Monday, 18 March 2019

ესხატოლოგიური და სხვა შეცდომები მართლმადიდებლობაში


1.«ქვეყნიერების აღსასრულის» დასახელებული  ცრუ თარიღები  მართლმადიდებელ ეკლესიაში

აღსასრულის შესახებ მთელი რიგი წინასწარმეტყველებები  ეკუთვნით ისეთ პირებს, რომლებიც ეკლესიის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ფიგურებად ითვლებოდნენ.




1..400 წელი წმინდა მარტინი, ტურის ეპისკოპოსი (316 – 397), რომელსაც თაყვანს სცემენ როგორც კათოლიკურ, ისე მართლმადიდებელ ეკლესიაში, ქვეყნიერების აღსასრულს 400 წელს წინასწარმეტყველებდა. ის ასევე უპირობოდ ამტკიცებდა: «არავითარი ეჭვი არ არსებობს, რომ ანტიქრისტე უკვე დაიბადა».ხოლო მანამდე ეპისკოპოსმა  წმინდა ილარიონ პიქტაველმა იწინასწარმეტყველა 365 წელს

2.1038 წელი არსებობდა წინასწარმეტყველება, რომ სამყაროს აღსასრული მაშინ დადგებოდა, როდესაც აღდგომა ხარების დღესასწაულს დაემთხვეოდა (25 მარტი). ამგვარად, 1038 წელს ხარება დიდ შაბათს დაემთხვა, რაც თითქმის ზუსტი დამთხვევა იყო. ზუსტად ამ დღეს წაიკითხა მიტროპოლიტმა ილარიონმა თავისი ცნობილი წერილი — «სიტყვა კანონსა და მადლზე», რომელშიც ამტკიცებდა, რომ გადარჩენისათვის საკმარისი იყო უბრალოდ მონათვლა და რიტუალების დაცვა, ხოლო მაღალი ზნეობა სულაც არ იყო აუცილებელი გადარჩენისათვის. მაგრამ არც ამ წელს მოხდა სამყაროს აღსასრული.
 («ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ». პენზისა და ნიჟნელომოვსკის ეპარქიის საიტი)  http://kuvak.prihod.ru/propovedcategory/view/id/15568

3.1492 წელი-«მართლმადიდებლური კალენდრით 1492 წელი, ბოლო წელი უნდა ყოფილიყო, დედამიწის ისტორიაში. ძველი პასხალიების თანახმად, 1492 წლის 24-დან 25 მარტის ღამეს სრულდებოდა 7 ათასი წელი სამყაროს შექმნიდან. ამ დროს უნდა მოსულიყო ქრისტე და დამდგარიყო ქვეყნიერების აღსასრული. ამას ადასტურებდნენ ავტორიტეტული ბიზანტიურ-ბულგარული წყაროები, მაგალითად, იოანე დამასკელის “ცანი”, “ანდრეი იუროდივის ცხოვრება” და სხვა. ქრისტეს მოახლოებული მეორედ მოსვლის ერთ-ერთ ნიშნად კონსტანტინოპოლის დაცემა ითვლებოდა. 1453 წელს კონსტანტინოპოლი მართლა აიღეს თურკებმა. ამ მოვლენამ მკვეთრად გააძლიერა ესხატოლოგიური განწყობილება მართლმადიდებელთა შორის» (ე.ვ. ზაიცევი «შაბათის დამცველების ისტორია რუსეთში»).


 რუსეთში, ამ წინასწარმეტყველებებმა უდიდესი პანიკა გამოიწვია.1491 წელს მრავალმა მოსავალი აღარ დათესა, რადგან სამყაროს აღსასრულს ელოდნენ, რის გამოც შიმშილობა დაიწყო. ხალხი ტოვებდა ყველაფერს რაც კი გააჩნდათ, თავი დაანებეს საქონლის მწყემსვასა და ხვნა-თესვას. მთელი ერი მასიურად ეკლესიებს მიაწყდა…» (მიხეილ ბოგოსლოვსკი «ქრისტიანობის მოუგვარებელი პრობლემები»).
1492 წელს სამყაროს აღსასრულის მოლოდინს ეთმობა ასევე ყურადღება სტატიაში «ესხატოლოგიური მოლოდინები X-XI საუკუნეების ქრისტიანულ კულტურაში»,
ხოლო პასხალია, მოსკოვის ცენტრალური კრების გადაწყვეტილებით, გაგრძელებული იქნა ნოვგოროდის სწავლულების მიერ 1000 წლით - 2492 წლამდე, ცდუნებების თავიდან ასარიდებლად» («ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ». პენზისა და ნიჟნელომოვსკის ეპარქიის საიტი)
http://www.k-istine.ru/base_faith/eshatologia/eshatologia_andreev.htm
ასევე Использованная литература
1. Алексеев А.И. "Под знаком конца времён". Очерки русской религиозности конец XIV начало XVI вв. С.-Пб. 2002. -С. 54. С.-Пб, 2002. - С. 63.

2. Юрганов А.Н. "Категории русской средневековой культуры" М., 1998. - С. 318.
საეკლესიო კალენდარი («პასხალია») 7000 (1492) წლით მთავრდებოდა, რომლის გასწვრივაც გადამწერები განმასხვავებელ ნიშნებს სვავდნენ მეცნიერება და რელიგია», 1992, № 1)
1492 წლის მეორედ მოსვლის შეუსრულებელმა მოლოდინებმა არა მხოლოდ უბრალო ხალხს აუბნია თავგზა, არამედ უმაღლეს მართლმადიდებელ სამღვდელოებასაც. რამენაირად მაინც რომ გამოესწორებინათ უხერხული მდგომარეობა, მართლმადიდებელი კლირის უმაღლესმა პირებმა საეკლესიო პასხალიების შემდგომი თარიღების დადგინების გადაწყვეტილება მიიღეს. 

«მაშინ, როგორც ცნობილია, როგორც საბერძნეთში, ისე რუსეთში ფართოდ იყო გავრცელებული აზრი, რომ სამყაროს შექმნიდან შვიდი ათასი წლის გასვლასთან ერთად, უნდა დასრულებულიყო ქვეყნიერება და უზენაესი მოსამართლე გამოჩენილიყო. შვიდი ათასი წლის დასასრული 1492 წელზე მოდიოდა, და ზუსტად ამ წლამდე გვქონდა მიყვანილი სამშვიდობო წრე, ან საეკლესიო პასხალია, და მეტად აღარ გრძელდებოდა. ამასთანავე საბედისწერო წელი ახლოვდებოდა და დადგა, ქვეყნიერების აღსასრული კი არ მოჰყვა... საჭირო იყო მართლმადიდებლების დამშვიდება და მათთვის პასხალიის მეტი დროით გაგრძელება. და აი, რვა ათასი წლის დასაწყისშივე, სექტემბრით დაწყებული 1492 წლის სექტემბერს (ანუ შესაბამისად, იანვრით დაწყებული 1491 წლის სექტემბერს) დიდი მთავრის ბრძანებულებითა და, რაღა თქმა უნდა, მიტროპოლიტი ზოსიმეს თანხმობით, მოსკოვში შეიკრიბა რუსეთის ყველა წმინდა, მათ შორის გენადი, და მთელ წმინდა კრებასთან ერთად განსაზღვრეს "მერვე ათასი წლის პასხალიის დაწერა... წმინდა მამების გადმოცემის თანახმად, ნიკეის მეშვიდე კრების მსგავსად". მაგრამ ამ დადგენილების შესრულებას არ ჩქარობდნენ» (მიტროპოლიტი მაკარი «რუსეთის ეკლესიის ისტორია დამოუკიდებლობის თანდათანობით მიღწევის პერიოდში (1240-1589)»).

5.ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ წინასწარმეტყველება ასევე ეკუთვნის, საყოველთაოდ აღიარებულ მართლმადიდებელ წმინდანს სერაფიმე საროველს (1754 – 1833). რაღა თქმა უნდა, ისიც ასევე შეუსრულებელი დარჩა.(თუმცა ის მაინც წმინდანად დარჩა და არა ცრუ წინასწარმეტყველად)
http://www.pravmir.ru/stoit-li-verit-predskazaniyam-o-konce-sveta/


იმას ვერ ვიტყვით, რომ ქვეყნიერების აღსასრულის ასე აშკარა მოლოდინები მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთ ნაკლებადცნობილ ფიგურებს ახასიათებდათ. პირიქით, ასეთი რწმენა დამახასიათებელი იყო როგორც მთელი ეკლესიისათვის, ისე მისი ცალკეული წევრებისათვის.

თუ, კათოლიკური ან მართლმადიდებელი ეკლესიების აზრით, ესხატოლოგიური მცდარი მოლოდინების არსებობა ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ამა თუ იმ კონფესიის თაყვანისცემის სიცრუეზე, მაშინ როგორ მოვიქცეთ ამასთან დაკავშირებით თავად კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიების მიმართ? (რომლებშიც, სამყაროს აღსასრულის აუხდენელი მოლოდინების მაგალითები, გამოცხადებული თარიღებით, როგორც ზემოთ შეგვეძლო დავრწმუნებულიყავით, საკმარისზე მეტია).?
ამიტომ განა ღირს ორმაგი სტანდარტების პრაქტიკას მივმართოთ და სხვებს იმაში დავდოთ ბრალი, რასაც საკუთარ თავს ვპატიობთ? წინააღმდეგ შემთხვევაში იმ კრიტიკოსებს, რომლებსაც სხვა კონფესიის ან რელიგიის ოპონენტებისათვის, მათ ისტორიაში არსებულ შეცდომებზე და ნაკლოვანებებზე მითითება უყვართ, დიდი ალბათობით, ნაკლებად სასიამოვნო კონფუზთან შეჯახება მოუწევთ, როდესაც თავად მათ მოუწევთ პასუხის გაცემა ანალოგიური შეცდომებისა და ნაკლოვანებების შედარებით უფრო ნათელ გამოვლინებებზე.

მცდარი თარიღები რომელიმე ცალკეულ პიროვნებებს რომ დაედგინათ, რომლებსაც ეკლესიის მხარდაჭერა არ ჰქონდათ, მაშინ ყველაფერი გასაგები იქნებოდა. მაგრამ როგორ მოვიქცეთ 1038, და 1492 წლების მაგალითებთან დაკავშირებით, რომლებსაც რუსეთში საჯაროდ აცხადებდა მართლმადიდებელი ეკლესია და მათ მეორედ მოსვლის თარიღთან აკავშირებდა? შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ ამ თარიღებს მართლმადიდებელი ეკლესია არ აცხადებდა, თუ მათ მხარდაჭერას უცხადებდნენ ისეთი სასულიერო პირები, რომლებსაც ოფიციალურად ეკავათ «არქიეპისკოპოსების», «მიტროპოლიტების» მაღალი წოდებები ან სხვა მართლმადიდებელი სასულიეროები, რომლებსაც ეკლესია «წმინდანებად», «ღირსებად» და «სასწაულმოქმედებად» მოიხსენიებს? დასდო თუ არა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ბრალი ასეთ პირებს, «ცრუწინასწარმეტყველებების» ფართოდ გავრცელებაში? თუ მსგავსი შეხედულებები, როგორც ეკლესია ცდილობს რომ დაგვარწმუნოს, მხოლოდ მათი პირადი მოსაზრებები იყო, მაშინ განა მათი მოსაზრებები მარტო მათ მოსაზრებებად არ უნდა დარჩენილიყო? მიუხედავად ამისა, უმაღლესი საეკლესიო იერარქია პირდაპირ უწყობდა ხელს ამ თარიღებში, მთელი რუსეთის მოსახლეობას «სამყაროს აღსასრული» რომ დაენახა – განა ეს არ არის იმის საფუძველი, რომ «ცრუწინასწარმეტყველებაში» დაედოთ ბრალი? თუ მართლმადიდებელ ეკლესიას არაფერი საერთო არ აქვს «სამყაროს აღსასრულის» შესახებ იდეის გავრცელებასთან, მაშინ რატომ ჰქონდა მას პასხალიები მხოლოდ 1492 წლამდე გათვლილი, და არა მარტო გათვლილი, არამედ შესაბამისი კომენტარებიც ჰქონდა მას დართული, ამ წელს ქრისტეს დაბრუნების შესახებ?


2.სხვა შეცდომებიდა გადაცდომები

მართლმადიდებელი წმინდანები არამხოლოდ მცდარ განაცხადებს აკეთებდნენ, არამედ ერთმანეთის საპირისპირო განაცხადებსაც კი, არამხოლოდ ესხატოლოგიურ დოქტრინებთან დაკავშირებით, არამედ სხვა რიგ საკითხებთან დაკავშირებითაც, თანაც, ყველა მათგანი რწმენასთან როდი იყო კავშირში.

მღვდელ ოლეგ სტენიაევს ერთი ასეთი მაგალითი მოჰყავს:

«წმინდა თეოფანე დაყუდებულმა თავის დროზე ვრცელი წერილი დაწერა, ერთი ქალბატონის წერილის პასუხად, რომელიც მას ეკითხებოდა სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის შესახებ. ის სერიოზულად მსჯელობდა იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, ეს ასეც არისო. გარდა ამისა, იგი ამტკიცებდა, რომ არსებობენ სამყაროები, სადაც ცოდვის გამო დაცემა უფრო რთულ ფორმებში მოხდა, და არის სამყაროები, სადაც ადამიანებს ანგელოზები ეხმარებოდნენ. ჩვენი სამყარო კი იმითაა აღსანიშნავი, რომ მასში ჩამოვიდა იესო ქრისტე. ამ წერილში წმინდა თეოფანე ბჭობდა იქიდან გამომდინარე, რომ აზრი არ ჰქონდა ღმერთს შეექმნა პლანეტები და ვარსკვლავები, თუ იქ არავინ იცხოვრებდაო» http://www.portal-credo.ru/site/?act=authority&id=965

ყველაფერი კარგად ვერ ჰქონდათ ეკლესიის მამებს ასევე ისეთი კლასიკური საკითხის გაგებაში, როგორიცაა დედამიწის ფორმა. ამასთან დაკავშირებით სახელოვანი წმინდა მამები ხშირად მიდრეკილნი იყვნენ აბსოლუტურად არამეცნიერული შეხედულებების გახმოვანებისაკენ.

«გამონაკლისის გარეშე, ანტიოქიის სკოლის ყველა წარმომადგენელი უარყოფდა დედამიწის წრის ფორმის შესახებ თეორიას და მას ბრტყელი ფორმისად მიიჩნევდნენ. მაგალითად, თეოდორე მოპსუეტელზე იოანე ფილოპონი გვაყტობინებს, რომ მას სამყარო წარმოედგინა ღერძზე გაჭრილი ცილინდრის სახით, ასე რომ მის საძირკველში ბრტყელი მართკუთხედი იყო, რომლის სიგრძეც სიგანეზე დიდი იყო. ცის ნაპირები, თეოდორეს აზრით, დედამიწაზე იდო. ბურთი-დედამიწის შესახებ სწავლების წინააღმდეგი იყო ასევე პატრიარქი დიოდორე ტარკელი, ამ იდეას უარყოფდა თავის წერილებში იოანე ოქროპირიც. ხოლო ეფრემ სირინი, მიუხედავად ანტიოქიელთა უმრავლესობის აზრისა, დედამიწას მიიჩნევდა არა მართკუთხედად, არამედ ბრტყელ დისკოდ, და მას ეთანხმებოდა ასევე რავენიელი ანონიმი» (სერგეი ვალიანსკი, დიმიტრი კალიუჟნი «მეცნიერების სხვა ისტორია. არისტოტელედან ნიუტონამდე»).

ამავდროულად, წმინდა იოანე დამასკელი (675 - 754), რომელსაც თაყვანს სცემენ როგორც მართლმადიდებელ ისე კათოლიკურ ეკლესიებში, კომეტების შესახებ ამტკიცებდა, რომ ისინი «გარკვეულ ნიშნებს წარმოადგენენ, რომლებიც მაგალითად, მეფეების სიკვდილზე მიგვანიშნებენ». თავის მხრივ, ზეციური მნათობების მასის შესახებ დამასკელი წერდა, რომ «მზე და მთვარე მიდრეკილნი არიან გარდაქმნასა და ცვლილებებისაკენ… ზოგიერთი ამტკიცებს, რომ მზე ბევრჯერ აღემატება ზომით დედამიწას, წმინდა მამები კი მას დედამიწის ტოლად მიიჩნევენ» (წმ. იოანე დამასკელი «მართლმადიდებლური რწმენის ზუსტი გადმოცემა», თავი VII.)

წმ. გრიგოლ ნოსელის მიერ ძილის ფიზიოლოგიის ახსნაც ასევე მოძველებულია. დღეს რა თქმა უნდა, აღარავინ იტყვის სერიოზულად, რომ "როდესაც ჩვენს შიგნით ბუნებრივი სითბოთი საჭმელი იწყებს დუღის, ორთქლები… გროვდებიან თავის მიდამოებში ბოლის მსგავსად, რომელიც კედლის ღრიჭოებში ატანს. ამგვარად, ართქლდებიან რა იქიდან გრძნობის შესაძლებლობების არხების მეშვეობით, მთელ ტანში აღწევენ, თანაც აუცილებლად ჩერდება გრძნობა, რომელიც ამ ორთქლების მოსვლის გამო განიდევნა" (წმ. გრიგოლ ნოსელი. ადამიანის აგებულების შესახებ., 1995, გვ. 40)».


ცნობილი მართლმადიდებელი მოღვაწე, პროტოდიაკვანი ანდრეი კურაევი ასევე იძულებულია აღიაროს, ადრეული ეკლესიის ავტორიტეტების მცდარი მტკიცებულებების სამწუხარო ფაქტები:

«დიახ, წმინდა მამათა ნაშრომები უშეცდომონი არ არიან. მათში არის როგორც ისტორიული შეცდომები, ასევე იმ სამეცნიერო წარმოდგენების გადმოცემები, რომლებიც მათი დროის კულტურისთვის იყო დამახასიათებელი და რომლებიც, რა თქმა უნდა, შეუთავსებლები არიან სამყაროს შესახებ იმ ცოდნასთან, რომელსაც თანამედროვე კულტურა ფლობს. მაგალითად, წმ. ფილასტრე ბრიკსიელი დაახლოებით 385 წ. თავის "ერესების წიგნში" 156 მცდარი დოქტრინის ჩამოთვლისას, ერეტიკოსებს შორის მათაც ათავსებს, ვინც ფიქრობს, რომ დედამიწა შესაძლოა ნამდვილად ბრუნავდეს და ასევე მათ, ვინც ვარსკვლავებისთვის და პლანეტებისთვის უშვებს სხვა სახელების არსებობას, იმათ გარდა, რომლებიც იობის წიგნშია მოცემული».

3.მსოფლიო კრებებზე რაღა ვთქვათ?

«გარდა ამისა, ის საეკლესიო კრებებიც კი უშვებდნენ შეცდომებს, რომელთა გადაწყვეტილებებიც კანონიკურებად ითვლებიან», -

კერძოდ, იმ საეკლესიო კრებების რიცხვს, რომლებსაც მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს, მხოლოდ პირველი შვიდი მიეკუთვნება, რომელთაგან უკანასკნელიც შორეულ 787 წელს ჩატარდა (ანუ ნიკეის II საეკლესიო კრება, რომელმაც, შესაბამისად, დაგმო წინა საეკლესიო კრების ხატთმებრძოლური გადაწყვეტილება, რომელიც 754 წელს ჩატარდა, მაგრამ თავად ეს საეკლესიო კრებაც კრიტიკას დაექვემდებარა მომდევნო ხატთმებრძოლი საეკლესიო კრების მიერ 815 წელს). ამავდროულად, მართლმადიდებელთა მიერ აღიარებული საეკლესიო კრებების ყველა კანონს, დღევანდელ დღეს თავად მართლმადიდებელი ეკლესიაც კი არ იყენებს.

მაგალითად, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი ა.ი. ოსიპოვი შენიშნავს:
«თუ თქვენ აიღებთ იმ წესების წიგნს, რომლებიც მსოფლიო საეკლესიო კრებებმა მიიღეს, თქვენ იქ ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ. იმ წესების უმრავლესობას, რომლებიც მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ იქნა მიღებული, ვერც კი გამოვიყენებთ. და არც გამოიყენებიან. მათი გამოყენება უბრალოდ შეუძლებელია». კერძოდ, ოსიპოვი ყურადღებას ამახვილებს ტრულის საეკლესიო კრების (691 წელი) მე-11 წესზე, რომელიც კრძალავს «[იუდეველებთან] კავშირში შესვლას, არც ავადობისას მოუხმოთ მათ, არც ექიმობა (მკურნალობა) მიიღოთ მათგან, არც აბანოში იბანაოთ მათთან ერთად. ხოლო თუ ვინმე გაბედავს ამის გაკეთებას, მაშინ სასულიერო პირი განკვეთილ იქნას, საერო პირი კი გარიცხული».

უხეშად რომ ვთქვათ, მოცემული კანონიკური წესი ითვალისწინებდა ეკლესიიდან ნებისმიერი იმ ადამიანის განკვეთას, რომელსაც მეგობრული ურთიერთობა ექნებოდა ებრაელებთან, იმკურნალებდა ებრაელ ექიმთან ან ებრაელთან ერთად ერთ აბანოში იბანავებდა. განა საჭიროა იმის ახსნა, რომ, ამ კანონის თანახმად, დღეს ეკლესიის თითქმის მთელი მრევლი განკვეთილებად იქნებოდნენ გამოსაცხადებული?

პროფესორის სიტყვების თანახმად, საეკლესიო კრებებზე ასევე «გმობდნენ ერესს. ყველა, ვინც მას მიეკუთვნებოდა, იმპერიიდან აძევებდნენ, ან თავად გარბოდნენ, რათა ციხეში არ მოხვედრილიყვნენ. გესმით როგორი რაღაცეები ხდებოდა? აბა სცადეთ და დღეს გამოიყენეთ! კი, ყველა ათეისტი გასაყრელია, ხომ მართალია? ყველა განსხვავებული და განსხვავებული რწმენისა, და ა.შ.» (ა.ი. ოსიპოვი «შეიძლება თუ არა საეკლესიო კრებები შეცდნენ?»)

დღევანდელი მართლმადიდებელი ეკლესია უარს ამბობს მრავალი იმ კანონიკური გადაწყვეტილების შესრულებაზე, რომლებიც მსოფლიო საეკლესიო კრებებზე იქნა დადგენილი. ამის ერთ-ერთ ტიპიურ მაგალითად შეიძლება მე-80 წესი დავასახელოთ, რომელიც VI მსოფლიო კრებაზე იქნა მიღებული, რომელიც 680 წელს გაიმართა კონსტანტინოპოლში. წესი შემდეგნაირად ჟღერს:

«თუ ვინმე, ეპისკოპოსი, ან პრესვიტერი, ან დიაკვანი, ან ვინმე ვინც კლირს მიეკუთვნება, ან საერო, თუ არ აქვს არავითარი გადაუდებელი საჭიროება, რომლის გამოც ხანგრძლივი დროით ჩამოშორდებოდა მთელ ეკლესიას, თუ ქალაქში იმყოფება და სამი შვიდეულის განმავლობაში სამ კვირა დღეს, არ მივა ეკლესიის საკრებულოში: დაე სასულიერო პირი მოიკვეთოს კლირიდან, საერო კი დაე გარიცხულ იქნას» (მე-80 წესი).

მოცემული დადგენილების თანახმად, გარიცხვას ექვემდებარებიან ეკლესიის ყველა ის წევრები, რომლებიც არასაპატიო მიზეზების გამო 3 კვირის განმავლობაში არ ესწრებიან ღვთისმსახურებას. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თუ რამოუვიდოდა დღეს ეკლესიას, მან რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ ერთი წესის დაცვა გადაწყვიტოს. მაგრამ მართლმადიდებელ ეკლესიას არც ამ კანონიკური გადაწყვეტილების მიყოლა სურს და არც საეკლესიო კრებებზე მიღებული მრავალი სხვა წესებისა.

თუ ვინმე სხვა რწმენისა, რომელი რწმენისაც არ უნდა იყოს იგი, ან თუნდაც რუსი ადამიანი იყოს, აუგს იტყვის უფალ ღმერთზე და ჩვენს მხსნელზე იესო ქრისტეზე, ან მის მშობელზე წმინდა ღვთისმშობელზე და მარადქალწულ მარიამზე, ან წმინდა ჯვარზე, ან წმინდა მოწამეებზე, და კიდევ სხვა და სხვაზე. დაე დასჯილი იყოს და ასეთი ღვთისმგმობელი, სიკვდილით დაისაჯოს, დაიწვას […] ხოლო თუ რომელიმე უცხო ქვეყნიდან მოსული ან სხვა რწმენისა, ძალით ან მოტყუებით შეეცდება რუსი ადამიანის თავის რწმენაში მოქცევას, და თავისი რწმენის მიხედვით წინადაცვეთს, თუ დამტკიცდება ეს ყოველივე, ის უცხოტომელიც სიკვდილით დაისაჯოს, ცეცხლში დაიწვას ყოველგვარი შეწყალების გარეშე» («საეკლესიო კრების დადგენილება», 1649 წელი; თავი 1 , 1 გვ. და თავი 22 , 24 გვ.).


როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების ამ და სხვა მრავალ მსგავს დასკვნებს ვკითხულობთ, ნათელი ხდება ზოგიერთი პირის განაცხადის ნაჩქარეობა და უსაფუძვლობა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეკლესიის ჭეშმარიტება მსოფლიო საეკლესიო კრებების კანონიკური გადაწყვეტილებების ურყევობით მტკიცდება. ეს რომ ასე იყოს, მაშინ რით აიხსნება თავად ეკლესიის მიერვე ამ «ურყევი» კანონების იგნორირება? თუ საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებები «ურყევია», მაშინ როგორ გავიგოთ მათი აბსოლუტური უსარგებლობა ქრისტიანთა შედარებით გვიანი თაობისათვის? ან თავად კანონები არ არიან საბოლოო და ურყევნი, ან ეკლესიას, რომელსაც არ სურს მისი შესრულება, უკვე არ შეიძლება «ჭეშმარიტის» წოდებაზე ჰქონდეს პრეტენზია. ასეა თუ ისე, ისინი, ვინც თაყვანისცემის ჭეშმარიტების გაგებას აკავშირებს საეკლესიო კრებების კანონების აღიარებასა და დაცვასთან, მოცემულ ფაქტებს ერთმნიშვნელოვნად სააშკარაოზე გამოჰყავს.

არა ნაკლებ პარადოქსული სიტუაცია იქმნება ასევე მსოფლიო საეკლესიო კრებების დოგმატურ დებულებებთან დაკავშირებით. პირდაპირ რომ ვთქვათ, საეკლესიო კრებების მიერ დადგენილი დოგმატები არც თუ ბევრი იყო; როგორც წესი, ისინი ეხებოდნენ რწმენის სიმბოლოების შემუშავებას (I - III მსოფლი საეკლესიო კრებები), ტრინიტარული (სამების) კონცეფციის საფუძვლების დამტკიცებას, ქრისტოლოგიური დავების მოგვარებასა და ერესების განსჯას. სხვა, დოგმატური სახის შედარებით გამორჩეული საეკლესიო კრებების დებულებად, შეიძლება ავღნიშნოთ წმინდა ღვთისმშობლის შესახებ დოგმატის დადგენა (III მსოფლიო საეკლესიო კრება, ეფესო, 431 წ.) და ხატთმებრძოლეობისთვის წინააღმდეგობის გაწევა (VII მსოფლიო საეკლესიო კრება, ნიკეა, 787 წ.). კერძოდ, სულ ეს არის, მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ დადგენილი მთავარი დოგმატები.
 აი, კერძოდ, სულ ეს არის. ეკლესიის რწმენა მთლიანობაში ორი სიტყვით გამოიხატება: «ქრისტე აღსდგა!». არც წმინდა წერილების ტექსტებში და არც ადრეული ეკლესიის კანონებში არაფერია ნათქვამი, რომ რომელიმე სხვა საკითხებში ეკლესიამ თავის წევრებს რაიმე უნდა მოსთხოვოს, და ისინი კი ვალდებულნი არიან, მათთვის გადაცემული პოზიცია გაავრცელონ და დაეთანხმონ მას. .


ზემოთმოყვანილი ინფორმაციიდან გამომდინარე წარმოიშობა კითხვები: როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია არ აისახება «წმინდა მამების» მცდარ გამონათქვამებში, არამედ მხოლოდ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებულ ოფიციალურ დოგმატებში, თუ რეალურად საეკლესიო კრებებმა ამ დოგმატების მხოლოდ მცირე რიცხვი შეიმუშავეს? ამ შემთხვევაში როგორ ახდენს ეკლესია ორიენტირებას საეკლესიო კრებების «ოფიციალურ პოზიციაზე», თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მართლმადიდებლობა მხოლოდ პირველ 7 მათგანს აღიარებს, თანაც მაშინ, როდესაც ბოლო მათგანის ჩატარება დათარიღებულია 787 წლით? მაშინ ვინ აყალიბებდა ბოლო 1200 წლის განმავლობაში ეკლესიის დოგმატურ პოზიციას რწმენის საკითხებში, თუ შემდგომ მსოფლიო საეკლესიო კრებებს მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებდა (მათ კათოლიკურ საეკლესიო კრებებად მიიჩნევდა)? რატომაა, რომ კითხვაზე «რას გვასწავლის მართლმადიდებელი ეკლესია?» პასუხის გასაცემად, სასულიერო პირები ციტირებენ და ეყრდნობიან არა საეკლესიო კრებების დოგმატებსა და კანონებს, არამედ «წმინდა მამების» გამონათქვამებს? მაშინ როდესაც, ფორმალურად აქცენტს აკეთებს მსოფლიო საეკლესიო კრებების ავტორიტეტზე, რატომ ამბობს ეკლესია რეალობაში უარს მათზე მიღებული მრავალრიცხოვანი კანონების დაცვაზე, რომლებსაც «აუცილებელის სტატუსი» აქვთ და დღემდე არავის გაუუქმებია? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ «ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის» სტატუსი აუცილებელი არაა დაკავშირებული იყოს საეკლესიო კრებებზე მიღებული კანონების უპირობო დაცვასთან? ხოლო თუ ეს ასე არ არის, განა არ ნიშნავს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე დადგენილი კანონების იგნორირება, რომ მან (როგორც მინიმუმ, მისი დღევანდელი სახით) გადაუხვია ჭეშმარით თაყვანისცემას? ეთანხმებით თუ არა, რომ, კანონების თანახმად, კლირს, რომელიც იგნორირებას უკეთებს მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებულ წესებს, ბრალი უნდა დაედოს განდგომილებაში და ანათემას უნდა გადაეცეს?


დასკვნა

ჩვენ განვიხილეთ მრავალრიცხოვანი მაგალითები მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიიდან, რომლებიც იმის შესახებ მოწმობენ, რომ შეცდომებს არც მისთვის აუვლია გვერდი. ეკლესიის შეცდომები, მათ შორის ესხატოლოგიური ხასიათის, რომლებიც ქრისტეს მეორედ მოსვლის თარიღების დადგენაში გამოიხატა, გავლენას ახდენდა არა მარტო ეკლესიაზე, არამედ ასევე ერის ფართო მასებზე და თავად რუსეთის მმართველებზეც კი. ყველა ეს თარიღი, რა თმა უნდა, შეუსრულებელი დარჩა, რამაც, თავად მართლმადიდებელი კლირი ვერ აიძულა საკუთარი თავისთვის ცრუწინასწარმეტყველი ეწოდებინა. ამის გათვალისწინებით, ძალიან უცნაურად ჩანს რიგი მართლმადიდებელი აქტივისტების პოზიცია, რომ სხვა ქრისტიანული კონფესიების ჭეშმარიტება/სიცრუე არ შესრულებული ესხატოლოგიური მოლოდინებით განსაჯონ (შეადარეთ მათე 7:3-5).

No comments:

Post a Comment