«რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს
კი არ ასრულებთ?» (ლუკა 6:46)
«სახლში რომ მტრები შემოგივარდნენ?» ძველი ისრაელის ომებს რა ვუყოთ? მოსეს კანონით თუ ქრისტეს
კანონით? იესო გვასწავლის...
ღვთის სამეფო თუ ქვეყნიერების სამეფო?
«...განა ხორციელნი არა
ხართ?» (1 კორინთელები 3:3) შეპასუხებები და მათი
პასუხები
დღეს ზემოთგაჟღერებული საკითხი მრავალი
ქრისტიანისთვის განსაკუთრებით აქტუალურია. ერთი საქმეა — საკუთარი თავის როგორც
ქრისტიანის პოზიციონირება მოახდინო, როდესაც
ამას ხელს არაფერი უშლის: თავს ზემოთ მშვიდობიანი ცა გაქვს და შენს ოჯახს არაფერი ემუქრება. თუმცა სულ სხვა
საქმეა, როდესაც შენს გარშემო ჭურვები ეცემა
და ადამიანები იხოცებიან. მით უმეტეს, როდესაც ყველა მხრიდან პატრიოტული ლოზუნგები და «საკუთარი ქვეყნის დასაცავად ერთ
მუშტად შეკვრის» მოწოდებები გესმის, ქრისტიანული აზროვნების შენარჩუნება უკიდურესად რთული ამოცანა ხდება.
ასეთ დროს მნიშვნელოვან დაბნეულობას
თავად «ქრისტიანები» იწვევენ. სამწუხაროდ, ეს უკვე
ჩვეულ სურათად იქცა: როგორც კი სახელმწიფოებს შორის კონფრონტაციები იჩენენ თავს, ერთერთი პირველი, ვინც ხმამაღლა იწყებს
«ბოროტებისთვის წინააღმდეგობის გაწევის»
შესახებ განცხადებების კეთებას, საეკლესიო ლიდერები არიან. ასეთ შემთხვევაში რიგით მორწმუნეზე რაღა უნდა ვთქვათ? როდესაც
ხედავს, თუ როგორ იმოსებიან მისი თანამორმუნეები
სამხედრო ტანსაცმლით, ეკლესიები კი ამაყად გაჰკივიან «დიდება გმირებს!», დანარჩენი ქრისტიანები თავს მთლად
თავდაჯერებით ვეღარ გრძნობენ. «და, იქნებ, ზუსტად ამას მოელის
ეხლა ჩემგან უფალი?»
- ებადება ზოგიერთს კითხვა.
მართლაც, რას მოელის ასეთ სიტუაციებში
ქრისტიანებისგან უფალი? როდესაც საზოგადოება
ომის მდგომარეობაში აღმოჩნდება, მისი თვალსაზრისით, როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, ვინც საკუთარ თავს ქრისტეს მოწაფეებს
უწოდებენ? და ეს ძალიან სწორი შეკითხვაა! აღნიშნულ
ნაშრომში შევეცდებით ამ საკითხში უფრო ზუსტად გავერკვეთ.
«სახლში რომ მტრები შემოგივარდნენ?»
ასეთ მომენტებში მორწმუნეთა რეაქციებზე
დაკვირვება საკმაოდ უცნაურს სურათს წარმოაჩენს.
და პირველი, რაც უნებლიე იქცევს ყურადღებას — ესაა აბსოლუტური კონტრასტი. კონტრასტი წმინდა წერილის მიერ ჩვეულებრივ,
მშვიდობიან დროს წარმოდგენილ ხელმძღვანელობისადმი
მათ დამოკიდებულებას და, მათსავე რეაქციას შორის,
ოღონდ უკვე ომის პირობებში. პირველ შემთხვევაში სრულიად ბუნებრივად გამოიყურება მორწმუნის სურვილი, რომ იესოს აზრი
გაითვალისწინოს: «ამის შესახებ უფალმა ასე თქვა…», «იესო გვასწავლის, რომ…». და ეს, რაღა თქმა უნდა, სწორია.
თუმცა რამდენად რადიკალურად იცვლება
ყველაფერი, როდესაც «ქრისტიანი» მისთვის ჩვეულ
კომფორტულ მდგომარეობას კარგავს. როდესაც ის საზოგადოება, რომელშიც ის იმყოფება, ომის მდგომარეობაში შედის. მოულოდნელად
იმის გახსენების სურვილი, თუ რას ამბობს
ამასთან დაკავშირებით უფალი,
სადღაც უკანა პლანზე გადადის.
ამის ნაცვლად «ქრისტიანი» მოულოდნელად
სრულიად სხვა, აშკარად ქვეყნიური გაგებებით
იწყებს აპელირებას, «პატრიოტის პოზიციის» შესახებ, «ქვეყნის წინაშე ვალის» შესახებ, «სამართლიანი რისხვის» შესახებ და ა.შ.
და ა.შ. ნებისმიერი რამით, ოღონდ იმით არა, უშუალოდ
ამასთან დაკავშირებით ქრისტე
რას ამბობს.
მაგრამ ასეთი, სამწუხაროდ, ტიპიური
პოზიცია ნაკლებად ჰგავს იესოს გულწრფელი მიმდევრის
აზროვნებას. თუ იოანეს 17:16-ში მოცემულმა უფლის სიტყვებმა «ამ ქვეყნისანი არ არიან» — ასეთი «მორწმუნეებისთვის»
უკვე აზრი დაკარგა?
«და პირადად თქვენ რას იზამთ, სახლში რომ მტრები შემოგივარდნენ?
მდუმარედ დააკვირდებით თქვენს ოჯახს აბუჩად
როგორ იგდებენ? განა ეს სურს ღმერთს?» დაახლოებით ასეთი შეკითხვები
ისმის ე.წ. «მილიტარიზირებული ქრისტიანების» მხრიდან.
გულწრფელად რომ ვთქვათ, მსგავსი შეკითხვები ძალიან უცნაურად გამოიყურება. შენის მხრივ სურვილი გიჩნდება რომ
ჰკითხო: «საკუთარი ოჯახის უსაფრთხოებაზე
ზრუნვა, ეჭვგარეშეა, ქრისტიანისთვის ბუნებრივი და აუცილებელია. თუმცა, გაუგებარი ეს არის: შენ, როგორც ოჯახის
თავმა, რატომ დაუშვი ის, რომ შენი ოჯახი
ამ მტრების მოსვლას დალოდებოდა? შენ თუ მართლა გიყვარს შენი ახლობლები, რატომ არ გააკეთე ყველაფერი იმისთვის, რათა
შენ ოჯახს თავი აერიდებინა ამ საშინელებებისთვის?»
«ისეთი რა უნდა გამეკეთებინა, რაც არ გავაკეთე?», – იკითხავს
ასეთი «მორწმუნე».
ეს სწორი შეკითხვაა. და მას თუ
ქრისტიანი სვამს, მაშინ, თავისთავად ცხადია, პასუხისთვის
პირველ რიგში წმინდა წერილს მიმართავს და არა ტელევიზორს. მაშ ასე, თვითონ უფალმა რა უთხრა თავის მოწაფეებს იმ
შემთხვევასთან დაკავშირებით, თუ მათ ცხოვრებაში
ომი შეიჭრება? მოდი პასუხი თავად ქრისტეს სიტყვებიდან შევიტყოთ…
ახ.წ. 33 წლის გაზაფხულია. იესო
იერუსალიმისკენ მიემართება, სადაც სულ რამოდენიმე დღეში მას სიკვდილს მიუსჯიან და მოკლავენ.
«როდესაც მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო, და თქვა: დღევანდელ
დღეს მაინც გცოდნოდა,
რა მოგანიჭებს მშვიდობას! მაგრამ ამჟამად დაფარულია ეს შენს
თვალთაგან. ვინაიდან
მოგივლენ დღენი, როცა მტრები თხრილს შემოგავლებენ გარშემო, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან; მიწასთან
გაგასწორებენ და შენს შვილებს მუსრს გაავლებენ შენში, და ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, ვინაიდან ვერ შეიცან შენი მოხილვის
ჟამი» (ლუკა 19:41- 44).
«ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ დღეებში, ვინაიდან
მოიწევა მაშინ დიდი ჭირი ამ ქვეყნად და რისხვა ამ ხალხის თავზე. დაეცემიან მახვილის
პირით, ტყვედ წაისხმებიან ყველა ქვეყანაში» (ლუკა 21:23,24)
იესომ იცის, თუ როგორი საშინელი
ტრაგედიის გადატანა ელის იერუსალიმს და მის მკვიდრებს.
ის ამბობს, რომ იუდეას საშინელი ომი ელის, რომელსაც სასტიკი წარმართების ჯარები მოიტანენ. ამ ომში მრავალი
იუდეველი დაზარალდება, მათ შორის ქალები
და ბავშვები. ებრაელი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის თანახმად, ახ.წ. 70 წელს იერუსალიმი რომის ჯარებმა დაანგრიეს,
რის შედეგადაც დაახლოებით 1 100
000 ადამიანი დაიღუპა, კიდევ
97 000 კი მონებად გაყიდეს. ებრაელი მეცნიერი-
ბიბლეისტი ალფრედ ედერსჰაიმი წერდა: «არც ებრაელი ერის საშინელ წარსულში და არც სისხლიან
მომავალში არ ყოფილა ამის მსგავსი უბედურება».
მოსალოდნელი ომი გვერდს არც იესოს
მოწაფეებს აუვლიდა. ამიტომ ლუკას 21:20-22-ში
უფალი იმ მითითებებს იძლევა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მისი მსახურები, როდესაც
საომარი კონფლიქტი მათ ხიფათს შეუქმნიდა:
«ხოლო როდესაც იხილავთ ლაშქრით გარშემორტყმულ
იერუსალიმს, იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი
მოოხრების ჟამი. მაშინ იუდეას მყოფნი მთებში გაიქცნენ, ვინც მის შუაგულშია, გადაიხვეწოს და ველად მყოფნი ნუ შევლენ
მასში. ვინაიდან ესენი არიან შურისგების დღენი,
რათა აღსრულდეს მთელი წერილი».
ანუ, რა უნდა გაეკეთებინათ ქრისტიანებს,
როდესაც მათ ქვეყანაში წარმართთა არმია შეიჭრებოდა?
იქნებ, თავის
თანამოქალაქე-იუდეველებთან ერთად უნდა დამდგარიყვნენ
მხარდამხარ და ღვთის წმინდა ქალაქი და მისი ტაძარი დაეცვათ? ან, შესაძლოა, მიზნად უნდა დაესახათ იმ თანამოქალაქეების
ემოციური და მატერიალური მხარდაჭერა, რომლებიც
გმირულად იცავდნენ იერუსალიმს, «დიდი მეუფის ქალაქს» (მათე 5:35)? ბოლოს და ბოლოს, განა იუდეა მათი საყვარელი სამშობლო არ
იყო, რომელიც სასკიტ რომს ყველანაირად სძულდა
და უსამართლოდ ამცირებდა? მართლა და მართლა,
განა შეიძლებოდა ღვთის ერს ასე მოჰქცეოდნენ? (საქმეები 3:25; რომაელები 9:4,5)
თითქოსდა, სურვილის
შემთხვევაში ქრისტიანებს იმის მრავალი «სარწმუნო
არგუმენტების» პოვნა შეეძლოთ,
რათა იარაღით ხელში გამოსულიყვნენ აგრესორისა და
ოკუპანტის წინააღმდეგ. და ასეთი გადაწყვეტილება, ეჭვგარეშეა, საყოველთაო პატივისცემას გამოიწვევდა მთელი ისრაელის საზოგადოების
მხრიდან. თუმცა არა თავად ქრისტეს მხრიდან!
იმიტომ რომ ღმერთი საკითხებს სრულიად სხვაგვარად უყურებს — ისე არა, როგორც ეს ქვეყნიერებაშია მიღებული.
«რადგან ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები
და ჩემი გზები არ არის თქვენი გზები, ამბობს უფალი. რადგან როგორც ცა არის მაღალი მიწაზე, ასევე მაღალია ჩემი გზები თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქეენს ზრახვებზე» (ესაია 55:8,9)
იესოს არ უთქვამს: "იარაღი აიღეთ და იომეთო".
მან სრულიად საპირისპირო თქვა: "წადით.
გაიქეცით".
დამეთანხმეთ, ასეთი მოწოდება
როგორღაც სრულიად «არაპატრიოტულად» ჟღერს. და ჩვენ
მხოლოდ იმის წარმოდგენა შეგვიძლია, თუ რას ფიქრობდნენ იერუსალიმიდან გაქცეულ ქრისტიანებზე მათი თანამოქალაქეები.
«ლაჩრები! მოღალატეები! ისინი ჩვენს ზურგებს
არიან ამოფარებულნი! ჩვენ ხომ მათი თავისუფლებისთვისაც ვიბრძვით, ისინი კი არაფერს აკეთებენ...» დიდი ალბათობით იმ
მომეტში თავისი მისამართით კარგს არაფერს
ისმენდნენ ქრისტეს მოწაფეები. და მიუხედავად ამისა, ისინი ყველაზე სწორი, ყველაზე გონოვრული სახით მოიქცნენ. ისინი იესოს
დაემორჩილნენ და წავიდნენ, რითაც როგორც საკუთარი,
ასევე თავისი ოჯახების სიცოცხლე
გადაარჩინეს.
ეხლა კი შეკითხვა: როგორ მოიქცეოდნენ
მათ ადგილას ის თანამედროვე «ქრისტიანები», რომლებიც დღეს ასე თავგამოდებით ახდენენ პატრიოტული ლოზუნგების დეკლარირებას
«მტერთან ბრძოლისა» და «სახელმწიფოს
დაცვის» შესახებ? ვფიქრობ, ისინი ადვილად იპოვიდნენ იმის მიზეზებს, რომ ქრისტეს მითითებას არ დასთანხმებოდნენ და მისთვის
«წამგებიანი» და «სულმდაბლური»
ეწოდებინათ. თუ არა? თუ არა, მაშინ მათი დღევანდელი
პოზიციის მთელი ლოგიკა იკარგება. ისინი თუ იმას ეთანხმებიან, რომ ადრეული ქრისტიანების გადაწყვეტილება, რომ არ
ჩარეულიყვნენ აგრესორთან შეიარაღებულ კონფლიქტში,
ყოველმხრივ სწორი იყო, მაშინ თავის სიტუაციაში რატომ იქცევიან სრულიად საპირისპიროდ?
უბრალოდ ერთ რამეზე დავფიქრდეთ:
იესოს სწორად არ მიაჩნდა ის, რომ მისი მიმდევრები
ღვთიური (!) სახელმწიფოს და ღვთის რჩეული ერის — აბრაამის შთამომავლების დასაცავად დამდგარიყვნენ. თუმცა მრავალი თანამედროვე
«მორწმუნე», როგორც ჩანს, მიიჩნევს, რომ
მათ ქვეყანას გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა
გააჩნია, ვიდრე ისრაელს, რომელიც ათას ხუთასი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა ღვთის სამკვიდროს სტატუსს. «ეს ხომ ჩემი ქვეყანაა!»
- გაჰკივიან ისინი. კი მაგრამ რითაა შენი ქვეყანა ღვთის თვალში ისრაელზე უფრო განსაკუთრებული? მას რა ღვთის მიერ
ცხებული მმართველები მართავენ?
მას მმართველობის თეოკრატიული ფორმა აქვს? მისი
კონსტიტუცია და კანონები პირადად ღვთის მიერაა მოცემული? ან იქნებ, უფალი შენს ქვეყანას მრავალჯერ დაჰპირდა განსაკუთრებულ
დიდებას და კურთხევას? ბოლოს და ბოლოს,
მის შესახებ სად რას ამბობს თავის ფურცლებზე ბიბლია? თუ ამ ყველაფრიდან შენს ქვეყანას
არაფერი ეხება, მაშინ ფაქტის სახით მიიღე: ის — კლასიკური წარმართული სახელმწიფოა. იმიტომ რომ
დღეს დედამიწაზე საერთოდ არ არსებობს არცერთი
თეოკრატიული სახემწიფო, რომელიც ჭეშმარიტი ღმერთის საკუთრება იქნებოდა. ძველი ისრაელი ერთადერთი გამონაკლისი იყო (1 ნეშტთა
29:23; ფსალმუნები 147:8,9; ესაია
33:22). თუმცა შენი ქვეყანა გამონაკლისს არ წარმოადგენს. (დაწვრილებით — იხილეთ
სტატია «დიდება მოაბს!»)
ზუსტად ლუკას 21:20-22-ში ნათქვამი
იესოს მითითება წარმოადგენს თითოეული იმ ქრისტიანის
სახელმძღვანელო პრინციპს, რომლებიც, როგორც I საუკუნეში მცხოვრები მათი თანამორწმუნეები, მოსალოდნელი ომის საფრთხის
წინაშე აღმოჩნდება. ღვთის ძე არაერთხელ
შეეხო მომავალი მსოფლიო მოვლენების თემას და პირველ გარდაუვალ ნიშნებს
შორის სახელმწიფოთაშორის კონფლიქტებს და ომებს მოიხსენიებდა.
«გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს. თქვენ იცით, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან
ყოველი ეს უნდა მოხდეს...
რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს
წინააღმდეგ... ხოლო ყოველივე
ეს სალმობათა დასაბამია»
(მათე 24:6-8)
თუმცა, როდესაც ომის «საშინელებებზე»
საუბრობდა, იესოს იმის მცირედი მინიშნებაც კი არ
მოუცია, რომ მისი მოწაფეები ამ «სალმობების» უშუალო მონაწილეები და კულტივატორები გახდებოდნენ. მას არც ის ჰქონია
მხედველობაში, რომ მისი მიმდევრები, რომლებიც
პატრიოტული იდეებით აღიძვრებოდნენ, ხმამაღალი ლოზუნგებით «დიდება ჩემს ქვეყანას! დიდება გმირებს!» სამხედრო ფორმირებებში
ჩასაწერად უნდა წასულიყვნენ. ქრისტიანები
სრულიად ამის საპირისპიროდ უნდა მოქცეულიყვნენ, კერძოდ კი:
«ფრთხილად იყავით, რათა არ
დამძიმდეს თქვენი გული განცხრომით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით, და
ანაზდეულად არ გიწიოთ იმ დღემ. რადგანაც მახესავით
დაეცემა მთელი დედამიწის
მკვიდრთ. მაშ, იფხიზლეთ და ილოცეთ მარადჟამ,
რათა შეგეძლოთ თავი დააღწიოთ ყველაფერს, რაც მოიწევა, და კაცის ძის წინაშე წარსდგეთ» (ლუკა 21:34-36)
იესო გვასწავლის, რომ მსგავს
სიტუაციებში მისმა ჭეშმარიტმა მოწაფეებმა საკუთარი მზერა უნდა მიაპყრონ
არა ამქვეყნიურ ვაი-პატრიოტულ მოწოდებებს, არამედ
«ფრთხილად იყვნენ». ფრთხილად
იყვნენ, «რათა არ დამძიმდეს თქვენი გული… ამქვეყნიური
საზრუნავით», რომლებსაც დროის ასეთ პერიოდში ე.წ. «ომში გამარჯვების» განცდებიც ერევა. ქრისტიანებმა უნდა «იფხიზლონ
და ილოცონ მარადჟამ», «თავი დააღწიონ»,
და არა პირიქით, «ამ ყველაფერში» ჩაერიონ. ხოლო იმას, თუ უშუალოდ რა სახით შეძლებენ
ისინი ამის მიღწევას, იესო ლუკას 21:21-ში გვიჩვენებს, სადაც ნათქვამია:
«გაიქეცით… წადით».
ზუსტად ეს არის უფლის პასუხი
დღეს მორწმუნეებს შორის ასე გავრცელებულ კითხვაზე:
«როგორ დავიცვა საკუთარი თავი
და ოჯახი?» თავის დროზე დატოვეთ კონფლიქტის ზონა და ასე გადაარჩინეთ თქვენი ოჯახი!
ღვთის ძის ამ მითითების მიყოლით,
ადრეული ქრისტიანები ბრძნულად მოიქცნენ, როდესაც
იერუსალიმი და იუდეის ტერიტორიაც კი დატოვეს, და ამით დაიცვეს თავისი ოჯახები.
ზუსტად ასევე იქცევა მრავალი თანამედროვე ქრისტიანიც.
რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილება
ემოციური და ეკონომიური (და არა მხოლოდ) ხასიათის
ახალი სირთულეების გამოჩენას მოიაზრებს. მაგრამ სამაგიეროდ ის საკუთარი თავისა
და ჩვენი ახლობლების დაცვის, მათი სიცოცხლის რეალური
გადარჩენის საშუალებას გვაძლევს!
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წასვლის
გადაწყვეტილება, როდესაც სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა,
თვითონ ღვთის ძემაც არაერთხელ მიიღო. იესო და მისი ოჯახი მისი დაბადებიდან მალევე დევნილები გახდნენ (მათე
2:13-15). თავისი მსახურების პერიოდში უფალი
არაერთხელ მოიქცა შესაბამისად, როდესაც მოწინააღმდეგეებს მისთვის ზიანის მიყენება სურდათ (ლუკა 4:28-30; იოანე 8:59).
ასეთივე სახით მოქმედების
მითითება მისცა იესომ თავის მოციქულებსაც. როდესაც იმის შესახებ ელაპარაკებოდა, რომ ცხოვრებაში მათ აგრესიასთან და სისასტიკესთან
შეხვედრა მოუწევდათ, უფალმა აუხსნა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ასეთ შემთხვევებში:
«როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორეში გაიქეცით»
(მათე 10:21-23 [სბს-2013])
ამავე პრინციპს მიჰყვებოდნენ
პირველი ქრისტიანებიც, რასაც ბიბლიის შესაბამისი
მტკიცებულებები ადასტურებენ.
«იყო იმ დღეს იერუსალიმის ეკლესიის დიდი დევნა და ყველანი, მოციქულების გარდა, იუდეისა და სამარიის სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტნენ» (საქმეები 8:1)
«ხოლო სტეფანეს გამო მომხდარი დევნილობის შედეგად გაფანტულებმა ფინიკიას, კიპროსსა და ანტიოქიას მიაღწიეს» (საქმეები 11:19)
ამავდროულად ახალ აღთქმაში იმის
არცერთი შემთხვევა არ გვაქვს, რომ მოციქულებს ან
ქრისტიანებს საკუთარი თავის, თავისი ოჯახებისა თუ სახლების იარაღით ხელში დაცვა ეცადათ. თუმცა, ეს არცაა გასაკვირი, რადგან ისინი
ხომ მშვენივრად იცნობდნენ იესოს პირად მაგალითს
და ასევე იმ მკაფიო მითითებებს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მოსალოდნელი საფრთხის დროს. საერთო პრინციპის
თანახმად: «წადით... გაიქეცით...», და არა იარაღის ხელში
აღებით, ბრძოლითა და საპასუხო მკვლელობებით.
ასე რომ, შეკითხვა «თქვენს რას
იზამთ, სახლში რომ მტრები შემოგიცვივდნენ?» უკვე
თავისთავად იწვევს საპასუხო შეკითხვებს ამ კითხვის ავტორის მისამართით. რამდენად ყურადღებიანი იყო ის ქრისტეს ზემოთნახსენები
სიტყვების მიმართ, როდესაც სახარებას კითხულობდა?
დაფიქრებულა თუ არა ის მათზე,
უცდია თუ არა, რომ სახელმძღვანელო პრინციპად ექცია?
თუ ასეთმა «მორწმუნემ» მხოლოდ ხელი აუქნია იესოს სიტყვებს, როგორც ერთგვარ არასასიამოვნო და მომაბეზრებელ ბუზს?
ქრისტიანი თუ სერიოზულად ეკიდება
თავისი უფლის სიტყვებს და მის აზრს, და ასევე თავისი
ოჯახის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას, საკუთარი ამბიციებისა და ქონების სიყვარულზე მაღლა აყენებს, მაშინ იმ მომენტში,
როდესაც მის სახლში მტრები მოდიან, რატომ არის მისი ოჯახი ისევ იქ? ბიბლია ცნობილ
პრინციპს ახმოვანებს, რომელიც
ამბობს:
«გონიერი ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს»
(იგავები 22:3)
იესომაც ანალოგიური მკაფიო ხელმძღვანელობა
მისცა თავის მოწაფეებს ომის პირობებში შექმნილ
საშიშროებებთან დაკავშირებით: კონფლიქტის ზონიდან დაუყოვნებლივი გაქცევა. ღმერთს არ სჭირდება უშიშარი «გმირები»
ბრძოლის ველზე; ის ქრისტიანებში მორჩილი
და თავმდაბალი მსახურების დანახვას მოელის, რომლებიც მტრებისთვის ილოცებენ,
იმის ნაცვლად რომ მათ ესროლონ
(შეადარეთ მათე 5:43-48).
რა თქმა უნდა, ხშირად სიტუაცია
შეიძლება მოულოდნელი სახით განვითარდეს, რის შედეგადაც
ქრისტიანმა თავისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეიძლება თავის დროზე ვერ დატოვოს საშიში ტერიტორია. ზოგმა კი,
ლოცვის მეშვეობით ღმერთზე მინდობით და ყველა
«პლიუსისა» და «მინუსის» აწონვის შემდეგ, შეიძლება საკუთარ სახლში დარჩენა გადაწყვიტოს, იმ იმედით, რომ სიტუაციის ცვლილება დიდ
ზიანს არ მიაყენებს მას და მის ოჯახს.
ამავდროულად ასეთი ქრისტიანები, ქრისტეს მითითების მიყოლით, მიზნად არ ისახავენ ახალ ხელისუფლებასთან შეიარაღებულ ბრძოლას (რომაელები 13:1-5). ახალაღთქმისეული დარიგების თანახმად, ისინი აგრძელებენ
«გულმოდგინე [მცდელობას რომ] იცხოვრონ», «მშვიდად და უშფოთველად... მთელი ღვთისმოსაობით და
სიწმიდით» (1 თესალონიკელები 4:11; 1 ტიმოთე 2:1,2). ასეთი შემთხვევები კი იშვიათობას არ წარმოადგენს. ამავდროულად, ცნობილია იმის მაგალითებიც, თუ როგორ უჭერდა თავის მსახურებს
უფალი მხარს კრიტიკული მომენტებისას. ზოგჯერ,
როდესაც აგრესიული და შეიარაღებული ჯარისკაცები უკვე მზად იყვნენ ქრისტიანების ოჯახებს გასწორებოდნენ, მათი თანდასწრებით თავმდაბლური ხმამაღალი ლოცვა მათ ჩანაფიქრის განხორციელების
გადაფიქრებას აიძულებდა. ამავდროულად დაკარგული
ქონება და ძვირფასეულობა უკვე არავითარ როლს არ
ასრულებდა მთავართან — ოჯახის წევრებისა
და ახლობლების გადარჩენილ
სიცოცხლესთან და ღვთის წინაშე შენარჩუნებულ სუფთა სინდისთან შედარებით.
«თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით
შეხვდით, რადგანაც იცოდით,
რომ უკეთესი და წარუვალი საუნჯე გაქვთ ცაში» (ებრაელები 10:34)
და მართლაც, ქრისტიანს რომ, მსგავს
სიტუაციაში თვითკონტროლი დაეკარგა და ხელში იარაღი
აეღო, სამწუხაროდ, ეს სამწუხარო შედეგით დასრულდებოდა. ის ვერც საკუთარ თავს გადაარჩენდა, ვერც საკუთარ ოჯახს და ვერც
თავის ქონებას. ღვთისადმი სრული მინდობა,
მისადმი ლოცვები და ღრმა თავმდაბლობა — ზუსტად ეს უმნიშვნელოვანესი შემადგენლები აღმოჩნდა მრავალი მორწმუნისთვის მძიმე წუთებში ღვთისგან
გადარჩენის მიღების გზა.
«და მოგიძულებთ
ყველა ჩემი სახელის გამო. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც
არ დაიკარგება. მოთმინებით
მოიპოვეთ თქვენი სული» (ლუკა 21:17-19)
სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი «მორწმუნე»,
რომლებიც ქვეყნიური პროპაგანდით და საომარი
ისტერიით არიან დაინტერესებული, აშკარა იგნორირებას უკეთებენ იესოს მიერ მოცემულ პრინციპს. ამიტომ უკვე ცოტა ვინმეს
თუ უკვირს ინტერნეტში გამოჩენილი შეტყობინებები, სადაც კომუფლაჟში გამოწყობილი «ქრისტიანი», ავტომატით
ხელში დეკლარირებს თავისი ქვეყნისა და «გმირების დიდებას», თანაც ამ ყველაფერს «ქრისტეს დიდებასაც» უმატებს.
მაგრამ თვითონ ქრისტეს
თუ სიამოვნებს
ასეთი «დიდება»? ის დროა, ის სიტყვები გავიხსენოთ, რომლებიც იესომ ასეთი
«მორწმუნეების» შესახებ თქვა ლუკას
6:46-ში —
«რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს
კი არ ასრულებთ?» (შეადარეთ მათე 7:21-23)
ადამიანს თავი თუ ქრისტიანად
მიაჩნია, განა თავისი აზროვნება «ქრისტე იესოს
თანახმად» არ უნდა ააგოს? (რომაელები 15:5 [სბს-2013])
«იგივე ზრახვები
გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს» (ფილიპელები 2:5. შეადარეთ
ეფესოელები 4:20-24; კოლასელები 3:15)
მაგრამ, თუ «მორწმუნემ», უფლის
მოსაზრება იცის და მაინც საკუთარი მებრძოლი სულისკვეთების
თანახმად მოქცევას წყვეტს, რამდენად შეიძლება ასეთ შემთხვევაში მის ნამდვილ
რწმენაზე საუბარი? იესომ ასეთი «მიმდევრების» შესახებ შემდეგი რამ თქვა:
«ხოლო ვინც
ისმენს და არ ასრულებს მათ,
იმ კაცსა ჰგავს, მიწაზე უსაძირკვლოდ რომ დადგა სახლი, და როგორც კი ეკვეთა მდინარე, მყისვე დაინგრა და დიდი იყო ნგრევა იმ სახლის» (ლუკა
6:49)
ეხლა ასეთი «ქრისტიანების» მიერ
საკუთარი პრომილიტარული პოზიციის გამართლების ტრადიციულ
მცდელობებზე გადავალთ.
ძველი ისრაელის
ომებს რა ვუყოთ?
ეჭვი მეპარება ქრისტიანების ომებში მონაწილეობის მომხრეებიდან რომელიმემ რომ ეს
«არგუმენტი» არ გამოიყენოს. ათ
მცნებაში თუ მოთხოვნაა მითითებული «არა კაც ჰკლა!», თუმცა ამავდროულად ღმერთი ისრაელიანებს პერიოდულად წარმართებთან ომისკენ მოუწოდებდა, განა ქრისტიანებისთვისაც არ წარმოადგენს
ეს ხელში იარაღის აღების მაგალითს? არა,
არ წარმოადგენს. და არა იმიტომ, რომ ღმერთი თითქოსდა უცბათ შეიცვალა (რიცხვები 23:19; მალაქია 3:6; იაკობი 1:17). მიზეზი სულ სხვაა:
ღმერთმა თავისი კანონის მეშვეობით ძველი
ისრაელი ღვთის სასამართლოების აღმსრულებლის განსაკუთრებული
სტატუსით აღჭურვა როგორც ზოგიერთ წარმართულ ერებთან მიმართებით, ასევე შიდა დამრღვევებთან მიმართებით. თუმცა ყველაფერს
თანმიმდევრულად მივყვეთ...
შეკითხვა დავსვათ: ყველა თავისი
ქმნილების სიცოცხლის წყაროს თუ ღმერთი წარმოადგენს,
მაშინ აქვს თუ არა მას ამ ქმნილებებისთვის სიცოცხლის წართმევის უფლება? რა თქმა უნდა, დიახ (ეზეკიელი
18:4). არცერთ ცოცხალ არსებას, ადამიანების ჩათვლით,
არ გააჩნია დამოუკიდებლად არსებობის პოტენციალი. ჩვენი გულის ყოველი დარტყმა, ყოველი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, ჩვენში
მოქმედი ღვთის სულის შედეგია, რომელიც ჩვენს
არსებობას უწყობს ხელს (რიცხვები 27:16; იობი 12:10; ფსალმუნები 103:29,30; საქმეები 17:25). ამიტომ სიცოცხლის
მომცემისა და მოსამართლის უფლებებიდან გამომდინარე,
ღმერთს შეუძლია აუცილებლობის შემთხვევაში უწმინდურების დასჯა განახორციელოს მათთვის სიცოცხლის წართმევის ჩათვლითაც
კი (იობი 9:12; დანიელი 4:32).
«მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ, მე ვგმირავ და მე ვკურნავ.
ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან» (მეორე რჯული [კანონი]
32:39)
«უფალი
აკვდინებს და აცოცხლებს» (1 მეფეები 2:6)
თავის სიტყვაში ღმერთმა იმის
მაგალითები მოიყვანა, როდესაც სასამართლოს აღსრულებისას,
უღირს ადამიანებს სიცოცხლეს ართმევდა. მაგალითად, ღმერთმა მსოფლიო წარღვნა მოავლინა, რომელმაც იმ დროის უწმინდური საზოგადოება
მოსპო, ასევე თავისი ძალის დემონსტრირება
გამოავლინა სოდომისა და გომორას მკვიდრებზე (დაბადება
6:13; 2 პეტრე 2:5,6). ღმერთმა სიცოცხლე წაართვა ეგვიპტელთა პირმშოებს, შემდეგ კი ფარაონიც გაანადგურა და მისი ჯარიც
(გამოსვლა 11:4,5; 12:29; 15:1). თანაც ეს მხოლოდ
იმის ნაწილია, როდესაც ღმერთი მათ დასაჯელად იყენებდა ძალას, ვინც ბოროტებას
სჩადიოდა.
ღმერთს შეუძლია თვითონ დასაჯოს
და შეუძლია ამისთვის ანგელოზები (2 მეფეები 24:16; 1 ნეშტთა 21:15; ესაია 37:36).
და ცხოველებიც კი (იერემია 15:3) გამოიყენოს. აუცილებლობის შემთხვევაში ის თავისი იარაღის
როლში ზოგიერთ წარმართ
მმართველებსაც კი ირჩევდა (ესაია 10:5,6; 45:1,2; იერემია 27:6-8; 51:20; ეზეკიელი
30:22-25; 32:10-12). ეს ჩვენ იმას გვსაწავლის,
რომ ღმერთს გააჩნია იმის სრული უფლება გადაწყვიტოს, თუ უშუალოდ როგორი სახით აღასრულებს თავის სამართალს.
კაცობრიობის გაჩენიდან დაახლოებით
2 ათასი წლის მანძილზე, ღვთის მსახურები, ერთგული
აბელიდან დაწყებული, თავს არიდებდნენ ძალადობაში მონაწილეობას და მკვლელობების ჩადენას. მაშინაც კი, როდესაც
წარღვნის წინ დედამიწაზე ბოროტებამ იმატა,
არც ენოქი და არც ნოე არ აძლევდნენ თავს იმის უფლებას, რომ ღვთის წინაშე ასეთი დანაშაულებებით შეეცოდათ
(დაბადება 6:5-8).
იმ ბრძოლის შესახებ, რომელშიც
ღვთის მსახურები მონაწილეობდნენ, ბიბლია პირველად მხოლოდ აბრაამის ცხოვრების აღწერისას გვიყვება. მიზეზი, რომლის გამოც
აბრაამმა თავის მსახურებთან ერთად ხელში
იარაღი აიღო, მტრების მიერ მისი ძმისშვილი ლოტის
დატყვევება იყო (დაბადება 14:11-16). თუმცა, ამ სიტუაციას თავისი თავისებურებები გააჩნია, რომელიც იმ მიზეზს განმარტავს, თუ რატომ
დაუშვა ღმერთმა თავისი მსახურის ბრძოლაში ჩართვა.
როდესაც აბრაამს მსახურებისკენ
მოუწოდებდა, ღმერთი მას მრავალრიცხოვან შთამომავლობას,
«დიდ ხალხს» დაჰპირდა (დაბადება 12:1,2). შემდეგ ღმერთი აბრაამს ატყობინებს, რომ მისი შთამომავლები იმ მიწაზე
იცხოვრებენ, სადაც ეხლა თავად ის იმყოფებოდა
— ამ მიწას მათ საკუთრებაში მისცემდა (დაბადება 13:14- 17). აბრაამისთვის ასეთი დაპირებების მიცემით, ღმერთი პირველ რიგში
«აბრაამის თესლის» - თავისი ძის, იესო ქრისტეს
გამოსაჩენად ამზადებდა პირობებს, რომელიც 2 ათასი წლის შემდეგ უნდა დაბადებულიყო (გალატელები 3:16; 4:4). ამავდროულად
აბრაამი ის იარაღი ხდებოდა ღვთის ხელში,
რომლის საშუალებითაც ის თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას იწყებდა. ამის დასტურად ღმერთი პირველად წარმოთქვამს ფრაზას:
«ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს» (დაბადება
12:3)
ამ მომენტამდე ღმერთს არავისთვის
და არასოდეს მიუცია ასეთი ხელმძღვანელობა. ჩვენს
შემთხვევაში ჩვენ ამ ფრაზის მეორე ნაწილი გვაინტერესებს: «დავწყევლი შენს მაწყევარს». ფაქტობრივად ეს იმას ნიშნავდა, რომ ღმერთი აბრაამის
მეშვეობით იმოქმედებდა, რათა თავისი და მისი მოწინააღმდეგეები დაესაჯა. ამიერიდან
აბრაამი იარაღი, ღვთის
«მახვილი» ხდებოდა მისი ინტერესების
დასაცავად იმ აღთქმულ მიწაზე, რომელიც მან მომავალი
მესიის გამოსაჩენად განსაზღვრა. ზუსტად ამიტომ მოქმედებს აბრაამი ლოტის ინციდენტის შემთხვევაში არა სპონტანურად, არამედ
ღვთის ხელმძღვანელობის თანახმად. ეს მღვდელი
მელქისედეკის სიტყვებიდან ჩანს, რომელიც აბრაამის მტრებზე გამარჯვების შემდეგ, მას ეუბნება:
«კურთხეულ იყოს უზენაესი
ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტერი!» (დაბადება 14:20)
მომდევნო
თავის დასაწყისში კი ღმერთი აბრაამს
შეახსენებს:
«ნუ გეშინია,
აბრაამ! მე ვარ შენი ფარი!» (დაბადება 15:1)
ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ აბრაამის
ქმედებები პირადად ღვთის მიერ იყო ინიცირებული.
შესაბამისად, თავად ეს ბრძოლაც პირველ რიგში წარმოადგენდა ღვთის ბრძოლას აბრაამის მტრების
წინააღმდეგ.
ზუსტად ეს მნიშვნელოვანი გარემოება
უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც საუბარი აბრაამის
შთამომავლებს — ძველ ისრაელს ეხება. მას შემდეგ, რაც ისრაელიანებმა სინაის მთაზე ღმერთთან შეთანხმება დადეს, ისინი მისი საკუთრება, განსაკუთრებული მემკვიდრეობა გახდნენ (გამოსვლა 19:5; მეორე რჯული 7:6; 32:9; 2 მეფეები
7:24). თუმცა გარდა ამისა, ღმერთმა აუცილებლად
მიიჩნია ისრაელის თავისი იარაღის სახით გამოყენება წარმართ ერებზე საკუთარი სასამართლოების აღსასრულებლად (ფსალმუნები
43:2-8). თუმცა,
აღნიშნულ საკითხში ღმერთმა მკაცრი შეზღუდვები დააწესა, რომელთა დარღვევის უფლებაც ისრაელიანებს არ ჰქონდათ. ღვთის მიერ
ისრაელისთვის დადგენილი ამ შეზღუდვებისა
და წესების შეხსენება წარმოადგენს იმის ძირითად მიზეზს, რომელთა მიხედვითაც დღეს მრავალი «მორწმუნე», ძველი აღთქმის
მაგალითებზე აქცენტირებით, დაუფიქრებლად
იკავებენ პრომილიტარულ პოზიციას და ომებში ერთვებიან. მოდით ისინი უფრო დაწვრილებით განვიხილოთ...
მაშ ასე, თუ ძველი ისრაელის მაგალითზე
ვისაუბრებთ, უნდა დავიმახსოვროთ, რომ წარმართ ერებთან ბრძოლებში მისი მონაწილეობა პირადად ღვთის მიერ
იყო განსაზღვრული. თავისი ახლადჩამოყალიბებული
ერის აღთქმულ მიწაზე შეყვანით, ღმერთი იმ
დანაპირებს ასრულებდა, რომელიც მან აბრაამს მისცა ჯერ კიდევ 400 წლის წინ, რომ მისი შთამომავლები დაიმკვიდრებდნენ ამ მიწას (დაბადება
12:7).
«უთხრა უფალმა აბრამს: იცოდე, მდგმურად იქნება შენი შთამომავლობა სხვის ქვეყანაში; დამორჩილებული და დაჩაგრული ეყოლებათ
ოთხას წელს. იმ ხალხს კი, ვისი მორჩილნიც შეიქნებიან, მე
განვსჯი... მხოლოდ მეოთხე თაობაში მობრუნდებიან აქეთ, როცა აივსება ამორეველების უკეთურებათა საწყაული.» (დაბადება 15:13-16)
თავისი დანაპირების მიყოლით,
ღმერთი აბრაამის შთამომავლებს მათ მიწაზე აბრუნებს და ამავდროულად უსაზღვროდ გახრწნილ ერებს სჯის. ამასთანავე ის ისრაელიანებს უცხადებს, რომ მათთვის გაანთავისუფლებს აღთქმულ
მიწას, მათი, როგორც მახვილის გამოყენებით, თუმცა რიგი მნიშვნელოვანი პირობებით
(მსაჯულები 7:20). რა პირობებზე იყო საუბარი?
პირველი, ისრაელიანებს
კარგად უნდა გაეთავისებინათ, რომ ომები, რომელთა წარმოებაც მათ მოუწევდათ, თავად ღმერთის ომები იქნებოდა და არა პირადად მათი «სტრატეგიული გადაწყვეტილებები» (გამოსვლა 17:16; რიცხვები
31:3; მეორე რჯული 1:30; 3:22; იესო ნავეს
ძე 11:6; 1 მეფეები 17:47; 2
ნეშტთა 20:15; 32:7,8). მაგალითად, დავითზე
ნათქვამია, რომ ის
«უფლის ომებს აწარმოებდა» (1 მეფეები 17:45-47;
18:17; 25:28).
ღმერთი მხოლოდ
იმ ომს მიიჩნევდა გამართლებულად, რომელშიც პირადად იბრძოდა თავისი ერისთვის. ამიტომ ისრაელიანების ომებში გამარჯვებაც მხოლოდ ღვთის
პირდაპირი მონაწილეობით შეიძლებოდა
ყოფილიყო განპირობებული (შეადარეთ მეორე რჯული
32:30; 33:29; იესო ნავეს ძე 10:11; მსაჯულები 6:12,16; ესაია 33:22). მკაცრად რომ ვთქვათ, ისრაელის მიერ აღთქმული მიწის დაპყრობა
ღვთის პირდაპირი მოქმედების შედეგს წარმოადგენდა
და არა ებრაელი ერის რაიმე «გამორჩეული გმირობების» (გამოსვლა 33:16;
მეორე რჯული 9:3-6;
31:3-6; მსაჯულები 7:2; 1 ნეშტთა 17:21).
«მოგაშორებს უფალი ყველა ამ ხალხს
და თქვენც დაეპატრონებით თქვენზე დიდსა და ძლიერ ხალხებს... ვერავინ დაგიდგებათ წინ, შიშსა და ზარს დასცემს თქვენგნით უფალი
ყველა ქვეყანას, სადაც კი
შეაბიჯებთ, როგორც მას უთქვამს თქვენთვის»
(მეორე რჯული 11:23,25)
«დაამხობს უფალი შენს წინაშე შენს მტრებს, შენს წინააღმდგომთ» (მეორე
რჯული 28:7)
ზუსტად ამიტომ შეახსენებდა ღმერთი
გამუდმებით ებრაელებს, რომ ისინი მხოლოდ იმის წყალობით
მოიპოვებდნენ გამარჯვებებს, რომ ის «ჩაუგდებდა ხელში» ისრაელს მის მტრებს (რიცხვები 21:3,34; იესო ნავეს ძე 24:8). და
პირიქით, ებრაელები თუ მასთან დადებული შეთანხმების
დარღვევას დაიწყებდნენ, ღმერთი თავად მათ ჩაყრიდა «მტრის ხელში» (ლევიანები 26:25; მსაჯულები 2:14; 1 მეფეები 12:9). ასეთ მომენტებში ღმერთი უკვე
«მათი
მტერი» ხდებოდა
(გოდება 2:5; ფსალმუნები 43:10,11).
«ამიტომაც მტრად გაუხდა მათ და ბრძოლა გაუმართა»
(ესაია 63:10)
«ომი, როგორც ის მეორე რჯულის
წიგნშია აღწერილი, განსაკუთრებით მე-20 თავში, ესაა არა უბრალოდ იმ ადამიანებს შორის ომი, რომლებსაც მეფეები მართავენ,
გაწვრთნილი ჯარითა და იარაღით, არამედ ღვთის ომია, რომელშიც პირადად იღებს მონაწილეობას აღთქმის მონაწილე ერთან ერთად, რომელიც მისი სახელით ბრძოლისთვის იქნა არჩეული» («დიდი ბიბლიური ლექსიკონი», უოლტერ ელუელისა და ფილიპ კამფორტის
რედაქციით
/ Tyndale
Bible Dictionary, editors
Walter A. Elwell,
Ph.D. and Philip
W. Comfort, Ph.D.)
ისრაელს რაიმე სახის საბრძოლო
მოქმედებების სხვა ერებთან საკუთარი ნებით დაწყების
უფლება არ ჰქონდა. თუ ვისთან იომებდა ღვთის ერი — ამ
საკითხს მხოლოდ ღმერთი წყვეტდა. აღთქმულ
მიწაზე შესვლისას, ისრაელმა ღვთისგან მიიღო მითითება, რომ მხოლოდ ზოგიერთ ერებთან ეწარმოებინა ომები და იმაზე ეზრუნა,
რომ სხვა
ერებთან
კონფლიქტში არ შესულიყო:
«როცა მიგიყვანს
უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ
და მოგაშორებს მრავალრიცხოვან ხალხებს - ხეთელებს, გირგაშელებს, ამორეველებს, ქანაანელებს, ფერიზელებს, ხივიელებს და იებუსელებს - შვიდ ხალხს, შენზე მრავალრიცხოვანს და ძლიერს, ხელში ჩაგაგდებინებს და შენც
დაამარცხებ მათ, დაარისხე ისინი, არ შეკრა მათთან კავშირი და არც დაინდო» (მეორე რჯული 7:1,2. ასევე მეორე რჯული 20:16-17;
გამოსვლა 23:23; 34:11)
მხოლოდ ღმერთი წყვეტდა როგორი სახით
უნდა ეწარმოებინა მის ერს მტერთან ომი და ასევე
უშუალოდ ვინ უხელმძღვანელებდა ებრაელთა ჯარს (იესო ნავეს ძე 1:1,2; მსაჯულები 1:1,2; 2:16,18; 3:9,10,15;
4:4-7; 6:14; 1 მეფეები 15:1-3; 2 მეფეები 7:8,9). საომარი მოქმედებების დაწყების წინ, მტრის ჯარის თავდასხმისგან თავდაცვის ჩათვლით, ისრაელის
მეფეებს ღვთის აზრი და მისი შემდგომი მითითებები უნდა გაეგოთ (მსაჯულები
20:18,27,28; 1 მეფეები 30:8; 2 მეფეები 5:18-25; 2 ნეშტთა 20:1-4). ღმერთმა ისრაელისთვის ასეთი წესი თავისი ხალხის
აღთქმულ მიწაზე შესვლის წინ შემოიღო.
«ასე უთხრა მოსემ უფალს: დაუდგინოს უფალმა, ყოველი ხორციელის
სულთა ღმერთმა, კაცი ამ
საზოგადოებას, ვინც გამოვა მათ
წინაშე და ვინც შევა მათ წინაშე, ვინც გამოიყვანს მათ და
ვინც შეიყვანს მათ, რომ არ დაემსგავსოს უფლის საზოგადოება უმწყემსოდ
დარჩენილ ფარას. უთხრა უფალმა მოსეს: წაიყვანე იესო ნავეს ძე, რომელშიც არის სული, და დაასხი მას ხელი. დააყენე იგი
ელეაზარ მღვდლის წინაშე და მთელი საზოგადოების წინაშე და დამოძღვრე
ყველას თვალწინ. უწილადე შენი დიდება,
რომ ემორჩილებოდეს მას ისრაელიანთა მთელი საზოგადოება. ელეაზარ მღვდელს წარუდგება იგი და გამოიკითხავს მისგან ურიმის სამართალს
უფლის წინაშე. მისი ბრძანებით გმოვლენ და მისი
ბრძანებით შევლენ ის და მთელი ისრაელობა მასთან ერთად და მთელი საზოგადოება» (რიცხვები 27:15-21)
«ღვთის ნების განსასაზღვრად და
ომში მისი მონაწილეობის თავდაჯერებულობის შესაძენად,
სხვადასხვა საშუალებები გამოიყენებოდა. წინასწარმეტყველების სიტყვების პარალელურად (3 მეფ. 22:5- 23), ასეთ საშუალებებს
წარმოადგენდნენ უმიმი და თუმიმი (გამ.
28:30; ლევ. 8:8), ეფოდი (1 მეფ. 30:7) და აღთქმის კიდობანი. ღვთის ჯარის მეთაურები გამუდმებით ეძებდნენ მის ხელმძღვანელობას
სტრატეგიასთან მიმართებით ბრძოლის მსვლელობისას,
იმიტომ რომ არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა ღვთის თანხმობისა და ხელმძღვანელობის გარეშე (2 მეფ. 5:19-23)» («დიდი
ბიბლიური
ლექსიკონი»).
ყველაზე პირველი ბრძოლა, რომელშიც
ისრაელიანებს მოუწიათ მონაწილეობის მიღება, როდესაც
მოწინააღმდეგის თავდასხმისგან მოუწიათ თავდაცვა, ამალეკელებთან ბრძოლა გახდა. ამასთანავე ღმერთმა მკაფიო ხელმძღვანელობა
მისცა მათ, რომლის დაცვის შემთხვევაშიც
ებრაელები გამარჯვებას მოიპოვებდნენ (გამოსვლა 17:8,9). თუმცა ისრაელი თუ ღვთის ნების წინააღმდეგ იქცეოდა,
ის, პირიქით, მათ თავისი ხელმძღვანელობის
გარეშე ტოვებდა, რასაც ებრაელები ეჭვგარეშე დამარცხებამდე მიჰყავდა (შეადარეთ 1 მეფეები 28:4-6;
2 ნეშტთა 18 თავი.; 19:1,2).
როდესაც ისრაელს მტრებთან ბრძოლის
უფლებას აძლევდა, ღმერთმა ამასთან ერთად ისიც
მისცა, რასაც «ომის წარმოების წესდება» შეიძლება ეწოდოს. სამხედრო სამსახურში შეიძლებოდა გაწვეული ყოფილიყვნენ მამაკაცები
20 წელს ზევით (რიცხვები 1:3). ღმერთმა
ომში მონაწილეობიდან განთავისუფლება მისცა იმ მამაკაცებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ააშენეს სახლი და ჯერ მასში ცხოვრება
ვერ მოასწრეს, ვაზი დარგეს, მაგრამ ჯერ
პირველი მოსავალი არ მიუღიათ, ან მომავალი ცოლები დანიშნეს, მაგრამ დაქორწინება ვერ მოასწრეს (მეორე რჯული
20:5-7). ასევე სამხედრო სამსახურში მათაც ეკრძალებოდა
წასვლა, ვინც ერთ წელზე ნაკლები იყო რაც იქორწინა (მეორე რჯული 24:5). გარდა ამისა, ბრძოლაში მონაწილეობა ნებაყოფლობით
საქმეს წარმოადგენდა. მამაკაცი თუ გრძნობდა,
რომ მას სიმამაცე არ ჰყოფნიდა, შეუფერხებლად შეეძლო ისრაელის ჯარის რიგების დატოვება და სახლში დაბრუნება (მეორე რჯული
20:8; მსაჯულები 7:3). გარდა ამისა, ღმერთი
ისრაელი ჯარისკაცებისგან სისუფთავის დაცვას მოითხოვდა (მეორე რჯული 23:9-14).
ასევე, ღმერთმა პირადად დაადგინა ისრაელის საზღვრები, სადაც მის
ერს უნდა ეცხოვრა:
«დაგიდებ საზღვარს
მეწამული ზღვიდან ფილისტიმელთა ზღვამდე, უდაბნოდან მდინარემდე, როდესაც ხელში ჩაგაგდებინებ ქვეყნის მკვიდრთ და მოიშორებ მათ» (გამოსვლა 23:31;
მეორე რჯული 11:24)
სახელმწიფოს საზღვრების გაფართოვების,
იმ დამატებითი ტერიტორიების დაპყრობის, რომელიც ღმერთს
არ ჰქონდა განსაზღვრული, უფლება ებრაელებს არ ჰქონდათ.
მტრის ჯარის ქვეყანაში შემოჭრის
საშიშროების შემთხვევაში, ისრაელს სრულიად ჭეშმარიტი
ღვთის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონოდა და არა სხვა
ერების (2 ნეშტთა 16:7-9;
ესაია 30:1-7; 31:1; 36:6; იერემია 2:16-19; 17:5; გოდება 4:17; ეზეკიელი 16:26-29; 17:17;
ოსია 5:13; 12:1).
და ბოლოს, ღმერთი ისრაელიანებს
ერთგულების შემთხვევაში პრინციპში ომების არარსებობას დაჰპირდა:
"ავყრი ხალხებს შენგან და გაგიფართოებ საზღვრებს,
აღარავინ დაეხარბება შენს მიწას, თუ წელიწადში სამგზის ეჩვენები
უფალს, შენს ღმერთს" (გამოსვლა
34:24).
"უფლის დიდი
შიში ჰქონდა ყველა იმ ქვეყნის
სამეფოს, იუდას ირგვლივ რომ იყო, და
არ ებრძოდნენ იოშაფატს" (2 ნეშტთა 17:10).
ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია,
რომელსაც ხშირად ყურადღების მიღმა ტოვებენ. ისრაელიანები თუ მორჩილები იქნებოდნენ, ქანაანის თავდაპირველი დაპყრობის შემდეგ მათ ბრძოლა
საერთოდ აღარ მოუწევდათ, რადგან გარშემომყოფ ერებს «უფლის შიში»
შეაკავებდა.
რაც ხდებოდა კიდეც მართალი მსაჯულებისა და მეფეების მმართველობის ზოგიერთ პერიოდებში, როდესაც მშვიდობა ათწლეულების
განმავლობაში გრძელდებოდა. სამწუხაროდ,
ასეთი პერიოდები ყოველთვის მალე მთავრდებოდა, ღმერთი
თავის მფარველობას ართმევდა და ებრაელები კვლავ შევიწროვებულნი აღმოჩნდებოდნენ, რის შემდეგაც ისევ ბრძოლა უწევდათ.
ზუსტად ამ მიზეზის გამო უბრძანა
ღმერთმა თავის ერს, რომ "არ გაემრავლებინა ცხენები" – მისადმი ერთგულების შემთხვევაში
მათ ყოლას უბრალოდ აზრი არ ჰქონდა. ისრაელს
შეეძლო ერთადერთი სახელმწიფო გამხდარიყო, რომელსაც ჯარი საერთოდ არ ეყოლებოდა:
"ოღონდ არ იყოლიოს
[მეფემ] ბევრი ცხენი და არ დააბრუნოს ხალხი ეგვიპტისკენ ცხენების
მოსამრავლებლად" (მეორე რჯული 17:16)» (ა. ჩივჩალოვი “სამშობლოს დაცვა ძველ აღთქმაში? ყურადღებით წავიკითხოთ”).
ღვთის კანონი ისრაელის საზოგადოებაშიც ითვალისწინებდა სასიკვდილო სასჯელებს. როგორც წესი, ეს მძიმე დანაშაულებს შეეხებოდა,
რომელიც ღვთისა და სხვა ადამიანების წინააღმდეგ
იქნებოდა ჩადენილი (ლევიანები 20 თავი; რიცხვები 15:30; ეზეკიელი 14:6- 10). თუმცა აქაც იგივე პრინციპს ვხედავთ: ისრაელიანს
არ შეეძლო საკუთარი მოსაზრებების თანახმად
ან ემოციურ ფონზე ვინმესთვის სიცოცხლის წართმევა. ის მიზეზები, რის გამოც სიკვდილით შეიძლებოდა
ვინმე დასჯილიყო, მკაცრად იყო კანონში
გაწერილი! ამ კანონის დარღვევა თავად დამრღვევის დასჯას გამოიწვევდა, რაც მეექვსე მცნებით «არა კაც ჰკლა!»
დასტურდებოდა კიდეც (გამოსვლა 20:13; რიცხვები
35:16-25;
მათე 5:21).
მაშ ასე, რა დასკვნამდე მივდივართ ძველი ისრაელის მიერ ომის წარმოების უფლებასთან დაკავშირებით?
კანონზე დაფუძნებული მითითებების თანახმად, ასეთი უფლება პირობებისა და შეზღუდვების მთელ რიგს
მოიაზრებდა. იომებდნენ ებრაელები თუ არა,
ამას მხოლოდ ღმერთი წყვეტდა და არა ადამიანები. ამ საკითხთან დაკავშირებით თავის აზრს ღმერთი ადამიანებს მღვდელმთავრის
მეშვეობით გადასცემდა, რომელიც ამისათვის ურიმსა და თუმიმს იყენებდა, ან წინასწარმეტყველების და ასევე ანგელოზების მეშვეობით. როდესაც
ღმერთმა ისრაელიანებს დამპყრობლებთან ბრძოლის უფლება მისცა, მან ე.წ. «ბრძოლის წარმართვის
წესდება» დაადგინა, რომლის თანახმადაც მამაკაცების ზოგიერთი კატეგორია სამხედრო
სამსახურისგან თავისუფლდებოდა. ბრძოლებში
მონაწილეობა ნებაყოფლობით საქმეს წარმოადგენდა.
გარდა ამისა ებრაელებს არ შეეძლოთ რომელიმე
სხვა სახელმწიფოებთან სამხედრო კავშირის დადება და მათთან ერთად მოქმედება, რადგან
მათ მხოლოდ ჭეშმარიტი ღვთის დახმარების იმედი უნდა ჰქონოდათ.
და რაც ყველაზე მთავარია! ღმერთი ისრაელის ომებს მხოლოდ
იმ პირობის შემთხვევაში მიიჩნევდა გამართლებულად,
თუ ის თეოკრატიული სახელმწიფოს დასაცავად იმართებოდა, რომელსაც პირადად ის უწევდა
ორგანიზებას — ანუ ისრაელის დასაცავად!
«თეოკრატიულს» მხოლოდ ძველი ისრაელი
წარმოადგენდა (თანამედროვეში არ აგვერიოს),
რადგან მხოლოდ ბიბლიური დროის ისრაელი
ცხოვრობდა და იმართებოდა ღვთის მიერ მის მიერვე მიცემული
კანონის და არა საერო კანონების
თანახმად (ფსალმუნები 147:8,9).
ამავდროულად უნდა გვესმოდეს ღვთის მიერ ისრაელის სახელმწიფოს შექმნისა და მისი დაცვის მიზეზი:
მასში მესია უნდა გამოჩენილიყო, ვისი
მეშვეობითაც ღმერთი კაცობრიობის გადარჩენასთან დაკავშირებული თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას აპირებდა (მიქა 5:2; გალატელები
3:16). როგორც კი ქრისტემ ღვთის მიერ მისთვის
მინდობილი მისია შეასრულა — ადამიანებისთვის მოკვდა და მოწაფეების კრება ჩამოაყალიბა — ისრაელის როლი დასრულებული
იყო. ამის შემდეგ მალევე, 66-70 წლებში ებრაელებისა
და რომაელების ბრძოლის დროს, იერუსალიმში მდებარე ღვთის ტაძარი დაინგრა და მეტად აღარასოდეს აღმდგარა
(ლუკა 19:41-44; 21:5,6,20).
«ვინაიდან ღმერთმა თავის ერს,
იუდეველებს, პალესტინა მისცა, ეს მართლაც აღთქმული მიწა იყო; ის ისრაელს ღმერთთან დადებული შეთანხმების თანახმად ეკუთვნოდა
და ამ მხრივ წარმოადგენდა «წმინდა მიწას».
დამპყრობლების წინააღმდეგ გამართული ნებისმიერი
ომი წმინდა ხდებოდა. დამპყრობლები წმინდა ტერიტორიაზე ცდილობდნენ ხელის აღმართვას, რომელიც უცვლელი ბრძანების
თანახმად ღვთის ერს ეკუთვნოდა, ეს კი ღვთის რისხვას იწვევდა.
ამ თვალსაზრისით ისრაელის მტრების სრული განადგურება იყო აუცილებელი, განსაკუთრებით
თუ ეს მორალურად გახრწნილი წარმართები იყვნენ»
(«დიდი ბიბლიური ლექსიკონი», უოლტერ ელუელისა და ფილიპ კამფორტი
რედაქციით
/ Tyndale
Bible Dictionary, editors
Walter A. Elwell,
Ph.D. and Philip W. Comfort,
Ph.D.)
ამ თავის დასასრულს, სწორი იქნება
თუ იმ დასკვნას მოვიყვანთ, რომელიც ბიბლიის
მკვლევარმა, ანტონ ჩივჩალოვმა გააკეთა. საკუთარ ნაშრომში, რომელიც ჩვენთვის საინტერესო საკითხს ეძღვნება, ავტორი
წერს:
«აი რისთვის ომობდნენ ისრაელიანები – «ჩვენი ღმერთის
სამკვიდრებელისთვის» და
«ჩვენი ღმერთის ქალაქებისთვის».
მათთვის ნაკლებსავარაუდოა ცნობილი ყოფილიყო სამშობლოს
დაცვის თანამედროვე პოლიტიკური და ნაციონალისტური გაგება. მათ ღმერთისაგან მიიღეს მიწა დასამკვიდრებლად და
ეს მნიშვნელოვანი რელიგიური საკითხი იყო.
ეს წმინდა მიწა იყო, რომელიც არსებითად ღმერთს ეკუთვნოდა, მაშინ როდესაც ისრაელიანები ღმერთის ქონებას იცავდნენ.
ამ მიწის დაცვას სუფთა რელიგიური მნიშვნელობა ჰქონდა და წმინდა რელიგიური ფასეულობების გამო ხდებოდა, და ამაზე
იყო პირდაპირ მათი ღმერთთან ურთიერთობა დამოკიდებული (რაც, სხვათაშორის, მკვეთრად შეიცვალა ქრისტიანულ ეპოქაში – არც ქრისტე და
არც მოციქულები არ მოუწოდებდნენ უცხო დამპყრობლებისაგან
იუდეის ომით დაბრუნებისკენ, რითაც ძველაღთქმისეულ
ლოგიკას ამსხვრევდნენ, რომლის თანახმადაც დამპყრობლებთან ბრძოლა
ყოველთვის სწორ ქმედებად
ითვლებოდა).
ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ
ისრაელი ერი საერთოდ არ აწარმოებდა ომებს, ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით. ეს უნიკალური მოვლენა იყო, რომელსაც ანალოგი არ
ჰქონია ისტორიაში არც მანამდე და არც მას
შემდეგ. ღმერთი ადამიანების მეშვეობით იბრძოდა,
ხშირად კი ადამიანების ნაცვლადაც. ღმერთი კი სამშობლოსთვის, დამოუკიდებლობისათვის ან ტერიტორიული მთლიანობისთვის
კი არ იბრძოდა – მას არ სჭირდება ეს ადამიანური
სათამაშოები, – არამედ იმ სამკვიდროსთვის, რომელიც მან აბრაამის შთამომავლებს მისცა, იმიტომ რომ მასთან (და მათთან) განსაკუთრებული კვანძებითა და ფიცით იყო შეკრული, რომელსაც მაშტაბური
ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა...
და აქ ჩვენ მივადექით არსს. შეიძლება
გაბედულად ითქვას, რომ ისრაელიანები თავის მიწას
იმიტომ იცავდნენ, რათა მომავალში მთელ კაცობრიობას შესაძლებლობა ჰქონოდა, ცოდვების მიტევება მიეღო მესიის წყალობით,
რომელიც ამ მიწაზე დაიბადა, ღვთისმოშიშ ოჯახში.
იცავდა რა სამკვიდროს, რომელიც აბრაამს მისცა,
ღმერთი «ქვეყნიერების» სიცოცხლესა
და მარადიულ კურთხევას იცავდა, როგორც მაშინდელის,
ისე მათი ვინც მომავალში იცხოვრებდა. აი რაში მდგომარეობს იმ ომების ნამდვილი არსი, რომლებზეც დღეს დროდადრო იცინიან
და რომლების გამოც ღმერთს სასტიკს უწოდებენ,
რადგან არ ესმით აბრაამთან, მის «თესლთან» და მთლიანობაში კაცობრიობასთან მიმართებით მისი ჩანაფიქრი.
თანამედროვე რელიგიური ლიდერების
მცდელობები, ომები ბიბლიის ციტირებით გაამართლონ
და ძველ ისრაელიანებს გაუთანაბრდნენ, უბრალოდ სასაცილოა. არსებობს თუ არა დღეს რაიმე სახის განსაკუთრებული ურთიერთობა
ღმერთსა და ადამიანებს შორის ნაციონალური
ან წარმოშობის ნიშნით? არსებობს თუ არა კავშირი ომებში გამარჯვებებსა და ერის საქციელს შორის? აძლევს თუ არა ვინმეს ღმერთი
პირდაპირ მითითებას, რომ ვინმეს ებრძოლოს?
ეხმარება თუ არა ის მებრძოლ მხარეებს ზებუნებრივი
სახით, აგზავნის თუ არა თავის ანგელოზებს მათ დასახმარებლად? სთხოვენ თუ არა მეომარი მხარეები ღმერთს კურთხევას
და იღებენ თუ არა მას თვალნათლივ? აკურთხებს
თუ არა ღმერთი "წმინდა" ერებს ხანგრძლივი მშვიდობით, და რომელია ეს ქვეყნები? ამცირებენ თუ არა ქვეყნები
თავის არმიებს მინიმუმამდე? უშვებენ თუ
არა არმიიდან ყველას, ვისაც არ უნდა ომში მონაწილეობა? ერთ ქვეყანას მაინც თუ მისცა ღმერთმა სამკვიდროდ მიწა? წარმოადგენს
თუ არა დღეს რომელიმე მიწა წმინდას – სუფთა
რელიგიური და არა ამ სიტყვის პროპაგანდისტულ-პოლიტიკური გაგებით? გავლენას ახდენს თუ არა ნებისმიერი თანამედროვე
ქვეყნის დაცვა მთელი მსოფლიოს ბედ-იღბალზე?
ყველა კითხვის პასუხია:
არა. არცერთი თანამედროვე არმია და ქვეყანა, ისრაელის ჩათვლით, არ შეესაბამება იმ ომების პრაქტიკულად არცერთ პრინციპს, რომელთა შესახებაც ებრაულ წერილებში ვკითხულობთ, და მით
უმეტეს არ შეესაბამება მათ დანიშნულებას.»
(ა. ჩივჩალოვი «სამშობლოს დაცვა ძველ აღთქმაში? ყურადღებით წავიკითხოთ).
მაშ ასე, შეუძლიათ თუ არა იმ
«ქრისტიანებს», რომლებიც საომარ კონფლიქტებში თავისი ჩართულობის ძველი ისრაელის მაგალითებით გამართლებას ცდილობენ, იმის
თქმა, რომ:
1) დღევანდელი ომები «ღვთის ომებს»
წარმოადგენს, რომლებშიც ის პირადად იღებს მონაწილეობას?
2) ღმერთმა მკაფიოდ და არაორაზროვნად
გაახმოვანა თავისი მოწონება თითოეული ასეთი ომის საწარმოებლად?
3) ომი ბიბლიური ისრაელისთვის მიცემული
«სამხედრო წესდების» თანახმად იმართება?
4) მათი ქვეყანა მხოლოდ ღვთის მხარდაჭერაზეა მინდობილი
და სხვა სახელმწიფოებთან სამხედრო კავშირები არ აქვს?
5) ეს ომები მიმართულია არა რომელიმე
საერო (არსებითად წარმართული) ქვეყნის დაცვისკენ,
არამედ მხოლოდ და მხოლოდ თეოკრატიული სახელმწიფოს, რომელიც პირადად ღმერთმა ჩამოაყალიბა და მართავს, და რომლის კანონმდებლობაც პირადად ღვთის მიერაა მოცემული?
შეუძლია თუ არა მორწმუნეს, რომ
ზემოთ ჩამოთვლილ ყველა შეკითხვას უკიდურესი პატიოსნებითა
და ცბიერების გარეშე დადებითად უპასუხოს? თუ არა, მაშინ დროა უკვე სხვა შეკითხვები დავსვათ, მაგალითად: «სწორად
მესმის თუ არა ღვთის თვალსაზრისი ამ ქვეყნიურ
ომებთან დაკავშირებით? სინამდვილეში რა წარმოადგენს ჩემს აღმძვრელ ძალას: ქრისტეს ნების თანახმად მოქმედებისკენ
სწრაფვა თუ “სამართლიანობის” საკუთარ კრიტერიუმებზე
ჯიუტად დგომა? ისე ხომ არ გამოვიდა, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანულ გზას ავცდი და ცდომილების სულს დავნებდი, რომელიც ღვთისგან გაუცხოებულ ქვეყნიერებას ახასიათებს?»
ჩვენ განვიხილეთ ბიბლიური მტკიცებულებები,
რომლებიც გვიჩვენებენ, რომ ძველ აღთქმაში აღწერილი ომების წარმოება ისრაელიანებს
მხოლოდ ღვთის პირდაპირი მითითებით და მსოფლიოში
მხოლოდ ერთადერთი თეოკრატიული სახელმწიფოს — ძველი ისრაელის დასაცავად შეეძლოთ. თანაც, მის მხარდაჭერას ღმერთი
მხოლოდ მესიის
მსახურების დროის დასრულებამდე და ქრისტიანული კრების ჩამოყალიბებამდე ახორციელებდა. ომთან დაკავშირებულ
რაიმე სხვა, სხვა სახელმწიფოსთან დაკავშირებულ
მაგალითებს, არც ძველი
და არც ახალი აღთქმა არ შეიცავს.
აქედან იბადება მნიშვნელოვანი
შეკითხვა: თუ ღმერთი არ არის თანამედროვე ისტორიაში მომხდარი არცერთი ომის ინიციატორი, მაშინ ვინ არის მათი წამომწყები?
ვინ არის იმით უკიდურესად დაინტერესებული,
რათა ადამიანებმა ხელში იარაღი აიღონ და ამ ქვეყნიერების
ომებში ჩაერთონ? სურს თუ არა მას, რომ ამ სიგიჟეში ქრისტიანებმაც მიიღონ მონაწილეობა? ვინ არის მკვლელობების ნამდვილი
სულისჩამდგმელი? იესომ მას ეშმაკი უწოდა,
როდესაც თქვა: «დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში»
(იოანე 8:44). ხოლო ეს თუ ასეა, მაშინ ვის
მხარეზე გამოდიან ის მორწმუნეები, რომლებიც ქვეყნიური პროპაგანდით მოხიბლულნი, სიგიჟისა და სისხლისღვრის ამ მომაკვდინებელ
ქვაბში ეშვებიან? პასუხი აშკარაა...
მოსეს კანონით თუ ქრისტეს კანონით?
თუ მორწმუნე, ზემოთ მოყვანილ
შეკითხვებს და ბიბლიურ ფაქტებს იგნორირებას უკეთებს და კვლავ ასეთ პოზიციაზე რჩება «თუ
ისრაელიანებისთვის შეიძლებოდა,
ქრისტიანებისთვის რატომ არ შეიძლება?»,
მაშინ მას ბოლომდე თანმიმდევრულობა სჭირდება.
მაშინ აუცილებელია, რომ იარაღის გამოყენებასთან და სიცოცხლის წართმევასთან დაკავშირებით, მოსეს კანონში არსებულ
სხვა გარემოებებსაც იგივე მიდგომით მიუდგეს.
მაგალითად, კანონი მოითხოვდა სიკვდილით დაესაჯათ უზნეო საქციელი, ჰომოსექსუალიზმი, მშობლების შეურაცხყოფა, კერპთაყვანისმცემლობა, სპირიტიზმი, განდგომილება, ცრუმოწმეობა, სისხლის
საკვებად გამოყენება, პასექის
დღესასწაულზე საფუვრიანი პურის გამოყენება და კიდევ მთელი რიგი სხვა დანაშაულები (გამოსვლა 12:14- 19; ლევიანები 17:10, 14;
20 თავი; მეორე რჯული 13:12-15; 22:20-25). თანაც, საყურადღებო ისაა, რომ ამ დანაშაულების გამო სასჯელები ღვთის ერის
შიგნით იყო გათვალიწინებული. არადა საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ დღევანდელი მორწმუნეების საკმაოდ დიდი რაოდენობაა დამნაშავე მსგავს დანაშაულებებში.
ასე რომ, თუ რომელიმე «ქრისტიანი»
სისხლისღვრის გამართლების მიზნით მოსეს კანონზე
დაყრდნობას ცდილობს, მაშინ რატომ ავლენს ის ასეთ შერჩევითობას? ძველი კანონი ერთნაირად ითხოვდა სასიკვდილო სასჯელს როგორც
ომში, ასევე მშვიდობიან პერიოდში, როგორც
წარმართების, ისე ებრაელების. ამიტომ თუ მისაბაძ მაგალითად ძველი ისრაელის ომებში მონაწილეობას იღებს, მაშინ, ასეთი «ქრისტიანი»
თავისი ეკლესიის შიგნითაც უნდა გამოდიოდეს
სიკვდილით დასჯის მოთხოვნით. თუ რომელიმე მისი თანამორწმუნე ამორალურ საქციელში აღმოჩნდება დამნაშავე - ესე
იგი, მოსეს კანონის თანახმად ის ქვებით
უნდა ჩაიქოლოს. რწმენა მიატოვა და სხვა რელიგიაში წავიდა — მასაც იგივე ხვედრი ელის. პასექის დროს მაღაზიაში ნაყიდი პურ-ფუნთუშეული ჭამა (ანუ საფუვრიანი) — ისევ იგივე განაჩენი ელის. და ასე შემდეგ
სიის მიხედვით...
«მითხარით, რჯულის ქვეშ
ყოფნის მოსურნენო, უსმენთ თუ არა რჯულს? (გალატელები 4:21)»
საჭიროა გვესმოდეს, რომ თუ მორწმუნე
მოსეს კანონს მიმართავს, მაშინ მას არ შეუძლია
იმის თქმა, რომ, «აი ეს მე მომწონს, აი ამას კი არ გავაკეთებ». კანონი იმ ყველაფრის შესრულებას ითვალისწინებს, რაც მასშია მოცემული:
«ხოლო ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ არიან, რადგანაც
დაწერილია:
„წყეულიმც იყოს, ვინც გამუდმებით არ ასრულებს ყველაფერს,
რაც ჩაწერილია წიგნში“» (გალატელები 3:10)
«რადგან ვინც იცავს მთელ რჯულს და მხოლოდ ერთში სცოდავს,
ყველაფერში შემცოდეა» (იაკობი
2:10)
რა თქმა უნდა, ნებისმიერ საღად
მოაზროვნე ქრისტიანს ესმის, რომ იესოს მოწაფეები
ასეთი პოზიციის დაკავებას არ დაიწყებენ. ქრისტიანულ კრებაში მოსეს კანონის წესების დადგენა — მსუბუქად რომ ვთქვათ, უგუნური და უცნაური
საქმეა. გარდა ამისა, ქრისტიანები მოსეს
კანონით კი არა, ქრისტეს კანონის თანახმად ცხოვრობენ (გალატელები 6:2; კოლასელები 2:14). ქრისტეს კანონს კი სისხლისღვრა და სიკვდილი კი არა, სიკეთე და მოწყალება მოაქვს:
«რადგან რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა» (იოანე
1:17)
ამ ფონზე ე.წ. «პრომილიტარულად»
განწყობილი მორწმუნეების პოზიცია, ძალიან უცნაურად
გამოიყურება. ერთის მხრივ ისინი ქრისტეს მიერ მათდამი გამოვლენილ მიტევებას და წყალობას მიესალმებიან და უხარიათ,
რომ ღვთის სიყვარულმა ისინი კანონის მხრიდან
სასიკვდილო სასჯელის საფრთხისგან იხსნა (გალატელები 3:13). მეორეს მხრივ კი — თავადვე გამოდიან იმ მოსამართლეების როლში, რომლებიც სიკვდილს უსჯიან, როდესაც ზუსტად იმავე კანონს
უბრუნდებიან, რათა სხვა ადამიანების მკვლელობაში
საკუთარი მონაწილეობა გაამართლონ (შეადარეთ იაკობი 4:12).
ასეთ შემთხვევაში თავისთავად
იბადება კითხვა: შეუძლია თუ არა მორწმუნეს, როგორც იტყვიან, ერთდროულად «ორ სკამზე დაჯდომა» — მოსეს კანონზეც და ქრისტეს კანონზეც? თუმცა ის თუ კვლავ იუდაური კანონის
მითითებებს იცავს, განა ის თვითონვე არ
ხდის საკუთარ თავს იმად, ვისაც წმინდა წერილი «იუდაურად
მცხოვრებლებს» უწოდებს (ἰ ουδαΐ ζω, გალატელები
2:14)?
აქ დროა ის გავიხსენოთ, თუ როგორი
რეაქცია ჰქონდა მოციქულ პავლეს იმ სამ ქრისტიანზე, რომლებიც მსგავს აზროვნებას დაჰყვნენ: მან ეს «თვალთმაქცობად» მიიჩნია,
რადგან დაინახა, რომ «წრფელი გზით როდი მიდი[ოდნენ] სახარებისეული
ჭეშმარიტებისკენ». შემდეგ კი მოციქულმა ისინი პირდაპირ ამხილა
«იუდეველებივით ცხოვრებაში» (გალატელები 2:13,14). ისე ხომ არ გამოდის,
რომ ის თანამედროვე
«ქრისტიანები», რომლებიც ქრისტეს
კანონის საპირისპიროდ იუდაური კანონის «საომარ» მითითებებს არიან ჩაჭიდებულნი და ზუსტად ასევე ახდენენ საკუთარი თავის პოზიციონირებას «იუდეველებივით მცხოვრებ» მორწმუნეებად?
დროა ის გაფრთხილება გავიხსენოთ, რომელიც
იესომ თავის მოწაფეებს მისცა:
«რადგანაც გეუბნებით
თქვენ: თუკი თქვენი სიმართლე არ აღემატა მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში» (მათე 5:20)
ეს სიტყვები უფალმა თავის იმ
მოციქულებს უთხრა, რომლებიც ჯერ კიდევ მისდევდნენ მამა-პაპისაგან მიღებულ აზროვნებას. და მკაცრად რომ ვთქვათ, როდესაც
იესოს მიწიერი ცხოვრების ბოლო საღამოს ჰკითხეს
მას: «უფალო, ხომ არ დავცეთ მახვილი?», ამ სიტყვებში ზუსტად ის იუდაური აზროვნება ირეკლებოდა, რომელიც მათ თავიდან
უნდა მოეცილებინათ (ლუკა 22:49). იესომ არ დააყოვნა
მათთვის რჩევის მიცემა და უთხრა:
«ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც
ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება» (მათე 26:52)
ფაქტი ფაქტად რჩება: ის «ქრისტიანები»,
რომლებიც მორწმუნეების სისხლისღვრაში მონაწილეობის
მხარეს იკავებენ, თავის ძირითად არგუმენტად მოსეს კანონს ხდიან. თანაც, სათანადოდ არც კი უღრმავდებიან იმას,
კონკრეტულად რას ამბობს კანონი ამ ყველაფრის შესახებ.
თუმცა, წმინდა წერილი დაფიქრებისკენ მოგვიწოდებს:
«ხოლო თქვენ, რჯულით რომ იმართლებთ თავს, უქრისტეოდ დარჩით და მოაკლდით მადლს... თუ სულით იარებით, რჯულის ქვეშ აღარა ხართ» (გალატელები 5:4,18)
რა არის ქრისტიანობა? ესაა —
გზა, რომელიც ადამიანს ღვთიური ქრინციპების გაგებასთან და ამ პრინციპების თანახმად ცხოვრებასთან აბრუნებს (1 კორინთელები
2:12-16). ღვთის თაყვანისმცემლები ათასწლეულების
განმავლობაში ღვთის გაგების იმ დონიდან გამომდინარე
ემსახურებოდნენ ღმერთს, რომელსაც ისინი იმ მომენტში ფლობდნენ. მათ მიმართ შეიძლება გამოყენებული იყოს შემდეგი ბიბლიური
ფრაზა «ვისაც რა მიაჩნდა სწორად, იმას აკეთებდა» (მსაჯულები 21:25, აქ). გარკვეულ
მომენტებში ღმერთი მნიშვნელოვან დათმობებზე
მიდიოდა ადამიანური «გულქვაობის» გამო (შეადარეთ მათე 19:8; მეორე რჯული
9:6).
ქრისტე — ღმერთთან დასაბრუნებელი
გზაა (იოანე 14:6). იესომ საკუთარი მაგალითით გვაჩვენა,
თუ როგორ აზროვნებას და ცხოვრების წესს მოელის ამიერიდან ზეციერი მამა ადამიანისგან (იოანე 13:15; 1 პეტრე 2:21). და
ზუსტად ამაში მდგომარეობს იმის ერთერთი
უმთავრესი მიზეზი, თუ რატომაა იესოს მოწაფეებისთვის, ძველი აღთქმისეული «კანონის მორჩილებაში» მყოფი მსახურებისგან განსხვავებით, მკვლელობებში და ომებში მონაწილეობა მიუღებელი.
ისინი იესოს პირად მაგალითს მიჰყვებიან,
რომელსაც არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ მოუსპია. და ასევე ცდილობენ ქრისტეს
კანონის მორჩილებას, რომელიც
იმისკენ აღგვძრავს, რომ
«მშვიდობისმყოფელები» ვიყოთ
და არა «კაცისმკვლელები» (მათე 5:9; 1 იოანე 3:15).
მოსეს კანონი ღვთის მსახურების
მხრიდან ძალადობის გამოყენებას უშვებდა, თუმცა
მკაცრად განსაზღვრავდა იმას, თუ რომელ კონკრეტულ სიტუაციებში (კანონის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ძველი თეოკრატიული
ისრაელის სახემწიფოს დაცვა) შეიძლებოდა
ამის გაკეთება. ამავდროულად მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ძველიაღთქმისეული ისრაელის დროსაც კი, ღმერთი თანდათანობით ამზადებდა
თავის ერს ამ საკითხთან დაკავშირებული მომავალი სერიოზული ცვლილებების გააზრებისთვის. ასეთი ცვლილებები კი პირდაპირ იყო დაკავშირებული მესიის სწავლებასთან. მაგალითად, წინასწარმეტყველი ესაიას
და მიქას პირით ღმერთი ხაზს უსვამდა, რომ «უკანასკნელ დღეებში» მისი ჭეშმარიტი მსახურები «მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან - ნამგლებს, ერი ერზე აღარ
აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის
ომს» (ესაია 2:4; მიქა 4:3. შეადარეთ ზაქარია
9:9,10).
საყურადღებო ისაა, რომ იესოს
ახალაღთქმისეული ქადაგება პრაქტიკულად ეგრევე იმ
დარიგებებით იწყება, რომლებიც მესიის მიდმევრებს მშვიდობისმყოფელობას ასწავლიდა და არა ომს. «ნეტარ არიან თვინიერნი... ნეტარ არიან მოწყალენი... ნეტარ არიან
მშვიდობისმყოფელნი...» — ამ სიტყვებით ღვთის ძე იმას უსვამს ხაზს, თუ როგორი თვისებებით უნდა გამოირჩეოდნენ ისინი, ვისაც მისი ჭეშმარიტი
მიმდევარი სურდა რომ გამხდარიყო (მათე
5:5,7,9). სამთო ქადაგებისას იესო პირველად საუბრობს ღვთის პრინციპების რჯულზე უპირატესობის შესახებ,
სულის — სიტყვაზე უპირატესობის შესახებ. და პირველი, რაზეც ის
ამ მიზნით ამახვილებს ყურადღებას, — ესაა მცნება
«არა კაც ჰკლა».
«თქვენ გსმენიათ წინაპართა
მიმართ თქმული: არა კაც ჰკლა; ხოლო ვინც
მოჰკლავს სამართალში უნდა მიეცეს. მე კი გეუბნებით
თქვენ: ვინც უმიზეზოდ ურისხდება
თავის ძმას, სამართალში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა, სინედრიონს
უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში ჩავარდეს»
(მათე 5:21,22)
ღვთის ძის გაკვეთილი ნათელია:
ქრისტიანს თუ სხვაზე
განრისხება ეკრძალება, მაშინ
მისი ხელით ჩადენილ რომელ მკვლელობებზე შეიძლება იყოს საერთოდ საუბარი?
გარდა ამისა, იესოს საყვარელმა
მოწაფემ, იოანემ, მკვლელობის ცოდვასთან დაკავშირებით
ერთმნიშვნელოვანი გაფრთხილება მოგვცა. იესოს ზემოთ მოყვანილ სიტყვებზე აშკარა აქცენტირებით, იოანე თავის თანამორწმუნეებს აფრთხილებს:
«ყველა, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; თქვენ კი იცით, რომ არცერთ კაცისმკვლელს არ აქვს საუკუნო სიცოცხლე, თვით მასშივე დამკვიდრებული» (1 იოანე
3:15)
შენიშნეთ, ახალი აღთქმა მკაფიო
მითითებას იძლევა მკვლელობის ცოდვის დაუშვებლობასთან
დაკავშირებით (შეადარეთ 1 პეტრე 4:15; გამოცხადება 21:8; 22:14,15). მოსეს კანონისგან განსხვავებით, რომელშიც ის
რიგი სიტუაციები იყო ჩამოთვლილი, რომლის
დროსაც ღმერთი ვინმესთვის სიცოცხლის წართმევის უფლებას იძლეოდა, ქრისტიანებისთვის ასეთი უფლება კატეგორიულად
უქმდება. ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრებისთვის
საკმაოდ ნათლად და არაორაზროვნადაა ნათქვამი: «არცერთ კაცისმკვლელს
არ აქვს საუკუნო სიცოცხლე»! სხვა სიტყვებით
რომ ვთქვათ, ქრისტიანებს მკვლელობის ჩადენის
არავითარი მიზეზი არ აქვთ! გამონაკლისის გარეშე. ეს —
ღვთის მიერ მოცემული პრინციპია,
რომელიც ქრისტეს ყველა ჭეშმარიტი მიმდევრისთვის
სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მოციქულის სიტყვებიდან ჩანს, ღმერთი
ასეთ ადამიანს გადარჩენის იმედს ართმევს.
მორწმუნის მხრიდან სხვა ადამიანების
მკვლელობისადმი უფლის ასეთი კაცრი დამოკიდებულება,
კერძოდ, იოანეს სახარების მე-8 თავში ჩაწერილი მისი სიტყვებითაა განპირობებული. აგრესიულად განწყობილ ფარისევლებთან
დისკუსიისას, იესომ მათ მისი მოკვლის სურვილში
დასდო ბრალი, შემდეგ კი ხაზი გაუსვა, რომ ასეთი სურვილები ეშმაკისგან მომდინარეობდა (იოანე 8:40,41). 44-ე მუხლში უფალი ეშმაკის
შესახებ პირდაპირ ამბობს: «დასაბამითვე კაცის მკვლელი
იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა». შესაბამისად, ის მორწმუნე,
ვინც ქრისტეს მითითებას არღვევს და სხვა ადამიანს
სიცოცხლეს ართმევს, ასევე «კაცისმკვლელი» ხდება, რითაც «კაცისმკვლელის» - ეშმაკის
მაგალითს ჰბაძავს და ჭეშმარიტებიდან გადადის.
მისთვის, ვინც იოანეს 8:44-ში
ჩაწერილ იესოს სიტყვებს კითხულობს, სასარგებლო
იქნება იმის ცოდნა, რომ მის მიერ გამოყენებულ სიტყვა «კაცის მკვლელს» (ბერძ. ανθρωποκτόνος) ბიბლია მხოლოდ ორჯერ იყენებს:
იოანეს 8:44-სა და 1 იოანეს 3:15-ში. ერთი
და იგივე მოციქულის მიერ დაწერილი ამ ორივე ადგილის განხილვის საშუალება გვქონდა ზემოთ. პირველ შემთხვევაში ეს სიტყვა
ეშმაკზე მიუთითებს როგორც მკვლელობების
წყაროზე; მეორე შემთხვევაში — მათ ხვედრს აღწერს, ვინც მის მაგალითს ჰბაძავს.
დავფიქრდეთ, რამდენი
ადამიანი დაღუპა იესომ თავისი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში? სახელმწიფოს რამდენი მტერი მოკლა
მან? რომელ «სამართლიან ომებში» მიიღო თვითონ
მონაწილეობა ან თავის მოწაფეებს მოუწოდა მათში მონაწილეობისკენ?
ჩვენთვის რთულია იესოს წარმოადგენა
იქნება ეს იუდეველი ნაციონალისტი- ზელოტების
არმიაში თუ რომაული ლეგიონის რიგებში. ზუსტად ასევე უგუნურება იქნებოდა იესოს ჩაფხუტში და კომუფლაჟში წარმოდგენა,
ავტომატით ხელში რომ ხოცავს ხალხს კონფლიქტის
«საპირისპირო მხარეს». პირიქით, ჯერ კიდევ მესიის დედამიწაზე გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე ღვთის სიტყვა წინასწარმეტყველურად იტყობინებოდა: «მშვიდობას გამოუცხადებს [ის] ხალხებს» (ზაქარია 9:10). ქრისტესა და მისი მოწაფეების ამოცანას არასოდეს არ წარმოადგენდა
ამ ქვეყნიერების ომებში და სისხლისღვრებში
მონაწილეობა.
«ქრისტეს დედამიწაზე ცხოვრებიდან
არ დარჩენილა... არც გამარჯვების მომტანი საომარი
კამპანიები და არც გადამწვარი ქალაქები და სოფლები. იესო მშვიდობიანი მქადაგებელი იყო, ის ღვთის სიტყვას ასწავლიდა»
(ვერნერ კელერი «ბიბლია როგორც ისტორია»).
«იესო ქრისტე სუფთა სულიერი და
მორალური საშუალებებით გამარჯვებას ასწავლიდა»
(«ბიბლიური ცნობარი», ჰენრი ჰელეი).
პილატესთან საუბრისას უფლის ძემ
აშკარად აჩვენა, რომ არც ის და არც მისი მსახურები არ თვლიან სწორად იარაღით ხელში საკუთარი ინტერესების დაცვას, მაშინაც
კი, თუ მათ საფრთხე ემუქრებათ:
«მიუგო იესომ: ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური; ამქვეყნიური რომ იყოს, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს. მაგრამ აწ ჩემი მეუფება
არ არის ამქვეყნიური» (იოანე 18:36)
რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია,
იესო თავის მიმდევრებს არა მხოლოდ იმას ასწავლიდა,
რომ აგრესიულები არ ყოფილიყვნენ, არამედ იმასაც დიდ ძალისხმევას ახმარდა, რათა მათი უსაფრთხოება უზრუნველეყო,
როდესაც მათ ისეთ სიტუაციებს არიდებდა,
რომლებშიც მათი სიცოცხლე შეიძლებოდა რისკის ქვეშ დამდგარიყო. ამის შესახებ
ის თავისი მამისადმი ლოცვაში საუბრობდა:
«როცა მათთან ვიყავი, შენი სახელით ვიცავდი მათ, ვინც მე მომეცი: დავიფარე ისინი და არცერთი არ დამიღუპავს» (იოანე
17:12)
ხოლო როდესაც მათთან
შეიარაღებული მტრები მივიდნენ, იესოს არა მარტო
წინააღმდეგობის გაწევის ორგანიზება
არ მოუხდენია თავისი მოციქულების სახით, არამედ
ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა მათ კონფლიქტი თავიდან აერიდებინათ და სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. მან თავის მოწინააღმდეგეებს
უთხრა:
«თუ მე მეძებთ, გაუშვით ესენი, წავიდნენ.
რათა აღსრულდეს სიტყვა, რომელიც ითქვა:
ვინც მე მომეცი, არც ერთი მათგანი
არ დამიღუპავს» (იოანე
18:8,9)
როდესაც პეტრემ მახვილი იშიშვლა,
რათა უსამართლობას შეწინააღმდეგებოდა, იესომ მაშინვე
აღკვეთა მისი მოქმედება გაფრთხილებით:
«ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება» (მათე 26:52)
ათწლეულების გასვლის შემდეგ,
უფალმა ყველა ქრისტიანისთვის ფაქტიურად იგივე პრინციპი
გაიმეორა, როდესაც თქვა:
«ვისაც ყური აქვს, ისმინოს. ვისაც ტყვე მიჰყავს, არც თვითონ ასცდება ტყვეობა,
ვინც მახვილით კლავს, თვითონაც
მახვილით მოკვდება; ესაა წმიდათა მოთმინება და რწმენა» (გამოცხადება 13:9,10)
დღეს თუ ესმით იესოს ამ გაფრთხილების
იმ «მორწმუნეებს», რომლებიც პრომილიტარულ განწყობილებას ავლენენ და იმ მოსაზრებას იცავენ,
რომ
«ქრისტიანებმა» ხელში იარაღი უნდა აიღონ? აქვთ თუ არა მათ «ყური»,
რომ
«ისმინონ»? სამწუხაროდ, ისეთი
სამწუხარო სურათი იხატება, რომელიც სრულიად
შეესაბამება ღვთის იმ წინასწარმეტყველურ გაფრთხილებას, რომელსაც იესო თავის სიტყვებში ციტირებდა:
«ყრუებო,
ისმინეთ! ბრმებო, იყურეთ, რომ დაინახოთ! ვინ არის ჩემი მორჩილივით ბრმა და ყრუ ჩემი მოციქულივით, მე რომ გავგზავნე?
ვინ არის ბრმა ჩემი გამოსყიდულივით და ბრმა
უფლის მორჩილივით? ბევრი გინახავს და არ შეგინახავს; სასმენელი ღია გაქვს და არ გესმის»
(ესაია 42:18-20)
როდესაც ჭეშმარიტი
ქრისტიანებისთვის ომებში და მკვლელობებში მონაწილეობის დაუშვებლობაზე საუბრობდა, უფალმა სრულიად გამართლებულად დაამატა: «ესაა წმიდათა მოთმინება
და რწმენა» (გამოცხადება 13:10). ეს ასეა,
იმიტომ რომ ზუსტად ისეთ პირობებში, როდესაც ქრისტიანები დაწყებული სამხედრო კონფლიქტების თვითმხილველები ხდებიან, მათგან
ისე
როგორც არასდროს მოითხოვება თავდაჭერილობისა
და რწმენის შენარჩუნება. ქრისტიანს თავდაჭერილობა
სჭირდება, რათა არ დაჰყვეს ყბადაღებულ ნაციონალურ-პატრიოტულ
პროპაგანდას. რწმენა კი — რათა აბსოლუტური ნდობა
გააჩნდეს ზემოთ განხილული ქრისტეს მითითებებისადმი და იმ სურვილებს არ დაჰყვეს, რომ საკუთარი ემოციების კარნახს აჰყვეს (იგავები
28:26; იერემია 17:9).
კიდევ ერთ საკითხზე დავფიქრდეთ.
უფალი თავის მიმდევრებს ერთმანეთს შორის მშვიდობის
შენარჩუნებასა და გამრავლებას ასწავლის. თანაც ეს ღვთიური მშვიდობა რომელიმე ეროვნულ პირობებზე არ არის დამოკიდებული
(ფილიპელები 4:7). მაგალითად, ღვთის სიტყვა გვარიგებს:
«ამრიგად, შეგაგონებთ მე, ტყვე უფლისა,
მოიქეცით იმ ხმობის ღირსად, რომლითაცა ხართ ხმობილნი.
მთელი ქედმოდრეკილობით და თვინიერებით, დიდსულოვნებითა და სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი. ეცადეთ მშვიდობის
საკვრელით შეინარჩუნოთ სულის ერთობა» (ეფესოელები 4:1-3)
«თვინიერება თქვენი,
დაე, იცოდეს ყოველმა კაცმა» (ფილიპელები 4:5)
თუმცა, ქრისტიანები თუ სახელმწიფოებს
შორის არსებულ კონფლიქტებში აღმოჩნდებიან ჩათრეულნი,
განა შეიძლება იმის თქმა, ისინი წმინდა წერილის ზემოთ მოყვანილ დარიგებებს შეესაბამებიან? არა უბრალოდ არ შეესაბამებიან,
არამედ ზუსტად პირიქით: ყველა მათი «კეთილი
ზნე-ჩვევა» აუცილებლად გაიხრწნება (1 კორინთელები 15:33). ის ყველაფერი, რაზეც ადამიანში ღვთის სული შრომობდა,
ყველაზე უმოკლეს ვადაში მტვრად იქცევა და
ადგილს «ხორცის საქმეებს» დაუთმობს (გალატელები 5:15-26).
ბიბლიის თანახმად, «ეს უკანასკნელი ყოფა უწინდელზეც უარესია»:
«რადგან თუ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის
იესო ქრისტეს შემეცნების წყალობით ამქვეყნიური ბილწებისგან განრისხებულნი კვლავ იმავე ბილწებით ისვრებიან
და დაიძლევიან, მათთვის ეს უკანასკნელი ყოფა უწინდელზეც უარესია.
უჯობდათ საერთოდ არ შეეცნოთ გზა სიმართლისა, ვიდრე შეცნობის
შემდეგ უკუქცეულიყვნენ მათთვის მიცემული წმიდა მცნებისგან. სწორედ მათზე თქმულა
მართალი ანდაზა: ძაღლი მიუბრუნდა
თავის ნარწყევს და ნაბანი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა»
(2 პეტრე 2:20-22.
შეადარეთ მათე 12:43-45)
თუმცა ამაზე უარესი
ისაა, რომ უკვე ცალკე აღებული მორწმუნეების პირადი
სულიერ/ხორციელი მდგომარეობის საკითხი აღარ დგება. ასეთ სიტუაციებში საქმე უკვე პირადად მათ სიცოცხლეს ეხება! ეს აუცილებლად
დაკავშირებულია ერთმანეთთან: იარაღის ხელში აღებით, რათა «საკუთარი» პოლიტიკური სისტემის ინტერესები დაიცვას
«უცხო» პოლიტიკურ სისტემასთან
ბრძოლაში, მორწმუნე ბრძოლას მართავს ზუსტად ისეთივე
«თანამორწმუნე ძმასთან», თუმცა უკვე კონფლიქტის სხვა მხრიდან. რადგან ისიც ზუსტად ასეთივე სიატუაციაში იმყოფება: მან თავს
უფლება მისცა «საკუთარი» სისტემის დასაცავად
დამდგარიყო «უცხო» სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში. და თითოეულ მათგანს მიაჩნია, რომ ამისათვის ერთგვარი საფუძვლიანი
გამამართლებელი მიზეზები გააჩნია. ამგვარად
«ქვეყნიერება» ორივე «მორწმუნეზე» იმარჯვებს, რადგან მათ აიძულებს იგნორირება გაუკეთონ უფლის ცნობილ დარიგებებს
«სიყვარულის, თავმდაბლობის, მოკრძალების, მოთმინებისა და სიყვარულის»
შესახებ. რადგანაც შეუძლებელია, თან ომში მიიღო მონაწილეობა და, ამავდროულად «მშვიდობის
საკვრელით შეინარჩუნოთ სულის ერთობა». გარდა ამისა, ასეთი «მორწმუნეები»
აუცილებლად მიმართავენ იარაღს ერთმანეთისკენ, რათა ერთმანეთი დახოცონ.
ამით კი უფლის განკითხვას იმსახურებენ:
«ფრთხილად იყავით: შეიძლება სულაც ამოჭამოთ
ერთმანეთი» (გალატელები 5:15)
«ამით იცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი:
ვინც არ იქმს სიმართლეს და ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, ღვთისაგან
არ არის იგი. რადგანაც ეს არის უწყება, რომელიც გსმენიათ
დასაბამიდან, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი. ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა»
(1 იოანე 3:10-12)
მაშ ასე, რას ფიქრობს
ღმერთი იმის შესახებ, შეუძლია თუ არა ქრისტიანს ომებში მონაწილეობის მიღება? ახალი აღთქმა აბსოლუტურად მკაფიო პასუხს გვცემს
ამ კითხვაზე.
«რადგან, თუმცა ხორციელად
დავდივართ, ხორციელად არ ვიბრძვით. რადგან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი... არ არის» (2 კორინთელები 10:3,4)
დასკვნა: თუ ქრისტიანები კიდეც მონაწილეობენ
«ომში», ამას «ხორციელად» არ აკეთებენ, ანუ
ფიზიკური იარაღით არ იბრძვიან. მათი «იარაღი ხორციელი... არ არის», არამედ სულიერია
(მუხლები 4-6. შეადარეთ
იერემიას 23:29; 2 კორინთელები 6:7; ებრაელები
4:12).
ეფესოელების 6:11-17-ში კვლავ იმის განმარტებას
ვხვდებით, თუ უშუალოდ ვისთან შეუძლიათ «ბრძოლა» ქრისტიანებს და ვისთან არა. და რაც ასევე მნიშვნელოვანია — უშუალოდ როგორი «იარაღის» ტარება შეუძლიათ ქრისტეს მოწაფეებს.
«შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს,
რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის
საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ
წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ
იდგეთ. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, ფეხთ კი მზადყოფნა
ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. ამასთან, იფარეთ რწმენის
ფარი, რომლითაც შესძლებთ
ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და
სულის მახვილი, რომელიც
არის ღვთის სიტყვა»
(ეფესოელები 6:11-17)
ასევე:
«ხოლო ჩვენ, რაკი დღის ძენი ვართ, ვიფხიზლოთ
და შევიმოსოთ აბჯარი რწმენისა და სიყვარულისა და ჩაფხუტი ხსნის სასოებისა» (1 თესალონიკელები 5:8)
დასკვნა: უფალი ძალიან მკაფიოდ ამბობს
— ქრისტიანები ბრძოლას «სისხლის და ხორცის წინააღმდეგ არ» აწარმოებენ, ანუ სხვა ადამიანების წინააღმდეგ არ იბრძვიან.
მათი ბრძოლა
«ეშმაკის წინააღმდეგ»
და «უკეთურ სულთა წინააღმდეგაა» მიმართული, ანუ დემონების წინააღმდეგ, რაც იმას ნიშნავს,
რომ მათი ბრძოლა
სულიერია. «ღვთის სრული საჭურველი»
— პირდაპირი გაგებით
ადამიანური იარაღი არ არის. «საჭურველში» ქრისტიანული სიწმინდე იგულისხმება. ფიზიკური ფარის ნაცვლად — რწმენა. საბრძოლო
ჩაჩქანის ნაცვლად — გადარჩენის იმედი. და არც ქრისტიანის მახვილია
ფიზიკური, არამედ
«სულიერია», რომელიც არის ღვთის სიტყვა.
თითქოსდა, იესოს იმ დარიგებების
იგნორირება, რომლებიც მორწმუნეებს იმისკენ მოუწოდებენ, რომ აგრესიულები კი არა, მშვიდობისმყოფელები იყვნენ, შეუძლებელია. ღვთის ძის პირადი მაგალითი და მისი სწავლებებიც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებენ ჭეშმარიტი ქრისტიანების ქვეყნიურ საომარ კონფლიქტებში მონაწილეობის დაუშვებლობაზე.
მრავალრიცხოვანი ისტორიული ფაქტებიც
იმაზე მეტყველებენ, რომ ადრეული ქრისტიანების
პირველი თაობები ერთმნიშვნელოვნად ამბობდნენ უარს ომებში მონაწილეობაზე. და მიუხედავად ამისა, სამწუხარო რეალობას წარმოადგენს თანამედროვე «ქრისტიანთა» უმრავლესობის მხრიდან
მისი სიტყვებისთვის წაყრუების კატეგორიული
სურვილი, ვისაც ისინი თავის მოძღვარს უწოდებენ. და კვლავ წმინდა წერილში
ნათქვამი მეორდება:
«ეს ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი
გული შორსაა ჩემგან. ამაოდ მადიდებენ...» (მათე 15:8,9; ესაია 29:13)
ღვთის სამეფო
თუ ქვეყნიერების სამეფო?
რას ვერ აცნობიერებენ ის მორწმუნეები, რომლებიც
საომარი კონფლიქტების პირობებში
იარაღის ხელში აღებას იჩქარიან,
რათა «საკუთარი სახელმწიფოს სამართლიან დაცვაში
ჩაერთონ»? პირველ რიგში ისინი ქრისტეს აზრების მსვლელობას ვერ სწვდებიან (ფილიპელები 2:5). იესოსთვის აშკარა იყო, რომ
«ქვეყნიერების ყველა სამფო» «ამ წუთისოფლის ღმერთს» ეკუთვნოდა (მათე 4:8,9; იოანე 12:31; 14:30;
16:11; 2
კორინთელები 4:4; [ახალი გადამუშავებული
გამოცემა 2015] ეფესოელები 2:1,2). ზუსტად
ეშმაკს და ასევე დემონებს — «ცისქვეშეთის უკეთურ სულებს»
— წმინდა წერილი ისე მოიხსენიებს, როგორც
იმ რეალურ «მთავრობებს», «ხელმწიფებებსა» და «ამ ბნელი
საწუთროს მპყრობელთ», რომლებიც იმ უბედურებებში და ტანჯვაში არიან დამნაშავე, რომლებსაც მთელი კაცობრიობა ხვდება (ეფესოელები
6:12).
როდესაც ეშმაკი ღვთის ძეს სცდიდა,
მან განაცხადა:
«მოგცემ შენ ყოველივე
ამის ხელმწიფებას და დიდებას, ვინაიდან
მე მაქვს მოცემული,
და ვისაც მინდა,
მას მივცემ» (ლუკა
4:6)
ამავდროულად იესო არ შეპასუხებია,
რომ თითქოსდა ეშმაკი იტყუებოდა და სასურველს
სინამდვილედ წარმოაჩენდა. ან ასეთ შემთხვევაში ეს რაღა გამოცდა იქნებოდა ღვთის ძისათვის? იესომ იცოდა, რომ
სატანის განაცხადი რეალობას შეესაბამებოდა და მას შესაბამისი
პასუხიც გასცა.
და მართლაც, იმის გაგება, თუ
სინამდვილეში ვინ მართავს მსოფლიოს იქიდან შეიძლება,
რა მდგომარეობაშიც ეს ქვეყნიერება იმყოფება (იგავები 28:15; 1 პეტრე 5:8). წმინდა წერილი ეშმაკს «ურჩხულს» ეძახის,
რომელიც «თავის ძალას, თავის ტახტს და უსაზღვრო
ხელმწიფებას» აძლევს პოლიტიკურ სისტემას, რომელიც ჯერ კიდევ მის კონტრილქვეშ მყოფ ქვეყნიერებაში არსებობს
(გამოცხადება 12:9; 13:2,3).
ეს აზრი სრულიად ნათლადაა ასახული
1 იოანეს 5:19-ში. ბიბლიის საპატრიარქოს გამოცემაში
აღნიშნული ტექსტი ცოტა არ იყოს აბსტრაქტულადაა წარმოდგენილი, მასში მხოლოდ «ბოროტებაა» ნახსენები. თუმცაღა
პირველწყაროების ბერძნულ ტექსტებში, განსახილველ და მის წინა მე-18 მუხლებში
მოხსენიებულია ერთი და იგივე სიტყვა
«ბოროტი», «ცბიერი», რაც პირდაპირ მიუთითებს კონკრეტულ სულიერ ბოროტ
არსებაზე (შეადარეთ ასევე 1 იოანე 2:13,14; 3:12). ამიტომ სხვა ენებზე შესრულებული მრავალი სხვა თარგმანი 1 იოანეს 5:19-ში მოცემულ
განსახილველ მუხლს გაცილებით ზუსტი მნიშვნელობით გადმოსცემს:
«მთელი ქვეყნიერება ცბიერის ძალაუფლებაშია» (Новый русский перевод)
«მთელი ქვეყნიერება — ბოროტის ძალაუფლებაშია» (перевод РБО)
«მთელი ქვეყნიერება — ეშმაკის ძალაუფლებაშია» (перевод
Кулаковых)
«მთელი ქვეყნიერება ცბიერის ძალაუფლებაში იმყოფება»
(перевод Библейской Лиги, ERV)
«მთელი ქვეყნიერება ცბიერის ძალაუფლებაში იმყოფება»
(Cовременный перевод, WBTC)
«მსოფლიო მთლიანობაში ცბიერის ძალაუფლებაში იმყოფება»
(перевод епископа Кассиана)
«მთელი მსოფლიო ბოროტის ძალაუფლებაშია» (Еврейский Новый Завет)
«მთელი მსოფლიო ბოროტის
ძალაუფლებაში ძევს» («Брит Хадаша». Еврейский
переводНового Завета, NEW)
«მთელი ქვეყნიერება — წყეულის ხელშია»
(перевод Русского Библейского Центра)
ამგვარად, ბიბლია გვასწავლის,
რომ მთელი ქვეყნიერება ეშმაკისა და მისი დემონების ძალაუფლებაში იმყოფება (შეადარეთ დანიელი 10:13,20). თავის მხრივ ეს
იმას ხდის ნათელს, თუ რატომ ამბობდა იესო: «ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური» (იოანე 18:36). ზუსტად ამავე მიზეზის გამო არიგებდა ღვთის ძე
თავის მიმდევრებსაც, რომ მის მსგავსად,
ისინიც არ ყოფილიყვნენ «ამ ქვეყნისანი» (იოანე 8:23; 17:14-16. შეადარეთ 1 იოანე 2:15-17).
აქედან ლოგიკური დასკვნა გამომდინარეობს:
ქრისტიანები თუ ამ ქვეყნიერების ბოროტი საქმეებისგან ახდენენ დისტანცირებას,
მაშინ ისინი არც ამ ქვეყნიერების შიდა კონფლიქტებში დაიწყებენ მონაწილეობის მიღებას.
იესოს მიზანს უღვთო ქვეყნიერების
დაცვა არ წარმოადგენდა, მისი როგორღაც რეფორმირება,
მოდერნიზება. ის არ ცდილობდა ამ სისტემის არსებობის პირობებში სამართლიანობის დადგენას. პირიქით, მან იცოდა,
რომ უღვთო სისტემა აუცილებლად მიაღწევს
თავის დასასრულს და ადგილს ღვთის სამეფოს დაუთმობს (ფსალმუნები 2:8,9; მათე 6:10;
გამოცხადება 19:15).
ამასთანავე, როგორც ბიბლია ამბობს,
«იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა
სამეფოს» გამონაკლისის გარეშე (დანიელი
2:44). ზუსტად ამიტომ აწარმოებდა იესო სულიერ
ბრძოლას ამ ქვეყნიერებასთან და თავისი მოწაფეებისგანაც იგივეს მოელოდა, რის შესახებაც
მათ პირდაპირ მიუთითებდა :
«აწ განისჯება
ეს ქვეყანა» (იოანე 12:31)
«ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანას»
(იოანე 16:33)
«რადგანაც
ყველა, ვინც ღვთისაგან არის შობილი, სძლევს ამ ქვეყანას» (1 იოანე 5:4)
როდესაც ქრისტიანს
გათვითცნობიერებული აქვს, რომ არსებულ უღვთო ქვეყნიერებაში
არცერთი ისეთი ქვეყანა არ არსებობს, რომელსაც თუნდაც პირობითად შეიძლება «თეოკრატიული» ეწოდოს, რომელსაც ღმერთი
მართავს და რომელიც მთლიანად ღვთის ერთგულია,
შეუძლებელია ამან არ იმოქმედოს სახელმწიფოებს შორის ომებისადმი მის დამოკიდებულებაზე. ქრისტეს
ჭეშმარიტი მოწაფისათვის პირველ პლანზე იწევს არა ერუვნულ-პატრიოტული
კრიტერიუმები, არამედ ღვთის მოწონების მიღებისკენ
სწრაფვა. და როდესაც გარშემო «საკუთარი» პოლიტიკურ- ადმინისტრაციული სისტემის ერთგულების მოწოდებები გაისმის, ქრისტიანს
ახსოვს, რომ მისთვის ჭეშმარით ორიენტირს
წარმოადგენს — არა ადამიანების თვალსაზრისი, არამედ ბიბლიური
პრინციპები. ქრისტეს მოწაფისთვის ეროვნული და სახელმწიფოებრივი განსხვავებები
უკანა პლანზე გადადის და ადგილს ღვთის სამეფოს პრიორიტეტებს უთმობს.
«რაკიღა უკვე შემოიძარცვეთ ძველი კაცი მისი ყოველი საქმითურთ,
და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლდება
შემეცნებით მისი შემოქმედის ხატად, სადაც არ არის ბერძენი
და იუდეველი, წინადაცვეთილობა თუ წინადაუცვეთელობა, ბარბაროსი, სკვითი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში» (კოლასელები 3:9-11.
შეადარეთ რომაელები 10:12;
გალატელები 3:28)
ღვთისთვის თუ «არ არის [არც] ბერძენი და იუდეველი, ...ბარბაროსი [და] სკვითი», და ადამიანის ქრისტესადმი კუთვნილებას მისთვის გაცილებით დიდი მნიშვნელობა
გააჩნია, ვიდრე ეროვნულ იდენტობას,
მაშინ გონების როგორი განწყობა უნდა გამოარჩევდეს
ამ მხრივ ჭეშმარიტ ქრისტიანს? ამ შეკითხვაზე პასუხს აბრაამისა და მისი ოჯახის
მაგალითი წარმოადგენს, რომელთა
შესახებაც მოციქული პავლე შემდეგს წერს:
«[ისინი] აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყნად. რადგანაც ასე მეტყველნი
ცხადყოფენ, რომ სამშობლოს
ეძებენ. ის სამშობლო
რომ ხსომებოდათ, საიდანაც
გამოვიდნენ, მოასწრებდნენ იქ მიბრუნებას მაგრამ
ისინი უკეთესი, ესე იგი, ზეციური სამშობლოსაკენ ილტვოდნენ. ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია მათ ღმერთად იწოდებოდეს, რადგანაც თვითონ განუმზადა ქალაქი მათ» (ებრაელები 11:13-16)
აბრაამისა და მისი შინაურებისთვის,
რომელთა რწმენა და ღვთისადმი მორჩილებაც ქრისტიანებისთვის
მისაბაძ მაგალითად სახელდება, მათი «სამშობლო» საკრალური მნიშვნელობის მატარებელი არ იყო. მათ «აზრადაც კი არ მოსდიოდათ» იმის
სურვილი, რომ საკუთარი თავი როგორღაც დაეკავშირებინათ
მასთან. და ჩვენ გვესმის რატომ. რადგან
ღვთის მიერ მიცემული დაპირების იმედი ჰქონდათ, ისინი აჩვენებდნენ, რომ
«უკეთესი, ესე იგი, ზეციური სამშობლოსაკენ
ილტვოდნენ». როგორც შედეგი, მათი პოზიცია ღვთის მოწონებას
იმსახურებდა: «ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია მათ ღმერთად იწოდებოდეს» (ებრაელები 11:14,16).
ებრაელების 11:13-ში ყურადღებას
იქცევს მასში გამოყენებული ბერძნული სიტყვა "ξένοι", რომელიც
«ხიზნებადაა» ნათარგმნი. პირდაპირი
გაგებით კი ამ სიტყვას «უცხოს»,
«გარეშეს» მნიშვნელობა აქვს. ამ მნიშვნელობის
ცოდნა კიდევ უფრო აძლიერებს იმ აზრს, რომლის
მიტანაც სურს უფალს თავის ჭეშმარიტ მსახურებამდე. ქრისტიანებისთვის ღვთისგან გაუცხოებული ეს ქვეყნიერება «საკუთარი»
ვერ იქნება. ამ ქვეყნიერების ბოროტი
საქმეები, სამხედრო კონფლიქტებისა და მკვლელობების ჩათვლით, შეუძლებელია ქრისტეს მიმდევრების საქმიანობის სფეროს წარმოადგენდეს. ასეთი პოზიცია მათთვის იმდენად დამახასიათებელი
უნდა ყოფილიყო, რომ თვითონ ქვეყნიერება მოეპყრობოდა ქრისტიანებს როგორც «უცხოებსა» და «ხიზნებს». თუმცა, განა ამაზე არ ლაპარაკობდა იესო, როდესაც იმას უსვამდა
ხაზს, რომ არც ის და არც მისი მოწაფეები არ იყვნენ «ამქვეყნისანი»?
ამგვარად, თუ ქრისტიანები, აბრაამის
მსგავსად, «ამბობენ საკუთარ თავზე, რომ ისინი
ხიზნები და უცხონი არიან დედამიწაზე»
და ასევე, «უკეთესი...სამშობლოსაკენ ილტვოდნენ», მაშინ
განა ღმერთი იმას არ მოელის, რომ მათ თავისი ეროვნული
«სამშობლოების» მიმართ ზუსტად
ისეთივე დამოკიდებულება ექნებათ, როგორიც აბრაამს ჰქონდა?
კერძოდ, მათ ამისკენ
ბიბლიაც მოუწოდებს, როდესაც
ამბობს:
«რადგანაც არა გვაქვს აქ მკვიდრი ქალაქი, არამედ მომავლის ქალაქს ვეძებთ» (ებრაელები
13:14)
«[ღვთის] მოშიშებით გალიეთ თქვენი
ხიზნობის ყავლი... გევედრებით როგორც მწირთა და მსხემთ, თავი შეიკავეთ ხორციელ გულისთქმათაგან, რომელნიც
აღიძვრიან სულის წინააღმდეგ.» (1 პეტრე 1:17; 2:11,12)
დასკვნა აშკარაა. ქრისტიანები
- ამ ქვეყნიერებისთვის «უცხონი» არიან, რომლებიც
პოლიტიკური სახემწიფოების ინტერესებს კი არა, ზეციურ
მოქალაქეობას ეძებენ. თუმცა,
«მორწმუნის» პოზიცია თუ მასში მას ააშკარავებს, ვინც «შეიყვარა ეს საწუთრო», მაშინ დროა იესოს
გაფრთხილება გაიხსენოს, რომელმაც თქვა, რომ ასეთები «არ არიან მისი ღირსები» (2 ტიმოთე 4:10; მათე 10:37).
«ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ იქცეოდეთ
ისე, როგორც თავიანთი გონების
ამაოებით იქცევიან წარმართნი. გონებადაბნელებულნი და საღმრთო
სიცოცხლისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო» (ეფესოელები 4:17,18)
«...განა ხორციელნი არა ხართ?» (1 კორინთელები 3:3)
როგორც ზემოთ უკვე ვახსენეთ,
ქრისტეს მიმდევრები შვიდობისმყოფელები უნდა იყვნენ.
«თქვენი ურთიერთობა ყველასთან მშვიდი იყოს და წმიდა, რის გარეშეც ვერავინ
იხილავს უფალს» (ებრაელები 12:14)
თანაც, იესომ განსაკუთრებით ეს თვისება გამოარჩია, როგორც ჭეშმარიტი
«ღვთის ძეების» ნამდვილი ნიშანი
(მათე 5:5,7,9,45; ლუკა 10:5). ქრისტეს სწავლების
თანახმად, ისინი, ვინც მართლა მიეკუთვნებიან ზეციერ სამეფოს, «გულმოდგინედ ცდილობენ მშვიდად იცხოვრონ» (1 თესალონიკელები 4:11). იესოს მაგალითის მიყოლით,
ისინი შურს არ იძიებენ და ბოროტების სანაცვლოდ
ბოროტებით არ უხდიან (მათე 5:38-48; ლუკა
6:27-36; 1 პეტრე 2:21-23). ის აზრი, რომ ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევარი არასოდეს გადაუხდის იგივეთი მათ, ვინც
მას ბოროტებას უკეთებს, მთელ ახალ აღთქმას
წითელ ზოლად გასდევს. გთავაზობთ ყურადღება
მიაქციოთ ქვემოთ მოყვანილ, ქრისტიანთათვის განკუთვნილ დარიგებებს:
«ბოროტის წილ
ნურავის მიაგებთ ბოროტს; ეცადეთ კეთილი უყოთ ყველას.
თუკი შესაძლოა თქვენის მხრივ, მშვიდობისმყოფელნი იყავით ყოველი კაცის მიმართ. თქვენი თავისთვის თვითონვე
ნუკი იძიებთ შურს, საყვარელნო, არამედ ადგილი დაუთმეთ
ღვთის რისხვას, რადგანაც
დაწერილია: „ჩემია შურისგება
და მე მივაგებ, - ამბობს უფალი“. ამრიგად,
თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე;
თუ მწყურვალია, წყალი ასვი: რადგანაც
ამით მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე. ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით
სძლიე ბოროტი» (რომაელები 12:17-21)
«თვალი ფხიზლად გეჭიროთ, რომ ბოროტის წილ არავინ მიაგოს ვინმეს ბოროტი, არამედ ყოველთვის ეძებდეთ სიკეთეს როგორც ერთურთის, ისე ყველას მიმართ»
(1 თესალონიკელები 5:15)
«ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ;
გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ.
გვაყივნებენ და ვანუგეშებთ; თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ყველას მიერ ნაქელი მტვერი» (1 კორინთელები 4:12,13)
«ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც გინებას
გინების წილ, არამედ აკურთხეთ წინააღმდგომნი,
ვინაიდან იმისთვისა ხართ ხმობილნი, რომ კურთხევა
დაიმკვიდროთ» (1 პეტრე 3:9)
შემდეგ რამეზე დავფიქრდეთ: მშვიდობისმყოფლად
ყოფნის აუცილებლობის შესახებ ახალი აღთქმისთვის
ასე დამახასიათებელი მითითებები, რომლებიც მოგვიწოდებს, რომ ყველაფრის მიუხედავად გავაგრძელოთ მტრის თავდასხმებზე
სიყვარულით, ლოცვითა და კურთხევით პასუხის
გაცემა — ეს ქრისტეს მოწაფის პირადი სურვილის საკითხია? შეუძლია თუ არა ნამდვილ ქრისტიანს ამის თქმა: «იესოს დარიგებებიდან
ზოგიერთებს მივყვები, ზოგიერთებს კი არა»?
ან: «მხოლოდ იმას დავიცავ, რაც მომწონს». ან: «ქრისტეს მცნებებს მხოლოდ მანამდე მივყვები, სანამ ამაში ხელს არაფერი მიშლის.
თუმცა თუ განსაცდელები დაიწყება, მაშინ...».
მისი ნების შესრულებისადმი მორწმუნის ასეთი უცნაური
მიდგომა ღმერთს ვერ დააკმაყოფილებს. ღვთის მცნებებისადმი მორჩილება — ეს რესტორნის მენიუდან სასუველი კერძის არჩევის
საკითხი როდია. ქრისტიანი არ დაიწყებს იესოს
ზოგიერთი სიტყვების მკაფიო ფერებით გამოკვეთას და სხვა სიტყვების გადახაზვას, როგორც თავისთვის მოუხერხებელის.
და მაშინაც კი, თუ ქრისტიანის გარშემო არსებული საზოგადოება ომის მდგომარეობაში აღმოჩნდება,
ეს არაფერს არ ცვლის მის გულითად გადაწყვეტილებაში, რომ მშვიდობისმყოფელი დარჩეს და არა მეომარი. «დაჟინებული [იყავი] დროულად
და უდროოდ»,
— ამბობს ცნობილი პრინციპი (2 ტიმოთე 4:2, ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985). თუმცა, «მორწმუნე» თუ სრულიად საპირისპიროდ იქცევა
— მზად არის შური იძიოს, დაწყევლოს და მოკლას კიდეც — მაშინ ღვთის
თვალში ის თვითონვე ართმევს თავს მის მიმდევრად და მსახურად
წოდების უფლებას.
«რადგანაც თუ გეყვარებათ
თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? ... ანდა თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეთ, უჩვეულოს რას სჩადიხართ? განა
ასევე არ იქცევიან წარმართნიც?» (მათე 5:46,47)
«ხოლო თუ გულში მწარე შური და შუღლი გიძევთ, ნუ იქადით და გვიყალბებთ ჭეშმარიტებას. არ არის ეს ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, არამედ მიწიერია, მშვინვიერი და ეშმაკეული. ვინაიდან სადაც არის შური და შუღლი, იქვეა შფოთი და ყოველი ბოროტი საქმე. ხოლო ზეგარდმო
გადმოსული სიბრძნე, უწინარეს
ყოვლისა, წმიდაა, მერე - მშვიდი, თვინიერი, მორჩილი, მოწყალებითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო. სიმართლის
ნაყოფი მშვიდობით ითესება
მშვიდობისმყოფელთათვის.» (იაკობი
3:14-18)
მათი მხრიდან ქრისტეს სწავლებებთან
არსებული დისონანსი, რომლებიც თავის მის მიმდევრებად
გამოცხადებას ცდილობენ, მემგონი, უკვე აღარავის უკვირს. ადამიანი მშვიდობის და სიყვარულის შესახებ იესოს სიტყვებს
სთანხმდება, ლოცულობს, შემდეგ კი ახალ აღთქმას
ჩანთაში მალავს და იგივე ხელებით ავტომატს იღებს. რით აიხსნება თანამედროვე ქვეყნიერებისთვის ასე დამახასიათებელი
«ქრისტიანის» სახე, რომელიც სრულიად არაქრისტიანულად
იქცევა? ვარაუდების გამოთქმაზე დროის დაკარგვა არც კი გვჭირდება, რადგან პასუხს თავად იესო გვცემს.
ამ მიზნით იოანეს სახარების მე-6
და მე-8 თავებში მოყვანილ თვალსაჩინო მაგალითს
განვიხილავთ. მე-6 თავში აღწერილია უამრავი ხალხი, რომლებიც იესოში აღთქმულ მესიას ხედავენ, «მას ეძებენ», მას მიჰყვებიან,
თავის «მოძღვარს» უწოდებენ, აქებენ და მისი
მეფის ხარისხში ხილვაც კი სურთ (მუხლები 15,24,25). თითქოსდა, ადამიანთა ამ მასებს, რომლებიც იგივე ფარისეველებისგან განსხვავებით
იესოს ღვთისგან წარმოგზავნილად აღიარებენ,
სავსებით შეგვიძლია «მორწმუნეები» ვუწოდოთ. მაგრამ თვითონ ქრისტე თუ აღიარებდა მათ თავის ჭეშმარიტ მიმდევრებად? მიუხედავად
ყველა მათი, თითქოსდა, აშკარა თავგამოდებული
ქმედებებისა, იესო საპირისპიროს ამბობს: თქვენ «არ გწამთ» (იოანე 6:36,
64). იესოსთან ათასობით
ადამიანი მიდიოდა, მაგრამ
ის, რაც მათ «რწმენად»
მიაჩნდათ, ქრისტეს თვალში ნამდვილ რწმენას
არ წარმოადგენდა. რატომ? იმიტომ რომ მისადმი
მათი «რწმენა» პირადად მათ პირობებზე იყო
აგებული. ყველაფერს, რაც ამ პირობით საზღვრებს სცდებოდა, ავტომატურად თავიდან იცილებდნენ როგორც რაღაც ზედმეტს და უსარგებლოს.
იესო ხედავდა, რა იყო ასეთი
«მოწაფეების» გულებში (იოანე 2:24,25; 6:64). ამიტომ მათ პირდაპირ აგრძნობინა, თუ რა უნდა შეეცვალათ საკუთარ აზროვნებაში, მისი ნამდვილი მიმდევრები რომ გამხდარიყვნენ — არა
საკუთარ თვალში, არამედ ღვთის თვალში. როგორი იყო მათი რეაქცია?
«ბევრმა მისმა მოწაფემ
ამის გაგონებისას თქვა: მკაცრია
ეს სიტყვა; ვის შეუძლია მისი მოსმენა?» (იოანე
6:60)
მსგავსი «მოწაფეების» სიტყვები,
მათსავე წინააღმდეგ გაჟღერებული დამოწმება გამოდგა. მათი რწმენა «პირობებზე» იყო აგებული — ჩვენ იესოსგან მხოლოდ იმას
ვიღებთ, რაც ჩვენთვისაა მისაღები, ხოლო
იმას, რაც ჩვენს ჩამოყალიბებულ არჩევანს ეწინააღმდეგება, არ მივიღებთ. იესოს დარიგება მათი «ცდუნების»
და შემდგომი «დრტვინვის» საბაბი გახდა (მუხლი 61).
«ამის შემდეგ ბევრი მოწაფე ჩამოშორდა და აღარ მისდევდა
მას» (იოანე 6:66)
იოანეს სახარების მე-8 თავში
ჩვენ სხვა მსგავს სურათს ვხედავთ, როდესაც იესო იმ იუდეველებს მიმართავს «რომლებმაც ირწმუნეს იგი» (იოანე
8:31). და ზუსტად
ისევე ე.წ.
«მორწმუნეები» მხოლოდ საკუთარი
პირობებით მორწმუნეები აღმოჩნდნენ. როგორც კი მესიამ მათი ყუარადღება ისეთ რამეზე გაამახვილა, რაც მისი სწავლებებისადმი დამოკიდებულებაში მათ უნდა შეეცვალათ, ამას იმის
უარყოფის დაუყოვნებელი რეაქცია მოჰყვა,
რაც მათი შეხედულებების სისტემაში ვერ ჯდებოდა.
მაშ ასე, ზემოთ გაჟღერებული კითხვა
გავიმეოროთ: რა აიძულებდა (და, სამწუხაროდ, დღესაც
აიძულებს) «მორწმუნეებს», რომ იესოსადმი «რწმენასთან» ერთად უარი ეთქვათ რიგ მის ნათელ დარიგებებზე? პასუხი: ღვთის წინაშე თავმდაბლობის არარსებობა და მათი სიამაყე,
საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა და ქვეყნიური აზროვნება.
იესომ მორწმუნეების მიერ მისი
სიტყვების მიღების პირობები დაასახელა, ამასთან
ერთად კი ის მიზეზებიც, რომელთა გამოც ზოგიერთები უნაყოფონი აღმოჩნდებოდნენ ჭეშმარიტ რწმენაში:
«ყველა, ვინც უსმენს მამას და სწავლობს, ჩემთან მოვა» (იოანე
6:45)
«თუ ჩემს სიტყვაში დამკვიდრდებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ» (იოანე 8:31)
დასკვნა ნათელია: იესოსთვის მისი
ჭეშმარიტი მოწაფეები ისინი არ არიან, ვინც მხოლოდ მისადმი თავის რწმენას აღიარებს, რეგულარულად დადის ეკლესიაში, მას ფსალმუნებს უმღერის და «ალილუიას» გაიძახის. თავის ნამდვილ
მიმდევრებს ღვთის ძე მხოლოდ მათ უწოდებს,
ვინც იმ ყველაფერს სწავლობს, რასაც იესო ამბობს, შემდეგ
კი მუდმივად მისი სიტყვების ერთგული რჩება!
ქრისტეს ამ მნიშვნელოვანი მოთხოვნისადმი
შეუსაბამობა, როგორც მისი სიტყვებიდან შეგვიძლია დავრწმუნდეთ, მორწმუნის სტატუსის ნივერილებას ახდენს.
«რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს
კი არ ასრულებთ?» (ლუკა 6:46)
ამავდროულად ადამიანის მხრიდან
იმის მზადყოფნის არარსებობა, რომ იესოს სწავლებები
მიიღოს და საკუთარი შეხედულებები მისი სიტყვების თანახმად შეცვალოს, ზუსტად ეს წარმოადგენს იმის შედეგს რომ ღვთის
სული ასეთი ადამიანების გულებსა და გონებაში
სათანადო შრომას არ სწევს. იესომ
ამაზეც გაამახვილა ყურადღება, როდესაც თქვა:
«ჩემი სიტყვა ვერ
ეტევა თქვენში... რატომ არ
გესმით ჩემი ნათქვამი? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ყური უგდოთ ჩემს სიტყვას» (იოანე
8:37,43)
ბერძნულ
ტექსტში ეს სიტყვები
ასე ჟღერენ: «ჩემი სიტყვა თქვენში ვერ აღწევს... რატომ ვერ იაზრებთ ჩემს სიტყვებს? იმიტომ რომ არ შეგიძლიათ
ჩემი სიტყვის მოსმენა». სამწუხაროდ, «მორწმუნეებს» თავმდაბლობა არ გააჩნდათ და ამიტომ არ შეეძლოთ ქრისტეს სიტყვების მიღება.
«მათ არასოდეს
არ ჰქონიათ მისი სიტყვების რეალურად
მიღების სურვილი» (კლეონ ლ. როჯერსი «ახალი აღთქმის ბერძნული ტექსტის
ახალი ლინგვისტური და ეკზეგეტური გასაღები»)
როგორც შედეგი, ეს უზარმაზარ
განსხვავებას ააშკარავებდა ერთის მხრივ იესოსა და მის ჭეშმარიტ მოწაფეებს შორის, და «მორწმუნეთა» მასებს შორის — მეორეს
მხრივ. მთელ თავის ე.წ. «რწმენასთან» ერთად
ეს უკანასკნელები როგორც იყვნენ, ასევე აგრძელებდნენ
ქვეყნიური სულის მატარებელ ხალხად ყოფნას, ღვთის ორგული ქვეყნიერების ნაწილად.
«და უთხრა მათ: თქვენ ქვენანი ხართ, ხოლო მე ზენათაგანი; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, ხოლო მე - იმქვეყნიური» (იოანე 8:23)
მორწმუნე ადამიანის მიერ იესოს
ყველა სიტყვის მიღებისთვის მზადყოფნის აუცილებელ
პირობას, ღვთის სულის მოქმედებისათვის მისი გახსნილობა წარმოადგენს. როგორც შედეგი, თუ ღვთის სიტყვების სრული დოზით
მიღებისთვის არ არის მზად, ეს ასეთ «მორწმუნეში»
სულის არარსებობის პირდაპირი მაჩვენებელია. ღვთის ძემ ამ აშკარა ურთიერთდამოკიდებულებაზეც გაამახვილა ყურადღება, როდესაც
თქვა:
«სიტყვები, მე რომ გითხარით,
სული არის და სიცოცხლე. მაგრამ ზოგიერთ თქვენგანს
არა სწამს»
(იოანე 6:63,64)
მსგავსი
პრინციპია ასახული ასევე მოციქული პავლეს სიტყვებშიც:
«ვინც ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის
ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის
საუკუნო სიცოცხლეს» (გალატელები 6:8)
გალატელების მიმართ მიწერილი
წერილის მე-5 თავში პავლე ერთმანეთთან აპირისპირებს
«სულის ნაყოფს» და «ხორცის საქმეებს». ერთსაც და მეორესაც შეუძლია მორწმუნეების ერთმანეთისგან გამორჩევა. მოციქული
თვალნათლივ განმარტავს თუ რითაა განპირობებული
მორწმუნეების მიერ «სულიერი ნაყოფის» გამოღების შესაძლებლობა «ხორციელი საქმეების» საპირიაპიროდ. წმინდა წერილის
თანახმად, ჭეშმარიტად სულიერად დაბადებული
ადამიანისთვის სხვა დანარჩენთან ერთად დამახასიათებელი იქნება «სიყვარული, მშვიდობა, სიკეთე,
თავშეკავება, თვინიერება»
— ანუ ის ქრისტიანული თვისებები,
რომელთა შეძენა და განვითარებაც მხოლოდ მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი.
«სიმართლის ნაყოფი მშვიდობით ითესება
მშვიდობისმყოფელთათვის» (იაკობი 3:18)
და პირიქით,
თუ «მორწმუნეს» «მტრობა, შუღლი...,რისხვა,
სიძულვილი..., მკვლელობა» ახასიათებს, მაშინ ასეთების შესახებ პირდაპირაა ნათქვამი: «ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს» (გალატელები 5:19-23).
სხვანაირად თუ ვიტყვით, ღვთის თვალში ასეთებს
ქრისტიანები არ ჰქვიათ.
დასკვნა აშკარაა:
მორწმუნე ადამიანი «სულიერია» თუ ჯერ კიდევ
«ხორციელი» რჩება, მხოლოდ და მხოლოდ მისი რეალური «ნაყოფის»,
«საქმეების» საშუალებით ჩანს. ადამიანი
თუ უხვ «სულიერ ნაყოფს» იძლევა, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მას ღვთის წმინდა სული აქვს, რომელიც მასში ღვთისთვის სასურველ
ცვლილებებს ახდენს და ქრისტესთვის დამახასიათებელი
თვისებების არეკვლის საშუალებას აძლევს - სიყვარულის, მშვიდობისა და სიკეთის. და პირიქით, «მორწმუნე» თუ «ხორციელი
საქმეების» კეთებას განაგრძობს,
მტრობაში და დავაში ერთვება და სიძულვილსა და
მკვლელობებს ამართლებს, ის ისე იქცევა, როგორც ღვთისგან გაუცხოებულ ქვეყნიერებაშია მიღებული.
კერძოდ, «მკვლელობა»
ბიბლიაში თავისთავად «ხორცის საქმედაა» მოხსენიებული (გალატელები 5:21). როგორც
შედეგი, ასეთი ადამიანის არავითარ «წმინდა სულით დაბადებაზე» არ შეიძლება ლაპარაკი
იყოს. ეს აბსოლუტურად ნათელია: ასეთი
«მორწმუნეები» სულით არ ცხოვრობენ,
იმიტომ რომ ის უბრალოდ არ აქვთ. ზუსტად ამაზე
ამახვილებს ყურადღებას მოციქული პავლე, როდესაც უფლის ჭეშმარიტ მსახურებს
მოუწოდებს:
«ხოლო მათ,
ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. თუ სულით
ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ»
(გალატელები 5:24,25)
იგივე აზრია ასახული მოციქული
იოანეს სიტყვებშიც:
«იმით გავიგებთ, რომ შევიცნეთ იგი, თუ დავიმარხავთ მის მცნებებს. ვინც
ამბობს, რომ შეიცნო იგი, მაგრამ
არ იმარხავს მის მცნებებს, ცრუა და
ჭეშმარიტება არ არის მასში. ხოლო
ვინც იმარხავს მის სიტყვას, მასში ჭეშმარიტად აღსრულებულა ღვთის სიყვარული; ამით შევიცნობთ, რომ მასში ვართ. ვინც ამბობს,
რომ მასში რჩება, ისე უნდა იაროს, როგორც იარებოდა იგი» (1 იოანე 2:3-6)
«არცერთ მათგანს, ვინც მკვიდრობს მასში, არ შეუცოდავს: არცერთ შემცოდეს არ უხილავს და არ შეუცვნია
იგი. შვილებო, ნურავინ გაცთუნებთ; სიმართლის
მოქმედი მართალია, როგორც ის არის მართალი. ცოდვის ჩამდენი ეშმაკისაგან არის,
რადგანაც დასაბამიდან ეშმაკი სცოდავს; მიტომაც მოგვევლინა ძე ღვთისა,
რომ დაერღვია ეშმაკის საქმენი. ღვთისაგან
შობილი არავინ სცოდავს,
ვინაიდან მასში რჩება ღვთიური თესლი,
და არ შეუძლია სცოდოს, რადგანაც
ღვთისაგან არის შობილი. ამით იცნობიან
ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი:
ვინც არ იქმს სიმართლეს და ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, ღვთისაგან არ არის იგი.» (1 იოანე 3:6-10)
თავის სხვა წერილში მოციქული
პავლე კვლავ მიუთითებს
მათ პრობლემაზე, რომლებიც
საკუთარ თავს მხოლოდ უწოდებდნენ «ქრისტიანებს» და წმინდა სულის ხელმძღვანელობას არ მიჰყვებოდნენ:
«მე არ შემეძლო,
ძმებო, ისე მელაპარაკა თქვენთან, როგორც სულიერ ხალხთან, არამედ
გელაპარაკებოდით როგორც ხორციელთ, ან როგორც ჩვილებს ქრისტეში. რძით
გზრდიდით და არა საჭმლით, ვინაიდან არც მაშინ შეგეძლოთ მეტის ატანა და არც ახლა შეგიძლიათ. იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი
ხართ, ვინაიდან თუ თქვენს შორის დღესაც შური და დავაა, განა ხორციელნი არა ხართ და ისევე არ იქცევით, როგორც საერთოდ იქცევიან
კაცნი?» (1 კორინთელები 3:1-3)
მოციქული პავლეს ეს სიტყვები
ძალიან კარგან ხსნიან იმას, თუ რატომ შეუძლიათ მათ, ვინც საკუთარ თავს «ქრისტიანებს» უწოდებენ, ამავდროულად სრულიად არაქრისტიანული პოზიციის დაკავება. ამის მიზეზი
ისაა — რომ ასეთ პირებს მოვლენებისთვის
ღვთის თვალით შეხედვის თვისება (და, კერძოდ, არც სურვილი) არ გააჩნიათ.
საკუთარი თავის «ქრისტიანად» ნომინალური პოზიციონირება, ადამიანს
იესოს ჭეშმარიტ მიმდევრად ვერ აქცევს.
ქრისტეს ნამდვილ მოწაფეში ბუნებრივი და უწყვეტი
პროცესი — «[მასში] ქრისტეს ჩამოყალიბებაა» (გალატელები 4:19, ახალი ქვეყნიერების თარგმანი). ადამიანის ტენდენცია საკუთარი თავი
«ქრისტიანად» გამოაცხადოს და ამავდროულად
იგნორირება გაუკეთოს ქრისტიანულ პრინციპებს, უფალში ისეთ რეაქციას იწვევს,
რომელიც მან მომდევნო,
მე-20 მუხლში აღწერა,
«აღარა მესმის რა თქვენი».
ასეთ მორწმუნეებში ომებსა და
მკვლელობებზე ქრისტეს თვალსაზრისის გადაღების სურვილის
არარსებობა აუცილებლად იწვევს იმას, რომ ისინი ამ ქვეყნიერების შეხედულებების გადაღებას იწყებენ, ანუ «ისევე
... იქცევი[ან], როგორც საერთოდ იქცევიან
კაცნი». მათი საქციელი და საუბარი პრაქტიკულად აღარაფრით განსხვავდება იმისგან, რაც ამ ქვეყნიურ ადამიანებს ახასიათებთ.
ისინი იმას ლაპარაკობენ, რაც ამ ქვეყნიერებაშია მიღებული,
და ქვეყნიერება მათ ისე იღებს, როგორც თავისიანებს.
«ისინი ქვეყნისანი არიან, ამიტომ ქვეყნისას
იტყვიან და ქვეყანაც
უსმენს მათ. ჩვენ კი ღვთისაგან
ვართ; ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს,
ხოლო ვინც ღვთისაგან
არ არის, არ გვისმენს ჩვენ. ამით შევიცნობთ სულს ჭეშმარიტებისას და სულს
ცთომისას.» (1 იოანე 4:5,6)
«განა ხორციელნი არა ხართ და ისევე არ იქცევით, როგორც საერთოდ იქცევიან
კაცნი?» (1 კორინთელები 3:3)
«მემრუშენო, ნუთუ არ იცით, რომ ამ
ქვეყნის სიყვარული მტრობაა
ღვთისა? ამიტომ ვისაც სურს ამ ქვეყნის
მოყვარე იყოს, ღვთის მტრად იქცევა» (იაკობი 4:4)
იესოს გაფრთხილების თანახმად, მსგავსი «მორწმუნეების» მიერ ქვეყნიური აზროვნების შეთვისება ისეთ მდგომარეობას მიაღწევს, რომ მათ ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრების სიკვდილშიც კი დაედებათ ბრალი. თანაც,
ასეთი ადამიანები, «რომლებიც საკუთარი
სინდისით არიან დამწვრები», სრულად იქნებიან იმაში დარწმუნებულები, რომ ისინი ღვთის მოსაწონ საქმეს აკეთებენ (1
ტიმოთე 4:2, ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985). იესომ
ამის შესახებ ასე თქვა:
«აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება
ღმერთს. ამას იზამენ
იმიტომ, რომ ვერც მამა იცნეს და ვერც მე» (იოანე
16:2,3)
ქვეყნიერება, რომელსაც «ბოროტი»
აკონტროლებს, ყოველეჭვგარეშე გააგრძელებს ქრისტიანის
აზროვნებაზე ზემოქმედების მცდელობებს მასში «რწმენის» სუროგატული ვარიანტის ჩამოყალიბების მიზნით. ამიტომ
უფალი კატეგორიულად მოუწოდებს მორწმუნე
ადამიანს, რომ «გააზრებული წმინდა მსახურება» აღუსრულოს (რომაელები 12:1, ახალი ქვეყნიერების თარგმანი).
და აქ როგორ არ გავიხსენოთ ქრისტეს მკაცრი გაფრთხილება,
რომელიც მან ერთერთ თავის მოწაფეს მისცა, რომლის აზროვნებაც უფლის აზროვნებისგან
სრულიად განსხვავებული იყო?
«გამშორდი, სატანა! ჩემი საცთური ხარ! რადგან ღმერთისას
კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას» (მათე 16:23)
«ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას,
არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული»
(რომაელები 12:2)
რა თქმა უნდა, იმ თემებში, რომელიც
შეეხება საკითხს «დასაშვებია თუ არა ქრისტიანების
ომებში მონაწილეობა?», პრომილიტარული პოზიციის მომხრეები საკუთარი შეხედულებების მტკიცებულებების პოვნას ცდილობენ. მიუხედავად
ამისა, მსგავსი «მტკიცებულებები» მრავალფეროვნებით
არ გამოირჩევა და პრაქტიკულად წინასწარ
პროგნოზირებადია. ალბათ, ყველა მსგავსი მოსაზრებების ყველაზე დამახასიათებელი და ამასთანავე სუსტი მხარე
— ესაა ნებისმიერი სახის ახალაღთქმისეული
პირდაპირი მითითებების სრული არარსებობა, რომელიც ქრისტიანებს ასეთ უფლებას მისცემდა. ეს კი თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ძველი აღთქმა იმის საკმარისი რაოდენობის მაგალითებს შეიცავს, როდესაც ღმერთი ან მისი მიწიერი მსახურები პირდაპირ
საუბრობენ ღვთის მტრებთან ბრძოლების შესახებ.
ამავდროულად ღმერთი უშუალოდ ხელმძღვანელობს ასეთ
ქმედებებს და იმ ისრაელიანებს აკურთხებს, რომელიც მის ხელმძღვანელობას მიჰყვებიან. როგორც ზემოთ უკვე განვიხილეთ, ომის წარმოების უფლება მკაფიოდ იყო გაწერილი თვითონ იმ კანონში, რომელიც ღმერთმა ისრაელიანებს მისცა.
თუმცა ვერაფერ ამის მსგავსს ვერ ვხედავთ ქრისტიანულ კრებასთან მიმართებით.
ქრისტეს კანონი, რომელიც მრავალ
მნიშვნელოვან მითითებებსა და პრინციპებს შეიცავს, ამავდროულად აბსოლუტურად უარყოფს ქრისტიანების ომებში მონაწილეობის იდეას.
ახალ აღთქმაში ვერსად ვხვდებით იმის მაგალითებს, რომ უფალს ქრისტიანებისთვის ამის მსგავსი რა ეთქვას: «ჯარი შეკრიბეთ»,
«მტერი გაანადგურეთ», «ხმლით გაანადგურეთ»,
«ცეცხლში დაწვით» ან კიდევ როგორმე, იმის მსგავსად,
როგორც ძველ აღთქმაშია მოცემული მსგავსი ფრაზები. ღმერთი არსად ამბობს, რომ ქრისტიანების მეშვეობით ის ცოდვილებზე
შურს იძიებს. ის ქრისტეს მოწაფეებს არ აძლევს
«ომის წარმოების წესდებას», როგორც ეს ძველიაღთქმისეული ისრაელის შემთხვევაში იყო. ახალაღთქმისეულ წერილებში ჩვენ ვერ ვპოულობთ საზეიმო ჰიმნების ვერცერთ მაგალითს რეალური მტერი-წარმართების
მახვილის ძალით დამარცხების აღსანიშნავად,
თუმცა ძველ აღთქმაში მსგავსი მაგალითები ჩვეულებრივი
საქმეა. ყოველივე ეს იმის მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანის ცხოვრებისა და მსახურებისთვის ომისა და სისხლისღვრის იდეა უცხოა.
ამ აშკარა ფაქტების შედავება
პრომილიტარული პოზიციის მომხრეებისთვის უკიდურესად
რთულია. რაიმე სახის პირდაპირი ახალაღთქმისეული მითითებების მოყვანა ქრისტიანებისთვის ომში მონაწილეობის
შესაძლებლობასთან დაკავშირებითაც სრულიად
შეუძლებელია. ამიტომ «გასამხედროებული ქრისტიანობის» გასამართლებელი მთელი არგუმენტაცია, მხოლოდ და მხოლოდ
ცალკეული მუხლების სხვაგვარად
განმარტების მცდელობებზეა აგებული, რათა მათ როგორმე
ორაზროვანი მნიშვნელობა შესძინონ. ქვემოთ მსგავს მაგალითებს განვიხილავთ და შევეცდებით გავიგოთ, რამდენად
საფუძვლიანია ისინი ბიბლიის შუქში.
1) ალბათ, ქრისტიანთა ომში მონაწილეობის
დასაცავად ყველაზე ხშირად გამოყენებადი არგუმენტი, იოანეს
15:12,13-ში მოცემული იესოს სიტყვების თავისებური განმარტებაა —
«ეს არის
ჩემი მცნება, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. არავისა აქვს იმაზე
დიდი სიყვარული, ვინც სულს
დადებს თავისი მეგობრისთვის». შემდეგ ამას იესოს ამ სიტყვების იმგვარად ახსნის
მცდელობა მოსდევს, ვითომდა უფალი თავისი
მოწაფეებისგან ომში სიცოცხლის მსხვერპად გაღებას გულიხმობდა. ქრისტეს სიტყვების ასეთი გაგების უსაფუძვლობა უკვე იქიდან
ჩანს, რომ ის საერთოდ არაფერს არ ამბობს
ომზე. მაშინ რაზე ლაპარაკობს? პასუხს ისევ მოციქული იოანე გვაძლევს, თუმცა უკვე თავის სხვა წერილში:
«ყველა, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; თქვენ კი იცით, რომ
არცერთ კაცისმკვლელს არ აქვს საუკუნო
სიცოცხლე, თვით მასშივე დამკვიდრებული. იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან თავისი სული დადო ჩვენთვის; ჩვენც გვმართებს ძმებისათვის სულის დადება. ვისაც სიმდიდრე არ აკლია ამ ქვეყნად, მაგრამ გაჭირვებული ძმის შემყურე გულს იხშობს მისთვის,
როგორღა დაემკვიდრება მასში ღვთის
სიყვარული? შვილებო, გვიყვარდეს, მაგრამ არა სიტყვით და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით...
მისი მცნება კი ისაა, რომ გვწამდეს მისი ძის იესო ქრისტეს
სახელით და, როგორც გვამცნო, გვიყვარდეს ერთმანეთი» (1 იოანე 3:15-18,23)
როგორც ვხედავთ, იოანე იესოს
სიტყვებს შეგვახსენებს, რომელიც მოწაფეებს აღძრავდა ისევე ჰყვარებოდათ ძმები, როგორც ისინი თვითონ ქრისტეს უყვარდა.
და ყველაზე ძლიერ რაში გამოვლინდა იესოს
სიყვარული? იოანე ორივე ტექსტში ერთი და იგივეს შესახებ წერს: იესომ საკუთარი სიცოცხლე გაიღო ადამიანებისთვის.
შეკითხვა: მან ომში გაიღო თავისი სიცოცხლე?
მტრებთან ბრძოლისას მოკვდა? ან განა იესომ ძმების გულისთვის «მტრების სულების» გაღებისკენ მოუწოდა? არანაირად. უფალს
არცერთი სული არ დაუღუპავს, არცერთი ადამიანი
არ მოუკლავს. მან ადამიანებისთვის საკუთარი სიცოცხლე გაიღო და არა სხვისი.
გარდა ამისა, მოციქულმა იოანემ,
ღვთის ძის მსხვერპლის მაგალითის სახით მოყვანამდე, წინა მე-15 მუხლში ჩვენთვის უკვე ნაცნობი გაფრთხილება წარმოთქვა: «არცერთ კაცისმკვლელს არ აქვს საუკუნო სიცოცხლე». უკვე მხოლოდ ეს მითითება გვიჩვენებს, რომ იესოს სიტყვები მცირედითაც კი
არ გულიხმობდა ქრისტიანების ომებში და მკვლელობებში
მონაწილეობას. ქრისტიანების სიყვარული საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად გაღებაში ვლინდება
და არა სხვების სიცოცხლის.
2) მომდევნო მუხლი, რომელსაც ჩვეულებრივ
«მილიტარისტული ქრისტიანობის» იდეის მომხრეებს მოჰყავთ
— ლუკას 3:14-ია. მასში მოყვანილია იოანე ნათლისმცემლის სიტყვები,
რომლებიც მან იმ ჯარისკაცების მისამართით თქვა, რომლებსაც წინასწარმეტყველი არ განიკითხავს სამხედრო სამსახურის გამო. თუმცა,
უცნაური იქნებოდა, იოანეს რომ ის მისია აეღო თავზე, რომელიც
იესოს უნდა შეესრულებინა.
რა თქმა უნდა, იოანე არ ასწავლიდა
იმას, რომ ღვთის მსახურებს ხელში იარაღი არ უნდა
აეღოთ, თუმცა ის არც სხვა მრავალი მცნების შესახებ ასწავლიდა, რომლებიც ქრისტიანებმა შემდგომ მხოლოდ და მხოლოდ იესოსგან
მიიღეს. მკაცრად რომ ითქვას, იოანე კლასიკურ
«ძველაღთქმისეულ» წინასწარმეტყველად რჩებოდა, იმის მიუხედავად, რომ მესიის თანამედროვე იყო. თავად მისი მსახურების
სახე — სპეციფიური გარეგნობა და საკვების
არჩევანი — ამის ნათელ მტკიცებულებას წარმოადგენდა (მათე 3:4; ლუკა 7:33). გარდა ამისა, როგორც ახალი აღთქმიდან
ჩანს, იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები, მესიის
მოწაფეებთან შედარებით, ცალკე ჯგუფს შეადგენდნენ, ამასთანავე ხშირად მათი შეხედულებებიც განსხვავდებოდა ერთმანეთისგან (მათე 9:14; 11:2- 6; საქმეები
19:1-7).
წინასწარმეტყველი იოანეს ამოცანას
საერთოდ არ წარმოადგენდა კაცობრიობისთვის ახალი
კანონის მიცემა. თანამედროვე ქრისტიანები ქრისტეს კანონით ხელმძღვანელობენ და არა «იოანეს კანონით», რომელსაც არც უარსებია
და ვერც იარსებებდა (გალატელები 6:2). იოანე
ნათლისმცემელი მხოლოდ და მხოლოდ «გზის გამამზადებელი» იყო, რომელსაც ებრაელები მისი მოსვლისთვის უნდა მოემზადებინა, ვინც მესია
გახდებოდა (მალაქია 4:5,6; ლუკა 3:16; იოანე
1:26,27). ფაქტობრივად ზუსტად ამაში მდგომარეობდა მისი ერთადერთი ამოცანა, რომელიც მისთვის ღმერთმა განსაზღვრა. ზუსტად
ამიტომ იმის მოშველიება, რომ იოანე ნათლისმცემელმა
ისრაელიანებს შორის ახალი მცნებები არ გააჟღერა, მათ შორის ომთან დაკავშირებით, უკიდურესად
უცნაურია.
3) მომდევნო
განსახილველი მუხლია - რომაელების 13:4 —
«რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ.». ოპონენტების არგუმენტი
შემდეგნაირად ჟღერს: თუ მმართველები, რომლებიც
«ხმალს» ფლობენ,
«ღვთის მსახურებს» წარმოადგენენ
და სიკეთეს ემსახურებიან, ესე იგი, «ხმლის» გამოყენება
ქრისტიანებისთვისაც დასაშვებია.
სახეზეა
ბიბლიის ტექსტისადმი უყურადღებო მოპყრობა. იმაში, ბიბლია «კეისარს» რომ
«ღვთის მსახურს» უწოდებს,
ახალი არაფერია. აუცილებლობის შემთხვევაში ღმერთი თავის
«მსახურებად» წარმართ ხელისუფლებსაც
კი იყენებდა (ესაია 10:5,6; იერემია 27:6-8). მაგალითად, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის შესახებ ღმერთი
არაერთხელ საუბრობს
როგორც «თავის მსახურზე» (იერემია
25:9; 27:6; 43:10). გარდა ამისა, ღმერთი პირდაპირ მიუთითებს, რომ ბაბილონის მმართველს მახვილს ჩაუდებს ხელში, რათა მისი
მეშვეობით მტრები დასაჯოს:
«გავუმაგრებ მკლავს ბაბილონის
მეფეს და ხელში მახვილს მივცემ»
(ეზეკიელი 30:24. შეადარეთ 32:10-12)
«ურო ხარ ჩემთვის - საბრძოლო იარაღი» (იერემია
51:20)
ასევე სპარსეთის წარმართ მეფეზე
ღმერთი ისე საუბრობს, როგორც «ჩემი მწყემსი»,
«ყოველ სურვილს შემისრულებს» და «თავისი ცხებული»
(ესაია 44:28; 45:1).
ასე რომ, ღმერთი თუ წარმართ
ხელისუფლებს უწოდებდა თავის «მსახურებს» და
«ცხებულებს», ხოლო მათ «მახვილებს»
ბოროტების ჩამდენთა დასასჯელად იყენებდა, ნიშნავს
თუ არა ეს, რომ თვითონ ეს ხელისუფლებები ღვთის წინაშე საკუთარ პასუხისმგებლობას აცნობიერებდნენ ან ჭეშმარიტი ღვთისადმი მსახურებას სათანადო ადგილზე აყენებდნენ? არანაირად. ისინი
კვლავ წარმართებად რჩებოდნენ. მათ ღმერთი
თუ იყენებდა კიდეც, ისიც მხოლოდ საკუთარი ნების აღსასრულებლად და იმ აუცილებელი წესრიგის მხარდასაჭერად, რომლის
პირობებშიც იმ დროს მის ერს უწევდა არსებობა.
ზუსტად ეს პრინციპი უნდა გვახსოვდეს
რომაელების 13:4-ში ჩაწერილი ცნობილი სიტყვების
განხილვის დროსაც. ღმერთი ზუსტად ასეთივე სახით უწოდებს წარმართ ხელისუფლებას «თავის მსახურებს», რომელთა
ხელშიც «ხმალია». თუმცა ამავდროულად
ღმერთი იმაზე არაფერს ამბობს, რომ ასეთი «ხმალი» ქრისტიანებსაც უნდა ჰქონდეთ. «ხმლის» ფლობა და გამოყენება,
როგორც რომაელების 13:4-დან გამომდინარეობს,
მხოლოდ და მხოლოდ «კეისრის» პრეროგატივას წარმოადგენს. და ეს სრულიად ლოგიკურია. ღმერთი ქვეყნიურ ხელისუფლებებს საზოგადოებაში სათანადო წესრიგის დაცვის უფლებას აძლევს, რითაც
ისინი ქვეყნის მოქალაქეების, და მათ შორის
ქრისტიანების, უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. იგივე მოციქული პავლე სარგებლობდა რომაული კანონმდებლობით, რათა საკუთარი თავი დაეცვა უსაფუძვლო თავდასხმებისა თუ აგრესიული ბრბოებისგან,
რომელთაც მისი მოკვლა სურდათ (საქმეები
16:35-39; 21:30-40; 22:22-29; 25:10- 12,15,16). კერძოდ, პავლემ დაცვის უზრუნველსაყოფად «ხმლის» მატარებელ ხელისუფლებას
მიმართა, როდესაც მოწინააღმდეგეების მხრიდან
მასზე თავდასხმა მზადდებოდა (საქმეები 23:12-33). მიუხედავად ამისა, მოციქული არ მოუწოდებდა თავის თანამორწმუნეებს «დაცვითი რაზმების»
ორგანიზებისკენ ან იარაღით ხელში «ხმლის»
მფლობელთან
გაერთიანებისკენ, რათა საკუთარი
უსაფრთხოება უზრუნველეყოთ. ზუსტად ამიტომ პავლეს
სიტყვებში არანაირი დაპირისპირება არ არის ქრისტიანულ პოზიციასთან სისხლისღვრაში არმონაწილეობის შესახებ.
ასეთივე პრინციპს აჟღერებს მოციქული
პეტრეც. ის ხაზს უსვამს, რომ ხმლით დასჯის უფლება ღმერთმა
მხოლოდ «კეისარს» მისცა:
«ღვთის გულისათვის, დაემორჩილეთ კაცთა ყოველგვარ
ხელმწიფებას, გინდა მეფეს, როგორც უზენაეს
მბრძანებელს, გინდაც მთავრებს,
როგორც მის მიერ წარმოგზავნილთ ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილის მოქმედთა საქებად»
(1 პეტრე 2:13,14)
თანაც, ქრისტიანებმა მზადყოფნით
უნდა აღიარონ «კეისრის» ასეთი უფლება და ეჭვქვეშ
არ დააყენონ ის:
«პატივი ეცით
ყველას, გიყვარდეთ საძმო, ღვთის შიში გქონდეთ და პატივი მიაგეთ მეფეს. მსახურნო, გულმოშიშებით დაემორჩილეთ ბატონებს,
არა მარტო კეთილთა და ლმობიერთ არამედ მკაცრთაც»
(1 პეტრე 2:17,18)
ამავდროულად, ობიექტურები თუ
ვიქნებით, პავლეც და პეტრეც ომზე კი არ საუბრობენ, არამედ იმ სახელმწიფოს კანონების დაცვაზე, რომელშიც
ქრისტიანები ცხოვრობენ.
«ხარკი», «ბაჟი» «შიში», «პატივისცემა»
— ეს ყველაფერი ჩვეულებრივ სამოქალაქო ვალდებულებებს
წარმოადგენს, რომელთა დაცვის მოლოდინიც ქრისტიანებისგან ავტომატურად არსებობს (რომაელები 13:6,7; შეადარეთ მარკოზი 12:17; ლუკა
2:1-5; 1 პეტრე 4:15). თუმცა, ნიშნავდა
თუ არა ასეთი მორჩილება იმას, რომ ქრისტიანი საკუთარ სინდისთან წავიდოდა დათმობაზე, თუ მისგან იმის გაკეთებას მოითხოვდნენ,
რაც ქრისტეს კანონს ეწინააღმდეგებოდა? პასუხს კვლავ მოციქულების სიტყვებში ვპოულობთ. მაგალითად, პავლე არიგებს «დაემორჩილონ მთავართა და ხელისუფალთ; მორჩილნი
იყვნენ და ყოველგვარი კეთილი საქმისათვის მზადმყოფნი» (ტიტე 3:1). მაგრამ ქრისტიანებისგან თუ რაიმე ისეთის
გაკეთება მოითხოვება, რასაც ღმერთი კეთილ საქმედ
არ მიიჩნევს, ძალაში სხვა პრინციპი შედის, რომელიც მოციქულებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს განუცხადეს:
«რამდენად მართებულია ღვთის წინაშე,
რომ უფრო მეტად თქვენ გისმინთთ,
ვიდრე ღმერთს [...] ღვთის მორჩილება
უფრო გვმართებს, ვიდრე ადამიანებისა» (საქმეები 4:19; 5:29)
4) «და ასისთავი კორნელიუსის მაგალითი? — იკითხავს ვინმე. — წმინდა წერილი რა სადმე გვეუბნება, რომ
მან სამხედრო სამსახური დატოვა?» პასუხი: ბიბლიური თხრობისადმი ყურადღებიანები თუ ვიქნებით და ასევე ისტორიული ფაქტები გვეცოდინება, მაშინ კორნელიუსი მოციქულ პეტრესთან
ურთიერთობისას უკვე აღარ იყო მოქმედი სამხედრო
მოსამსახურე, ის უკვე გადამდგარი იყო. ამ საკითხს ცალკე კვლევა აქვს დათმობილი: «ასისთავი კორნელიუსი სამხედრო სამსახურის საკითხის შუქში» https://maxvili.blogspot.com/2016/08/blog-post.html
5) «განა იესომ არ თქვა: "გაყიდოს სამოსი და იყიდოს მახვილი"? (ლუკა 22:36)»
— ასე ჟღერს კიდევ ერთი პოპულარული
შეპასუხება. და მიუხედავად ამისა, კონტექსტიდან
ამოგლეჯილი იესოს სიტყვების არგუმენტის სახით წარმოდგენის მცდელობა, თავიდანვე მარცხისთვისაა განწირული. მართლა დაავალა უფალმა
თავის მოწაფეებს ფიზიკური იარაღით შეიარაღება?
ამ შეკითხვაზე დაწვრილებითი პასუხი მოცემულია ნაშრომში
«რას ნიშნავს
იესოს სიტყვები «მახვილი იყიდოს»? (ლუკა 22:36)»
https://biblesvet.blogspot.com/2022/08/2236.html
6) შემდეგი შეპასუხება
ასე ჟღერს: «უფალმა
ორჯერ გამოიყენა ძალა, რათა იერუსალიმის ტაძრიდან ვაჭრები გაეყარა (იოანე 2:13-17; მარკოზი
11:15-17). განა ეს იმის მაგალითს
არ წარმოადგენს, რომ ქრისტიანებსაც შეუძლიათ შეიარაღებულ კონფლიქტებში ჩართვა?»
პირველ რიგში, ასეთ არგუმენტში
აბსოლუტურად არ არსებობს პარალელი ომში მონაწილეობასთან
დაკავშირებით. ტაძრის არასათანადო ქმედებისგან გაწმენდა და ამავდროულად არცერთი ადამიანის არმოკვლა — ერთია. ხოლო სისხლისმღვრელ
ომაში მონაწილეობის მიღება — სრულიად სხვა.
ამ გაგებებს შორის არავითარი ლოგიკური კავშირი
არ არსებობს. იესოს მოქმედება გარკვეულწილად ნეემიას მტკიცე საქციელს ჰგავდა,
რომელმაც ტობიას ნივთების
გადაყრის ბრძანება გასცა,
რომელმაც თვითნებურად დაიკავა ერთერთი
სასადილო ოთახი ტაძრის ეზოში (ნეემია 13:4-9).
თუმცა არც იესოს და არც ნეემიას არ გაუჩაღებიათ რაიმე სახის სამხედრო მოქმედებები ან შეიარაღებული კონფლიქტები თავისი გადაწყვეტილებებით.
მეორე, კარგი იქნება არ დაგვავიწყდეს,
რომ იესოს როგორც ღვთის ძეს, რომელიც ზეციერმა
მამამ მისი ნების შესასრულებლად გამოგზავნა, სრული უფლება ჰქონდა ასეთი ინსპექციის ჩასატარებლად «მამამისის სახლში»
(იოანე 2:16). გარდა ამისა, იესო იყო ის, ვინც
«დიდი მღვდელმთავრის» წოდებას შეესაბამებოდა (ებრაელები 4:14,15; 8:1,2,6). ის იმ ტაძარში მივიდა, რომელიც «ზეციერის ხატი და
ჩრდილი» იყო — მისი, ვისაც მასთან ყველაზე პირდაპირი
შეხება ჰქონდა (ებრაელები 8:5; 9:8,9). ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით ღვთის ძე, იერუსალიმის ტაძარში
მისვლისას, ფაქტიურად საკუთარ სახლში მივიდა.
ამიტომ მას იმის სრული უფლება ჰქონდა, რომ მის საკუთარ სახლში მყოფებისგან თავისი მამისადმი — სახლის მთავარი
მფლობელისადმი, სათანადო დამოკიდებულება
მოეთხოვა.
მაგრამ, რაც შეეხება ქრისტიანებს, ისინი არც ქრისტეს
მსგავს სტატუსს ფლობდნენ
და არც შესაბამის უფლებებს. ამიტომ
საკუთარ თავზე იმ პასუხისმგებლობების აღება, რომელიც
მხოლოდ ღვთის ძეს გააჩნდა, და მის მსგავსად მათი ღვთის მგმობელების წინააღმდეგ გამოყენება, მათ არ შეუძლიათ. ამას მკაფიოდ უნდა ვაცნობიერებდეთ.
«მე, როგორც ქრისტიანი, თუ ვალდებული ვარ ჩემი ოჯახი დავიცვა, მაშინ განა ასეთივე
ვალდებულება არ მაქვს, რომ ჩემი სახელმწიფოც დავიცვა მტრის შემოსევისგან? განა სამშობლოს დაცვით ჩემს ოჯახს არ ვიცავ?» — ასე ჟღერს კიდევ ერთი შეკითხვა, რომელსაც «მილიტარისტული
ქრისტიანობის» ზოგიერთი მომხრე სვამს.
პასუხის
სახით შეგვიძლია სხვა კვლევიდან მოვიყვანოთ ციტატა. აი ისიც:
«თუმცა თავდაცვა და პოლიტიკური
სუვერენიტეტის დაცვა – ერთმანეთისგან სრულიად
განსხვავებული რამაა, ორი განსხვავებული მოტივაცია მკვლელობისთვის. მათ შორის არსებული ზღვარი შეიძლება სქელიც
იყოს და თხელიც, თუმცა ეს ყოველთვის განსხვავებული
სიტუაციებია, რომელთა ერთნაირად განხილვაც არ შეიძლება.
ინდივიდის (ან ოჯახის) დონეზე თავდაცვა – სრულიად ლოგიკური რამაა, ეს თვითგადარჩენის ინსტინქტის ბუნებრივი გაგრძელებაა.
ბიბლია თავდაცვას არ განიკითხავს. ჩვეულებრივ
ამისათვის თავდამსხმელის მოკვლა აუცილებელი არაა. თავდაცვის მნიშვნელოვან ნაწილს სახიფათო სიტუაციებისთვის თავის არიდება და
საშიში რაიონებიდან გაქცევა წარმოადგენს.
საუკეთესო თავდაცვა – დროული მოქმედებაა
და არა მუშტების ქნევა. ეს ომის სიტუაციაშიც სრულიად გამოყენებადია. მეორეს მხრივ, პოლიტიკური სუვერენიტეტის სამხედრო
საშუალებებით დაცვა – ეფემერული თეორიაა,
რომელიც იმ ძალებისა და წრეების მიერაა გამოგონილი, რომელთა ინტერესებსაც ინდივიდების (და თუნდაც კულტურების) გადარჩენასთან პირდაპირი შეხება არ აქვს. ხშირად ეს ინტერესები
სრულიად ეწინააღმდეგებიან გადარჩენას. მაგალითად,
ომიდან სხვა ქვეყანაში გაქცევა ლაჩრობად ცხადდება, ფრონტზე სიკვდილი კი გმირობას წარმოადგენს, თუმცა პირველი სუფთა წყლის თავდაცვას წარმოადგენს, მეორე კი თვითმკვლელობასთან
ახლობლობს. სამშობლოს დაცვა და თავდაცვა
ყველაზე ხშირად ერთმანეთს გამორიცხავენ: შესაძლებელია ან სამშობლოს დაცვა, ან თავდაცვა, ორივე ერთად კი არანაირად. ამიტომ არგუმენტები იმ ბანდიტების შესახებ,
რომლებიც შეიძლება სახლში შემოგვეჭრან, ან იმ მძარცველების და ხულიგნების შესახებ, რომლებიც
შეიძლება ბნელ ქუჩაში დაგვხვდნენ, სამშობლოს
დაცვის საკითხთან სრულიად გამოუსადეგარია» (ა.
ჩივჩალოვი «სამშობლოსა და მისი
დაცვის შესახებ»).
8. «განა ადრეული ეკლესია არასწორად მიიჩნევდა
იმას, მორწმუნე თუ ჯარისკაცი იყო და ბრძოლებში
იღებდა მონაწილეობას?» პასუხი: როგორც მინიმუმ, ქრისტეს
შემდეგ საუკუნე
ნახევრის მანძილზე (ახ.წ. II საუკუნის ბოლომდე) ადრეული ქრისტიანები კატეგორიულ უარს აცხადებდნენ როგორც სამხედრო სამსახურზე, ასევე ომებში მონაწილეობაზე. ამის შესახებ მოწმობს
ყველა არსებული ძველი საეკლესიო წყარო.
უფრო დაწვრილებით ეს საკითხი ქვემოთ მოცემულ სტატიებშია განხილული:
ამ ნაშრომში საშუალება გვქონდა განგვეხილა
მრავალი მორწმუნისათვის არცთუ უმნიშვნელო თემა, ქრისტიანების ომში მონაწილეობის
საკითხთან დამოკიდებულების შესახებ. «რისი
გაკეთება დაავალა იესომ ქრისტიანს, თუ ომი დაიწყება?» — ასეთი შეკითხვა სერიოზულად დაფიქრებას აიძულებს თითოეულს, ვინც
კი თავს ქრისტეს მიმდევრად მიიჩნევს, განსაკუთრებით
კი მათ, ვინც პირადად ეჯახება ამ საშინელ მოვლენას. ამ კვლევის მიზანს წარმოადგენდა იმ ბიბლიური მითითებების
წარმოდგენა, რომლებიც სწორ დასკვნამდე მისვლაში გვეხმარება.
ის ახალაღთქმისეული
პრინციპები და იესო ქრისტეს პირდაპირი დარიგებები, რომლებსაც ამ შრომაში შევეხეთ, მიუკერძოებლად მოაზროვნე
ადამიანს იმის საშუალებას აძლევს, რომ მკაფიო თვალსაზრისი ჩამოიყალიბოს ამ საკითხთან მიმართებით ღვთის თვასაზრისთან
დაკავშირებით. ქვემოთ ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ ძირითად დასკვნებს.
1. როდესაც მოციქულებს იმისთვის
ამზადებდა, რომ მომავალში მათ ქვეყანაში ომი დაიწყებოდა,
იესოს მათთვის არ მოუწოდებია «ჯარისკაცი-პატრიოტები» გამხდარიყვნენ და იარაღით ხელში დაეცვათ მშობლიური მიწა. მისი
მითითება სრულიად საპირისპირო და ამავდროულად
ნათელი იყო: «წადით... გაიქეცით...» (ლუკა 21:20-22). იესოს მიერ გაჟღერებული პრინციპი თანამედროვე მორწმუნეებისთვისაც
ხელმძღვანელობას წარმოადგენს. ომის დაწყების
შემთხვევაში ქრისტიანები, უფლის დარიგებას მიჰყვებიან, ხელში იარაღს კი არ იღებენ, არამედ სახიფათო ადგილმდებარეობას ტოვებენ,
რითაც როგორც თავს, ასევე საკუთარ
ოჯახს გადაარჩენენ.
2. ღმერთს, როგორც ყველა არსების
სიცოცხლის წყაროს, იმის სრული უფლება გააჩნია,
როგორც არსებაში სიცოცხლეს დაუჭიროს მხარი, ასევე მას ეს სიცოცხლე წაართვას (იობი 9:12; დანიელი 4:32). უწმინდურ ადამიანებზე
სასამართლოების აღსრულებისას, ღმერთი იყენებდა
არა მხოლოდ საკუთარ ძალას, არამედ ქმნილებებსაც, მაგალითად, ანგელოზებს, წარმართ ხელისუფლებს ან ცხოველებს.
ასევე ძველ ისრაელსაც ჰქონდა მიცემული
«უფლის მახვილის» როლი ღვთის მოწინააღმდეგეების დასასჯელად (მსაჯულები 7:20; ფსალმუნები 43:2-8).
3. ღმერთმა მოსეს და იესო ნავეს
ძის დროინდელ ისრაელს ზოგიერთ წარმართ ერებთან
ომის წარმოების შესაძლებლობა მისცა, ძირითადად აბრაამისთვის მიცემული თავისი დანაპირების შესასრულებლად, რომ აღთქმულ
მიწას მისცემდა მის შთამომავლებს (დაბადება
15:13-16). ღვთის თვალში, იმ წარმართ ერებს, რომლებსაც იმ მომენტისთვის ქანაანის ტერიტორია ეკავათ, მეტად აღარ გააჩნდათ ამ მიწის
ფლობის უფლება. ასეთი ერების აღთქმული მიწიდან
გაძევება ღვთის მიერ იქნა განსაზღვრული, ამიტომ ისრაელს უნდა განეხორციელებინა მისი განზრახვა.
4. თუმცა მტრებთან ბრძოლის ღვთისგან
მიღებული უფლება ჰქონდა, ისრაელი, მიუხედავად
ამისა, ამ ქმედებებში შეზღუდული იყო იმ პირობებით, რომელთა დარღვევაც მას არ შეეძლო. კერძოდ, ებრაელებს არ შეეძლოთ ნებისმიერი
ომის დაწყება, ამაზე ღვთის პირდაპირი მითითების
გარეშე. მხოლოდ ღმერთი განსაზღვრავდა, თუ რომელი ერების წინააღმდეგ შეეძლო
ისრაელს მახვილით გასვლა და
რომლის წინააღმდეგ არა (მეორე რჯული
7:1,2). ასევე ის იძლეოდა ხელმძღვანელობას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა გაძღოლოდა ისრაელის ჯარს ბრძოლაში და უშუალოდ როგორი სახით უნდა ებრძოლათ (რიცხვები
27:15-21). ღვთის მიერ მათ ჰქონდათ
მიცემული სპეციალური «ომის წარმოების წესდება», რომელშიც ჩამოთვლილი იყო სამხედრო სამსახურში გაწვევის თავისებურებები
და რიგი სხვა მოთხოვნები (რიცხვები 1:3;
მეორე რჯული 20 თავი; 23:9-14; 24:5). ღმერთმა მკაფიოდ განსაზღვრა იმ მიწის საზღვრები, რომლის ფლობაც მის ერს შეეძლო, ამიტომ
ისრაელს სხვა ტერიტორიების დამპყრობლური
ომების წარმოება არ შეეძლო (გამოსვლა 23:31; მეორე რჯული 11:24). მოწინააღმდეგეებთან ბრძოლის დროს ისრაელიანებს
დახმარება სხვა ერების მხრიდან არ უნდა
ეძებნათ. მათ ერთადერთ დამცველს მხოლოდ და მხოლო ღმერთი წარმოადგენდა (2 ნეშტთა 16:7-9; ესაია 30:1-7; 31:1).
5. ღმერთი ისრაელის
ომებს მხოლოდ იმ პირობის
შემთხვევაში თვლიდა
გამართლებულად, თუ ისინი ისრაელის,
როგორც თეოკრატიული სახელმწიფოს დასაცავად იმართებოდა, რომელიც პირადად მან ჩამოაყალიბა.
«თეოკრატიული» მხოლოდ ძველი ისრაელი იყო: ის ღვთის მიერ მიცემული
კანონის თანახმად ცხოვრობდა და იმართებოდა, და არა ადამიანური
კანონების მიხედვით (ფსალმუნები
147:8,9). ისრაელში უნდა გამოჩენილიყო მესია, რომლის საშუალებითაც ღმერთი კაცობრიობის გადარჩენასთან დაკავშირებული საკუთარი განზრახვების განხორციელებას აპირებდა (მიქა
5:2; გალატელები 3:16). როგორც კი ქრისტემ
მასზე დაკისრებული მისია შეასრულა, ისრაელის როლი დასრულებული იყო.
6. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების გათვალისწინებით,
შეუძლებელია ოდნავი სერიოზულობით მაინც იმის მტკიცება, რომ რომელიმე თანამედროვე ომის შეიძლება
«წმინდა ომებად» ჩაითვალოს, რომლებშიც
მონაწილეობას თავად ღმერთი იღებს. შესაბამისად, ღმერთი
არ იყენებს არცერთ
ამჟამინდელ ომს, მაშინაც
კი, თუ ზოგიერთ
«მორწმუნეებს» უნდათ, რომ ეს ომები «სამართლიანად» და «ღვთისმოსაწონად» მიიჩნიონ.
7. ქრისტიანმა თვითონვე უნდა გასცეს საკუთარ თავს
პასუხი შემდეგ მნიშვნელოვან კითხვებზე:
თუ ღმერთი არ არის თანამედროვე ისტორიის არცერთი ომის ინიციატორი, მაშინ ვინ აჩაღებს ამ ომებს? ვინ არის იმაში
უკიდურესად დაინტერესებული, რათა ადამიანები
ხელში იარაღს იღებდნენ და ამ ქვეყნიურ ომებში ერთვებოდნენ? აქვს მას იმის სურვილი, რომ ქრისტიანებიც უერთდებოდნენ
ამ უაზრობას? ვის მხარეზე გამოდიან ის
«ქრისტიანები», რომლებიც ქვეყნიური პროპაგანდით აღძრულები, უაზრობისა და სისხლისღვრის ამ სასიკვდილო ქვაბში ეშვებიან? ვინ არის მკვლელობების ნამდვილი სულის ჩამდგმელი? (იოანე 8:44)
8. წმინდა წერილი გვიხსნის, რომ
აბსოლუტურად «მთელი ქვეყნიერება ... ბოროტის ხელშია» (1 იოანე
5:19, ახალი ქვეყნიერების თარგმანი). დღეს არ არსებობს არცერთი ქვეყანა, რომელსაც შეიძლება «თეოკრატიული», ანუ
თავად ღვთის მიერ მართული ეწოდოს, როგორც
ეს ძველი ისრაელის შემთხვევაში იყო. ბიბლია ჭეშმარიტ ქრისტიანებს პირდაპირ ამ ქვეყნიერებისთვის «უცხოებსა»
და «ხიზნებს» უწოდებს. ამ ფაქტის გააზრების
შემდეგ, ქრისტეს მიმდევრები შეუძლებლად მიიჩნევენ საომარ კონფლიქტებში ჩართვას, ღვთისგან
გაუცხოებული ქვეყნიერების პოლიტიკურ კონფრონტაციებში ამა თუ იმ მხარის
დაკავებას.
9. თუ მორწმუნე თავისი «პრომილიტარული»
პოზიციის დასაცავად მოსეს კანონის მითითებების
მიყოლას ცდილობს, განა ასეთი მიდგომა თანმიმდევრულობას არ მოითხოვს? ასეთ შემთხვევაში, მოსეს კანონის სხვა მითითებებიც უნდა დაიცვას, რომელიც სხვა დანაშაულებების გამოც მოითხოვს სიკვდილით
დასჯას, მაგალითად, უზნეობის და
ღვთის გმობის გამო. ასეა თუ ისე, იმის სურვილი, რომ საფუძვლად მოსეს კანონის
ომთან დაკავშირებული მითითებები გაიხადონ, «იუდეველობის» თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს, რაც მსგავსი
მორწმუნის ქრისტიანულ სტატუსს ეჭვქვეშ აყენებს
(გალატელები 2:13,14; 3:10; 4:21).
10. იესომ თავის
მიმდევრებს ახალი კანონი
წარუდგინა — «ქრისტეს
კანონი» (გალატელები 6:2; კოლასელები
2:14). თავის სამთო ქადაგებაში იესომ ახალი, უფრო ღრმა გაგება მოგვცა მცნებისა «არა კაც ჰკლა!», რომელშიც ხაზი გაუსვა ჭეშმარიტი
მოწაფეების მიერ არა მხოლოდ ვინმესთვის
სიცოცხლის წართმევის დაუშვებლობას, არამედ სხვების შეურაცხყოფისაც კი (მათე 5:21,22). ეს პრინციპი არაერთხელ მეორდება
ახალი აღთქმის ფურცლებზე.
11. ძველი აღთქმისგან განსხვავებით,
ახალ აღთქმაში სრულიად შეუძლებელია ნებისმიერი
მითითების პოვნა, რომელიც ღვთის მსახურის მიერ ხელში იარაღის აღებისა და ომში მონაწილეობის შესაძლებლობას შეეხება
(მათე 26:52; გამოცხადება 13:9,10). ამასთანავე
ახალი აღთქმა არაერთხელ და სრულიად განსაზღვრულად საუბრობს იმის შესახებ, რომ ქრისტიანს მხოლოდ «სულიერ ომში»
შეუძლია მონაწილეობის მიღება და მხოლოდ
«სულიერი იარაღის» ფლობა შეუძლია (2 კორინთელები 6:7; 10:3,4; ეფესოელები 6:11-17;
1 თესალონიკელები 5:8; ებრაელები
4:12). ქრისტეს სწავლება მკვლელობებს არ ამართლებს, რადგან ხაზს უსვამს: «არცერთ კაცისმკვლელს არ აქვს საუკუნო
სიცოცხლე» (1 იოანე 3:15. შეადარეთ
1 პეტრე 4:15; გამოცხადება 21:8; 22:14,15).
12. იესომ «ახალი მცნება» მოგვცა:
ისე გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც მან შეგვიყვარა (იოანე 13:34,35). უფალს მთელი თავისი მიწიერი მსახურების განმავლობაში
არცერთი ადამიანი არ მოუკლავს, არცერთ შეიარაღებულ
კონფლიქტში არ ჩართულა და არცერთი მოწინააღმდეგე მხარის მომხრე არ ყოფილა. ჭეშმარიტი ქრისტიანი ისაა, ვინც არა უბრალოდ რწმენის
დეკლარირებას ახდენს, არამედ მისი მაგალითისა და მცნებების თანახმად
ცხოვრობს (იოანე 13:15;
1 პეტრე 2:21). იმიტომ რომ «რწმენა საქმეების გარეშე მკვდარია»
(იაკობი 2:26). ჩვენის
მხრივ შეიძლება თუ არა ვთქვათ,
რომ ის «მორწმუნეები», რომლებიც
იესოსგან საპირისპიროდ ძალადობისა და სისხლისღვრის გზაზე დგებიან, ჭეშმარიტ
ქრისტიანებს წარმოადგენენ? ბიბლია
გვაფრთხილებს, რომ მრავალი
«მორწმუნე», ქვეყნიური
აზროვნების გამო ვერ შეძლებდა ქრისტეს მშვიდობისმყოფელობის, სიყვარულისა და თავმდაბლობის სიტყვების «საკუთარ
თავში დატევას» (იოანე 8:37,43). მათი რწმენა
მხოლოდ ნომინალური აღმოჩნდებოდა, მათთვის მოხერხებულ
პირობებზე აგებული, რომლებიც ქრისტეს იმ მცნებებს მოიშორებდნენ თავიდან, რომლებიც მათთვის «არაკომფორტული» აღმოჩნდებოდა.
სამწუხაროდ, ასეთი პირების იმისათვის
არამზაობა, რათა ღვთის სულს საკუთარ აზროვნებაზე და გულის
მდგომარეობაზე ზემოქმედების საშუალება
მისცენ, მათ «ხორციელი» ადამიანების დონეზე ტოვებს,
რომლებიც «ლაპარაკობენ როგორც ხორციელნი» და «ისევე იქცევიან, როგორც საერთოდ იქცევიან
კაცნი» (1 კორინთელები 3:1-3; იაკობი 4:4; 1 იოანე
4:5,6).
No comments:
Post a Comment