როგორ ახსნიდი, რა არის სული? ბევრს სჯერა, რომ სული არის ადამიანში არსებული რაღაც უხილავი და უკვდავი ძალა. მათი აზრით, სიკვდილის დროს ის ტოვებს სხეულს და განაგრძობს არსებობას. ასეთი შეხედულება საკმაოდ გავრცელებულია. ამიტომ ბევრს უკვირს, როცა იგებს, რომ ეს სრულიად განსხვავდება ბიბლიის სწავლებისგან. მაშ, რა არის სული და რა მნიშვნელობით არის ეს სიტყვა გამოყენებული ბიბლიაში?
თავდაპირველდ განვიხილოთ, თუ რა იგულისხმება ნეფეშსა და ფსიქეში:
1.ნეფეშ (ებრ) და ფსიქე (ბერძ)
ეს ორი სიტყვა ბიბლიაში 800-ზე მეტჯერ გვხვდება. ამ სიტყვების გამოყენების სიხშირე შესაძლებელს ხდის იმის გარკვევას, თუ როგორ ესმოდათ ბიბლიის დამწერებს ეს სიტყვები და ჩვენ როგორ უნდა გვესმოდეს. ნეფეშ სიტყვასიტყვით შეიძლება ითარგმნოს როგორც „მსუნთქავი“ ანუ „მსუნთქავი არსება.
თუ დავუკვირდებით, როგორ არის ეს სიტყვები ბიბლიურ მუხლებში გამოყენებული, დავინახავთ, რომ ძირითადად მათში იგულისხმება 1) ადამიანები, 2) ცხოველები 3) ან მათი სიცოცხლე. განვიხილოთ რამდენიმე ბიბლიური მუხლი, სადაც ნეფეშ და ფსიქე ამ სამი მნიშვნელობით არის გამოყენებული:
1. ადამიანი. მაგალითად, დაბადების 2:7-ში ნათქვამია: გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი მიწის მტვერისაგან, და შთაბერა მის ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად [სულად, ძველი აღთქმის ორტომეული 1884 წლის გამოცემა]. ყურადღება მიაქციეთ, რომ ადამს არ ჰქონია სული, ის იყო სული, ისევე როგორც პიროვნება, რომელიც გახდება ექიმი, არის ექიმი. ღმერთმა ადამს სული კი არ ჩაუდგა, არამედ ის ცოცხალ სულად ანუ ადამიანად შექმნა. ადამიანი ცოცხალ სულად იქცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თავად იყო სული. მას არ ჰქონია არამატერიალური,უსხეულო და უხილავი სული. პავლე მოციქულს დაბადების 2:7-დან ციტატა მოჰყავს 1 კორინთელების 15:45—47-ში:«წერიაკიდეც: პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალი სული [ფსიქე ნზოსან]. პირველი კაცი მიწისგანაა, მტვრისგან არის შექმნილი. მისი ნათქვამი იმაზე მოწმობს, რომ ქრისტიანული სწავლება არაფრით განსხვავდებოდა ებრაული წერილების სწავლებისგან. ასე რომ სიტყვა სული თავდ პიროვნების აღმნიშვნელია და არა მისი რაღაც უხილავი სუბსტანციის. ამ შეხედულებას მთელი ბიბლია უჭერს მხარს, სადაც ვკითხულობთ:
1.(რომ13:1)-კანონებს ემორჩილება
2.(საქ3:23)
3.იერ2:34აფ
4.(2პეტრ2:14)
5.(კან10:22)
6.(კან20:16)სსგ-სული
ამ მუხლებიდან გამომდინარე არსად ჩანს რომ თითქოს სული იყოს უხილავი რაღაც, რაც ადამიანის სიკვდილის შემდეგ განაგრძობს არსებობას. არამედ სული არის არა ის რაც ადამიანს აქვს, არამედ ის რაც თვითონ არის. ადამს არ მიუღია სული იგი თავად იყო სული ამრიგად ადამიანი არის სული და სული არის ადამიანი. ამრიგად ნეფეშ ფართო გაგებით გამოიყენება, და ნიშნავს სიცოცხლეს (გმ. 21:23; კნ. 19:21) ყველა თავისი გამოვლინებით: სუნთქვა (დბ. 35:18; იობ. 41:13 [21]), სისხლი [დბ. 9:4; კნ. 12:23; ფს. 140(141):8], სურვილი (2სმ. 3:21; იგ. 23:2). ძველ აღთქმაში „სული“ მთლიანი ადამიანია, როგორც ცოცხალი არსება, და არა მისი ნაწილი.
ვინაიდან ნეფეშ თავად ცოცხალი არსებაა, მას უნდა გააჩნდეს ცოცხალი არსებისთვის დამახასიათებელი ყველა თავისებურება. ბიბლია ნეფეშს ზუსტად ასე აღწერს. მასზე (სულზე) ნათქვამია, რომ სულს აქვს სისხლი, შეუძლია ჭამა, კვდება. იერ. 2:34; ლვ. 7:18; ეზკ. 18:4
ის 1) ჭამს ხორცს, ქონს,სისხლსა თუ სხვა რამეს(ლვ.17:10,,15;) 2) მას შივდება ან სურს საჭმელ-სასმელი (ფს.107:9;იგ.19:15;27:7;) 3) ის მსუყდება (იგ.11:25) მარხულობს (ფს. 35:13) 4) ეხება უწმინდურს, მაგალითად ლეშს (ლვ.5:2;რც.19:13), 5) გირაოდ მიჰყავთ ან იტაცებენ (კნ.24:6,7) 6) საქმეს აკეთებს (ლვ.23:30) 7) რკინით იბორკება (ფს.105:18 8) ძილი უკრთება (ფს. 119:28) და სულს ღაფავს (იერ. 15:9).
ის 1) ჭამს ხორცს, ქონს,სისხლსა თუ სხვა რამეს(ლვ.17:10,,15;) 2) მას შივდება ან სურს საჭმელ-სასმელი (ფს.107:9;იგ.19:15;27:7;) 3) ის მსუყდება (იგ.11:25) მარხულობს (ფს. 35:13) 4) ეხება უწმინდურს, მაგალითად ლეშს (ლვ.5:2;რც.19:13), 5) გირაოდ მიჰყავთ ან იტაცებენ (კნ.24:6,7) 6) საქმეს აკეთებს (ლვ.23:30) 7) რკინით იბორკება (ფს.105:18 8) ძილი უკრთება (ფს. 119:28) და სულს ღაფავს (იერ. 15:9).
სიტყვა,რომელიც ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში (ახალი აღთქმა) სულად ასზე მეტჯერაა გადმოთარგმნილი, არის ფსიქე. სიტყვის ნეფეშ მსგავსად, ეს სიტყვაც ხშირად პიროვნებას აღნიშნავს.
ეს სიტყვა აღნიშნავს ადამიანს პიროვნებას ფიზიკურ სხეულს რომელსაც ღმერთმა რუაჰ (,-პნევმა-სასიცოცხლო ძალა) მისცა. შეადარეთ: (რომ13:1)-(საქ3:23)6.(2პეტრ2:14) და რამეთუ სულში ადამიანი იგულისხმება შეგვიძლია ვთქვათ რომ ის უკვდავი არაა (მსაჯ16:29,30)
ეს სიტყვა აღნიშნავს ადამიანს პიროვნებას ფიზიკურ სხეულს რომელსაც ღმერთმა რუაჰ (,-პნევმა-სასიცოცხლო ძალა) მისცა. შეადარეთ: (რომ13:1)-(საქ3:23)6.(2პეტრ2:14) და რამეთუ სულში ადამიანი იგულისხმება შეგვიძლია ვთქვათ რომ ის უკვდავი არაა (მსაჯ16:29,30)
2.ცხოველები. ბიბლიაში სიტყვა„სული“ არა მარტო ადამიანებთან, არამედ ცხოველებთან დაკავშირებითაც, გამოიყენება.მაგალითად, დაბადების1:20-ში მოყვანილია ღვთის სიტყვები, როდესაც ის ზღვის არსებებს ქმნიდა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული[„ცოცხალი სული“,აქ]».მომდევნო შემოქმედებით დღეს კი ღმერთმა თქვა:„წარმოშვას მიწამ სულდგმული[„ცოცხალისული“,აქ] თავ-თავისი გვარისდა მიხედვით —პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით (დაბადება1:24; შეადარეთ რიცხვნი31:28) (ლევ24:18.) აქედან გამომდინარე, „სული“ აღნიშნავს ცოცხალ არსებას, ადამიანი იქნება ეს თუ ცხოველი. მაშასადამე, წმინდა წერილები ნათლად აჩვენებს,რომ ნეფეში და ფსიქე ადამიანზე დაბლა მდგომი ცხოველების მიმართაც გამოიყენება.
3.სული როგორც არსების სიცოცხლე. ნეფეშ და ფსიქე აგრეთვე აღნიშნავს სიცოცხლეს რომელსაც ადამიანი ფლობს, არა როგორც აბსტრაქტულ ძალას ან პირველსაწყისს, არამედ ინდივიდის ადამიანის ან ცხოველის სიცოცხლეს აღნიშნავს (შდრ სიტყვები სული და სიცოცხლე“შემდეგ მუხლებში: (იობ.10:1;ფს.66:9;იგ.3:22) ბიბლიიდან ჩანს, რომ ადამიანის სიცოცხლეს ანუ სულს შეიძლება საფრთხე დაემუქროს ან მოკვდეს (გამოსვლა 4:19, ბსგ; მსაჯულები 9:17, ბსგ; ფილიპელები 2:30).იეჰოვამ უთხრა მოსეს:„ვინც შენ გეძებდა[შენს სულს ეძებდა ,სქოლიო] ყველა მკვდარია“(გამოსვლა4:19).რას ეძებდნენ მოსეს მტრები? მის სიცოცხლეს. ყურადღება მივაქციოთ აგრეთვე იესოს სიტყვებს: მე კარგი მწყემსივარ,კარგი მწყემსი თავის სულს სწირავს,ცხვრისთვის“(იოანე10:11,15) იესომ თავისი სული ანუ სიცოცხლე გასწირა კაცობრიობისთვის. მსგავსად არის გამოყენებული სიტყვა„სული“შემდეგ მუხლებში: ამით შევიცანით სიყვარული,რომ მან საკუთარი სული გაწირა ჩვენთვის,დაჩვენც უნდა გავწიროთ სულები ძმათათვის“(1იოანე3:16).„.„იმაზე დიდი სიყვარული არარსებობს,როცა ვინმე თავის სულს სწირავს თავისი მეგობრისათვის “(იოანე15:13).„ისევე, როგორც ძე კაცისა არ მოსულა იმისათვის,რომ მას ემსახურონ, არამედ (თვითონ) მოემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“(მათე20:28,„ადექი,წაიყვანე ყრმა და დედამისი,და წადი ისრაელის ქვეყანაში,ვინაიდან დაიხოცნენ, ვინც მაგ ყრმის სულს ეძებდნენ“(მათე2:20). ამ მუხლებში სიტყვა„სული“აშკარად ეხება ადამიანის სიცოცხლეს.სიტყვა„სული“ამავე მნიშვნელობით არის გამოყენებული შემდეგ მუხლებშიც: 1მეფეები17:17—23;
მათე6:25; 10:39;ლუკა12:20; იოანე13:37, 38;
ეს მუხლები გვეხმარება იმ მუხლების გაგებაში,სადაც ნათქვამია:„სული ამოხდებოდა“(დაბადება35:18,ბსგ) ეს ხატოვანი გამონათქვამი იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე. ბიბლიის ზოგ თარგმანში ეს გამოთქმა ასეა გადმოტანილი:„უკანასკნელად ამოისუნთქა “(GoodNewsTranslation), (Jerusalem Bible) და„სიცოცხლის დასრულებისას“(Bible in Basic English) აქ არ არის საუბარი იმის შესახება რომ რახელმა სიკვდილის შემდეგ სულიერი სხეულით განაგრძო ცხოვრება. ეს სიტყვა ამავე მნიშვნელობითაა გამოყენებული 1 მეფეთა მე-17 თავში, სადაც მოთხრობილია ქვრივის ვაჟის აღდგენის შესახებ. 22-ე მუხლში ვკითხულობთ, რომ როდესაც ელიამ პატარა ბიჭისთვის ილოცა„ისმინა უფალმა ელიას ღაღადი და დაუბრუნდა ბავშვს სული. და გაცოცხლდა გადარჩა იგი“.სიტყვა„სული“აქაც სიცოცხლეს ნიშნავს.ამიტომაც ერთ-ერთ თარგმანში ვკითხულობთ: ბავშვს სიცოცხლე დაუბრუნადა აღდგა იგი“(New American Standard Bible) დიახ, ბავშვს სიცოცხლე დაუბრუნდა და არა რაღაც აჩრდილისებური სხეული. ეს თანხმობაშია ელიას სიტყვებთან ბავშვის დედისადმი:„დახედე, ცოცხალია შენი შვილი[მთლიანი პიროვნება] (მესამე მეფეთა17:23)აქ-(1მეფ17:23)..სიტყვა"სულის"ნაცვლად თუ ჩავსვავთ სიტყვა"სიცოცხლეს",მათი აზრი საერთოდ არ იცვლება.თუ სული პიროვნებაა, ეს ნიშნავს,რომ ისრაელი ქალების ბავშვებს,რომლებიც ელია და ელისე წინასწარმეტყველებმა აღადგინეს,ფაქტობრივად,სიკვდილის შემდეგ სადღაც უნდა განეგრძოთ არსებობა.იმავეს თქმა შეიძლება ლაზარეზეც,რომელიც იესომ სიკვდილიდან ოთხი დღის შემდეგ აღადგინა (ინ.11:38—44).ასეთ შემთხვევაში მათ ემახსოვრებოდათ სიკვდილის შემდგომი პერიოდი და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მოყვებოდნენ ამის შესახებ.მაგრამ ბიბლიიდან ვიგებთ,რომ მათ მსგავსი არაფერი გაუკეთებიათ.ამგვარად, სული ანუ სასიცოცხლო ძალა,რომელიც წყვეტს მიცვალებულის უჯრედებში მოქმედებას,არ ინარჩუნებს ამ ადამიანის პიროვნულ თვისებებს.
რადგანაც ზოგჯერ სიტყვაში სული ადამიანის ან ცხოველის სიცოცხლე იგულისხმება ამით არ იცვლება ის ფაქტი, რომ ბიბლიაში სული პიროვნების ან ცხოველის აღსანიშნავად გამოიყენება. მაგალითისთვის: ჩვენ ვამბობთ, რომ პიროვნება ჯანმრთელია. ასევე შეგვიძლია ვთქვათ,რომ პიროვნებას კარგი ჯანმრთელობა აქვს. მსგავსად დგას საკითხი სულთანაც. მაშინ,როდესაც პიროვნება ანუ სული ცოცხალია, შეგვიძლია ვთქვათ,რომ მას სული ანუ სიცოცხლე აქვს
ასე რომ, ბიბლიაში სიტყვა „სული“ (ნეფეშ) (ფსიქე) პიროვნებას, ცხოველს ან მათ სიცოცხლეს აღნიშნავს, რაც მთლიანობაში პიროვნებას უსვამს ხაზს ცოცხალ არსებას, და არა მის ცალკეულ დამოუკიდებელ ნაწილს, რადგან გარდა პიროვნებისა თუ სიცოცხლეს ასახავს და სიცოცხლე აღარ არის ესეიგი არც სული არის ასე რომ მოკლედ თუ შევაჯამებთ: ის ინდივიდს ასახავს ცოცხალუნარიანობაში მყოფს
აღსანიშნავია, რომ მრავალ მუხლში გვხვდება „ჩემი სული“, „მისი სული“, „შენი სული“ და ეს იმიტომ, რომ ნეფეშ და ფსიქე ნიშნავს თავად ადამიანს. ეს სიტყვები შეიძლება პირის ნაცვალსახელითაც გადმოიცეს. ერთი ლექსიკონის თანახმად (Lexicon in Veteris Testamenti Libros, გვ. 627) „ჩემი ნეფეში“ იგივეა, რაც „მე“ (დბ. 27:4, 25;ეს. 1:14), „შენი ნეფეში“ — „შენ“ (დბ. 27:19, 31;ეს. 43:4; 51:23), „მისი ნეფეში“ — „იგი“ (რც. 30:2, 5—12; ეს. 53:10).
იმავეს თქმა შეიძლება ბერძნულ ფსიქეზეც. ფსიქე შეიძლება «პირის ნაცვალსახელის ეკვივალენტადაც იქნეს გამოყენებული ხაზგასმის მიზნით: პირველი პირი (ინ. 10:24, „ჩვენ“; ებ. 10:38); შდრ. დბ. 12:13; რც. 23:10;მსჯ. 16:30; ფს. 120:2 („მე“); მეორე პირი (2კრ. 12:15; ებ. 13:17)» და ა. შ.
2.რუაჰ (ებრ) და პნევმა (ბერძ)
ბერძნული სიტყვა პნევმა მომდინარეობს სიტყვიდან პნეო, რაც ნიშნავს სუნთქვას ან ბერვას, ხოლო ებრაული სიტყვა რუახ,სავარაუდოდ, მომდინარეობს მსგავსი მნიშვნელობის ფუძიდან. აქედან გამომდინარე, რუახ და პნევმა,ძირითადად, ნიშნავს სუნთქვას,(და არა სხეულისგან ცალკე მდგომ სუბსტანციას). თუმცა ისინი უფრო ფართო მნიშვნელობითაც გამოიყენება რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ
1.სასიცოცხლო ძალა. მაგალითად, მსოფლიო წარღვნის დროს ადამიანებისა და ცხოველების დაღუპვის შესახებ დაბადების 7:22-ში ნათქვამია: ყველაფერი, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა[ანუ სული, ებრაულად„რუაჰ“] ჰქონდა ნესტოებში, ყველაფერი,რაც ხმელეთზე იყო,მოკვდა“. ასე რომ,„სული“შეიძლება ნიშნავდეს ყველა ცოცხალი ქმნილების, როგორც ადამიანის, ისე ცხოველის მაცოცხლებელ ძლას, რომელიც სუნთქვის საშუალებით ნარჩუნდება. (ანუ სიცოცხლისუნარიანობა რომელიც ღმერთმა ჩადო ადამის უსიცოცხლო სხეულში) და ეს ძალა შემდეგ ნარჩუნდებოდა სუნთქვის საშუალებით. მაგალითად, ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი, იაკობი,ამბობს:‘სხეული მკვდარია სულის გარეშე’(იაკობი2:26).ამ მუხლში იგულისხმება ის, რაც სხეულს სიცოცხლეს აძლევს, მაშასადამე სულში აგრეთვე მოიაზრება ის,რაც სიცოცხლეს ანიჭებს სხეულს. ეს მაცოცხლებელი ძალა შეუძლებელია უბრალოდ სუნთქვა ან ფილტვებში მოძრავი ჰაერი იყოს. რატომ? იმიტომ რომ, როგორც ენციკლოპედია „უორლდ ბუკშია“ ნათქვამი, სუნთქვის შეწყვეტის შემდეგ სხეულის უჯრედები რამდენიმე ხანს — „რამდენიმე წუთის განმავლობაში“ — კვლავ განაგრძობენ სიცოცხლეს. ამიტომ ადამიანის მობრუნება ამ დროს ჯერ კიდევ შესაძლებელია. მაგრამ, როდესაც სხეულის უჯრედებში სიცოცხლის უკანასკნელი ნაპერწკალი ქრება, ადამიანის რეანიმაცია შეუძლებელი ხდება. ამის შემდეგ ვერანაირი სუნთქვა, — ვერც მთელი მსოფლიოს ჰაერი, — ერთ უჯრედსაც ვეღარ აღადგენს. ამგვარად, სული უხილავი სასიცოცხლო ძალაა — ის, ასე ვთქვათ, სიცოცხლის ნაპერწკალია, რომელიც უჯრედებს და, შესაბამისად, ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებს. ამ სასიცოცხლო ძალას კი სუნთქვა გვინარჩუნებს (იობი 34:14, 15).
მაგალითად, ფსალმუნის 104:29-ში ნათქვამია:„სულს [რუახ ]თუ წაართმევ, დაიხოცებიან და მტვერს დაუბრუნდებიან. როგორც ვხედავთ,ამ ბიბლიურ მუხლებში სიტყვა„სულში იგულისხმება ის, რაც სხეულს სიცოცხლეს აძლევს.სულის გარეშე სხეული მკვდარია. ამიტომაც ბიბლიაში სიტყვა„რუახ“ნათარგმნია არამარტო„სულად“,არამედ„მაცოცხლებელ ძალადაც“.
მხოლოდ ადამიანებს აქვთ ასეთი სული? ბიბლია ამ კითხვაზე სწორი პასუხის მიღებაში გვეხმარება. ეკლესიასტეს 3:18—22-დან ჩანს, რომ ადამიანი და პირუტყვი ერთნაირად კვდება, რადგან „ყველას ერთი სული [ვერუახ] აქვს, ასე რომ,
ბრძენმა მეფე სოლომონმა აღიარა, რომ,ადამიანის სასიცოცხლო ძალაც ანუ სულიც არაფრით განსხვავდება ცხოველის სასიცოცხლო ძალისგან. ადამიანი ცხოველზე ვერაფრით უპირატესობს“. აშკარაა, რომ ასეთ კონტექსტებში გამოყენებული სიტყვა „სული“ ანუ სასიცოცხლო ძალა (რუახ) უპიროვნოა.
ბრძენმა მეფე სოლომონმა აღიარა, რომ,ადამიანის სასიცოცხლო ძალაც ანუ სულიც არაფრით განსხვავდება ცხოველის სასიცოცხლო ძალისგან. ადამიანი ცხოველზე ვერაფრით უპირატესობს“. აშკარაა, რომ ასეთ კონტექსტებში გამოყენებული სიტყვა „სული“ ანუ სასიცოცხლო ძალა (რუახ) უპიროვნოა.
მაგალითად, ნოეს დღეებში მომხდარი წარღვნის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია:„მოვავლენ წარღვნას დედამიწაზე,რომ მოვსპო ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რომელშიც სასიცოცხლო ძალაა [რუახ]“)(დბ.6:17;7:15,22
სული ანუ სასიცოცხლო ძალა შეგვიძლია ელექტროენერგიას შევადაროთ, რომელიც რაიმე მოწყობილობას ან ხელსაწყოს მიეწოდება. იმისდა მიხედვით, თუ რა სახის მოწყობილობას მიეწოდება, უხილავმა ელექტრობამ შეიძლება სხვადასხვა ფუნქცია შეასრულოს. მაგალითად, ელექტროღუმელი შეგვიძლია გასათბობად გამოვიყენოთ, კომპიუტერი — ინფორმაციის დასამუშავებლად, ხოლო ტელევიზორი — გამოსახულებისა და ხმის მისაღებად. მაგრამ ელექტროდენი არასოდეს იძენს იმ მოწყობილობის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს, რომელსაც ამოქმედებს. ის, უბრალოდ, მოქმედ ძალად რჩება. მსგავსად ამისა, სასიცოცხლო ძალა იმ ქმნილებების დამახასიათებელ არც ერთ თვისებას არ იძენს, რომლებსაც სიცოცხლეს ანიჭებს. ის არ არის პიროვნება და არც აზროვნების უნარი აქვს.
ამგვარად, როდესაც პიროვნება კვდება ის ვეღარ აცოცხლებს სხეულის უჯრედებს.ისევე როგორც შუქი ქრება ელექტრობის გამორთვისას.როდესაც სასიცოცხლო ძალა აღარ აძლევს ენერგიას ადამიანის სხეულს ადამიანი (სული)კვდება![ეს მაცოცხლებელი ძალა იმყოფება როგორც ადამიანის ასევე ცხოველის სხეულის თითოეულ უჯრედში]ასე რომ ცოცხალი არსებების სასიცოცხლო ძალაც სულად ითარგმნება
[ეს იმას ხომ არ მიუნიშნებს რომ სული ადამიანისგან დამოუკიდებელი რაღაც შემგრძნები სუბსტანციაა?ან იმას რომ ადამიანს აქვს სული და არა ის რომ თავად სულია?---არავითარ შემთხვევაში!- როგორც ზემოთ აღვნიშბეთ მაგ:ჩვენ ვამბობთ ხოლმე რომ ადამიანი ჯანმრთელია ასევე შეგვიძლია ვთქვათ:ადამიანს კარგი ჯანმრთელობა აქვს. მსგავსადვე ადამიანი არის სული და ადამიანს აქვს სული!]!
[ეს იმას ხომ არ მიუნიშნებს რომ სული ადამიანისგან დამოუკიდებელი რაღაც შემგრძნები სუბსტანციაა?ან იმას რომ ადამიანს აქვს სული და არა ის რომ თავად სულია?---არავითარ შემთხვევაში!- როგორც ზემოთ აღვნიშბეთ მაგ:ჩვენ ვამბობთ ხოლმე რომ ადამიანი ჯანმრთელია ასევე შეგვიძლია ვთქვათ:ადამიანს კარგი ჯანმრთელობა აქვს. მსგავსადვე ადამიანი არის სული და ადამიანს აქვს სული!]!
ასე რომ, როცა ღმერთმა ედემის ბაღში ადამიანი შექმნა და ნესტოებში „სიცოცხლის სუნთქვა [ნეშამაჰის ერთ-ერთი ფორმა]“ ჩაჰბერა, მან არა მხოლოდ მისი ფილტვები გაავსო ჰაერით, არამედ ადამის სხეულის უჯრედები სასიცოცხლო ძალით ანუ სულით (რუახ) გააცოცხლა.და ის სუნთქვით ნარჩუნდება (დბ. 2:7; შდრ. ფს. 104:30; სქ. 17:25). ამრიგად სასიცოცხლო ძალა ანუ სული უპიროვნოა.
ამგვარად (რუაჰ პნევმა) სიცოცხლის საწინდარია; ის სუნთქვით ნარჩუნდება. იაკ. 2:26; იობ. 27:3
და ადამიანებისა და ცხოველების სასიცოცხლო ძალა (რუაჰ პნევმა) ღმერთს ეკუთვნის. ეკ. 3:19—21
სულის (რუაჰ) მეშვეობით ნარჩუნდება სიცოცხლე, როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში. როდესაც ეს „სული“ (რუაჰ), ანუ სასიცოცხლო ძალა წყვეტს ფუნქციონირებას, როგორც ადამიანები, ასევე ცხოველებიც მიიქცევიან მტვრად, რომლისგანაც იყვნენ შექმნილი.
მაშასადამე, სული (რუაჰ პნევმა) არის ის, რაც სიცოცხლეს ანიჭებს სხეულს.
მაგრამ როგორ გავიგოთ ეკლესიასტეს (12:7) ადამიანის სიკვდილის შემდეგ სული დაუბრუნდება ჭშმარიტ ღმერთს მის მომცემს? ეს იმას არ ნიშნავს რომ სული პირდაპირი გაგებით სივრცის გავლით მიფრინავს ღმერთთან. მსგავსი არაფერია ნაგულისხმები. გაიხსენეთ რომ სული რუაჰ აღნიშნავს სასიცოცხლო ძალა,ს მას შემდეგ რაც სასიცოცხლო ძალა წართმევა, მხოლოდ ღმერთს შეუძლია რომ დაუბრუნოს ის. აქედან გამომდინარე სული (რუაჰ)ბრუნდება ღმერთთან იმ გაგებით,რომ ჩვენი მომავალი სიცოცხლის იმედი სიკვდილის შემდეგ დამოკიდებულია შემოქმედზე.მხოლოდ ღმერთს შესწვს ძალა რომ სულის ანუ სასიცოცხლო ძალის კვლავ მიცემით ადამიანს სიცოცხლე დაუბრუნოს რომ კვლავ ვიცოცხლოთ (ფსალმუნი 103:29,30). გარდა ამისა ამ მუხლთან დაკავშირებით სხვა დეტალებიც იკვეთება. თუ ადამიანისგან დამოუკიდებელ სუბსტანციაზეა 12:7 ში საუბარი მაშინ ნებისმიერი ადამიანი მიდის ზეცაში ათეისტიც ცრუმორწმუნეც ღვთის შეურაცმყოფელიც და ასე შემდეგ
ეკლესიასტეს 12 თავში ზოგადად სულზე საუბრობს ბიბლია და არა მართლის სულზე, ის არ გამოყოფს მართალსა და უმართლოს, არამედ მათ ერთნაირ ხვედრს უსვავს ხაზს. და თუ ყველა სული არ იგულისხმება ამაში, მაშინ რატომ საუბრობს ზოგადად სულის ღმერთისთვის დაბრუნებაზე და არ ამბობს მართლის სული უბრუნდებაო მის მომცემს? და თუ ყველა სულზეა საუბარი შეუძლებელია სულის ცალკე წასვლა ღვთისგან სადმე ჯოჯოხეთში ან შუალედურ განსაწმენდელში) ( როგორც სულის უკვდავების და ჯოჯოხეთის დამცველებს მიაჩნიათ), რადგენ ერთიდაიმავე ადგილზე წავიდოდნენ ყველა. და გონივრულია თუ არა ვირწმუნოთ, რომ ყველა, ვინც აღიარებს ათეიზმს და ვინც რეციდივისტია, სიკვდილის შემდეგ ღმერთს უბრუნდება? არ არის გონივრული. სინამდვილეში, შეუძლებელია ნებისმიერ ჩვენთაგანზე ითქვას ეს, იმისდა მიუხედავად, კარგ თუ ცუდ პიროვნებად მიგვაჩნია თავი. ადამიანი არასდროს ყოფილა ღმერთთან ზეცაში, ამიტომ ვერ დაუბრუნდება მას; ის, რაც ღმერთს უბრუნდება, არის სასიცოცხლო ძალა, რაც ამ ადამიანს აცოცხლებდა. გარდა ამისა იესომ თქვა იოან3:13 რომ არავინ ასულა ზეცაში მის მოსვლამდე ამიტომ უეჭველად იმ მნიშვნელობითაა ნაგულისხმევი რასაც რუაჰ და პნევმა მოიაზრებს. ასევე ცხადია, ბრძენი მამაკაცი, რომელმაც დაწერა ეს სიტყვები, მიზნად არ ისახავდა, რომ შეწინააღმდეგებოდა ბიბლიის წიგნში სხვა ადგილას მოხსენიებულ სიტყვებს, რომელიც თავად დაწერა: „ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5). ცხოველების და ადამიანების ბოლო ერთია ეკლ3:19 ბიბლია სიტყვა „უბრუნდება“-ს არ იყენებს პირდაპირი, ერთი ადგილიდან მეორეზე უშუალო გადანაცვლების, გაგებით.
ამგვარად, ღვთისთვის სულის ჩაბარება იმას ნიშნავს, რომ ადამიანს იმედი აქვს, ღმერთი აღდგომის დროს კვლავ მისცემს სასიცოცხლო ძალას (შდრ. რც. 16:22; 27:16; იობ. 12:10; ფს. 104:29, 30).
ვნახოთ რას ამბობს საღვთო წერილი, მაგალითად, იესო ქრისტეს სიკვდილზე. სახარების ერთ-ერთი დამწერი, ლუკა, გვიყვება: «იესომ დიდი ხმით შესძახა და თქვა: „მამაო, შენს ხელთ ჩამიბარებია ჩემი სული.“ ეს თქვა და სული განუტევა» (ლუკა 23:46). როდესაც სული განუტევა, იესო, პირდაპირი გაგებით, ზეცად არ ასულა. მესამე დღემდე ის მკვდრეთით არ აღმდგარა და მხოლოდ 40 დღის შემდეგ ამაღლდა ზეცად (საქმეები 1:3, 9). სინამდვილეში, სიკვდილის დროს იესომ გულდაჯერებით ჩააბარა სული თავის მამას — ის სავსებით დარწმუნებული იყო იმაში, რომ იეჰოვას მისი მკვდრეთით აღდგენის უნარი შესწევდა. ბიბლიაში ასევე ნათქვამია,რომ პიროვნებას,სიკვდილის დროს, ამოუვა სული,დაუბრუნდება თავის მიწას ( ფსალმუნი145:4).ნიშნავს ეს იმას,რომ სული პირდაპირი გაგებით ამოდის სხეულიდან და პიროვნების სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს სიცოცხლეს? შეუძლებელია,რომ ასე იყოს,რადგანაც ფსალმუნმომღერალი შემდეგ ამბობს: იმდღეს გაქრება მისი ფიქრები“
თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანისა თუ ცხოველის სასიცოცხლო ძალა უპიროვნოა, აშკარაა ,რომ დავითის მიერ ფსალმუნის 31:5-ში ჩაწერილი სიტყვები, რომლებიც იესომ სიკვდილის წინ გაიმეორა:„შენს ხელთ გადმომიცია ჩემი სული“(ლკ.23:46), იმას ნიშნავდა,რომ მან ღმერთს ჩააბარა სასიცოცხლო ძალა. მსგავსად სტეფანეს შემთხვევაში (შდრ.სქ.7:59) ამისთვის აუცილებელი არ იყო, რომ ეს ძალა პირდაპირი გაგებით ასულიყო ღვთის ზეციერ სამყოფელში . მაგალითად, როცა ვამბობთ, რომ ვინმემ „სული მოიბრუნა“ (ანუ სული მოითქვა), არ ვგულისხმობთ, რომ სული სადმე იყო წასული და უკან დაბრუნდა (შეადარეთ მალაქიას 3:7). ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთი გრძნობდა შეწირული ცხოველების სურნელებას (დბ.8:20,21) მაგრამ უეჭველია,ეს სურნელება არ სცდებოდა დედამიწის ატმოსფეროს მსგავსად, ღმერთს შეუძლია სიმბოლური გაგებით წაიღოს მისთვის მინდობილი სული ანუ სასიცოცხლო ძალა ისე, რომ დედამიწიდან ეს ძალა პირდაპირი გაგებით არსად წავიდეს(იობ.34:14;ლკ.23:46). ამგვარად, ღვთისთვის სულის ჩაბარება იმას ნიშნავს, რომ ადამიანს იმედი აქვს, ღმერთი აღდგომის დროს კვლავ მისცემს სასიცოცხლო ძალას (შდრ.რც.16:22;27:16;იობ.12:10;ფს.104:29,30)
განხილული ორივე ნაწილიდან გამოცნდა რომ სული არანაირად არ გულისხმობს ადამიანისგან დამოუკიდებელ არსებას
ასევე ნეფეშ და ფსიქე არ უნდა აგვერიოს რუახსა და პნევმაში, ვინაიდან მათ სხვადასხვა მნიშვნელობა აქვთ. ებრაელების 4:12-ში ღვთის სიტყვაზე წერია, რომ ის „აღწევს ხორცისა [ფსიქე] და სულის [პნევმა], სახსრებისა და ძვლის ტვინის გაყოფის ადგილამდე“ (შდრ. აგრეთვე ფლ. 1:27; 1თს. 5:23). როგორც უკვე აღინიშნა, ნეფეშ და ფსიქე თავად ცოცხალი არსებაა, ხოლო რუახ და პნევმა უმთავრესად ცოცხალი არსების ანუ სულის სასიცოცხლო ძალაა, თუმცა დედნისეულ ენებზე ამ სიტყვებს სხვა მნიშვნელობებიც აქვთ. (და რსაკვირველია არცერთი სხვა მნიშვნელობაც არ მოიაზრებს ცოცხალ სუბსტანციას)
პნევმას სხვა მნიშვნელობები:
1.ქარი. ბევრ შემთხვევაში კონტექსტიდან ჩანს, რომ რუახ ნიშნავს ქარს, მაგალითად ფრაზებში: „აღმოსავლეთის ქარი“ (გმ. 10:13) და „ქარის ოთხი მიმართულება“ (ზქ. 2:6). როცა კონტექსტში საუბარია მოქუფრულ ცაზე, ქარიშხალზე, ბზის გაფანტვასა თუ მსგავს მოვლენებზე, აშკარაა, რომ რუახში ქარი იგულისხმება (რც. 11:31; 1მფ. 18:45; 19:11;იობ. 21:18). ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში პნევმა ქარის მნიშვნელობით მხოლოდ იოანეს 3:8-ში გვხვდება.
2.აგრეთვე ის ასახავს შინაგან ძალას, განწყობილებას რომელიც აღძრავს ადამიანს რამის თქმისკენ ან გარკვეული მოქმედებისკენ,
დაბ45:27)(ფილ1:27)(რიც14:24)(გამ35:21)(1კორ16:18)(იგ25:28) აქ რუახ და პნევმა გამოიყენება იმ ძალის აღსანიშნავად, რომელიც ადამიანს გარკვეულ განწყობას ან დამოკიდებულებას უყალიბებს, ემოციას უჩენს ან რაიმე მოქმედებისკენ აღძრავს. თუმცა ეს ძალა უხილავია, შედეგები ხილული აქვს. ამგვარად, ეს უხილავი ძალა ადამიანს აღძრავს, ისე ილაპარაკოს და იმოქმედოს, როგორც მისთვის არის დამახასიათებელი.
სულში რაიმეს თქმის ან გაკეთებისკენ აღმძვრელი ძალაც რომ იგულისხმება, ბიბლიის იმ მონაკვეთებიდანაც ჩანს, რომლებშიც ნათქვამია, რომ იესო ნავეს ძე იყო „კაცი, რომელშიც სულია“ (რც. 27:18), ქალებ იეფუნეს ძეს კი, ათი მზვერავის მიტანილი ამბით გულგატეხილ ისრაელთა უმრავლესობისგან განსხვავებით, „სხვა სული“ ჰქონდა (რც. 14:24). იოანე ნათლისმცემელი ელიას მსგავს გულმოდგინებასა და ენთუზიაზმს იჩენდა, რაც მის მსმენელზე უდიდეს გავლენას ახდენდა. ამიტომაც არის ბიბლიაში მასზე ნათქვამი, რომ ის „ელიას სულითა და ძალით“ დადიოდა (ლკ. 1:17). აღმძვრელი ძალის მნიშვნელობა ჩანს შემდეგ ფრაზებშიც: „სული აღუძრა“ (1მტ. 5:26; ეზრ. 1:1, 5; ანგ. 1:14; შდრ. ეკ. 10:4), „სული აუფორიაქდა“ (დბ. 41:8; დნ. 2:1, 3; ინ. 13:21), „სული დამიუძლურდა“ (იობ. 7:11; ფს. 142:2, 3; შდრ. ინ. 11:33), „გაუცოცხლდა სული“, „გამიხალისეს სული“ (დბ. 45:27, 28; ეს. 57:15, 16; 1კრ. 16:17, 18; 2კრ. 7:13; შდრ. 2კრ. 2:13).
3.სულიერ ქმნილებებს-(ანგელოზები)(ებრ1:7)(მარ3:111,30)(1მეფ22:21)
4..წმინდასული-(საქ1:8) რომელიც არ არის წარმოდგენილი პიროვნებად. თავად ღმერთი სულია დაწმინდაა,ერთგული ანგელოზებიც სულები არიან და წმინდები,ამიტომ ლოგიკურია დავასკვნათ, რომ,თუ წმინდა სული პიროვნებაა,ბიბლიაში ზემოხსენებული წმინდა სულებისგან მის განსასხვავებლად მინიშნებ აიქნებოდა.სულ მცირე მას განსაზღვრული არტიკლი უნდა უძღოდეს წინ ყველა იმ ადგილას,სადაც არ მოიხსენიება„ღვთის წმინდა სულად“ან სხვა განსაზღვრება არ უძღვის.სინამდვილეში, ბერძნულ დედანში ბევრ ადგილას ის უარტიკლოდ გვხვდება,რაც იმაზე მიანიშნებს,რომ წმინდ ასული პიროვნება არ არის
უფრო ვრცლად იმის შესახებ, რომ წმინდა სული პიროვნება და ღმერთი არ არის შეგიძლიათ იხილოთ აქ - http://bibliurithemebi.blogspot.com/2019/04/blog-post_13.html?m=1
უფრო ვრცლად იმის შესახებ, რომ წმინდა სული პიროვნება და ღმერთი არ არის შეგიძლიათ იხილოთ აქ - http://bibliurithemebi.blogspot.com/2019/04/blog-post_13.html?m=1
ნეშამაჰ
სუნთქვის აღსანიშნავად ბიბლიაში ასევე გამოიყენება სხვა ებრაული სიტყვაც, ნეშამაჰ(რომელიც ასევე არ მიუთითებს ადამიანისგან დამოუკიდებელ რაიმე სუბსტანციაზე) (დბ. 2:7), მას რუახთან შედარებით უფრო ვიწრო მნიშვნელობა აქვს. როგორც ჩანს, ბერძნულ სიტყვა პნოესაც ვიწრო მნიშვნელობა აქვს (სქ. 17:25); სეპტუაგინტის მთარგმნელებმა სწორედ ეს სიტყვა გამოიყენეს ნეშამაჰის შესატყვისად. ებრაულ წერილებში, რომელიც ადამიანის შემოქმედის შთაგონებით დაიწერა,რუახ ამ სასიცოცხლო ძალის ანუ სიცოცხლის აღსანიშნავად გამოიყენება, ნეშამაჰ კი —მისი შემნარჩუნებელი სუნთქვის აღსანიშნავად. ნეშამაჰსა და რუახს შორის არსებული მჭიდრო კავშირის გამო ისინი ხშირად სხვადასხვა მუხლში ერთიდაიმავე აზრის გამოსახატავად არის გამოყენებული.იობმა თქვა:„სანამ ჯერ კიდევ ვსუნთქავ [ნეშამაჰის ერთ-ერთი ფორმა]და ღვთის სული[ვერუახ]მიდგას ნესტოებში ...არ დავთმობ უმწიკვლობას!“(იობ.27:3—5).ელიჰუმ ღმერთზე თქვა:„თუ ...თავისთან წაიღებს მის სულსა [რუახის ერთ-ერთი ფორმა] და სუნთქვას[ნეშამაჰის ერთ-ერთი ფორმა], ყველა ხორციელი მოკვდება და მტვერს დაუბრუნდება ადამიანი“(იობ.34:14, 15).ფსალმუნის 104:29 ცოცხალ ქმნილებებზე,ადამიანებსა და ცხოველებზე ამბობს:„სულს თუ წაართმევ [ღმერთო],დაიხოცებიან და მტვერს დაუბრუნდებიან“.ესაიას42:5-ში იეჰოვაზე ნათქვამია სუნთქვა (ნეშამაჰ)მათ სიცოცხლეს უნარჩუნებს,სული (რუახ)კი აცოცხლებს.
წინააღმდეგობები:
რუაჰ და პნევმა ადამიანის უკვდავი სულია (სუბსტანცია) და მხოლოდ ადამიანს აქვს. ხოლო ცხოველს, არა სული რომელიც უკვდავია, არამედ სამშვინველი?
არა. ადამიანის სასიცოცხლო ძალაც ანუ სულიც (ებრ. რუახ, ბერძ. პნევმა) არაფრით განსხვავდება ცხოველის სასიცოცხლო ძალისგან, რაზეც ეკლესიასტეს 3:19—21ი-ც მოწმობს, სადაც ვკითხულობთ: „ყველას ერთი სული [ვერუახ] აქვს. ანუ რუაჰ პნევმა ადამიანია გარდა ცხოველსაც აქვს, და ის აზრი რომ მხოლოდ ნეფეშ ფსიქე ანუ სულის უკვდავების მომხრეების აზრით (სამშვინველი) აქვს ცხოველს და არა უკვდავი სული (რუაჰ პნევმა ასევე სულის უკვდავების მომხრეების აზრით) მცდარია და არ შეესაბამება სიმართლეს
და არც ნეფეშ და ფსიქეა სამშვინველი და არც რუაჰ და პნევმა უკვდავი სუბსტანცია
ნეფეშ და ფსიქე თავად ცოცხალი არსებაა ხოლო რუაჰ და პნევმა მაცოცხლებელი ძალა
ამ ებრაულ ბერძნული სიტყვების ასეთი გაგების მართებულობა ზემოთ იყო თემაში ნათლად დანახვებული.
აგრეთვე ნოეს დღეებში მომხდარი წარღვნის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „მოვავლენ წარღვნას დედამიწაზე, რომ მოვსპო ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რომელშიც სასიცოცხლო ძალაა [რუახ]“ (დბ. 6:17; 7:15, 22) ამრიგად, „სული“ ყოველი ცოცხალი არსების უხილავი მაცოცხლებელი ძალაც არის. და არა მხოლოდ ადამიანში მყოფი უკვდავი სუბსტანცია
No comments:
Post a Comment