Friday, 28 February 2020

წმინდანთა კურორტი თუ ცოდვილთა სამკურნალო დაწესებულება?



თქვენთვის რას წარმოადგენს კრება?
«ეს როგორი ქრისტიანები არიან?! მათ ხომ უამრავი ნაკლოვანებები აქვთ!»
არასრულყოფილების მეშვეობით სწავლება?
მაგრამ, თუ უსამართლოდ მომექცნენ?
არ მინდა სწავლა!


ორგანიზაცია თუ "უკონფესიობა"?



 რატომ მიაჩნიათ უკონფესიოებს რომელიმე კონფესიის არჩევა შეცდომად და რატომ არ სურთ მათში ყოფნა? მინდა განვიხილო რამოდენიმე არგუმენტი, რომელიც მათ საკუთარი არჩევნის სისწორის დასამტკიცებლად მოჰყავთ.

Friday, 14 February 2020

იმის შესახებ: თუ როგორ შეიძლება პიროვნებამ ქრისტიანულ კრებაში, ბიბლიურ მოწოდებებს უარყოფითი მოტივები მიაწეროს



ნებისმიერი ბიბლიური სწავლება, დარიგება, ახსნა ასევე შეიძლება აიხსნას ორი დიამეტრალურად საპირისპირო თვალსაზრისით.(რომლის მაგალითებსაც ქვემოთ მოვიხსენიებთ)
დღეს ზოგი კრბაში ორგანიზაციისგან განსხვავებულ ხედვებს ანვითარებს და იმ მითითებებშიდა მოწყობაში რომელიც ბიბლიაზეა დაფუძნებული შეზღუდვასა და კონტროლს ხედავს. ამით ისინი ბიბლიისადმი ფარულ წინააღმდეგობას ააშკარავებენ და იმას, რომ 1 საუკუნეში რომ ეცხოვრათ იგივე პრეტენზიებს წამოაყენებდნენ იმდროიმდელი პააუხისმგებელი პირებისადმი კრებაში და ქრისტიანული მოწყობისადმი.

Thursday, 13 February 2020

ქრისტიანული თავისუფლების ძიებაში



ქრისტემ ასეთი თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლა. ამიტომ მყარად იდექით და ნუღარ მოექცევით მონობის უღელში (გალატელთა 5:1).

იეჰოვას მოწმეების კრიტიკოსებს, და არა მარტო იეჰოვას მოწმეების, უყვართ ლაპარაკი რომ ისინი არიან ნაკლებად თავისუფლები, ნაკლებად დამოუკიდებლები, არიან ტოტალიტარულები და რომ მათ ტვინს ურეცხავენ. მოდი განვიხილოთ რამდენად საფუძვლიანია ესეთი ბრალდებები:

იეჰოვას მოწმეები და პირადი აზრის უფლება



იეჰოვას მოწმეების მისამართით გამოთქმულ ერთერთ ბრალდებას, რომელსაც მათი მოწინააღმდეგეები ავრცელებენ, წარმოადგენს საყვედური იმის შესახებ, რომ თითქოს ამ ქრისტიანებისთვის არ შეიძლება, რელიგიურ საკითხებში პირადი აზრის ქონა. ასეთ პრეტენზიებს თუ დავუჯერებთ, მოწმეებს უფლება არ აქვთ, რომ დამოუკიდებლად იაზროვნონ და რაიმე სახის პირადი დასკვნები გააკეთონ ბიბლიურ საკითხებთან დაკავშირებით, მით უმეტეს, თუ მათი ორგანიზაციის პუბლიკაციებში მოცემული მოსაზრება განსხვავდება მათი მოსაზრებისაგან. ამ სტატიის მიზანი, იმ მკითხველისთვის პასუხების შეთავაზებაა, რომელიც წამოჭრილ საკითხებზე ეძებს პასუხებს.

Wednesday, 12 February 2020

«ცრუწინასწარმეტყველებების» თეორიის პრობლემები



ხშირად ოპონენტები იეჰოვას მოწმეებს  ბრალს დებენ ცრუწინასწარმეტყველებაში  და მოყავთ კონკრეტული წლები ამის დასამოწმებლად კერძოდ : 1914,1925 და 1975 წლები და პუბლიკაციებიდან ციტატები. ამიტომ ვნახოთ რეალურად რას წერდნენ ჟურნალები და წინასწარმეტყველებდნენ თუარა მოწმეები 

Thursday, 6 February 2020

დანიის საკონგრესო დარბაზი: ფარული ოკულტურ - მასონური სიმბოლოა?



იეჰოვას მოწმეების ოპონენტები გამუდმებით ცდილობენ, რომ  რაიმე ხელჩასაჭიდი მოიპოვონ,  და მერე დაადანაშაულონ მოწმეები, ან ნახევრად  სიმართლე გაავრცელონ მათზე. მსგავს მიდგომას იყენებენ დანიის საკონგრესო დარბაზთან მიმართებაშიც, კერძოდ იმას რომ საჰაერო ხედიდნ მიწის ნაკვეთი სამკუთხა ფორმისაა   შენობა  კიდე თვალის ფორმისო (ყოვლისმხედველი ჰორუსის თვალისო) რომლებიც მასონურ და ოკულტურ სიმბოლოებს წარმოადგენენო. ქვემოთ ცნობისთვის სურათზე ნაჩვენებია ჰორუსის თვალი:(რომლის ანალოგიც არანაირად არ ჩანს ეს შენობა. თუმცა ამას მოგვიანებით დავუბრუნდებით)


 შედეგად ისინი ამტკიცებენ, რომ იეჰოვას მოწმეებს თითქოს ფარული კავშირი აქვს ამ ორგანიზაციებთან. ამ საქმეში გასარკვევად მოდი განვიხილოთ  ეს საკითხი დეტალურად:

Wednesday, 5 February 2020

"როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი გაუქმდება" (1 კორინთელები 13:10)



მოციქულთა დროის ადრეული ქრისტიანული კრება ღვთის მიერ განსაკუთრებული ნიჭებით იყო აღჭურვილი, რომელთა შორისაც ისეთი ნიჭები გამოირჩეოდა, როგორებიცაა განკურნებები, ენებზე საუბარი და ძლევამოსილი საქმეების კეთება (1 კორინთელები 12:7-11). ახალი აღთქმის წიგნები იმის საკმაო რაოდენობის მაგალითებს შეიცავს, თუ როგორ იყენებდნენ ადრეული ქრისტიანები ამ ნიჭებს თავის მსახურებაში (საქმეები 2:1-11; 3:1-9; 10:46; 19:11,12; 28:9). ყოველივე ეს, საბოლოო ჯამში, დამოწმების საქმეს ემსახურებოდა იუდევლებსა და წარმართებს შორის იმის შესახებ, რომ ჭეშმარიტი ღვთის კეთილგანწყობა ამჯერად უკვე მოციქულებზე და იესოს სხვა პირველ მოწაფეებზე იყო და არა ხორციელ ისრაელზე (საქმეები 2:22; 1 კორინთელები 14:22; ებრაელები 2:4). 
ამასთან დაკავშირებით კითხვები იბადება: შემდგომაც უნდა შენარჩუნებულიყო თუ არა მოცემული ნიჭები – ანუ «მოციქულთა პერიოდის» (ახ.წ. 1 საუკუნის) დასრულების შემდეგ? როგორ უნდა გავიგოთ ამასთან დაკავშირებით პავლეს – ანუ მისი სიტყვები, ვინც, ალბათ, დანარჩენებზე მეტ ძლევამოსილ საქმეებს აღასრულებდა, - რომ შემდგომ მსგავსი ნიჭები უნდა «გაუქმდეს»? მოცემულ სტატიაში შევეცდებით უფრო საფუძვლიანად გამოვიკვლიოთ ჩვენთვის საინტერესო თემა და არა მხოლოდ პასუხები ვიპოვოთ დასმულ შეკითხვებზე, არამედ მათი დასაბუთებაც.

ღვთისგან მომდინარეობს დღეს ენებზე სასწაულებრივად ლაპარაკის უნარი?



ენებზე ლაპარაკში“ იგულისხმება ის სასწაულებრივი უნარი, რომელსაც პირველ საუკუნეში ზოგიერთი ქრისტიანი ფლობდა. ამ უნარის წყალობით მათ ენის შესწავლის გარეშე შეეძლოთ უცხო ენაზე ლაპარაკი (საქმეები 10:46; „ახალი საერთაშორისო თარგმანი“). უცხო ენაზე მოლაპარაკის საუბარი ჩვეულებრივ ესმოდა ყველას, ვინც ის ენა იცოდა (საქმეები 2:4—8). ენებზე ლაპარაკი ღვთის წმინდა სულის ერთ-ერთი ძღვენი იყო, რომელსაც პირველი საუკუნის ზოგი ქრისტიანი ფლობდა (ებრაელები 2:4; 1 კორინთელები 12:4, 30).
მაგრამ ღვთისგან მომდინარეობს ის, რომ დღეს  ზოგიერთ ეკლესიაში სხვადასხვა ენაზე სასწაულებრივად ლაპარაკობენ? ამ კითხვაზე პასუხის გაგებაში იმის გარკვევა დაგვეხმარება, რა მიზანს ემსახურებოდა ეს ძღვენი პირველი საუკუნეში.

Saturday, 1 February 2020

ვინ დგას სასწაულებრივი განკურნებების უკან?



 ერთის მხრივ, ჭეშმარიტ ქრისტიანებს სჯერათ ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვების იმის შესახებ, რომ სასწაულებრივი ძღვენები, რომლებიც ხშირი იყო I საუკუნეში, «შეწყდება» და «გაუქმდება» (1 კორინთელები 13:8-10). მეორეს მხრივ კი, ჩვენ სულ უფრო ხშირად გვესმის რაღაც «სასწაულებრივი განკურნებების» შესახებ, რომლებსაც ეკლესიების გამოჩენილი ლიდერები ახდენენ საკუთარ რელიგიურ «შოუებზე». საუბრობენ «უამრავ» განკურნებებზე და გამოჯანმრთელებაზე, თანაც, ზოგჯერ ისეთებზეც კი, რომლებიც არანაირად არ ექვემდებარებოდნენ სამედიცინო მეთოდებით მკურნალობას. თითქოსდა, მართლაც სასწაულია! ან, იქნებ, მოციქულთა პერიოდის სასწაულებრივი ძალა დღემდე აგრძელებს მოქმედებას?