Tuesday, 18 June 2019

არიან იეჰოვას მოწმეები სექტანტები?



ევროპის რამდენიმე ქვეყანაში რელიგიური თუ პოლიტიკური ძალები მზაკვრულად ცდილობენ იეჰოვას მოწმეები „საშიშ სექტად“ წარმოაჩინონ.სხვათა შორის, პირველი საუკუნის ქრისტიანებს ასეთივე ბრალდებას უყენებდნენ (საქმეები 28:22). მაგრამ ცნობილია, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო იეჰოვას მოწმეებს რელიგიად აღიარებს და არა სექტად. უეჭველია, რომ მოწინააღმდეგეებმა ეს კარგად იციან. მიუხედავად ამისა, ისინი განაგრძობენ იეჰოვას მოწმეების ცილისწამებას


 მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სიტყვა «სექტა» – არა იმდენად რელიგიათმცოდნეობის ტერმინია (ის ძალიან იშვიათად გამოიყენება პრესაში და ტელე-რადიო ეთერში ამ მნიშვნელობით), რამდენადაც შეურაცმყოფელი იარლიყი, რომელიც რელიგიური უმცირესობების მიმართ ერთადერთი მიზნით გამოიყენება – რელიგიური სიძულვილის გასაღვივებლად. დღეს უკვე არა მხოლოდ ეკლესიის მსახურებს, არამედ ასევე სავსებით ცნობილ ჟურნალისტებს და ჩინოვნიკებსაც უყვართ იეჰოვას მოწმეების სექტად მოხსენიება, ამავდროულად არცერთი მათგანი არასოდეს არ ხსნის, თუ რას ნიშნავს ეს სიტყვა.

 ლათინური სიტყვა secta ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ «მიმართულებას, მიმდინარეობას». 
მსოფლიო ენციკლოპედია“ (ინგლ.) განმარტავს: „ტრადიციულად, გამოთქმა სექტა მიეკუთვნება თაყვანისცემის ან წეს-ჩვეულების დაცვის რაიმე ფორმას“. ამ კრიტერიუმიდან გამომდინარე, სექტა შეიძლება ეწოდოს ყველა რელიგიურ ორგანიზაციას

მე-2 საუკუნის ქრისტიანი მწერალი ტერტულიანე,რომელიც ლათინურ ენაზე წერდა, თვითონვე არაერთხელ მოიხსენიებს ქრისტიანობას სექტად, ყოველგვარი ნეგატიური ქვეტექსტის გარეშე («თუმცა ესაა – ჩვენი სწავლების არსი, ესაა ჩვენი სექტის და ჩვენი სწავლების წარმომავლობა». «აპოლოგია», ნაწილი 1, აბზაცი 21).

თუმცა რუსულ ენაში (ისევე როგორც ქართულში) სიტყვა «სექტას» ჯერ კიდევ საბჭოთა დროებიდან მიენიჭა ნეგატიური ასოციაციები.

და ზოგი ასე განიხილავს  როგორც ოპოზიციური მიმდინარეობა ამა თუ იმ რელიგიურ მიმდინარეობებთან მიმართებაში.
მის მახასიათებლებში მოიაზრება  – სამყაროსადმი ნეგატიური დამოკიდებულება, ბიუროკრატიული ორგანიზების არარსებობა, ნაკლებად ფორმალიზებული და მეტად ემოციური ღვთისმსახურება. ამ სხვაობების პარალელურად სექტა რელიგიურს ახასიათებს «ისტორიული რელიგიების» ზოგიერთი სწავლების ან წეს-ჩვეულების გაუმჯობესებისაკენ ან სახეცვლილებებისაკენ სწრაფვა.


იეჰოვას მოწმეები ვერ ხვდებიან ამ განსაზღვრების ქვეშ:
1. მათ არ აქვთ «სამყაროსადმი ნეგატიური დამოკიდებულება» (რას ნიშნავს ეს?  ისინი არ მიდიან მონასტრებში, არ დებენ დაუქორწინებლობის აღთქმას,(დღევანდელიეპისკოპოსებისგან განსხვავებით).

2. გართობებზე უარს არ ამბობენ

3.ღვთისმსახურება განსაკუთრებული ემოციურობით არ გამოირჩევა 

4.იეჰოვას მოწმეებს არ ყავთ ქარიზმატული ლიდერი, მათი საქმიანობა სრულიად გახსნილია საზოგადოებისათვის, 

5.ისინი არ არღვევენ კანონებს, არ არიან ასოციალურები და საზოგადოებისაგან იზოლირებულები; 

6.მსოფლიოს რიგ ქვეყნებში კი ისინი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რელიგიურ უმცირესობასაც კი არ წარმოადგენენ. ესაა მრავალ ქვეყანაში პატივცემული და აღიარებული რელიგიური კონფესია.

აი რატომ არ მიაკუთვნებს დამოუკიდებელ რელიგიათმცოდნეთა უმეტესობა იეჰოვას მოწმეებს სექტას. რელიგიათმცოდნეობაში მოცემული კონფესია კლასიფიცირდება როგორც დენომინაცია. 

 იმ რელიგიის სექტად გამოცხადება, რომელიც ამ კრიტერიუმებს არ შეესაბამებიან, არაკორექტულია, მაშინაც კი თუ ნათელი ხდება, რომ მისი სწავლებები ან ქმედებები არასწორია.

იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია – ესაა ასამდე  ფილიალი და თანამედროვე ტიპოგრაფიული კომპლექსი მთელი მსოფლიოს მაშტაბით, ესაა ბიბლიური ლიტერატურის მილიარდიანი ტირაჟები, რომლებიც ასობით ენაზე ითარგმნება და გამოიცემა (ზოგიერთი პუბლიკაცია გამოცემულია 1000 ზე მეტ ენაზე, მათ შორის ისეთ მცირე ენებზე როგორიცაა მაგალითად მეგრული), ესაა მისიონერული სკოლები და საგანმანათლებლო პროგრამები აფრიკასა და აზიაში, ესაა ჰუმანიტარული პროგრამები სტიქიური უბედურებების მსხვერპლთათვის. ევროპაში არის ქუჩები, რომლებიც იეჰოვას მოწმეების სახელებს ატარებენ. აშშ-ში იეჰოვას მოწმეები, ერთერთ ყველაზე საიმედო ჰუმანიტარულ ორგანიზაციად ითვლება, მათი მისიონერული სკოლა «გალაადი» კი სახელმწიფო ტიპის დიპლომებს გასცემს. დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობისას იეჰოვას მოწმეების დოკუმენტურ ფილმებს იყენებს. აფრიკის მრავალ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა გამოიყენება სკოლებში წერა-კითხვის სასწავლებლად. 

ამ ცნობილი ფაქტების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობისათვის იეჰოვას მოწმეები ძველებურად გაუგებარ, საიდუმლო და სახიფათო სექტად რჩება. ეს სიტუაცია კიდევ უფრო იმით მძაფრდება, რომ იეჰოვას მოწმეების გარშემო მრავალ ჟურნალისტს უყვარს შპიონომანიის ატმოსფეროს შექმნა, ინფორმაციას კი, როგორც წესი, მესამე პირისაგან იღებენ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მათივე რელიგიური ოპონენტებისაგან. განხვავებულად მოაზროვნეებთან საბრძოლველად მოგონილ საეკლესიო იგავ-არაკებს.

No comments:

Post a Comment