ბიბლიური პასუხი: ჩვენ იმიტომ არ ვზეიმობთ შობას რომ მას არა აქვს ბიბლიური საფუძველი. ახალ აღთქმაში ის არ მოიხსენიება როგორც ქრისტიანული დღესასწაული. ახალ აღთქმაში არცერთხელ არაა იმაზე ლაპარაკი, რომ ქრისტიანები რაიმე სახით მაინც აღნიშნავდნენ მას. და არც არანაირი მითითება არ არსებობს თუ როგორ უნდა აღინიშნოს ის.
ამის ფონზე იბადება მნიშვნელოვანი კითხვები თუ შობის აღნიშვნა ასე მნიშვნელოვანია, რატომ არ არის ბიბლიაში მოცემული განსაკუთრებული მითითება მის აღნიშვნასთან დაკავშირებით? იესოს მოწაფეების მიერ არის თუ არა გაკეთებული რამე ჩანაწერი შობის 25 დეკემბერს აღნიშვნასთან დაკავშირებით? თუკი ღმერთი მოისურვებდა, რომ ქრისტიანებს იესოს დაბადება ეზეიმათ, იმაზეც იზრუნებდა, რომ ბიბლიაში მისი დაბადების ზუსტი თარიღი ყოფილიყო მოცემული.
მართლაც ბიბლიას არ გამორჩენია იმის მითითება, თუ რა უნდა ვიდღესასწაულოთ და რა — არა. ბიბლია მოგვიწოდებს არ გადახვიდეთ დაწერილს (1კრ4:6)
მართლაც ბიბლიას არ გამორჩენია იმის მითითება, თუ რა უნდა ვიდღესასწაულოთ და რა — არა. ბიბლია მოგვიწოდებს არ გადახვიდეთ დაწერილს (1კრ4:6)
აღსანიშნავია ისიც რომ არ არსებობს იმის დამამტკიცებელი არანაირი წყარო, რომ ქრისტეს დაბადებას ეკლესიაში მეოთხე საუკუნემდე აღნიშნავდნენ, მანამდე, ვიდრე კონსტანტინე. . . რომის იმპერატორი გახდებოდა. ამრიგად 25 დეკემბერი იესოს დაბადების დღედ მისი სიკვდილიდან საუკუნეების შემდეგ დააწესეს.
ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ დანამდვილებით არავინ იცოდა, თუ როდის დაიბადა იესო“. და მისი აღნიშვნის საჭიროებას ვერ ხედავდნენ. ამრიგად თუკი მოციქულები და შემდგომ მთელი 3 საუკუნე ქრისტიანები არ აღნიშნავდნენ შობას. ნიშნავს ეს იმას რომ ისინი ცდებოდნენ და ჩვენ მაგათზე მართალი და მაგარი ქრისტიანები ვართ?
იმის ფონზე რომ არსად არის ნათქვამი, ქრისტეს მიმდევრებს მისი დაბადების დღე უნდა ეზეიმათ. ბიბლიაში ჩაწერილია კონკრეტული მითითება, რომ უნდა აღინიშნოს იესოს სიკვდილის დღე, რასაც იეჰოვას მოწმეები ყოველწლიურად აკეთებენ (ლუკა 22:19). სწორედ ეს არის იესოსთვის პატივის მიგების ერთ-ერთი საშუალება
სიკვდილის წინა ღამეს იესომ თქვა: „თუ გიყვარვართ, ჩემს მცნებებს დაიცავთ“ (იოანე 14:15). აქედან გამომდინარე, იესო ქრისტესთვის პატივის მიგების საუკეთესო გზა ის არის, რომ გავეცნოთ მის სწავლებებს და დავიცვათ.
საშობაო ტრადიციების ისტორია:
„წარმართული ჩვეულებები ჭარბობს შობაში“, — პირდაპირ აღნიშნავს „კათოლიკური ენციკლოპედია“ (The Catholic Encyclopedia) ამის დასადასტურებლად განვიხილოთ 3 მხარე
1.რიცხვი 25 დეკემბერი.„არანაირი ბიბლიური თუ ისტორიული საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ ქრისტეს დაბადება 25 დეკემბერს (The Battle for Christmas).
„ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ აღიარებს, რომ «ქრისტეს დაბადების დღე უცნობია. ხოლო
სწავლულთა უმრავლესობა აღიარებს, რომ კათოლიკური ეკლესიის მიერ იქნა დადგენილი იესოს დაბადების დღედ 25 დეკემბერი.
იესოს დაბადების თარიღად მიჩნეული 25 დეკემბრის მცდარობის ყველაზე თვალსაჩინო ბიბლიური მტკიცება ის არის, რომ მისი დაბადების ღამეს მწყემსები თავ-თავიანთ ფარასთან ერთად ველად ათევდნენ ღამეს (ლკ. 2:8, 12). ჯერ კიდევ ბულის თვეში (ოქტომბერ-ნოემბერი) წვიმიანობა იწყებოდა (კნ. 11:14) და ფარა ღამღამობით სადგომში შეჰყავდათ. მომდევნო თვე, ქისლევი (ებრაული კალენდრის მე-9 თვე, ნოემბერ-დეკემბერი) სუსხიანი და წვიმიანი იყო (იერ. 36:22; ეზრ. 10:9, 13), ხოლო ტებეთის (დეკემბერ-იანვარი) თვეში ტემპერატურა მინიმუმამდე ეცემოდა, მთიან რეგიონებში შიგადაშიგ თოვდა. მწყემსების ველად ყოფნა იმ აზრს ეთანხმება, რომ იესო შემოდგომის დასაწყისში, ეთანის თვეში დაიბადა
მხოლოდ ეს ფაქტიც საკმარისია იმისათვის, რომ ეჭვი შევიტანოთ შობის აღნიშვნის ტრადიციული თარიღის სისწორეში, რადგან სახარებაში ვკითხულობთ, რომ ამ დროს მწყემსები ველად იყვნენ“ („Daily Life in the Time of Jesus“, ჰენრი დენიელ-როპსი, ნიუ-იორკი, 1962, გვ. 228).
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რომის იმპერატორი ცივ და წვიმიან თვეში ებრაელ (ხშირად მეამბოხე) ხალხს აღსაწერად „თავ-თავის ქალაქში“ წასვლას არ აიძულებდა (ლკ. 2:1—3; შდრ. მთ. 24:20;
ასეთი თარიღები – მხოლოდ არასრულყოფილი ადამიანების ფანტაზიის ნაყოფია, რადგან ისინი არ დასტურდება ბიბლიის მიერ და პირიქითაც კი, რიგ მნიშვნელოვან მომენტებში ეწინააღმდეგებიან როგორც ბიბლიურ გადმოცემას, ასევე ჯანსაღ ლოგიკას!
კიდევ ერთ მტკიცებას წარმოადგენს ერთი იტოსტორიული ფაქტი
რადგან ბიბლია არ აზუსტებს იესოს დაბადების არც თვეს და არც დღეს,. მესამე საუკუნეში ეგვიპტელ თეოლოგთა ერთმა ჯგუფმა ამისთვის 20 მაისი დაადგინა, მაშინ როდესაც სხვები უპირატესობას ადრეულ თარიღებს ანიჭებდნენ, როგორიცაა: 28 მარტი, 2 ან 19 აპრილი. მაშ, როგორ იქნა ბოლოს არჩეული 25 დეკემბერი?
და რატომ მაინცდამაინც 25 დეკემბერი? მრავალი ისტორიკოსი აღიარებს, რომ წელიწადის ამ დროს წარმართულ დღესასწაულებს აღნიშნავდნენ.აგრთვე როგორც მრავალი ენციკლოპედია ნათლად აცხადებს, იესოს დაბადების დღის თარიღად 25 დეკემბერი ირჩიეს, რათა რომაულ წარმართულ დღესასწაულს დამთხვეოდა. ამგვარად 25 დეკემბერი შობის თარიღად ზუსტი ქრონოლოგიური გამოთვლის შედეგად კი არ არის დადგენილი, არამედ იმის შედეგად, რომ ზამთრის ნაბუნიობასთან დაკავშირებული რომაული დღესასწაულები ქრისტიანულად აქციეს
მაგალითად, ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ ნათქვამია: «ამ თარიღის შემოღების მიზეზად სახელდება ის, რომ 25 დეკემბერს ქრისტიანულ დღესასწაულად გამოაცხადეს ეგრეთ წოდებული „დიეს სოლის ინვიკტი („უძლეველი მზის დაბადება“). ეს იყო პოპულარული დღესასწაული, როდესაც რომის იმპერიაში ზამთრის მზებუდობას აღნიშნავდნენ. ამ დროს მზის ხელახლა დაბადებას ზეიმობდნენ, ზამთარს აცილებდნენ და გაზაფხულისა და ზაფხულის მოსვლას ეგებებოდნენ».
მათ შორის იყო სატურნალია, რომელიც მიწათმოქმედების ღვთაების, სატურნის პატივსაცემად იმართებოდა, ორივე დღესასწაული ამ ღმერთების დაბადების დღეს უკავშირდებოდა და 25 დეკემბერს, იულიუსის კალენდრის მიხედვით, ზამთრის მზებუდობის დროს აღინიშნებოდა.
ენციკლოპედიაში „ამერიკანა“ ნათქვამია, რომ ბევრი სწავლულის აზრით, „ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ახალმოქცეული წარმართებისთვის ქრისტიანობას მეტი აზრი შეეძინა“.
ასე რომ, შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს დაწესებით ეკლესიამ ბევრი რომაელის გული მოიგო. ისინი ახლა მზის დაბადების ნაცვლად იესოს დაბადებას ზეიმობდნენ. “.წარმართული დაბადების დღის აღნიშვნა გაგრძელდა უბრალოდ სახელების შეცვლით, მითრა შეიცვალა ქრისტეთი.
სწორედ ამ მიზეზის გამო მე-17 საუკუნის განმავლობაში ინგლისში და ამერიკის ზოგ კოლონიაში შობის აღნიშვნა აკრძალული იყო. აჯარიმებდნენ მათაც კი, ვინც შობის დღეს სამუშაოზე არ გავიდოდა.
ბაპტისტებისა და კონგრეგაციონალისტების ადრეული ეკლესიებიც აღიარებდნენ, რომ ქრისტეს შობის აღნიშვნას ბიბლიური საფუძველი არ გააჩნია.
ასე რომ „შობის დღესასწაული იმ დროიდან იღებს სათავეს, როცა მზის კულტი რომში განსაკუთრებით იყო გავრცელებული“, ანუ ქრისტეს სიკვდილიდან დაახლოებით სამი საუკუნის შემდეგ.
ასევე ამაზე მოწმობს: 1) ფურიუს დიონისიუს ფილოკალუსის მიერ [ახ. წ.] 354 წელს შედგენილი კალენდარი, რომელშიც ნათქვამია: „25 დეკემბერი, უძლეველი მზის დაბადების დღე“; 2) ასტროლოგ ანტიოქეს კალენდარი (შედგენილია დაახლოებით [ახ. წ.] 200 წელს): „დეკემბრის თვე ... 25 ... მზის დაბადების დღე;“; 3) კეისარ იულიანეს [იმპერატორ იულიანე განდგომილის (ახ. წ. 361—363)] მიერ მოწონებული თამაშები, რომლებიც „უძლეველი მზის“ პატივსაცემად წლის ბოლოს იმართებოდა» (Chronologia vitae Christi (ქრისტეს ცხოვრების ქრონოლოგია), Pontificium Institutum Biblicum, რომი, 1933, გვ. 46).]
2. სანტა კლაუსი თოვლის ბაბუა.
ტრადიცია: ბევრ ქვეყანაში სანტა-კლაუსი წარმოუდგენიათ, როგორც კეთილი ბაბუა, რომელიც ბავშვებს ასაჩუქრებს. ბავშვები ხშირად სწერენ წერილებს სანტა-კლაუსს და საჩუქრებს სთხოვენ. გადმოცემის თანახმად, ის ჩრდილოეთ პოლუსზე ცხოვრობს და მას საჩუქრების მომზადებაში ელფები ეხმარებიან.
ტრადიცია: ბევრ ქვეყანაში სანტა-კლაუსი წარმოუდგენიათ, როგორც კეთილი ბაბუა, რომელიც ბავშვებს ასაჩუქრებს. ბავშვები ხშირად სწერენ წერილებს სანტა-კლაუსს და საჩუქრებს სთხოვენ. გადმოცემის თანახმად, ის ჩრდილოეთ პოლუსზე ცხოვრობს და მას საჩუქრების მომზადებაში ელფები ეხმარებიან.
ხოლო იესოსა და სანტა-კლაუსს შორის კავშირი არც ისტორიულად და არც ბიბლიურად არ დასტურდება.
რას ამბობს ბიბლია: „ახლა, რადგან მოიშორეთ სიცრუე, თითოეულმა თქვენგანმა მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს“. ჩვენი მოყვასები პირველ რიგში ჩვენი ოჯახის წევრები არიან (ეფესოელები 4:25). ბიბლია იმასაც ამბობს, რომ უნდა გვიყვარდეს ჭეშმარიტება, ანუ ჭეშმარიტებას გულშიც ვლაპარაკობდეთ (ზაქარია 8:19; ფსალმუნი 15:2). შეიძლება უწყინარ ტყუილად მოგვეჩვენოს ბავშვებისთვის იმის თქმა, რომ საშობაოდ საჩუქრები სანტა-კლაუსს მოაქვს, მაგრამ სწორია ბავშვების მოტყუება, თუნდაც ამას ცუდი მოტივით არ ვაკეთებდეთ? განა სამწუხარო არ არის ის ფაქტი, რომ დღესასწაულზე, რომელიც ვითომ იესოს განდიდებას ემსახურება, სინამდვილეში ბავშვებს ატყუებენ?!
განა შეაყვარებს ეს ბავშვებს სიმართლეს? განა მიაგებს პატივს ასეთი ჩვეულება იესო ქრისტეს, რომელიც გვასწავლის, რომ ღმერთს ჭეშმარიტებით უნდა ვცეთ თაყვანი?
3.საშობაო ნაძვის ხე. ხის თაყვანისცემა გავრცელებული იყო წარმართ ევროპელებში. ისინი ქრისტიანობის მიღების შემდეგაც მიჰყვებოდნენ ამ ჩვეულებას“. ხის თაყვანისცემას თან ახლდა სხვადასხვა წეს-ჩვეულება და რიტუალი, მათ შორის „სახლის შესასვლელში ან რომელიმე ოთახში საშობაო ნაძვის ხის დადგმა ზამთრის დღესასწაულების პერიოდში“ (ენციკლოპედია „ბრიტანიკა“).ამ ხეებს შორის, მარადმწვანე ნაძვის ხეს განსაკუთრებული ადგილი ეკავა
ნაძვი აირჩიეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო უკვდავების და სიძლიერის სიმბოლო. . ჩვენი წინაპრები მას “მსოფლიო ხედ” მოიაზრებდნენ, რომელიც სიცოცხლის უწყვეტობის სიმბოლო იყო. ტყეში ყველაზე დიდ ნაძვის ხეს პოულობდნენ და მასზე უამრავ საჩუქარს კიდებდნენ, რათა წელი ნაყოფიერი გამომდგარიყო.
ძველი ევროპელები ნაძვის ხის ტოტებზე ვაშლებს, კვერცხებსა და კაკალს კიდებდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ ასე მორთული ნაძვის ხე ბოროტ სულებს და ყოველგვარ უწმინდურობას “ისხლეტდა”. აღსანიშნავია, რომ ასე მორთულ ნაძვის ტოტებს ძველი ევროპელები სახლის კართან კიდებდნენ, მას სათამაშოებითაც რთავდნენ.ამის შესახებ მსოფლიომ, სავარაუდოდ, გერმანელი მწყემსბისგან შეიტყო, რის შემდეგაც ამ ტრადიციამ სულ მალე გადაინაცვლა სამეფო კარზე, სადაც პრინცესები იზრდებოდნენ, შემდეგ სხვა ქვეყნების უფლისწულებს მიყვებოდნენ ცოლად და ამის ხარჯზე ნაძვის ხის მორთვის ტრადიციამ ფესვი თითქმის მთელ მსოფლიოში გაიდგა.
საშობაო ნაძვის ხის გამოყენება პირველად XVI საუკუნეში გერმანიაში დაიწყეს, „იტალია ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა იყო, სადაც საშობაო ნაძვის ხის დადგმის ტრადიცია დამკვიდრდა;
ამის მიზეზი კი ნაწილობრივ ის იყო, რომ საშობაო ნაძვის ხის დადგმას პროტესტანტულ ტრადიციად მიიჩნევდნენ. ამიტომ საჭიროდ თვლიდნენ, რომ ნაძვის ხის დადგმის ნაცვლად [საშობაო სცენა] მოეწყოთ“
მაგრამ პაპმა პავლე VI-მ „საფუძველი ჩაუყარა საშობაო ნაძვის ხის დადგმას და [რომში წმინდა პეტრეს მოედანზე] დიდი ნაძვის ხე“ საშობაო სცენის გვერდით დადგა.
ამრიგად ეს დაიწყო პროტესტანტული რეფორმაციის შემდეგ რომლის დროსაც პროტესტანტულ სახლებსა და კათოლიკურ შობის სცენებში შეგხვდებოდათ
პაპმა გრეგორ პირველმა ახ. წ. 601 წელს თავის მისიონერს ინგლისში, მელიტეს, მისწერა, რომ „კი არ შეეწყვიტა უძველესი წარმართული დღესასწაულების აღნიშვნა, არამედ ეკლესიის რიტუალებში გამოეყენებინა ისინი, მხოლოდ წარმართული მოტივები ქრისტიანულით შეეცვალათ“. ამას გვაუწყებს არტურ ვიგოლი, რომელიც ერთ დროს ანტიკური ეგვიპტის მთავრობის შემსწავლელი იყო.
უფრო ცუდი ისაა, რომ რომის ეკლესიამ ამ დღესასწაულით პირდაპირ ჩაანაცვლა წარმართულ კულტში ძალიან პოპულარული ზამთრის ბუნიობის დღე, რომლის გარშემოც თავს იყრის ღონისძიებათა მთელი პლეადა: ღვთაება მითრას დაბადების დღე, «დაუმარცხებელი მზის» დღე და ა.შ. ჩვენი მხსნელის დაბადების დღის აღნიშვნა გვინდა? კარგი, ჩვენ ამისთვის გვაქვს 364 დღე წელიწადში – რატომ მაინც და მაინც ამ დღეს, და არა ერთი დღით ადრე ან ერთი დღით გვიან? რატომ არ შეიძლებოდა ამ დღესასწაულის თუნდაც სხვა თვეში დანიშვნა?
შეიძლება იესოს იმაზე უფრო მეტად დაცინვა, ვიდრე მისი მოხსენიება ცრუ ღვთაების დაბადების დღეს? . ეს ზუსტად იგივეა, რომ ქრისტეს პატივი მივაგოთ მითრას ტაძარში. ეს უფრო უარესია, ვიდრე სხვადასხვა უწმინდური დღესასწაულები - მაგალითად ჰელოვინი: იქ უწმინდურებას ზედაპირულად მაინც მოიხსენიებენ, აქ კი უწმინდურების გვერდით იესოს აყენებენ.
ჩვენ კარგი გაკვეთილის სწავლა შეგვიძლია ძველ იუდაში მომხდარი ისტორიული მოვლენიდან. ძვ. წ. 612 წელს იუდაელებმა იერუსალიმის ტაძარში მზის წარმართული თაყვანისცემა შემოიღეს. განიწმინდა თუ არა ასეთი წარმართული თაყვანისცემა იმით, რომ ტარდებოდა იეჰოვა ღმერთის წმინდა თაყვანისმცემლობისთვის მიძღვნილ ადგილზე? იერუსალიმის ტაძარში მზის თაყვანისმცემლობის შესახებ ბიბლიის ერთ-ერთმა მწერალმა ეზეკიელმა დაწერა: „აჰა, უფლის ტაძრის შესასვლელთან, კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის, დამდგარა ოცდახუთიოდე კაცი . . . პირით აღმოსავლეთისკენ და ეთაყვანებიან მზეს აღმოსავლეთით. მითხრა: თუ ხედავ, ადამის ძევ? ნუთუ არ ეყო იუდას სახლს იმ სისაძაგლეთა ჩადენა, აქ რომ სჩადის, რომ აუვსია ქვეყანა ძალადობით და უფროდაუფრო მანრისხებს? აჰა, ცხვირთანა აქვთ მიტანილი რტოები“ (ეზეკიელი 8:16, 17).
დიახ, ნაცვლად იმისა, რომ განწმენდილიყო, თაყვანისმცემლობის ამ წარმართულმა ფორმამ მთელ ტაძარს საფრთხე შეუქმნა. ასეთმა ჩვეულებებმა მოიცვა იუდა და ქვეყანაში ძალადობის გავრცელებასა და ზნეობრივ დაცემას შეუწყო ხელი. იგივე ხდება ქრისტიანულ სამყაროშიც, სადაც სატურნალიების მზის თაყვანისმცემლობაში ფესვგადგმული ჩვეულებები შობად არის ცნობილი. საგულისხმოა, რომ ეზეკიელის მიერ ნანახი ხილვიდან რამდენიმე წელიწადში იერუსალიმმა ღვთის სასჯელი დაიტეხა თავს — ის ბაბილონელებმა ააოხრეს (მეორე ნეშტთა 36:15—20).
იესო ქრისტეს დაბადების დღე
ასევე მოდით აი რაზე დავფიქრდეთ: წმინდა წერილების შემქმნელმა, რომელმაც თავის სიტყვაში უამრავი, ამა თუ იმ მოვლენების თარიღები ჩაწერა, ასევე გვთავაზობს ზუსტ თარიღებს, რომელიც იესოს მიწიერ მსახურებასა და ცხოვრებას ეხება, ყოველივე ამის მიუხედავად მან არ ისურვა, იესოს, როგორც ადამიანის დაბადების თარიღის ჩაწერა!
ღმერთმა, რომელიც არასოდეს არაფერს არ ტოვებს თავისი ყურადღების მიღმა, განსაზღვრულად არ ისურვა ეს. ოთხი სახარებიდან არცერთში, არც პავლეს, პეტრეს, იაკობის, იუდას და იოანეს წერილებში მას მცირედი მინიშნებაც კი არ გაუკეთებია იმ ზუსტი კალენდარული დღის შესახებ, რომელ დღესაც მისი ძე დაიბადა დედამიწაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთს სწორად არ მიაჩნია ის, რომ ადამიანებმა იესოს დაბადების დღე აღნიშნონ! ეს დღესასწაული ღმერთისთვის მისაღები რომ ყოფილიყო, მაშინ ის, უთუოდ მიუთითებდა ამ თარიღს ბიბლიაში.
ამავე დროს კი, ბიბლია პირიქით, იესოს ჭეშმარიტ მიმდევრებს არაორაზროვან მითითებას აძლევს, რომ აღნიშნონ ქრისტეს სიკვდილის დღე, თანაც ამავდროულად ამის კონკრეტულ თარიღსაც მიუთითებს მათ – 14 ნისანი, ებრაული კალენდრით ყოველწლიური პასექის დღე (ლუკა 22:19,20; 1 კორინთელთა 11:23-26). ყოველივე ამით ისევ დასტურდება იეჰოვას თვალსაზრისი, რომელიც ეკლესიასტეს 7:1-შია გადმოცემული: «კარგი სახელი სჯობია კარგ ზეთს, სიკვდილის დღე - დაბადების დღეს»!
ამრიგად შობის დღესასწაული სათავეს იღებს არა ბიბლიიდან, არამედ ძველი წარმართული დღესასწაულებიდან, და თუ გავითვალისწინებთ ყოველივე ზემოთქმულს, გასაგებია, თუ რატომ იკავებენ თავს შობის დღესასწაულში მონაწილეობისგან. საღვთო წერილში მოცემული მითითების თანახმად, ისინი ცდილობენ ‘[„ჩვენი ღვთის თვალში“, აქ] წმიდა და შეუბღალავი სამსახური’ გასწიონ და ‘თავი დაიცვან წუთისოფლისგან’ (იაკობი 1:27).
ღვთისა და იესოს განდიდების გაცილებით უკეთესი შესაძლებლობა
მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, ზოგი ფიქრობს, რომ მაინც უნდა აღნიშნონ შობა. მათი აზრით, თუ ეს დღესასწაული ღირსეულად აღინიშნება, ამით ქრისტეს პატივს მიაგებენ.
ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ ქრისტეს მიმდევრებს მისი დაბადების დღე უნდა ეზეიმათ. მაგრამ ბიბლიაში ჩაწერილია კონკრეტული მითითება, რომ უნდა აღინიშნოს იესოს სიკვდილის დღე, რასაც იეჰოვას მოწმეები ყოველწლიურად აკეთებენ (ლუკა 22:19). სწორედ ეს არის იესოსთვის პატივის მიგების ერთ-ერთი საშუალება.
სიკვდილის წინა ღამეს იესომ თქვა: „თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ“ (იოანე 15:14). მან აგრეთვე დასძინა: „თუ გიყვარვართ, ჩემს მცნებებს დაიცავთ“ (იოანე 14:15). აქედან გამომდინარე, იესო ქრისტესთვის პატივის მიგების საუკეთესო გზა ის არის, რომ გავეცნოთ მის სწავლებებს და დავიცვათ.
P.s შობის დროს საჩუქრების ჩუქების ტრადიცია მოგვების მიერ იესოსთვის ძღვნის მიტანას არანაირად არ უკავშირდება. მათ საჩუქრები იესოს მიართვეს და არა ერთმანეთს. იმ დროს ცნობილ ადამიანებთან სტუმრობისას საჩუქრების მირთმევა ჩვეულებრივი რამ იყო.„ენციკლოპედია ამერიკანაში“ ვკითხულობთ: „სატურნალიის დროს . . . მართავდნენ ლხინს და ერთმანეთს საჩუქრებს უძღვნიდნენ“ (1977, ტ. XXIV, გვ. 299)
ქვემოთ კი გთავაზობთ ვიდეოს, სადაც დეკანოზი აღიარებს: და ისტორიული ფაქტი მოყავს,რომ პირველი ეკლესია არ აღნიშნავდა დაბადების დღეს და შობას. დაბადების დღეს კი წარმართულად თვლიდნენო,ამიტომაც ამ დღეს არ ანიჭებდნენ მნიშვნელობასო
საწინააღმდეგო აზრის განხილვა:
განა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ როგორი წარმომავლობა აქვს დღესასწაულს?
პასუხი: სიტუაცია წარმოვიდგინოთ:
რომელიღაც ქვეყანაში, ძალაუფლებით აღჭურვილი პირები ადოლფ ჰიტლერს ძალიან დიდ პატივს სცემენ, მათთვის ის გმირია და ა.შ. მათ ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ სახელმწიფო დღესასწაულის სახით — მისი დაბადების დღე — 20 აპრილი დანიშნონ. თუმცა, რადგან ესმით, რომ ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ეს იდეა საერთოდ არ მოეწონება, ეს ჯგუფი წყვეტს, რომ ჰიტლერის დაბადების დღე «შენიღბოს», მაგალითად როგორც «საყოველთაო სიხარულის დღედ», რათა ყველასათვის ადვილი იყოს მისი მიღება. ხალხი მზადყოფნით იღებს ამ დღესასწაულს და მრავალი წლის განმავლობაში აღნიშნავს. ხალხისთვის ის «შინაური», საოჯახო დღესასწაული ხდება. თუმცა რამოდენიმე წლის შემდეგ ის ფაქტი აშკარავდება, რომ ეს ზეიმი ადოლფ ჰიტლერის საპატივცემულოდ იყო ჩაფიქრებული და მისი აღნიშვნის თარიღი, რეალურად ჰიტლერის დაბადების დღეა და ა.შ. აქვს თუ არა მნიშვნელობა მოცემულ შემთხვევაში დღესასწაულის წარმომავლობას? დღესასწაულს ხომ სიხარული მოაქვს ხალხისთვის, ის ხომ ოჯახებს კრებს ერთად?... გონიერ ადამიანებში დღესასწაულის წარმომავლობის ამგვარი ფაქტების გამოაშკარავება, აღშფოთებასა და გაუცხოებას გამოიწვევდა. მოაზროვნე ადამიანები უარს იტყოდნენ ამგვარ დღესასწაულზე.
რაც არ უნდა უცნაური იყოს, მსგავსი სქემა მუშაობს დღეს პოპულარული დღესასწაულების უმრავლესობის შემთხვევაში. ხალხი ამ დღესასწაულებს შეეჩვია, ისინი «კულტურის» ნაწილი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობის წარმომავლობა უკეთესი როდია. თუმცა მოყვანილ მაგალითზე დაფიქრებისას, შეგვიძლია ის განვსაზღვროთ: «აქვს რაიმე მნიშვნელობა იმას, თუ როგორი წარმომავლობა აქვს იმ დღესასწაულს, რომელსაც მე ავღნიშნავ? სინამდვილეში ვის მივაგებ პატივს მისი აღნიშვნისას?»
თურმე, მნიშვნელობა აქვს.
No comments:
Post a Comment