Wednesday, 8 May 2019

1919 წელი - სულიერი ტაძრის განწმენდა და ხორბლის კლასის გამორჩევა დიდი ბაბილონისგან



  ეს არის ერთერთი  თემა რომელზეც  იეჰოვას მოწმეების კრიტიკოსებს უყვართ საუბარი, რომ თითქოს არ არის დაფუძნებული ბიბლიაზე ეს შეხედულება. ამას  ქვემოთ დავასაბუთებთ რომ ეს შეხედულება ბიბლიურია.მაგრამ მანამდე იმაზე ვისაუბროთ თუ რამოხდა ამ წელს და რას გაგება აქვთ იეჰოვას მოწმეებს 1919 წელთან დაკავშირებით

 1914 წელს ტახტზე ასვლის შემდეგ (ამის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ სტატიას- http://bibliurithemebi.blogspot.com/2019/04/1914.html) პირველი, რაც ღვთის ახალგამეფებულმა მეფემ გააკეთა, ის იყო, რომ ომი გამოუცხადა მამის მთავარ მოწინააღმდეგეს, სატანას და ზეცა სატანისა და მისი დემონებისგან გაათავისუფლა (გამოცხადების 12:7-9,12)
მას შემდეგ,  გამეფებულმა იესომ , ყურადღება თავისი მიწიერი ქვეშევრდომების განწმენდაზე, სწავლებასა და ორგანიზებაზე გადაიტანა.რათა მათ უფრო ორგანიზებულად შეესრულებინათ თავიანთი მამის ნება. შედეგად  იესო მამასთან ერთად სულიერი ტაძრის (წმინდა თაყვანისმცემლობის ღონისძიებათა ერთობლიობა) შესამოწმებლად მოვიდა. (ცხადია, ღმერთი არ მოსულა ფიზიკურ, ქვით ნაშენ ტაძარში, რადგან ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი უკანასკნელი ტაძარი ახ. წ. 70 წელს განადგურდა). წინასწარმეტყველმა მალაქიამ ამ მოვლენას სულიერი განწმენდა უწოდა (მალ.3:1—3)ბიბლიური წინასწარმეტყველების ერთობლიობა და ისტორიული ფაქტები  გვიჩვენებს, რომ განწმენდის პროცესი 1914 წელს დაიწყო და 1919 წლამდე გასტანა.

მაცნე გზას ამზადებს

იეჰოვას ძველთაგანვე ჰქონდა განზრახული თავისი ხალხის შემზადება მესიანური სამეფოსთვის მალაქიას 3:1—3-ში აღწერილია დრო (1914—1919), როცა იეჰოვა განწმენდდა „ლევის ძეებს“, ცხებულ ქრისტიანებს.გავიხსენოთ მალაქიას 3:1: „აი, ვგზავნი ჩემს მაცნეს და ის გამიმზადებს გზას. უეცრად მოვა თავის ტაძარში ჭეშმარიტი უფალი, რომელსაც ეძებთ, და შეთანხმების მაცნე, რომლის მოსვლაც გწადიათ“.იმ დროს იეჰოვა ღმერთი, „ჭეშმარიტი უფალი“, და იესო ქრისტე, „შეთანხმების მაცნე“, სულიერ ტაძარში მივიდნენ იქ მომსახურეთა შესამოწმებლად.

პორველ საუკუნეში იოანე ნათლისმცემელი იყო მაცნე, რომელმაც გზა მოამზადა (მათ. 11:10, 11). როდესაც იოანე ახ. წ. 29 წელს მოვიდა, ისრაელი ერის გასამართლების დრო მოახლოებული იყო. მეორე მაცნედ იესო ქრისტე მოგვევლინა. მან იერუსალიმის ტაძარი ორჯერ განწმინდა — პირველად თავისი მსახურების დასაწყისში, მეორედ — მსახურების დასასრულს (მათ. 21:12, 13; იოან. 2:14—17). ასე რომ, იესოს მიერ შესრულებული განწმენდის საქმე მოიცავდა გარკვეულ პერიოდს.

როგორ შესრულდა მალაქიას წინასწარმეტყველება ფართო მასშტაბით?

დავიწყოთ იმით, რომ ამ წინასწარმეტყველების თანახმად, იეჰოვა „შეთანხმების მაცნესთან“ ერთად უნდა მოსულიყო, რომელიც სხვა არავინაა, თუ არა მესიანური სამეფოს მეფე, იესო ქრისტე (ლუკ. 1:68—73). ამ ახლად დანიშნულ მმართველს უნდა შეემოწმებინა და განეწმინდა ღვთის ხალხი დედამიწაზე შეადარეთ- (1 პეტ. 4:17).აგრეთვე იესო საუბრობდა, რომ მოვიდოდა კრებების გასასამართლებლად(გამოცხადება 2:5, 16, 22, 23; 3:3). მან ისიც თქვა, რომ დაიცავდა კრებას ‘გამოცდის საათისგან, რომელიც მთელ მსოფლიოზე მოვიდოდა’ (გამოცხადება 3:10, 11). ეს „გამოცდის საათი“ უფლის დღის დადგომიდან, 1914 წლიდან დაიწყო, როცა ქრისტიანები გამოიცადნენ, უერთგულებდნენ თუ არა ღვთის მიერ დამყარებულ სამეფოს (შეადარეთ მათეს 24:3, 9—13).

მაგრამ ვინ არის მალაქიას 3:1-ში პირველად ნახსენები მაცნე? 

 1914 წლამდე ათწლეულების განმავლობაში ჩარლზ ტეიზ რასელმა და მისმა თანამოაზრეებმა იგივე საქმე შეასრულეს, რაც იოანე ნათლისმცემელმა. ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში იგულისხმებოდა ბიბლიური ჭეშმარიტების აღდგენა: ბიბლიის მკვლევრები ასწავლიდნენ ჭეშმარიტებას ქრისტეს გამოსასყიდზე, ამხელდნენ ცრუ სწავლებას ჯოჯოხეთის ცეცხლზე და აცხადებდნენ, რომ უცხოტომელთათვის დანიშნული დროები იწურებოდა.

ისინი, ვინც აცხადებდნენ, რომ ღვთის წარმომადგენლები იყვნენ დედამიწაზე და ღმერთს მისთვის მისაღები სახით სცემდნენ თაყვანს, სათანადოდ შემოწმდნენ. ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები კი რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ღვთის შეურაცხმყოფელ სწავლებებს ავრცელებდნენ და რომლებსაც სერიოზული ბრალი მიუძღვით პირველი მსოფლიო ომის დროს ადამიანების ხოცვა-ჟლეტაში, უარყოფილ იქნენ. 
ახლა კი განვიხილოთ ის წინასწარმეტყველებები რომლებიც ამ დროების დადგენაში გვეხმარება როცა  მალაქიას მე - 3 თავში მოხსენიებული განწმენდის პროცესი შესრულდა

1 260 დღის წინასწარმეტყველება

ქვემოთ მოცემული წინასწარმეტყველებებიდან ჩანს თუ რა პერიოდის ეხებოდა  და რა ხანგრძლივობის იქნებოდა მალ 3:1 ში მოხსენიებული შემოწმება განწმენდა.
ამის შესახებ ბიბლიაში რამოდენიმე ადგილზეა ნაწინასწარმეტყველები:

დანიელის 12:7-ში ვკითხულობთ წინასწარმეტყველური პერიოდის შესახებ: „წელიწადში, წელიწადებში და ნახევარში, როდესაც შეწყდება წმიდა ერის ძალის გაფანტვა, ყოველივე ეს მაშინ ასრულდებაო. იგივე პერიოდი მოხსენიებულია გამოცხადების 11:3–6-ში, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთის მოწმეები ძაძებით შემოსილნი იქადაგებდნენ სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში და შემდეგ მათ მოკლავდნენ. დანიელის 7:25-ში კი ვკითხულობთ: „უზენაესის წინააღმდეგ ილაპარაკებს და განუწყვეტლივ შეავიწროებს უზენაესის წმინდებს. ისინი ხელში ჩაუვარდებიან მას, სანამ არ გავა დრო, დროები და ნახევარი დრო

როდის შესრულდა ყველა ეს პარალელური წინასწარმეტყველებები?

პირველრიგში თუ კონტექსტს გადავხედავთ სამივე მუხლში დასახელებული  ეს წინასწარმეტყველება ბოლო დღეების და ღვთის სამეფოს დამყარების კონტექსტში მოიხსენიება, ასევე  სამივე ბიბლიური მონაკვეთი ეხება ღვთის წმიდა მსახურებს, რომლებსაც დევნის გამო დროებით ხელი უნდა შეშლოდათ ქადაგებაში; წინასწარმეტყველებებიდან ისიც  ჩანს, რომ ღვთის მსახურები აღიდგენდნენ ძალას და, დევნის მიუხედავად, განაგრძობდნენ დაწყებულ საქმეს. და რაც საგულისხმოა თითოეულში მოხსენიებულია ერთი და იგივე პერიოდი, რომლის განმავლობაშიც წმიდანებს სირთულეები უნდა შეხვედროდათ. ხოლო იმის მაგალითები რომ ეს ბოლო დღეებს და იესოს გამეფებას უკავშირდებოდა ამას კონტექსტის ეს ადგილები  ცალსახად ადასტურებს  მაგალითად: (დან 7:14 და 12:1,4) (გამოცხ 11:15)   ასევე  გმც12:5)
დანიელის ორივე წინასწარმეტყველებაში (7:25-სა და 12:7-ში) ‘დრო, ორი დრო და ნახევარი დროა’ მოხსენიებული. სწავლულების აზრით, აქ სამ-ნახევარი დრო იგულისხმება. ზოგი თარგმანი მას სამწელიწად ნახევრად მოიხსენიებს. გამოცხადებაში ეს პერიოდი 42 თვეს ანუ 1 260 დღეს შეესაბამება (გამოცხადება 11:2, 3). ეს ადასტურებს, რომ დანიელში მოხსენიებული სამ-ნახევარი დრო 360-დღიანი წელიწადებისგან შემდგარ სამ-ნახევარ წელს ნიშნავს. როდის დაიწყო ეს 1 260-დღიანი პერიოდი?

წინასწარმეტყველებების დროის ათვლა იწყება ბოლო დღეების დაწყებიდან, იესოს  სამეფოს მეფედ გახდომიდან, ანუ 1914 წლიდან  რომლებზეც ზემოთ დასახელებული კონტექსტიც მიუტიტებს(დან 7:14; 12:1,4 და გმცხ11:15 ასევე 12:5)
 მოდი  იმ სამი ბიბლიური ადგილიდან რომლებიც ერთ მოვლენაზე მიუთითებს , უფრო ვრცლად განვიხილოთ  ერთ ერთი, კერძოდ გამოცხადების წინასწარმეტყველება რომელიც გვიხსნის იეჰოვას მოწმეების პოზიციას 1919 წელთან დაკავშირებით (გამც11:3, 9 და 11 )
 გამოცხადების 11:1, 2 ამ მოვლენებს უკავშირებს იმ დროს, როცა სულიერი ტაძარი გაიზომებოდა ანუ შემოწმდებოდა. ზემოთხსენებული მალაქიას მე-3 თავიც სულიერი ტაძრის მსგავს შემოწმებაზე საუბრობს, რომელსაც მოჰყვება განწმენდა (მალ. 3:1—4). რამდენ ხანს გაგრძელდა შემოწმებისა და განწმენდის პერიოდი? 1914 წლის ბოლოდან  1919 წლის შუა პერიოდამდე. ეს პერიოდი მოიცავს 1 260 დღეს (ანუ 42 თვეს) და  სამ-ნახევარ დღეს, რომელიც გამოცხადების მე-11 თავშია მოხსენიებული.(გმც11:3,6,9)

ვინ არის ეს ორი მოწმე? . უპირველესად ვიცით, რომ „ისინი წარმოდგენილნი არიან ორი ზეთისხილის ხით და ორი სალამპრით“ (გამოცხ. 11:4). ეს გვახსენებს ზაქარიას წინასწარმეტყველებაში მოხსენიებულ სალამპრესა და ორ ზეთისხილის ხეს. ზაქარიას აუხსნეს, რომ ეს განასახიერებდა „ორ ცხებულს“, მმართველ ზერუბაბელსა და იეჰოშუას, რომლებიც „მთელი დედამიწის უფლის გვერდით“ იდგნენ (ზაქ. 4:1—3, 14). გარდა ამისა, ეს ორი მოწმე ისეთივე ნიშნებს ახდენდა, როგორსაც მოსე და ელია (შეადარეთ გამოცხადების 11:5, 6 რიცხვების 16:1—7, 28—35-სა და 1 მეფეების 17:1; 18:41—45-თან).

რა საერთო აქვს ამ ორ ბიბლიურ მონაკვეთს ერთმანეთთან? ორივე ღვთის ცხებულებზე საუბრობს, რომლებიც შემოწმების რთულ დროს ხელმძღვანელობას უწევდნენ ღვთის ხალხს.და ამოწმებდნენ მის შესახებ
ასე რომ ორი მოწმე“: არის სულით ცხებული ძმებისგან შემდგარი პატარა ჯგუფი, რომელიც ღვთის სამეფოს დაარსების დროს, 1914 წელს, ხელმძღვანელობას უწევდა ღვთის ხალხს.
 ამგვარად, გამოცხადების მე-11 თავის მესამე მუხლი  იმ გაგებით შესრულდა, რომ 1914 წელს, ზეცაში ღვთის სამეფოს დამყარების დროს, ხელმძღვანელი, ცხებული ძმები „ჯვალოთი შემოსილები“ სამწელიწად-ნახევარი ქადაგებდნენ.

 ბიბლიურ დროში ჯვალო, ხშირ შემთხვევაში, მწუხარების ნიშანი იყო. ჯვალოს ტარება იმას მიანიშნებდა, რომ ადამიანი დამწუხრებული და დადარდიანებული იყო (დაბადება 37:34; იობი 16:15, 16; ეზეკიელი 27:31). ჯვალო უკავშირდებოდა უბედურების მომასწავებელ იმ სამწუხარო ცნობებს, რაც ღვთის წინასწარმეტყველებს უნდა გაეცხადებინათ (ესაია 3:8, 24—26; იერემია 48:37; 49:3). ჯვალოს ისინიც ატარებდნენ, ვინც ღვთის გაფრთხილებისამებრ თავს დაიმდაბლებდა და მოინანიებდა (იონა 3:5).
 ორი მოწმის მიერ ჯვალოს ტარება, როგორც ჩანს, იმის მაჩვენებელია, რომ თავმდაბლობით ითმენდნენ დევნას და დაპატიმტებებს და აცხადებდნენ იეჰოვას განაჩენს. ეს მოწმეები აცხადებდნენ ერების დამამწუხრებელი შურისძიების დღის შესახებ (მეორე კანონი 32:41—43).

ახლა იმასაც შევეხოთ როგორ მიდიოდა შემოწმებისა და განწმენდის საქმე(მალ3:1) 1915-1916 წლებში ორგანიზაციის გარედან მომდინარე წინააღმდეგობამ შეანელა სამქადაგებლო საქმიანობა. უფრო უარესი: 1916 წლის ოქტომბერში ძმა რასელის სიკვდილის შემდეგ გარკვეულმა წინააღმდეგობამ ორგანიზაციის შიგნითაც იჩინა თავი. ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ 7 ხელმძღვანელი პირიდან 4 რუტერფორდის ხელმძღვანელად არჩევის წინააღმდეგ წავიდა. ისინი ძმებს შორის განხეთქილების ჩამოგდებას ცდილობდნენ. თუმცა 1917 წლის აგვისტოში მათ დატოვეს ბეთელი. ეს მართლაც რომ განწმენდა იყო! ამავე დროს, ზოგიერთი ბიბლიის მკვლევარი კაცთმოშიშების მახეშიც გაება. თუმცა მთლიანობაში ბიბლიის მკვლევრები, როგორც ჯგუფი, მზადყოფნით გამოეხმაურნენ განწმენდის პროცესს და მოახდინეს საჭირო ცვლილებები. აქედან გამომდინარე, იესომ ეს ქრისტიანები ჭეშმარიტ ხორბლის კლასად მიიჩნია და უარყო ყველა ცრუ ქრისტიანი, მათ შორის ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების მრევლი (მალ. 3:5; 2 ტიმ. 2:19). რა მოხდა შემდეგ? ამის გასაგებად, მოდი დავუბრუნდეთ შემდეგ მუხლებს გამოცხადების 11 თავიდან

„ორ მოწმეს“ კლავენ

სამწელიწად-ნახევრიანი ქადაგების ბოლოს ეს ცხებულები სიმბოლური გაგებით მოკლეს,როდესაც ისინი შედარებით მცირე დროით, სიმბოლური სამნახევარი დღით, დააპატიმრეს.
(1918 წლის 21 ივნისს ძმა რუტერფორდს და ბიბლიის სხვა შვიდი მკვლევარ ხელმძღვანელს ცრუ ბრალდებები წაუყენეს და დააპატიმრეს. ზოგს 10, ხოლო ზოგს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ) ღვთის წმიდანებმა იხილეს, რომ მათი ძალა მართლაც ‘გაიფანტა’ და მათი საქმიანობა შეჩერდა. რამაც ღვთის ხალხის მტრებში დიდი სიხარული გამოიწვია (გამოცხ. 11:8—10).გარდა ამისა სხვა იეჰოვას თაყვანისმცემლებს სახლებს უჩხრეკდნენ, ლიტერატურას ართმევდნენ და აპატიმრებდნენ.
(შენიშვნა: როგორც მკვლელობაა სიმბოლური გაგებით ასევე სამ ნახევარი დღეც და არ მიუთითებს პირდაპირ სამ ნახევარ დღეზე-ამას განვითარებული ისტორიაც დაგვანახვებს)

 ამგვარად, „ორი მოწმის“ დაუმარხავად დატოვება მათ შერცხვენას ნიშნავდა.  რისი ატანაც „ორ მოწმეს“ მოუწევდა. ზემოხსენებულ დაპატიმრებულ ძმებს საქმის გასაჩივრებისას თავდებით გათავისუფლებაზეც კი უარი უთხრეს. ისინი იმდენ ხანს „ეყარნენ“, რომ „აყროლდნენ“ „დიდი ქალაქის“ მკვიდრთა თვალწინ.

შენიშვნა:თუ 1918 წლის ივნისიდან (როცა ძმები დააპატიმრეს და შეაჩერეს საქმიანობა) უკან გადავითვლით 3.6 წელს, მივალთ 1914 წლის დეკემბრის ბოლოსთან. სწორედ ამ დროს დაიწყო  ეს პერიოდი   და 1918 წლის ივნისამდე გაგრძელდა. როცა „ჯვალოთი შემოსილებს“ უნდა გაეცხადებინათ ის განაჩენი, რომელიც იეჰოვამ ქრისტიანულ სამყაროსა და ქვეყნიერებას გამოუტანა.

„ორი მოწმის“ აღდგომა

მაგრამ წინასწარმეტყველების თანახმად, სამ-ნახევარი დღის დასასრულს, ამ ორ მოწმეს სიცოცხლე დაუბრუნდა.ჩვენ ვკითხულობთ: «სამ-ნახევარი დღის შემდეგ შევიდა მათში სიცოცხლის სული ღვთისგან, ფეხზე დადგნენ და თავზარი დასცეს თავიანთ მხილველებს.  (გამოცხადება 11:11, 12). ამგვარად, მათაც იგივე განიცადეს, რაც ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახმა ველზე დაყრილმა ძვლებმა. იეჰოვამ სუნთქვა ჩაუდგა ამ ძვლებს და გააცოცხლა, რაც იმის მაჩვენებელი იყო, რომ ისრაელი ბაბილონის 70 წლიანი ტყვეობის შემდეგ ხელახლა დაიბადებოდა (ეზეკიელი 37:1—14). „ეზეკიელისა“ და „გამოცხადების“ წიგნებში ჩაწერილი ეს ორი წინასწარმეტყველება 1919 წელს შესრულდა, როცა იეჰოვამ თავის მკვდარ მოწმეებს სიცოცხლე და ძალა დაუბრუნა. 

მართლაც საკვირველია რაც შემდეგ ხდება. ბიბლიის მკვლევართა ხელმძღვანელებს რომლებსაც 10 და 20 წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი 1919 წლის 26 მარტს მოულოდნელად ამნისტიას უცხადებენ და ათავისუფლებენ. ეს დიდი დარტყმა იყო სამღვდელოებისთვის, რადგან ქრისტიანები, რომლებიც მათი ბრალდებით მოხვდნენ ციხეში, კვლავ თავისუფლებით სარგებლობდნენ; მოგვიანებით მათ ყველა ბრალდება მოუხსნეს. სამღვდელოებას კიდევ უფრო დიდი თავზარი დასცა 1919 წლის სექტემბერში, სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ) ჩატარებულმა ბიბლიის მკვლევართა კონგრესმა. ამ კონგრესზე საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ახალგათავისუფლებულმა პრეზიდენტმა ჯ. ფ. რუტერფორდმა კონგრესის დელეგატები წაახალისა გამოცხადების 15:2-სა და ესაიას 52:7-ზე დაფუძნებული მოხსენებით „აუწყეთ სამეფოს შესახებ“. იოანეს კლასმა კვლავ დაიწყო „წინასწარმეტყველება“, ანუ საჯაროდ ქადაგება. ისინი თანდათანობით იკრებდნენ ძალებს და უშიშრად ამხელდნენ ქრისტიანული სამყაროს თვალთმაქცობას. ამავე წელს გამოიცა ძურნალი ოქროს ხანაც

 ამგვარად გაცოცხლება: ნიშნავს იმას, რომ სიმბოლური სამ-ნახევარი დღის დასრულების შემდეგ ისინი გაცოცხლდნენ იმ გაგებით, რომ ციხიდან გათავისუფლდნენ და კვლავ შეუდგნენ სამქადაგებლო საქმისთვის ხელმძღვანელობის გაწევას

 ამგვარად: ორგანიზაცია მალევე გამოცოცხლდა. მაშინვე იწყება თავისი მაშტაბებითა და სიჩქარით კოლოსალური სამქადაგებლო კამპანია, რომელსაც ანალოგი არ აქვს ისტორიაში. სულ რაღაც რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში ბიბლიური ჭეშმარიტება დედამიწის კველა კუთხე-კუნჭულში აღწევს, პატარა კუნძულების ყველაზე დაშორებულ სოფლებშიც კი, სადაც არცერთი მისიონერის ფეხი არ დადგმულა. ამ ჭეშმარიტებას მილიონობით მქადაგებელი ასწავლის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. მათი ბეჭდური სიტყვა, ყველაზე გავრცელებული ჟურნალების რეიტინგში პირველ ადგილებს იკავებს. სულ რაღაც რამოდენიმე წლის განმავლობაში იქნა გამოაშკარავებული, თითქმის 2000 წლიანი რელიგიური სიცრუე. ჭეშმარიტებები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ჩანასახშივე ისე ეფექტურად ისპობოდა, რომ ათ ადამიანსაც კი არ შეეძლო ერთ აზრში გაერთიანება, უცბად, მძლავრად, ასობით ენაზე, ყველა შესაძლებელი საშუალებებით დაიწყო მათი გავრცელება გლობალური მაშტაბით.

  ამრიგად  შემოწმებისა და განწმენდის პერიოდი გაგრძელდა  1914 წლიდან 1919 წლამდე. ეს პერიოდი მოიცავს 1 260 დღეს (ანუ 42 თვეს) და სიმბოლურ სამ-ნახევარ დღეს, რომელებც გამოცხადების მე-11 თავშია მოხსენიებული. ასევე დანიელის 7:25 სა და 12: ში
სქემატურად ისე ასე გამოიყურება:


მაშ ასე  რა აღმოაჩინა იესომ, როცა შეამოწმა ბიბლიის მკვლევრები?

მან ნახა, რომ არსებობდა გულმოდგინე ბიბლიის მკვლევრების პატარა ჯგუფი, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სამქადაგებლო საქმის შესასრულებლად არ იშურებდა ძალებსა და შესაძლებლობებს ამრიგად ქრისტემ ეს ერთგული ცხებული ქრისტიანები სულიერ საქმეში ჩაბმული ჰპოვა

 ბიბლიის მკვლევართა ამ მცირერიცხოვანმა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ სულის უკვდავებასთან დაკავშირებული სხვა სწავლებებიც დამაბნეველი და მცდარი იყო. ასეთი იყო მაგალითად, სწავლება იმის შესახებ, რომ ყველა კარგი ადამიანი ზეცაში მიდის და რომ ღმერთი ბოროტთა სულებს მარადიულ ცეცხლში ტანჯავს. რასელი და მისი უახლოესი გარემოცვა ამ სიცრუეს თამამად ამხელდნენ სტატიებში, წიგნებში, თუ საგაზეთო ქადაგებებში.
ბიბლიის მკვლევრებმა საყოველთაოდ აღიარებული სამების დოგმატის მცდარობაც გამოააშკარავეს.
 მოდი, დავფიქრდეთ: იქნებოდა ხალხი მზად ქრისტეს მოსვლისთვის, თუკი იესოს თავისი მამისგან, იეჰოვასგან ვერ განასხვავებდნენ? რა თქმა უნდა, არა! არც იმ შემთხვევაში იქნებოდნენ მზად, თუ იფიქრებდნენ, რომ უკვდავება განურჩევლად ყველას ხვედრია და არა ძვირფასი ძღვენი, რომელიც მხოლოდ ქრისტეს ერთგული მიმდევრების მცირე ნაწილს ეძლევა; არც მაშინ, თუ ეგონებოდათ, რომ ღმერთი მარადიულად ტანჯავს ხალხს ჯოჯოხეთში, საიდანაც ხსნა არ არის. როგორც ვხედავთ, „მაცნემ“ ნამდვილად მოუმზადა გზა მესიანური სამეფოს მეფეს.

ცალკე აღსანიშნავია სამქადაგებლო საქმიანობა ქადაგება იმ დროს დიდ გაბედულებასა და ენთუზიაზმს მოითხოვდა. იქნებოდნენ მზად ჭეშმარიტი ქრისტიანები ქრისტეს გამეფების დროისთვის, გააზრებული რომ არ ჰქონდათ ქადაგების მნიშვნელობა? რასაკვირველია, არა. ქადაგება ხომ ქრისტეს მოსვლის ყველაზე გამორჩეული ნიშანი უნდა ყოფილიყო (მათ. 24:14).

დასკვნა

  ამრიგად  გამოჩნდა რომ ზუსტად ეს ჯგუფი იყო ის ვინც იმსახურებდა მოწონებას 
ზემოთ განხილული ბიბლიური წინასწარმეტყველებების განხვილის შედეგად იმის შესახებ მაინც შეგვიძლია დავრწმუნდეთ რომ იეჰოვას მოწმეების პოზიცი 1919 წელთან როგორც მნიშვნელოვან ისტორიულ თარიღთან ღვთის ხალხის შემთხვევაში  ბიბლიურია და არაეთჯერაა  საუბარი ბიბლიაში იმ დროის შესახებ როცა ღმერთს უნდა შეემოწმებინა და განეწმინდა თავის ხალხი და რომელიც სამნახევარ წელს მოიცავდა და რომელზეც 4 ბიბლიური ადგილი წინასწარმეტყველებს.

იმ ადამიანებს რომლებიც კრიტიკოსები არიან მოწმეების ამ შეხედულების, შეუძლიათ დაინახოთ რომ ეს არა ჰაერიდან მოტანილი მსჯელობა არმედ ბიბლიურ წინასწარმეტყველებაზე დაფუძნებულია. და  ლოგიკურია, რომ მოწმეები ამ წინასწარმეტყველებებში თავიანთ თავს ხედავენ( მითუმეტეს როც ისტორია ამ სცენარით განვითარდა) და არა მაგალითად მართლმადიდებლებს კათოლიკეებს ან პროტესტანტებს.
 შესაბამისად იმის თქმა, რომ  მოწმეებს არეხებათ ბიბლიის ის მონაკვეთები  ცოტა უხერხულია. მართლმადიდებლები ან კათოლიკები  თავიანთ ბიბლიურ გაგებებში იეჰოვას მოწმეებს ხედავენ? რათქმაუნდა არა და არც არავინ მოელის ამას მათგან . მაშ რატომ მოწმეებმა არუნდა მიიღონ თავიანთ თავზე, არამედ სხვაზე? ეგ ხომ ყოველგვარ გონიერების ფარგლებს სცდება?! მათი პრეტენზია ისარის რომ თურმე არა ბიბლიაზე დაფუძნებული არამედ ჰერიდან მოტანილია
 ხოლო ამ აზრის სიმცდარეში ზემოთ განხილულიდან შეგვეძლო დავრწმუნებულიყავით.
ხოლო რაც შეეხება იმას სწორია ტუარა გაგება როგორც აღვნიშნეთ ყველა რელიგია თავის თავს ხედავს ბიბლიაში. ესერთი და მეორეც საერთოდ აქვთ კი განმატება ამ წინასწარმეტყველებების იმ რელიგიის მიმდევრებს რომლებიც მოწმეებზე აპელირებენ? მის სისწორეს რომ თავი დავანებოთ?
ხოლო ვისაც აქვთ აბა წარმოადგინონ გაგება და მერე ვიმსჯელოთ რამდენად გონივრულია მათი გაგებები. ჩვენ კი მოწმეები  რათქმაუნდა ჩვენს თავს ვხედავთ ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულებაში და არა სხვას. ასევე ჩვენი ისტორიაც ამას ცხადყოფს და მოვლენების ხანგრძლივობა ჩვენს ისტორიაში. და რაც მთავარია ბიბლიურ წინასწღმეტყველებაზე დაფუძნებითაა გამყარებული  მოწმეების პოზიცა ამ საკითხზე.
ხოლო იმათ ვინც მოწმეა და შეიძლება არეთანხმება ამ გაგებას მაშინ უკეთესი თავად უნდა ქონდეს და რომც ქონდეს მაინც რომელიმე ჯგუფს უნდა მიაკუთვნოს ამის შესრულება. ხოლო რაღან მოწმეა ლოგიკურია რომ მოწმეებს ეკუთვნით ეს წინასწარმეტყველება (და თუ სხვას ხედავენ მასში ,მაშინ ამის მტკიცებაც უნდა ქონდეთ)  უფრო მეტიც ჩვენ მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომ ბიბლია წინასწარმეტყველებს ჩვენს განწმენდისა და ცრუ რელიგიისგან გამოცალკავების შესახებ როგორც ხორბლის კლასის


ახლა კი ამ საკითხთან დაკავშირებულ სხვადასხვა კითხვას შევეხოთ

1. რატომ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით ის რიცხვი, რომლითაც წმინდა ქალაქის ფეხით გათელვის დროა ნაჩვენები?

 პასუხი: იოანეს კლასს ეს ცნობა დადგენილი დროის განმავლობაში, 1260 დღეს, იგივე 42 თვეს, უნდა ექადაგა, ანუ ზუსტად იმდენ ხანს, რამდენიც წმინდა ქალაქის ფეხით გათელვას დასჭირდებოდა. როგორც ჩანს, დროის ეს მონაკვეთი პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, რადგან ორნაირად — დღეებითა და თვეებით, არის მოხსენიებული. გარდა ამისა, უფლის დღის დასაწყისში იყო დროის სამნახევარწლიანი განსაკუთრებული მონაკვეთი, როცა ღვთის ხალხის მიერ გადატანილი სირთულეები შეესაბამებოდა ამ წინასწარმეტყველებაში აღწერილს.
 ასევე თუ   განვიხილავთ, რა გადახდა თავს ღვთის ხალხს მაშინ, დავინახავთ, რომ თუმცა 42 თვე, როგორც ჩანს, პირდაპირი გაგებით სამ-ნახევარ წელიწადს ნიშნავს, სამ-ნახევარი დღე პირდაპირი გაგებით 84 საათიან დროის მონაკვეთს არ გულისხმობს. შესაბამისად სამ-ნახევარი დღე, რომელიც ორჯერ არის მოხსენიებული (მე-9 და მე-11 მუხლები), იმაზე მიუთითებს, რომ პირველ სამ-ნახევარწლიან პერიოდთან შედარებით ეს დრო ხანმოკლე უნდა ყოფილიყო.

ნახეთ, როგორ არის გამოყენებული სიტყვები „დაიხოცეთ“, „მკვდრები“ და „ცოცხლობთ“ რომაელების 6:2, 10,11; 7:4, 6, 9-ში, გალატელების 2:19-სა და კოლოსელების 2:20; 3:3-ში.

2.გამოცხადების წიგნში წერია, რომ ჯერ ორი მოწმე კვდება და მერე იბადებაო სამეფო
ხოლო რუტერფორდი სამეფოს დაბადების მერე დააპატიმრესო რაც ქრონოლოგიურად შეუსაბამოაო

პასუხი: მნიშვნელოვანი ცნობები, რომლებიც  გამოცხადების 11თავშია ჩაწერილი, მომდევნო ხილვების შესავალია. „გამოცხადების“ მაგალითად მე-12 თავში დაწვრილებით აღიწერება ის, რაც ანგელოზმა გამოცხადების 11:15, 17-ში გააცხადა. ხოლო მაგალითად მე-13 თავი კი გვიხსნის გამოცხადების 11:18-ს, კერძოდ, სატანის პოლიტიკური ორგანიზაციის, დედამიწის მომსპობი ორგანიზაციის, წარმოშობასა და განვითარებას. 

მსგავსად ამისა იგი ვე მე 13:5—8 ში
მოხსენიებული 42 თვე, როგორც ჩანს, ის სამ-ნახევარი წელიწადია, რომელზეც საუბარია გამოცხადების 11:1-4 ში რომლის განმავლობაშიც წმინდებს ავიწროებს
  1914 წლის ბოლოდან 1918 წლამდე, როცა ომში ჩაბმული ერები მხეცებივით გლეჯდნენ ერთმანეთს, თავიანთ მოქალაქეებს აიძულებდნენ, თაყვანი ეცათ მხეცისთვის, მონაწილეობა მიეღოთ რელიგიასთან გაიგივებულ ნაციონალიზმში და მომკვდარიყვნენ კიდეც საკუთარი ქვეყნისთვის. ასეთი ზეწოლის გამო მრავალი ცხებული იტანჯებოდა, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ პირველ რიგში იეჰოვა ღმერთსა და მის ძეს, იესო ქრისტეს უნდა დამორჩილებოდნენ (საქმეები 5:29). 1918 წლის ივნისში ცხებულები უკიდურესად გამოიცადნენ, როცა ისინი „დაიპყრეს“. შეერთებულ შტატებში საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პასუხისმგებელი პირები და სხვა წარმომადგენლები ცრუ ბრალდებების საფუძველზე დააპატიმრეს. ამან სერიოზული დაბრკოლებები შეუქმნა ქრისტიანი ძმების ორგანიზებულ ქადაგებას. ვინაიდან მხეცს აქვს ძალაუფლება „ყოველ ტომსა და ხალხზე, ენასა და ერზე“, მან მთელ მსოფლიოში შეზღუდა ღვთის საქმე.
ისე ჩანდა, თითქოს სატანამ და მისმა ორგანიზაციამ გაიმარჯვა. მაგრამ ამას ხანგრძლივი სარგებლობა არ მოუტანია მათთვის, რადგან სატანის ხილული ორგანიზაციის არც ერთი წევრის სახელი არ ჩაწერილა „სიცოცხლის გრაგნილში, რომელიც კრავისაა“. მალე ყოველი მათგანის სახელი ერთხელ და სამუდამოდ ჩაიწერება „სიცოცხლის გრაგნილში, რომელიც კრავისაა“. მაგრამ მასში არ ჩაიწერება იმ მოწინააღმდეგეთა სახელები, რომლებიც მხეცს ეთაყვანებიან. ასე რომ მათი გამარჯვება „წმინდებზე“ მხოლოდ მოჩვენებითი და დროებითი იყო.

3.თუ იესომ 1919 წელს "საგუშაგო კოშკი შემოწმა და აირჩია მაშინ მას რატომ არქონდა იმდროს ყველა ჭეშმარიტებადა სიწმინდეო

პასუხი: მალაქიას წინასწარმეტყველების თანახმად როცა იესო მოვიდოდა შესამოწმებლად ის დაინახქვდა რომ ყველაფერი არიქნებოდა  იდეალურად არამედ საჭიროებდნენ განწმენდას მალაქიას 3:2,3

რატომ იქნებოდა საჭირო ასეთი განწმენდა? იმიტომ რომ ის აღმოაჩენდა მრავალ ხარვეზს რომელსაც დახვეწა სჭირდებოდა
ეს სხვა ბიბლიის ადგილიდანაც ჩანს იესო აღწერს უფლის დღის პერიოდში (ბოლო დღებში) შვიდი კრების მდგომარეობას წერილის თანახმად ქრისტეს კრებაში ცვლილებები იყო საჭირო ერთერთი ასეთი გაფრთხილებაა (გმც3:3)
ასერომ ღვთის ხალხს არექნებოდათ ყველაფერი უნაკლოდ როცა შემოწმება მოხდებოდა და ოპონენტების არგუმენტი აქ არ მუშაობს
და უფლის დღის განმავლობაში ამ კრებაში უნდა მომხდარიყო დახვეწა აღსასრულამდე რაზეც გმცხ3:3 ში ისაუბრა იესომ და ვიცით რომ იოანებ ეს ხილვები აღწერა როცა უფლის დღეში აღმოჩნდა(გმცხ1:10)
და რომელი ჯგუფი ოქნებოდა ეს? ლოგიკურია ის ვინც ცდილობდა მიყოლოდა მას და მზად იყო შესაცვლელად და დასახვეწად(და ზოგიერთი რელიგიასავით არგამოეცხადებინა თავი უცდომლად) და ადრეული ქრისტიანობის გზას მიყოლოდა. იეოსმ   შეხედა რომ ძირიტადი ბიბლიური დოქტრინები ისე ისწავლებოდა როგორც ბივბლიურად სწორია. და მატ არქონდატ ბაბილონირი სწავლებები არა სამება არა ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი დედამიწაზე სამოთხის რწმენა ღვთის სახელის დაფასება და სხვებისთვის ამ ჭეშმარიტების გაცხადების სურვილი ამიტ  მალ 3:18 ნათელი იყო
და ის ხედავს ამ განსხვავებას ვინც ბრმა არ არის. ამრიგად როგორც მალ 3 თავი გვამცნობს ღვთის ხალხი ექვემდებარება დახვეწას განწმენდას
მათ ნამდვილად უარყვეს ბაბილონური სწავლებები და ეს ის არის რასაც ღვთის ორგანიზაციის გან უნდა ველოდეთ


4.მონის დანიშვნის საკითხი

როდის დანიშნა იესომ ერთგული მონა თავისი შინაურებისთვის მეთვალყურეობის გასაწევად? ერთგულ და გონიერ მონასთან დაკავშირებით იესოს სიტყვების კონტექსტიდან ჩანს, რომ ეს სიტყვები არ შესრულებულა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე. ის ამ ბოლო დღეებში სრულდება.
 იესოს სიტყვები ერთგულ მონასთან დაკავშირებით არის მისივე წინასწარმეტყველების ნაწილი, წინასწარმეტყველებისა, რომელიც ეხება მისი „მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანს“ (მათ. 24:3). იესოს წინასწარმეტყველების პირველი ნაწილი, რომელიც ჩაწერილია მათეს 24:4—22-ში, ორჯერ უნდა შესრულებულიყო: პირველად — ახ. წ. 33—70 წლებში, მეორედ — უფრო ფართო მასშტაბით ჩვენს დღეებში. ნიშნავს ეს იმას, რომ იესოს იმ სიტყვებსაც ორი შესრულება აქვს, რომელიც ერთგულ მონას უკავშირდება? არა.
იესო თავის სიტყვებში, რომელიც მათეს 24:29-დან იწყება, ყურადღებას ამახვილებს ჩვენს დღეებში მოსალოდნელ მოვლენებზე (წაიკითხეთ მათეს 24:30, 42, 44). იმ მოვლენებზე საუბრისას, რომლებიც დიდ გასაჭირში უნდა მოხდეს, იესომ თქვა, რომ ხალხი იხილავდა „ცის ღრუბლებზე მომავალ კაცის ძეს“. შემდეგ მან გამაფრთხილებელი სიტყვები თქვა, რომელიც ბოლო დღეებში მცხოვრებ ხალხს ეხებოდა: „არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი“ და „რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“. იესომ ერთგული მონა ზუსტად ამ სიტყვების კონტექსტში მოიხსენია. მაშასადამე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ერთგულ მონასთან დაკავშირებული იესოს სიტყვების შესრულება 1914 წელს ბოლო დღეების დაწყების შემდეგ დაიწყო.
უფრო ვრცლად მონის დანიშვნის საკითხზე შეგიძლიათ გაეცნოთ ხელმძღვანელი საბჭოს წევრ დეივიდ სპლეინის 9 წუთიან მოხსენებას აქ:



No comments:

Post a Comment