ნებისმიერი ბიბლიური სწავლება, დარიგება, ახსნა ასევე შეიძლება აიხსნას ორი დიამეტრალურად საპირისპირო თვალსაზრისით.(რომლის მაგალითებსაც ქვემოთ მოვიხსენიებთ)
დღეს ზოგი კრბაში ორგანიზაციისგან განსხვავებულ ხედვებს ანვითარებს და იმ მითითებებშიდა მოწყობაში რომელიც ბიბლიაზეა დაფუძნებული შეზღუდვასა და კონტროლს ხედავს. ამით ისინი ბიბლიისადმი ფარულ წინააღმდეგობას ააშკარავებენ და იმას, რომ 1 საუკუნეში რომ ეცხოვრათ იგივე პრეტენზიებს წამოაყენებდნენ იმდროიმდელი პააუხისმგებელი პირებისადმი კრებაში და ქრისტიანული მოწყობისადმი.
განვიხილოთ რამოდენიმე ბიბლიური ეპიზოდი და ორი საპირისპირო ინტერპრეტაცია"
განვიხილოთ რამოდენიმე ბიბლიური ეპიზოდი და ორი საპირისპირო ინტერპრეტაცია"
ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდეველებს და მორწმუნეებს, გარეთ კი - იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე (საქმეები 17:17).
ა) მოციქული პავლეს, ესმის რა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტიანული ცნობა, არ რცხვენია უცხო ადამიანებთან მისვლა და მათთვის ქადაგება, რითაც იესოს დავალებას ასრულებდა, ცნობის ქადაგებასთან დაკავშირებით.
ბ) მოციქული პავლე აწუხებს ხალხს, თავზე ახვევს მათ თავის რწმენას, ცდილობს ისინი თავის ორგანიზაციაში ჩაითრიოს, არ აფასებს მათ უფლებებსა და თავისუფლებებს, პროპაგანდას უწევს თავისი რელიგიის უპირატესობას მათ რელიგიაზე, პროპაგანდას უწევს მათი, რელიგიური ნიშნით არასრულფასოვნებას.
იმიტომ დაგტოვე კრეტეს, რომ დასასრულებელი დაასრულო და ხუცესნი დაადგინო ყველა ქალაქში, როგორც დაგავალე (ტიტე 1:5).
ა) ცენტრალიზებული თეოკრატიული წესრიგის მაგალითი: მოციქული პავლე, როგორც რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი, ნიშნავს სხვა უხუცესებს, რომლებიც, თავის მხრივ, ასევე ნიშნავენ უხუცესებს ადგილობრივ კრებებში. ასეთი წესრიგი ემსახურება ერთობას, მშვიდობას და ეფექტურობას.
ბ) ანტიდემოკრატიული ტოტალიტარული წესრიგის მაგალითი: მოციქულმა პავლემ მიითვისა ხელმძღვანელის ფუნქცია და დაიწყო კრებებში თვითნებუად განკარგვა, რომლებიც ქრისტეს ეკუთვნის და არა მას. ასეთი წესრიგი ეკლესიას ტოტალიტარულ ორგანიზაციად გადააქცევს, ხოლო მის წევრებს – ზომბებად.
მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველას ერთი გქონდეთ სათქმელი და ნუ იქნება თქვენს შორის განხეთქილება, არამედ გაერთიანდით ერთი გონებით და ერთი აზრით (1 კორინთელთა 1:10).
ა) ეს მუხლი ქრისტიანებს შორის ერთობას ასწავლის. ღმერთი ქრისტიანულ კრებებს განიხილავს როგორც ერთ მთლიანს, სადაც ქრისტიანები სიყვარულით არიან გაერთიანებულნი. იესოს ერთი სამწყსო ჰყავს და არა რამოდენიმე. ქრისტიანთა შორის არ უნდა არსებობდეს რწმენის საკითხებში მნიშვნელოვანი შეუსაბამობები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დაანგრევს ერთობას, სიყვარულსა და მშვიდობას – ქრისტიანობის მნიშვნელოვან ნაყოფებს, რომლის მეშვეობითაც ამოიცნობიან იესოს ჭეშმარიტი მოწაფეები.
ბ) ამ მუხლის მეშვეობით ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ზღუდავს მისი წევრების თავისუფლებას, ართმევს მათ დამოუკიდებლობას, ხდის მათ ინტელექტუალურად არასრულფასოვნებს. გამოდის, რომ არავის აქვს უფლება გააჩნდეს თავისი პირადი თვალსაზრისი, არამედ ვალდებულია მხოლოდ ოფიციალურ დოგმატებს მიჰყვეს. რადგანაც თავისუფალი აზროვნება და პლურალიზმი მიუღებელია, ხალხი თანდათან რობოტებად იქცევიან, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებენ ლიდერების მოთხოვნებს.
დაემორჩილეთ თქვენს წინამძღვრებს და ქედი მოიდრიკეთ მათ წინაშე, ვინაიდან ფხიზლობენ თქვენი სულებისთვის, თითქოს ანგარიშს აბარებენ ვინმეს, რათა სიხარულით აღასრულებდნენ ამას და არა ოხვრით, რადგანაც ეს აღარას გარგებდათ თქვენ (ებრაელთა 13:17).
ა) ქრისტიანი მწყემსი წარმოადგენს ქრისტეს თანამწყემსს, ამიტომ კრებაში ყველასგან მოელიან, რომ ისინი პატივს სცემენ მწყემსებს და დაემორჩილებიან მათ თავმდაბლობისა და მორჩილების სულით.
ბ) უხუცესებმა ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება კრებებში და საკუთარი თავი ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავლებად დანიშნეს. მათ სამწყსოს წაართვეს ქრისტეში თავისუფლება და გადაიქცნენ ახალ ფარისევლებად, რომლებიც თავის წესრიგ ამყარებენ. ქრისტიანმა ღმერთს უნდა ემსახუროს და არა ადამიანებს, ამიტომ უნდა გაიქცეს ის ასეთი ცრუმწყემსებისგან, ისე როგორც ცეცხლისგან.
ყურადღებას ნუ მოვაკლებთ ერთიმეორეს, რათა სიყვარულისა და კეთილ საქმეთათვის წავაქეზოთ ერთმანეთი. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს, და მით უფრო მეტად, რაც უფრო აშკარად ვგრძნობთ იმ დღის მოახლოებას (ებრაელთა 10:24–25).
ა) ქრისტიანული კრების ცხოვრება – ეს იესოსაგან თავისი სამწყსოს მიმართ გამოხატული სიყვარულია, იმიტომ რომ სულიერი საქმეებით დაკავება ქრისტიანს სულიერი ძილისაგან და ქვეყნიერების ზეგავლენისაგან იცავს. ქრისტიანებს შესაძლებლობა აქვთ მხარში დაუდგნენ ერთმანეთს სულიერად და მატერიალურად. კარგად ორგანიზებული კრება უფრო ეფექტურად ქადაგებს კეთილ ცნობას.
ბ) ორგანიზაციის ხელმძღვანელები სპეციალურად ტვირთავენ ხალხს სხვადასხვა დავალებებით, რათა მათ დრო არ დარჩეთ ნორმალური ცხოვრებით ცხოვრებისთვის. ასეთი გადატვირთული რელიგიური ცხოვრების გამო ხალხს უვითარდება ორგანიზაციაზე ფსიქოლოგიური და სოციალური დამოკიდებულება, იმდენად რომ შემდეგ მათ ძალიან უჭირთ მისი მიტოვება.
ისიც მოგწერეთ, არ შერეოდეთ იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან (1 კორინთელთა 5:11).
ა) კრება იმიტომ წყვეტს ურთიერთობას განდგომილებთან, რათა თავი დაიცვას მათი დამღუპველი ზემოქმედებისგან და ამავდროულად აღძრას ისინი გადახედონ თავის საქციელს.
ბ) ორგანიზაციის ლიდერებს ეშინიათ, რომ ცალკეული გაბედული და მოაზროვნე ადამიანები გამოააშკარავებენ მათ შავბნელ საქმეებს, ამიტომ კრძალავენ მათთან ურთიერთობას.
რა განსხვავებაა A და B ვარიანტებს შორის? გარკვეული თვალსაზრისით ორივე სავსებით ლოგიკურია, თუმცაღა ვარიანთი A თავისი არსით ბიბლიურია, ვარიანტი B – ანტიბიბლიური. ამ ორი თვალსაზრისის მატარებლებს აქვთ ერთნაირი ბიბლიური ცოდნა და ერთნაირი ინფორმაცია ერთიდაიგივე ფაქტებზე, თუმცა საპირისპიროდ აფასებენ სავსებით ერთმნიშვნელოვან სიტუაციას. თუ რატომ ხდება ასე, ეს ძალიან რთული კითხვაა. ალბათ, აქ ჩართულია ემოციური შეფასებებისაგან, ფასეულობების პრიორიტეტებისაგან და ინფორმაციის ხასიათისაგან და მიწოდების საშუალებისაგან შემდგარი რთული სისტემა, რომელსაც ადამიანი მოიხმარს.
მაგრამ ასეთებმა ვინც ორგანიზაციის მოწოდებებში რომელიც ბიბლიურია, b ვარიანტს ხედავს, უნდა გააცნობიეროს რომ ბიბლიისადმი მის ფარულ წინააღმდეგობას ამჟღავნებს ,რადგან იგივეს გააკეთებდა პირველ საუკუნის ქრისტიანული კრების მოწოდებების მიმართაც. ნათელია რომ ამ შემთხვევაში კრების პრობლემა კიარ იქნებოდა რამე არამედ თავად ასეთი აზროვნების მქონე პიროვნების. იგივე ითქმის დღესაც.
მაგრამ ასეთებმა ვინც ორგანიზაციის მოწოდებებში რომელიც ბიბლიურია, b ვარიანტს ხედავს, უნდა გააცნობიეროს რომ ბიბლიისადმი მის ფარულ წინააღმდეგობას ამჟღავნებს ,რადგან იგივეს გააკეთებდა პირველ საუკუნის ქრისტიანული კრების მოწოდებების მიმართაც. ნათელია რომ ამ შემთხვევაში კრების პრობლემა კიარ იქნებოდა რამე არამედ თავად ასეთი აზროვნების მქონე პიროვნების. იგივე ითქმის დღესაც.
აი როგორ მოიქცეოდა ასეთი პირველ საუკუნეში
მე გადავწყვიტე დავტოვო ეს ორგანიზაცია! - წერილი პირველი საუკუნის ქრისტიანისგან
გამარჯობა ძმებო და დებო. მინდოდა ყველასთვის მეცნობებინა, რომ გადავწყვიტე დავტოვო კრება ქვემოთ მოცემული მიზეზების გამო
უპირველეს ყოვლისა, მუდმივი ცრუ თარიღებია. თავდაპირველად მოციქულებს სჯერათ, რომ იესო აარსებდა სამეფოს, როდესაც ის დედამიწაზე იყო. შემდეგ მათ თქვეს, რომ იოანე მოკვდება. წმინდა წერილების შესწავლისას მე დავასკვენი, რომ ის არ მოვა მანამ, სანამ ხორბალი და სარეველა ერთად არ გაიზრდება. ეს მხოლოდ ახლა იწყება. მოციქულები ცრუწინასწარმეტყველები არიან, რადგან მათ სრულიად უგულებელყვეს ის, რაც თავად იესომ თქვა. თუ ისინი შეწყვეტდნენ საკუთარი ინტერპრეტაციების წარმოდგენის მცდელობას და იესოს დაეყრდნობოდნენ, ისინი არ იქნებოდნენ დაკავებული ცრუ წინასწარმეტყველებებით. სიმართლე სიმართლეა. და თუ სიმართლეს არ ამბობ, ცრუობ. რატომ უნდა დავრჩე ორგანიზაციაში, რომელიც ცრუობს და ცრუ წინასწარმეტყველებებს აკეთებს?
პავლეზე საუბრისას, შეგიძლიათ დაიჯეროთ ის, რაც მან გააკეთა მარკოზის მიმართ? როგორი უსიყვარულო მოქცევაა. არ სურდა მარკოზი მასთან ერთად წასულიყო მისიონერულ ტურზე. იესომ თქვა, რომ სიყვარული ჭეშმარიტი რელიგიის განმასხვავებელი ნიშანია. ასეთ სიყვარულს აქ ამ ორგანიზაციაში ვერ ვხედავ.
თქვენ იცით პავლემ რა დაწერა, გაუგონეთ და დაემორჩილეთ მათ ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია. მე მხოლოდ იესოსა და იეჰოვას მორჩილი ვარ. მე არ მჭირდება კაცები, რომლებიც მეუბნებიან, როგორ ვეთაყვანო ღმერთს. მე მაქვს წმინდა წერილები. იესომ თქვა, რომ თაყვანი ეცათ სულითა და ჭეშმარიტებით. მას არ უთქვამს ისე ეთაყვანეთ, როგორც გეუბნებათ უხუცესები ან პავლე ან იერუსალიმის რომელიმე თვითდანიშნული ხელმძღვანელი ორგანო, რომ თაყვანი სცეთ. მათ თავი იესოზე მაღლა დააყენეს, როგორც ღვთის არხი. რატომ უნდა დავრჩეთ იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც უნდათ დიდება საკუთარი თავისთვის? რაც შეეხება უფალ იესო ქრისტეს მორჩილებას. პავლემ ასევე თქვა: მომბაძეთ მე. მეორეს მხრივ, იესომ თქვა, გამომყევი. იესო თუ პავლე? ვის მივყვეთ? მგონია, რომ იესოს გავყვები და არა რომელიმე მოხუც კაცს, რომელიც ცდილობს თავისთვის დიდება მოიპოვოს.
შემდეგ ის ამბობს: „ცოლი შეკრულია მის ქმართან სანამ ქმარი ცოცხალია, მაგრამ თუ მისი ქმარი [სიკვდილით] დაიძინებს, ის თავისუფალია დაქორწინდეს ვისთანაც სურს, მხოლოდ [უფალში]. მაგრამ ის უფრო ბედნიერი იქნება თუ ის დარჩება ისეთი, როგორიც არის, ვფიქრობ, რომ მეც მაქვს ღვთის სული. თავის აზრს გამოთქვამს და თვლის, რომ მის ნათქვამს ღვთის სული აქვს. ვინ არის ის, რომ თქვას, უფრო ბედნიერი იქნები, თუ ხელახლა არ გათხოვდები. ზოგიერთს მოსწონს დაქორწინება. მხოლოდ იმიტომ, რომ მარტოხელაა, ცდილობს თქვას, რომ ის ერთადერთია, ვინც სწორად ემსახურება იეჰოვას? მე უბრალოდ არ შემიძლია პატივისცემა ასეთი ადამიანის მიმართ, რომელიც ეძებს საკუთარ ეგოისტურ დიდებას და არა ღვთის დიდებას.
და ალბათ გსმენიათ პეტრეს შესახებ გარკვეული კაცების მოსვლამდე ის ხალხებთან ერთად ჭამდა; მაგრამ როცა ისინი მივიდნენ, ის წავიდა და გაშორდა მათ, წინადაცვეთილთა კლასის შიშით. დანარჩენი იუდეველებიც შეუერთდნენ მას ისე რომ ბარნაბაც კი მათთან ერთად მიჰყავდათ პრეტენზიაში. ეს არის ამაზრზენი. ეს არის განდგომა. და რა დაემართა მას ამისთვის. . პავლე დაუპირისპირა მას ამის შესახებ და უთხრა, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო. მაგრამ ის დარჩა კრებასა და ორგანიზაციაში დიდ პასუხისმგ ბლობებზე. და მაინც, თუ რაიმეს იტყვით ამის შესახებ, დაისჯებით და გაგრიცხავენ "დიდებულთა წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი ლაპარაკის გამო". დაუჯერებელია, რომ ღვთის ორგანიზაცია შეიძლება იყოს ასეთი. მე ვფიქრობდი, რომ ბარნაბა კარგი ძმა იყო, სანამ არ გავარკვიე, რომ მას არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ წავიდა პეტრესთან, რადგან, ალბათ, თანამდებობის დაკარგვის ეშინოდა. ისინი ყველა უნდა მოიხსნას, მაგრამ რადგან ისინი დიდი კადრებია ორგანიზაციაში მათთვის არაფერი კეთდება.
მაგრამ ნახეთ, რის გაკეთებას ცდილობენ დიოტრეფს წინააღმდეგ. პავლემ რაღაც მისწერა კრებას დიორეფეს შესახებ. მისი თქმით, დიოტრეფეს უყვარს მათ შორის პირველი ადგილი, მათგან პატივისცემით არაფერს იღებს. მაშინ პავლემ თქვა, რომ, თუ მოვა, გაახსენდება მისი საქმეები, რასაც აკეთებს, ბოროტი სიტყვებით ლაპარაკობს. ასევე, ამით არ კმაყოფილდება, არც თვითონ იღებს ძმებს პატივისცემით და ვისაც სურს მათი მიღება, ცდილობს ხელი შეუშალოს და განდევნოს კრებიდან. ვინ დანიშნა პავლე მსაჯულად? ვისაც არ სჯერა ყველაფრის, რასაც ისინი ამბობენ, მზადაა გააჩუმოს ისინი კრებაში, ისევე როგორც პავლეს სურს დიოტრეფეს გაჩუმება. რა უსიყვარულობაა, მაგრამ პეტრეს და ბარნაბას შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი, რაც უნდათ მაგრამ იმის გამო, რომ დიოტრეფე არ ხრის თავს მათ წინაშე, ისინი ადანაშაულებენ მას ბოროტებაში და სურთ მისი გაჩუმება და კრებიდან გარიცხვა. კეისრის ტიპის მენტალიტეტს მახსენებს. ოჰ, ვინმემ დაიძინოს მამის ცოლთან და ისინი მზად არიან დაბრუნდნენ კრებაში, რადგან ის "ინანიებს".
მოდით, ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ ეს, თუ ვინმე დღეს შეესაბამება ძველი კორახის, დათანისა და აბირამის როლს, ვინ იქნებოდა ეს? განა იერუსალიმში მოყოფი ეგრეთ წოდებული ხელმძღვანელი საბჭო და უხუცესები არა?რომლებიც ცდილობენ ყველა ცხებული ძმის სახელით ისაუბრონ, თითქოს მხოლოდ მათ აქვთ წმინდა სული? მათ სურთ ჩვენი დაშინება, დამცირება და სულიერი დატერორება, - ფეხქვეშ გათელვა ჩვენი უფლებების და ღირსების - "კორახის მსგავსი" გავლენა და ქცევა. ისინი არ მოქმედებენ სიყვარულით ისე, როგორც იესომ თქვა, რომ უნდა იყოს.
დედააზრი ისაა, რომ არ ვაპირებ იერუსალიმში მყოფმა მოხუცებმა, მითხრან, როგორ ვცე თაყვანი იეჰოვას და როგორ მივყვე იესოს კვალს. მე მაქვს წმინდა წერილები. მე თვითონ შემიძლია მათი წაკითხვა. მყავს დამხმარე, სულიწმიდა. ფიქრობენ, რომ სულიწმიდის მონოპოლია აქვთ? ისინი ყოველთვის ციტირებენ იმ ეთიოპელ საჭურისს, რომელმაც თქვა, რომ ვერ გაიგებდა წმინდა წერილებს, თუ ვინმე არ უხელმძღვანელებდა მას. რა თქმა უნდა, მათ თავად დაადგინეს თავი მეგზურად და არა იესო. ისინი სცილდებიან იმას, რაც იესომ თქვა. პავლემ ისიც კი თქვა: თუნდაც ჩვენ ან ზეციდან ჩამოსულმა ანგელოზმა გამოგაცხადოთ, როგორც სასიხარულო ცნობა, რაც აღემატება იმას, რაც სასიხარულო ცნობად გამოგიცხადეთ,დაწყევლილი იყოს იგი. ის ცდილობს თქვას, რომ დაწყევლილი ვართ, თუ არ მოვუსმენთ იმას, რასაც ისინი ამბობენ, კარგი. მე მყავს იესო, რომელიც მეუბნება, რა არის სასიხარულო ამბავი და მოვუსმენ მას და მის მამას,
მე ვირჩევ იეჰოვას და იესოს ადამიანებზე მეტად და ამიტომ ვტოვებ ამ ღვთის შეურაცხმყოფელ ორგანიზაციას, რომელიც ცდილობს თქვას, რომ მხოლოდ მათ აქვთ სიმართლე.
იეჰოვას „ჭეშმარიტი“ თაყვანისმცემელი
პ.ს - მას შემდეგ რაც დავწერე ეს წერილი გავიგე, რომ პავლე ციხეში იყო და მიმართა კეისარს, რათა ახლა რომში წავიდეს. უკეთესი არ იქნებოდა, თუ ღმერთს მიმართავდა? განა მან არ იცის, რა იწინასწარმეტყველა დანიელმა რომის ველურ მხეცზე? ახლა კი ის დახმარებისთვის მიმართავს მხეცს! ეს ხსნის იმას, რომ ერთხელაც არ უთქვამს კრებებისადმი მიწერილ წერილებში, თუ როგორ გაანადგურებს ღმერთი ამ მხეცს მას შემდეგ, რაც პატარა რქა გაიზრდება და ფეხქვეშ გათელავს ღვთის ხალხს. ის და, შესაბამისად, მისი ორგანიზაცია, რომლისთვისაც ის მოციქულია, სულიერ პროსტიტუციას სჩადის, მთავრობების მიმართ , რომ დაიცვან იგი. ამაზრზენია! მე არ ვიქნები ასეთი ბინძური და მატყუარა თვალთმაქცობის გვერდით. მე აქედან გასული ვარ.
---------
-----------------------------------------------------წყარო:chialovblogspot.com
თარგმანი აღებულია: maxvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment