Friday, 24 January 2020

რატომ გაანადგურა ღმერთმა ქანაანელი ერები?



როდესაც ისრაელებს ქანაანის მიწა უნდა აეღოთ, უფალმა მათ უბრძანა სრულიად გაენადგურებინათ იმ მიწაზე მცხოვერები ერები და მათ მიმართ არავითარი მოწყალება არ გამოევლინათ (შდ. კანონი 7:1-5). შესაბამისად, როდესაც ისრაელმა, მაგალითად, იერიხონი დაიპყრო, ნათქვამია: «მახვილით გაანადგურეს მთელი ქალაქი, ქალიცა და კაციც, ახალგაზრდაცა და მოხუციც, ხარიც, ცხვარიცა და ვირიც.» (იესო ნავეს ძე 6:21). როგორ უნდა გაიგოს ადამიანმა, რომელიც ბიბლიას გულწრფელად იკვლევს, ეს თითქოსდა ღვთის სიკეთის დარღვევა?
 მაშ ასე, ამისათვის რამოდენიმე არსებითი ფაქტორი უნდა მივიღოთ მხედველობაში. პირველი, ღმერთი ძალიან მომთმენი იყო ამ მეტად ზნედაცემული წარმართი ერების მიმართ ძალიან ხანგრძლივი დროის განმავლობაში. როდესაც აბრაამი პირველად მივიდა ქანაანის მიწაზე, უფალი მას დაჰპირდა, რომ ერთ დღესაც ეს მიწა მის შთამომავლებს გადაეცემოდათ საკუთრებად, მაგრამ იმ მომენტში ეს მიწა ჯერ ვერ გახდებოდა მათი, იმიტომ რომ როგორც ღმერთმა თქვა: «ამორეველთა დანაშაული ზღვარს ჯერ არ გასცდენია» (დაბადება 15:16). შეიძლება ითქვას, რომ ამ წარმართი ერების ცოდვები თანდათანობით ავსებდნენ ფიალას; საბოლოო ჯამში მათ ისეთ ზღვარს მიაღწიეს ღვთის ზნეობრივ ბარომეტრზე, რომ მას მეტის მოთმენა აღარ შეეძლო. ისინი უნდა განადგურებულიყვნენ. ამგვარად, ეს არ ყოფილა მისი სიკეთის დარღვევა; ეს მისი სიკეთის შესანარჩუნებლად იქნა გაკეთებული! 

არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა, იმის მსგავსმა, რომლებიც უგარითში იქნა გაკეთებული, გვიჩვენა, თუ რამდენად ზნედაცემულნი და გახრწნილნი იყვნენ ქანაანის მიწაზე მცხოვრები ერები. მაგალითად, ქანაანურ რელიგიაში მთავარი ღმერთი იყო ელი, მისი ძე კი - ბაალი, და ამ ღვთაებებს არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდათ ზნეობის შესახებ. პოემაში სახელწოდებით «ღმერთების დაბადება» ნათქვამია, რომ ელმა ორი ქალი შეაცდინა, და მის სახელთან ასოცირდებოდა საშინელი სქესობრივი გარყვნილებები. ის დაქორწინებული იყო თავის სამ დაზე, რომლებიც ამავდროულად ასევე ბაალის ცოლებიც იყვნენ. ის წარმოდგენილია როგორც საძაგელი სქესობრივი აქტების ჩამდენი და სხვების წამქეზებელი, რომ ისინიც ასევე მოიქცნენ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მტკიცებულებები იმაზე მიუთითებენ, რომ ქანაანელები კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ თავის ღმერთებს ამ საშინელ საქმეებში! ქანაანურ რელიგიაში ჰომოსექსუალისტებსა და მეძავებს იყენებდნენ, ტაძრებისათვის შესაწირავი ფულის შესაგროვებლად. გაზვიადებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ამ წარმართებმა სექსი ღვთის რანგში აიყვანეს [ძალიან თანამედროვედ ჟღერს, ხომ ასეა?]. მრავალ მკვლევარს მიაჩნია, რომ ზუსტად ამ დაცემულ პრაქტიკაზე მიუთითებენ ისეთი მონაკვეთები, როგორიცაა კანონის 23:17,18 სადაც შემდეგი აკრძალვაა მოყვანილი: «არ შეიტანო მეძავის ქირა ან ძაღლის საფასური [პროსტიტუტი-მამაკაცი] იეჰოვას, შენი ღვთის სახლში». 

ქანაანელთა რელიგია ამასთანავე საშინლად სასტიკი იყო. მაგალითად, გამოსახულია, თუ როგორ კლავს ქალღმერთი ანატი ათასობით ადამიანს და თეძომდე სისხლში დადის. ის ადამიანებს თავებსა და ხელებს აჭრის და მათ სამკაულის სახით ატარებს. და მთელ ამ საშინელებაში, როგორც ბაალის ეპოსშია ნათქვამი, მისი ღვიძლი სიცილისაგან გასივდა, და მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ზნეობრივად გარყვნილი ქანაანელები საკუთარ შვილებს სწირავდნენ მსხვერპლად ამ წარმართულ ღმერთებს. პროფესორი უილსონი ამბობს: «ნაპოვნი იქნა დასაკრძალი თიხის ჭურჭლები პატარა ბავშვების გვამებით, რომლებიც მოგუდვისგან იყვნენ დაკვრანჩხულნი მას შემდეგ, რაც მათ ცოცხლად მარხავდნენ როგორც ქანაანელი ღმერთების მსხვერპლშენაწირს. ასეთი ბავშვები ასევე აღმოჩენილი იქნენ ქანაანური სახლების საძირკვლებში, და ზოგჯერ რელიგიური ცერემონიები ბავშვების მსხვერპლშეწირვასთან იყვნენ დაკავშირებულნი». კენეტ კიტჩენი სრულიად მართალი იყო, როდესაც აღნიშნა რომ «რელიგია ქანაანელებს, ადამიანური ბუნების ცხოველური და მატერიალური მხარეებისაკენ მოუწოდებდა», რასაც უგარითული და სემიტური წარმოშობის ეგვიპტური ტექსტები მოწმობენ. 
ღვთაება მოლოქის სტატუეტი წარმოადგენდა კერპს რომელსაც დიდი თავი და ადამიანის მსგავსი წინ გამოწვდილი ხელები ჰქონდა, რომლებსაც გაწითლებამდე აცხელებდნენ და ამ ხელებზე ყრიდნენ პატარა ბავშვებს, რომელთა ყვირილსაც მუსიკით ახშობდნენ ბავშვებს, რომლებსაც მხვერპლად შესწირავდნენ, შემდეგ ქვევრებში დებდნენ, თავდაყირა და მიწაში მარხავდნენ.ამ ფინიკიური კულტის შესახებ საუბრისას, პროფესორი ვ. ავდიევი წერს: «დიდი დღესასწაულის დღეებში ან წლისთავებზე ათასობით ადამიანებს ხოცავდნენ» 
კამიანი ბორცვის გათხრებისას აღმოჩენილი თიხის ფილების კვლევისას, მრავალი ტომის მაგალითზე. ზუსტად გაბატობებული რელიგია განსაზღვრავს სახელმწიფოსა და მისი ერის ბედს გამონაკლისი არც ქანაანის ცივილიზაცია გამხდარა. საკუთარი რელიგიის მიერ მორალურად განადგურებულს, მას უბრალოდ აღარ შეეძლო არსებობა. ამიტომ ისრაელსაც რომ არ დაესვა ამ ყველაფრისათვის წერტილი, ის მაინც განადგურდებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ის არა მარტო თავის ერს დატანჯავდა ორგიებითა და სისხლით, არამედ შავი ჭირით გარდაცვლილის მსგავსად, ცოდვის სასიკვდილო ინფექციას სხვა ერებზეც გაავრცელებდა. 
ამგვარად ამ უწმინდური ერების განადგურება, ისრაელი ერის მორალური შენარჩუნებისთვის იყო აუცილებელი. ძველი აღთქმა ამის შესახებ სავსებით გასაგებად საუბრობს. როდესაც იუდეველებმა ქანაანი დაიპყრეს, მათ ცოცხლად არ უნდა დაეტოვათ თავისი მტრები, «რომ არ გასწავლონ ყველა იმ სისაძაგლის კეთება, რასაც თავიანთ ღმერთებს უკეთებენ, და არ შესცოდოთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს» (კანონი 20:18). მაგრამ რატომ იყო ეს ასე მნიშვნელოვანი? სხვა მიზეზებთან ერთად, ზუსტად იუდეველ ერში უნდა მოსულიყო მესია! ამგვარად, საბოლოო ჯამში სასწორზე მთელი კაცობრიობის ხსნა იდო! ქანაანის ზნედაცემული ერების განადგურება, შესაბამისად, პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად, ზნეობრივ ქირურგიულ ოპერაციას ჰგავდა! 
გარდა ამისა, გახსოვდეთ შემდეგი რამ: ღმერთს, გამომდინარე იქიდან, თუ ვინ არის ის, სრული უფლება აქვს ნებისმიერ მომენტში აღასრულოს სამართალი ცოდვილებზე. მაგრამ შეიძლება კითხვა გაჩნდეს: «რატომ დაუშვა ღმერთმა პატარა ბავშვების განადგურება?»
პირველი, მსოფლიოში, სადაც არჩევანის თავისუფლება არსებობს, ადამიანს უფლება უნდა მიეცეს განიცადოს არასწორი გადაწყვეტილებების მიღების შედეგები. ხოლო არასწორი გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ჩვენ როდი შეიძლება შეგვეხოს, არამედ ასევე ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებსაც. ჩვენ მართლაც დაქვემდებარებულნი ვართ სხვა ადამიანების ნაკლოვანებების შედეგებს, როგორც ჩვენი თავისუფლების საზღაური. ამიტომ ბავშვები ხშირად ხდებიან, საკუთარი მშობლების ნაკლოვანებების მსხვერპლნი. 
მეორე, ზემოთ წამოჭრილი საკითხი პრობლემას მაშინ წარმოადგენს, თუ მას განვიხილავთ «აქ და ეხლა» თვალსაზრისით. უზომოდ უფრო უარესი იქნებოდა მარადიულობის თვალსაზრისით, ეს ბავშვები თუ გაიზრდებოდნენ და იმავე წარმართულ წეს-ჩვეულებებს მიიღებდნენ, რაც მათ მშობლებს ჰქონდათ. თუმცა, ეს გარემოებაც კი ზემოთ მოხსენიებული პრინციპების შუქში უნდა აიწონ-დაიწონოს (ანუ, ქრისტეს მოსვლასთან მიმართებაში). ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ერების ისტორიის ცოდნა, რომლებიც არქეოლოგიის საშუალებით მივიღეთ, მართლაც გვაძლევს ჩვენ იმის შესაძლებლობას, რომ უკეთ გავიგოთ ეს სიტუაცია, თუმცა ჩვენ ყველაფერი არ ვიცით, თუ კიდევ რით შეიძლება ხელმძღვანელობდა ღმერთი ამ შემთხვევაში (შდ. რომაელები 11:33)".


ქანაანელების განადგურების შესახებ ჩანაწერი ცხადყოფს, რას გააკეთებს ღმერთი ახლო მომავალში. ეს გვაძლევს იმედს და გვარწმუნებს, რომ ღმერთი არ დაუშვებს, ბოროტებამ სიკეთეს სძლიოს. ბიბლია გვაიმედებს, რომ მალე ღმერთი გაანადგურებს ბოროტებს, იხსნის თავის მოყვარულთ და მათ სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებით აკურთხებს (2 პეტრე 2:9; გამოცხადება 21:3, 4). მაშინ შესრულდება ეს მანუგეშებელი სიტყვები: „იეჰოვას იმედი გქონდეს და მისი გზა დაიცავი, ის განგადიდებს და დაგამკვიდრებს დედამიწაზე; დაინახავ, როგორ მოისპობიან ბოროტები“ (ფსალმუნი 37:34).

წყარო: sergeiivanov.blogspot.com
თარგმანი აღებულია: maxvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment