სამების მომხრეებს ხშირად მოჰყავთ მუხლი იოანეს 10:30: «მე და მამა ერთი ვართ. განვიხილოთ თუ რას ნიშნავს, ამ მუხლში გამოყენებული ბერძნული სიტყვა ერთი და მუხლის კონტექსტი:
თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ, რომ - აქ ბერძნული სიტყვა «ერთი» - დგას მხოლობით რიცხვში საშუალო სქესში. ეს იგივე ბერძნული სიტყვაა, რომელიც იოანეს 17:21-შია გამოყენებული. "და ყველანი (ქრისტიანები) ერთი იყვნენ". ეს არა ერთი არსება, არამედ რამოდენიმე პიროვნების ერთობაა! (იოან17:11,20-22)
რატომ თქვა იესომ, რომ ის «ერთია მამასთან», ისევე როგორც მოწაფეებიც «ერთნი» არიან მასთან და მამასთან? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყველა, ვინც იესოს მოწაფე ხდება, ავტომატურად ხდება ყოვლისშემძლე ღმერთის შემადგენელი ნაწილი? რა თქმა უნდა არა. ასევე შეადარეთ: (1იოან2:24;4:16) (საქმეები 4:32) (1კრ 6:16) (1კრ 12:13) (1კრ10:17) (ეფ3:6)

იესო, როდესაც ლოცულობდა (იოანე 17:11, 21,22) იმის შესახებ, რომ მისი მოწაფეები ყოფილიყვნენ ერთი (hen, არა heis და არა mia), არ ლოცულობდა იმის შესახებ, რომ ყველა მათგანი ერთი არსება ყოფილიყვნენ, რაც უაზრობა იქნებოდა, არამედ ლოცულობდა იმის შესახებ, რათა ერთიანობა ჰქონოდათ გულებში, აზრებსა და ნებაში. რამდენადაც ერთობა, რომლის შესახებაც მათთვის ლოცულობდა, არ წარმოადგენდა არსების ერთობას, ასევე ის ერთობაც, რომელიც ძეს აერთიანებდა მამასთან, ვერ იქნება ერთობა არსებაში, რადგანაც იესო, იოანეს სახარების 17:11, 22-ში, იმის შესახებ ლოცულობდა, რომ ერთობა, რომლისაც ის ითხოვდა მათთვის, დაფუძნებული იყო ერთობაზე, რომელიც მასსა და მამას შორის არსებობდა, " ამიტომ ერთობა, რომელიც მასსა და მამას შორის არსებობს, წარმოადგენს არა ერთობას არსებაში, არამედ <<ერთობას>> გულის, გონებისა და ნების თვალსაზრისით.
აგრეთვე დავფიქრდეთ ამაზე:
1)მათე 19:4-6 ისე უნდა აღვიქვათ თუ არა ქმრისა და ცოლის ერთობა, როგორც პირდაპირი გაგებით ერთი პიროვნება?
2) კოლასელები 3:15 ნიშნავს თუ არა სიტყვები, რომ ქრისტიანები «ერთ სხეულად [არიან] ხმობილნი», რომ ისინი პირდაპირი გაგებით ერთ პიროვნებას წარმოადგენენ?
ასევე (1კორ1:10)-შიც იგივე სიტყვაა გამოყენებული. ამრიგად იესო ლაპარაკობდა აზრსა და განზრახვაში ერთობაზე, იმაზე რომ მათ ერთი მიზანი აერთიანებთ ასევე (1კორ3:6,8) ში პავლეს მხედველობაში არ ჰქონია რომ ი ს და აპოლოსი იყვნენ ორი პიროვნება ერთში არამედ ამაში ის გულისხმობდა რომ მათ ერთიდაიგივე განზრახვა ჰქონდათ (საქ4:32)
გარდა ამისა იესომ იოანეს 10 თავის მომდევნო-31-37 მუხლებში დამაჯერებლად დაასაბუთა რომ მისი სიტყვები ღმერთობაზე პრეტენზიას არ ნიშნავდა ის არამტკიცებდა რომ იყო ძე ღმერთი, არამედ იმას, რომ ღვთის ძე იყო. და ეს ორი სხვადასხვა პიროვნებაა ორივეს ბუნება ინდივიდუალურია. გარდა ამისა.თუ ღმერთი და ქრისტე–სამების ნაწილებიარიან, იმიტომ რომ ისდა მამა<<ერთია>>მაშინ არიან თუარა ქრისტიანებიც, რომლებიც<<ერთნი არიან ქრისტეში>>სამების ნაწილი? (გალ. 3:28; რომ. 12:5) (ეფ5:22) ასე რომ ეს მუხლიც ვერ გამოდგება ამ სწავლების მხარდასაჭერად!
და თუ ეს სიტყვები მაინც პირდაპირი გაგებით გინდა გაიგოთ, მაშინ გავყვეთ მაგ ლოგიკას და აი რა გამოვა:
მაშინ გამოვა, რომ იესო და მამა ერთიდაიგივეა და არა ორი პიროვნება, რაც სამებისტების მრწამსთანაც წინააღმდეგობაში იქნებოდა (რადგან ჯერ ერთი სამების სწავლების თანახმად იესო და მამა ორი სხვადასხვა პიროვნებებია) და მეორე, თუ მამა და ძე ერთიდაიგივე იქნებოდა, ამას პლის სულიწმინდა ორება გამოდის და არა სამება. თუ პირდაპირი გაგებაა პირდაპირ უნდა ესმოდრთ ასე რადგან თანმიმდევრულობა ასე მოითხოვს. მაგრამ ხვდებიან რომ ამას უკიდურეს აბსურდამდე მივყავართ. და აი მანდ ირთვება მათი ორმაგი სტანდარტების პირდაპირი გაგება. რომ თურმე ასრთი პირდაპირი გაგებით კიარ უნდა გავიგოთ არამედ სამებისტების ირაციონალური პირდაპირი გაგებით ისე როგორც აწყობთ
და თუ აზემოთ მოყვანილ პირდაპირ გაგებაზე წინააღმდეგები არიან ტრინიტარები: მაშინ უნდა იყვნენ მზად, რომ კონტექსტიდან გამომდინარე გაიაზრონ ეს მუხლი, და არა პირადი ირაციონალური პირდაპირი გაგების თეორიებით

მაშ ასე როგორია ის ერთობა, რომელიც მამასა და ძეს შორისაა და რომელიც უნდა მეფობდეს მორწმუნე ქრისტიანთა შორისაც? ამ ერთობის საიდუმლოებას წარმოადგენს - სიყვარული. «ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი» (იოანე 13,34). მათ ვისაც ქრისტეს წამთ ერთნი არიან, იმიტომ რომ უყვართ ერთმანეთი, და ასევე იესო და მამაც ერთნი არიან იმიტომ, რომ მას უყვარს მამა. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია უფრო შორს წავიდეთ. რა არის ის ერთადერთი, რითაც სიყვარული იცდება? ისევ ქრისტეს სიტყვებს მივმართოთ. «თუ დაიცავთ ჩემს მცნებებს, დარჩებით ჩემს სიყვარულში; როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში» (იოანე 15,10). «ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამაჩემი შეიყვარებს მას: ჩვენც მივალთ და მასთან დავივანებთ. ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავსჩემს სიტყვებს; ხოლო სიტყვებს, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა» (იოანე 14,23.24) აი ზუსტა დ ამაშია საქმის არსი. ერთობა - სიყვარულია, ხოლო სიყვარულის დამამტკიცებელი არის მორჩილება. ქრისტიანები მაშინ არიან ერთნი, როდესაც მათ შორის არის სიყვარულის კავშირი, და როდესაც ისინი ემორჩილებიან იესოს სიტყვებს. მისი ღმერთთან ერთობა–ესაა სრულყოფილი სიყვარულის ერთობა, რომელსაც სრულყოფილ მორჩილებამდე მიჰყავს. : «მედა მამა–ერთივართ», ის არ ტრიალებდა ფილოსოფიის, მეტაფიზიკის და აბსტრაქციის სამყაროში, არამედ ტრიალებდა პირადი ურთიერთობის სამყაროში. ის და ღმერთი ერთი იყვნენ, იმიტომ რომ მას უყვარდა ის და ემორჩილებოდა მას. აი მიტომ მოგვევლინა ქვეყნად, რომ ისეთებად გავეხადეთ, როგორიც თვითონ იყო.
No comments:
Post a Comment