Tuesday, 28 January 2020

კალიები და მათი მეფე (აპოლიონი-აბადონი) ვის განასახიერებენ ისინი?



გამოცხადების მე - 9 თავის  წინასწარმეტყველებაში აღწერილია კალიები, რომლებსაც „სახეები ადამიანის სახეს მიუგავდათ“ და „თავებზე თითქოს ოქროს გვირგვინები ედგათ“ (გამოცხ. 9:7). მათ უნდა დაეტანჯათ ღვთის მტრები ანუ ის ადამიანები, „რომელთაც ღვთის ბეჭედი არ ექნებოდათ შუბლზე“; (გამოცხ. 9:4, 5)და მათ ყავდათ მეფე უფსკრულის ანგელოზი. ეჭვგარეშეა, რომ ეს კალიები იეჰოვას ცხებულ მსახურებს განასახიერებენ. რადგანაც ღმერთის მტრებს გაბედულად უცხადებენ ღვთის განაჩენს და იმას რაც დაატყდება თავს  ბოროტ ქვეყნიერებას, რაც მისი მხარდამჭერებისთვის სასიამოვნო მოსასმენი ნამდვილად არ არის.

Friday, 24 January 2020

რატომ გაანადგურა ღმერთმა ქანაანელი ერები?



როდესაც ისრაელებს ქანაანის მიწა უნდა აეღოთ, უფალმა მათ უბრძანა სრულიად გაენადგურებინათ იმ მიწაზე მცხოვერები ერები და მათ მიმართ არავითარი მოწყალება არ გამოევლინათ (შდ. კანონი 7:1-5). შესაბამისად, როდესაც ისრაელმა, მაგალითად, იერიხონი დაიპყრო, ნათქვამია: «მახვილით გაანადგურეს მთელი ქალაქი, ქალიცა და კაციც, ახალგაზრდაცა და მოხუციც, ხარიც, ცხვარიცა და ვირიც.» (იესო ნავეს ძე 6:21). როგორ უნდა გაიგოს ადამიანმა, რომელიც ბიბლიას გულწრფელად იკვლევს, ეს თითქოსდა ღვთის სიკეთის დარღვევა?

Sunday, 12 January 2020

დამამცირებელია ღვთის მსახურება?


ნუთუ დამამცირებელია მსახურად წოდება ან თუნდაც ღვთის მსახური? ათეისტური პროპაგანდა ამას ყოველთვის ასე წარმოადგენდა. რელიგია ამცირებს, ათეიზმი ამაღლებს. მეჩვენება, რომ სიტუაცია ზუსტად საპირისპიროა: ათეიზმი ადამიანს სთავაზობს ქაოსის შემთხვევითი პროდუქტის როლს, ხოლო ბიბლია მას უმაღლესი იდეის მსახურად აქცევს.