები: „მე ვარ იეჰოვა. მე ვეცხადებოდი აბრაამს, ისაკსა და იაკობს, როგორც ყოვლისშემძლე ღმერთი, მაგრამ ჩემი სახელით, იეჰოვათი არ გამიმჟღავნებია მათთვის ჩემი თავი“ (გმ. 6:2, 3). მართალია, სახელი „იეჰოვა“ არაერთხელ გამოუყენებიათ ამ მუხლში ნახსენებ პატრიარქებს, მოსეს წინაპრებს, მაგრამ ღმერთი ამ შემთხვევაში იმას გულისხმობდა, რომ მას თავისი სახელის სრული მნიშვნელობა მათთვის არ გაუმჟღავნებია. მაგალითად, ვინც აბრამს იცნობდა, ვერ იტყოდა, რომ იცნობდა მას როგორც აბრაამს (ნიშნავს „მამა სიმრავლისა“), ვიდრე მას მხოლოდ ერთი ძე, ისმაელი ჰყავდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მას ისაკი და სხვა ვაჟები შეეძინა და მათაც შთამომავლობა ეყოლათ, სახელი „აბრაამი“ უფრო მრავლისმეტყველი გახდა. იმავეს თქმა შეიძლება სახელ „იეჰოვაზე“. ისრაელებისთვის ის მეტ მნიშვნელობას შეიძენდა.
ამრიგად ეს სიტყვები ღვთის სახელის ცვლილებაზე კიარ მიუთითებდა. არამედ ამით მეტი ნათელი მოეფინა იმას, თუ როგორი პიროვნებაა ღმერთი, რაც კარგად გამოჩნდა მისი შემდგომი სიტყვებიდან: „ასე უთხარი ისრაელის ძეებს: იეჰოვამ, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთმა გამომგზავნა-თქო თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი მარადიულად და ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობაში“ (გმ. 3:15; შდრ. ფს. 135:13; ოს. 12:5). . მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს შეიძლება მართებულად ეწოდოს ეს სახელი.
მაშასადამე, „იცნობდე“ მაინცდამაინც არ ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ იცოდე ან ინფორმაცია გქონდეს ვიღაცის ან რაღაცის შესახებ. მაგალითად, უგუნურმა ნაბალმა იცოდა დავითის სახელი, მაგრამ მაინც იკითხა: „ვინ არის დავითი?“, სინამდვილეში კი ამგვარ კითხვას სვამდა: „რას წარმოადგენს იგი?“ (1სმ. 25:9—11; შდრ. 2სმ. 8:13). იმავეს გულისხმობდა ფარაონიც, როდესაც მოსეს უთხრა: „ვინ არის იეჰოვა, რომ მოვუსმინო მის ხმას და გავუშვა ისრაელი? მე არც იეჰოვას ვიცნობ და არც ისრაელის გაშვებას ვაპირებ“ (გმ. 5:1, 2). ამ სიტყვებით ფარაონს, როგორც ჩანს, იმის თქმა უნდოდა, რომ არ ცნობდა იეჰოვას ჭეშმარიტ ღმერთად, და არ აღიარებდა, რომ მასზე, როგორც ეგვიპტის მეფეზე, ძალაუფლება ჰქონდა. ის იმასაც უარყოფდა, რომ ღმერთს მოსესა და აარონის პირით გაცხადებული ნების განხორციელების ძალა შესწევდა. მაგრამ ფარაონი, ეგვიპტელები და ისრაელები გაიგებდნენ ღვთის სახელის ნამდვილ მნიშვნელობას და დაინახავდნენ, როგორი პიროვნება ატარებდა ამ სახელს. როგორც იეჰოვამ უთხრა მოსეს, ეს მაშინ მოხდებოდა, როცა განახორციელებდა ისრაელ ერთან დაკავშირებულ თავის განზრახვას: გაათავისუფლებდა მათ, მისცემდა აღთქმულ მიწას და ამით შეასრულებდა მათ წინაპრებთან დადებულ შეთანხმებას. ამგვარად შესრულდებოდა ღვთის მიერ ნათქვამი: „გეცოდინებათ, რომ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“ (გმ. 6:4—8; იხ. ყოვლისშემძლე).
ახლაკი გამოსვლის 3:14 ის თარგმანზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ რადგან ქართულ თარგმანებში განსხვავებულად გადმპიცემა რაც ღვთის სახელის ზუსტ მნიშვნელობას არ ასახავს.
როგორც ზემოთ აღვნიშენთ ღვთის სახელი დაკავშირებულია შემოქმედის განზრახვასთან და არა უბრალოდ მის არსებობასთან.
ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის თარგმანთა უმრავლესობაში გამოსვლის 3:14 თარგმნილია როგორც „მე ვარ, რომელიც ვარ“, ბიბლიის მთარგმნელთა გარკვეული ნაწილი გამოსვლის 3-ე თავის 14-ე მუხლის სქოლიოში შენიშვნას აკეთებს, რომ ამ მონაკვეთში ჩაწერილი ებრაული სიტყვების „אֶהְיֶה אֲשֶׁר אֶהְיֶה“ (ეჰიეჰ აშერ ეჰიეჰ) სიტყვა-სიტყვითი თარგმანია: „მე ვიქნები რომელიც ვიქნები“. მაგალითის სახით მხოლოდ რამოდენიმე ასეთ თარგმანს და ავტორიტეტულ წყაროს დავასახელებ:
1. „American Standard Version“ გამოსვლის 3:14-ის სქოლიოში ამ მუხლის სიტყვასიტყვით თარგმანს სთავაზობს მკითხველს: „მე ვიქნები რომელიც ვიქნები“ (I will be that I will be).
2.მსგავსადვე, „New International Version Study Bible“-ში გამოსვლის 3:14-ის სქოლიოში ვკითხულობთ: „მე ვიქნები რაც ვიქნები“ (I will be what I will be).
3.ამერიკული ბიბლიის საზოგადოების მიერ გამოცემული „Today’s English Version“-ის , გამოსვლის 3:14-ის სქოლიოში ვკითხულობთ: „მე ვიქნები რომელიც ვიქნები“ (I will be that I will be).
4.მსგავსადვე, 1978 წელს გამოცემულ ბიბლიის თარგმანში „New International Version“-ის , გამოსვლის 3:14-ის სქოლიოში ვკითხულობთ: „მე ვიქნები რომელიც ვიქნები“ (I will be that I will be).
5.იუდაური პუბლიკაციების საზოგადოების მიერ (The Jewish Publication Society) გამოცემული, ებრაელი სწავლულის ისააკ ლესსერის ბიბლიის თარგმანში, გამოსვლის 3:14-ში ვკითხულობთ: „მე ვიქნები ვიც ვიქნები“ (I will be who I will be).
6.ბენიამინ დეივიდსონის ნაშრომი „Analytical Hebrew and Chaldee Lexicon“, გამოსვლის 3:14-ის ზუსტი თარგმანი შემდეგნაირადაა მოცემული: „მე ვიქნები რომელიც ვიქნები“ (I will be that I will be).
7.1915 წელს გამოცემული ნაშრომი „საერთაშორისო სტანდარტული ბიბლიის ენციკლოპედია“ (International Standard Bible Encyclopedia) მკითხველს ამცნობს, რომ გამოსვლის 3:14-ის უფრო ზუსტი თარგმანია „მე ვიქნები რომელიც ვიქნები“ (I will be that I will be).
ამგვარად, სამეცნიერო ნაშრომებში და ავტორიტეტულ ლექსიკონებში გამოსვლის 3:14-ში ჩაწერილი ებრაული ფრაზა: „אֶהְיֶה אֲשֶׁר אֶהְיֶה“ (ეჰიეჰ აშერ ეჰიეჰ), — რომელიც ღვთის სახელის მნიშვნელობას გადმოგვცემენ — ითარგმნება როგორც „მე ვიქნები რომელიც ვიქნები“ (I will be that I will be) და არა „მე ვარ რომელიც ვარ“ — რაც ბიბლიების უმეტეს გამოცემებში ტრადიციულ არაზუსტ თარგმანს წარმოადგენს. ქართულ ენაზე გამოცემული ბიბლიებიდან მხოლოდ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ გადმოსცემს გამოსვლის 3:14-ში ჩაწერილი ებრაული ფრაზის ზუსტ არსს „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“, რაც მკითხველს იმის გაგებაში ეხმარება, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში მოსესთვის გაცხადებული ღვთის სახელი.
სწორია თუ არა გამოთქმა "მე ვარ" ღვთის სახელად რომ მივიჩნიოთ?
იოანეს 8:58: «ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ»
მუხლები მოყვანილია ბიბლიის გამოცემიდან "მცხეთური ხელნაწერი-გ. მთაწმინდელი":
დაბადება 4:9 და თქუა უფალმან ღმერთმან კაინის მიმართ: სადა არს აბელ, ძმაჲ შენი? და თქუა: არა უწყი, ნუ მცველი ძმისა ჩემისა ვარ მე?
კაენი - ღვთის ჰიპოსტასია?
დაბადება 18:27 და მიმგებელმან აბრაჰამ თქუა: აწ ვიწყე სიტყუად უფლისა მიმართ, ხოლო მე ვარ მიწაჲ და ნაცარ
აბრაამი ღმერთს მიწას და ნაცარს უწოდებს?
დაბადება 24:34 და ჰრქუა მონაჲ აბრაჰამისი ვარ მე
აბრაამის მონაც (ელიეზერი) - ჰიპოსტასია?
დაბადება 27:32 და ჰრქუა მას ისაკ, მამამან მისმან: ვინ ხარ შენ? ხოლო მან ჰრქუა: მე ვარ ძე შენი პირმშო, ესავ
ღმერთი - ისააკის პირმშოა? რებეკა – ღვთის დედა?
დაბადება 31:41 ესე ოცი წელი არს ჩემი, ვინათგან ვარ მე სახლსა შენსა. გმონე შენ ათოთხმეტი წელი ორთა ასულთა შენთათჳს და ექუს წელ ცხოვართა შენთა ზედა და შეურაცხ-ჰყავ ყოველი სასყიდელი ჩემი ათთა მათ ტარიგთათჳს
ღმერთი მსახურობდა ლაბანთან 2 ქალიშვილისათვის?
დაბადება 45:3 და ჰრქუა იოსებ ძმათა თჳსთა: მე ვარ იოსებ, ცოცხალღა არსა მამაჲ ჩემი? და ვერ მიუგეს ძმათა მისთა სიტყუაჲ, რამეთუ შეეშინა და შეძრწუნდეს ფრიად
ძმები ღვთის გამო შეძრწუნდნენ, რომელსაც მამა უკვდებოდა?
დაბადება 45:4 ჰრქუა იოსებ ძმათა მისთა: მომეახლენით მე! ხოლო იგინი მიეახლნეს და ჰრქუა: მე ვარ იოსებ, ძმაჲ თქუენი, რომელი მიმყიდეთ ეგჳპტედ.
ღვთის ძმებმა ღმერთი ეგვიპტეში გაყიდეს?
დაბადება 50:19 და ჰრქუა მათ იოსებ: ნუ გეშინინ თქუენ, რამეთუ ღმრთისა ვარ მე
ღმერთს საკუთარი თავის ეშინია?
გამოსვლა 4:10 ჰრქუა მოსე უფალსა: გევედრები, უფალო, ვერ შემძლებელ ვარ პირველ გუშინდლითგან და ძუღანდლის დღის წინათგანვე, არცა ვინათგან იწყე სიტყუად მსახურისა შენისა, რამეთუ ჴმაწულილ და ენამძიმე ვარ მე.

ღმერთი ენამძიმე და ბაგემძიმეა? მოსე – ღვთის კიდევ ერთი ჰიპოსტასია?
მსაჯული 16:17 და უთხრა მას ყოველივე გულისა მისისაჲ და ჰრქუა მას: არა აღსრულ არს საპარსველი თავსა ჩემსა, რამეთუ წმიდაჲ ღმრთისაჲ ვარი მე მუცლითგან დედისა ჩემისათ. და უკუეთუ დავიყჳნო თმაჲ ესე ჩემი, განდგეს ძალი ჩემი ჩემგან და მოუძლურდე და ვიქმნე, ვითარცა ყოველნი კაცნი.
ღვთის ძალა მის თმებშია?
მსაჯული 17:9 და ჰრქუა მას მიქა: ვინა მოხვალ? და მან ჰრქუა: მე ვარ ლევიტელი ბეთლემით, რომელ არს იუდაჲსა, მივალ მწირობად.
ღმერთი საცხოვრებელს და სამუშაოს ეძებს?
რუთი 3:9 ჰრქუა მას ბოოზ: ვინ ხარ შენ? ხოლო მან ჰრქუა მას: მე ვარ რუთ, მჴევალი შენი. და გარდამომდევ სამოსელი მჴევალსა შენსა, რამეთუ შენ ნათესავ ჩემდა ხარ
რუთი - ღვთის ჰიპოსტასი და ბოაზის მსახურია?
1 მეფეები 17:43 ჰრქუა უცხოთელსმან დავითს: ძაღლი ნუ ვარ მე, რამეთუ არგნითა და ქვითა გამოხვედ ჩემ ზედა? და ჰრქუა: უაღრეს ძაღლთასა ხარ შენ! და დაწყევა უცხოთესლი იგი დავით კერპითურთ მისით.
ღმერთი - ფილისტიმელია? დავითმა შურდულით მოკლა ღმერთი? რატომ არ აღდგა მკვდრეთით?
1 მეფეები 30:12 მაშინ ჰკითხა დავით და ჰრქუა: ვისი ხარ, ანუ ვიდრე ხვალ? ხოლო მან ჰრქუა: მონა ვარ მე კაცისა ერთისა ამალეკელისა და დამაგდო მე უფალმან ჩემმან, რამეთუ შემყმა მე შიმშილმან, რამეთუ ესე სამი დღე არს
ღმერთი - ამალეკელის მონაა?
2 მეფეები 1:7 და მრქუა: ვინ ხარ შენ? და ვარქუ მას, ვითარმედ ამალეკ ვარ მე!
ღმერთი – ამალეკელია? თუ ფილისტიმელი ამალეკელად აღგა მკვდრეთით?
2 მეფეები 1:12 და ჰრქუა დავით კაცსა მას, რომელი-იგი უთხრობდა სიტყუასა მას, ვინ ხარო შენ? და მან ჰრქუა: შვილი ვარ მე კაცისა ერთისა ამალეკელის, მწირად შემოსრულისა
ღმერთი - ამალეკელის შვილია?
2 მეფეები 2:20 და ჴმა-უყო უკმომართ აბენერ ასაელს და ჰრქუა მას: შენ ხარ ასაელ? და ჰრქუა მან: მე ვარ!
ასაელი – ღმერთია თუ ღვთის მგმობელი?
2 მეფეები 14:5 და ჰრქუა მას მეფემან: რა არს? რა შეგემთხჳა? მაშინ თქუა დედაკაცმან მან: ნანდვილვე ქურივი იგი მე ვარ, რამეთუ ქმარი ჩემი მოკუდა.
ღმერთი დაქვრივდა?
3 მეფეები 3:7 და აწ, უფალო ღმერთო ჩემო, შენ მიეც ერსა ამას შენსა დავითის წილ, მამისა ჩემისა, და მე ვარ ყრმა მცირე და არა ვიცი გასულა ჩემი და გამოსულა ჩემი.
სოლომონი ღმერთს მცირე ყმაწვილს უწოდებს?
3 მეფეები 18:8 და ჰრქუა ელია: მე ვარ, მივედ და არქუ უფალსა შენსა, ვითარმედ: აჰა, ესერა, არს ელია.
ელიას პიროვნული გაორება აქვს?
4 მეფეები 1:12 მიუგო ელია და ჰრქუა მას: უკუეთუ კაცი ღმრთისა ვარი მე, გარდამოჴედინ ცეცხლი ზეცით და შეგჭამენ შენ და ერგასისნი ეგე შენნი. და გარდამოჴდა ცეცხლი უფლისა მიერ და შეჭამა იგი და ერგასისნი მისნი მის თანა.
ღმერთი - ღვთის კაცია?
4 მეფეები 4:13 და ჰრქუა ელისე გეეზის, მსახურსა თჳსსა: არქუ მაგას დედაკაცსა: აჰა, ესერა, დაგჳმზადე ჩუენ ყოველი საშუებელი. აწ რა ვყოთ შენთჳს? არსა სიტყუაჲ შენი მეფისა მიმართ, ანუ მთავრისა მიმართ ერისასა? და მან თქუა: არა მიჴმს, არამედ შორის ერსა ჩემსა დამკჳდრებულ ვარ მე.

ღმერთი - სამარიტელი ქალია? კიდევ ერთხელ რატომ გამოიცვალა მან სქესი და ეროვნება?
4 მეფეები 16:7 და წარავლინნა აქაზ მოციქულნი თეგლათფალსარ მეფისა მის ასურასტანისა და ჰრქუა: მონა შენი, შვილი შენი ვარ მე. გამოვედ და მიჴსენ მე ჴელთაგან მეფისა ასურთასა და ჴელთაგან მეფისა ისრაჱლისათა, რამეთუ აღდგომილ არიან ჩემ ზედა.
ღმერთი - თეგლათფალასარის მონა და შვილია?
1 ნეშტთა 17:16 მოვიდა დავით მეფე და დაჯდა წინაშე უფლისა და თქუა: ვინ ვარ მე, უფალო, ღმერთო? და რა არს სახლი ჩემი, რამეთუ შემიყვარე მე ვიდრე საუკუნედ
რატომ ეკითხება დავითი ღმერთს, თუ ვინ არის ღმერთი?
1 ნეშტთა 21:17 და ჰრქუა დავით ღმერთსა: მე ვთქუ აღრაცხვა ერისა და მე ვარ, რომელმან ვცოდე და ბოროტის-ყოფით ბოროტი ვქმენ მწყემსმან. და ამათ ცხოვართა რაჲ ყვეს? უფალო ღმერთო, იყავნ ჴელი შენი ჩემ ზედა, და სახლსა ზედა მამისა ჩემისასა და ნუ ერსა შენსა ზედა წარწყმედად, უფალო
ღმერთმა აღრიცხა, შესცოდა და ბოროტება ჩაიდინა?
1 ნეშტთა 29:14 ვინ ვარ მე, ანუ ვინ არს ერი შენი, რამეთუ განვძლიერდით ესოდენ გულსმოდგინედ შენდა მომართ? რამეთუ შენი არს ყოველი და შენგანივე მიგეცით შენ.
ღმერთმა საკუთარ თავს შესწირა რამე?
იობი 33:9 რამეთუ იტყჳ: წმიდაჲ ვარი მე, და არა რაჲ მიცოდავს მე, უბრალო ვარ მე საქმითა, არა რაჲ უსჯულოჲ მიქმნიეს.
იობი თავს ღმერთად მიიჩნევდა?
ფსალმუნი 24:16 მოიხილე ჩემ ზედა შემიწყალე მე, რამეთუ მხოლოდშობილ და გლახაკ ვარი მე.
ღმერთი მარტოდმარტო და ბედუკუღმართია?
ფსალმუნი 38:12 შეისმინე ლოცვისა ჩემისა, უფალო, და ვედრებისა ჩემისა ყურად-იღე; ცრემლთა ჩემთასა ნუ დაიდუმებ, რამეთუ მსხემ ვარ მე შენ წინაშე და წარმავალ, ვითარცა ყოველნი მამანი ჩუენნი.
ღმერთს მამები ჰყავს? საკუთარ თავზე ლოცულობს?
ფსალმუნი 85:1 მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე ჩემი, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე.
ღმერთი ღარიბ-ღატაკია? ვის შესჩივის დავითი ამის შესახებ?
ფსალმუნი 87:15 გლახაკ ვარი მე და შრომასა ჩემსა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი რაჲ, დავმდაბლდი და შევსულბი.
ღმერთი ყრმობიდან ტანჯულია?
ფსალმუნი 118:19 მწირ ვარი მე ქუეყანასა ზედა, ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა.
ღმერთი - მწირია?
ფსალმუნი 118:141 ყრმა ვარი მე და შეურაცხ, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
ღმერთი მცირე და მოძულებულია?
ქებათა-ქება 1:5 სძალი ეტყჳს: შავ ვარ მე და შუენიერ, ასულნო იერუსალიმისანო, ვითარცა საყოფელნი კედარისანი და ვითარცა კარავი სოლომონისი.
ღმერთი გარუჯულია?
ქებათა-ქება 5:8 გაფუცებ თქუენ, ასულნო იერუსალიმისანო, ძალთა და სიმტკიცეთა აგარაკისათა, უკუეთუ სადა ჰპოვოთ ძმისწული ჩემი, უთხართ მას, ვითარმედ წყლულ ვარ მე სიყუარულითა.
სულამითი – შეყვარებული ქალღმერთია?
იერემია 1:6 და ვარქუ: მყოფო მეუფეო, უფალო! აჰა, ვერ ზედმიმწდომ ვარ ზრახვად, რამეთუ უჭაბუკეს ვარ მე.
ღმერთი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა იმისათვის, რათა ილაპარაკოს?
მათე 26:25 მიუგო იუდა, რომელმანცა მისცა იგი, და თქუა: ნუუკუე მე ვარ, მოძღუარ? ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ.
იესომ დაადასტურა, რომ მას ღმერთი გასცემდა?
მარკოზი 13:6 რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ, და მრავალთა აცთუნებდენ.
ცრუწინასწარმეტყველები თავს ღვთის სახელს უწოდებდნენ?
იოანე 9:9 სხვანი იტყოდეს: ესე არს; ხოლო რომელნიმე იტყოდეს: არა, არამედ მსგავსი მისი არს; ხოლო იგი იტყოდა: მე ვარ.
ღმერთი დაბადებიდან ბრმა იყო?
საქმეები 10:21 გარდამოვიდა პეტრე კაცთა მათ თანა, მოვლინებულთა კორნილიოსის მიერ, და ჰრქუა: აჰა-ესერა მე ვარ, რომელსა თქუენ მეძიებთ. აწ რაჲ არს მიზეზი, რომლისათჳს მოსრულ ხართ?

პეტრე განმარტავს, რომ ზუსტად ის არის ღმერთი?
საქმეები 27:23 რამეთუ წარმომიდგა მე ამას ღამესა ანგელოზი ღმრთისაჲ, რომლისაჲ ვარ მე, რომელსაცა ვჰმსახურებ
ღმერთი ანგელოზის მსახურია?
1 ტიმოთე 1:15 სარწმუნო არს სიტყუაჲ და ყოვლისა შეწყნარებისა ღირს, რამეთუ ქრისტე იესუ მოვიდა სოფლად ცოდვილთათჳს ცხორებად, რომელთაჲ პირველი მე ვარ.
იესო საკუთარი მამა იხსნა – პირველი ცოდვილი?

No comments:
Post a Comment