Thursday, 13 June 2019

კითხვები მართლმადიდებელ ეკლესიას



1..რატომ არ აინტერესებს მართლმადიდებელთა უმეტესობას საუბარი ღმერთზე, ქრისტეზე და ბიბლიაზე? 

2..რატომაა, რომ ეკლესიას ასე უხარია <<ერის სულიერი გამოღვიძება>> და იმ ხალხის რაოდენობის ზრდა ვინც თავს მათლმადიდებელს უწოდებს, მაგრამ ამავე დროს თვალს ხუჭავს იმაზე რომ რელიგიური საკითხები ერთეულებს აინტერესებთ?

3.რატომაა, რომ სამღვდელოება, როგორც წესი ყოველთვის იმდენად დაკავებულია რომ არ ცალია ტაძრიდან გამოვიდეს და ბიბლიით ხელში ქრისტიანობა უქადაგოს მრევლსსა თუ მოყვასს? რომელიც სულაც შესაძლოა ათეისტია აგნოსტიკოსი ან რმენაში მოსუსტებული? (ნუთუ ღორების ფერმის ან სხვა სახის ბიზნესი წამოწყება-განხორციელება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ქრისტეს სწავლებების ქადაგება-გავრცელება?) რა მაგალითი მოგვცა ამ მხრივ იესომ და მისმა მოწაფეებმა და ვინ მიყვება დღესა მათ მაგალითს? განა ებრაელებს არ აუწყებდნენ ისინი თავდაპირველად და მერე უცხოტომელებს?

 4.. რატომაა, რომ სამღვდელოება ტაძრების მშენებლობაში უშველებლად დიდ თანხას აბანდებს და მშენებლობით უფროა დაინტერესებული და დაკავებული, ვიდრე მრევლისთვისა და ქვეყნისთვის ბიბლიური განათლების მიცემით? 

5..თუ ეკლესიას აქვს იმის ძალა, რომ (გარდაცვლილთა სულების მოხსენიებით) ხვედრი შეუმსუბუქოს ცოდვილს ჯოჯოხეთში,  რატომაა რომ მკვდარზე წესის აგებისას ფულს იღებს?   რატომ იღებს ის ამაში ფულს, და რატომ არ უნდა ეს გააკეთოს უფასოდ, ქრისტეს სიყვარულში? ადმაიანებისადმი სიყვარული ამოძრავებთ მათ თუ, ფულისადმი?

6.რითი განსხვავდება თანამედროვე დროს ეკლესიებში არსებული ჯიხურები რომლებიც საეკლესიო "წმინდა" ნივთებს ყიდიან იმ გამყიდველებისგან, რომლებიც I საუკუნეში იესომ მათრახით გამორეკა ტაძრიდან?

7.რატომაა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დახოცილ მთიულ-გუდამაყრელებს არანაირ პატივს არ მიაგებენ, ხოლო მათი დამხოცველები,ნინო და მირიანი, წმინდანებად იქნენ აღიარებული?

8.რატომ იყენებს ეკლესია მსახურებაში ძველ ქართულს, რაც მსახურებას იდუმალსა და გაუგებარს ხდის ეკლესიაში მყოფთა უმრავლესობისათვის? რით განსხვავდება ეს «ენებზე საუბრისაგან» თარგმანის გარეშე, რომელსაც მოციქული უსარგებლოს უწოდებს (1 კორინთელთა 14:6)?

9.რამდენად სამართლიანია, რომ, ეკლესიის სწავლების მიხედვით, ქრისტეს მოსვლამდე ყველა მართალი ჯოჯოხეთში იმყოფებოდა?

10.რამდენად სამართლიანია რომ მოუნათლავი ბავშვები ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიტანჯებიან  სამუდამოდ?

11.რატომაა, რომ ადამიანთა უმრავლესობა ეკლესიაში დადის იმისთვის, რომ მიიღოს რიტუალური და ფსიქოლოგიური მომსახურება, და არა იმიტომ რომ თაყვანი სცეს ღმერთს და მოინახულოს თანამორწმუნეები?(ებრ10:24,25)

12.თუ უფალმა თქვა, რომ ყველა ქრისტიანი - ძმები არიან (მათე 23:8), რატომ არ შეუძლია მრევლს მიმართოს მღვდელს სიტყვით <<ძმაო>>?(მათ23:8)

13.რატომაა, რომ მრევლმა ხელზე უნდა აკოცოს ღვდელს, მღვდელმა კი მრევლის წევრს არა? იმის ფონზე როცა უდიდესმა ადამიანმა იესომ მოწაფებს ფეხები დაბანა და მზადიყო მათი გულისთვის თავიც კი შეეწირა?

14.რატომ შეეძლო პეტრეს ყოლოდა ცოლი, მართლმადიდებელ ეპისკოპოსს კი - არა? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მართლმადიდებელი ეპისკოპოსი პეტრეზე "მართალია"?

15.რატომაა, რომ ჯვარი,ხატი ან სანთელი მაშინ ითვლება ნამდვილად თუ ის ნაკურთხია?თუ ჯვარი ქრისტიანული სიმბოლოა და დამცველ ძალას წარმოადგენს, რატომ ითვლება ის მნიშვნელოვნად მხოლოდ მაშინ, როცა მას მღვდელი "აკურთხებს"?

16.რატომაა, რომ ეკლესია წმინდანად აცხადებს და მეტიც <<მოციქულთასწორად>> აცხადებს ისეთ ხალხს რომლებიც ძალიან შორს იყვნენ ქრისტიანობისგან, მაგალითად ისეთებს, როგორიცაა იმპერატორი კონსტანტინე, რომელიც სიკვდილამდე არათუ უბრალოდ რჩებოდა წარმართად, არამედ რომაული ღმერთების უზენაესი მღვდელმსახურიც იყო?

17რატომ გაუკეთა ეკლესიამ კანონიზაცია ისეთ ადრეულ <<ეკლესიის მამებს>>, როგორებიც არიან იუსტინე და ირინეოს, მაგრამ ამავე დროს მცდარად თვლის მათ სწავლებებს (მაგალითად: ხორციელად აღდგომა და იესოს ათასწლიანი მეფობა დედამიწაზე)?(ამ დროს ეკლესია აცხადებს რომ ისინი სული წმინდით იმართებოდნენ). 
18 რატომ თვლის ეკლესია რომ <<მსოფლიო საეკლესიო კრებები>>  სულიწმინდის მიერ იმართება, მაშინ როდესაც ისინი ეწინააღმდეგებიან ენრთმანეთს, ხან ამტკიცებენ, ხან კი უარყოფენ ამა თუ იმ სწავლებას  (მაგალითად ხატთმებრძოლეობა, ანგელოზების თაყვანისცემა)? ხოლო კრეტის საეკლესიო კრებაზე ნაწილი გამოცხადდა ნაწილი არა იმის ფონზე როცა ეს კრება მართლმადიდებლობის ერტობის მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო?.მეტიც ერთმანეთს ერესობაში დასდეს ბრალი

19.ეკლესიის განცხადების თანახმად, ლოცვისას მართლმადიდებლები ხატებს კი არ ეთაყვანებიან თურმე, არამედ მასზე გამოსახულ პიროვნებებს; თუ ასეა, რატომაა რომ ერთი კონკრეტული ხატი,მეორე ხატზე უფრო პატივგებულია, იმ დროს როცა ორივე ხატზე, ერთი და იგივე პიროვნებაა გამოსახული? 

20.რატომ აკურთხებს ეკლესია პოლიტიკურ პარტიებს?

21. რატომაა რომ მაღალი სასულიერო პირები, ხშირ შეთხვევაში რიგით მართლმადიდებელზე ათასმაგად უკეთეს ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებიან? .რატომ ხდება რომ ეკლესიის მაღალი იერარქები ასე მდიდრები არიან?

22.რატომ ესწრებიან ეკლესიის მაღალი იერარქები პოლიტიკურ და სამხედრო ღონისძიებებს?

23.რატომაა, რომ ზემოთ მოყვანილი პუნქტებისს მიუხედავად, ეკლესია აგრძელებს მტკიცებას, რომ ის ცალკე დგას სახელმწიფოსგან და არ ეძებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს?

24.ნათლობა: „უფალმა ქრისტემ თავის მოციქულებს უთხრა: გადით მთელ წუთისოფელში და სახარება უქადაგეთ ყოველ ქმნილებას, ვინც კი ირწმუნებს (მარკოზი, თავი 16). მხოლოდ ამის შემდეგ თქვა, რომ ვინც მოინათლება, გადარჩება. თქვენ კი ასწავლით, რომ უნდა მოინათლონ პატარა ბავშვები, რომელთაც თავიანთი რწმენა ჯერ არ გააჩნიათ“.

25.რატომ იყო, რომ 2008 წლის რუსულ-ქართული ომის დროს მართლმადიდებელი ღვდლები საქართველოში, რუსეთში და ოსეთში, ყველა თავისი ქვეყნის გამარჯვებისთვის ლოცულობდა?(რაც არ უნდა "საფუძვლიანი" მიზეზი დასახელდეს, ნუთუ ერთი სარწმუნოების მიმდევრების მიერ ერთმანეთს ხოცვა, ქრისტიანული ძმობისა და სიყვარულის მაჩვენებელია? წაიკითხეთ იოანეს 13:34,35.)

26.   რატომ ლოცულობენ მღვდლები თავდაბურულნი, რითაც ბიბლიურ მითითებას არღვევენ? "ყოველი კაცი, რომელიც თავდაბურული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს" (1 კორინთელები 11:4)
კითხვები იბადება: 
განა პავლე მოციქულმა მკაფიოდ და კონკრეტულად არ მიუთითა, რომ ყოველი კაცი, რომელიც ... ლოცულობს...”?
განა მოციქულები იბურავდნენ თავებს და ცვლიდნენ ყველა ქრისტიანისათვის საერთო ნორმებს? 
სად არის ბიბლიაში მსგავსი მითითებები? 
ან განა შეიძლება ქრისტეს ეკლის გვირგვინის იმ “ნაგებობებთან” შედარება, რომლებიც მღვდლების თავებს "ამშვენებს"?!
სად არის ბიბლიაში მოცემული მსგავსი მითითებები? ასეთი რამ უბრალოდ არ არსებობს (შეადარეთ 1 კორინთელები 11:7). შესაბამისად, მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ეს ქრისტეს სწავლების თვითნებური დამახინჯებაა.

წყარო:chivchalov.blogspot.com

1 comment:

  1. პასუხი ერთია. ანგარება - პირველ რიგში და მერე დანარჩენი.

    ReplyDelete