Wednesday, 19 June 2019

პასუხი ბრალდებებზე: რომლებიც ეხება იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის პოზიციას, ბავშვთა სექსუალურ ძალადობაზე



თავდაპირველად  შევეხოთ იმას თუ რას აკეთებენ მოწმეები ბავშვთა დასაცავად, სექსუალური ძალადობისგან. შემდეგ კი შევეხებით   ბრალდებებს რომლებსაც მოწმეთა დიდსკრედიტაციისათვის იყენებენ ოპონენტები


1. ბავშვების დაცვა, მათი უსაფრთხოება და სწავლება უმთავრესად მშობლების მოვალეობაა. აქედან
გამომდინარე იეჰოვას მოწმეები ბიბლიაზე დაფუძნებულ უამრავ ინფორმაციას აქვეყნებენ, რათა დაეხმარონ მშობლებს, პირნათლად შეასრულონ საკუთარი ბავშვების დაცვის და სწავლების პასუხისმგებლობა
 მშობლებს, რომლებიც იეჰოვას მოწმეთა კრების წევრები არიან, ყოველთვის მოუწოდებენ,

 აქტიურად და უშუალოდ იყვნენ ჩართულები შვილების ცხოვრებაში. 
 შეისწავლონ ბავშვებზე ძალადობასთან დაკავშირებული ინფორმაცია და იზრუნონ ამ მხრივ
შვილების მომზადებაზე.
 გაამხნეონ შვილები, მხარი დაუჭირონ მათ და რეგულარული ურთიერთობა იქონიონ მათთან (კანონი 6:6, 7; იგავები 22:3).

 ყოველათვის იბეჭდებოდა სტატიები ამის შესახებ. და აქ ზოგიერთ მათგანს მოვიხსენიებ

 „საგუშაგო კოშკი“, 1983 წლის 1 ოქტომბერი, „დახმარება ინცესტის მსხვერპლთათვის“ (ინგლისურ
ენაზე)
 „გამოიღვიძეთ“, 1991 წლის 8 ოქტომბერი, „ბავშვებზე ძალადობის უდანაშაულო მსხვერპლნი“ და
„ბავშვებზე ძალადობის მსხვერპლთა საიდუმლო ჭრილობები“ (ინგლისურ ენაზე)
 „გამოიღვიძეთ“, 2007 წლის ოქტომბერი, „„როგორ შეგიძლიათ შვილების დაცვა“ და „დაე, თქვენი ოჯახი უსაფრთხო თავშესაფარი 
 ახალგაზრდების შეკითხვები, „რა უნდა ვიცოდე სექსუალური ძალადობის შესახებ? (2 ნაწილიანი თემა ), და როგორ ავირიდო თავიდან“
 „რა უნდა ასწავლონ მშობლებმა შვილებს სექსზე?“
 „დაუმეგობრდი იეჰოვას“, ვიდეორგოლი „გაკვეთილი 17: დაიცავით შვილები“

და სხვა.

2. იეჰოვას მოწმეებისთვის საძულველია ბავშვებზე ძალადობა და მას  დანაშაულად მივიჩნევთ
(რომაელები 12:9). ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ასეთი სახის დანაშაულებზე რეაგირება სახელმწიფო ორგანოების პასუხისმგებლობაა (რომაელები 13:1—4). შესაბამისად უხუცესები სახელმწიფო ორგანოებისგან არ იცავენ ბავშვებზე ძალადობაში დამნაშავე არც ერთ პიროვნებას.
 დაზარალებულებს და მათ მშობლებს ნებისმიერ შემთხვევაში აქვთ იმის უფლება, რომ სახელმწიფო ორგანოში განაცხადონ ბავშვზე ძალადობის ბრალდების შესახებ. ამიტომ ნებისმიერ პირს, ვინც ასეთი დანაშაულის შესახებ ატყობინებს, უხუცესები ნათლად უხსნიან, რომ მათ აქვთ ამ დანაშაულის შესახებ სახელმწიფო ორგანოებისთვის შეტყობინების უფლება. უხუცესები არ აკრიტიკებენ არავის, ვინც ასეთ გადაწყვეტილებას იღებს (გალატელები 6:5).

3.იეჰოვას მოწმეების კრებებში შვილებს მშობლებისგან არ აცალკევებენ სწავლის და ან სხვა აქტივობის მიზნით (ეფესოელები 6:4). მაგალითად, ჩვენს კრებებში არ ფუნქციონირებს: საკვირაო სკოლები, სპორტული კლუბები, საბავშვო ბაღები,
ახალგაზრდული ორგანიზაციები ან სხვა მსგავსი აქტივობები, რომელთა დროსაც შვილებს მშობლების გარეშე უწევთ ყოფნა.

4.თუკი ასეთ ცოდვაში ბრალდებული პირი კრების წევრია, უხუცესები გამოიძიებენ ამ საკითხს ბიბლიური პრინციპების საფუძველზე.  კრების წევრი, რომელიც ბავშვზე ძალადობაშია დამნაშავე და არ ინანიებს, ირიცხება კრებიდან და იეჰოვას მოწმედ აღარ ითვლება (1 კორინთელები 5:13) თუმცა . უხუცესების მიერ ბავშვზე ძალადობის ბრალდებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა არ ანაცვლებს სახელმწიფო ორგანოების მიერ განსახორციელებელ ქმედებებს (რომაელები 13:1—4) (რადგან ეს არის რელიგიური სამართლის პროცედურა და არა სისხლის სამართლის). ამიტომ  როგორც ზემოთ ვახსენეღ დაზარალებულს  შეუძლია დამატებითი ზომების მოსაღებად დამნაშავის მიმართ, მიმართოს სამართალდამცველებს

დამატებითი ინფორმაციისთვის კიდევ რაკეთდება ბავშვთა დასაცავად, შეგიძლიათ ეწვიოთ იეჰოვას მოწმეების საიტს: https://wol.jw.org/ka/wol/d/r20/lp-ge/2019405

ახლა რაც შეეხება ბრალდებებს:

 1.ბრალდება ავსტრალიის საქმის შეახებ. რომ თითქოს იეჰოვას მოწმეებმში ავსტრალიაში   1006 დამნაშავეა რომლებმაც ბავშვებზე იძალადეს და თურმე ორგანიზაციამ არმიიღო ზომები მათ სათანადო დასასჯელად.  მოდი განვიხილოთ თუ რეალობაში როგორ განვითარდა მოვლენები:

 ავსტრალიიის მთავრობამ ქვეყანაში ბავშვთა მიმართ გახშირებულ სექსუალურ ძალადობის პრევენციისათვის, მოიწვია ავსტრალიის სამეფო კომისია, (რომელიც არ არის სასამარყლო ორგანო) და მას დაევალა შეეკრიბა ინფორმაციები ბავშვთა ძალადობაზე. საყურადღებოა, რომ იქ ინფორმაციები ხვდებოდა წერილობით  ან უშუალოდ მოყოლით კომისიის წინაშე.  (მაგრამ ეს ხდებოდა ყოველგვარი ფაქტის  დასაბუთების თუ  მოწმეების წარმოდგენის  მოთხოვნის გარეშე. სურვილისამებრ ნებისმიერს შეეძლო მოეყოლა მიუხედავად იმისა რეალობაში იყო თუ არა დასაბუთებული ფაქტებით ეს ბრალდებები). შედეგად იქ შევიდა ინფორმაცია: პოლიციის მხრიდან მომხდარ ძალადობაზე, სამხედროების მხრიდან მომხდარ ძალადობაზე, სკოლებში, მთავრობაში და რელიგიურ ორგანიზაციებში. ესიყო საყოველთაო მოკვლევა. შედეგად იყო ინტერესი და მათში მოხვდა ინფორმაცია იეჰოვას მოწმეების შესახებაც, და მათ მიმარათაც დაიწყეს ინფორმაცკის შეგროვება. და როგორც ზემოთ ითქვა ყველას შეეძლო მოეთხრო მათთვის ყოველგვარი დასაბუთების პირობების არსებობის  გარეშე. შედეგად, ავსტრალიაში  ადამიანებმა (რეალური  თუ ცრუ , ცილისმწამებლური ხერხებით  განაცხადეს  1950 წლიდან მოყოლებული 2015 წლამდე   პერიოდის სავარაუდო დანაშაულის შემთხვევები რომლებიც განხორციელდა მათ მიმართ. სწორედ ასეთი ინფორმაციები ეცნობა კომისიას.

 სწორედ ეს იყო ამ საქმის ისტორია და არ ის  რასაც ოპონენტები ყვებიან შეფუთულად და განსხვავებულად. ნახევრად სიმართლეს რომელიც სიცრუეზე უარესია. რადგან მათი მიზანია მოწმეების დისკრედიტაცია და უჟასირება. და  როცა ამაზე საუბრობენ, ზემოთ მოყვანილ ინფორმაციას რომ
(ეს კომისია ექსკლუზიურად მოწმეების გამო არ შეკრებილა, რომ ის არ არის სასამართლო ორგანო და შესაბამისად არანაირი დამამტკიცებელი ფაქტები არ ქონია და დამნაშავე არ გამოუვლენია,  რომ ყველას შეეძლო გადამოწმების გარეშე მოეთხრო და ასე შემდეგ) ამ ყველაფერს განზრახ  მალავენ.  რეალურად ეს იყო საყოველთაო მოკვლევა ქვეყანაში. და ყველა სტრუქტურის მისამართით გაკეთდა ესეთი მოკვლევა,  მათშორის სამთავრობო და პოლიციური.(რომელთაც ამის მოგვარება ევალებათ თავად, და რომლებსაც თავადვე ქონდათ პრობლემა ამ საკითხში) 
ამ ყველაფერს რათქმაუნდა ოპონენტები არ ასაჯაროებენ რადგან ეს მათ ვერ დაეხმარება მოწმეების დისკრედიტაციაში

ასევე ავსტრალიის საკითხხე ოპონენტებს აქვთ შემდეგი პრეტენზიებიდა კითხვები:
რატომ არეცნობა სასამართლოსო ეს 1000 მდე დამნაშავის შესახებო. ან რატომ არ დადესო საიტზე ეს. ან კათოლიკებზე რატომ წერდნენ მოწმეები, რომ ისისნი  სექსუალურად ძალადობენო და იშვერენ მათკენ ხელსო.როცა არც ისინი არიან ამისგან დაცულებიო


1. როგორც ზემოთაც აღინიშნა სამეფო კომისია არც საამრთლო ორგანოა  და არც ექსკლუზიურდ მოწმეებისთვის შეკრებილა. გარდა ამისა როგორც  იქ შევიდა ინფორმაციული ხასიათის სავარაუდო შემთხვევები, და არა დასაბუთებული ფაქტები. ასევე არც სასამართლოს გამოუვლენია ის დამნაშავეები რომლებზეც ოპონენტები აპელირებენ. შედეგად  ამ სავარაუდო შემთხვევების ისეთი რაოდენობით მოხდენის ფაქტი არც მთხრობელებს დაუმტკიცებიათ არც სამეფო კომისიას  და არც სასამართლოს. შედეგად რომელ დანაშაულებზე შეიძლება საუბარი ოპონენტების მხრიდან როცა ფაქტები არ აქვთ? კეთილი ინებონ და წარმოადგინონ სასამარტლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი 1006 პიროვნების (რომელსაც ასახელებენ თავად) 
კიდევ ერთხელ ისმის კითხვა 1000 სავარაუდო ბრალდებულის საქმიდან რამდენზე გამოიტანა სასამარტლომ განაჩენი და დაუმტკიცა რომ ჩადენი ლი ქონდათ დანაშაული? რამდენს დაუმტკიცდა?
ასეთ მონაცემებს ვერავინ წარმოადგენს. და როცა ეს არაქვთ ეს არის ცილისწამება და არა მხილება.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: არც ავსტრალიის კომისიას გადაუცია ცნობისთვის სასამართლოსთვის იქ მოსმენილი. თუკი ასეთი რამეები რეალობაში მოხდა მაშინ რატომ არაფერი იღონა ავსტრალიის კომისიამ?
რადგანაც სასამართლოს არდაუმტკიცებია 1000 შემთხვევა. ეს არის სავარაუდო შემთხვევა და ამზე მტკიცებებით საუბარი უსაფუძვლოა. 1006 ივე სასამართლოს მიერ დამტკიცებული დამადასტურებელი ფაქტი დაიდოს ვინც ამ ბრალდებით გამოდის. 

მანამდე კი ეს არის სავარაუდო   და არა ისე როგორც ოპონენტები წარმოაჩენენ და სავარაუდო შემთხვევას აღწერენ ფაქტად
ისინი იმას აკეთებენ რაც ავსტრალიის სასამართლოს არგაუკეთებია და დაუმტკიცებია 
და სავარაუდო ბრალდებებზე უნდა დაედოთ საიტზე? ვიღაცეების მონაროშზე?  ჩვენი საიტი ეძღვნება სასიხარულო ცნობის ქადაგებას და არა იმას ვინ რის გამო გაირიცხა

ასევე ავსტრალიის სამეფო კომისია ვერ მთხოვდა მოწმეების ორგანიზაციას პასუხს რატომ არ შეატყობინეთ სახელმწიფოსო რადგან ასეთი კანონი არ ჰქონია სახელმწიფოს. ასე რომ არაკანონიერი არაფერი გაუკეთებია მოწმეთა ორგანიზაციას

2.ახლა ქართველი მორალისტების მისამართით ისმის კითხვა 300 მილიონიანი მართლმადიდებლური მრევლიდან
ან თუნდაც ნდ საქარათველოდან
რომელმა სასულიერო პირმა აცნობა სახელმწიფოს აღსარებისას მოსმენილი დანაშაულები:პედოფილია,გაუპატიურება,მკვლელობა სადომაზოხიზმი?
რომელზეც აქტიურად საუბრობენ საპატრიარქოს წარმომადგენლები
და მაშინ ესენი ვისკენ იშვერენ ხელს? რომელმა აცნობა ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს?
თქვენრომ სხვაზე ლაპარაკობთ თქვენი ეკლესიის რომელმა მღვდელმა მიმართა ამდენი ხანი პოლიციას?

როცა სხვაზე იშვერ ხელს და შენს ეკლესიაში ასეთი აქტივობის არცერთი შემთხვევა არ გაქვს. რბილად როვთქვათ ორმაგი სტანდარტების აზროვნება უდიდესი თავხედობა, და სხვა რელიგიის დისკრედიტაცის მცდელობაა

ახლა რაც შეეხება იმას  რომ თითქოს მოწმეებს უკრძალავენ მიმართონ დანაშაულზე სახელმწიფოს. რაც კიდევ ერთი აბსურდია.  იეჰოვას მოწმეებში თავისუფლად შეეძლო დაზარალებულს მიემართა პოლიციისთვის. და კრება ასეთ დამნაშავეს არ დაიცავდა სახელმწიფოსგან

და მათ, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, რომ ადრე არ აძლევდნენ უფლებას სახელმწიფოს გაეგოო. უეჭველია, რომ ან არ აქვთ ინფორმაცია ან უბრალოდ ცდილობენ განზრახ გააშუქონ ასე  და დაიმალონ რეალობა ამია დასტურია  1997 წლის 1 იანვრის საგუშაგო კოშკში ნაპოვნი კომენტარები, გვ. 26-29. სადაც ნათლადაა დანახვებული რომ კრება არ დაიცავდა სახელმწიფოსგან ასეთ დამნაშავეებს.


და თუ რომელიმე კრების უხუცესმა არ გაითვალისწინა ეს მითითება და არ აცნობა და ან დაუშალა დაზარალებულს მისვლა პოლიციაში. ეს არა ორგანიზაციის პრობლემა არამედ იმ კონკრეტული პირის დანაშაულია. და ამის ორგანიზაციაზე მიკერება რასაც ოპონენტები ცდილობენ არარელევანტურია.

ხოლო ის პრეტენზია,  რომ  რატომ არ მიდიოდნენ პოლიციაში  უხუცესები ყველაზე წინ როცა იგებდნენ ასეთ შემთხვევებს წლების წინო. უნდა გვესმოდეს ერთი რამ:

იეჰოვას მოწმეთა კრება არარის სადამსჯელო პოლიციური ორგანო ისარის სულიერი სიწმინდის დამცველი ორგანიზაცია.ასერომ როცა პიროვნება მიდის და ეუბნება უხუცესს რომ მასზე იძალადეს. მას უნდა ქონდეს გაცნობიერებული რაბერკეტები აქვთ უხუცესებს: კერძოდ ისრომ მათ შეუძლიათ სულიერი დახმარების აღმოჩენა და გარიცხვა .ხოლო ფიზიკურად პიროვნების დაპატიმრება და იზოლირება არა.ამისათვის უნდა მიბრძანდეს ადამიანი სამართალდამცავებთან.და თუკი მხოლოდ უხუცესთან მივიდა პიროვნება ეს იმას ნიშნავს,რომ მას მხოლოდ კრების ფარგლებში სურდა სამართლის ძიება, ხოლოთუ მეტი სადამსჯელო ღონისძიება უნდოდა, მაშინ თავად უნდა მისულიყო პოლიციაში.უხუცესი რატომ უნდა გაქცეულიყო მასზე წინ?  თუკი მას სურდა დასჯილიყო კანონის წესით პირდაპირ მისულიყო პოლიციაში. თუ მისი  დაკავება სურდა.და ამით უხუცესებსაც გაუადვილებდა საქმეს დამტკიცებულ ბრალზე  გაირიცხებოდა დამნაშავე.
და როცა ასეთ ნაბიჯს არ დგამს პიროვნება და მერე გამოდის და უხუცესებს ადანაშაულებს. იქ ერთადერთი დამნაშავე თავად ეს პიროვნებაა
მეორე მხრივ სადაც კანონმდებლობა  ავალდებულებს ორგანიზაციას აცნობოს მასში მომხდარი ესეთი შემთხვევა   ხელისუფლებას იქ უხუცესები ამცნობენ მიუხედავად იმისა მიდის თუ არა დაზარალებული პოლიციაში.
ასე რომ რაში შეიძლება მოწმეების დადანაშაულება მაშინ როცა თავად დაზარალებული არჩივის გაუგებარია.

ან ერთი შემთხვეა მაინც მოიყვანონ ასეთებმა ბიბლიიდან სადაც მოციქულებმა სახელმწიფოს შეატყობინეს ასეთი ფაქტის შესახებ

თუ არხდებოდა მათ დროს ესეთი სემთხვევები? ან იწყნარებდნენ ასეთებს?
ფაქტია რომ არიყვნენ შემწყნარებლები. ამავედროს არც სახელმწიფოსთვის გადაუციათ ასეთები.  ეს არის დაზარალებულის პრეროგატივა

3. როცა მოწმეებზე იშვერთ ხელს და ამბობთ არავისზე უკეთესები არიანო და ერთ ქვაბში გინდათ მოხარშოთ. დაასახელეთ რომელ რელიგიას აქვს იეჰოვას მოწმეებზე უკეთესი ბავშვთა დაცვის პოლიტიკა? მაგალითის სახით მაინც გვაჩვენონ აი ამთ აქვთ ეფექტური პოლიტიკადა მიბაძეთო
აქვს კი საერთოდ მართლმადიდებლობას? მის ხარისხზე რომაღარაფერი ვთქვათ ?
ნათელია ასეთს ვერ დაასახელებენ ოპონენტები  რადგან ასეთი არ გააჩნიათ მათ რელიგიებს

ორგანიზაცია აქვეყნებდა და კვლავ გამოაქვეყნა ბიბლიაზე დაფუძნებული პასუხები  ამ საკითხზე. ასე რომ არც არავის უმალავს და აჩვენებს კიდეც რა პოლიტიკას ატარებს


4.რაც შეეხება კათოლიკებზე თითს იშვერდითო
საგუშაგო კოშკი წერდა არა იმაზე რომ რატომ ხდებოდა ასეთი შემთხვევა (ამისგან არავინაა დაზღვეული) არამედ იმას რომ 
ისინი როცა პედოფილები იყვნენ არავინ მოხსნა მღვდლობიდან ან გარიცხა. ისევ სამღვდელო წოდებებზე რჩებოდნენ. რაც პირდაპირი შემწყნარებლობაა, ასევე უხუცესები ბრალდებული არიან იმ 1000 ისიც სავარაუდო შემთხვევიდან 0 , მთელი რაღაც პროცენტი და ეგეც არისთუარა სინამდვილე არავის დაუმტკიცებია.ხოლო კათოლიკებში უმრავლესობა  სასულიერო პირები იყვნენ ჩართული  ასეთ ქმედებებში.
მოწმეებთან კი ასეთები ისჯებიან და ირიცხებიან.დ ათუ აღდგება შეიძლება ვერასდროს მიიღოს რქიმე პასუხისმგებლობები კრებაში. ასე რომ არარელევქნტური და არაადეკვატური პარალელებია რატომ იშვერდით ხელსო მათ მიმართ.
განხილულიდან გამომდინარე  შეგვეძლო დავრწმუნებულიყავით ოპონენტების ბრალდებების უსაფუძვლობაში და პავლეს გონივრულ რჩევაში იმის შესახებ: რომ ნაჩქარევად არ შეიძრეს ჩვენი გონება(2თეს2:2)

P.s ქვემოთ მოცემულ საიტზე არის წარმოდგენილი,მართლმადიდებელი სასულიერო პირების  პედოფილიის უამრავი შემთხვევები, რომლებიც დამალეს: არც ხელისუფლებას შეატყობინეს და ისევ სასულიერო წოდებებზე რჩებოდნენ.და რომლებსაც მორალური უფლება არ აქვთ სხვებს დაუწყონ ქილიკი.

https://www.pokrov.org/individuals/persons/


No comments:

Post a Comment