ხშირად ოპონენტები იეჰოვას მოწმეებს ბრალს დებენ ცრუწინასწარმეტყველებაში და მოყავთ კონკრეტული წლები ამის დასამოწმებლად კერძოდ : 1914,1925 და 1975 წლები და პუბლიკაციებიდან ციტატები. ამიტომ ვნახოთ რეალურად რას წერდნენ ჟურნალები და წინასწარმეტყველებდნენ თუარა მოწმეები
სანამ ზემოთ დასახელებულ თარიღებს განვიხილავდეთ უნდა აღვნიშნოთ, რომ საგუშაგო კოშკში» გამოითქმებოდა ვარაუდები, როგორც რაღაც, რაც "შეიძლება მოხდეს", და არა რაც "აუცილებლად მოხდება". ამასთანავე ავტორები არასოდეს არ ამტკიცებდნენ, რომ ინფორმაცია ღმერთისგან მიიღეს, მეტიც იეჰოვას მოწმეებს არასდროს განუცხადებიათ რომ წინასწარმეტყველების ძღვენი აქვთ არამედ თავის დასკვნებს მხოლოდ ბიბლიის კვლევაზე აფუძნებდნენ.შესაბამისად ისინი წინასწარმეტყველები არ არიან და არც მათი პროგნოზი შეიძლება ჩაითვალოს წინასწარმეტყველებად
მაშ ასე განვიხილოთ ის თარიღები კონტექსტის ფონზე რომლებზეც აპელირებენ კრიტიკოსები
1.1914 წელი იქნებოდა მნიშვნელოვანი თარიღი. ჩვენ არ ვწინასწარმეტყველებთ, ჩვენ უბრალოდ ვარაუდებს გამოვთქვავთ… ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ წინასწარმეტყველების ჩვენებურ გაგებაში ან ქრონოლოგიის დათვლაში არ შეიძლება შეცდომა გაიპაროს. ჩვენ უბრალოდ გამოვთქვით რიგი მოსაზრებებისა, მაგრამ მიიღებს ამას თუ არა, ყველა თვითონ წყვეტს საკუთარი რწმენის საფუძველზე Zion's Watch Tower, 01.01.1908
ბიბლიის მკვლევარების ყოველთვიურ ტრაქტატში“ (ტომი VI, №1, გამოიცა 1914 წლის დასაწყისში) ძმა რასელმა დაწერა: „თუ ჩვენ ზუსტი თარიღი და ბიბლიის ქრონოლოგია გვაქვს, უცხოტომელთათვის დანიშნული დროები 1914 წელს დასრულდება. რისი ნიშანი იქნება ეს, ჩვენ ზუსტად არ ვიცით. ჩვენ ველით, რომ მესია დაახლოებით იმ დროისთვის დაიწყებს მმართველობას, როცა უცხოტომელთათვის დანიშნული დრო დასასრულს მიუახლოვდება. ჩვენ ასევე ველით, თუმცა შესაძლოა ვცდებით კიდეც, რომ ღვთიური სასამართლო საოცრად გამოვლინდება ყოველი უსამართლობის მიმართ და ეს იმის ნიშანი იქნება, რომ დაიშლება დღეს არსებული საზოგადოებრივი ინსტიტუტების უმეტესობა, თუ ყველა არა“.
მიუხედავად იმისა, რომ, მაშინ მათ ბოლომდე არ ესმოდათ, რა მოხდებოდა ამ წელს, მაინც დარწმუნებული იყვნენ, რომ მსოფლიო ისტორიაში ის გადამწყვეტი წელი იქნებოდა, და არც შემცდარან. ყურადღება მიაქციეთ ერთ-ერთ გაზეთში დაბეჭდილ კომენტარს:
«ევროპაში საშინელმა ომმა იფეთქა, რითაც განსაკუთრებული წინასწარმეტყველება შესრულდა. ბოლო 25 წლის განმავლობაში „ბიბლიის საერთაშორისო მკვლევარები“, , ქადაგებითა და ბეჭდვითი სიტყვით მთელ მსოფლიოს ამცნობდნენ („უორლდი“, ნიუ-იორკში გამომავალი გაზეთი, 30 აგვისტო, 1914 წელი).
2.1925: იმ პერიოდში ბევრი ფიქრობდა, რომ 1925 წელს ხველი დროის ღვთის მსახურთა მკვდრეთით აღდგომა დაიწყებოდა და დედამიწაზე სამოთხე აღდგებოდა. ეს შეიძლება მოხდეს. ეს შეიძლება არ მოხდეს. ღმერთი თავისი ხალხის მიმართ განზრახულს მაშინ აღასრულებს, როცა მას სურს. ქრისტიანები ზედმეტად არ უნდა ინტერესდებოდნენ იმით, თუ რა მოხდება ამ წელს. The Watchtower, 01.01.1925, გვ. 3
რათქმაუნდა იყო მართლაც მცდარი მოლოდინები ამ წელზე მაგრამ ეს არიყო წინასწარმეტყველება. გამომდინარე იქედან რომ მოწმეებს არასდროს განუცხადებიათ რომ წინასწარმწტყველების ძღვენი ქონდათ ან ღმერთმა გაუცხადათ. რასაც ზემოთ მოცემულ საგუშაგო კოშკის ციტატაც ადასტურებს.
3.1975 კაცობრიობის შექმნიდან 6000 წლიანი პერიოდი სრულდებოდა 1975 წელს. ამაზე საუბარი იყო 1966 წელს კონგრესზე გამოცემულ წიგნში სათაურით მარადიული სიცოცხლე ღვთის ძეთა თავისუფლება რომელშიც ნათქვამი იყო რომ 6000 წელი ადამის შექმნიდან შეუსრულდებოდა 1975 წელს ამ დღეს კონგრესზე დასკვნითი მოხსენებით ფრენცი გამოვიდა მან მოხსენება შემდეგი სიტყვებით დაიწყო: «სანამ სცენაზე ამოვიდოდი, ერთი ახალგაზრდა მოვიდა და მკითხა: „მითხარი, რას ნიშნავს 1975 წელი?“». შემდეგ ძმა ფრენცმა მოიხსენია მრავალი წამოჭრილი კითხვა იმასთან დაკავშირებით, ნიშნავდა თუ არა ახალ წიგნში ნათქვამი იმას, რომ 1975 წლისთვის არმაგედონი უკვე მომხდარი იქნებოდა, სატანა კი — შებორკილი. ძმა ფრენცმა თქვა: „ყველაფერი შესაძლებელია. მაგრამ ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ. ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია. მაგრამ ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ. და დაე არცერთმა თქვენთაგანმა არ გააკეთოს კონკრეტული განცხადება იმის შესახებ, თუ რა უნდა მოხდეს 1975 წელს The Watchtower, 15.10.1966, გვ. 631.
ეს უბრალოდ იყო ინფორმაცია იმის შესახებ რომ ადამის შექმნიდან ამ წელს სრულდებოდა 6000 წელი რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვანი ყოფილიყო და უნდა ეფხიზლათ
უფრო ადრე ჯერ კიდევ 1963 წელს გამოცემულ წიგნში მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა .ნათქვამი იყო არ იქნება კარგი თუ ბიბლიური ქრონოლოგიით იმ მოვლენების გამოთვლას შევეცდებით რომლებიც ჯერ კიდევ მომავლის საქმეა მათ 24:36
აგრეთვე 1975 წლის 1 მაისს დაიბეჭდა სტატია სათაურით რატომ არ ვიცით დრო და საათი და როგორ მოქმედებს შენზე დროისა და საათის არცოდნა?
.ნათელია რო მათ არ მიაჩნდათ რო მათ შეძლოთ გაეგოთ როდის იქნებოდა აღსასრული
ეს ციტატები გვიჩვენებს, რომ იეჰოვას მოწმეები არ იძახდნენ რომ ღვთისგან ინსპირირებით საუბრობდნენ. ისინი კატეგორიულ განაცხადებს არ აკეთებდნენ, როგორც კრიტიკოსებს უნდათ გამოაჩინონ. ისინი სპეციალურად აცილებენ ამ და სხვა მრავალ ფრაზას, რომლებშიც წინადადების ვარაუდის ხასიათი ჩანს. ასეთი სახით მათ სპეციალურად შეჰყავთ მკითხველი შეცდომაში, როდესაც ვარაუდს ისე წარმოაჩენენ როგორც წინასწარმეტყველებას.
არა ღვთისგან შთაგონებულნი
ასევე მნიშვნელოვანია იმის საერთო კონტექსტის გათვალისწინება, თუ რას ლაპარაკობენ საგუშაგო კოშკის საზოგადოების პუბლიკაციების ავტორები საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა, ისინი ლოცვით სთხოვენ ღმერთს რომ აკურთხოს მათი შრომა და გულწრფელად სჯერათ, რომ ღმერთი პასუხობს ამ ლოცვებს, თუმცა ისინი არასოდეს ამბობენ, რომ ღვთისგან არიან შთაგონებულნი, არიან უშეცდომოები ან სრულყოფილები. განვიხილოთ ამის დამადასტურებელი ციტატები. ეს სია პატარაა, მაგრამ მეტის მოყვანაც შეიძლება
1880-იანები: ჩვენ არ გვაქვს წინასწარმეტყველების ნიჭი
Zion's Watch Tower, იანვარი 1983, გვ. 425.
1900-იანები: ჩვენი მიზანი არ არის წინასწარმეტყველის როლის საკუთარ თავზე აღება. ჩვენ უბრალოდ გვინდა დავხატოთ, თუ რა გვგონია მეტად მოსალოდნელი, მიმდინარე მოვლენების ფონზე, და თან ავხსნათ ჩვენი მოლოდინის საფუძვლები «Views from the Watch Tower», Zion's Watch Tower and Herald of Christ's Presence, 01.03.1904,
შეიძლება ვინმემ იკითხოს: თვლით თუ არა თქვენს თავს შეუმცდარად, ხოლო «საგუშაგო კოშკში» ჩაწერილ ყოველ სიტყვას აბსოლუტურ სიმართლედ? რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამტკიცებთ და არც არასოდეს გვიმტკიცებია მზგავსი რამ. რა მოტივებით გვდებენ ბრალს ჩვენი ოპონენტები მსგავს საქციელში? ამით ხელოვნური მიზეზის შექმნას ხომ არ ცდილობენ მათი მხრიდან თავდასხმებისა და სხვების შეცდომაში შეყვანის გასამართლებლად?Zion's Watch Towerand Herald of Christ's Presence, 15.09.1909, რე გვ.447
1930-იანები: ჩვენ წინასწარმეტყველები არ ვართ; ჩვენ უბრალოდ გვწამს, რომ მივაღწიეთ წარმართთა დროის დასრულების ჟამს].Light, том 1 (Brooklyn: Watchtower Bible and Tract Society, 1930), გვ. 194
1990-იანები: ისინი, ვინც დღეს ჭეშმარიტ ქრისტიანულ კრებას მიეკუთვნებიან, არ იღებენ გამოცხადებებს ანგელოზების საშუალებით, და არც ღმერთი აძლევთ მათ ცოდნას სასწაულებრივი მეთოდით. მაგრამ მათ აქვთ ღვთისგან შთაგონებული წმინდა წერილი, რომელშიც არის ღვთის აზრებისა და ნების გამოცხადება. მათ – თითოეულმა ცალ-ცალკე და როგორც ორგანიზაციამ ერთად – ბიბლია უნდა მიიღონ როგორც ღვთის ჭეშმარიტება, საგულდაგულოდ უნდა იკვლიონ ის და მისცენ საშუალება რომ «იმოქმედოს მათში» (1 თესალონიკელთა 2:13) იეჰოვას მოწმეები – ღვთის სამეფოს მაუწყებლები, გვ. 708.
2000-იანები: თუმცა მონის კლასს «ერთგული და გონიერი» ეწოდება, იესოს არ უთქვამს, რომ ეს კლასი უცოდველი იქნებოდა. ეს სულითცხებული ძმების ჯგუფი, ძველებურად არასრულყოფილი ქრისტიანებისაგან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ მათ საუკეთესო განზრახვები ამოძრავებთ, ისინი, ისევე როგორც მათი ძმები პირველ საუკუნეში, ხანდახან შეიძლება შეცდნენ (საქმეების 10:9–15; გალატელთა 2:8, 11–14)[19].საგუშაგი კოშკი, 01.12.2002, გვ. 17
ასეთი სახით, სავსებით ნათელია, რომ იეჰოვას მოწმეები პრეტენზიას არ აცხადებენ თავისი პუბლიკაციების ღვთისაგან შთაგონებულობაზე. შესაბამისად, კრიტიკოსების მტკიცებულება იმის შესახებ, რომ საგუშაგო კოშკის საზოგადოება პრეტენზიას აცხადებს ღვთისაგან შთაგონებულ წინასწარმეტყველებაზე, ნათელია რომ მცდარია.
ჩვენ ვხედავთ, რომ კრიტიკოსები ეგრეთწოდებულ თივის საფრთხობელას მეთოდს მიმართავენ. ისინი საგუშაგო კოშკის საზოგადოებას მიაწერენ პოზიციას, რომელიც მას არ უკავია, და შემდეგ უარყოფენ ზუსტად ამ პოზიციას, და არა იმას რომელიც ორგანიზაციას სინამდვილეში უკავია. ეს უსინდისო პოლემიკური ფანდია.
ჩვენ თუ პუბლიკაციებიდან ციტატებს თავისი კონტექსტით, გადამეტებების გარეშე და მსგავსი სოფისტიკის გარეშე ავიღებთ, მაშინ მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთებას შევძლებთ: რიგ შემთხვევებში ორგანიზაცია ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს ისეთ ახსნას აძლევდა, რომლებიც მოგვიანებით არასწორი აღმოჩნდებოდა ხოლმე. მაგრამ მათგან იმაზე დაკვნის გაკეთება არ შეიძლება, რომ 1) საზოგადოება თავის ლიტერატურას ღვთისგან შთაგონებულად და უშეცდომოდ მიიჩნევს; 2) საზოგადოება თავს წინასწარმეტყველად თვლის, რომელიც ღვთის სახელით ლაპარაკობს.
წარმოვიდგინოთ სახანძრო ანძაზე მყოფი მორიგე, რომელიც გასცქერის ჰორიზონტს და შენიშნავს კვამლის სვეტს, განგაშს ატეხს, მოგვიანებით კი გაირკვევა, რომ ეს ცრუ განგაში იყო. სხვა შემთხვევაში კი, ასეთმა სიფხიზლემ შესაძლოა არაერთი ადამიანი გადაარჩინოს.
მსგავსად ამისა, ქვეყნიერების აღსასრულთან დაკავშირებით ჩვენ მიერ გაკეთებული ზოგი ვარაუდი(და არა წინასწარმეტყველება) არ გამართლდა.
მაგრამ მნიშვნელოვანი ის კი არაა, თუ როდის დადგება აღსასრული, არამედ ის, რომ აღსასრული აუცილებლად დადგება და ამ დღისთვის მზად უნდა ვიყოთ? ჩვენ მთელი სერიოზულობით ვეკიდებით სიტყვებს, რომლებიც აბაკუმის 2:3-შია ჩაწერილი: „[აღსასრული] რომც დაყოვნდეს [არ მოვიდეს მაშინ, როცა ელი], დაელოდე, რადგან უეჭველად შესრულდება, არ დააგვიანდება“.
წინასწარმეტყველება და განმარტება
დიახ, იეჰოვას მოწმეები თვლიან, რომ მათ ღმერთი ხელმძღვანელობს. მაგრამ «ხელმძღვანელობა» – ეს უფრო ფართო გაგებაა, ვიდრე «შთაგონება». შთაგონებაც ხელმძღვანელობის ფორმაა, მაგრამ ასევე სხვა ფორმებიც არსებობს. ამ თემაზე კარგი აზრი გამოთქვა სტაფორდმა:
არ შეიძლება იმ სიტუაციების გათანასწორება, როდესაც ადამიანი ღვთის შთაგონებით უტყუარ ინფორმაციას იღებს და როდესაც ის ხელმძღვანელობას რომელიმე უტყუარი წყაროდან მოიპოვებს, იქნება ეს წერილი თუ ანგელოზი. რატომ? პირველ შემთხვევაში ღმერთი შეიბყრობს ადამიანს და აძლევს ჩვენებას, გამოცხადებას (ხანდახან ძილში) ან ტრანსში. ადამიანი ღმერთის აზრებსა და ნებას იღებს და ქმნის ისეთ ინფორმაციას, რომლის გაგებაც მას ვერანაირად ვერ შეეძლო. მეორე შემთხვევაში კი ადამიანმა შეიძლება უბრალოდ ვერ გაიგოს ან იგნორირება გაუკეთოს რაიმე ცალკეულ აზრებს. მისი მტკიცებულებების სიზუსტე სრულიად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწორად გაიგო მან შთაგონებული წყარო[26].
«წინასწარმეტყველება» – ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მომავლის მოყოლა. ესაა იმის დადასტურება, რომ ადამიანი ცნობას უშუალოდ ღვთისაგან გადმოსცემს. ეს არაა უბრალოდ მოვლენების ინტერპრეტაცია ან ბიბლიის წინასწარმეტყველური ადგილების განმარტება. რასელს კარგად ესმოდა ეს და ამიტომ წერდა: «ყველაზე მეტი, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ ან ოდესვე ვამტკიცებდით ჩვენს სწავლებებთან დაკავშირებით, არის ის, რომ ჩვენ ისინი ღვთის სიტყვის ჰარმონიულ განმარტებად მიგვაჩნია, ჭეშმარიტების სულში», და დაამატა: «ჩვენ შორს ვდგევართ იმ აზრისაგან, რომ პრეტენზია განვაცხადოთ სრულ შთაგონებაზე»Zion's Watch Tower and Herald of Christ's Presence, 15.07.1899, რეპრინტი, გვ. 2506.
შესაბამისად, საგუშაგო კოშკის საზოგადოებაც არ წარმოადგენს ცრუწინასწარმეტყველს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის არ წარმოადგენს წინასწარმეტყველს ის არ ამტკიცებს, რომ მის წევრთაგან რომელიმემ ღვთის ხმა მოისმინა, ხილვა იხილა ან რაიმე სხვა სახით მიიღო ინფორმაცია ზემოდან, და არ ულაპარაკია ისეთი რამ, რაც ბიბლიაში არ არის. დიახ, ის შეცდა ბიბლიის ცალკეული ადგილების განხილვისას ან ახსნისას, მაგრა სხვა რელიგიური ორგანიზაციებიც ხომ აკეთებდნენ ამას
მხოლოდ იეჰოვას მოწმეებს როდი ჰქონდათ ბიბლიური წინასწარმეტყველებებისადმი მცდარი მოლოდინები. იგივეს აკეთებდნენ მრავალი ბიბლიის სხვა მკვლევარები, მათ შორის ძალიან ავტორიტეტული კათოლიკე, პროტესტანტი და მართლმადიდებელი მოაზროვნეები.
მართლმადიდებლებთან დაკავშირებით ეწვიეთ ამ ბმულს: http://bibliurithemebi.blogspot.com/2019/03/blog-post_18.html?m=1
ასევე ყურადღება მივაქციოთ მხოლოდ სამ მაგალითს პროტესტანტიზმის სამყაროდან: მარტინ ლუთერი, ჯონ უელსი და ბილი გრემი.
პროტესტანტული ლიდერი მარტინ ლუთერი თვლიდა, რომ აღსასრული მის სიცოცხლეში დადგებოდა. ის თვლიდა, რომ თურქული ომი იქცეოდა «საბოლოო ღვთის რისხვად, რომელშიც სამყარო აღსასრულამდე მივიდოდა, ხოლო ქრისტე მოვიდოდა, რათა გაენადგურებინა გოგი და მაგოგი და თავისიანები გაენთავისუფლებინა» ის წერდა: «ქრისტემ მოგვცა ნიშანი, რომლითაც შეიძლება იმის დადგენა, რომ განკითხვის დღე ახლოსაა. როდესაც თურქები ბოლოსთან მოვლენ, ჩვენ შევძლებთ დარწმუნებით იმის თქმას, რომ განკითხვის დღე ზღურბლზეა მომდგარი» John T. Baldwin, «Luther's Eschatological Appraisal of the Turkish Threat in Eine Heerpredigt -wider den Tuerken», Andrews University Seminary Studies 33.2 (შემოდგომა 1995), გვ. 196.
მეთოდიზმის დამაარსებელი ჯონ უელსი წერდა: «1836 წელი: დროების (non-chronos) და მრავალი მეფის ბოლოა; ღვთის სიტყვის და საიდუმლოს შესრულება; დიდ ქალაქში გადარჩენილების მონანიება; „მცირე დროის“ და სამნახევარი დროის ბოლო; აღმოსავლეთის განადგურების; სატანის შებორკვის» http://www.ccel.org/ccel/wesley/notes.i.xxviii.xxiii.html
1950 წელს ბილ გრემიმ, ცნობილმა ამერიკელმა ევანგელისტმა, ლოს-ანჯერესში მიტინგზე განაცხადა: «მე გულწრფელად მჯერა, რომ უფალი ახლოსაა. ჩვენ გვაქვს ერთი ან ორი წელი, იმისათვის რომ იესო ქრისტესთვის ვიმუშაოთ, მაგრამ, ქალბატონებო და ბატონებო, მე დარწმუნებული ვარ, მალე ყველაფერი დასრულდება… ორი წელი, და ყველაფერი დასრულდება» McLoughlin, William G., 1978 Revivals, Awakenings and Reform. University of Chicago Press, ჩიკაგო, გვ. 185. ასევე ნახეთ «US News and World Report», 19.12.1994.
მსგავსი გამოთქმები რომ იეჰოვას მოწმეებს ეკუთვნოდეთ, და არა მართლმადიდებლებს, ლუთერს, უელსის და გრემს, მაშინ ისინი ალბათ იმ ციტატების სიას დაემატებოდა, რომლებიც ვითომდა ამტკიცებს, რომ ისინი ცრუ წინასწარმეტყველები არიან. მაგრამ პროტესტანტული ლიდერებისადმი, რომლებიც მსგავს შეცდომებს უშვებდნენ, ციტატების ავტორები უფრო კეთილგანწყობილნი არიან.
ორმაგი სტანდარტები და შეუწყნარებლობა
მხოლოდ იეჰოვას მოწმეებს როდი ჰქონდათ ბიბლიური წინასწარმეტყველებებისადმი მცდარი მოლოდინები. იგივეს აკეთებდნენ მრავალი ბიბლიის სხვა მკვლევარები, მათ შორის ძალიან ავტორიტეტული კათოლიკე, პროტესტანტი და მართლმადიდებელი მოაზროვნეები.
მართლმადიდებლებთან დაკავშირებით ეწვიეთ ამ ბმულს: http://bibliurithemebi.blogspot.com/2019/03/blog-post_18.html?m=1
ასევე ყურადღება მივაქციოთ მხოლოდ სამ მაგალითს პროტესტანტიზმის სამყაროდან: მარტინ ლუთერი, ჯონ უელსი და ბილი გრემი.
პროტესტანტული ლიდერი მარტინ ლუთერი თვლიდა, რომ აღსასრული მის სიცოცხლეში დადგებოდა. ის თვლიდა, რომ თურქული ომი იქცეოდა «საბოლოო ღვთის რისხვად, რომელშიც სამყარო აღსასრულამდე მივიდოდა, ხოლო ქრისტე მოვიდოდა, რათა გაენადგურებინა გოგი და მაგოგი და თავისიანები გაენთავისუფლებინა» ის წერდა: «ქრისტემ მოგვცა ნიშანი, რომლითაც შეიძლება იმის დადგენა, რომ განკითხვის დღე ახლოსაა. როდესაც თურქები ბოლოსთან მოვლენ, ჩვენ შევძლებთ დარწმუნებით იმის თქმას, რომ განკითხვის დღე ზღურბლზეა მომდგარი» John T. Baldwin, «Luther's Eschatological Appraisal of the Turkish Threat in Eine Heerpredigt -wider den Tuerken», Andrews University Seminary Studies 33.2 (შემოდგომა 1995), გვ. 196.
მეთოდიზმის დამაარსებელი ჯონ უელსი წერდა: «1836 წელი: დროების (non-chronos) და მრავალი მეფის ბოლოა; ღვთის სიტყვის და საიდუმლოს შესრულება; დიდ ქალაქში გადარჩენილების მონანიება; „მცირე დროის“ და სამნახევარი დროის ბოლო; აღმოსავლეთის განადგურების; სატანის შებორკვის» http://www.ccel.org/ccel/wesley/notes.i.xxviii.xxiii.html
1950 წელს ბილ გრემიმ, ცნობილმა ამერიკელმა ევანგელისტმა, ლოს-ანჯერესში მიტინგზე განაცხადა: «მე გულწრფელად მჯერა, რომ უფალი ახლოსაა. ჩვენ გვაქვს ერთი ან ორი წელი, იმისათვის რომ იესო ქრისტესთვის ვიმუშაოთ, მაგრამ, ქალბატონებო და ბატონებო, მე დარწმუნებული ვარ, მალე ყველაფერი დასრულდება… ორი წელი, და ყველაფერი დასრულდება» McLoughlin, William G., 1978 Revivals, Awakenings and Reform. University of Chicago Press, ჩიკაგო, გვ. 185. ასევე ნახეთ «US News and World Report», 19.12.1994.
მსგავსი გამოთქმები რომ იეჰოვას მოწმეებს ეკუთვნოდეთ, და არა მართლმადიდებლებს, ლუთერს, უელსის და გრემს, მაშინ ისინი ალბათ იმ ციტატების სიას დაემატებოდა, რომლებიც ვითომდა ამტკიცებს, რომ ისინი ცრუ წინასწარმეტყველები არიან. მაგრამ პროტესტანტული ლიდერებისადმი, რომლებიც მსგავს შეცდომებს უშვებდნენ, ციტატების ავტორები უფრო კეთილგანწყობილნი არიან.
მოდი დავფიქრდეთ. წარმოვიდგინოთ, რომ გაზეთის რომელიღაც რედაქტორი თავის გაზეთში ბეჭდავს ყველა იმ დანაშაულებს, რომელიც გარკვეული ეთნიკური ჯგუფის ან რასის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს, თანაც ყველა წვრილმანის გამოკვეთით, გულმოდგინედ იკვლევს ყველაზე ძველ არქივებს, რისი პოვნაც კი შეუძლია, მაგრამ ამავდროულად არავითარ ყურადღებას არ აქცევს იმ დანაშაულებებს, რომლებსაც სხვა ეთნიკური ჯგუფი (მაგალითად თავისი) სჩადის. რას იფიქრებენ ამის შესახებ საღადმოაზროვნე ადამიანები? ნათელია, რომ რედაქტორი უკიდურესად შეუწყნარებელია. მაგრამ რისი თქმა შეიძლება სიტუაციაზე, როდესაც იეჰოვას მოწმეების ოპონენტები გამუდმებით «ცრუწინასწარმეტყველებებზე» საუბრობენ, იყენებენ რა მცდარ ტერმინებს და ჩაჰკირკიტებენ ციტირებულ ლიტერატურას, რომელიც ას წელზე მეტი ხნის წინაა გამოცემული, თანაც ამავდროულად აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებენ, მათ მიერ დაშვებულ მზგავს შეცდომებს, ვისი საღვთისმეტყველო შეხედულებებიც მათ შეხედულებებს ემთხვევა? რამდენად მიესადაგება ამ შემთხვევას ტერმინი «შეუწყნარებლობა»? ნებისმიერ შემთხვევაში ნათელია, რომ ჭეშმარიტებისადმი პატივისცემა არ შედის მათი მთავარი პრიორიტეტების სიაში.
იყვნენ თუ არა ცრუწინასწარმეტყველები მართლმადიდებლები, მარტინ ლუთერი, ჯონ უელსი და ბილი გრემი? მე ასე არ ვფიქრობ. და იგივე მიზეზითვე მე არ ვფიქრობ, რომ საგუშაგო კოშკის საზოგადოება წარმოადგენს ცრუწინასწარმეტყველს, ვინაიდან ბიბლიის განმარტება წინასწარმეტყველება არ არის
იყვნენ თუ არა ცრუწინასწარმეტყველები მართლმადიდებლები, მარტინ ლუთერი, ჯონ უელსი და ბილი გრემი? მე ასე არ ვფიქრობ. და იგივე მიზეზითვე მე არ ვფიქრობ, რომ საგუშაგო კოშკის საზოგადოება წარმოადგენს ცრუწინასწარმეტყველს, ვინაიდან ბიბლიის განმარტება წინასწარმეტყველება არ არის
დასკვნა
იეჰოვას მოწმეები არ თვლიან, რომ ისინი სამართლიან კრიტიკაზე მაღლა დგანან და არ მალავენ, რომ შეცდომა დაუშვეს თავის განმარტებებში. მაგრამ სამართლიანი კრიტიკა სიმართლის პატივისცემას გულისხმობს – ყველა სიმართლის და არა მხოლოდ იმ ცალკეული ნაწილების, რომლებსაც კონტექსტიდან გლეჯენ იმისათვის რომ საჭირო კრიტიკული შთაბეჭდილება მოახდინონ.
უფრთხილდით ნახევრადსიმართლეს – თქვენ შეიძლება ის ნახევარი არ დაიჯეროთ რომელიც საჭიროა!
წინააღმდეგობები:
1.ზოგი ამბობს რომ ამ მუხლის თანახმად ცრუწინასწარმეტყველია ის ვინც შეცდომებს უშვებს
კანონი 18:20-22)
პასუხი:ჩვენ აქ გასაგებ პრინციპებს ვხედავთ: ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი ის არის, ვინც იეჰოვასგან მომდინარე ცნობას გადასცემს, როგორც ეს მოსესა და სხვა წინასწარმერტყველების შემთხვევაში იყო. ღმერთი პირადად ან ანგელოზების მეშვეობით ელაპარაკებოდა ამ ადამიანებს, ისინი კი მხოლოდ ამის შემდეგ გადასცემდნენ ამ სიტყვებს ადამიანებს და "წიგნებში" წერდნენ მათ.
ხოლო თუ წინასწარმეტყველი, იეჰოვას გარდა, სხვა ღმერთების სახელით ლაპარაკობდა, მისი წინასწარმეტყველება რომც შესრულებულიყო, ის ცრუ წინასწარმეტყველად ითვლებოდა. ასევე წინასწარმეტყველს იეჰოვას სახელითაც რომ ელაპარაკა, მაგრამ მისი წინასწარმეტყველება არ შესრულებულიყო, მაშინ ისიც ასევე ითვლებოდა ცრუ წინასწარმეტყველად.
მაგრამ აქ ერთი ნიუანსი არსებობს: მრავალი წინასწარმეტყველება ეძლეოდათ არა ერთი დღით, თვით ან წლით ადრე, არამედ ასწლეულითა და ათასწლეულით წინაც კი. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, წინასწარმეტყველებისა და წინასწარმეტყველის ჭეშმარიტების შესახებ განსჯა მხოლოდ მის შთამომავლებს შეუძლიათ. და აი ჩვენ ნელნელა "წინასწარმეტყველთა" მეორე ჯგუფს ვუახლოვდებით.
"წინასწარმეტყველთა" მეორე ჯგუფს შეიძლება ის ადამიანები მივაკუთვნოთ, რომლებთანაც არ საუბრობდა ღმერთი ან მისი წარმომადგენელი, ისინი არც კი აცხადებენ ამაზე პრეტენზიას, არამედ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ გაიგონ, თუ როგორ შესრულდება იმ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველების წინასწარმეტყველებები, რომლებიც ათასობით წლის უკან ცხოვრობდნენ და რომელთა წინასწარმეტყველებებიც ბიბლიაშია თავმოყრილი.
შეიძლება თუ არა ამ ადამიანებს წინასწარმეტყველები ეწოდოთ? არა, რადგან ისინი ღვთისგან მომდინარე ცნობის გადაცემას კი არ ცდილობენ, არამედ ისინი უბრალოდ უკვე წარმოთქმული წინასწარმეტყველებების გაშიფრვას ცდილობენ. და ყველაზე ხშირად ასეთ ადამიანებს ამოძრავებს არა ეგოისტური მოტივები, არამედ ღვთის ჩანაფიქრის გაგების სურვილი. ისინი მოუთმენლად ელოდებიან დედამიწის "საქმეებში" ღვთის ჩარევას, რომელიც ადამიანებს დაავადებებისაგან, ბოროტებისაგან, უსამართლობისა და სიკვდილისგან განთავისუფლებასაც კი ჰპირდება.
ზუსტად ასეთი მოტივები გააჩნდა წინასწარმეტყველ აბაკუმს, როდესაც ღმერთს ასეთი სიტყვებით მიმართავდა ლოცვით:როდემდე უნდა გთხოვდე, იეჰოვა, შველას და არ ისმენდე? როდემდე უნდა გთხოვდე ხსნას ძალადობისგან და არ გვშველოდე? რატომ მაყურებინებ სიავეს და რატომ უყურებ ბოროტებას? რატომ ხდება ძარცვა და ძალადობა ჩემს თვალწინ? რატომ ჩხუბობენ და რატომ დავობენ? (აბაკუმი 1:2,3)
რა უპასუხა ღმერთმა წინასწარმეტყველს? განა უთხრა მან: "შენი საქმე არაა, თუ როდის და რას გავაკეტებ, და გავაკეთებ თუ არა საერთოდ!" არა, მას ესმოდა თუ რატომ სურდა ამ გულმართალ ადამიანს დროებისა და ვადების ცოდნა, ამიტომ მას ასეთი სიტყვებით უპასუხა:
(აბაკუმი 2:2,3)
ამრიგად გულწრფელმა მკითხველმა უნდა შეძლოს განსხვავების დანახვა ცრუ წინასწარმეტყველებსა და ბიბლიის გულწრფელ მკვლევარებს შორის, და ამ უკანასკნელებს არ მიაწეროს ცუდი მოტივები და ცოდვაც კი, როდესაც ისინი ხანდახან შეცდომას უშვებენ საკუთარ გამოთვლებში.
2.ზოგმა შეიძლება თქვას რომ იესოს უხილავად გამეფების რამოდენიმე თარიღს ასახელებდითო. 1874 და 1878 და 1914 მოგვიანებითო.. ახლა კი ამბობთ რომ ყოველთვის 1914 წელს გვწამდაო. ამით თქვენს ისტორიას განზრახ ამახინჯებთ რომ არ გაიგოს ხალხმა რომ რამოდენიმე.თარიღს ასახელებდით იესოს მეფობისო.
პასუხი: რეალურად ბიბლიის მკვლევრები მიიჩნევდნენ, რომ კაცობრიობის ისტორიის 6 000-წლიანი პერიოდი დასრულდა1873, წელს და ამიტომაც ქრისტეს უხილავი მოსვლა დაიწყო:1874 ში შდეგად
თუ იესოს ნათლობა და ცხება ახ. წ. 29 წლის შემოდგომაზე შეესაბამებოდა 1874 წელს მის უხილავად მოსვლას, მაშინ ახ. წ. 33 წლის გაზაფხულზე იერუსალიმში მისი ჩოჩრით შესვლა მიანიშნებდა 1878 წლის გაზაფხულზე მის ზეცაში გამეფებაზე.
(და არა წუთისოფლის აღსასრული მოხდებოდა რაშიც ცილს გვწამებენ. ) ხოლო სამეფო 1914 წლის ოქტომბერში სრული ძალაუფლებით აღიჭურვებოდა რასაც მნიშვნელოვანი მოვლენები მოყვებოდა და შესაძლოა აღსასრული დამდგარიყო თუმცა გადაჭრით არაფრის მტკიცება შეიძლებოდა
რაც შეეხება ამ თარიღს 1874 უნდა აღინიშნოს, რომ «საგუშაგო კოშკის» გამოცემა 1879 წელს დაიწყო, ხოლო თვითონ რასელმა ამ თარიღის შესახებ 1876-ში გაიგო. ამიტომ მოცემულ შემთხვევაში არავითარ «ცრუწინასწარმეტყველებაზე» არ შეიძლება იყოს ლაპარაკი. მითუმეტეს მანდ არ ყოფილა აღსასრულზე საუბარი
ბიბლიის მკვლევარებმა გამოიყენეს ინგლისელი კრისტოფერ ბოუენის მიერ ახსნილი ბიბლიური ქრონოლოგია, საიდანაც მიხვდნენ, რომ კაცობრიობის ისტორიის 6 000-წლიანი პერიოდი 1873 წელს დასრულდა, რის შემდეგაც იწყებოდა კაცობრიობის ისტორიის მეშვიდე ათასწლეული და ისინი უკვე ნაწინასწარმეტყველებ ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟს უახლოვდებოდნენ.
აქ წინასწარმეტყველებაზე საუბარი ზედმეტია
წყარო:.jehovah.to/xlation
No comments:
Post a Comment