Saturday, 1 February 2020

ვინ დგას სასწაულებრივი განკურნებების უკან?



 ერთის მხრივ, ჭეშმარიტ ქრისტიანებს სჯერათ ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვების იმის შესახებ, რომ სასწაულებრივი ძღვენები, რომლებიც ხშირი იყო I საუკუნეში, «შეწყდება» და «გაუქმდება» (1 კორინთელები 13:8-10). მეორეს მხრივ კი, ჩვენ სულ უფრო ხშირად გვესმის რაღაც «სასწაულებრივი განკურნებების» შესახებ, რომლებსაც ეკლესიების გამოჩენილი ლიდერები ახდენენ საკუთარ რელიგიურ «შოუებზე». საუბრობენ «უამრავ» განკურნებებზე და გამოჯანმრთელებაზე, თანაც, ზოგჯერ ისეთებზეც კი, რომლებიც არანაირად არ ექვემდებარებოდნენ სამედიცინო მეთოდებით მკურნალობას. თითქოსდა, მართლაც სასწაულია! ან, იქნებ, მოციქულთა პერიოდის სასწაულებრივი ძალა დღემდე აგრძელებს მოქმედებას?


«ძლევამოსილი საქმეები» იესოს სახელით

ღვთის ძემ წინასწარ მისცა გამოსაფხიზლებელი გაფრთხილება მათ, ვინც საკუთარი რწმენის «დიდებულ სასწაულებზე» აშენებისკენაა მიდრეკილი:

«ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ შევა ზეციერ სამეფოში, არამედ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. ბევრი მეტყვის იმ დღეს: „უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით დემონებს და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?“ მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს გიცნობდით თქვენ! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო!» (მათე 7:21-23).
ეს ძალიან ძლიერი გაფრთხილებაა! როგორც არაორაზროვნად ჩანს იესოს სიტყვებიდან, ჩვენს დღეებში «ბევრი» (!) მორწმუნე ადამიანი იქნება გულწრფელად იმაში დარწმუნებული, რომ მათი თანდასწრებით მომხდარ «სასწაულებს» მხოლოდ და მხოლოდ ღვთიური წარმომავლობა ექნებათ. თანაც, ისინი იმდენად ძლიერ იქნებიან ამაში დარწმუნებულნი, რომ ეს დარწმუნება სასამართლოს დაწყებამდე გაყვებათ მათ. ეს იქიდან ჩანს, რომ ასეთი «ბევრი» მორწმუნე ადამიანი ლამის დავასაც კი დაიწყებს იესოსთან, რათა დაამტკიცონ თავისი მცდარი რწმენის სიმართლე. მხოლოდ იესოს განაჩენი განაცდევინებს მათ შოკურ მდგომარეობას, როდესაც მოულოდნელად, მაგრამ, სამწუხაროდ, დაგვიანებულად გამოფხიზლდებიან.

აქ სხვა რამეცაა მნიშვნელოვანი. იესომ იმის ნათელი სურათი მოგვცა, თუ რა მოხდებოდა მათ სფეროში, ვისაც ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში «ქრისტიანები» ერქმეოდათ. ეს იქიდან ჩანს, რომ ასეთი ადამიანები იესოს თავის «უფლად» ჩათვლიდნენ და მას ლოცვებით მიმართავდნენ. ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ, იესოს სახელით კეთდებოდა. თანაც ისინი წინასწარმეტყველებდნენ იესოს სახელით, დემონებს დევნიდნენ იესოს სახელით, და «მრავალ სასწაულს ახდენდნენ» - რაღა თქმა უნდა, ასევე იესოს სახელით. შეუძლებელია არ მიხვიდე დასკვნამდე, რომ ეკლესიების მიერ დღეს ასე მასიურად გამოყენებულ «განკურნებებს» და «დემონების განდევნებს» პირდაპირი კავშირი აქვთ ქრისტეს გაფრთხილებასთან. როგორც ღვთის ძის სიტყვებში იყო ხაზგასმული, ასეთი «სასწაულების» შესახებ ჩვენ დღეებში «ბევრს» ლაპარაკობენ.


იესოს სასწაულები: რისთვის?

 სასწაულები, რომელსაც იესო და მისი მოციქულები I საუკუნეში ახდენდნენ, თვითმიზანი არ იყო  (მათე 10:7,8; ლუკა 9:1,2). რა თქმა უნდა, მათ ხალხისადმი თანაგრძნობა აღძრავდა, რის შედეგადაც ხალხი იკურნებოდა თავისი ავადმყოფობებისაგან. მაგრამ მსგავსი სასწაულების მთავარ მიზეზს წარმოადგენდა მომავალთან დაკავშირებით ღვთის განზრახვის შესახებ დამოწმება, რომ სამეფოს მმართველობისას, მთელ კაცობრიობას ჩამოაშორებს ცოდვის შედეგებს, როდესაც «აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი» (გამოცხადება 21:4. შეადარეთ ესაია 33:24; 35:5,6).

როგორც «ილუსტრირებული ბიბლიური ლექსიკონი» აღნიშნავს, «განკურნების სასწაულის მიზანი რელიგიური იყო და არა სამედიცინო» (The Illustrated Bible Dictionary).

გარდა ამისა, სასწაულებს, რომლებსაც ღვთის ძე და მისი მოციქულები ახდენდნენ, იუდეველებისათვის და სხვა ერებისთვის უნდა ეჩვენებინათ, რომ ამჟამად ღვთიური კურთხევა დავანებულია არა ისრაელზე, არამედ იმ ახალი სწავლების მიმდევრებზე, რომელიც ქრისტემ მოიტანა (მათე 11:2-5; საქმეები 8:5-8,12,13; 19:11—20). ამის აბსოლუტურ ანალოგს წარმოადგენდა მოსეს მაგალითი, რომლის უფლებამოსილებაც, გადაეცა ისრაელისთვის ღვთის კანონი, ღმერთმა თვალნათლივ გაამყარა მისთვის სასწაულების მოხდენის ძალის მიცემით (გამოსვლა 4:1—9, 28-31; კანონი 4:33, 34). I საუკუნეში ეს ასევე ძალიან აქტუალური იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ცნობა ბოძზე გაკრული ქრიტეს შესახებ «იუდეველებისთვის დაბრკოლება,უცხოტომელებისთვის — უგუნურება» იყო (1 კორინთელები 1:23).

ბიბლია ხაზს უსვამს იმ დროის განსაკუთრებულობას: «იუდეველები ნიშნებს ითხოვდნენ» (1 კორინთელები 1:22). იესო, დიადი სასწაულების მოხდენით, თავის მოწინააღმდეგეებს ყოველგვარ საფუძველს ართმევდა, რომ მისთვის თვითმარქვიაობის ბრალდება წაეყენებინათ (საქმეები 2:22; ებრაელები 2:3,4). მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ცდილობდნენ ღვთის ძის დისკრედიტირებას (მათე 11:16-19).

«მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ნიშანი მოახდინა მათ წინაშე, არ სწამდათ ის» (იოანე 12:37).

შედეგად ქრისტემ ვერდიქტი გამოიტანა: «ეს თაობა ბოროტი თაობაა, ნიშანს ეძებს, მაგრამ იონას ნიშნის გარდა სხვა ნიშანი არ მიეცემა. როგორც იონა გახდა ნიშანი ნინეველებისთვის, ისევე იქნება კაცის ძე ამ თაობისთვის.» (ლუკა 11:29,30).

ყოველივე ამის გამო გასაკვირი არ არის, რომ სასწაულები, რომლებიც წმინდა სულის დახმარებით ხდებოდა, უშუალოდ იესოსა და მისი მოციქულების მსახურების პერიოდით შემოიფარგლა (შეადარეთ 2 კორინთელები 12:12). რა თქმა უნდა, მათი იმ მომენტში გამოვლინება სავსებით გამართლებული და ეფექტური იყო: იუდეველთაგან მრავალ ღვთისმოსავ ადამიანს შეეძლო იესოსა და მისი მოწაფეების ღვთისრჩეულობაში დარწმუნებულიყო (იოანე 2:23; საქმეები 5:12-16). ადამიანებმა, რომელთა რელიგიური მოლოდინებიც ებრაულ წერილებზე («ძველ აღთქმაზე») იყო დაფუძნებული, ამ ყველაფრით სავსებით საფუძვლიანი მტკიცებულება მიიღეს იესოს მესიანობის დასაჯერებლად.

აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოციქულთა მსახურების მნიშვნელოვნი დროის განმავლობაში ქრისტიანულ კრებას არ გააჩნდა ის მზა ხელმძღვანელობა წერილობითი სახით, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს სახელწოდებით «ახალი აღთქმა». ქრისტეს მიმდევრები თავის ღვთისმსახურებას ატარებდნენ და კეთილ ცნობას ქადაგებდნენ, ძირითადად ძველი აღთქმის ტექსტების გამოყენებით. ქრისტიანულ ბერძნული წერილების ძირითადი ნაწილი მხოლოდ პირველი საუკუნის 66-70 წლებში დაიწერა, იუდაური აჯანყების დაწყების პერიოდში. ახალი აღთქმის ბოლო წიგნების დაწერისას ძველი იუდაური სისტემიდან ფაქტიურად აღარაფერი აღარ იყო დარჩენილი, მაშინ როდესაც გაბატონებულ რომის სისტემაში ქრისტიანები ფართოდ იყვნენ უკვე ცნობილები.

ღვთისაგან ზებუნებრივი სასწაულების კიდევ მოხდენას, უკვე აღარ ჰქონდა დიდი აზრი – მოციქულთა დროის დასრულებისათვის ქრისტიანული ცნობა ფართოდ გახდა ცნობილი, ხოლო ღვთის სიტყვა, ბიბლია – საბოლოოდ ჩამოყალიბდა (შეადარეთ კოლოსელები 1:23; ეკლესიასტე 12:11). ის «სრულყოფილი», რომელიც უნდა მოსულიყო შედარებით «ბავშვური» სასწაულებრივი ნიჭების შემცვლელად, ღვთის მიერ მოცემული იქნა სრული წმინდა წერილების სახით, რომლის შესახებაც მოციქულმა პავლემ თქვა, რომ მისი მეშვეობით «ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული [იქნებოდა] ნებისმიერი კარგი საქმისთვის» (1 კორინთელები 13:8-11; 2 ტიმოთე 3:16,17). ებრაელების მიმართ მიწერილ წერილში პავლემ კვლავ ანალოგიური სახით გაუსვა ხაზი ბიბლიის ძალას გაზარდოს ადამიანი სულიერად «ჩვილობის» მდგომარეობიდან «მოწიფულ» ქრისტიანამდე (ებრაელები 5:13,14). სასწაულებრივი ნიჭების როლმა საბოლოოდ დაკარგა აზრი, როდესაც ადგილი დაუთმო უფრო სრულყოფილ ძალას – რომელიც სულიერ «მახვილსაა» შედარებული, სრულ წმინდა წერილებს (ებრაელები 4:12).
.1 კორინთელების 12:9-ის საფუძველზე ჩვენ ვიცით, რომ პირველ ქრისტიანებს შორის, მოციქულთა დღეებში, ადგილი ჰქონდა სასწაულებრივ განკურნებებს. და ამისათვის, რაღა თქმა უნდა, განსაზღვრული მიზეზები არსებობდა. პირველ ქრისტიანებს, როდესაც ჯერ არ იყო მიცემული წერილობითი სახით სახარების სიტყვა, განსაკუთრებული დახმარება სჭირდებოდათ მათი რწმენის გასაძლიერებლად და იმისთვის, რომ გარშემომყოფი წარმართული სამყაროსთვის დაემტკიცებინათ, რომ იესო ქრისტე - ჭეშმარიტად ღვთის ძე და ცოდვილების მხსნელი იყო. ეს განკურნების ნიჭები წარმოადგენდა «ნიშნებს» ურწმუნოთათვის და რწმენას უძლიერებდა ქრისტიანებს (1 კორინთელები 14:22). დღეს, 2000 წლის გასვლის შემდეგ, ჭეშმარიტი ქრისტიანობა არ საჭიროებს ამ ხილულ მტკიცებულებებს. ეხლა ჩვენ გაცილებით მეტი გვაქვს - უფლისა და მისი მოციქულების ცოცხალი სიტყვა. ეს საკმარისია მისი, როგორც მხსნელის მისიისადმი რწმენის გამოსავლენად. ამჟამად ბიბლია მილიონიანი ტირაჟებით ვრცელდება ყველა ენაზე. ქრისტიანები, როდესაც ადამიანებს ქრისტეს შესახებ უმოწმებენ, მის წიგნზე უნდა უთითებდნენ, რომელიც ცოდვილს გადარჩენის ღვთიურ გზას უჩვენებს» 

ღვთისგან მომდინარე ძღვენები შეწყდა

ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია იესოს სიტყვები, რომელიც მან ერთ-ერთი ადამიანის განკურნების წინ წარმოთქვა:

«სანამ დღეა, ჩემი გამომგზავნელის საქმეები უნდა ვაკეთოთ. მოდის ღამე, როცა ვერავინ ვერაფერს გააკეთებს.» (იოანე 9:4).

იესო ლაპარაობდა სიმბოლური «ღამის» პერიოდზე, რომლის დროსაც ღმერთი აღარავის მისცემდა მსგავსი ქმედებების მოხდენის შესაძლებლობას. ამ პერიოდის დადგომამდე, სანამ სიმბოლური «დღე» გრძელდებოდა, იესო, და ასევე მისი მოციქულები, ფლობდნენ ასეთ ძღვენს (შეადარეთ ესაია 60:2; ლუკა 2:29-32; რომაელები 13:12; ეფესოელები 5:8-14). იესო საკუთარ თავს «ქვეყნიერების სინათლეს» უწოდებდა, და ასეთივე განსაზღვრებას აძლევდა მოციქულებსაც (იოანე 8:12; მათე 5:14). სანამ მოციქულები ემსახურებოდნენ ღმერთს, ქვეყნიერებაში აგრძელებდა ჭეშმარიტების სინათლე ნათებას, რომელიც მათთვის ზემოდან მონდობილი სასწაულებრივი ძღვენებით მტკიცდებოდა. ბოლო მოციქულის სიკვდილთან ერთად, სულიერმა «სინათლემ» ქრობა დაიწყო და ადგილი განდგომილებისა და ქვეყნიური სულის «წყვდიადს» დაუთმო (იოანე 3:19-21; საქმეები 20:29,30; 2 პეტრე 2:1,2; 1 იოანე 2:18).

მაკლინტონისა და სტრონგის ნაშრომში Cyclopedia of Biblical, Theological, and Ecclesiastical Literature (ტომი VI, გვ. 320) ხაზგასმულია: «უდაოდ დადგენილია, რომ მოციქულთა სიკვდილიდან პირველი 100 წლის განმავლობაში არავითარი შეტყობინება არ არის სასწაულებზე, რომლებსაც პირველი ქრისტიანები ახდენდნენ».
».
როგორც სხვა მკვლევარი, დეივიდ კლაუდი აღნიშნავს, «ქრისტიანული ერის პირველი საუკუნეების საეკლესიო ისტორიისადმი მიმართვისას ნათელი ხდება, რომ ნიშნების ძღვენები ჩაქვრა, და ამის შესახებ პირდაპირ ამტკიცებენ საეკლესიო ერის გამოჩენილი წარმომადგენლები» («The Pentecostal-Charismatic Movements: The History and the Error», გვ. 23). კლაუდს რიგი ციტატები მოჰყავს მსგავსი საეკლესიო ავტორიტეტებისა:

იოანე ოქროპირი (დაახ. 347–407 ახ.წ.): «რაც შეეხება სულიერ ძღვენებს 1 კორინთელების 12–14-დან: «მთელი ეს აღწერილობა სავსებით ბუნდოვანია, მაგრამ ჩვენი გაუგებრობა გამოწვეულია ჩვენს მიერ იმ ფაქტების არ ცოდნით, რომლებზეც მათშია საუბარი, და მათი გაქრობით; ისინი იყო, მაგრამ მეტად აღარ არის» («Homilies on 1 Corinthians». Vol. XII, The Nicene and Post-Nicene Fathers, Hom. 29:2).

ჟან კალვინი (1509–1564): «...განკურნების ძღვენი, სხვა სასწაულების მსგავსად, რომელიც უფლის ნებით დროებით იყო მოვლენილი, გაქრა, და მხოლოდ სახარებისეული ქადაგების მარადიული სასწაული დაგვიტოვა» (Institutes of the Christian Religion, Book IV:19, 18).

თუ ასეა, მაშ ვინ დგას «ძლევამოსილი საქმეების» სულ უფრო მრავალრიცხოვან უჩვეულო შემთხვევების უკან, რომლებსაც ისინი ახდენენ, ვინც თავის თავს ასევე «ქრისტიანს» უწოდებენ?

ვინ დგას «ძლევამოსილი საქმეების» უკან?

«ასეთები ცრუმოციქულები არიან, ცბიერი მუშები, რომლებიც ქრისტეს მოციქულთა სახეს იღებენ. თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. ამიტომ, რა დიდი ამბავია, თუ მისი მსახურებიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ, მაგრამ მათი აღსასრული მათივე საქმეებისამებრ იქნება.» (2 კორინთელთა 11:13-15).

ბიბლია ცალსახა პასუხს იძლევა: მსოფლიოში გამოჩნდება მრავალი ადამიანი, რომლებიც ქრისტიანობის იდეის ექსპლუატაციას მოახდენენ საკუთარი გამორჩენისა და სხვათა მოტყუების მიზნით, და შეეცდებიან იმ ძღვენების იმიტირება მოახდინონ, რომლებიც I საუკუნეში წმინდა სულის ძალით ეძლეოდათ მოციქულებს. როგორც იესო გვაფრთხილებდა, «რადგან გამოჩნდებიან ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველები და მოახდენენ დიდ ნიშნებსა და საკვირველებებს, რათა რჩეულებიც კი შეაცდინონ, თუ შეძლებენ.» (მათე 24:24). «დიდი ნიშნები და საკვირველებები» – აი, ქრისტეს სიტყვების თანახმად, რა გახდებოდა ასეთი პიროვნებების საქმეების მთავარ განმასხვავებელ თავისებურებად, რომლებიც თითქოსდა თავად იესოს სახელით გამოდიან! ამასთანავე, ე.წ. «განკურნებები» დღეს ყველაზე პოპულარულ ქმედებებად ითვლებიან, რომელიც სხვადასხვა მასტის მქადაგებლების ევანგელისტურ «შოუებს» ახლავს თან.

ღვთის ძემ ისიც განმარტა, თუ ვინ იდგებოდა ასეთი ცრუქრისტიანების შეცდომაში შემყვანი მოქმედებების უკან:

«თქვენ მამათქვენისგან, ეშმაკისგან ხართ და მამათქვენის სურვილის შესრულება გინდათ. ის თავიდანვე კაცისმკვლელი იყო და ჭეშმარიტებაში არ დადგა, რადგან არ არის მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისი ხასიათიდან გამომდინარე ამბობს, რადგან ცრუა და სიცრუის მამაა.» (იოანე 8:44).

ამ გარემოებას კვლავ ხაზი ესმება ბიბლიის მიერ, როდესაც ის საუბრობს «სატანის მოქმედებ[ებზე] ყოველგვარი სასწაულით, ცრუ ნიშნით, საკვირველებით» (2 თესალონიკელები 2:9; 1 პეტრე 5:8).

«ვიხილე ბაყაყების მსგავსი სამი უწმინდური შთაგონებული სიტყვა, რომლებიც დრაკონის პირიდან, მხეცის პირიდან და ცრუწინასწარმეტყველის პირიდან გამოვიდა. ისინი დემონების მიერ შთაგონებული სიტყვებია და ნიშნებს ახდენენ» (გამოცხადება 16:13,14).

ზემოთმოყვანილი ბიბლიური მუხლების თანახმად, «ქრისტიანი» ცრუწინასწარმეტყველების მიერ მოხდენილი «სასწაულები» და «ნიშნები» პირდაპირ სატანისა და დემონებისაგანაა ინსპირირებული. და როგორც იესო გვაფრთხილებდა, დღეს მსგავსი ზებუნებრივი მოვლენების რიცხვმა იმდენად დიდ მაშტაბებს მიაღწია, რომ მრავალმა მათგანმა ვინც საკუთარ თავს «ქრისტიანად» მიიჩნევს, ეს ყოველივე უსიტყვოდ აღიქვა წმინდა სულის მოქმედების მტკიცებულებად. მათ უმრავლესობას წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ საეკლესიო ლიდერი, რომელიც გამუდმებით გაჰყვირის ფრაზებს «იესო!», «უფალი!» ან «ღმერთი!» და ამავდროულად გარკვეულ «სასწაულებს» ახდენს, სინამდვილეში დემონების ძალით შეიძლება რომ სარგებლობდეს და არა წმინდა სულის ძალით. განა შეიძლება ქრისტეს სახელით მოიმოქმედო «დიდებული საქმეები» და თავად ქრისტე არ გიწევდეს ხელმძღვანელობას? – უკვირთ მათ.

როგორ ჩანს, შეიძლება! საკმარისია ზემოთ უკვე განხილული იესოს ადრეული გაფრთხილება გავიხსენოთ, რომელიც მან მათეს 7:21-23-ში წარმოთქვა. ცრუმკურნალები უამრავ «სასწაულებს» მოახდენენ თანაც უშუალოდ «იესოს სახელით». ე.წ. «განკურნებებს» ისინი მოახდენენ მხურვალედ იესოს ძახილით და მის საკუთარ «უფლად» მოხსენიებით. ამასთანავე აბსოლუტურად არაფერია გასაკვირი, როდესაც მსგავსი ტიპის ქარიზმატული პირები პერსონალურად სატანისა და დემონების საწინააღმდეგო რამეეს რომ ყვიროდნენ - იესომ სატანის ამ მახის შესახებაც გაგვაფრთხილა: ისინი დარწმუნებულები იქნებიან, რომ «დემონებს დევნიან»! მიუხედავად ამისა, თავად იესო «არასოდეს იცნობდა მათ», სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არასოდეს აღიქვავდა მსგავს მქადაგებლებს თავის მსახურებად, და მით უმეტეს, არასოდეს მიუცია მათთვის თავისი სული მსგავსი საქმეების საკეთებლად. პირიქით, ის მათ «უკანონობის მომქმედებად» მიიჩნევს!

სატანამ, რადგან ესმის, რომ არ ძალუძს ქრისტიანობის როგორც ასეთი განადგურება, აბსოლუტურად ახალ ტაქტიკას მიმართა: თვით ქრისტიანობის გაგების ექსპლუატაცია დაიწყო თავის სასარგებლოდ. და აი ეს მას სავსებით გამოუვიდა! ჯერ კიდევ I საუკუნეში, მოციქულების სიცოცხლეში, სატანამ ფსევდოქრისტიანული «სასწაულების» მეთოდიკის გამოყენება დაიწყო, რომლითაც «აცდენ[და] გულუბრყვილოთა გულებს» (რომაელები 16:18). მაგალითად, ფილიპეში, მოციქული პავლე იმ მომენტისთვის უჩვეულო შემთხვევას გადაეყარა, როდესაც «მკითხავი-დემონი» მის მიერ ზებუნებრივი ძალით აღძრულ ქალს აღძრავდა სახალხოდ ეყვირა, თითქოსდა, ყოველმხრივ სწორი სიტყვები: «ეს კაცები უზენაესი ღვთის მონები არიან, რომლებიც ხსნის გზას გაუწყებენ». თანაც, ეს ერთხელ და ორჯერ კი არ ხდებოდა, არამედ «მრავალი დღის განმავლობაში» მანამ, სანამ საბოლოოდ მოციქულმა, ეს ყველაფერი არ დაასრულა (საქმეები 16:16-18).

ეს შემთხვევა ნათლად ამტკიცებს, რომ სატანისთვის და დემონებისათვის აბსოლუტურად არაფერს წარმოადგენს, რომ მათ ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი ადამიანები აღძრან, ერთი შეხედვით, სწორად რომ ილაპარაკონ, საჯაროდ იქადაგონ ქრისტიანულ თემებზე, შემდეგ კი «ძლევამოსილი საქმეები» მოახდინონ თითქოსდა იესოს სახელით. გვერდიდან ეს შეიძლება წმინდა სულის მოქმედების ნათელ მტკიცებულებას ჰგავდეს, მით უმეტეს, როდესაც მსგავსი მქადაგებლები მსმენელებს მოუწოდებენ, რომ «მოინანიონ», «ირწმუნონ იესო» და «მიიღონ ზემოდან მომდინარე ხსნა». თუმცა ღვთის თვალსაზრისი განსხვავდება ადამიანური შეფასებებისაგან. 

 მაშ ასე, არც სახელგანთქმული მქადაგებლების ეგზალტირებულ გამოსვლებს, არც მათ ემოციურ მოხსენებებს ქრისტეს სადიდებლად, არც მოწოდებებს გადარჩენისა და მონანიებისაკენ, არც «ძლევამოსილ საქმეებს», რომლებიც ასობით და ათასობით ღვთისმოსავი მრევლის გრძნობებს აფორიაქებს ევანგელისტურ «შოუებზე», არაფერი საერთო არ აქვთ ჭეშმარიტ ქრისტიანობასთან. ასეთმა ადამიანებმა შეიძლება გულწრფელად ირტყან მუშტი მკერდში და გაშმაგებით, თვალცრემლიანებმა იყვირონ იმის შესახებ, რომ «იესო შევიდა მათ ცხოვრებაში». მაგრამ სინამდვილეში მათ ცხოვრებაში სატანა შევიდა, რომელმაც სახეზე «ცრუქრისტეს» ნიღაბი გაიკეთა და გახრწნა მათი წარმოდგენა ნამდვილი იესოს შესახებ.
გასაკვირი არ არის, რომ ბიბლია ერთმანეთს უკავშირებს გადარჩენასა და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნის შეძენას, თან აზუსტებს, რომ ამაშია – ღვთის ნება (1 ტიმოთე 2:3,4). თუმცა ასეთი ზუსტი ცოდნის შეძენის სურვილის არქონას მილიონობით ე.წ. «ქრისტიანი» იქამდე მიყავს, რომ ისინი აღმოჩნდებიან ხოლმე «ცოცხლად დაჭერილები, რათა [ეშმაკის] ნება შეასრულონ». როგორც I საუკუნის თიატირის კრებაში ეპყრობოდნენ მოთმინებით მათ, ვისაც ისინი ცდომილებაში შეჰყავდა და დემონების მსხვერპლშენაწირსს აჩვევდა, ასევე ჩვენს დღეებშიც, მრავალი ეკლესია გახდა მათი თავშესაფარი, ვინც შეფარული ფორმით აჩვევს ღვთისმოსავ ადამიანებს «დემონების სუფრას» (1 კორინთელები 10:18-22; გამოცხადება 2:18-24). რეალურად მსგავსი «ძლევამოსილი საქმეების» მიღმა აშკარა სპირიტიზმი და სიცრუე დგას (გამოცხადება 21:8).

როგორ ამოვიცნოთ?

«საყვარელნო, ყველა შთაგონებულ სიტყვას კი ნუ ირწმუნებთ, არამედ შეამოწმეთ შთაგონებული სიტყვები, რათა დაინახოთ, ღვთისგან არის თუ არა,რადგან ქვეყნიერებაში მრავალი ცრუწინასწარმეტყველი გამოჩნდა.» (1 იოანე 4:1).

მაშ როგორ განვსაზღვროთ, ვისი ძალით სარგებლობენ მჭერმეტყველი მქადაგებელი-«მკურნალები», რომლებიც ეგზალტირებულ «შოუ»-ებს აწყობენ თავისი თაყვანისმცემლების ბრბოების წინაშე?.
1.     იესო და მისი მოციქულები კურნავდნენ ყველას, ვინც კი მათთან დახმარების სათხოვნელად მიდიოდნენ.
«როცა მოსაღამოვდა, დემონებით შეპყრობილი მრავალი ადამიანი მიუყვანეს. მან სიტყვით განდევნა სულები და ყველა ავადმყოფი განკურნა» (მათე 8:16).

«იქაურმა ხალხმა იცნო ის და დაგზავნეს კაცები მთელ შემოგარენში და მიუყვანეს მას ყველა ავადმყოფი. ისინი ეხვეწებოდნენ, მხოლოდ მოსასხამის ფოჩზე შეგეხებითო. ვინც შეეხო, ყველა სრულიად გამოჯანმრთელდა.» (მათე 14:35,36).

«იკურნებოდნენ უწმინდური სულებით გაწამებულებიც. მთელი ხალხი ცდილობდა შეხებოდა იესოს, რადგან მისგან ძალა გამოდიოდა და ყველას კურნავდა.» (ლუკა 6:18,19).

პირველი თავისებურება, რომელიც იესოსა და მოციქულების ხელით მომხდარ განკურნებებს ახასიათებდათ, - ესაა აბსოლუტურად ყველა მათგანის განკურნება, ვინც კი მათთან მიჰყავდათ ან მიდიოდა. იესო არ არჩევდა ადამიანებს, თუ ვის განკურნებას შეძლებდა და თუ ვინ არ ექვენდებარებოდა ამგვარ განკურნებას. მრავალრიცხოვანი ბიბლიური შემთხვევები ნათლად უსვამენ ხაზს წმინდა სულის ძალას, რომ მას აბსოლუტურად ყველა ადამიანის განკურნება შეეძლო. და ზუსტად ეს წარმოადგენს ადამიანების განკურნებისას ღვთის ხელმძღვანელობის თვალნათელ მტკიცებულებას.
მოცემული გარემოება ძალიან უხერხულს წარმოადგენს თანამედროვე ე.წ. «ქრისტიან მკურნალთა» დიდი უმეტესობისათვის. არცერთ მათგანს არ შეუძლია იმის თქმა, რომ მათ მიერ მომხდარ «განკურნებებს» გააჩნია ანალოგიური თავისებურება და ძალა, განკურნოს დაავადებებისაგან ყველა ის ადამიანი, ვინც მათ «შოუ»-ს ესწრება. მსგავსი მქადაგებლების რეკლამით გაპიარებული გამოსვლები, უფრო მეტად ემოციურ-აღგზნებულ ატმოსფეროს შექმნას ემსახურება, ვიდრე ავადმყოფების მასიურ განკურნებას. ალალად რომ ვთქვათ, ასეთი «განკურნებების» რეალური ეფექტი არც კი შეიძლება შეედაროს იესოსა და მოციქულების ნამდვილ სახარებისეულ მაგალითებს, რაც უციულობლად ამჟღავნებს, რომ «მკურნალებს» არ აქვთ ღვთის ხელმძღვანელობა.

2.     იესო და მოციქულები კურნავდნენ ყველა დაავადებისაგან და თანაც მაშინვე.
«დადიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა ხალხს სინაგოგებში, ქადაგებდა სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ და კურნავდა ადამიანებს ნებისმიერი ავადმყოფობისა და უძლურებისგან. მისი ამბავი მთელ სირიას მოედო; მიჰყავდათ მასთან სხვადასხვა სენითა და სატანჯველით გაწამებული ავადმყოფები, დემონებით შეპყრობილები, ბნედიანები, დამბლადაცემულები და ის კურნავდა მათ.» (მათე 4:23,24).
«მეტისმეტად განცვიფრებულნი ამბობდნენ: „ყველაფერს კარგად აკეთებს. ყრუებს სმენას უბრუნებს და მუნჯებს ამეტყველებს“» (მარკოზი 7:32-37).
შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორი ადამიანთა მასიურ განკურნებებში წმინდა სულის მოქმედებისა – ესაა ყველა(!) მოსული ადამიანის ყველანაირი(!) უძლურებისაგან განკურნების შესაძლებლობა. ყველაზე მძიმე და განუკურნებელიც კი, გამონაკლისის გარეშე! როგორც სახარებები გვიმოწმებენ, იესოსთვის და მოციქულებისთვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა ასეთ მომენტებში, რომ სრულყოფილი ჯანმრთელობა დაებრუნებინათ ინვალიდებისთვისაც კი – ადამიანებისათვის რომლებსაც «ნაკლი» ჰქონდათ, ანუ არ ჰქონდათ ორგანიზმის ესა თუ ის ნაწილი. თანაც, ამგვარი წარმოუდგენელი ძლევამოსილი საქმეები რამოდენიმე სეანსის განმავლობაში კი არ ხდებოდა, არამედ მაშინვე, მომენტალურად! ამგვარი, მხოლოდ ღვთის წმინდა სულისათვის შესაძლებელი საქმეების გამეორება ვერცერთ ცრუწინასწარმეტყველს ვერ შეეძლო.
ამასთან მიმართებაში რისი დანახვა შეგვიძლია ე.წ. «ქრისტიან მკურნალებთან»? შეუძლიათ თუ არა მათ იმის თქმა, რომ მათ ევანგელისტურ «შოუ»-ებზე უფალი მათი მეშვეობით ანალოგიურად მოქმედებს? არანაირად! ვერცერთი მათგანი ვერ დაიკვეხნის, რომ მათ ქადაგებაზე მოსული ათასობით ადამიანი, ყველა სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდა სახლში. ვერცერთი მათგანი ვერ დაადასტურებს, რომ იმ ინვალიდებს, რომლებიც მათ უსმენდნენ, მაშინვე გაეზარდათ ფეხები, ხელები, თვალები, ყურები და ა.შ. ვერცერთი მათგანი მცირედაც კი ვერ მოახდენს იმას, რასაც პირველ საუკუნეში ღმერთი თავისი ერთგული მომდევრების ხელით აკეთებდა. მაშინ იბადება კითხვა: სინამდვილეში ვისი ძალით ხელმძღვანელობენ მსგავსი «მკურნალები», რომლებიც მხოლოდ ქმნიან «ქრისტიანული» მსახურების სახეს?

3.    იესო და მოციქულები მკვდრების აღდგენის ძალას ფლობდნენ

იესოს, ღვთის ძალით ხელმძღვანელობით, არაერთხელ აღუდგენია მკვდარი, რისი მოწმეებიც მრავალი ადამიანები იყვნენ (ლუკა 7:11—17; 8:40—56; იოანე 11:38—45).
მკვდრების აღდგენის ძალა იესომ მოციქულებსაც მისცა, როდესაც უთხრა: «განკურნეთ ავადმყოფები, აღადგინეთ მკვდრები, განწმინდეთ კეთროვნები, განდევნეთ დემონები.» (მათე 10:8; საქმეები 9:40-42; 20:9-12).

 თითქოსდა, ისინი, ვინც წმინდა სულის ხელმძღვანელობაზე აცხადებს პრეტენზიას თავის «ძლევამოსილ საქმეებში», მკვდრების აღდგენის მსგავს ძალასაც უნდა ფლობდნენ. მაგრამ, ფლობენ ისინი მას? არსებობენ თუ არა ექიმების რაიმე სახის დასკვნები, მსგავსი მქადაგებლების მცდელობის შედეგად მკვდრების აღდგენის ფაქტების შესახებ? არსებობენ თუ არა თანამედროვე «ლაზარეები», რომლებსაც გარდაცვალების მოწმობა აქვთ და ამტკიცებენ, რომ ისინი აღდგენილნი იქნენ მსგავსი «მკურნალების» მიერ? თუ არა, მაშინ გააჩნიათ თუ არა «სასწაულმოქმედ-მქადაგებლებს» რაიმე სახის ურთიერთობა ღვთის სულის ხელმძღვანელობასთან?

4.     იესო იმ ავადმყოფებსაც კი კურნავდა, ვისაც მის მიმართ რწმენა არ ჰქონდა
ზუსტად ის დროა შეკამათებას ველოდოთ, თითქოსდა, ადამიანის განკურნება მხოლოდ იესო ქრისტესადმი რწმენის შემთხვევაშია შესაძლებელი. თანაც, ძლიერი რწმენის! განა თავად იესო არ ეუბნებოდა განკურნებულებს: «შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა»? (მათე 9:20-22). აი, თურმე, რატომ არ შეუძლიათ მქადაგებლებს მათთან ყველა მისულის განკურნება – მიზეზი თავად ამ ადამიანების მცირედ რწმენაშია.
მიუხედავად ამისა, თავისმართლების ასეთ მცდელობასაც არ უჭერს მხარს ბიბლია. მასში აღწერილი ავადმოყოფების სასწაულებრივად განკურნებების შემთხვევები, ასევე შეიცავს ისეთი ადამიანების განკურნების შემთხვევებს, რომლებსაც არ სწამდათ იესოსი (იოანე 5:5-9,13; 9:24,25,35,36). კერძოდ, ქრისტემ ბოლო ღამეს თავის მოწინააღმდეგეთაგან ერთ-ერთი განკურნა, რომელიც მის დასაპატიმრებლად იყო მისული (ლუკა 22:50,51). და ცოცხალი ადამიანების რწმენაზე რა უნდა ვთქვათ, როდესაც იესო მკვდრებსაც კი აღადგენდა? სჭირდებოდათ მათ იმ მომენტში რწმენა? ან მკვდრებს როგორ უნდა დაემოწმებინათ თავისი რწმენა?
მაშ რატომ ამბობდა იესო რიგ შემთხვევებში, რომ მასთან მისული ადამიანები მათმა რწმენამ განკურნა? პასუხი იოლია: მათ რომ ქრისტესადმი რწმენა არ ჰქონოდათ, ისინი არ მივიდოდნენ მასთან და, შესაბამისად, ვერ აღმოჩნდებოდნენ იმ ადამიანთა რიცხვში, რომლებიც განიკურნნენ. რწმენამ აღძრა ეს ადამიანები მოცემულ მომენტში მიეტოვებინათ თავისი სახლები და იესოსთან მისულიყვნენ განსაკურნებლად. აი რატომ იღებდა ყველა მასთან მისული ავადმყოფი სასურველს. ანალოგიურ შემთხვევას ვხედავთ ჩვენ ძველ აღთქმაშიც წარმართი მეფე ნაამანის შემთხვევაში. მასაც რწმენა დასჭირდა იმისათვის, რომ დაეტოვებინა საკუთარი სახლი და ღვთის წინასწარმეტყველთან წასულიყო და ასევე მისი მოთხოვნები რომ შეესრულებინა. მიუხედავად ამისა, იეჰოვასადმი, როგორც ჭეშმარიტი ღმერთისადმი რწმენა, ნაამანს მხოლოდ განკურნების შემდეგ გაუჩნდა (2 მეფეები 5:1-14).
ამგვარად, ე.წ. «ქრისტიანი მკურნალების» განაცხადს იმის თაობაზე, რომ მათ არ ძალუძთ ადამიანების განკურნება იმის გამო, რომ მათ არ ჰყოფნით რწმენა, არ გააჩნია სერიოზული ბიბლიური საფუძველი. პირიქითაც კი, მსგავსი თავისმართლებები აშკარას ხდიან, რომ თავად «მკურნალებს» არ გააჩნიათ არც შესაბამისი რწმენა და არც წმინდა სულის ხელმძღვანელობა.

5.    იესო და მოციქულები ადამიანებს უფასოდ კურნავდნენ
ბიბლიაში ჩვენ ვერ ვიპოვით ვერცერთ შემთხვევას, რომ იესოს და მის მოციქულებს მოეხდინოს ადამიანის განკურნება და ამისათვის საფასურის გადახდა მოეთხოვოთ. როდესაც თავის მოწაფეებს მსახურებაში გზავნიდა, ქრისტემ უთხრა:
«განკურნეთ ავადმყოფები, აღადგინეთ მკვდრები, განწმინდეთ კეთროვნები, განდევნეთ დემონები. უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით.» (მათე 10:8).
იესოს არ აუღია ფული მოციქულებისაგან, როდესაც მათ ძლევამოსილი საქმეების კეთების ძალა მისცა. ზუსტად ასევე, არც მათ ჰქონდათ იმის უფლება, რომ საფასური მოეთხოვათ ადამიანებისაგან იმისათვის, რაც თვითონ უსასყიდლოდ ჰქონდათ მიღებული. პირიქით, როდესაც ერთ-ერთმა, ვინც იესო იწამა – სიმონმა – მოციქულებს ფული შესთავაზა იმის სანაცვლოდ, რომ შესაძლებლობა მისცემოდა ძლევამოსილი სამქქბი მოეხდინა, ის მკაცრად იქნა გაკიცხული მხოლოდ სურვილისთვისაც კი «ფულით დაუფლებოდა ღვთის უსასყიდლო ძღვენს» (საქმეები 8:18-24). მაშინ რა შეგვიძლია ვთქვათ ამ ძღვენის ფინანსური გამორჩენის მიზნით გამოყენების შესახებ?
რისი თქმა შეიძლება თანამედროვე «ქრისტიან მკურნალებზე»? თავის «შოუ»-ებზე მქადაგებლები, ძველი და მოხერხებული ტრადიციის მიხედვით, ჯერ ფულად შემოწირულობებს ითხოვენ დაჟინებით, თანაც ადამიანებს არწმუნებენ, რომ ფინანსური გულუხვობა მათი განკურნების საწინდარი იქნება. უკვე აღარავის უკვირს ის ფაქტი, რომ ასეთი «მკურნალები» მდიდრული ცხოვრებით ცხოვრობენ, ფუფუნებაში იხრჩობიან და უსირცხვილოდაც კი ტრაბახობენ თავისი სიმდიდრით. მათი სიტყვების თანახმად, მილიონიან შემოსავალს ისინი ღვთის კეთილგანწყობის დასტურად იღებენ. მაგრამ იწონებს თუ არა ღმერთი ასეთ თვითმარქვიებს? (1 ტიმოთე 6:5).
როდესაც ღვთის წინასწარმეტყველმა ელისემ სირიელი მხედართმთავარი ნაამანი კეთრისაგან განკურნა, მან კატეგორიული უარი თქვა ჯილდოზე. და, პირიქით, როდესაც გეხაზი, ელისეს მსახური, შეეცადა ამ განკურნებისათვის ჯილდო მიეღო, ღვთისაგან იქნა დასჯილი (2 მეფეები 5:1-4,14-24). როგორც ჩანს, მსგავსი ბიბლიური გაფრთხილებები სულაც არ ადარდებთ მილიონერ-«მკურნალებს»…

6.   იესო და მოციქულები არ იყვნენ დაკავებული თვითრეკლამით

ღვთის ძე არ ატარებდა პიარ კამპანიებს, საკუთარი სახელის გარშემო აჟიოტაჟის შექმნის მიზნით. მას არ უნდოდა, რომ ადამიანებს მის მიმართ რწმენა, ვიღაცის მიერ მის შესახებ გავრცელებული ხმების საფუძველზე გამოევლინათ და, როგორც შედეგი, არ გასჩენოდათ მის მიმართ არასწორი მოლოდინები (მათე 9:30; ლუკა 5:13,14). ეს მართლაც აქტუალური იყო, იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანებს სურდათ იესო მიწიერ მმართველად და რომაელების წინააღმდეგ აჯანყების მეთაურად გაეხადათ (იოანე 6:15). ამიტომ იესო, როდესაც ქალაქში ან დასახლებაში მიდიოდა, პირველ რიგში ხალხს ღვთიურ ჭეშმარიტებას ასწავლიდა, რითაც მათ ყურადღებას უპირველესად ზეციური სამეფოსაკენ მიმართავდა და არა მიწიერი ინტერესებისაკენ, და მხოლოდ ამის შემდეგ ახდენდა ძლევამოსილ საქმეებს. აი ამიტომ ეძახდნენ ქრისტეს პირველ რიგში «მოძღვარს» და არა «სასწაულმოქმედს».
რამდენად გვანან ამ მხრივ იესოს თანამედროვე «ქრისტიანი მკურნალები»? გრამითაც კი არ გვანან. ისინი ძალიან დიდ თანხებს დებენ სპეციალურ სარეკლამო კამპანიებში, საკუთარი სახელებისა და «მიღწევების» პოპულარიზების მიზნით. ღმერთისა და რწმენის შესახებ სიტყვები მათ გამოსვლებში უფრო ერთგვარ «ქრისტიანიზირებულ» ფონს წარმოადგენს, რომელიც ადამიანებს მთავარი მიზნისთვის ამზადებს – მქადაგებლების ჯიბეებში შემოწირულობების შეგროვებისთვის. შეგროვილი ფულის რაოდენობა კი პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კარგად არიან რეკლამირებულნი ამ ჯიბეების პატრონები. არც ისაა გასაკვირი, რომ მსგავსი ტიპის «მკურნალები» ძალაინ ხშირ სტუმრებს წარმოადგენენ ე.წ. «ქრისტიანულ» ტელე- და რადიო-არხებზე, თავს იწონებენ ჟურნალების გარეკანებზე და პოზირებენ პოლიტიკოსებთან და სპორტისა და შოუ-ბიზნესის «ვარსკვლავებთან» ერთად.
«ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება», - გვაფრთხილებდა იესო (ლუკა 14:11). როგორც ჩანს, ეს დარიგება არ ჯდება მქადაგებლების «ქრისტიანული აღქმის» კონცეფციაში.

7.     იესო და მოციქულები არასოდეს აქცევდნენ განკურნებებს «შოუ»-დ
თანამედროვე მქადაგებლებს, რომლებიც განკურნებებს ჰპირდებიან, უყვართ თავისი გამოსვლების ბრწყინვალე ექსპრესიულ სანახაობად ქცევა. ისინი არჩევენ სპეციალურ მუსიკალურ ფონს, იყენებენ განათების ეფექტებს, დარბიან და ხტუნავენ სცენაზე, გულაღმა ეცემიან, ყვირიან, ბოდავენ, წარმოთქვამენ სიტყვებს რომლის გარჩევაც ძნელია, ბაძავენ ხმებს, იყენებენ სავსებით დიდი რაოდენობის სხვა ილეთებს, რომლებიც გათვლილია დამსწრე ადამიანების გონებაზე ემოციური ზემოქმედებისთვის. ყველაფერ ამას ისინი «წმიდა სულის მოქმედებას» უწოდებენ, რომელიც თითქოსდა, როგორც მათზე, ასევე მათ გვერდით მდგომ ადამიანებზე გადმოდის. რა თქმა უნდა, ამ ფართოდ გავრცელებულ ილეთებს იყენებენ ასევე «მკურნალები» სხვა არაქრისტიანული რელიგიებიდანაც, ასევე შამანები, შემლოცველები და ექსტრასენსები. ყოველივე ეს მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და მას ყოველიმე იმის ემოციურად აღქმისადმი უფრო დამოკიდებულს ხდის, რასაც «მკურნალები» ამბობენ ან აკეთებენ სცენაზე.
მიუხედავად ამისა, ვიპოვით თუ არა ჩვენ ახალ აღთქმაში რაიმე მსგავსს? სჭირდებოდათ თუ არა იესოს და მოციქულებს ზემოქმედების ასეთი მეთოდები იმისათვის, რომ ადამიანები განეკურნათ? არანაირად. ღვთის სული ავადმყოფებს მათი დაავადებებისაგან ყოველგვარი «შოუ»-ს გარეშე ათავისუფლებდა. იესოს არ სჭირდებოდა იატაკზე თავის რტყმა, ძირს დაცემა, ყვირილი და სხვა აბსურდული რაღაცეების კეთება, რომელიც ჩვეულებრივ, გაუწონასწორებელ პირებს უფრო ახასიათებთ. მისი ქმედება სრულიად შეესაბამებოდა წმინდა წერილში ნათქვამს:

«სულელი თავის სულს გარეთ ღვრის, ბრძენი კი ბოლომდე სიმშვიდეს ინარჩუნებს.» (იგავები 29:11). 

ხოლო როდესაც პავლემ და ბარნაბამ განკურნეს ავადმყოფი და ხალხმა მათ საპატივცემულოდ ფეერიული ქმედებების გატარება გადაწყვიტეს, ამ ქრისტიანებმა დიდი გაჭირვებით შეაკავეს ხალხი ამგვარი ქმედებებისაგან (საქმეები 14:8-18).

იესოსა და მოციქულებისაგან განსხვავებით, დღევანდელი მქადაგებლები უფრო მეტად ბაალის წინასწარმეტყველების მაგალითს ჰბაძავენ, რომლებიც «ჩვეულებისამებრ» გასართობ «შოუ»-ებს აწყობდნენ და ცდილობდნენ წინასწარმეტყველებივით მოქცეულიყვნენ, ცეკვავდნენ, ხტუნავდნენ და მთელი ხმით ყვიროდნენ, რადგან ცდილობდნენ სასწაული მოეხდინათ (1 მეფეები 18:25-29). მათგან განსხვავებით წინასწარმეტყველი ელიასათვის საჭირო არ იყო რაიმე მსგავსის კეთება. ის დარწმუნებული იყო, რომ, თუ ღმერთს ნებავდა ძლევამოსილი საქმის მოხდენა, ის ამას წინასწარმეტყველის მხრიდან ყოველგვარი ექსპრესიული ქმედებების კეთების გარეშეც გააკეთებდა. ზუსტად ასევე იქცეოდნენ დანარჩენი წინასწარმეტყველები და მოციქულები. თუ ვიცი ძალით სარგებლობენ თანამედროვე «მკურნალები», მემგონი ძნელი მისახვედრი არაა. 

მოაზროვნე ადამიანებს კითხვა უჩნდებათ: რა უშლის ხელს თანამედროვე სახელგანთქმულ მქადაგებლებს, რომ ახალაღთქმისეულ მაგალითს მიბაძონ? რატომ არ წავლენ ისინი, მაგალითად, ლეპროზორიუმში, რათა იქ მყოფი კეთროვნები განკურნონ? ან კლინიკებში, სადაც ასობით მძიმე ავადმყოფი ადამიანი და ბავშვი წევს, რომლებიც განუკურნებელი დაავადებებით იტანჯებიან? რა უშლის ხელს ამ «მკურნალებს» რომ განკურნების ძალა, სოციალურად დაუცველი ადამიანების საავადმყოფოებში გამოავლინონ? იმის დაბალი ალბათობა, რომ ისინი «სათანადო» თანხას ვერ გადაუხდიან გამოჯანმრთელების სანაცვლოდ? ამგვარად რომ ავლენდნენ ძალას ეს მქადაგებლები, უფრო მეტ ადამიანს მოაქცევდნენ რწმენაში. თუმცაღა რაღაც უცნაური მიზეზების გამო, ისინი თავისი «სასწაულების» მოსახდენად მკაცრ პირობებს ადგენენ: გამოყოფილი დარბაზი, სცენა, გაფორმება, დეკორაცია… მათი «განკურნებები» მხოლოდ «შოუ»-ს პირობებში შეიძლება შესრულდეს, და სხვაგვარად არანაირად. ასეთი უცნაური გარემოებები მხოლოდ დამატებით კითხვებსა და სერიოზულ ეჭვებს იწვევს მსგავსი «მკურნალების» განაცხადების მიმართ.

დასკვნა

ე.წ. ქრისტიანი მქადაგებელ-«მკურნალების» განაცხადებს იმის შესახებ, რომ ისინი ღვთის ძალით მოქმედებენ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსგავსსავე განაცხადებს აკეთებენ ასევე მრავალრიცხოვანი «სასწაულმოქმედები», ექსტრასენსები, ჯადოქრები, შამანები და მკურნალები სხვა არაქრისტიანული რელიგიებიდან. ისინიც ფართოდ იწონებენ თავს «განკურნებებითა» და სხვა «ძლევამოსილი საქმეებით», მათი მეთოდიკა კი სასწაულად გავს იმათ, რომელსაც «ქრისტიანი მკურნალები» იყენებენ პრაქტიკაში. მიუხედავად ამისა, ეს ვერანაირად ვერ ხდის მათ ღვთის მსახურებად. ბიბლია იმის გაგებაში გვეხმარება, რომ ძალა, რომელიც ასეთი სახის «მკურნალებში» მოქმედებს, სულაც არ გამომდინარეობს ღმერთისგან. პირიქით, ღმერთს სურს, რომ ადამიანები აღარ იყვნენ გაურკვევლობაში ასეთ საფრთხესთან მიმართებაში და რომ არაფერი ჰქონდეთ საერთო მსგავს პიროვნებებთან და მათ საქმიანობასთან.
 «მე კი არ მინდა, დემონების თანაზიარნი გახდეთ. შეუძლებელია იეჰოვას სასმისსაც სვამდეთ და დემონების სასმისსაც. შეუძლებელია „იეჰოვას სუფრიდანაც“ ჭამდეთ და დემონების სუფრიდანაც. თუ „იეჰოვას განრისხებას ვბედავთ“? განა მასზე ძლიერები ვართ?» (1 კორინთელები 10:20-22).
«რათა სატანამ არ გვაჯობოს, რადგან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები.» (2 კორინთელები 2:11).

 ზემოთ განხილული ახალაღთქმისეული მითითებების თანახმად, ღვთისგან მომავალი ზებუნებრივი ძღვენების დრო, ანუ რომელიმე ქრისტიანის განკურნების ძალით დაჯილდოების სახით, ბოლო მოციქულის სიკვდილთან ერთად მოკვდა. ავადმყოფობის შემთხვევაში ქრისტიანს უნდა ახსოვდეს იესო ქრისტეს სიტყვები, რომ ავადმყოფებს «ექიმი... სჭირდებათ» (ლუკა 5:31). ამიტომ გონიერი ადამიანი ასეთ სიტუაციაში აუცილებლად კვალიფიცირებული ექიმების დახმარებას მიმართავს.

მოცემულ საკითხში ქრისტიანების ჭეშმარიტი იმედი ღვთის დანაპირებში მდგომარეობს, რომ მოსპობს ცოდვას და ყველა მის შედეგებს, მათ შორის ყველა სახის დაავადებებს. 
«არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო. იმ მიწის მკვიდრთ ეპატიებათ დანაშაული.» (ესაია 33:24; 35:5,6; გამოცხადება 21:3,4).

წყარო: sergeiivanov.blogspot.com
თარგმანი აღებულია maxvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment