ბიბლია გვპასუხობს:
პატიება არის დამნაშავისთვის დანაშაულის მიტევება. ბიბლიაში „პატიებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა სიტყვასიტყვით ნიშნავს „გაშვებას“, „თავის დანებებას“; ეს შეიძლება გულისხმობდეს, მაგალითად, მევალისთვის ვალის პატიებას. იესომ ეს შედარება მაშინ გამოიყენა, როცა თავის მიმდევრებს ასწავლა, როგორ უნდა ელოცათ: „გვაპატიე ცოდვები, რადგან ჩვენც ვპატიობთ ყველა ჩვენს მოვალეს“ (ლუკა 11:4). მსგავსად, იესომ თავის იგავში, რომელიც უმოწყალო მონას ეხება, პატიება ვალის გაუქმებასთან გააიგივა (მათე 18:23—35).
Sunday, 26 April 2026
რა არის პატიება?
Sunday, 12 April 2026
ვინ არის ღმერთი?
ზოგადი მნიშვნელობა:
ღმერთი არის ის, ვისაც ადამიანი თაყვანს სცემს. ბიბლია აღიარებს მრავალი „ღმერთის“ არსებობას, თუმცა მათ „არაფრის მაქნისს“ უწოდებს (ფსალმუნი 96:5; 1 კორინთელები 8:5, 6). სიმბოლურად, ადამიანისთვის ღმერთი შეიძლება საკუთარი მუცელიც გახდეს (ფილიპელები 3:18, 19).
Thursday, 19 February 2026
კრძალავს ბიბლია გაზიან სასმელებს, ჩაის და ყავას?
ხშირად გვესმის დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა უნდა მიირთვას „ჭეშმარიტმა მორწმუნემ“. განსაკუთრებით აქტიურობენ ისეთი რელიგიური ჯგუფები, როგორებიც არიან ადვენტისტები და მორმონები, რომლებიც კატეგორიულად კრძალავენ ყავას, ჩაის და ზოგჯერ გაზიან სასმელებსაც.
მოდით, გავარკვიოთ: ეს ღვთიური ნებაა თუ ადამიანური ტრადიცია?
რატომ კრძალავენ ამ სასმელებს?
ამ აკრძალვებს ორი სხვადასხვა საფუძველი აქვს:
Subscribe to:
Posts (Atom)