Monday, 16 June 2025

ადამიანის ცხოვრება

  

ხვალ რომ ათეისტი გავხდე, ჩემთვის გადაუჭრელი დილემის წინაშე აღმოვჩნდები. დილით გავიღვიძებ და არ მეცოდინება, რატომ უნდა ვაკეთო რამე, თუნდაც ვისადილო. მე თუ მხოლოდ ბიოლოგიური მასის გროვა ვარ, რომელიც უჯრედებისაგან შედგება და რომლებიც თანდათანობით თვითგანახლების შესაძლებლობას კარგავენ, ისე რომ მალე მიწაში დამმარხავენ, – რა საჭიროა რამისკენ ლტოლვა და რამის კეთება, ან რაიმე ფასეულობებზე ორიენტირება? მე თუ სიკვდილმისჯილთა საკანში ვზივარ და უბრალოდ საათს შევცქერი, მაშინ რაღა დამრჩენია? რა საჭიროა ნებისმიერი პრობლემების მოგვარება? რა საჭიროა საერთოდ ყველაფერი?

გამოსასყიდის ტოლფასიანობის შესახებ

 



 


ზოგჯერ შეიძლება მოისმინოთ: ეს როგორი მსხვერპლია, ღმერთმა თუ წინასწარ იცოდა, რომ თავის ძეს მკვდრეთით აღადგენდა? როგორ შეეძლო იესოს თავისი სიკვდილით ვინმეს გამოსყიდვა, ის თუ ფაქტობრივად არ მომკვდარა? და შეეძლო თუ არა ღმერთს კაცობრიობის გამოსასყიდად იესოს სასიკვდილოდ გაწირვა, მკვდრეთით აღდგომის

ჭეშმარიტებისგან განდგომა

 




2 პეტრე 2:1... ადამიანურმა დოგმებმა, ტრადიციებმა და სწავლებებმა რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგებიან ბიბლიასა და ქრისტეს სწავლებას, ქრისტიანობაში შემოღწევა მხოლოდ მოციქულების სიკვდილის შემდეგ დაიწყო...

რა უნდა ეშმაკს?

 





   ზემოთ გაჟღერებული შეკითხვის  პასუხად, როგორღაც თავისთავად მოდის თავში ასეთი ფრაზები: «ეშმაკს უნდა, რომ არ გწამდეს ღმერთის, გადარჩენის, მარადიული სიცოცხლის… მას უნდა, რომ ბიბლიას არ კითხულობდე… არ ლოცულობდე… ქრისტიანი რომ არ გახდე…» ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, სწორია. მაგრამ განა მხოლოდ ამით შემოიფარგლება ყველაფერი? 

   და მაშინ რა, თუ უკვე გახდი ქრისტიანი? შენ უკვე გაქვს რწმენაც, ცოდნაც, ბიბლიასაც კითხულობ და ლოცვაც არაა მთლად უცხო შენთვის. ესწრები ქრისტიანულ შეხვედრებს, მონაწილეობასაც კი იღებ მათში. მორჩა, ეხლა უკვე დაცული ხარ და ცხოვრობ იმაში სრულიად დარწმუნებული, თითქოსდა ღვთის მოწინააღმდეგეს არ შეიძლება შენით კმაყოფილების საფუძველი ჰქონდეს? ეჰ, ნეტავ ასე იყოს…

იმის დანახვა, თუ როგორ მოქმედებს ღმერთი

 




რწმენა – პირველ რიგში ღვთისადმი ღრმა ნდობაა. უპირობო ნდობა. და ის, რაც დღეს (რუსეთში) ხდება - იეჰოვასადმი ჩვენი ნდობის გამოცდაა. ჩვენი რწმენა კი ნებისმიერ ხილულ მატერიალურ ქონებაზე გაცილებით მნიშვნელოვანია, რომელიც მოწინააღმდეგეებმა შეიძლება წაგვართვან. როდესაც გვკრძალავენ, დარბაზებს გვართმევენ, ფილიალს ხურავენ, ეს არასასიამოვნოა. ძალიან არასასიამოვნო. მაგრამ ცალკე აღებულ ქრისტიანზე მოცემული ფაქტები თუ იმდენად დამთრგუნველად მოქმედებს, რომ ღვთისადმი მსახურების მისი სურვილი ძალიან დაბლა ეცემა, მაშინ ეს შეკითხვის დასმის მიზეზს გვაძლევს: «რაზე იყო დამყარებული შენი რწმენა? რაიმე ხილულზე, მატერიალურზე?»

მიუთითებს თუ არა ფრაზა "ელოჰიმ" ღმერთის სამერთიანობაზე?

 




ღმერთის სამერთიანობის თეორიის მომხრეები, საკუთარი შეხედულებების დასაცავად არც თუ იშვიათად ცდილობენ არგუმენტის გამოყენებას, რომელიც ფრაზა «ელოჰიმ»-თანაა («ელოხიმ») დაკავშირებული. ძველ აღთქმაში, მოცემული სიტყვა ხშირად გამოიყენება ღმერთთან მიმართებით. ამ სიტყვისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ტრინიტარებში ის ფაქტი იწვევს, რომ ის მრავლობით რიცხვში დგას. ვიკიპედიაში (რუსული) ჩვენ ვკითხულობთ:
«ელოხიმ (ივრ. ‏אֱלֹהִים ,אלוהים‏‎, ელოხ’იმ) — სიტყვა, რომელსაც კონტექსტიდან გამომდინარე მხოლობითი ან მრავლობითი რიცხვის მნიშვნელობა გააჩნია და რომელიც ნიშნავს «ღმერთს» ან  «ღმერთებს». მოიხსენიება თანახის (ძველი აღთქმის) თავიდან ბოლომდე, დაწყებული დაბადების 1:1-დან». 

ღმერთი თუ ადამიანი?

 


რა გვესმის ჩვენ ასე თუ ისე თავგამოდებული ტრინიტარისაგან, როდესაც ვეუბნებით, რომ იესომ რაღაც არ იცოდა (მარკოზი 13:32), ან თავის ნებას არ ასრულებდა (იოანე 6:38), ან თავისი სწავლება არ მოუტანია (იოანე 7:16), ან ღმერთზე ლოცულობდა (ლუკა 3:21), ან გამხნევება ესაჭიროებოდა (ლუკა 22:43), ან მამა მასზე დიდია (იოანე 14:28) და სხვა და სხვა? პასუხი ყოველთვის ერთია: ის იმიტომ აკეთებდა ყოველივე ამას, რომ ადამიანი იყო, ანუ მასში მისი ადამიანური ბუნება ლაპარაკობდა, და არა ღვთაებრივი.

ბიბლიის ღმერთს სცემს თაყვანს ქრისტიანული სამყარო?

 



ნებისმიერი, ვინც აღმსარებლობით მონოთეისტურ ან აბრაამულ რელიგიას ეკუთვნის, დაეთანხმება ფორმულას «ღმერთი ერთია». ჩვენ ეს ფრაზა გამუდმებით გვესმის. როგორც მანტრა, მას ხშირად გვიმეორებენ სულიერი ძებნის, კვლევის, შედარების აუცილებლობის თავიდან ასაცილებლად. რატომ უნდა ეძებო რამე, თუ ღმერთი მაინც ერთია? მაგრამ, თუ ცოტა ღრმად ჩავიხედავთ, აღმოჩნდება, რომ ყველა რელიგიას განსხვავებულად ესმის ღმერთი და არცერთს არ უნდა დათმობებზე წასვლა. და რახან ასეა, შეიძლება იმის მტკიცება, რომ განსხვავებული რელიგიები მართლაც ერთი და იგივე ღმერთს ეთაყვანებიან? საერთოდ, რა ნიშნებით უნდა ვიმსჯელოთ ღმერთების იგივეობაზე ან სხვაობაზე სხვადასხვა რელიგიაში?

Friday, 30 May 2025

"პირველი და უკანასკნელი" - მხოლოდ ერთია?





გამოცხადების წიგნის დასაწყისში, ჭეშმარიტმა ღმერთმა თვითონ დაადასტურა თავისი ავტორობა: «მე ვარ ალფა და ომეგა*… ვინც არის, იყო და მოდის, ყოვლისშემძლე». მზგავს სიტყვებს ასევე წიგნის ბოლოშიც ვხვდებით: «მე ვარ ალფა და ომეგა, პირველი და უკანასკნელი, დასაწყისი და დასასრული»#. (გამოცხადება 1:8; 22:13) ალფა – ეს ბერძნული ანბანის პირველი ასოა, ომეგა კი – ბოლო; ერთი დასაწყისს წარმოადგენს, მეორე კი – ბერძნული ანბანის დასასრულს. ამიტომ ფრაზები «ალფა და ომეგა», «პირველი და უკანასკნელი», «დასაწყისი და დასასრული» წარმოადგენენ პარალელიზმებს და ერთი და იმავეს აღნიშნავენ. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოს წარმოადგენს ფრაზა «პირველი და უკანასკნელი», ორი მიზეზის გამო: 

Sunday, 10 November 2024

თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოზე შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველება?

 

 თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბება იყო ნაწინასწარმეტყველები ესაიას 66:8-ში? 1948 წლის 14 მაისს შესრულდა მეოცე საუკუნის უდიდესი წინასწარმეტყველება? თანამედროვე ისრაელი ღვთის რჩეული ერი რომ ყოფილიყო და ბიბლიური წინასწარმეტყველებები მასზე რომ შესრულებულიყო, ეს აუცილებლად მიიპყრობდა მთელ მსოფლიოში ბიბლიის მკვლევართა ყურადღებას.

Thursday, 3 October 2024

რას ამბობს ბიბლია მაკიაჟსა და სამკაულებზე?

 



ბიბლია გვპასუხობს:

 მართალია, ბიბლია ამ საკითხს დეტალურად არ განიხილავს, მაგრამ ის არ განსჯის მაკიაჟის გაკეთებას, სამკაულების ტარებასა თუ სხვა სახის მორთულობას. გარეგნულ სილამაზეზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, ბიბლია საუბრობს ისეთ ადამიანზე, „რომელიც შემოსილია სიმშვიდითა და რბილი ხასიათით“ (1 პეტრე 3:3, 4).

რას ამბობს ბიბლია აბორტზე?



ბიბლიის თვალსაზრისი

 ბიბლიაში არ არის ნახსენები სიტყვა „აბორტი“. თუმცა არაერთ მუხლში ჩანს ღვთის თვალსაზრისი ადამიანის, მათ შორის, არშობილი ბავშვის სიცოცხლესთან დაკავშირებით.

რას ამბობს ბიბლია ტატუირებაზე?

 



ბიბლია გვპასუხობს:

 ბიბლიაში სხეულის მოხატვა ანუ ტატუირება მხოლოდ ერთხელ არის მოხსენიებული. ლევიანების 19:28-ში ვკითხულობთ: „ზედ არაფერი დაიხატოთ“. ღმერთმა ეს მითითება მისცა ისრაელ ერს, რათა განსხვავებული ყოფილიყვნენ მეზობელი ხალხებისგან, რომლებიც თავიანთი ღვთაებების სახელებსა და სიმბოლოებს სხეულზე იხატავდნენ (კანონი 14:2). მართალია, ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ ისრაელებისთვის მიცემული კანონის დაცვა, მაგრამ მასში ჩაწერილ პრინციპებს სერიოზული ყურადღება მაინც უნდა მიექცეს.

კრძალავს ბიბლია სქესობრივ ურთიერთობას?

 



ბიბლია გვპასუხობს:

 ბიბლია არ კრძალავს სქესობრივ ურთიერთობას სიამოვნების მიღების მიზნით. პირიქით, მასში ვკითხულობთ, რომ ეს ღვთის ძღვენია, რომელიც მან დაქორწინებულებს უბოძა. ღმერთმა ადამიანები „კაცად და ქალად შექმნა“ და დაინახა, რომ „ყოველივე ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:27, 31). როდესაც ღმერთმა შეაუღლა პირველი მამაკაცი და ქალი, მან თქვა, რომ ისინი უნდა გამხდარიყვნენ „ერთი ხორცი“ (დაბადება 2:24). ეს კავშირი ინტიმურ კავშირსაც გულისხმობდა, რასაც თან ახლდა სქესობრივი სიამოვნებისა და ემოციური სიახლოვის განცდა.

ცოდვაა აზარტული თამაში?

 



ბიბლია გვპასუხობს:

 ღვთის სიტყვა კონკრეტულად არაფერს ამბობს აზარტულ თამაშებზე, მაგრამ ბიბლიის პრინციპების საფუძველზე შეგვიძლია დავინახოთ, რომ ღვთის თვალში აზარტული თამაში ცოდვაა (ეფესოელები 5:17).

Thursday, 22 August 2024

რას ამბობს ბიბლია შობადობის კონტროლის შესახებ?

 


ღმერთმა ადამიანები მამაკაცად და დედაკაცად შექმნა და მთელი თავისი ქმნილება „ძალიან კარგად“ მიიჩნია (დაბადება 1:31). მან განიზრახა ცოლ-ქმრის შეერთება  ერთი ხორცად  სქესობრივი კავშირის მეშვეობით (დაბადება 2:24) და ქორწინებას ღირსეულს უწოდებს (ებრაელები 13:4).

Monday, 17 June 2024

ასწავლის ბიბლია იმას, რომ თუ ქრისტეს ვირწმუნებთ, ხსნა გარანტირებული გვექნება?

 



ბიბლია გვპასუხობს:

 ბიბლია მხარს არ უჭერს იმ მოსაზრებას, რომ თუ ადამიანი ქრისტეს ირწმუნებს, მას გარანტირებული აქვს სამუდამო ხსნა. ვინც ქრისტე ირწმუნა და ხსნის იმედი მოიპოვა, შესაძლოა დაკარგოს რწმენა და შესაბამისად, ხსნის იმედიც. ბიბლია ამბობს, რომ რწმენის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა და ბრძოლაა საჭირო (იუდა 3, 5). პირველი საუკუნის ქრისტიანებს, რომლებიც ქრისტესადმი რწმენას უკვე ავლენდნენ, პავლემ მოუწოდა: „იღვაწეთ თქვენი ხსნისთვის შიშითა და კანკალით“ (ფილიპელები 2:12).

Friday, 24 May 2024

რას ამბობს ბიბლია ალკოჰოლზე? ცოდვაა დალევა?

 



ბიბლია გვპასუხობს:

 ალკოჰოლური სასმელების ზომიერად დალევა ცოდვა ნამდვილად არ არის. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღვინო ღვთის საჩუქარია, რაც ჩვენს ცხოვრებას ხალისს სძენს (ფსალმუნი 104:14, 15; ეკლესიასტე 3:13; 9:7) (დაბ27:25(. ღვთის სიტყვა იმასაც უსვამს ხაზს, რომ ღვინოს სამკურნალო თვისებები აქვს (1 ტიმოთე 5:23).

ცოდვად ითვლება მოწევა?




ბიბლიის თვალსაზრისი

 

ბიბლიაში არსად არის მოხსენიებული სიტყვა „მოწევა“ ან თამბაქოსთან დაკავშირებული სხვა სიტყვები. თუმცა მასში მოცემული პრინციპებიდან ჩანს, რომ ღმერთი არ იწონებს უწმინდურ და ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევებს. აი, ამიტომ ითვლება მოწევა ცოდვად.

Monday, 18 March 2024

შენ რას აირჩევ?




მოდი ორი სახლი წარმოვიდგინოთ. ამ ორივე სახლში შესანიშნავი შეშის ღუმელი დგას. გარეთ ზამთარია. ცივა… ორივე სახლში თითო ადამიანი იმყოფება. და რაღა თქმა უნდა, ორივე მათგანს სურს გათბეს. ერთი ეზოში გამოდის, ცულით აპობს მორებს და შეშა სახლში შეაქვს. შემდგომ ღუმელში ცეცხლს ანთებს, ნელნელა შეშას ამატებს და ელის, თუ როდის გათბება ღუმელი და როდის გაავსებს სითბოთი მთელ შენობას. საბოლოო ჯამში ასეც ხდება: სახლში სითბო და სიმყუდროვე ისადგურებს, ბინადარს კი შეუძლია წყნარად დაკავდეს თავისი საქმეებით.