ხშირად კრიტიკოსები მოწმეების მისამართით იმ არგუმენტს იყენებენ რომ თუკი მათ ღმერთი ხელმძღვანელობს რატომ აქვთ ახალი გაგება და მათ არ გაუცხადდათ ერთბაშად ყველაფერიო.ამით მათ იმის ჩვენება სურთ, რომ თითქოს უცდომლობა ჭეშმარიტების კრიტერიუმია, და ეს კრიტერიუმი მოწმეებს არ აქვთ. ამ საკითხში გასარკვევად თავდაპირველად ვისაუბროთ რა სხვაობაა სულით შთაგონებას,(რომელიც ბიბლიის დამწერებს მიეცათ) და სულით მოქმედებასა და ხელმძღვანელობას შორის
როცა ადამიანი აცხადებს რომ ღვთისგან არის შთაგონებული ეს ნიშნავს რომ მისი სიტყვები სინამდვილეში უშუალოდ ღმერთისგან მოდის(2ტიმ3:16) როცა მოწმეები ამბობენ რომ წმინდა სულით არიან მართულნი (მათ4:1)(საქ8:29)(რმ8:14) ეს ჩანს შედეგებში რომლებზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ
იეჰოვას მოწმეები თვლიან, რომ მათ ღმერთი ხელმძღვანელობს. მაგრამ «ხელმძღვანელობა» – ეს უფრო ფართო გაგებაა, ვიდრე «შთაგონება». შთაგონებაც ხელმძღვანელობის ფორმაა, მაგრამ ასევე სხვა ფორმებიც არსებობს.
არ შეიძლება იმ სიტუაციების გათანასწორება, როდესაც ადამიანი ღვთის შთაგონებით უტყუარ ინფორმაციას იღებს და როდესაც ის ხელმძღვანელობას რომელიმე უტყუარი წყაროდან მოიპოვებს, იქნება ეს წერილი თუ ანგელოზი. რატომ?
პირველ შემთხვევაში ღმერთი შეიბყრობს ადამიანს და აძლევს ჩვენებას, გამოცხადებას (ხანდახან ძილში) ან ტრანსში. ადამიანი ღმერთის აზრებსა და ნებას იღებს და ქმნის ისეთ ინფორმაციას, რომლის გაგებაც მას ვერანაირად ვერ შეეძლო.
მეორე შემთხვევაში კი ადამიანმა შეიძლება უბრალოდ ვერ გაიგოს ან იგნორირება გაუკეთოს რაიმე ცალკეულ აზრებს. მისი მტკიცებულებების სიზუსტე სრულიად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწორად გაიგო მან შთაგონებული წყარო].
ძმა რასელს კარგად ესმოდა ეს და ამიტომ წერდა: «ყველაზე მეტი, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ ან ოდესვე ვამტკიცებდით ჩვენს სწავლებებთან დაკავშირებით, არის ის, რომ ჩვენ ისინი ღვთის სიტყვის ჰარმონიულ განმარტებად მიგვაჩნია, ჭეშმარიტების სულში», და დაამატა: «ჩვენ შორს ვდგევართ იმ აზრისაგან, რომ პრეტენზია განვაცხადოთ სრულ შთაგონებაზე»
ამრიგად ერთის მხრივ ისინი არ არიან შთაგონებული უშუალოდ ღვთისგან გაგზავნილი სიტყვით. მაგრამ ისინი აღძრულნი არიან ღვთის ნების შესასრულებლად წმინდა სულის ძალის გზით. და ეს ორი განსხვავებული რამაა მაგრამ ამავე დროს ღვთის ხელმძღვანელობა
და მაინც ეს ხელს არ უშლის შეცდომების დაშვებაში მაგრამ, აღძრავს მათ ღვთიური ნაყოფებისკენ.
ადრინდელ ქრისტიანებსაც აშკარა სასწაულის საშუალებით არ მიუღიათ სინათლე, რომ წინადაცვეთა აღარ მოეთხოვებოდა იეჰოვას მსახურებს. უფრო მეტიც, ამ საკითხზე მეტი ნათელის მოფენა მათ იმის საშუალებით მიიღეს, რომ იკვლევდნენ საღვთო წერილს, ხელმძღვანელობისთვის სულიწმიდას ეყრდნობოდნენ და ისმენდნენ პეტრესა და პავლეს შემთხვევებს წინადაუცვეთელი არაებრაელების რწმენაში მოქცევასთან დაკავშირებით (საქმეები 15:6–21). მიღებული გადაწყვეტილება დაწერეს წერილში, რომლის ნაწყვეტშიც ვკითხულობთ: „მართებულად მიიჩნია სულიწმიდამ და ჩვენც, რომ არავითარი ზედმეტი ტვირთი არ დაგაკისროთ, გარდა იმისა, რაც აუცილებელია. თავი შეიკავეთ ნაკერპავთაგან და სისხლისაგან, დამხრჩვალისა და სიძვისაგან“ (საქმეები 15:28, 29). ამრიგად, ადრინდელი ქრისტიანები გათავისუფლდნენ წინადაცვეთის წესისა და მოსეს რჯულის სხვა მოთხოვნებისგან.(ახალი გაგება დაამკვიდრეს ამ საკითხზე) რომლებსაც მანამდე იცავდნენ იგივე ქრისტიანები
თუმცა იეჰოვას იმდროინდელი ქრისტიანებისთვის თავისი განზრახვის ყველა მხარე არ გაუშუქებია. მოციქულმა პავლემ პირველი საუკუნის თანაქრისტიანებს უთხრა: «ახლა ჩვენ ვხედავთ [„ლითონის“, აქ] სარკით, ბუნდოვნად» (1 კორინთელთა 13:12). ასეთი სარკის ზედაპირი საგნებს კარგად არ ირეკლავდა. აქედან გამომდინარე, სულიერი შუქით უზრუნველყოფილი გაგება თავდაპირველად შეზღუდული იქნებოდა. და არ იქნებოდა ერთბაში
როდესაც ადრინდელმა ქრისტიანებმა გაიგეს, რომ შეიძლებოდა წინადაუცვეთელი წარმართებიც მათი თანამორწმუნეები გამხდარიყვნენ, მათში წამიოჭრა კითხვა: „აუცილებელია თუ არა ამ ხალხის წინადაცვეთა?“ ამან მოციქულები და უხუცესები წინადაცვეთის საკითხის მთლიანად ხელახლა გამოსაკვლევად აღძრა. იგივე მაგალითი მოქმედებს დღესაც. რომელიმე ბიბლიურ საკითხებზე მეტი ნათელის მოფენას , „ერთგული და გონიერი მონა“, ამ საკითხთან დაკავშირებული თემების ხელმეორედ გამოკვლევამდე მიჰყავს,
ბიბლიაში ნათქვამია: „განა ღვთისგან არ არის ახსნა?“ (დაბ. 40:8). თუ მოწმეებს წმინდა წერილების შესწავლის დროს უჭირთ რომელიმე მონაკვეთის გაგება, მათ ღვთის შთაგონებულ სიტყვაში უნდა მოძებნონ სხვა ადგილები, რომლებიც ნათელს მოჰფენს ამ საკითხს. ამგვარად, ისინი საშუალებას აძლევენ ბიბლიას, თავად ახსნას მასში ჩაწერილი ესა თუ ის მონაკვეთი და ცდილობენ, ჩასწვდნენ ჭეშმარიტების ნიმუშს, რომელიც ღვთის სიტყვაშია ჩაწერილი (2 ტიმ. 1:13).
სხვა ბიბლიური მაგალითებიც ადასტურებს იმას, რომ მისი ნებისა და მიზნების შესახებ ცოდნას ხშირად თანდათანობით ეფინება ნათელი., აბრაამს სრულად არ ესმოდა, თუ როგორ შესრულდებოდა იეჰოვას დანაპირები შთამომავალთან დაკავშირებით (დაბ. 12:1—3, 7; 15:2—4; შეადარეთ ებრაელების 11:8). დანიელს არ ესმოდა, რა შედეგს გამოიღებდა საბოლოოდ მის მიერ ჩაწერილი წინასწარმეტყველებები (დან. 12:8, 9). დედამიწაზე ყოფნისას იესომ აღიარა, რომ არ იცოდა ქვეყნიერების აღსასრულის დღე და საათი (მათ. 24:36). მოციქულებმა თავიდან არ იცოდნენ, რომ იესოს სამეფო ზეცაში იქნებოდა, ის პირველ საუკუნეში არ დამყარდებოდა და მას უცხოტომელებიც კი დაიმკვიდრებდნენ (ლუკ. 19:11; საქ. 1:6, 7; 10:9—16, 34, 35; 2 ტიმ. 4:18; გამოცხ. 5:9, 10).
გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვა დღესაც ხელმძღვანელობს თავის ხალხს, როგორც ორგანიზაციას, და თანდათანობით ნათელს ჰფენს ბიბლიურ ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტება არ იცვლება. ჭეშმარიტება ყოველთვის ჭეშმარიტებად რჩება. ბიბლიაში ჩაწერილი იეჰოვას ნება და განზრახვა უცვლელია (ეს. 46:10). მაგრამ ისინი ამ ჭეშმარიტებას იგებენ თანდათანობით, დროულად, იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს (მათ. 24:45; შეადარეთ დანიელის 12:4, 9
გამომდინარე ზემოთ თქმულიდან დავსვათ რიტორიკული კითხვა: ხომ არ მიანიშნებს იეჰოვას მოწმეების მიერ გაკეთებული ნაადრევი დასკვნები იმაზე, რომ ღმერთი არ ხელმძღვანელობს მათ? თუ ეს ასეა, მაშინ მოწაფეებიც არ იქნებოდნენ ღვთის რჩეულები და ღმერთი არ უხელმძღვანელებდა მათ, რადგან ისინიც სვამდნენ კითხვებს, მათ დროში ხომ არ დამყარდებოდა ღვთის სამეფო! (საქ. 1:6; შეადარეთ საქმეების 2:47; 6:7). არც იესომ იცოდა მაგალითად თუ როდის მოხდებოდა ქვეყნიერების აღსასრული(მათ24:36) და ჩვენ ღვთის მსახური ადამიან3ბისგან ვითხოვთ ყოვლისმცოდნეობას რაღან მათ სული ხელმძღვანელობს?
იეჰოვას მოწმეები დარწმუნებული რიან რომ მათი რელიგია ჭეშმარიტი , რადგან მათ სწამთ ის, რასაც ბიბლია ამბობს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების განმასხვავებელი ნიშნების შესახებ, და ამ ნიშნების თანახმად იქცევიან. მათი თანამედროვე ისტორია, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი, არა მხოლოდ ცალ-ცალკე, არამედ როგორც ორგანიზაცია, აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს: ერთგულად აცხადებენ, რომ ბიბლია ღვთის წმინდა და ჭეშმარიტი სიტყვაა (იოან. 17:17); არ მონაწილეობენ ქვეყნიერების საქმეებში (იაკ. 1:27; 4:4); ქადაგებენ ღვთის სახელის, იეჰოვას შესახებ და აცხადებენ, რომ ღვთის სამეფო კაცობრიობის ერთადერთი იმედია (მათ. 6:9; 24:14; იოან. 17:26) და გულწრფელად უყვართ ერთმანეთი (იოან. 13:34, 35).
ხოლო კრიტიკოსების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ღვთის სულით მართვა, ძალიან გაზვიადებულია. ამიტომ მათ იმის ხილვა სურთ, რისი არსებობაც დღეს ფაქტიურად შეუძლებელია. ეს, დაახლოებით, ისეთივე სიტუაციაა, როგორც ათეისტების შემთხვევაში, რომლებიც ამბობენ: "მაჩვენეთ ღმერთი და ვიწამებ". თუმცა სხვა მრავალი საშუალება არსებობს, მაგრამ ათეისტს მაინცდამაინც მისი დანახვა სურს, ვისი დანახვაც შეუძლებელია.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მრავალი უკონფესიო, თუ კონფესიური რომელიც მოწმეებს აკრიტიკებს, ფიქრობს, რომ წმინდა სულით ხელმძღვანელობაში მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ზებუნებრივი გამოცხადებები იგულისხმება, რომლებმაც მაშინვე უნდა გახადონ აშკარა მთელი ბიბლიური ჭეშმარიტება, 100 პროცენტით. ისინი ფიქრობენ, რომ ღვთის ერთგული ხალხი არასოდეს არ უნდა ცდებოდეს, ამიტომ მაშინვე ცნობილი უნდა გახდეს მთელ პლანეტაზე, რომელსაც სატანა მართავს, როგორც ჭეშმარიტი ღვთის ერი, რათა ყველა ხალხი და მთავარი თითს იშვერდეს მათკენ და ამბობდეს: "ყველამ შეხედეთ, აი ღვთის ხალხი, ერთადერთი, ესაა ყველაზე ჭეშმარიტი ხალხი, რადგან ამ ხალხს ღმერთმა მაშინვე ყველაფერი გაუხსნა! ყველა მათ შეუერთდით ხალხო, იმიტომ რომ მათთან ბიბლიის 100 პროცენტით სწორი გაგებაა!". ასეთი სცენარების ხილვა სურთ?მისი სასწაულებით იესოც კი არ აღიარა უმრავლესობამ (საქმეები 13:27), და პირველ ქრისტიანებსაც მათი სასწაულებით ხოცავდნენ და წვავდნენ. ეხლა კი მსოფლიო უბრალოდ უნდა ადგეს და ჭეშმარიტი ქრისტიანები აღიაროს?
ისინი მაქსიმალისტები არიან, რომლებიც სპეციალურად აზვიადებენ სიტყვების აზრს იქ, სადაც ამის გაკეთება არ ღირს, იქ კი სადაც ღირს, ამცირებენ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ისინი მოწმეებში იმას ვერ ხედავენ, რისი დანახვაც სურთ. და არა იმიტომ, რომ მოწმეებს ეს არ აქვთ, არამედ იმიტომ რომ ეს საერთოდ არ არსებობს და დღეს შეუძლებელია მისი არსებობა. შეუძლებელია მისი არსებობა, მაგრამ კრიტიკოსებს და უკონფესიოებს ამის ნახვა მაინც უნდათ, შემდეგ კი უკვირთ, რატომ ვერ პოულობენ ამას მოწმეებთან. აი ასეთი პარადოქსია.
ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, როგორ მართავს ღმერთი დღეს თავისი სულით, რათა შემდეგ გავიგოთ, თუ სინამდვილეში ვის უწევს ხელმძღვანელობას. ამაზე თუ შევჩერდებით, მაშინ მრავალი დაეთანხმება (და მათ შორის უკონფესიოებიც) იმას, რომ დღეს ზებუნებრივი სახით ღვთის სული არავის ხელმძრვანელობს, ანუ არავის აძლევს იმ ზებუნებრივ ნიჭებს, რომლებსაც პირველ ქრისტიანებს აძლევდა: განკურნების, ენებზე ლაპარაკის, წინასწარმეტყველების, მკვდრების აღდგენისა და სხვადასხვა ხილვებისა და გამოცხადებების ხილვის ნიჭებს. ყველაფერ ამას ღმერთი დღეს არ აძლევს არც უკონფესიოებს და არც სხვა რომელიმე კონფესიას. და ეს ყველაფერი მშვენივრად ესმით. ასეთ შემთხვევაში კი ჩვენ ორი გზა გვაქვს. ან ასეთი ნიჭების არარსებობა მივიჩნიოთ იმად, რომ ღმერთი თავის სულს არავის არ აძლევს, თუმცა ასეთი თვალსაზრისით ათეიზმამდე სულ ორი ნაბიჯია, რადაც იქცნენ კიდევ ზოგიერთი უკონფესიოები; ან უნდა ვაღიაროთ, რომ ღვთის წმინდა სული მოქმედებს, ოღონდ არა ისეთი სახით როგორც ადრე, და არა ისსე როგორც კრიტიკოსწბ სურთ. და მხოლოდ ამის შემდეგ განვსაზღვროთ თუ კონკრეტულად ვის ხელმძღვანელობს.
მაგრამ მოდით, თავიდან, ის განვსაზღვროთ, თუ როგორ მოქმედებს ის. თუ ზებუნებრივი სახით არა, ესე იგი აშკარაა, რომ ღვთის წმინდა სულის მოქმედების ხილვა შესაძლებელია, მაგალითად, გარკვეულ შეცდომებზე და არასწორ სწავლებებზე მუშაობის შედეგებში, ქრისტიანთა მოქმედებების კარგ ნაყოფებში (გალატელები 5:22,23), ერთგულებასა და ერთ გუნდად შეკრულობაზე დაკვირვებით, რომლებსაც ქრისტიანები რაიმე სარგებლის გამო კი არ ავლენენ, არამედ ღვთის სიყვარულის გამო, იმიტომ რომ ესმით, რომ ეს სწორია, და ღმერთს ერთ დიდ ოჯახად ემსახურებიან, როგორც ეს პირველი ქრისტიანების შემთხვევაში იყო. თუ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილს ღვთის სულის ხელმძღვანელობის შედეგებად ვაღიარებთ, მაშინ უბრალოდ იმის გაგებაღა გვრჩება, თუ ვინ შეესაბამება ამ ყველაფერს და ვინ არა.
მაშ ასე, ჩვენ დავინახეთ, რომ წმინდა სულის მოქმედების დანახვა და შეცნობა სინამდვილეში შესაძლებელია. თუმცა კითხვა წამოიჭრება, შესაძლებელია თუ არა, რომ ღმერთი დღეს თავისი სულით ხელმძღვანელობდეს ადამიანთა ჯგუფს, რომლებსაც შეცდომები დაუშვიათ და არც დღეს არიან დაცულები შეცდომებისაგან, მაგრამ სურთ ერთგულად ემსახურონ ღმერთს და მიაჩნიათ, რომ ღმერთმა ისინი ამოირჩია? ღმერთი ზუსტადაც რომ ასე აკეთებს, ის დროს იძლევა გასარკვევად, უშვებს, რომ შეცდომები დაუშვან მათ, ვინც მისი ნების შესრულებას ცდილობენ, იმისათვის, რომ მათი ნამდვილი მოტივები და ერთიანობა გამოავლინოს და, რათა მრავალწლიანი სირთულეების შემდეგ დაინახოს, ზუსტად ბიბლიის მიხედვით თუ ცხოვრობენ ისინი, ცდილობენ თუ არა რომ კვლავ მთელი გულით გააგრძელონ ღვთისადმი მსახურება, და ასევე, სწორი მოტივები აქვთ მათ თუ არა? და თუ ქრისტიანთა ასეთი ჯგუფი იკვეთება, განა ღმერთი ვერ მოძებნის საშუალებას, არა ზებუნებრივს, არამედ სხვა სახით წარმართოს ეს ხალხი ჭეშმარიტებისაკენ, მხარი დაუჭიროს მათ და გულწრფელი ადამიანები მიიზიდოს მათკენ? მართლაც ღმერთს აქვს ამის გაკეთების საფუძველი, და დღეს ის ზუსტად ასეც იქცევა.
რას ამბობს ბიბლია არა შთაგონებული ადამინების მორჩილებაზე?
წმინდა წერილებში მორჩილების პირობა არ გამომდინარეობს იქედან არის თუ არა პიროვნება შთაგონებული. არამედ მათი პასუხისმგებლობიდან გამომდინარეობს, რომელიც აქვს ქრისტიანულ კრებაში.
ბიზნეს სფეროში ვალდებული ხართ დაემორჩილოთ მენეჯერის მითითებებს, არა იმიტომ რომ ის უშეცდომოა, არამედ იმიტომ რომ ის არის პასუხისმგებელი თქვენს განყოფილებაზე. ანალოგიურად ქრისტიანულ კრებაში მორჩილება და მორჩილების მოთხოვნა არ განისაზღვრება შთაგონებულობისა თუ უშეცდომობის კრიტერიუმით ამის მაგალითებია:
როგორც ხედავთ ჩვენი მორჩილება მათ პასუხისმგებლობას ეფუძნება
გარდა ამისა ქვემოთ მოცემულია ადამიანების კატეგორია რომლებიც, არ არიან შთაგონებულნი და უშეცდომონი, მაგრამ ადამიანები და იგივე მოწმეთა ოპონენტები ემორჩილებიან მათ ესენი არიან:
ხელისუფლების წარმომადგენლები
სასწავლებლების პროფესორები
კომპანიის მენეჯერები
მშობლები
და სხვა
მიუხედავად ამ ნათელი ფაქტისა მოწინააღმდეგეები ირწმუნებიან რომ ვინაიდან ხელმძღვანელი საბჭო არ არის შთაგონებული ჩვენ არ გვმართებსო მათი მორჩილება და არც მათმა უნდა მოითხოვონო ეს.
მიუხედავად ამისა იგივე ხალხი მზად არის დაემორჩილოს ზემოთხსენებულ პირებს და მათ მიერ შექმნილ კანონებს. ნათელია რომ ისინი ავლენენ მიკერძოებას და ორმაგი სტანდარტების მსჯელობით ცდილობენ ხელმძღვანელი საბჭოს დისკრედიტაციას.რაც მარტივად აშკარავდება
იესომ დაპირდა მის მიმდევრებს რომ დანიშნავდა ერთგულ და გონიერ მონას რომელიც იზრუნებდა ადამიანების სულიერ მოთხოვნილებებზე და სათანადო დროს საკვების მიწოდებაზე იქნებოდა პასუხისმგებელი(მათ24:45)
მაგრამ მას არ უთქვამს რომ მონა შთაგონებული იქნებოდა ან უზადო საზრდოს მოამზადებდა მან ისიც კი თქვა რომ შეიძლება ზოგი ბოროტიც კი ყოფილიყო. ხოლო თუ შთაგონებაზე და უშეცდომობაზე ვისაუბრებთ მაშინ ბოროტი რომელიც უამრავ შეცდომას უშვებს ვერ შეიძლებოდა ყოფილიყო მათ რიგებში
ამრიგად კორექტირება და შეცდომების აღიარება აჩვენეს იმას რომ:
1.მონა ავლენს თავმდაბლობას
2.მათ არ სურთ ბრმა მორჩილება!ცვლილებების მიზეზები განიმარტება ხოლმე საფუძვლიანად(წინააღმდეგ შემთხვევაში იმ შეხედულებაზე დარჩება რაც თავდაპირველად ქონდა და გაატარებს ამ დადგენილებებს კრებებში მაგრამ მას სურს წმინდა წერილების მიყოლა ჭეშმარიტების სულში). ამრიგად ჩვენ გვაქვს საფუძველი ნდობისა და მორჩილებისა ღვთის კრებულზე დაყენებული საბჭოსი
თუ უკვე გაქვთ ჭეშმარიტება ახალი გაგება რაღატო გაქვთ? თუ სიმართლე გაქვთ ის არ უნდა შეიცვალოსო ისმის ზოგჯერ რეპლიკის სახით
ამაზე ნაწილობრივ ვისაუბრეთ ზემოთ პირველი ქრისტიანების მაგალითზე როცა წინადაცვეთის საკითხი შეცვალეს რომელსაც მანამდე იცავდნენ.
ამაზე ნაწილობრივ ვისაუბრეთ ზემოთ პირველი ქრისტიანების მაგალითზე როცა წინადაცვეთის საკითხი შეცვალეს რომელსაც მანამდე იცავდნენ.
როცა ვამბობთ რომ გვაქვს სიმართლე ეს არ ნიშნავს იმას რომ საგუშაგო კოშკში ყოველი დაწერილი სიტყვა უზადო და უშეცდომოა. ჩვენ ვსაუბრობთ რწმენის მთლიან სხეულზე როცა ვინმეზე ვამბობთ რომ მას ყავს შესანიშნავი მშობლები ეს არ ნიშნავს იმას რომ მათი ყოველი საქმე უზადოა.ჭეშმარიტება არის ის რაც ბიბლიაში წერია ინ17:17 სანამ ბიბლია არის ჩვენი ჭეშმარიტების წყარო და მზად ვართ მას მოვერგოთ ჩვენში რჩება ჭეშმარიტება(ინ8:31,32)
წმინდა წერილები არაერთგან მიუთითებს თანდათანობით ცოდნის მატებაზე და ნათელის მოფენაზე ღვთის სიღრმეების შესახებ და არა უცაბედ გამოცხადებაზე.
(იგ4:18 )შეადარეთ (დან12) სა და (2პეტრ 1:19) ის ფაქტი რომ მოწმეები მეტის გაგებას ცდილობენ იმის მიმანიშნებელია, რომ მათ არ ეშინიათ ამის აღიარების რომ ყოველთვის ცდილობენ იფრო და უფრო ღრმად ჩაწვდნენ ღვთის სიღრმეებს(რომ3:23)(ებრ13:7) მაგრამ ზოგიერთმა რელიგიებმა დააჯერა ადამიანები,რომ ისინი უშეცდომონი არიან რადგან თითქოს ღვთის ხალხი ასეთი უნდა იყოს.(მაგრამ რაღაცის არაღიარება და ჯიქურ პირველი შეხედულების ერთგულება უშეცდომობას არ ნიშნავს) ეს უფრო ამპარტავნებას და სიჯიუტეს უსმევს ხაზს
შეიძლება იყოს დეტალები რომელიც საჭიროებდეს დახვეწას ან შემდგომი კვლევის დროს გახდეს ნათელი უფრო (1კორ13:8-12) დღეს სასწაულებრივ შტაგონებას არ აქვს ადგილი კორინთელების წერილში ნათლად წერია რომ შეწყდებოდა ეს და სხვა ძღვენები(1კორ13:8-10)
ყველაფერი იესომაც კი არ იცოდა (მათ 24:36) რა იესოს ღვთის სული არ ქონდა.თუ ღვთის ჭეშმარიტი ძე არ იყო? დათუ მან არიცოდა ჩვენ რა იესოზე დიდები ვართ? გასათვალისწინებელია ისიც, რომ შემდგომ განდგომილებამ იჩინა თავი (2თეს2:1-12)(1ტიმ4:15)(2ტუმ4:3-5)
ამიტომ საჭირო იყო კიდევ ერთხელ უკანასკნელ ჟამს ეტაპობრივად გაეცნოთ ადამიანებს ჭეშმარიტება და ჩაწვდომოდნენ სიღრმეებს უფრო ახლოს შეადარეთ (დან12:4)
ჭეშმარიტებაში ყოფნა ხომ შეცდომების დაშვების შემთხვევაშიც შეიძლება, ასე არ არის? ღვთის რჩეულიც შეიძლება იყო და შეცდომებს უშვებდე, ხომ ასეა? შეიძლება, იმიტომ რომ ისინიც კი, ვისაც პირადად ღმერთი ირჩევდა, არასრულყოფილ ადამიანებად რჩებოდნენ და ამის უამრავი ბიბლიური მაგალითი არსებობს. მაშინ რა არის განმსაზღვრელი? მოტივები, საქმეები და განწყობა! ის კი არ არის ჭეშმარიტებაში, ვინც ყველაფერს უცბათ მიხვდა რატომღაც, არამედ ის, ვისაც მიზნად აქვს დასახული ბიბლიური ჭეშმარიტება ეძებოს, იპოვოს, და მის შესაბამისად შეიცვალოს, ეცადოს სწორ გზაზე დარჩეს, მაშინაც კი თუ ამისათვის დიდ მსხვერპლზე მოუწევს წასვლა. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ თუ ასეთი კეთილშობილური მიზნები გექნება, მაგრამ არ გექნება 100 პროცენტიანი ბიბლიური სწორი ცოდნა, ღმერთი მაინც წარგმართავს და ასეთ ჯგუფს დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ ის სწორ გზაზეა და ის ღმერთმა აირჩია და იწონებს. გარდა ამისა იეჰოვას მოწმეებს ძირითადი დოქტრინები რაც ჭეშმარიტების ღერძია არასდროს შეუცვლიათ ამას ცხადყოფს მარტივი რამ: შეგიძლიათ რაც ახლა სწამტ მოწმეებს რომელიც 15 ძირითად სეავლებას მოიცავს და ყველასთვის ხელმისაწვდომია ჩვენს საიტზე. და ის რასაც დასაწყისში ასწავლიდნენ. შეადაროთ ერთმანეთს. ამით ერთ დასკვნამდე მიხვალთ რაც ახლა გვწამს ის ყოველთვის გვწამდა და ვაღიარებდით. იხილეთ საიტის ბმული სადაც ის სწავლებებია წარმოდგენილი რაც გვწამს: https://www.jw.org/finder?wtlocale=GE&docid=502015242&srcid=share
მოწმეებში მე ვხედავ დიდ გულწრფელ სურვილს, მიუხედავად შეცდომებისა, წინ იარონ და გამოასწორონ ისინი, მათ ეს ძალიან სურთ და ამას სიცოცხლეს უძღვნიან, ეს კი ძალიან ბევრ რამეს მეუბნება.
მოწმეებში მე ვხედავ დიდ გულწრფელ სურვილს, მიუხედავად შეცდომებისა, წინ იარონ და გამოასწორონ ისინი, მათ ეს ძალიან სურთ და ამას სიცოცხლეს უძღვნიან, ეს კი ძალიან ბევრ რამეს მეუბნება.
ამრიგად ჩვენ:
1.მზად ვართ კორექტივების შეტანისთვის გაგებაში რაც თავმდაბლობისა და ღვთის ხელმძღვანელობაზე მიყოლის მაჩვენებელია
2.მიუხედავად იმისა რომ კორექტირება ხდება ძირითადი სწავლებები იგივე რჩება . და ისინი არცარასდროს შეცვლილა ესნია სწავლებები: ერთპიროვან ღმერთზე, იესოს როგორც მის მხოლოდშობილი ძისა და მხსნელის შესახებ,სულის უკვდავებისა და ჯოჯოხეთია სატანჯველია უარყოფა,
და რაშია აქ პრობლემა, თუ ეს კორექტირებები არ ეხებიან ფუნდამენტალურ ქრისტიანულ სწავლებებს?მაგალითად ვინ არის «ეს მოდგმა» მათეს 24:34-დან, როგორი თანმიმდევრობა ექნება მოვლენებს ბოლო დღეებში და მრავალი სხვა მეორეხარისხოვანი ინტერპრეტაციები. ისინი ვერავითარ ზემოქმედებას ვერ ახდენენ ჩემს რწმენაზე, ისინი ვერანაირად ვერ ახდენენ ზეგავლენას ჩემს შემოქმედთან ურთიერთობაზე, ისინი ვერ აქცევენ ჩემს თანამორწმუნეებს იმაზე ცუდ ქრისტიანებად, ვიდრე მანამდე იყვნენ
ქრისტიანული ერთობა მთავარი სწავლებების საფუძველზე მიიღწევა, რომლებიც ძალიან ბევრია, და იეჰოვას მოწმეებს არასოდეს გადაუხედიათ მათთვის. მე ვხედავ, რომ არცერთი მნიშვნელოვანი დებულება დღემდე შეცვლილი არ არის რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. და მხოლოდ ესაა მნიშვნელოვანი, მხოლოდ ეს განსაზღვრავს რწმენის დედააზრს და კონფესიის სახეს, ხოლო მილიონობით მეორე ხარისხოვანი დებულებები მიიღება დე-ფაქტო, როგორც რეგლამენტი, როგორც წესდება, და მეტი არაფერი. ადამიანი პოლიტიკურ პარტიაში ან საზოგადოებრივ ორგანიზაციაში მისი ძირითადი იდეალების გამო ერთიანდება, ხოლო დანარჩენ პროგრამას ავტომატურად იღებს, ისე რომ ყურადღებით არც კითხულობს. და რა თქმა უნდა, რომ ნებისმიერი ორგანიზაციას, მათ შორის რელიგიურს, უფლება აქვს რედაქტირება გაუკეთოს თავის წესდებას და თავის პროგრამას. თუ ჩემი ეკლესია გადაწყვეტს რომ რაიმე მცირე შესწორება შეიტანის დოქტრინაში, მე აბსოლუტურად არ ვარ წინააღმდეგი: ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი გახსნილი არიან ახალი ინფორმაციისთვის, მზად არიან ისწავლონ, რაიმე გააუმჯობესონ. მაჩვენეთ მე ერთი ეკლესია მაინც, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ დააცემენტა თავისი დოქტრინა და მას მერე არ შეუცვლია მასში მძიმეც კი. ეს ნაკლებად შესაძლებელია და საჭიროც არ არის. მე ეს არ მაწუხებს, და მე არ მესმის მათი, ვისაც ეს აწუხებს. მე მთელი გულით მეცოდება ის ხალხი, რომლებიც ისტერიკაში ვარდებიან ყოველთვის, როდესაც მათი ეკლესია რაიმე მეორეხარისხოვანი დებულების გაგებას ცვლის, რომელიც არაფერ სერიოზულს არ ცვლის ქრისტიანობაში. ეს ნიშნავს, რომ რელიგიური გამოცდილების წლებმა ჯერ კიდევ ვერ ასწავლეს მათ, თუ რა არის რწმენაში მთავარი და რა მეორეხარისხოვანი, სადაა საჭირო პრინციპულობა და სიმკაცრე და სად – კომპრომისი და მოქნილობა
პირადად მე არ ვიცი არცერთი შემთხვევა იმისა, რომ რომელიმე ადამიანი გამხდარიყოს ქრისტიანი, იეჰოვას მოწმე, ზუსტად იმიტომ რომ ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა გაეგო, თუ რას წარმოადგენს მათეს 24:34-ში ჩაწერილი «თაობა»! ასევე ჩემთვის ცნობილი არაა არცერთი ქრისტიანი, რომელიც მოწმე მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ მას ქადაგებისას როგორც იქნა ბოლოს და ბოლოს აუხსნეს, თუ როდის მიიღებს თავის ჯილდოს მათეს 24:45-47-ში ჩაწერილი «ერთგული და გონიერი მონა»! ან იქნებ, რომელიმე კრებაში არის ისეთი ხალხი, რომელთათვისაც ღვთის ხალხთან გაერთიანების გადამწყვეტ ფაქტორად იქცა ინფორმაცია, იმის შესახებ თუ როგორ განვითარდება ბოლო დღეებში მოვლენები.
პირადად მე ასეთ ხალხს არასოდეს შევხვედრივარ. მაგრამ მე ვიცი, რომ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციაში მრავალი მოიყვანა ღვთის შესახებ ჭეშმარიტების გაგების გულწრფელმა სურვილმა და ცოდვისა და სიკვდილისაგან განთავისუფლების შესახებ, მათთვის მიცემული იმედის მადლიერების გრძნობამ! და მათ ყველაზე ნაკლებად აღელვებდათ ის სპეციფიკური დეტალები, რომლებიც, პრინციპში, არანაირ გავლენას არ ახდენს იეჰოვა ღმერთთან ურთიერთობაზე და იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი მადლიერების ზრდაში. ეს იმაზე მიუთითებს, რომ იეჰოვას მოწმეები თავის რწმენას ღვთის სიტყვის ურყევ საფუძვლებზე აგებენ, მაგალითად, ისეთებზე, როგორიცაა სწავლება იეჰოვა ღმერთზე, მის ძე იესოზე და მის სამეფოზე. ეს ჭეშმარიტებები არ იცვლება და არ იყრება, როგორც ნაკლებმნიშვნელოვნები. ზუსტად ისინი წარმოადგენენ მთავარ მამოძრავებელ ძალას, რომლებიც მოწმეების ქრისტიანულ რწმენას აყალიბებენ! და ჩვენ თუ კვლავ ახალი აღთმის ცნობას მივაპყრობთ ჩვენს ყურადღებას, დავინახავთ, რომ იესოს და მისი მოწაფეების ქადაგების საფუძველს, ზუსტად ეს საკვანძო ჭეშმარიტებები წარმოადგენენ და არა სპეციფიური თემები, ისეთები როგორებიცაა, ზეციერ სამეფოში პატრიარქთა ყოფნა ან «სასამართლოს დღეს... სოდომისა და გომორას მიწის» გადარჩენის შესაძლებლობა (მათე 8:11; 10:15).
გასაგებია, რომ ბიბლია სხვადასხვა ასპექტებს ეხება, რომლებიც ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებას ეხება. მათ თავისი განსაზღვრული მნიშვნელობა გააჩნიათ. მაგრამ ზემოთმოყვანილ ძირითად სწავლებებთან შედარებით ეს საკითხები, უფრო, დამატებითი და თანმდევია.
ამრიგად ჩვენ არ შეგვიძლია ბრალი დავდო მათ «ცრუწინასწარმეტყველებებში», (როგორც ზოგიერთებს სურთ წარმოაჩინონ) იმიტომ რომ ისინი წინასწარმეტყველები კი არ არიან, არამედ მკვლევარები; წინასწარმეტყველი არ შეიძლება შეცდეს, მკვლევარი – შეიძლება.
მოდი განვიხილოთ კიდევ ერთი შეკამათება: თუ რაღაცეებს მეტი ნათელი ეფინება მაშინ რატომ ქადაგებთო იმას რაც მერე შეიძლება სხვაგვარად განიმარტოსო
მე თუ ვქადაგებ, მე ჭეშმარიტად მნიშვნელოვნად ვთვლი ამას, იმიტომ რომ ვხედავ ბიბლიურ მცნებებსა და პრეცენდენტებს ამის შესახებ. და თან ქადაგებისას მე სულაც არ მოვუწოდებ ადამიანებს იეჰოვას მოწმეები გახდნენ. მე პირველ რიგში მათ მოვუწოდებ გაჰყვნენ ქრისტეს, გამოიკვლიონ ბიბლია, ჩამოიყალიბონ რწმენის მიმართ პირადი და გააზრებული დამოკიდებულება – და მხოლოდ ამის შემდეგ, ამ პროცესის ბოლოს, შეუერთდნენ ამა თუ იმ ქრისტიანულ ჯგუფს. თუ ადამიანი მე შემომიერთდება, ძალიან მოხარული ვიქნები, ხოლო თუ არა – მე ნებისმიერ ვარიანტში ტყუილად არ მივსულვარ მასთან, თუ მან ქრისტიანული რწმენა შეიძინა. და მაინც მოწმეებს როგორც სხვას არავის, განასხვავებს იმის გაგება, რომ ქრისტიანული საზოგადოება – ეს პირველ რიგში წარმოადგენს გადამრჩენ მისიას მომაკვდავი მსოფლიოსთვის, და არა ინტერესების კლუბს ან კულტურულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს. მათ არ ეშინიათ რომ პირდაპირ თქვან: იყო ქრისტიანი – ნიშნავს იყო მისიონერი. ეს სუფთა სახარებისეული, მოციქულური მენტალობაა, რომელიც დაკარგულია თანამედროვე კონფესიათა დიდ უმრავლესობაში, და ეს ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.
კიდევ ერთი საკითხი ეხება პრეტენზიას იმის შესახებ თუ რატომ არ აქვს უფლება კრებაში ცალკეულ პირებს განსხვავებულად სწამდეთ? რატომ ითხოვს საბჭო რომ არ გავრცელონ თავიანთი განსხვავებული მოსაზრება სხვა მოწმეებთან?
აქ კარგი იქნებოდა დავფიქრებულიყავით თავმდაბლობის იმ ზოგიერთ მაგალითებზე, რომლებიც ღმერთმა მოგვცა თავის სიტყვაში. მათი დახმარებით ჩვენ იმის მნიშვნელოვანი გაკვეთილი შეგვიძლია მივიღოთ, თუ რამდენად აუცილებელია სხვების ინტერესებისა და სინდისის საკუთარ სურვილებზე მაღლა დაყენება.
მოციქული პავლე ფართოდ იყო ცნობილი თავისი მკვეთრი შეხედულებებით იესოსადმი რწმენით გამართლების სასარგებლოდ და მოსეს კანონის ბრმად მიყოლის საწინააღმდეგოდ (გალატელთა 3:10-14; 5:1). ამავდროულად, როდესაც იერუსალიმში აღმოჩნდა, პავლემ ადგილობრივი ძმებისაგან მიიღო რჩევა, რომ საჯაროდ შეესრულებინა ზოგიერთი რიტუალური დადგენილება, კანონის «წეს-ჩვეულება», რათა «ყველა გაიგებს, რომ, რაც შენზე გაუგიათ, უსაფუძვლოა, და რომ შენ სწორად იქცევი და კანონსაც იცავ» (საქმეები 21:20-26). შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რას გრძნობდა პავლე! თუმცა მას არ გამოუხატია სამართლიანი გულისწყრომა ძმების მიმართ და არ დაუწყია დაჟინებით მათთვის იმის ახსნა, რომ მისი პირადი შეხედულებები ეწინააღმდეგებოდნენ მათ შეხედულებებს. პირიქით, როგორც ბრძენი მსახური, მოციქული მათი სურვილისამებრ მოიქცა, რადგან ესმოდა და ითვალისწინებდა ადგილობრივი ძმების გრძნობებს და არ სურდა მათვის დაბრკოლებად ქცეულიყო.
არანაკლებ სამაგალითოა ასევე პავლეს თანაშემწის, ტიმოთეს მაგალითი. თავისი მსახურების დროს «პავლემ მისი თან წაყვანის სურვილი გამოთქვა, წაიყვანა კიდეც და წინადაცვითა იქ მცხოვრები იუდეველების გამო, რადგან ყველამ იცოდა, რომ ბერძენი მამა ჰყავდა» (საქმეები 16:1-3). ნიშნავდა თავისთავად წინადაცვეთა ღვთის მოწონებას ან გადარჩენას? არანაირად. პირიქით, თვითონ პავლე წერდა:
«მე, პავლე, გეუბნებით, რომ თუ წუნადაიცვეთთ, არავითარი სარგებლობა არ გექნებათ ქრისტესგან. გარდა ამისა, კვლავ ვმოწმობ ყოველი მამაკაცისთვის, რომელიც წინადაიცვეთს, რომ ის ვალდებულია მთელი კანონი შეასრულოს. თქვენ, ვინც კი ცდილობთ, კანონით იყოთ მართლებად აღიარებულნი, ჩამოშორებულნი ხართ ქრისტეს და მოწყვეტილი ხართ მის წყალობას. (გალატელთა 5:2-6).
მაგრამ თუ ასეა, მაშინ რამდენად გამართლებული იყო პავლეს გადაწყვეტილება, წინადაეცვითა ქრისტიანი ტიმოთე, მოსეს კანონის დადგენილების თანახმად? წმინდა წერილებიდან ჩვენ ვგებულობთ, რომ პავლემ ეს იმიტომ კი არ გააკეთა, რომ დარწმუნებული იყო გადარჩენისათვის წინადაცვეთის აუცილებლობაში, არამედ «იქ მცხოვრები იუდეველების გამო». პავლე ითვალისწინებდა იმ ხალხის მაშინდელი რელიგიური გაგების სინდისსა და დონეს, და არ სურდა, რომ ამ საკითხის გამო მათ მისცემოდათ, სასიხარულო ცნობისათვის წინააღმდეგობის გაწევის საბაბი. უდავოა, პავლეს მსგავს აზრს თავად ტიმოთეც იზიარებდა, რომელმაც ასეთი სერიოზული ნაბიჯი გადადგა.
ეხლა კი განვსაჯოთ. პირდაპირ რომ ვთქვათ, სწორი შეხედულება ჰქონდათ იმ იერუსალიმელ ქრისტიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ მოსეს კანონზე იყვნენ დამოკიდებულნი და ფიქრობდნენ, რომ გადარჩენისათვის აუცილებელი იყო მისი წეს-ჩვეულებების მიყოლა? (საქმეები 15:1,2,5). თანაც ამავდროულად იესოს ასეთი მიმდევრები არცთუ მცირედნი იყვნენ! «შენ ხედავ, ძმაო, რამდენი ათასი მორწმუნეა იუდეველებს შორის, თანაც კანონის მოშურნეები არიან» - უთხრეს ამის შესახებ პავლეს იერუსალიმელმა თანამორწმუნეებმა (საქმეები 21:20).
მაშ ასე, პავლეს უფრო სწორი გაგება ჰქონდა, იმ იერუსალიმელი ქრისტიანებისგან განსხვავებით? უდავოდ, მართლაც ასეა! ჰქონდა თუ არა მას უფლება, რომ არ დასთანხმებოდა საკუთარ თავში, იმ თანამოძმეების შეხედულებებს, რომლებიც აუცილებლად მიიჩნევდნენ მოსეს კანონის წეს-ჩვეულებების მიყოლას? რა თქმა უნდა, ჰქონდა. თანაც, პავლე აბსოლუტურად მართალი იყო ასეთი მიყოლის ამაოებად გააზრებაში (კოლოსელთა 2:17; ებრაელთა 9:10). სხვაგვარად რომ ვთქვათ, პავლეს უფრო სწორი შეხედულება ჰქონდა მსგავს თეოლოგიურ საკითხებზე, ვიდრე მრავალ მის პროიუდაური მიმართულების თანამორწმუნეს.
მაგრამ მოდით საკუთარ თავს შევეკითხოთ: იქცა თუ არა ასეთი სიტუაცია პავლესათვის იმის საბაბად, რომ იერუსალიმის კრებაში «რევოლუცია» მოეწყო? დაიწყო მან საკუთარი მოსაზრებების საჯაროდ გაცხადება? დაიწყო მან ამ ქრისტიანებისა და მათი უხუცესების ბრალდების კამპანია იმ მიზნით, რომ ეიძულებინა ისინი, რომ მიეღოთ უფრო სწორი შეხედულებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებშიც ისინი ცდებოდნენ? არა, პავლეს არ დაუწყია ამის კეთება! იმაზეც კი არაფერი მიუთითებს, რომ პავლეს რამენაირად ენიშნებინოს მაინც ამის შესახებ.
მაშინ პავლემ, რომელსაც საკუთარი განსხვავებული აზრი გააჩნდა, მაინც რატომ არ ჩათვალა საკუთარი თავი უფლებამოსილად, რომ ასე მოქცეულიყო? უდავოდ იმიტომ, რომ მას მშვენივრად ესმოდა ზოგიერთი მნიშვნელოვანი მომენტები:
პირველი, მოსეს კანონის წეს-ჩვეულებების მიყოლა, თუმცა კი აღარ წარმოადგენდა ქრისტიანისთვის აუცილებელს, მაგრამ ის მაინც პირადად გადასაწყვეტ საკითხად რჩებოდა (1 კორინთელთა 8:8; კოლოსელთა 2:17).
მეორე, მაშინაც კი, თუ მრავალი იუდეველი ქრისტიანი ძველებურად მიიჩნევდა, რომ კანონის დაცვა ჯერ კიდევ საჭირო იყო, ასეთი არც მთლად გონივრული რწმუნება, როგორც არ უნდა იყოს, ქრისტიანული სწავლების არცერთ ძირეულ დოქტრინას არ ემუქრებოდა, ისეთებს როგორებიცაა ერთი ღმერთისადმი, მისი ძის - იესო ქრისტესადმი, ღვთის სამეფოსადმი რწმენა და ა.შ. (ებრაელთა 6:1,2).
მესამე, პავლე იმ თანამორწმუნეთა სინდისს ითვალისწინებდა, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ თავისი შეხედულებების სისწორეში და არ სურდა, რომ მისი პირადი შეხედულებები მათთვის დაბრკოლებად ქცეულიყო (რომაელთა 14:13-21; 1 კორინთელთა 8:9-13).
მეოთხე, მიუხედავად ყველაფრისა, უმთავრესი ქრისტიანული კრების ძვირფასი ერთობის შენარჩუნება იყო სიყვარულში და არა სრულყოფილი ცოდნის ძღვენი. ქრისტიანს მხოლოდ ცოდით სავსე თავი კი არ სჭირდება, არამედ რწმენითა და იმედით სავსე გულიც. «რადგან ვისაც სხვა უყვარს, კანონი შეასრულა». (რომაელთა 13:8-10; 1 კორინთელთა 8:1-3).
მაშ ასე, პავლე მისთვის ღვთისაგან ნაბოძები სიბრძნით აცნობიერებდა, თუ რამდენად აუცილებელია ქრისტიანისთვის საკუთარი ამბიციების მკაცრად შეზღუდვა, რისი მეშვეობითაც ის მიაღწევს იმას, რომ კრებაში ყველამ შეძლოს «სრული თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით, რომ სიყვარულით უთმენდეთ ერთმანეთს და გულმოდგინეთ იცავდეთ სულის ერთიანობას მშვიდობის გამაერთიანებელი კავშირით» (ეფესოელთა 4:2,3). აი რა არის მთავარი ქრისტიანებისთვის! აი რისკენ უნდა ისწრაფოს იესოს ნამდვილმა მიმდევარმა! სიყვარულისაკენ და რწმენის ერთობისაკენ, და არა იმისაკენ, რომ, რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს, თანაქრისტიანების ყურადღება მიაქციოს საკუთარ საეჭვო დასკვნებზე!
ხოლო როგორ მოიქცეოდნენ პავლეს ადგილას ისინი, ვისაც დღეს საკუთარ შეხედულებებზე დაჟინებისაკენ აქვს მიდრეკილება? გამოავლენდნენ ისინი მზგავს მოთმინება და დასთანხმდებოდნენ ძმების სურვილის თანახმად მოქცევას საკითხებში, რომლებშიც პირადად მათ განსხვავებული შეხედულება აქვთ, სხვების სინდისისა და ღვთის ერის ერთობისათვის? თუ დიახ, მაშინ დღეს რატომ არ იქცევიან ისინი ანალოგიურად? თუ არა, მაშინ მათ გულებში რომელ ქრისტიანულ სულზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? (ფილიპელთა 2:3-5).
წამოწეულ საკითხებზე ჯანსაღი შეხედულების ქონაში ასევე გვეხმარება, იეჰოვა ღმერთის და მისი ძის მოქმედებებზე დაფიქრება. მაგალითად, ბიბლია გვატყობინებს «[ღმერთის] ნების წმინდა საიდუმლო»-ზე, რომელიც უფლის მიერ მრავალი საუკუნის განმავლობაში იმახება «რომელიც მოსაწონია მისთვის, და გადაწყვიტა» (ეფესოელთა 1:9).
იეჰოვა დიდი ხნის განმავლობაში არ უხსნიდა თავის მსახურებს ამ დიდი საიდუმლოს არსს. როგორც მოციქულმა პავლემ აღნიშნა, ღვთის ბრძნული განზრახვა მხოლოდ შემდგომ გახდა ნათელი, «წმინდა საიდუმლოს გამოცხადებით, რაც დიდი ხნის მანძილზე დაფარული იყო, მაგრამ ახლა, მარადიული ღვთის ბრძანებით, ყველა ხალხისთვის ცხადი გახდა წინასწარმეტყველური წერილების მეშვეობით» (რომაელთა 16:25,26; ეფესოელთა 3:1-7; კოლოსელთა 1:26,27).
ასეთ შემთხვევაში მოუთმენელ კრიტიკოსებს, მათი ქცევის მანერის შესაბამისად, იქნებ ღმერთისთვისაც დაედოთ ბრალად ის, რომ ასე დიდხანს ჰყავდა ხალხი გაურკვევლობაში, მათი გადარჩების ნამდვილი მიზეზის შესახებ? იქნებ ეხლაც აღშფოთებულიყვნენ, რომ იმის ნაცვლად ეჩქარა თავისი მსახურებისთვის მხსნელის შესახებ სიმართლის გამხელას, ღმერთი საუკუნეების განმავლობაში აკვირდებოდა, თუ როგორ ცდილობდა ადამიანი ცოდვების მსხვერპლშეწირვით, წინადაცვეთით, კანონის საქმეებით გამართლებით გამოსყიდვას, ანუ ყოველივე იმით, რასაც სათანადო გამომსყიდველური შედეგის მოტანა არ შეეძლო? მათ, ვისაც მიაჩნიათ, რომ უფლება აქვთ სხვებისაგან მომენტალური და «ყველაზე სწორი» გადაწყვეტილება მოითხოვონ, როგორც ჩანს, სჯობს თავისი პრეტენზიები პირველ რიგში ღმერთისაკენ მიემართათ, და მხოლოდ ამის შემდეგ მისი მსახურებისაკენ!
No comments:
Post a Comment