Friday, 3 April 2020

იეჰოვას მოწმეები: ხორბლის კლასის წარმომადგენლები



ხშირად გვსმენია მსგავსი პრეტენზიები: აქამდე სად იყავთ?იეჰოვას მოწმეები 19 საუკუნიდან მოდიხართ, არ გყავთ წინამორბედები, რომლებიც პირველი საუკუნის კრებას უკავშირდება.  და ასე შემდეგ. ამ კითხვებზე ქვემოთ ბიბლიური წინასწარმეტყველებებიდან,  და ისტორიული ფაქტებიდან გამომდინარე ვუპასუხებთ

სინამდვილე ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოების შესახებ

იესო ქრისტემ მხოლოდ ერთი კრება დააფუძნა. ეს კრება (ეკლესია) წარმოადგენდა ერთ მთლიან სულიერ სხეულს ანუ სულიერ ოჯახს. ლაპარაკია ღვთის სულიწმიდით ამორჩეულ ადამიანთა ჯგუფზე.(რომაელთა 8:16, 17; გალატელთა 3:26)ასე დაიბადა ნამდვილი ქრისტიანული სარწმუნოება პირველ საუკუნეში! 

ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანული კრება არანაირად არ ჰგავდა საკმაოდ ოფიციალურ და სტრუქტურულად რთულ თანამედროვე საეკლესიო სისტემას. თუმცა აღსანიშნავია, რომ ის იყო ორგანიზებული. ცალკეული კრებები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ მოქმედებდნენ. ავტორიტეტად ყველა აღიარებდა იერუსალიმში არსებულ ხელმძღვანელ საბჭოს, რომელიც შედგებოდა მოციქულებისა და იერუსალიმის კრების უხუცესებისგან. ეს საბჭო ხელს უწყობდა კრების, როგორც ქრისტეს „ერთი სხეულის“, ერთიანობას (ეფესელთა 4:4, 11—16; საქმეები 15:22—31; 16:4, 5).
რა დაემართა ამ ერთადერთ ჭეშმარიტ კრებას? იქცა ის ძლევამოსილ კათოლიკურ ეკლესიად? ან მართლმადიდებლურ? ან რომელიმე პროტესტანტული მიმდინარეობების სახით ხომ არ წარმოგვიდგება? ან იქნებ სულ სხვა რამ მოხდა?

   იესომ მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი საშუალება გზას შეადარა. მან თქვა: 
შედით ვიწრო ჭიშკრით, რადგან განიერი და ფართოა გზა, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს, და მრავალი დადის ამ გზით;   ვიწროა ჭიშკარი და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს, და ცოტანი პოვებენ მას(მათე 7:13, 14; )
ამრიგად ჭეშმარიტი ქრისტიანების განსაზღვრა არ შეიძლება მრავალრიცხოვნობით ან გავლენიანობით. პირველ საუკუნეში ქრისტიანები საძულველ უმცირესობას წარმოადგენდნენ, რომელთაც სერიოზულად არ აღიქვამდ ნენ 
 სინამდვილეში უმრავლესობამ არ დააფასა ღვთიური სწვლება უმრავლესობამ იესო ქრისტე უარყო. უფრო მეტიც, იესოს უარმყოფელთა გარკვეულმა ნაწილმა, იგი ბოლოს ტანჯვა წამებით მოკლა. და არ არსებობს ბიბლიური საფუძველი იმისა, ვივარაუდოთ, რომ ეს მდგომარეობა შემდგომში შეიცვალა. პირიქით ქრისტე და მოციქულები პირდაპირ აფრთხილებდნენ, რომ ქრისტიანები მოძულებულები და დევნილები იქნებოდნენ (იოანე 15:20; 2 ტიმოთე 3:12). (მათე 10:22; 24:9)

 იესო ქრისტემ გარკვევით უთხრა თავის მოწაფეებს, თუ როგორ მოექცეოდნენ მათ. „მონა არ არის თავის ბატონზე დიდი, — — მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას“. მართლაც, იესო „უმიზეზოდ“ შეიძულეს (იოანე 15:18–20, 25; ფსალმუნი 68:5; ლუკა 23:22). ქყეყნიერებამ არ მიიღო სულიერი სინათლე. ფაქტიურად ზუსტად ისე მოხდა, როგორც იესოს მიმდევარმა, მოციქულმა იოანემ დაწერა: „ქვეყნიერებაზე სინათლე მოვიდა, მაგრამ ხალხმა სინათლის ნაცვლად სიბნელე შეიყვარა“ — იოანე 3:19.

ასე რომ ქრისტიანული ეკლესია ვერ გახდება დიდი, მრავალრიცხოვანი და მითუმეტეს სახელმწიფო რელიგია, თუნდაც მარტო ზემოაღნიშნული  მათეს 7:14-ში ჩაწერილი სიტყვების გამო:ქრისტიანობა იყო, არის და იქნება ვიწრო გზა, არაპოპულარული სწავლება, რომელიც უმრავლესობას არ აინტერესებს. ახალ აღთქმაში ვერსად წავიკითხავთ, რომ ქრისტიანობის ისტორიის გარკვეულ მომენტში ვიწრო გზა ფართოდ იქცევა, რომ ქრისტიანები საზოგადოების პატივსაცემი წევრები იქნებიან, რომ გაბატონდებიან ამ საზოგადოებაში, იქნებიან აღიარებული სახელმწიფო რელიგიად მოიხვეჭენ , გავლენას, უძრავ ქონებასა და მთავრობის მაღალ ეშელონებში კავშირებს. პირიქით, ეს ყველაფერი ეწინაამდეგება ქრისტეს სიტყვებს იმის შესახებ, რომ მისი მოწაფეები «არ არიან ამქვეყნისანი» (იოანე 15:19; 17:16). 
 ამის ფონზე რის თქმა შეიძლება გაბატონებულ ეკლესიაზე? თუ თავად მართლმადიდებლებმა ან კათოლიკებმა აღიარეს თავიანთი უცთომელობა , მაშინ ყოველი გონიერი ადამიანი მიხვდება , რომ თვითაღიარება არ არის საკმარისი და თუ ქვეყნიერებამ აღიარა, მაშინ გამოდის რომ მთლიანად მცდარია მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი , რადგან  როგორც ზემოთ აღვნიშნეთ თუ ქრისტე არ მიიღო ქვეყნიერებამ და თუ მოციქულთა პირველი საუკუნის ეკლესია სექტად შეირაცხა , მაშ როგორღა უნდა იყოს ქვეყნიერების მიერ აღიარებული ეკლესია ჭეშმარიტი? ლოგიკურია რომ ქვეყნიერებას სძულს ქრისტე და მისი ეკლესიაც , ამიტომ იმის მტკიცება რომ მართლმადიდებლობა ანდა კათოლიკობა ეს არის ჭეშმარიტი და უცთომელი , აზრს მოკლებულია 
ჭეშმარიტება არასდროს ყოფილა საყოველთაო დ აღიარებული
ნოეს დღეებში მხოლოდ რვანი — ნოე, მისი ცოლი, სამი ვაჟი და მათი ცოლები — აცხადებდნენ ღვთიურ ჭეშმარიტებას.  (დაბადება 6:13, 14; 7:21–24; 2 პეტრე 2:5). მსგავსად ამისა, მხოლოდ სამი კაცი ემორჩილებოდა ღვთის მითითებებს და გადაურჩა სოდომისა და გომორის განადგურებას (დაბადება 19:12–29; ლუკა 17:28–30).

იესო წინასწარმეტყველება „მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო“; პირველ საუკუნეშივე  გამართლდა (მათე 24:9). იუდეველმა ბელადებმა მოციქულ პავლეს ქრისტიანობასთან დაკავშირებით უთხრეს: „ამ მწვალებლობას ყველგან ეწინააღმდეგებიან“ (საქმეები 28:22).  და ჩვენ გვთავაზობენ იმის გვჯეროდეს, რომ ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკაში, კორუფციაში, ომებში, წარმართობაში და სხვა მზგავს ქვეყნიურ საქმეებში ჩაეფლნენ, ქრისტეს კანონიერ მემკვიდრეებს წარმოადგენენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ საუკუნეების ისტორია, დიდი გავლენა და ბევრი მიმდევარი ყავთ. მაგრამ ეს სამი ფაქტორი ყველაზე ბოლო ადგილებზე დგანან იმ ფაქტორების სიაში, რომლითაც ქრისტე ხელმძღვანელობს თავისი წარმომადგენლების არჩევისას.

ასევე ზემოაღნიშნულ კითხვებზე პასუხი რომ მიიღოთ, აუცილებელია ქრისტიანული ელესიის დამფუძნებლის, იესო ქრისტეს წინასწარმეტყველებას გაეცნოთ, რომელმაც ზუსტად იცოდა თუ რა დაემართებოდა მის მიერ დაფუძნებულ ეკლესიას. 

„ქრისტიანობის“ მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თვითონ იესო ქრისტემ და მისმა პირველმა მიმდევრებმა, პირველ საუკუნეშივე იწინასწარმეტყველეს. ‘ახალი აღთქმის’ მწერლებმა, ზუსტად აღწერეს, თუ რა დაემართებოდა  ქრისტეს მიერ დაფუძნებულ კრებას (ბერძნულად: ეკკლესია, „εκκλησια“). ბიბლია იუწყება, რომ არც იესო და არც მისი მოციქულები არ მოელოდნენ, რომ ქრისტიანული კრება, რომელიც იესო ქრისტემ ახ.წ-ით 33 წელს დააფუძნა, უცვლელი ფორმით განაგრძობდა არსებობას. მათ იცოდნენ, რომ ფეხს მოიკიდებდა განდგომილება და ჭეშმარიტი რელიგია ფაქტიურად დაფარული იქნებოდა უმრავლესობისათვის. (დანიელი 12:4,9; მათე  13:24—30, 36—43.).
მან იწინასწარმეტყველა, რომ მის სწავლებებს დაამახინჯებდნენ ის დაუშვებდა, რომ ასეთი სამწუხარო მდგომარეობა საუკუნეები გაგრძელებულიყო.აღსასრულამდე 
მარტივი მაგალითით იესომ ცხადყო, რომ მას შემდეგ, რაც ის ქრისტიანობას საფუძველს ჩაუყრიდა, საქმეში სატანა ჩაერეოდა (მათე 13:24, 25
იესომ აგრეთვე იწინასწარმეტყველა, რომ საბოლოოდ ჭეშმარიტი ქრისტიანობა ცრუ ქრისტიანობისგან გაიმიჯნებოდა. ეს ჩვენს დღეებში მოხდა, „ქვეყნიერების წყობის აღსასრულის“ დროს (მათე 13:30, 39).

ხორბალი და სარეველა

გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ მათე 13:24—30 მუხლები..როდესაც იესომ თავისი კრება ზეციერ სამეფოსთან დააკავშირა, აღნიშნა: ზეციერი სამეფო ჰგავს კაცს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის მინდორში. როცა ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ხორბალში სარეველა ჩათესა და წავიდა“. მსახურებმა ბოროტის საქმეების შესახებ ბატონს აცნობეს და გამარგვლის ნებართვა ითხოვეს. მათდა გასაკვირად, ბატონმა უპასუხა: „არა, რადგან გამარგვლისას სარეველასთან ერთად შემთხვევით ხორბალიც არ ამოგლიჯოთ. ვინც ერკვევა სოფლის მეურნეობაში, იცის, რომ ღვარძლის ფესვები იხლართება ხორბლის ფესვებში. ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ უბრძანა ბატონმა მონებს, რომ მკამდე მოეცადათ ღვარძლის ფესვები ისე მჭიდროდ იხლართება ხორბლის ფესვებში, რომ თუ მას მკამდე ამოძირკვავენ, შეიძლება ბევრი ხორბალიც ამოჰყვეს თან.მკამდე ერთად იზარდონ.(ორივემ) მკის დროს კი მომკელებს ვეტყვი, ჯერ სარეველა მოაგროვონ და ძნებად შეკრან დასაწვავად და მერე მოაგროვონ ხორბალი ჩემს ბეღელში“ (მათე 13:24—30).იესომ თავადვე განმარტა ეს წინასწარმეტყველება, რომ „მთესველი“ თვითონ იყო; ხოლო „კარგი თესლით“ მისი ნამდვილი მოწაფეები იყვნენ წარმოდგენილნი. „მტერი“ სატანა ეშმაკი იყო და „ღვარძლს“ ე.წ. ქრისტიანები განასახიერებდნენ, რომლებიც თანდათანობით გახდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების ნაწილი. იესომ თქვა, რომ „ხორბალსა“ და „ღვარძლს“ ერთად გაზრდის საშუალებას მისცემდა „მკის დრომდე“. მკის დრო კი „წუთისოფლის დასასრულს“ დადგებოდა (მათე 13:37—43)
რას  ნიშნავდა ყოველივე ეს? მოგეხსენებათ, რომ მთის მწვერვალიდან ხელის გულივით ჩანს არე-მარე და თვალთახედვაც უფრო ფართოა. ეს იგავიც უფრო გვიფართოებს თვალსაწიერს და ნათლად გვიხსნის დაახლოებით 2000 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების მნიშვნელობას.ამრიგად ხორბლისა და ღვარძლის შესახებ იგავში იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ჭეშმარიტი რელიგია დროებით ძნელად შესამჩნევი იქნებოდა
 მოციქულმა პავლემ დეტალურად ახსნა, როგორ მოხდებოდა ეს ყველაფერი. მან თქვა: „ვიცი, ჩემი წასვლის შემდეგ შემოგეჭრებიან ულმობელი მგლები და არ დაინდობენ სამწყსოს; თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები“ (საქმეები 20:29, 30).
საქმეების 20:29, 30-ში ჩაწერილი პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რომ კრებაზე თავდასხმა ორგვარი სახით მოხდებოდა. პირველი, ცრუ ქრისტიანები (სარეველა) შეიჭრებოდნენ ჭეშმარიტ ქრისტიანთა კრებაში.
მეორე, ჭეშმარიტი ქრისტიანებიდან ზოგიერთი განდგომილი გახდებოდა და „უკუღმართად ილაპარაკებდა“
და ისინი ასე  ქვეყნიერების აღსასრულამდე იარსებებდნენ, სანამ გამოაშკარავდებოდნენ და „დაიწვებოდნენ.  მოგვიანებით პავლემ ტიმოთეს მისწერა: „დადგება დრო, როცა ადამიანებისთვის აუტანელი გახდება ჯანსაღი სწავლება და საკუთარი სურვილით თავს მოუყრიან მასწავლებლებს ყურის საამებლად. ჭეშმარიტებას ყურს არ ათხოვებენ“ (2ტმ. 4:3, 4). 
 პავლე მოციქულმა  კიდევ ერთი რამ იწინასწარმეტყველა, რაც ცრუ რელიგიური სისტემის ამოსაცნობი ნიშანი იქნებოდა. მან დაწერა: „არანაირად არ გაცდუნოთ ვინმემ, ვინაიდან ის [იეჰოვას] დღე არ დადგება, სანამ ჯერ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება უკანონობისკაცი“ (2 თესალონიკელთა 2:2—4).
 მოციქულების სიკვდილის შემდეგ „უკანონობის კაცი“ თავისი თვალთმაქცობითა და ცრუ სწავლებებით აშკარად გამოჩნდა (2თს. 2:3, 6, 8). პავლეს სიტყვების თანახმად, ეს სატანის მიერ მართული „კაცი“ დიდ ძალაუფლებას მოიპოვებდა და ყოველგვარ სასწაულს, ცრუ ნიშნებსა და საკვირველებებს მოახდენდა. სიტუაცია იმდენად გაუარესდებოდა, რომ იესომ ისიც კი იკითხა: «ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამქვეყნად?» (ლუკა 18:8). ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი მთლად კარგად არ იქნებოდა .
თუმცა  იესოს მიერ წარმოთქმული იგავი იმის გარანტიასაც წარმოადგენდა, რომ საუკუნეების განმავლობაში ქვეყნიერების წყობის აღსასრულამდე ჭეშმარიტი ქრისტიანები და ცრუ ქრისტიანები, ერთად გააგრძელებდნენ „ზრდას“, ანუ  ერთად გააგრძელებდნენ არსებობას თუმცა მათი ერთმანეთისგან გამორჩევა და ამოცნობა, ისევე რთული იქნებოდა, როგორც ხორბლის გარჩევა სარეველა ბალახისგან, რომელიც ზრდის პერიოდში ძალიან ჰგავს ხორბალს. 
 მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტიანული კრება შეწყვეტდა არსებობას; იესო თავის სულიერ ძმებს დაჰპირდა, რომ უხელმძღვანელებდა „ყოველდღე საუკუნის დასასრულამდე“ (მათე 28:20).ორი ან სამიც რომ ყოფილიყო შეკრებილი მისი სახელით ის მათთან იქნებოდა როგორც მან თქვა, ხორბალი განაგრძობდა ზრდას. უდავოა, რომ საუკუნეების მანძილზე ჭეშმარიტი ქრისტიანები, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად, შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებდნენ იესოს სწავლებების მტკიცედ დასაცავად. მაგრამ, მათი ხილულ სხეულად ანუ ორგანიზაციად ამოცნობა უკვე რთული იყო. ამავე დროს, ისინი ნამდვილად არ იყვნენ იმ ხილული განდგომილი რელიგიური სისტემის ნაწილი, რომელმაც ისტორიის მანძილზე მხოლოდ შეურაცხყო იესო ქრისტეს სახელი (2 პეტრე 2:1, 2).

ამიტომ ადამიანებს, რომლებიც ისტორიის განმავლობაში ქრისტეს სახელით იკრიბებოდნენ, შესაძლოა არ სცნობოდათ ერთმანეთი ან არ გააჩნდათ ერთი ორგანიზაციის ფორმალური წევრობა, მაგრამ ჩვენ თუ გვჯერა ბიბლიის, ჩვენ გვწამს, რომ ქრისტეს შეეძლო მათთან ყოფილიყო. შესაბამისად, ზუსტად ისინი იყვნენ «ეკლესია» ისტორიის იმ მომენტში და მათაც შეიტანეს თავისი წვლილი ღვთის საქმეში.
 მთელი ისტორიის განმავლობაში, ბიბლიური სწავლებები  მრავალ ხალხს ესმოდა ზუსტად ისე, როგორც დღეს იეჰოვას მოწმეებს ესმით. ყოველთვის იყო ხალხი, რომელიც უარყოფდა სამებას. ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომელთაც სწამდათ სამოთხის დედამიწაზე და არ იღებდნენ მარადიული ტანჯვის ადგილის, ჯოჯოხეთის იდეას. თუ ღვთის სახელზე ვილაპარაკებთ, ეს სახელი სულ მცირე ხნის წინ ძალიან ფართოდ იყო ცნობილი ევროპაში, მას იყენებდნენ ტაძრების ინტერიერში, მას თავისუფლად იყენებდა ინტელიგენცია,  და ასეთ ხალხს თუ ერთად მოვაგროვებთ, მათმა რიცხვმა სავსებით შეიძლება მილიონები შეადგინოს. 


ქრისტიანული კრება შეიბღალა

იესოს სიკვდილიდან ოცი წელიც არ იყო გასული, როცა მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ სატანის ხრიკები — კრებაში განხეთქილება ჩამოეგდო და მორწმუნეები ჭეშმარიტების გზიდან გადაეყვანა — უკვე მოქმედებდა (2 თეს. 2:7). ჯერ კიდევ დაახლოებით ახ. წ. 49 წელს ხელმძღვანელი საბჭოს მიერ კრებებისთვის მიწერილ წერილში ეწერა: „გავიგეთ, რომ ზოგიერთმა ჩვენგანმა თავიანთი სიტყვებით აგაფორიაქეს და შეეცადნენ თქვენი სულების დანგრევას“ (საქ. 15:24). ამგვარად, კრების შიგნით გამოჩნდნენ ისეთები, რომლებიც თავიანთ არასწორ შეხედულებებს ავრცელებდნენ; ამ შემთხვევაში ისინი ამბობდნენ, რომ საჭირო იყო, უცხოტომელ ქრისტიანებს წინადაეცვითათ და მოსეს კანონი დაეცვათ (საქ. 15:1, 5).
პირველი საუკუნის მეორე ნახევარში დამღუპველი აზროვნება განგრენასავით გავრცელდა (შეადარეთ 2 ტიმოთეს 2:17). . ახ. წ. 55 წლისთვის კორინთის კრების ზოგი წევრი უარყოფდა მკვდრეთით აღდგომის შესახებ ქრისტიანულ სწავლებას (1 კორ. 15:12). დაახლოებით ახ. წ. 65 წელს სხვები აცხადებდნენ, რომ მკვდრეთით აღდგომა უკვე იყო და ეს სიმბოლური გაგებით იმ დროს მცხოვრებ ქრისტიანებზე შესრულდა (2 ტიმ. 2:16—18).დაახლოებით ახ. წ. 98 წლისთვის, როცა იოანე მოციქულმა თავისი წერილები დაწერა, უკვე „მრავალი ანტიქრისტე“ იყო გამოჩენილი, რომლებიც უარყოფდნენ, რომ იესო იყო ქრისტე, ღვთის ძე, რომელიც ხორციელად მოვიდა (1 იოან. 2:18, 22; 4:2, 3).
მოციქულმა იოანემ ქრისტეს მითითებით თანამორწმუნეები სექტანტობის შესახებ გააფრთხილა და მოიხსენია ნიკოლაელთა სექტა, ბალაამის მსგავსი ცრუწინასწარმეტყველები და იზებელი, რომელსაც თავი წინასწარმეტყველად მოჰქონდა (გმც. 2:6, 14, 15, 20).

ამგვარად 60 წელზე მეტი ხნის მანძილზე მოციქულები ცდილობდნენ, ქრისტიანული კრება განდგომილთა აზროვნებისგან დაეცვათ (2 თეს. 2:7; შეადარეთ 2 იოანეს 9, 10). მაგრამ დაახლოებით ახ. წ. 100 წელს ბოლო მოციქული, იოანე გარდაიცვალა. განდგომილებას, რომელიც მანამდე ნელ-ნელა იკიდებდა ფეხს კრებაში, ახლა ხელს აღარაფერი უშლიდა, რომ სწრაფად გავრცელებულიყო და დაემახინჯებინა ორგანიზაციული სტრუქტურა და სწავლებები
ამგვარად მოციქულების სიკვდილიდან ცოტა ხანში განდგომილმა მასწავლებლებმა კრების საკუთარი შეხედულებისამებრ მართვა დაიწყეს. ისინი ‘უკუღმართად ლაპარაკობდნენ, რათა მოწაფეები გადაებირებინათ’ (საქმეები 20:29, 30). შედეგად, ბევრი ქრისტიანი ‘განდგა რწმენისგან’. მათ ‘ყური ზღაპრებისკენ მიმართეს’ (1 ტიმოთე 4:1—3; 2 ტიმოთე 4:3, 4)

იესოს პირველი მიმდევრების სიკვდილის შემდეგ ქრისტიანულ კრებაში ნელ-ნელა გამოჩნდნენ გავლენიანი ადამიანები, რომლებმაც ქრისტიანული სწავლებები ბერძნული ფილოსოფიით გაჟღინთეს. მალევე ჩამოყალიბდა მდიდარი და პოლიტიკური გავლენის მქონე სამღვდელოების კლასი.  

ქრისტიანობის დამახინჯებული სახე

იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ“ (იოანე 15:19). ეს ძალაუფლების მოყვარული მამაკაცები სახელმწიფოს მმართველებთან გაერთიანდნენ და ეკლესია სახელმწიფოს დაუქვემდებარეს; ამგვარად ეკლესიამ დიდი სიმდიდრე და ძალაუფლება იგდო ხელთ. . ეს ეგრეთ წოდებული ქრისტიანები მონაწილეობდნენ ჯვაროსნულ ლაშქრობებში და ხოცავდნენ მათ, ვინც ურწმუნოდ მიაჩნდათ. ისინი ომში მიდიოდნენ და კლავდნენ მოძმეებს, ანუ თავიანთი რელიგიის მიმდევრებს. ისინი არ იცავდნენ ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს და არ ავლენდნენ მოყვასის სიყვარულს (მათე 22:37—39; იოანე 15:19; 2 კორინთელები 10:3—5; 1 იოანე 4:8, 11). ნათელია, რომ ეკლესიები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე საკუთარ თავს ქრისტიანულს უწოდებდნენ, მხოლოდ გარეგნულად იყვნენ ასეთები

„ქრისტიანები“ ბიბლიის გადაწერისას ღვთის სახელის, იეჰოვას, ნაცვლად იყენებდნენ წოდებებს „უფალი“ და „ღმერთი“. IV საუკუნეში კრებებში შეაღწია სამების შესახებ ცრუ სწავლებამ, იმავე პერიოდში დამკვიდრდა მოძღვრება სულის უკვდავების შესახებ, ბოლოს კი, რომის იმპერატორმა კონსტანტინემ განდგომილ„ქრისტიანობას“ მხარდაჭერა გამოუცხადა, რითაც ხელი შეუწყო ქრისტიანული სამყაროს განვითარებას. შედეგად ეკლესიას და სახელმწიფოს ერთად უნდა ემმართველათ ათასი წლის განმავლობაში. რთული არ იყო ასეთ „ქრისტიანად“ გახდომა. წარმართული წეს-ჩვეულებები შეერწყა ამ ახალ რელიგიას. ქრისტიანული სამყაროს მრავალი წინამძღოლი გახდა დესპოტი პოლიტიკური მმართველი, რომლებიც მახვილით ამკვიდრებდნენ განდგომილებას.

განდგომილმა ქრისტიანებმა სრულიად უგულებელყვეს შვიდი კრებისადმი მიწერილი იესოს სიტყვები. იესომ ეფესოელ ქრისტიანებს მოუწოდა, განეახლებინათ თავდაპირველი სიყვარული, მაგრამ „ქრისტიანული“ სამყაროს წევრებს იეჰოვას სიყვარული აღარ აერთიანებდათ (გამოცხადება 2:4). ისინი სისხლისმღვრელ ომებში მონაწილეობდნენ და სასტიკად დევნიდნენ ერთმანეთს (1 იოანე 4:20). 

ამ ცრურწმენის გამარჯვებას მოჰყვა უბოროტესი ინკვიზიციის ინსტიტუტი კოცონით და წამებით, ჯვაროსნული ლაშქრობები, ინდულგენციები ცოდვების პატიებით, პატიება გულისხმობდა, წარსულის, აწმყოსა და მომავალი ცოდვების პატიებასაც კი. ღვთიური სიტყვის გათელვა - ბიბლიები, რომელთა შესწავლა იყო აკრძალული და ას მილიონზე მეტი ქრისტიანის დაღუპვა, პაპის დესპოტიზმის მსხვერპლი შუა საუკუნეებში.
თუმცა თავი ღვთის სამწყსოს მწყემსებად მოჰქონდათ, ქრისტიანული სამყაროს სასულიერო და საერო პირები განსაკუთრებული სიძულვილით უსწორდებოდნენ ყველას, ვინც ხალხს ბიბლიის კითხვისკენ მოუწოდებდა ან მათ არაბიბლიურ საქციელს ამხელდა. ისინი დევნიდნენ იან ჰუსსა და ბიბლიის მთარგმნელ უილიამ ტინდალს და ბოლოს წამებით მოკლეს კიდეც. სიბნელით მოცულ შუა საუკუნეებში, კათოლიკური ინკვიზიციის დროს, განდგომილებამ უმაღლეს წერტილს მიაღწია. უმოწყალოდ უსწორდებოდნენ ყველას, ვინც ეჭვქვეშ აყენებდა ეკლესიის მოძღვრებებსა და უფლებამოსილებას; ათასობით ეგრეთ წოდებული ერეტიკოსი წამებით მოკლეს, ბევრი მათგანი ბოძზე დაწვეს. ასე ცდილობდა სატანა, დაუყოვნებლივ გაენადგურებინა ნებისმიერი, ვინც ღვთის ორგანიზაციის შთამომავლობას მიეკუთვნებოდა. 
ენით გამოუთქმელი იყო საბრალო ადამიანის ტანჯვა, როცა აშიშვლებდნენ და ბასრი წვეტებით დაფარულ „ინკვიზიციის სკამზე“ სვამდნენ დასაკითხავად. შემდეგ „მარწუხებით“ აგლეჯდნენ ან უმტვრევდნენ ხელებს, ფეხებს ან სახსრებს. „კატის თათს“ ხორცების დასაგლეჯად იყენებდნენ; სხეულის არც ერთ ნაწილს არ ზოგავდნენ. „წვეტებიანი საყელო“ მსხვერპლის კისერზე, მხრებსა და ყბაზე განგრენას იწვევდა, რასაც სისხლის სწრაფი მოწამვლა და სიკვდილი მოსდევდა.

რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ უფლებამოსილი ინკვიზიტორები ამ და მსგავს იარაღებს იყენებდნენ დისიდენტების — უმთავრესად ჩვეულებრივი ადამიანების — დასასჯელად, რომლებსაც მსჯავრს სდებდნენ და წამებით აიძულებდნენ, „აღსარება“ ეთქვათ. სინამდვილეში, პაპის ინკვიზიციის დროს, რომელიც ვალდენსებთან იყო დაკავშირებული, საწამებელ იარაღებს ნაკურთხ წყალსაც კი ასხურებდნენ.
ინკვიზიციის გამო ქრისტიანული სამყარო დანაშაულის მძიმე ტვირთს ატარებს
“. ისტორიკოსი ჩარლზ ფრიმენი წერს: «„სწორი“ ქრისტიანული მოძღვრების მიღება ნაკლებად გახლდათ რელიგიური საკითხი; საქმე დიდი ფულისა და ძალაუფლების მოპოვებას ეხებოდა». ამგვარად, სამღვდელოება ძლიერ ფიგურად იქცა ქვეყნიურ საქმეებში. კონსტანტინეს სახით, „ეკლესიას არა მარტო მფარველი გამოუჩნდა, არამედ ბატონიც“, — აღნიშნავს ისტორიკოსი არნოლდ მარტინ ჯონსი.
ეპისკოპოსებთან ალიანსის შედეგად კონსტანტინემ ჩამოაყალიბა რელიგია, რომელიც ნაწილობრივ ქრისტიანული იყო, ნაწილობრივ — წარმართული. სხვაგვარად შეუძლებელიც იქნებოდა, რადგან იმპერატორის მიზანი იყო რელიგიური პლურალიზმი და არა ჭეშმარიტი რელიგიის დაფუძნება. ბოლოს და ბოლოს ის ხომ წარმართული იმპერიის მმართველი იყო. ორივე რელიგიისთვის რომ ესიამოვნებინა, იმპერატორი „შეგნებულად ორაზროვნად მოქმედებდა, როგორც ზოგად, ისე პოლიტიკურ საქმეებში“, — დაწერა ერთმა ისტორიკოსმა.კონსტანტინე ერთდროულად ქრისტიანობის დამცველადაც გამოდიოდა და წარმართობასაც ეჭიდებოდა. მაგალითად, ის მიმართავდა ასტროლოგიასა და მკითხაობას, რასაც ბიბლია განსჯის (კანონი 18:10—12). რომში კონსტანტინეს თაღზე ასახულია, როგორ სწირავს ის მსხვერპლს წარმართულ ღვთაებებს. მის დროს მოჭრილ ფულის მონეტებზე გამოსახული იყო მზის ღმერთი, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ კონსტანტინე კვლავაც პატივს მიაგებდა მზის ღმერთს და მისი კულტის გავრცელებას უწყობდა ხელს. სიცოცხლის ბოლო წლებში მან ხალხს იმის ნებაც კი დართო, რომ იტალიის პატარა ქალაქ უმბრიაში მისთვის და მისი ოჯახისთვის ტაძარი აეშენებინათ და იქ მღვდლები დაენიშნათ
ერთი რამ ცხადია: ეკლესია, რომელიც კონსტანტინემ ლეგიტიმურად ცნო, გახდა ძლიერი პოლიტიკური და რელიგიური ძალა, რომელმაც ზურგი აქცია ქრისტეს და შეიყვარა ქვეყნიერება. იესომ კი თავის მიმდევრებზე თქვა: „ისინი . . . არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 17:14). ამ ეკლესიიდან, რომელიც თავიდანვე ქვეყნიერების ნაწილი გახდა, გავრცელდა უამრავი მიმდინარეობა(კათოლიკობა მართლმადიდებლობა პროტესტანტობა და სხვა)..

 რომის იმპერატორის, კონსტანტინეს მიერ რელიგიისა და პოლიტიკის ძალებთან დადებული ხელშეკრულებით ქრისტიანული სამყაროს სულიერი, დოგმატური და ზნეობრივი მდგომარეობა გაუარესდა
მაგალითად, ნიკეის კრების შემდეგ კონსტანტინემ, რომელიც ესწრებოდა ამ შეხვედრას, ბრძანა, გადაესახლებინათ მღვდელი არიოზი, რადგან იესო ღმერთად  არ აღიარა.. ამგვარად ქრისტეს სიკვდილიდან დაახლოებით 400 წლის შემდეგ ეს სახეშეცვლილი ქრისტიანობა რომის იმპერიაში წამყვან რელიგიად იქცა

რისი თქმა შეიძლება იმ რელიგიების შესახებ, რომლებიც ეგრეთ წოდებული რეფორმაციის შემდეგ მალევე მომრავლდნენ? მიჰყვებიან ისინი პირველი ქრისტიანული კრების მიერ დატოვებულ მაგალითს? დაუბრუნდნენ თავდაპირველ სიწმინდეს? თუმცა რეფორმაციის შემდეგ ბიბლია საკუთარ ენაზე ბევრი უბრალო ადამიანისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ისტორია ცხადყოფს, რომ ეს რელიგიები კვლავაც ცრუმოძღვრებების სწავლებას განაგრძობდნენ (მათე 15:7—9).
ქრისტიანული სამყაროს რელიგიებს არასდროს არ გადაუტანიათ ნამდვილი რეფორმა, შეუძლებელია ეს მომხდარიყო, რადგან ჭეშმარიტი ქრისტიანობა მხოლოდ „მკის“ დროს აღორძინდებოდა, როდესაც სიმბოლური ხორბალი ერთ წმინდა კრებად შეიკრიბებოდა (მათე 13:30, 39). უამრავი დანაშაული და ბოროტმოქმედება ხდება რელიგიის სახელით, ქრისტიანებად ვიწოდებით თუ არა, ჩვენთვის აქტუალურია კითხვა: რეალურია თუ არა ველოდოთ, რომ ქრისტიანულ სამყაროში მოხდება ნამდვილი რეფორმა?

გამოცხადების მე-17 და მე-18 თავებში ნაჩვენებია, რომ დიდი ბაბილონი წარმოადგენს ყველა ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელს. ამ რთული, „დიდი მეძავის“ რეფორმა შეუძლებელია, იმიტომ რომ „მისმა ცოდვებმა ცას უწია“. სინამდვილეში, მე-20 საუკუნეში არა მარტო ქრისტიანული სამყარო, არამედ, ფაქტიურად, ყველა რელიგია პასუხისმგებელია ომებში, რომელიც იწვევს უდიდეს სისხლისღვრასა და მორალის მწვავე დეგრადაციას, რაც უდიდეს ტკივილს აყენებს კაცობრიობას. შედეგად ღმერთმა „ბაბილონს“ განადგურება მიუსაჯა (გამოცხადება 18:5, 8).
ჩვენ ნათლად დავინახეთ რომ იესოს და პავლეს წინასწარმეტყველების თანახმად  ასწლეულების განმავლობაში ცრუ ქრისტიანობამ სახელი გაითქვა ძალადობითა და სიხარბით. ნაცვლად იმისა, რომ იესოს ნამდვილი მიმდევრები ყოფილიყვნენ, სამღვდელოება დევნიდა ყველას, ვინც ქრისტეს მითითებისამებრ ქადაგებდა, მათ შორის მათაც, ვინც ცდილობდა, ბიბლია ხალხისთვის გასაგებ ენაზე გამოეცა.

 საუკუნეების მანძილზე ქრისტიანული სამყაროს მრავალი მიმდინარეობის, თავდაპირველად რომის კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების, მოგვიანებით კი პროტესტანტული განშტოებების სახით, სარეველას არნახული მოსავალი მოვიდა ამგვარად  იესო ქრისტეს წინასწარმეტყველების თანახმად, მისი ნამდვილი მოწაფეები მრავალრიცხოვანი ეგრეთ წოდებული ქრისტიანების ფონზე მხედველობის არიდან დაიკარგნენ.ანუ ძნელად ამოსაცნობი გახდა

თუმცა. პარალელურად მთელ მსოფლიოში კარგი თესლიც ითესებოდა.
იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ამგვარი მდგომარეობა „წუთისოფლის დასასრულს“ შეიცვლებოდა! ანუ, ბოლო ჟამს უნდა მომხდარიყო „ხორბლის“, ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანების, შეკრება-გამოცალკევება და, საბოლოოდ, „სარეველას“ ანუ ცრუ ქრისტიანების განადგურება 
მართალია, ამ დროის მანძილზე ხალხი ცრუ რელიგიური სწავლებების გავლენაში იყო მოქცეული, მაგრამ თითო-ოროლა ადამიანი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის სადარაჯოზე მაინც დგებოდა. ზოგი მათგანი თავს არ ზოგავდა ხალხისთვის გასაგებ ენებზე ბიბლიის გამოსაცემად, ზოგი კი მთელი გულმოდგინებით აცხადებდა ღვთის სიტყვაში მიკვლეულ ჭეშმარიტებას.
 ბატონი მოთმინებით ელოდებოდა ზრდის ხანგრძლივ პროცესს, ვიდრე არ დადგა გაცილებით ხანმოკლე მკა.

გამოღვიძება

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ  იესო ქრისტემ სავსებით ნათლად იწინასწარმეტყველა, რომ მის მიერ დაფუძნებული ერთადერთი და ჭეშმარიტი კრება „წუთისოფლის აღსასრულს“ აღდგებოდა (მათე 13:30, 39) საბოლოოდ, ეს სიტუაცია უნდა შეცვლილიყო. 

ამგვარად იესო დაგვპირდა, რომ ამ სისტემის აღსასრულის ბოლო დღეებში ერთგულ მოწაფეებს თავს მოუყრიდა ერთ კრებაში, რომლის ამოცნობაც ადვილად შესაძლებელი იქნებოდა და, რომელიც მის ნებას შეასრულებდა (მათე 24:14, 45—47). ის დღეს სწორედ ამ კრების საშუალებით კაცებისგან, ქალებისა და ბავშვებისგან შემდგარ „უამრავ ხალხს“ უყრის თავს „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“; იესო „ერთი მწყემსის“ ანუ თავისი წინამძღოლობის საშუალებით „ერთ სამწყსოდ“ აერთიანებს მათ (გამოცხადება 7:9, 14—17; იოანე 10:16; ეფესოელები 4:11—16).
როგორ მოხდა ეს თავმოყრა?

როგორც აღვნიშნეთ სარეველასთან ერთად ხორბალიც იზრდებოდა ანუ ყოველ საუკუნეში ყავდა ღმერთს თავისი ხალხი თუმცა გამოცალკავების დადგომის მოახლოებასთან ერთად სულუფრო აქტიურად ჩანდნენ ისინი:
მე-16 საუკუნის დასაწყისში რამდენიმე მამაცმა კაცმა გადაწყვიტა, ღვთის სიტყვა ხალხისთვის გასაგებ ენებზე ეთარგმნა.  როგორც კი ბიბლია ხელმისაწვდომი გახდა, ხალხმა ბიბლიის კითხვა დაიწყო. მისი წაკითხვის შემდეგ გაუჩნდათ კითხვები: სად არის მოხსენიებული ბიბლიაში განსაწმენდელი, მიცვალებულებისთვის წირვა-ლოცვა ან პაპები და კარდინალები? ამან საფუძველი ჩაუყარა იმას რომ შეედარებინათ ეკლესიის სწავლებებთან ბიბლიური შეხედულებები 
რელიგიურმა ატმოსფერომ, რომელიც XIX საუკუნეში შეიქმნა, ქრისტიანულ გამოღვიძებასკიდევ უფრო შეუწყო ხელი. ზოგიერთი ბიბლეისტი და სასულიერო პირი ბიბლიის გამოკვლევის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საჭირო იყო, გადაეხედათ ისეთი სწავლებებისთვის, როგორიცაა სულის უკვდავება, სიკვდილის შემდეგ მარადიული ტანჯვა, ბედისწერა და სამება
 გარდა ამისა, ბიბლიის ზოგი მკვლევარი დაწვრილებით იკვლევდა ბოლო დღეებთან დაკავშირებულ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს. შედეგად, ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფი სერიოზულად დაფიქრდა უფლის დაპირებულ მოსვლაზე (მათ. 24:3).

ბიბლიურ ჭეშმარიტებას მოწყურებული ბევრი ადამიანი გადაიხვეწა სხვა ქვეყნებში, სადაც ეკლესიას ნაკლები გავლენა ჰქონდა. მათ სურდათ, ეკითხათ ბიბლია და ნასწავლი ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ ისე, რომ არავის ეკარნახა მათთვის, რა უნდა ეფიქრათ და რა არა. ამგვარად მომზადდა ნიადაგი

 19-ე საუკუნის ბოლოს ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფის წევრები, რომლებიც პენსილვანიაში, ცხოვრობდნენ, შეუდგნენ ბიბლიის სისტემატურ კვლევას. მათ ეკლესიის მიერ დადგენილი დოგმების შედარება დაიწყეს იმასთან, რასაც ბიბლია სინამდვილეში ასწავლის. ისინი ბიბლიიდან ნასწავლს გამოსცემდნენ წიგნების, გაზეთებისა და იმ ჟურნალის მეშვეობით, რომელსაც ახლა „საგუშაგო ეწოდება.

ბიბლიის გულწრფელ მკვლევართა ჯგუფში იყო ახალგაზრდა კაცი ჩარლზ ტეიზ რასელი. მიუხედავად იმისა, რომ რასელი იმ დროს ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმეს ხელმძღვანელობდა და „საგუშაგო კოშკის“ პირველი რედაქტორიც იყო, მას არ დაუარსებია ახალი რელიგია. რასელისა და სხვა ბიბლიის მკვლევრების, როგორც ჯგუფის მიზანი, ქრისტეს სწავლებების გავრცელება და პირველი ქრისტიანული კრების მაგალითის მიყოლა იყო. 
თავიდან ძმა რასელის მიზანი იყო, გაერკვია, რომელი რელიგია ასწავლიდა ჭეშმარიტებას. მან გულდასმით შეადარა ბიბლიას სხვადასხვა რელიგიის სწავლებები, მათ შორის არაქრისტიანული რელიგიების სწავლებებიც. ის მალევე მიხვდა, რომ ღვთის სიტყვას არც ერთი რელიგია არ ეთანხმებოდა ბოლომდე. რასელი შეხვდა სხვადასხვა ეკლესიის სასულიერო პირებს იმ იმედით, რომ ისინიც გაიზიარებდნენ და თავიანთ მრევლსაც ასწავლიდნენ იმ ჭეშმარიტებას, რომელიც მან თავის თანამოაზრეებთან ერთად აღმოაჩინა ბიბლიაში. სასულიერო პირებს დიდი ინტერესი არ გამოუვლენიათ. ბიბლიის მკვლევრები მიხვდნენ, რომ ისინი ვერ ითანამშრომლებდნენ მათთან, ვისაც ცრუ რელიგიაში დარჩენა უნდოდა (წაიკითხეთ 2 კორინთელების 6:14). რელიგიური წინამძღოლებისგან განსხვავებით, ბიბლიის მკვლევარები (ასე იყვნენ ადრე იეჰოვას მოწმეები ცნობილი) იმ გადაწყვეტილებით იყვნენ აღსავსე, რომ სახელმძღვანელოდ საღვთო წერილი ჰქონოდათ და არა ტრადიციები ან ადამიანთა მიერ გამოგონილი დოგმები. ყველა ხელმისაწვდომი ბიბლიური მტკიცების განხილვის შემდეგ, ისინი იწერდნენ გამოტანილ დასკვნებს. ამგვარად მრავალ ძირითად ბიბლიურ სწავლებას მოეფინა ნათელი. მხოლოდ 1914 წელს ბიბლიის მკვლევართა ჯგუფმა 9 მილიონზე მეტ ადამიანს უჩვენა „შემოქმედების ფოტოდრამა“, რომელიც კადრებისგან, სლაიდებისა და ხმის ჩანაწერისგან შედგებოდა. მასში ნაჩვენები იყო კაცობრიობის ისტორია პირველი ადამიანის შექმნიდან ქრისტეს ათასწლიანი მეფობის ბოლომდე. იმ დროს ეს უდიდესი მიღწევა იყო. იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც მხოლოდ 1914 წელს ნახეს ეს ფოტოდრამა, დღეს ღვთის სამეფოს მაუწყებელთა რიცხვზე მეტია! . ბიბლიის მკვლევრები მართლაც გულმოდგინედ მსახურობდნენ!
ამგვარად მე-19 საუკუნის დასასრულს ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ გამოცოცხლება იწყო ბიბლიის მკვლევართა ერთ პატარა ჯგუფში, რომელიც დღეს იეჰოვას მოწმეების სახელით არის ცნობილი.  იეჰოვამ აკურთხა სულითცხებულ ქრისტიანთა ეს მცირერიცხოვანი ჯგუფი. დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანობის მიმდევართა რიცხვი რვა მილიონს აღემატება. ღვთის სიტყვა ტერიტორიულადაც განივრცო, რადგან იეჰოვას მოწმეები 240 ქვეყანაში არიან. გარდა ამისა, ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ ძალაც მოიკრიბა და ყველა დაბრკოლებას — რელიგიურსა თუ სხვა სახისას — სძლია. მსოფლიო მასშტაბით სამქადაგებლო საქმიანობა იმის კიდევ ერთ უტყუარ მტკიცებას წარმოადგენს, რომ სამეფო ძალაუფლებით იესოს თანდასწრება უკვე მიმდინარეობს (მათე 24:3, 14).
იეჰოვას მოწმეები აგრეთვე ყველგან არიან ცნობილი თავიანთი პატიოსნებით. ისინი ბაძავენ პავლე მოციქულს, რომელმაც დაწერა: „დარწმუნებულნი ვართ, რომ გვაქვს კეთილი სინდისი და გვსურს ყველაფერში კეთილად ვიქცეოდეთ“ (ებრაელთა 13:18; 1 კორინთელთა 11:1)..საბოლოოდ, როგორც დანიელის წიგნში იყო ნაწინასწარმეტყველები, ჭეშმარიტმა ‘ცოდნამ მოიმატა’. ეს მოხდა ‘უკანასკნელ ჟამს’, იმ ჟამს, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ (დანიელი 12:4). 

 ამრიგად თავისი სახელის განსადიდებლად ღმერთს დედამიწაზე ყოველთვის ჰყავდა თავისი სახელით წოდებული ხალხი  მისი მოწმეები .ბიბლიაში პირველ მოწმედ აბელი იწოდება  მოგვიანებით .ძვ. წ. 1513 წელს იეჰოვას წარმომადგენელი  მთელი ისრაელი ერი გახდა (ეს. 43:12)
ხოლო როცა ღმერთმა მოხედა უცხოტომელებს, მათგანაც გამოყო  ხალხი თავისი სახელისთვის“ (საქ. 15:14). ეს ახლად არჩეული ხალხი „ღვთის ისრაელის“ სახელით გახდა ცნობილი. (გალ. 6:16) 
ებრაელთა მიმართ წერილის მე-11 თავში პავლემ ჩამოთვ ალა აბელის გარდა ზოგიერთი მორწმუნე ადამიანი. 12:1-ში კი ასე შეაჯამა : “ამიტომ ჩვენც, როცა ირგვლივ მოწმეთა ღრუბელი გვაქვს, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი”.  ბიბლიაში იესო ქრისტე შემდეგნაირად არის მოხსენიებული: „აი რას ამბობს . . . ამინი, ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე, ვისი მოწმე იყო ის?იესომ  პონტოელ პილატეს უთხრა 
მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა.
”.რომელიც იესოს სიტყვების თანახმად მამისგან ჰქონდა ნასწავლი” (იოანე 18:37;  იოან7:16,17)  იოანე 5:43-ში იესომ აღიარა: "მე მოვედი მამის სახელით  იოანე 17: 6, 26). გარდა ამისა, იოანე 10:25 გვიჩვენებს, რომ იესო თავის საქმეს თავისი მამის სახელით აკეთებს (იხილეთ აგრეთვე იოანე 17: 6, 26).   ამიტომ იესო იყო და არის იეჰოვას უდიდესი მოწმე   (გამოცხ. 3:14;ამიტომ, ქრისტეს მაგალითის თანახმად, ჭეშმარიტი ქრისტიანები იეჰოვას მოწმეებიც არიან. შეადარეთ ეს43:10 საქ15:14,17 ებრ12:1  გმცხ11:3 გმცხ6:9 მიქ4:5

ამგვარად ბიბლიის თანახმად, იეჰოვას მოწმეების ისტორია აბელიდან იწყება. და დღემდე გრძელდება თანამედროვე იეჰოვას მოწმეები სახით რომლებიც იესოს წინასწარმეტყველების და მოწოდების თანახმად მთელ მსოფლიოში ქადაგებენ 
ისევე როგორც დღეს.  ზოგ ებრაელს ეგონა, რომ იესო ქრისტე „ახალ სწავლებას“ ავრცელებდა (მარ. 1:27). მოგვიანებით, ზოგი ბერძენი ფიქრობდა, რომ პავლე მოციქულიც „ახალ სწავლებას“ ქადაგებდა (საქ. 17:19, 20). მიუხედავად იმისა, რომ მსმენელებისთვის ახალი იყო, ეს სწავლება ჭეშმარიტება იყო და შეესაბამებოდა ღვთის სიტყვას.

 თავდაპირველად ისინი  ქრისტიანების სახელით იყვნენ ცნობილნი, როდესაც სხვები ეკითხებოდნენ, რა ერქვა მათ ორგანიზაციას, ძმები პასუხობდნენ: „ჩვენ ქრისტიანები ვართ“. ამ კითხვის პასუხად ძმა რასელმა „საგუშაგო კოშკში“ თქვა: „ჩვენ არ ვუწოდებთ საკუთარ თავს რაიმე განსხვავებულ და განსაკუთრებულ სახელს და ამით არ გამოვირჩევით სხვა ქრისტიანებისგან. ჩვენთვის სრულიად საკმარისია, გვერქვას ქრისტიანები — სახელი, რომლითაც პირველი საუკუნის წმინდები იყვნენ ცნობილნი“ (1888 წლის სექტემბრის ნომერი). 


დროთა განმავლობაში კი ცხადი გახდა, რომ საკმარისი არ იყო, ქრისტედსა და ღვთის  მსახურებს მხოლოდ ქრისტიანები რქმეოდათ. საჭირო გახდა განმასხვავებელი სახელი
რომელიც გამოარჩევდა სხვა ეგრეთწოდებულ ქრისტიანულ ჯგუფებისგან თუნდაც კათოლიკების გან პროტესტანტების გან ან მართლმადიდებლების გან.ამ სახელის არჩევა (იეჰოვას მოწმეები) ერთერთი განმაპირობებელი იყო ის რომ ნომინალურმა ქრისტინებმა სახელი გაუტეხეს ქრისტინობას, როგორც ასეთს ამიტო. უნდა გავმიჯნულიყავით ამ ადამიანებისგან. 
(იგივენაირად შეიცვალეს სახელები სქიზმის შემდეგ იმ ადამიანებმა ვინც ქრისტიანებად იწოდებოდნენ მანამდე და მას მერე უკვე კათოლიკე მართლმადიდებელ და პროტესტანტების სახელით მოგვევლინენ)

იგივენაირად პირველი საუკუნის ღვთის მსახურები განსხვავებულ სახელებს ატარებდნენ პირველი საუკუნის ქრისტეს მიმდევრები  ერთმანეთს „ძმებს“, “ და „ღვთის კრებას“ უწოდებდნენ (საქ. 11:29; 3 იოან. 14; 1 კორ. 1:2ისინი ასევე , საკუთარ თავს — „ქრისტე იესოს მონებს“ და „ღვთის მონებს“ უწოდებდნენ(კოლ. 3:24; ფილ. 1:1; 1 პეტ. 2:16)
ღვთის სახლს (1 ტიმ 3:15).. ასეთი სახელები ფართოდ გამოიყენებოდა კრებებში და ეს ყველასთვის გასაგები იყო.
პირველ საუკუნეში ასევე იყენებდნენ გამოთქმას „გზა“ და მასში იგულისხმებოდა ცხოვრების წესი, რომელიც აგებული იყო იესო ქრისტესადმი რწმენაზე  და ახლა უკვე იესოს მიმდევრები „უფლის გზაზე“ მდგომებად იყვნენ ცნობილი (საქმეები 9:2; 19:9, 23; 22:4). 
(საქ. 9:2; 19:9)( საქმეების 18:25-ის არაერთი თარგმანი იმაზე მიანიშნებს, რომ მას „იეჰოვას გზასაც“ უწოდებდნენ. ) დღეს ჩვენც ვიყენებთ ამ სახელწოდებებს  მოგვიანებით კი, ახ. წ. 44 წლის შემდეგ, სულ მალე სირიის ანტიოქიაში იესოს ‘მოწაფეებსუ კვე ქრისტიანები ეწოდათ’ (საქმეები 11:26). ეს სახელი მალე დამკვიდრდა იმდროინდელ საზოგადოებაში, (საქმეები 26:28). 
მეორე მხრივ, ისინი, ვინც კრების წევრები არ იყვნენ, მათ დაცინვით „ნაზარეთელთა სექტად“ მოიხსენიებდნენ (საქ. 24:5). თუმცა ეს მათ სექტად არ აქცევდა ისევე როგორც ჩვენ 

 როგორც პირველ საუკუნეში  ახალ სახელს არ შეუცვლია ქრისტიანული ცხოვრების გზა, რომლის მისაბაძ მაგალითად კვლავ ქრისტე რჩებოდა (1 პეტრე 2:21).მსგავსადვე სახელ  ქრისტიან იეჰოვას მოწმეებს არ შეუცვლია ქრისტიანული გზა   და მათ მისაბაძ მაგალითად კვლავ ქრისტე რჩება 

ასე რომ , იეჰოვას მოწმეები ქრისტიანები ვართ, და 
ეს. დასახელება პირდაპირ აღებულია ესაიას 43:10-დან, სადაც იეჰოვა თავად უწოდებს თავის მსახურებს თავის მოწმეებს. მოწმეებად მოიხსენიებიან ასევე მრავალი ქრისტიანობამდელი მართალი ადამიანები (ებრაელთა 11:4-40; 12:1), ასევე მოიხსენიება იესო (გამოცხადება 1:5). ამ ვარიანტის განსაკუთრებული აღმოჩენა ის გახლავთ, რომ ის გამოიყენება ღვთის ყველა მსახურის მიმართ, აბელიდან ქრისტემდე.ეს სახელი ჩვენს რელიგიურ საქმიანობას უსვავს ხაზს
 მათი ცხოვრების უმთავრესი მიზანია, ემსახურონ ღმერთს და დაამოწმონ მისი სახელის შესახებ ისე, როგორც ამას აკეთებდა იესო. ამიტომაც მიიღეს მათ ბიბლიური სახელი „იეჰოვას მოწმეები“ (ესაია 43:10–12).
თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არცერთ რელიგიურ ორგანიზაციას არ აქვს ისეთი სახელი, რომელიც მისი საქმიანობისა და სწავლებების მთელ სპექტრს აირეკლავდა. თუ ბაპტისტებს ბაპტისტები ჰქვიათ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ სწავლება ნათლობის შესახებ - მათი ერთადერთი დოქტრინაა, ხოლო, მაგალითად ორმოცდაათიანელები, მხოლოდ მოციქულთა საქმეების პირველ ორ თავს თვლიან მნიშვნელოვნად და ა.შ. ამიტომ ორგანიზაციის სახელზე გამოკიდება, არ წარმოადგენს ყურადსაღებ მოვლენას. ეს არის განმასხვავებელი ერთი რელიგიური ჯგუფის მეორესგან


იეჰოვას მოწმეების, ხორბლის კლასის წინამორბედები:

იესომ თქვა, რომ ხორბალიც და სარეველაც, ორივე იარსებებდნენ ქვეყნიერების აღსასრულამდე და ვისაც იესოსი სწამს, ეჭვი არ ეპარება ამაში მითუმეტეს მაშინ, როცა ვიცით რომ სარეველას წარმომადგენელი — ცრუ რელიგია, ხორბლის კლასის წარმომადგენლებს დევნიდა და ანადგურებდა. ამიტომ გასაკვირი არაა რომ მათ შესახებ ისტორიამ მცირე ცნობები შემოინახა.  მაგალითად, ჩვენამდე არიანეს არცერთ ნაშრომს არ მოუღწევია (თუ ცალკეულ ფრაგმენტებს არ ჩავთვლით), მითუმეტეს, რომ ის მე-4 საუკუნის ერთერთი წამყვანი ღვთისმეტყველი იყო. ეკლესია არიანეს დანატოვარს თუ ასე გაუსწორდა, რისი თქმა შეიძლება სხვებზე, უფრო ნაკლებად შესამჩნევ პერსონაჟებზე? ამიტომ რთულია ქრონოლოგიურად ჩამოწიკწიკდეს ასეთების არსებობა და მოღვაწეობის ამსახველი წლები და ადგილმდებარეობები.  თუმცა შევეცდებით რომ ხელთარსებული წყაროებიდან გამომდინარე წარმოვადგინოთ ეს საკითხი.საერთოდ, შეხედეთ რა დონის ირონიაა: ჯერ ეკლესია ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით უსწორდება «ერეტიკოსებს» და ანადგურებს მათ ტექსტებს, შემდეგ კი არგუმენტი მოჰყავს, რომ ჩვენ არაფერი ვიცით ამ ხალხზე და მათ შეხედულებებზე.

იქიდან გამომდინარე  რასაც ღვთის სიტყვა – ბიბლია ამბობს და რასაც ისტორიული ფაქტები წარმოგვიდგენენ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ არაბიბლიური ღვთაება სამების ნაცვლად, მამა ღმერთის თაყვანისმცემელი ჭეშმარიტი ქრისტიანები, ქრისტიანობის დაფუძნების შემდგომ, ყველა პერიოდში ცხოვრობდნენ.
ასეთ ჯგუფებს წარმოადგენდნენ:

1.კვარტოდეციმანები“2 საუკუნე (თოთხმეტიანელები) მათ ასე იმიტომ უწოდებდნენ რომ  „უფლის საღამოს“ ანუ იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს, 14 ნისანს აღნიშნავდნენ. ისინი გაბატონებული „ქრისტიანული“ ეკლესიების მიერ წარმართული რელიგიებიდან გადმოღებული სწავლებებისაგან და ეკლესიური ადათ-წესებისგან შორს იჭერდნენ თავს და ამგვარ სწავლებებს ეწინააღმდეგებოდნენ კიდეც.

2.არიანელები 4- 6 საუკუნეები

3.პავლიკიანები, 7-11 საუკუნე რომელთა სწავლებებს სახელად „ნამდვილი სამოციქულო, ბიბლიაზე დაფუძნებული ქრისტიანობა“ დაარქვეს. ისინი განსაკუთრებულად ეყრდნობოდნენ  „ახალ აღთქმას“, ნათლავდნენ მხოლოდ სრულწლოვანებს;  ამ ქრისტიანთა რწმენის თანახმად,  ღმერთმა  სიყვარულიდან გამომდინარე, თავისი ანგელოზი გამოგზავნა დედამიწაზე რომელიც ნათლობისას ღვთის ძე გახდა. ისინი უარყოფდნენ არაბიბლიურ ტრადიციებს, არ ჰყავდათ სამღვდელოების კლასი, თაყვანისცემაში არ იყენებდნენ არც ხატებს, არც სანთლებს და სრული სიმტკიცით აცხადებდნენ უარს ჯვრის თაყვანისცემაზე;  ამის გამო, აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა პავლიკიანელი ქრისტიანების ნაწილი ქვებით ჩაქოლა, ხოლო მათი უმრავლესობა კი — ცოცხლად დაწვა.

4.ვალდენსები 12-16 საუკუნეები

5.ლოლარდები 14-16 საუკუნეები

6.პოლონელი ძმები (სოციანელები) — 16-18 საუკუნეები ისინი უარყოფდნენ სამებას, არ ნათლავდნენ პატარებს, ჩვეულებრივ, არ ატარებდნენ იარაღს . გარდა ამისა, ისინი უარყოფდნენ ჯოჯოხეთის, როგორც სატანჯველი ადგილის, არსებობას. ყოველივე ამით ისინი უგულებელყოფდნენ ცნობილ რელიგიურ ტრადიციებს.
მალე პოლონელმა ძმებმა დაინახეს თანამორწმუნეებისა და სხვებისთვის განათლების მიცემის აუცილებლობა. ამ მიზნით, 1602 წელს დაარსდა რაკოვის სკოლა. იქ სწავლობდნენ პოლონელი ძმების შვილები, აგრეთვე კათოლიკე და პროტესტანტი ბიჭები. თუმცა ეს სკოლა სასულიერო სემინარია იყო, მასში მარტო რელიგიას არ ასწავლიდნენ. სწავლების კურსში შედიოდა უცხო ენები, ეთიკა, ეკონომიკა, ისტორია, სამართალი, ლოგიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, 

პოლონელი ძმები ღვთის სიტყვის მკვლევარები იყვნენ. მათ აღმოაჩინეს გარკვეული ძვირფასი ჭეშმარიტებები და უყოყმანოდ გაუზიარეს სხვებს. მაგრამ, სამღვდელოების წინააღმდეგობის გამო საბოლოოდ, ისინი ევროპაში მიმოფანტეს, რის გამოც სულ უფრო უძნელდებოდათ ერთიანობის შენარჩუნება. დროთა განმავლობაში პოლონელმა ძმებმა შეწყვიტეს არსებობა.

7.იეჰოვას მოწმეები 19 საუკუნე

არიანელებად, პავლიკიანებად ვალდენსებად და პოლონელ ძმებად ცნობილი რელიგიური ჯგუფები, მრავალი ადამიანისგან შედგებოდა რომელთა რელიგიური საქმიანობა საუკუნეების განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა და ეს იმ ადამიანთა ჯგუფებიდან რამოდენიმე  იყო, როლებიც ნომინალური ქრისტიანული ეკლესიების არაბიბლიურ სწავლებებს უარყოფდა და ბიბლიის სწავლებებს ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. გაბატონებული „ქრისტიანული“ სამყაროს ეკლესიები ამ ქრისტიანებს,  ძლიერი დევნის ქარ-ცეცხლში ატარებდა. ანადგურებდა მათ ნაწერებს, უარყოფდა მათ სწავლებებს, ანათემას გადასცემდა მათ, სასტიკად აწამებდა და კლავდა.
 ცხადია, ჩვენ დანამდვილებით ვერ ვიტყვით ვინ ან რომელი ჯგუფი მიეკუთვნებოდა ცხებული ხორბლის კლასს, მაგრამ შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებიც გაბედულად იცავდნენ ღვთის სიტყვას და ამხელდნენ ეკლესიის არაბიბლიურ სწავლებებს. 
ახლა კი მინდა გავიხსენო ცალკეული პიროვნებებიც ,  რომლებიც ჩარლზ ტეიზ რასელის მსგავსად, კვლევის საფუძველზე იმ დასკვნამდე მიდიოდნენ, რომ ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებმა თავიანთი სწავლებითა და მოღვაწეობით, მკვეთრად გადაუხვიეს ქრისტეს გზიდან. რომლებიც გაბედულად იცავდნენ ღვთის სიტყვას და ამხელდნენ ეკლესიის არაბიბლიურ სწავლებებს. 

დაწვრილებით განვიხილოთ თითოეული.

1.არქიეპისკოპოსი აგობარდ ლიონელი 9 საუკუნე (საფრანგეთი, ახ. წ. 779—840) ხატების თაყვანისცემის, ტაძრების წმინდანებისთვის მიძღვნის, ლიტურგიისა თუ სხვა არაბიბლიური ეკლესიური წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ გამოვიდა. ერთ-ერთმა მისმა თანამედროვე ეპისკოპოსმა კლავდიუსმაც უარყო ეკლესიის ტრადიციები, უარი თქვა წმინდანებისადმი ლოცვებსა და წმინდანთა ნაშთების თაყვანისცემაზე.

2. არქიდიაკვანი ბერენგარ ტურელი (საფრანგეთი). ბერენგარი მოღვაწეობდა მე-11 საუკუნის დასაწყისში. არქიდიაკვანი ბერენგარ ტურელი ეკლესიიდან მოკვეთეს, რადგან მტკიცედ უარყოფდა ეკლესიის სწავლებას ტრანსუბსტანციის შესახებ და ბიბლიას ეკლესიურ ტრადიციებზე მაღლა აყენებდა.

3. პიტერ ბრუიელი და ჰენრი ლოზანელი. მე-12 საუკუნე პიტერმა უარი თქვა მღვდლობაზე, ვინაიდან ბიბლიას ვერ შეუსაბამა ჩვილების ნათლობა, ტრანსუბსტანციის, მკვდრებისთვის ლოცვებისა და ჯვრის თაყვანისმცემლობის ეკლესიური სწავლებები. 1040 წელს, პიტერს თავისი შეხედულებები სიცოცხლის ფასად დაუჯინეს; პიტერ ბრუიელი ცოცხლად დაწვეს. ბერი ჰენრი საჯაროდ ამხელდა ყოველივე იმ სიბინძურეს, რასაც ეკლესიაში ხედავდა და აკრიტიკებდა ეკლესიის ლიტურგიის არაბიბლიურ მხარეებს. ბერი ჰენრი 1148 წელს სატუსაღოში ჩააგდეს, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ამყოფეს.

4. ვალდო.12 საუკუნე  პიტერ ბრიუელისა და ჰენრი ლოზანელისგან განსხვავებით, ის სასულიერო პირი არ იყო, მაგრამ ღვთის სიტყვას იმდენად აფასებდა, რომ მთელი თავისი ქონება დახარჯა ბიბლიის ზოგიერთი ნაწილის იმ ენაზე სათარგმნად, რომელზეც სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში მცხოვრები უბრალო ადამიანები ლაპარაკობდნენ. ბიბლიური ცნობის მშობლიურ ენაზე წაკითხვამ ზოგზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ თვითონაც აღიძრნენ, გაეღოთ მთელი თავიანთი ქონება და მთელი სიცოცხლე მიეძღვნათ, რათა სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტება გაეზიარებინათ. ამან ეკლესია ძალიან გააღიზიანა. 1184 წელს გულმოდგინე ადამიანები, რომლებსაც მოგვიანებით ვალდენსები ეწოდათ, პაპმა ეკლესიიდან მოკვეთა, ხოლო ეპისკოპოსმა მათ სახლები დაატოვებინა.

5. ჯონ უიკლიფი 14 საუკუნე დაახლ. 1320 -1384  ჯონ უიკლიფი ხედავდა, რომ ეკლესიამ ქრისტიანულ კურსს გადაუხვია. ამიტომ ის ეკლესიაში არსებული არაბიბლიური ადათ-წესების, ძლიერი მამხილებელი გახდა. მაშინ როცა ბიბლიის ხალხისთვის გასაგებ ენაზე გადათარგმნას კრძალავდა ეკლესია, უიკლიფმა და მისმა პატარა ჯგუფმა ლოლარდებმა ახალი, გასაგებ ენაზე თარგმნილი ბიბლია გამოსცეს და ბიბლიით ხელში, კარდაკარ ქადაგებდნენ!

 უიკლიფი გარდაიცვალა 1384 წელს, ხოლო სიკვდილამდე ბიბლიის ლათინურიდან იმდროინდელ ინგლისურზე თარგმნა წამოიწყო.
უიკლიფის სიკვდილიდან 40 წელზე მეტი ხნის შემდეგ პაპის გადაწყვეტილებით მღვდლებმა ამოთხარეს უიკლიფის საფლავი, ძვლები დაწვეს და ფერფლი მდინარე სვიფტს გაატანეს.

6.ვოლფგანგ კაპიტო 15 საუკუნე ( 1478—1541), ახალგაზრდა ვოლფგანგ ფაბლიციუს კაპიტოს, მტკიცე რელიგიური შეხედულებები ჰქონდა. ის სწავლობდა მედიცინას, კანონმდებლობას და თეოლოგიას; 1512 წელს ის მღვდელი გახდა, მოგვიანებით კი ქალაქ მაინცში არქიეპისკოპოსის თანაშემწედ მსახურობდა.
.კაპიტომ დაასკვნა, რომ ეკლესიის ისეთ სწავლებებს, როგორიცაა: ტრანსუბსტანცია და წმინდანების თაყვანისცემა, არ ჰქონდა ბიბლიური საფუძველი 1523 წელს კაპიტომ დატოვა საპატიო თანამდებობა და დასახლდა ქალაქ სტრასბურგში, რომელიც იმ ხანად რელიგიური რეფორმის ცენტრად ითვლებოდა.
მაშინ როცა, ზოგი რეფორმატორი ჯერ კიდევ მხარს უჭერდა სამების სწავლებას, კაპიტო თავის ნაშრომებში „არაფერს ამბობდა სამების შესახებ“, — ნათქვამია წიგნში „რადიკალური რეფორმაცია“. ერთმა კათოლიკე მღვდელმა მოგვიანებით დაწერა, რომ კაპიტო და მისი თანამოაზრეები „ერთმანეთში მსჯელობდნენ ხოლმე რელიგიის ყველაზე დიდ საიდუმლოებებზე [და] უარყოფდნენ წმინდა სამებას“. ერთი საუკუნის შემდეგ კაპიტო პირველი შევიდა იმ ცნობილი ადამიანების სიაში, რომლებიც სამების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ.

7. უილიამ ტინდალი.16 საუკუნე . ტინდალი დაიბადა დაახლოებით  1494  წელს და გარდაიცვალა 1536  წელს. ის არ ეპუებოდა ეკლესიისა და მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობას, და იმისათვის, რომ ბიბლია უბრალო ხალხისთვის, გასაგებ ენაზე ეთარგმნა, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეშიც კი იგდება. ტინდალი გაბედული ადამიანი იყო; იგი ხედავდა, რომ ეკლესია უბრალო ხალხის სულიერ განათლებაზე არ ზრუნავდა, რაც იმაშიც გამოიხატებოდა რომ ეკლესიას არ სურდა უბრალო ადამიანებს ბიბლიის წაკითხვის შესაძლებლობა მისცემოდა.ტინდალმა აგრეთვე პირველმა გამოიყენა ღვთის სახელი იეჰოვა თავის თარგმანში. ტინდალის მცდელობა, უბრალო ხალხისთვის გასაგებ ენაზე გადაეთარგმნა ბიბლია, აკურთხა ღმერთმა. ახლა უკვე გლეხის ბიჭებსაც შეეძლოთ ღვთის სიტყვის წაკითხვა!
 1536 წლის ოქტომბერში  ტინდალი ჩამოახრჩვეს და მისი ცხედარი ძელზე მიამაგრეს და დაწვეს

 8.მიგელ სერვეტი-16 საუკუნე ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე, ცნობილი თეოლოგი, ფიზიკოსი, გეოგრაფი, ეთნოგრაფი, ექიმი  — . მიგელ სერვეტი დაიბადა 1511 წელს ესპანეთში.  ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში ფლობდა ბერძნულ, ლათინურ და ებრაულ ენებს . მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის კითხვა მკაცრად იყო აკრძალული, იგი მას მალულად კითხულობდა. ბოლომდე წაკითხვის შემდეგ სერვეტმა დაიფიცა, რომ ბიბლიას „კიდევ ათასჯერ“ წაიკითხავდა.  ბიბლიის გამოკვლევამ სერვეტს ბევრ რამეზე აუხილა თვალი. მას მიაჩნდა რომ სამღვდელოება ზნეობრივად დაკნინდა. 
 ისტორიისა და ბიბლიური ტექსტების გამოკვლევამ სერვეტი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ პირველი სამი საუკუნის განმავლობაში ქრისტიანობამ თავისი სახე დაკარგა. მან დაინახა, რომ კონსტანტინემ და მისმა მემკვიდრეებმა ქრისტიანობაში შეიტანეს ცრუსწავლებები, რამაც თანდათანობით ხელი შეუწყო სამების სწავლების ოფიციალურ დოგმატად ჩამოყალიბებას. ჯერ კიდევ ახალგაზრდამ, როცა 20 წლის ასაკში იყო, გამოაქვეყნა წიგნი „სამების შეცდომების კვალდაკვალ“. მას აგრეთვე სწამდა, რომ წმინდა სული ღვთის მოქმედი ძალა იყო და არა პიროვნება. ბიბლიის გამოკვლევის შედეგად სერვეტმა ეკლესიის სხვა სწავლებებიც უარყო. ის მიიჩნევდა, რომ ხატების გამოყენება არაბიბლიური იყო. ბიბლიის კვლევამ და ჭეშმარიტების ძიებამ სერვეტი დაარწმუნა, რომ საჭირო იყო ღვთის სახელის, იეჰოვას, გამოყენება. თავის წიგნში „სამების შეცდომების კვალდაკვალ“, სერვეტმა ღვთის სახელი „იეჰოვა“ ხშირად გამოიყენა. ამ ნაშრომში ის განმარტავდა: «უწმინდესი სახელი יהוה (ჲჰვჰ) შეიძლება განიმარტოს როგორც „აქცევინებს“, „ 1542 წელს სერვეტმა სანტეს პანინოს მიერ ლათინურ ენაზე ნათარგმნი ბიბლიის გადამუშავებული ვარიანტიც კი გამოსცა, რომელშიც ღვთის სახელი ვრცელ მარგინალურ შენიშვნებშიც მოიხსენია.  განსხვავებული რელიგიური შეხედულებების გამო, სერვეტი ვერ გადაურჩა სამების მომხრეთა რისხვას. ეკლესიის წარმომადგენელთა გარკვეულმა ნაწილმა მისი პორტრეტები ცეცხლს მისცეს, ხოლო  იგი  განსხვავებული რელიგიური შეხედულებების გამო,  სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. 1553 წლის 27 ოქტომბერს მიგელ სერვეტი ჟენევაში (შვეიცარია) კოცონზე დაწვეს.

9.ჯონ მილტონი 17 საუკუნე პოეტი, მწერალი, პოლემიკოსი და სამოქალაქო მოღვაწე, . ჯონ მილტონი დაიბადა 1608 წელს. მილტონი უარყოფდა ეკლესიის დოგმატურ სწავლებას სამების, სულის უკვდავებისა და ჯოჯოხეთის შესახებ და წმინდა წერილების საფუძველზე ამტკიცებდა, რომ ეკლესიის ეს დოგმატები არაბიბლიური წარმომავლობის იყო. ის აგრეთვე სავალდებულოდ თვლიდა ღვთის სახელის პატივისცემით გამოყენებას და ხშირად მოიხსენიებდა ღვთის სახელს „იეჰოვას“ თავის ნაშრომებში. მილტონი გულმოდგინე მკვლევარი იყო და მისი ნაშრომი დღესაც კი უბიძგებს ბევრს, თავიანთი რწმენის შეუმცდარ ეტალონად ბიბლია გამოიყენონ.

10.მეცნიერი, ფიზიკოსი, მათემათიკოსი, ასტრონომი, ალქიმიკოსი და ფილოსოფოსი — სერ ისააკ ნიუტონი 17 საუკუნე  რომელმაც უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინა სამეცნიერო ისტორიაში. ისააკ ნიუტონი დაიბადა 1643 წელს. ნიუტონი, რომელიც ყველა დროის მეცნიერების უდიდესი გენიაა, კვლევის საფუველზე დარწმუნდა, რომ ეკლესიის სწავლებები, როგორიცაა მაგალითად: სამება, სულის უკვდავება, ჯოჯოხეთი და სხვა ბევრი რამ, არ წარმოადგენდა ქრისტიანულ სწავლებებს. ნიუტონი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად მამა ღმერთს აღიარებდა და არ იზიარებდა ეკლესიის მიერ შექმნილ „სამების დოგმატს“. ამასთან ერთად, მას მხოლოდ ბიბლია მიაჩნდა ქრისტიანული სწავლებების შესამოწმებელ ქვაკუთხედად და არა მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ მიღებული დადგენილებები.
 ნიუტონი თავის ერთ-ერთ ნაშრომში აგრეთვე წერდა: „განკითხვის დღის შემდეგ მოკვდავი [ადამიანები] არა მხოლოდ 1 000 წლის განმავლობაში იცხოვრებენ დედამიწაზე, არამედ მარადიულად“მისი აზრით, სწორედ მაშინ შესრულდებოდა მიქას 4:3-სა და ესაიას 2:4-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები, . ნიუტონს მიაჩნდა, რომ ქრისტე საუკუნეების შემდეგ მოვიდოდა. . მან დაწერა: „დანიელის წიგნში და იოანეს [გამოცხადებაში] ჩაწერილი წინასწარმეტყველებები გასაგები არ უნდა იყოს უკანასკნელ დრომდე . . . შემდეგ, როგორც დანიელი ამბობს, ‘მრავალი დაიწყებს ძიებას და მოიმატებს ცოდნა’, რადგან დიდი გასაჭირისა და წუთისოფლის აღსასრულის დადგომამდე სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს. სახარების ქადაგების გარეშე შეუძლებელია, შეიკრიბოს უთვალავი ხალხი, პალმის ტოტებით ხელში, რომლებიც დიდ გასაჭირს გადაიტანენ“.

11 .უილიამ უისტონი. 18 საუკუნე იუსტონი დაიბადა 1667 წელს მეცნიერი, ისტორიკოსი, მათემატიკის პროფესორი, ენათმეცნიერი, ბიბლიის უძველესი ხელნაწერების მთარგმნელი და თეოლოგი — . იგი იყი მისი წინამორბედი  ბიბლიისადმი სიყვარულმა იმისკენ აღძრა, რომ ბაზეს კოდექსიდან ოთხი სახარება და მოციქულთა საქმეები ინგლისურ ენაზე ეთარგმნა; “.
1708 წელს, ინგლისის ეკლესიის ოფიციალურ პირებს (კენტერბერისა და იორკის მთავარეპისკოპოსებს) წერილები გაუგზავნა, რომელშიც „სამების დოგმატის“ არაბიბლიურ წარმოშობაზე მიუთითებდა. საპასუხოდ კი ურჩიეს, რომ ცოტა ფრთხილად ყოფილიყო…. მიუხედავად ამისა, უისტონს არ შეშინებია და დაწერა: “ეს საკითხები თავიდან ბოლომდე საფუძვლიანად შევისწავლე“; და დაამატა: „დავრწმუნდი, რომ ქრისტიანული ეკლესია შეცდომაშია შესული და თუ ღმერთი ინებებს, ჩემს თვალსაზრისს გაგაცნობთ, რათა აღარ იმყოფებოდეთ შეცდომაში“. ამის შემდეგ, იუსტონმა პამფლეტი მოამზადა, რომელშიც სამების უარსაყოფი არგუმენტების მოყვანით, საკუთარი თვალსაზრისი ვაჟკაცურად და უშიშრად გამოხატა. 1693 წელს, 18 წლის ინგლისელი სტუდენტი, „სამების ეკლესიური დოგმატის“ უარყოფის გამო ჩამოახრჩვეს.

13. ქრისტიანი მწერალი ჰენრი გრიუ.19 საუკუნე  ჰენრი გრიუ დაიბადა 1781 -1862ელს. ჰენრი ის პიროვნებაა, რომელიც წინამორბედი მკვლევარების მსგავსად, ბიბლიის კვლევის საფუძველზე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ტრადიციული ეკლესიების რელიგიური დოქტრინები ნამდვილ ქრისტიანულ სწავლებებს გასცდა და რომ ეკლესიის სწავლებების ამების, სულის უკვდავებისა და ჯოჯოხეთში მარადიული ტანჯვა-წამების შესახებ, სინამდვილეში არ წარმოადგენდა ქრისტიანულ სწავლებებს.

14. ჯორჯ სტორსი. 19 საუკუნე ჯორჯ სტორსი დაიბადა 1796 _1879 წელს. ეს ის პიროვნება იყო, რომელიც ჰენრი გრუს კვლევებს გაეცნო და დაეთანხმა, რადგან თვითონაც დაუთმო არაერთი წელი რელიგიური საკითხების საგულდაგულო კვლევას და დარწმუნდა, რომ ბიბლია და ეკლესიის დოგმატური სწავლებები სულის უკვდავებისა და ჯოჯოხეთის შესახებ, არაბიბლიურ სწავლებას წარმოადგენდა. როგორც ეკლესიის მსახურს, მას ევალებოდა იმ მრწამსის სწავლება, რომელიც ეკლესიის იყო და სინამდვილეში ბიბლიას არ ეთანხმებოდა. ეს კი მის სინდისს მოსვენებას არ აძლევდა. ამიტომ, მიუხედავად იმისა რომ 15 წელი ეკლესიის მსახური იყო და საკმაოდ ზეგავლენიანი და პატივცემული პირიც, 1840 წელს გადაწყვიტა ეპისკოპალურ მეთოდისტური ეკლესიის მიტოვება. მან მთელი თავისი ყურადღება ბიბლიის დამატებით და ღრმა კვლევისაკენ მიმართა. 1842 წელს, ჯორჯ სტორსმა ყოველთვიური ჟურნალის „ბიბლიის მკვლევარის“ გამოცემა დაიწყო.ის თავის ჟურნალში რასელის შეხედულებებსაც  აქვეყნებდა ბიბლიის კვლევის საფუძველზე, სტორსი მალევე მიხვდა, რომ საჭირო იყო ქრისტეს დაბრუნების მოახლოებასთან და ამ პერიოდიში მცხოვრები ხალხის ხსნასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, მსოფლიო მასშტაბით ქადაგება; თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდა სტორსს, მქადაგებელთა რომელი ჯგუფი გამოჩნდებოდა და ვინ შეძლებდა მსოფლიო მასშტაბიანი სამქადაგებლო საქმიანობის განხორციელებას. მიუხედავად ამისა, მას მტკიცედ სწამდა რომ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობა აუცილებლად დაიწყებოდა. 1879 წელს ჯორჯ სტორსი გარდაიცვალა. ეს კი სწორედ ის წელი იყო, როცა ერთმა ძალიან მნიშვნელოივანმა რელიგიურმა ჟურნალმა დაიწყო გამოსვლა, რომელიც იმ დროიდან მოყოლებული, დღემდე უწყვეტად გამოიცემა, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებად და წაკითხვად ჟურნალს წარმოადგენს და რომლის საშუალებითაც მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობა ხორციელდება – სწორედ ის, რასაც ჯორჯ სტორსი ელოდებოდა. ამ ჟურნალს და მის გამომცემელს მომდევნო პუნქტში მოვიხსენიებთ

15. ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარი ჩარლზ ტეიზ რასელი. ჩარლზ ტ. რასელი დაიბადა 1852 წელს. ეს ის ადამიანი იყო, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ღვთის საქმეს მიუძღვნა. ახალგაზრდობიდანვე, ჩარლზ ტ. რასელი ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარი იყო. ბიბლიის კვლევის საფუძველზე ის (ისევე როგორც მის დაბადებამდე მცხოვრები ზემოთ ჩამოთვლილი  სხვა მკვლევარები) იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების დოგმატური სწავლებები (როგორიცაა სამება, სულის უკვდავება და ჯოჯოხეთის ტანჯვა-წამება), იმ ცრუ რელიგიურ სწავლებათა ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომლებიც არაბიბლიური წარმოშობის იყო. იმისათვის რომ ბიბლიის კვლევის საფუძველზე მიღებული ცოდნა ქადაგების საშუალებით სხვებისთვისაც გაეზიარებინა და ღვთის მსახურებისთვის მეტი დრო ჰქონოდა, ჩარლზ ტ. რასელმა გადაწყვიტა, რომ ისეთი წარმატებული ბიზნესიც კი დაეთმო, რომელმაც ჯერ კიდევ 25 წლის ასაკში, მას სამასი ათასი დოლარის მოგება მუტანა, (რაც დღეისთვის შვიდი მილიონი დოლარის ეკვივალენტია). მისთვის ბიბლიის კვლევა და რელიგიური ჭეშმარიტება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ქონება და კარიერა.

XIX საუკუნის 70-იან წლებში ჩარლზ ტეიზ რასელმა ჩამოაყალიბა ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფი, . ვინაიდან ამ ადამიანებს არ ჰქონიათ წინასწარ ჩამოყალიბებული რელიგიური შეხედულებები, მათი მიზანი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები, საკუთარი რელიგიური შეხედულებების შესაბამისად აეხსნათ. ნაცვლად ამისა, ისინი ბიბლიის გულწრფელი კვლევის ენთუზიამზით იყვნენ სავსე. უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიის მკვლევართა ამ პატარა ჯგუფს, საკითხების გამოკვლევის და შესწავლის მეთოდი, ძალიან საინტერესო ჰქონდათ. დაახლოებით ასეთი: გამოსაკვლევად ირჩევდნენ რაიმე თემას. შემდეგ, არჩეული თემის შესახებ, ბიბლიის თვალსაზრისის გაგებას ცდილობდნენ. (ლუკა 11:5—10). ბიბლიის იმ მუხლებს, რომელიც პირდაპირ ან გადაკვრით გამოსაკვლევად არჩეულ საკითხს ეხებოდა, დეტალურად იკვლევდნენ და მუხლებში ჩადებულ აზრებს, ობიექტურ ანალიზს უკეთებდნენ. (საქმე 17:10,11). დასკვნებს ფურცელზე წერდნენ. ბოლოს კი ამბობდნენ, რომ თავიანთი რწმენა, ბიბლიის სწავლებაზე დაეფუძნებინათ. ბიბლიის გამოკვლევისა და შესწავლის ამგვარი მეთოდით, ამ მკვლევარებმა მალევე დაინახეს, რომ ქრისტიანულ სამყაროს გადმოღებული ჰქონდა ისეთი წარმართული სწავლებები, როგორიცაა: სულის უკვდავება, ჯოჯოხეთის ცეცხლი, განსაწმენდელი, სამპიროვნული ღმერთი, ჩვილების მონათვლა, ხატთაყვანისცემა და სხვა და სხვა.. 1879 წელს რასელმა,  ჭეშმარიტების დასაცავად და გასავრცელებლად დაიწყო დღეს „საგუშაგო კოშკად“ ცნობილი ჟურნალის ყოველთვიურად გამოშვება. ეს ქრისტიანული ჟურნალი, 300 მდე ენაზე გამოიცემა დღეს, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებად და კითხვად ჟურნალს წარმოადგენს და მისი ყოველი გამოცემის საშუალო ტირაჟი 95 000 000-ია.
 ჩარლზ ტეიზ რასელი არასოდეს უთქვამს ღვთისგან მოვლენილი წინასწარმეტყველი ვარო — რაშიც ხშირად სდებენ ხოლმე ბრალს გაბატონებული ქრისტიანული სამყაროს ეკლესიათა წარმომადგენლები. არც იმას ამბობდა ბიბლიის მწერლებივით, ღვთის სული წმინდა მალაპარაკებსო და არც იმას ამბობდა, ჩვენს კვლევებში შეუძლებელია შეცდომა გაიპაროსო. რასელი ამბობდა იმას, რაც სინამდვილეში იყო — ბიბლიის მკვლევარი! რასელი არც იმას ამბობდა, (რაშიც ცილს სწამებენ ხოლმე დღეს) პირველი მე ვარ ვინც ნომინალური ქრისტიანული ეკლესიების დოგმატური სწავლებების არაბიბლიური წარმოშობა აღმოაჩინა და გამოააშკარავაო. მსგავს რამეს რასელი ვერ იტყოდა, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი ცნობილი მკვლევარები ჩარლზ ტეიზ რასელისთვის უცხონი არ ყოფილან. ამასთან ერთად, ჩარლზ რასელს არ ეუხერხულებოდა იმის აღიარება, რომ მას მნიშვნელოვან დახმარებას უწევდნენ  თავისი წინამორბედები ჯონას ვენდელი, ჯორჯ სტორსი  ნელსონ ბარბერი და სხვები. როგორც ხედავთ, ისტორია ცხადყოფს, რომ არც რასელს და არც იეჰოვას მოწმეებს, არასოდეს უთქვამთ, მხოლოდ რასელი და იეჰოვას მოწმეები ვართ ერთადერთი და განუმეორებელნი, რომლებმაც ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების ცრუ სწავლებების არაბიბლიური წარმომავლობა დავინახეთ და გამოვააშკარავეთო. ეს რომ ასეა, ამას ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანების მოღვაწეობაც ადასტურებს 
 ჩარლზ ტეიზ რასელის მიერ ჩამოყალიბებულ ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფს, ღმერთი დასაწყისიდანვე ეხმარებოდა რათა ისინი ბიბლიური ჭეშმარიტების თანდათანობით წვდომასთან ერთად (იგავნი 4:18; მარკოზი 4:26-29), მშვიდობისმოყვარე მსოფლიო ქრისტიანულ საძმოდ გამოძერწილიყვნენ (ესაია 60:22), ხოლო იმ დროიდან მოყოლებული, მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის მეშვეობით, ღმერთი ჭეშმარიტებას მოწყურებულ ადამიანებს სიბნელიდან სინათლისაკენ მოუხმობს. (მიქა 4:1).

რას ფიქრობდა თავად რასელი იმაზე, თუ რა როლს ასრულებდნენ ის და მისი თანამოაზრენი ბიბლიური ჭეშმარიტების გაცხადებაში? მან დაწერა: „ჩვენი საქმიანობის მიზანია . .  ერთად შევაგროვოთ დიდი ხნის წინათ გაფანტული ჭეშმარიტების მარცვლები და წარვუდგინოთ ის უფლის ხალხს, არა როგორც ახალი, არა როგორც ჩვენი საკუთარი, არამედ როგორც უფლისა . . . ჩვენ საკუთარ დამსახურებად არ უნდა ჩავთვალოთ არც ის, რომ ვიპოვეთ ჭეშმარიტების ძვირფასი მარცვლები და აღვადგინეთ სრული სურათი“. შემდეგ რასელმა დასძინა: „ეს საქმე, რომელშიც უფალმა ინება, გამოეყენებინა ჩვენი მოკრძალებული შესაძლებლობები, არის არა ახლის შექმნა, არამედ უკვე არსებულის აღდგენა, შესწორება და ერთმანეთთან შეთანხმება“.


ამგვარად ნათელია რომ ხორბლის კლასის წარმომადგენლები ყოველთვის ყავდა ღმერთს დედამიწაზე და მათი გამგრძელებლები არიან იეჰოვას მოწმეები




წინააღმდეგობები


1.ქვემოთ მოყვანილი მუხლები ადასტურებს რომ სახელი იეჰოვას მოწმე უნდა სეცვლილიყო სხვა სახელითო

ეს 62:2

 რაზე მიუთითებს სიონის ახალი სახელი?
სიონის მდგომარეობის შეცვლას იეჰოვა მისთვის ახალი სახელის დარქმევით ადასტურებს. ეს ახალი სახელი იმაზე მიუთითებს, რომ სიონის მიწიერი შვილები ძვ. წ. 537 წლიდან კურთხეული არიან და საპატიო მდგომარეობა უკავიათ ეს ცხადყოფს, რომ იეჰოვა სიონს თავის საკუთრებად თვლის. დღეს ღვთის ისრაელისთვის აღმაფრთოვანებელია ის, რომ იეჰოვა ასე ხარობს მათით, და სხვა ცხვრებსაც უხარიათ მათთან ერთად.
 ახალი სახელის დარქმევის შემდეგ იეჰოვა სიონს ჰპირდება: „იქნები მშვენების შარავანდად უფლის ხელში და სამეფო გვირგვინად შენი ღვთის მარჯვენაში“ (ესაია 62:3). იეჰოვა აღაზევებს თავის სიმბოლურ ცოლს, ზეციერ სიონს, რათა მან ყველა აღტაცებაში მოიყვანოს (ფსალმუნი 47:3; 49:2). მშვენების შარავანდი და „სამეფო გვირგვინი“ მიუთითებს, რომ ის პატივითა და ძალაუფლებით არის შემოსილი (ზაქარია 9:16). ღვთის ისრაელი, რომლითაც ზეციერი სიონი, ანუ „ზენა იერუსალიმია“ წარმოდგენილი, ღვთის ძლევამოსილების შესანიშნავი გამოვლინებაა (გალატელთა 4:26). იეჰოვას დახმარებით ამ სულიერმა ერმა განსაცვიფრებელი სახით გამოავლინა სიმტკიცე და ერთგულება. მილიონობით ადამიანს — ცხებულებსაც და სხვა ცხვრებსაც — შესანიშნავი რწმენისა და სიყვარულის გამოვლენის ძალა ეძლევა. ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს, ცხებულები დიდებულ ზეციურ ჯილდოს მოიპოვებენ და იეჰოვა მათი მეშვეობით მარადიულ სიცოცხლემდე მიიყვანს ქმნილებას, რომელიც დღეს კვნესის


ახალი სახელის დარქმევა ზეციერი სიონის სასურველ გარდაქმნასთან არის დაკავშირებული — სიონისა, რომლის წარმომადგენლებიც მისი მიწიერი შვილები არიან. «აღარ დაგიძახებენ მიტოვებულს და შენს ქვეყანას აღარ დაერქმევა უკაცრიელი, რადგან გეწოდება ჩემი სასურველი და შენს ქვეყანას — [„როგორც ცოლს“, აქ] დაპატრონებული, რადგან შენ ჰსურხარ უფალს და ქვეყანას [„როგორც ცოლს“, აქ] პატრონი ეყოლება» (ესაია 62:4). მიწიერი სიონი თავისი განადგურების დღიდან — ძვ. წ. 607 წლიდან — გაუკაცრიელებულია. მაგრამ იეჰოვას ნათქვამი სიტყვები არწმუნებს სიონს, რომ აღდგება და მისი ქვეყანა კვლავ დასახლებული იქნება. ერთ დროს გაპარტახებული სიონი აღარასოდეს დაემსგავსება მიტოვებულ ქალს და მისი ქვეყანა აღარასოდეს გაუკაცრიელდება. ძვ. წ. 537 წელს იერუსალიმის აღდგენა სიონის ახალ მდგომარეობაზე მიუთითებს; ეს კი აბსოლუტურად განსხვავდება მაშინდელი მდგომარეობისგან, როცა გაპარტახებული იყო. იეჰოვა აცხადებს, რომ სიონს ეწოდება „ჩემი სასურველი“, ხოლო მის ქვეყანას — „ცოლივით დაპატრონებული“ (ესაია 54:1, 5, 6; 66:8; იერემია 23:5—8; 30:17,22; გალატელთა 4:27—31).


ესაია 65:15,
თქვენ შემდეგ დარჩება სახელი, რომელსაც ჩემი რჩეულნი წყევლაში ახსენებენ,სათითაოდ მოგიღებთ ბოლოს უზენაესი უფალი იეჰოვა,თავის მსახურებს კი სხვა სახელს უწოდებს.
აქ არ იგულისხმება სახელი იეჰოვას მოწმე. აქ იეჰოვა  მიმართავს იმ ხალხს, რომელმაც მიატოვა ის:

იმ ხალხისგან, რომელმაც იეჰოვა მიატოვა, სახელიღა დარჩება, რომელსაც მხოლოდ დასაწყევლად მოიხსენიებენ. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ფიცის დადებისას ხალხი იტყვის: თუ ამ აღთქმას არ შევასრულებ, დაე განდგომილებივით დავისაჯოო. ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ მათი სახელი, სოდომისა და გომორას მსგავსად, ღვთის მიერ ბოროტმოქმედთა დასჯის სიმბოლოდ იქნება გამოყენებული.

სრულიად განსხვავებული იქნება ღვთის მსახურთა მომავალი! მათ სრულიად სხვა სახელი დაერქმევათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი კურთხეული და განდიდებული იქნებიან თავიანთ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ.

ეს არ არის „ახალი სახელი“, რომელიც მოხსენიებულია ესაიას 62:2-ში, 65:15-ში და გამოცხადების 2:17-ში. მაგრამ ეს სახელი სავსებით შეესაბამება იმ ახალ ურთიერთობას, რომელზეც საუბარია ესაიას ორივე მუხლში.



ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები „ახალი სახელი“ შეიძლება მიუთითებდეს ახალ მდგომარეობაზე ან უპირატესობაზე (გამოცხადება 2:17; 3:12).

 ამ შეხედულების სისწორეს ისიც ადასტურებს, რომ ამ სიტყვების თქმის შემდეგ ისევ იეჰოვას სახელით იწოდებოდა მისი ხალხი

 იერ14:9. დან 9:19
ასევე მიქა   მიქას 4:5-ში ნათქვამია: „ყოველი ხალხი თავისი ღმერთის სახელით დადის“. რა შეიძლება ითქვას ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებზე? ამ კითხვაზე პასუხს მიქას წინასწარმეტყველება იძლევა: „ჩვენც ვივლით უფლის, ჩვენი ღმერთის სახელით უკუნითი უკუნისამდე“.
 მაშასადამე, ამ ბოლო დღეებში ‘მთების თავში დამყარდა უფლის სახლის მთა’. იეჰოვას აღზევებული ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აღდგა და ყველა სხვა რელიგიაზე მტკიცედ დაფუძნდა. როგორც მიქამ იწინასწარმეტყველა, „მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები“ და ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები, ‘უკუნითი უკუნისამდე ივლიან თავიანთი ღმერთის, იეჰოვას სახელით’.

 რაც შეეხება იმ აზრს, რომ თითქოს ქრისტეს მოსვლის შემდგომ პერიოდზეა საუბარიო. და ქრისტიანის სახელით ჩანაცვლდაო საქ1:8
1. კონტექსტში საუბარია  მგლისა და ბატკნის ერთად ძოვაზე და იმ გარემოებებზე რომელიც შორეულ მომავალში უნდა მოხდეს
2. იესოს მოავლის შემდეგაც იეჰოვას სახელით იწოდებოდნენ საქ 15:14
ამგვარად საქ1:8 ის თანახმად

იესოს მოწაფეებს უდიდესი პატივი ხვდათ წილად, რომელიც მანამდე არავის ჰქონია — ისინი იეჰოვას მოწმეებიც იქნებოდნენ და იესოსიც
 იესოს პირველი მოწაფეები ერთგული იუდეველები იყვნენ, ამიტომ ისინი უკვე იყვნენ იეჰოვას მოწმეები (ეს. 43:10—12). მაგრამ ახლა მათ უნდა დაემოწმებინათ იმაზე, თუ რა მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა იესო მესიანური სამეფოს მეშვეობით იეჰოვას სახელის განწმენდაში. ამგვარად, ისინი იესოზე იმიტომ ამოწმებდნენ, რომ იეჰოვა განედიდებინათ (რომ. 16:25—27; ფილ. 2:9—11). ისინი ადასტურებდნენ, რომ იეჰოვა არ ცრუობდა, რადგან მან ქვეყნიერებას მოუვლინა მესია, ქრისტე, რის შესახებაც 4 000 წლის წინ ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები!
იეჰოვას ქრისტიან მოწმეებს პირველ საუკუნეში უნიკალური პასუხისმგებლობა ეკისრათ, რაც დღესაც აკისრიათ ჭეშმარიტ ქრისტიანებს.

იესომ ქრისტიანებს თავისი მოწმეები უწოდა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ისინი მეტად აღარ იქნებოდნენ იეჰოვას მოწმეები. თავად იესოც ბიბლიაში „ერთგულ მოწმედ“ მოიხსენიება (გამოცხადება 1:5; 3:14). სწორედ ის არის იეჰოვას პირველი მოწმე და ყველაფერში მას უნდა ვბაძავდეთ (1 პეტრე 2:21).




 ძველ აღთქმაში ესაიას 43:12 ღმერთი ისრაელ ერს ეუბნება  : ..."თქვენ ხართ ჩემი მოწმეები, - ამბობს იეჰოვა, - და მე ღმერთი ვარ", მაშინ მთელი ერი იყო იეჰოვას მოწმე, ესაიას იგივე თავის 21-ე მულში წერია, რომ ეს იყო ერი, რომელსაც "მის საქებრად უნდა ელაპარაკა", საუკუნეების შემდეგ, პირველ საუკუნეში ქრისტემ ებრაელ მღვდელმთავრებს შემდეგი სიტყვები უთხრა : "ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღვთის სასუფეველი და მიეცემა ერს, რომელიც გამოიღებს თავის ნაყოფს.(მათ. 21:43) , ძველი აღთქმისეული ღმერთი არ შეცვლილა და თუ ადრე ხორციელი ისრაელი იყო მისი მოწმე,  ახლა უკვე ქრიტეს მიერ დაარსებული სულიერი ისრაელი გახდა იეჰოვას მოწმე,
 ხორციელი ისრაელი ჩაანაცვლა სულიერმა ისრაელმა ანუ ქრისტიანობამ, ოღონდ ნამდვილმა ქრისტიანობამ, მე მგონი ვისაც უნდა დანახვა დაინახავს ამ კავშირს
პირველი საუკუნის მერე ქრისტეს მიერ დაარსებული სულიერი ისრაელი გახდა მისი მოწმე, თვითონ ქრისტეც ამოწმებდა და ეთაყვანებოდა მამა ღმერთს, ამიტომ ეწოდება მას გამოცხადების წიგნში "ერთგული მოწმე" (გამოცხ.1:5)
იეჰოვამ სულიერ ისრაელსაც, ისევე როგორც ხორციელ ისრაელს, თავისი სახელისთვის შექმნილი ხალხი უწოდა, რომელთაც მის საქებრად უნდა ელაპარაკათ (ეს. 43:21). პირველ საუკუნეში ქრისტიანები ღვთაებებს, რომლებსაც ხალხი თაყვანს სცემდა, ამხელდნენ და გაბედულად აუწყებდნენ, რომ იეჰოვა იყო ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი (1 თეს. 1:9). ისინი ამოწმებდნენ იეჰოვასა და იესოს შესახებ „იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8; კოლ. 1:23).
ასევე "სხვა სახელი" თუ ქრიტიანს ნიშნავს, მაშ რატომ არის საჭირო სიტყვა მართლმადიდებელი,  იეჰოვას მოწმე ძველ აღთქმაში მაინც გვხდება ისრაელ ერთან დაკავშირებიტ, ხოლო სიტყვა მართლმადიდებელი საერთოდ არ არის ნახსენები ბიბლიაში, ამიტომ  სხვის თვალში რომ ეძებთ დირეს, იქნებ საკუთარ რელიგიაშიც შეამჩნიოთ მორი




გმცხ 2:17 რაზე მიუთითებს იესოს ახალი სახელი, და რა გაგებით აწერია ეს სახელი ერთგულ ცხებულ ქრისტიანებს?
24 დაბოლოს, ცხებულ ‘მძლეველებს’ იესოს ახალი სახელიც აწერიათ. ეს მიუთითებს იესოს ახალ მდგომარეობაზე და იეჰოვასგან დაკისრებულ საპატიო მოვალეობებზე (ფილიპელები 2:9—11; გამოცხადება 19:12). სხვას არავის ეცოდინება ეს სახელი, რადგან ეს საპატიო მოვალეობები სხვას არავის დაეკისრება. როდესაც იესო თავის ერთგულ ძმებს თავის სახელს აწერს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი იესოსთან ზეციერ სამეფოში განსაკუთრებულ ურთიერთობას ამყარებენ და მას საპატიო მოვალეობების შესრულებაში ეხმარებიან (ლუკა 22:29, 30).
ძლეველს მივცემ დაფარულ მანანას და პატარა თეთრ ქვას ზედ დაწერილი ახალი სახელით, რომელიც არავინ იცის მიმღების გარდა“ (გამოცხადება 2:17).

2.ზოგი სვავს კითხვას .ვინ დანიშნა რასელი უხუცესად ან ვინ მონათლა  ვისი გამგრძელებელი იყოვო


პასუხი: როგორც თემაში დავასაბუთეთ ყოველთვის იყო ხორბლის კლასის წარმომადგენელი ადამიანები და მათ შორს რასელის გარემოცვასიც იყვნენ ასეთები მაგ: ჯორჯ სტორზი და ჰენრი გრუ. ასე რომ შესაძლოა მათ მონათლეს. ფაქტია რასელს ვერ მონათლავდა და  დანიშნავდა უხუცესად იეჰოვას მოწმე, რადგან იმ დროს იეჰოვას მოწმეები როგორც ორგანიზებული რელიგიური ჯგუფი ჯერ არ იყო ფორმირებული. რასელის მონათვლა სულ არ იყო აუცილებელი იმისთვის, რომ მას ბიბლიის კვლევა დაეწყო. გაიხსენეთ იესოს გვერდით მილურსმნული ავაზაკი. მიუხედავად იმისა, რომ ის არ მონათლულა იესო დაჰპირდა მას რომ სამოთხეში აცხოვრებდა.
 რასელი დაიბადა და იზრდებოდა პრესბიტარიანულ ოჯახში და იყო მორწმუნე. და სესაძლოა რომ ის მონათლული იყო პრესბიტარიანელი მოძღვრის მიერ. მოგვიანებით, როცა გაიზარდა, მას უამრავი შეკითხვა დაებადა და რადგან დამაკმაყოფილებელი პასუხები ვერ მიიღო ნომინალური ქრისტიანული ეკლესიის წამრომადგენლებისგან, გადაწყვიტა გამოეკვლია ბიბლია. ღმერთმა აკურთხა რასელის გულწრფელი მცდელობა მიეკვლია ბიბლიური პასუხებისათვის და სწავლებებისათვის. ღმერთი არ საჭიროებდა ნომინალური ქრისტიანული ეკლესიის მღვდლების მიერ რასელის მონათლა რომ მისი გულწრფელი ძიება ეკურთხებინა.
თავდაპირველად ბიბლიის მკვლევრებს მიაჩნდათ რომ  არ საჭირობდნენ ხელახლა ნათლობას რადგან მამის ძისა და წმინდა სულის სახელით ისედაც იყვნენ მონათლულნი.შემდეგ როცა ეს ჯგუფი ორგანიზებულ კრებად იქცა ძმები ნათლავდნენ ადამიანებს

აქვე  ისმის შეკითხვა: რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი? ნათლობა როგორც ასეთი, ასე ვთქვათ ადამიანებისათვის "საჩვენებლადაა", რომ ადამიანმა თავი მიუძღვნა ღმერთს. ხოლო რაც შეეხება თავად ღმერთს და მის დამოკიდებულებას ნათლობისადმი, მაშინ როდესაც ადამიანს ირჩევს, კორნელიუსისა და მისი ოჯახის შემთხვევა გავიხსენოთ. მათზე მაშინ გადმოვიდა წმინდა სული როცა ჯერ კიდევ მოუნათლავები იყვნენ. ასე რომ რასელის შემთხვევაშიც არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა ნათლობას. როდესაც იეჰოვა ირჩევს, ის არ უყურებს მონათლულია ადამიანი თუ არა ადამიანი. რასელმა მალაქიას 3 თავში ჩაწერილი მაცნის როლი შეადრულა ის რაც იოანე ნათლისმცემელმა პირველ საუკუნეში. იოანე არ ყოფილა მონათლული მაგრამ ის ნათლავდა სხვებს
ძმა რასელს არ უსწავლია ქრისტიანული სამყაროს რომელიმე თეოლოგიურ სასწავლებელში, მაგრამ მან გაბედულად განაცხადა: „ჩვენ მოვითხოვთ, [სამღვდელოებამ] დაამტკიცოს, რომ ისინი ღვთისგან არიან დანიშნულნი ან ოდესმე ჰქონიათ ამისკენ სწრაფვა. ისინი მხოლოდ იმისკენ ისწრაფვიან, რომ დანიშვნა ან უფლებამოსილება თავიანთ სექტებში მიიღონ . . . ღვთის მიერ ნებისმიერი ადამიანის მქადაგებლად დანიშვნა ან ამ უფლებამოსილების მინიჭება წმინდა სულით ხდება. ასეთი ადამიანი წმინდა სულთან ერთად იღებს ძალასა და უფლებას, რათა ღვთის სახელით იქადაგოს და ასწავლოს; ხოლო მას, ვისაც წმინდა სული არა აქვს, არც ქადაგების უფლება აქვს ღვთისგან ნაბოძები (ეს. 61:1, 2).

No comments:

Post a Comment