Thursday, 3 October 2024

რას ამბობს ბიბლია მაკიაჟსა და სამკაულებზე?

 



ბიბლია გვპასუხობს:

 მართალია, ბიბლია ამ საკითხს დეტალურად არ განიხილავს, მაგრამ ის არ განსჯის მაკიაჟის გაკეთებას, სამკაულების ტარებასა თუ სხვა სახის მორთულობას. გარეგნულ სილამაზეზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, ბიბლია საუბრობს ისეთ ადამიანზე, „რომელიც შემოსილია სიმშვიდითა და რბილი ხასიათით“ (1 პეტრე 3:3, 4).

რას ამბობს ბიბლია აბორტზე?



ბიბლიის თვალსაზრისი

 ბიბლიაში არ არის ნახსენები სიტყვა „აბორტი“. თუმცა არაერთ მუხლში ჩანს ღვთის თვალსაზრისი ადამიანის, მათ შორის, არშობილი ბავშვის სიცოცხლესთან დაკავშირებით.

რას ამბობს ბიბლია ტატუირებაზე?

 



ბიბლია გვპასუხობს:

 ბიბლიაში სხეულის მოხატვა ანუ ტატუირება მხოლოდ ერთხელ არის მოხსენიებული. ლევიანების 19:28-ში ვკითხულობთ: „ზედ არაფერი დაიხატოთ“. ღმერთმა ეს მითითება მისცა ისრაელ ერს, რათა განსხვავებული ყოფილიყვნენ მეზობელი ხალხებისგან, რომლებიც თავიანთი ღვთაებების სახელებსა და სიმბოლოებს სხეულზე იხატავდნენ (კანონი 14:2). მართალია, ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ ისრაელებისთვის მიცემული კანონის დაცვა, მაგრამ მასში ჩაწერილ პრინციპებს სერიოზული ყურადღება მაინც უნდა მიექცეს.

კრძალავს ბიბლია სქესობრივ ურთიერთობას?

 



ბიბლია გვპასუხობს:

 ბიბლია არ კრძალავს სქესობრივ ურთიერთობას სიამოვნების მიღების მიზნით. პირიქით, მასში ვკითხულობთ, რომ ეს ღვთის ძღვენია, რომელიც მან დაქორწინებულებს უბოძა. ღმერთმა ადამიანები „კაცად და ქალად შექმნა“ და დაინახა, რომ „ყოველივე ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:27, 31). როდესაც ღმერთმა შეაუღლა პირველი მამაკაცი და ქალი, მან თქვა, რომ ისინი უნდა გამხდარიყვნენ „ერთი ხორცი“ (დაბადება 2:24). ეს კავშირი ინტიმურ კავშირსაც გულისხმობდა, რასაც თან ახლდა სქესობრივი სიამოვნებისა და ემოციური სიახლოვის განცდა.

ცოდვაა აზარტული თამაში?

 



ბიბლია გვპასუხობს:

 ღვთის სიტყვა კონკრეტულად არაფერს ამბობს აზარტულ თამაშებზე, მაგრამ ბიბლიის პრინციპების საფუძველზე შეგვიძლია დავინახოთ, რომ ღვთის თვალში აზარტული თამაში ცოდვაა (ეფესოელები 5:17).