Saturday, 16 November 2019

როგორ სხეულში აღდგა იესო: ხორციელი თუ სულიერი?



 უამრავ ადამიანს სწამს ტრადიციული საეკლესიო დოქტრინის იმის შესახებ, რომ ღვთის ძე ხორციელად (ანუ ფიზიკური სხეულით) აღდგა მკვდრეთით. თუმცა ბიბლიის უამრავი სერიოზული მკვლევარისათვის ეს დოგმა თავისთავად "გაუქმდა", როდესაც მიხვდნენ, რომ იესოს ხორციელად მკვდრეთით აღდგომის შესახებ სწავლება სრულიად არაბიბლიურია! ამომწურავი პასუხის მისაღებად, ჩვენ იესოს ხორციელი აღდგომის შესახებ თეორიას რამოდენიმე მხრიდან განვიხილავთ.

 თავდაპირველად სასარგებლო იქნება იმის გაგება, თუ რას ამბობს ბიბლია ფიზიკური და სულიერი სხეულების სტატუსზე
  ამასთან დაკავშირებით საჭიროა ერთი უბრალო ჭეშმარიტება გვახსოვდეს – დედამიწაზე ადამიანად დაბადებამდე, მთელი იმ  დროის განმავლობაში, რომელიც ღვთის ძემ თავის მოსიყვარულე მამასთან, იეჰოვა ღმერთთან გაატარა, მას მხოლოდ სულიერი სხეული ჰქონდა! და ამაზე წმინდა წერილიც საუბრობს, როდესაც ამბობს, რომ «თუ ხორციელი სხეული არსებობს, არსებობს სულიერიც» (1კორინთელები 15:44). ხორციელი (ანუ ფიზიკური) სხეული ყველა ადამიანს აქვს, პირველი ადამიანი, ადამიდან მოყოლებული. ხორციელი სხეული აქვთ ასევე «პირუტყვს... ფრინველს...თევზს» (1კორინთელები 15:39). თუმცა, როგორც ამის შესახებ ბიბლია საუბრობს, იეჰოვა ღმერთს, მის ძეს და ასევე ანგელოზებს ფიზიკურისგან განსხვავებული, სულიერი სხეულები აქვთ. მაგალითად, ნათქვამია, რომ «ღმერთი სულია» (იოანე 4:24). ასევე ზეცაში მცხოვრებ ანგელოზებსაც «სულები» ეწოდებათ  (ებრაელები 1:13,14).

  ფსალმუნების 8:5,6 და 1 კორინთელების 15:40-44 იმის გაგების საშუალებას გვაძლევენ, რომ ზეციერი სულიერი სხეულები, ძალიან დიდად უპირატესობენ მიწიერ, ხორციელ სხეულებზე (შეადარეთ ესაია 31:3). ნათელია, რომ ასეთი უპირატესობა, მის მიერ შექმნილი ხორციელი ადამიანებისგან განსხვავებით, ღვთის ძესაც ჰქონდა დედამიწაზე მოსვლამდე. ამაზე მიუთითებენ იესოს მიმართ ნათქვამი, იოანე ნათლისმცემლის სიტყვები: «მაღლიდან მომავალი ყველაზე მაღალია. ვინც მიწიდან არის, მიწიერია და მიწიერზე ლაპარაკობს. ზეციდან მომავალი ყველაზე მაღალია» (იოანე 3:31).

  მაშ რა მიზეზით და რა ვადით მისცა იეჰოვა ღმერთმა თავის ძეს ხორციელი სხეული? ბიბლია ამ შეკითხვას პასუხობს:
  «მაგრამ როცა დრო გასრულდა, ღმერთმა გამოგზავნა თავისი ძე, რომელიც ქალისგან იშვა» და ხორციელ ადამიანად იქცა (გალატელები 4:4). ებრაელთა მიმართ წერილი განმარტავს ამ მეტამორფოზას: «რადგან შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, ისიც მსგავსადვე ეზიარა მათ, რათა თავისი სიკვდილით ბოლო მოუღოს მას, ვინც სიკვდილს იწვევს, ანუ ეშმაკს… მაშასადამე, ის ყველაფერში თავის ძმებს უნდა დამსგავსებოდა» (ებრაელები 2:14,17; იოანე 1:14).

  როგორ აისახა ეს მის მდგომარეობაზე? ბიბლია გვიჩვენებს, რომ მან «ყველაფერზე უარი თქვა, მონის სახე მიიღო და ადამიანის მსგავსი გახდა;... თავი დაიმდაბლა...» (ფილიპელები 2:7,8). ამგვარად, ნათელი ხდება, რომ ღვთის დიდებული ძისთვის, რომელმაც თავისი ზეციერი მდგომარეობა დატოვა, ხორციელი იერი იქცა «ყველაფერზე უარის თქმად» და «მონის სახის მიღებად». ამისათვის მას «თავის დამდაბლებაც» კი დასჭირდა!

  ასევე 2 კორინთელების 8:9-შიც შეახსენებენ ქრისტიანებს ღვთის ძეზე, რომ «ის მდიდარი იყო და თქვენი გულისთვის გაღარიბდა, რათა თქვენ გამდიდრებულიყავით მისი სიღარიბით». ებრაელების 2:9-ში კი ნაჩვენებია, რომ დედამიწაზე მოსულ იესოს «ანგელოზებზე ოდნავ დაბალი მდგომარეობა მიეცა». თანაც ეს მაშინ, როდესაც დედამიწაზე ადამიანად ყოფნის მთელი დროის განმავლობაში, იესო სრულყოფილი და უცოდველი რჩებოდა! ღირს კი იმის ახსნა, თუ რომელი სხეული წარმოადგენს იესოსათვის უპირატესს – სულიერი თუ ხორციელი? (იოანე 17:5).
ახლა განვიხილოთ:

  წმინდა წერილი რას ამბობს უშუალოდ მკვდრეთით აღდგენილი იესოს გარეგნობის შესახებ?

  ბიბლია იმის გაგებაში გვეხმარება, რომ იესო აღდგა არა მიწიერ და ფიზიკურ სხეულში, არამედ მის წინანდელ, აღმატებულ სულიერ სხეულში! და ამაზე მრავალრიცხოვანი ბიბლიური მაგალითები მიუთითებენ. მაგალითად, მოციქული პეტრე პირდაპირ ამბობს, რომ ქრისტე დაზარალდა, როდესაც «მოკლული იქნა ხორცში, მაგრამ გაცოცხლდა სულში» (1 პეტრე 3:18). ამ მუხლის კონტექსტი (სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგენის, იესოს სხეულისა და მისი სულის დაპირისპირება) გვაგებინებს, რომ აქ მკვდრეთით აღდგენილი იესოს ბუკვალურ მდგომარეობაზეა საუბარი.

  და ასეთი რწმენა აბსოლუტურად ლოგიკურია! არალოგიკური კი ზუსტადაც ის თეორიაა, რომ იესო ზეცაში თითქოსდა ხორციელი სხეულით დაბრუნდა! ბიბლია ამას ნათლად და არაორაზროვნად განმარტავს შემდეგი სიტყვებით: «ხორცი და სისხლი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს» (1კორინთელები 15:50). მაშ, რამდენად მცდარს და შეცდომაში შემყვანს წარმოადგენს იესო ქრისტეს «ხორცში და სისხლში» ზეცაში დაბრუნების შესახებ მოსაზრება! უფრო მეტიც, ასეთი სწავლება განდიდებული ღვთის ძის უზომო დამცირებას ემსახურება, რომელსაც მამამ წინანდელი დიდება დაუბრუნა!

  ესმოდა რა ეს მნიშვნელოვანი გარემოება, მოციქული პავლე თავის ძმებს არწმუნებდა: «ქრისტეს თუ ვიცნობდით კიდეც ხორციელად, ახლა აღარ ვიცნობთ» (2კორინთელები 5:16). ეს სიტყვები შეკითხვის დასმისაკენ აღგვძრავს: რა იგულისხმება აქ, რადგან მოციქულებმა ხომ მშვენივრად იცოდნენ, როგორ გამოიყურებოდა იესო თავის სხეულში მიწიერი მსახურებისას და მკვდრეთით აღდგენის შემდეგ რამოდენიმე დღის განმავლობაში ურთიერთობაც კი ჰქონდათ მასთან? მაშ ეხლა რატომ «აღარ იცნობენ ქრისტეს  ხორციელად»? იმიტომ ხომ არა, რომ იესოს სხეულმა სრულიად განსხვავებული – სულიერი (ანუ არა ხორციელი) – იერი მიიღო? ამიტომ არაა გასაკვირი ის, რომ მოციქული პავლე ქრისტეს «სულიერ კლდეს» ადარებს (1 კორინთელები 10:3,4).

  ეჭვგარეშეა, რომ ხორციელ სხეულს ღვთის ძე მხოლოდ მიწიერი მსახურების დროს ფლობდა, როგორც ეს ახსნილიც იყო ებრაელების 2:14,17-ში. თანაც, იმავე წერილში მოციქული პავლე კიდევ ერთ საგულისხმო აზრს ამატებს, როდესაც ამბობს: «ხორცში ყოფნისას ქრისტემ ძლიერი ღაღადითა და ცრემლებით შესწირა ვედრება და თხოვნა მას, ვისაც სიკვდილისგან მისი ხსნა შეეძლო, და შესმენილ იქნა ღვთის შიშის გამო» (ებრაელები 5:7). როგორც ამ მუხლიდან ჩანს, ზუსტად იესოს მიწიერი მსახურების დრო იყო ის «დღეები», როდესაც მას ხორციელი სხეული ჰქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში პავლე არ გამოყოფდა იმ მიწიერ პერიოდს და არ უწოდებდა მას იესოს «ხორცში ყოფნის» დღეებს. მოციქულის სიტყვებიდან ნათელი ხდება, რომ იესოს ფიზიკური სხეული მხოლოდ – მისი მიწიერი მსახურების დროს ჰქონდა. ხოლო ბიბლია თუ იესოს ცხოვრების იმ პერიოდს ისე ახასიათებს, როგორც დროს, როდესაც მას სხეული ჰქონდა, მაშინ სრულიად ნათელია, რომ დღეისათვის ზეცაში დაბრუნებული იესო ფლობს უკვე არა ფიზიკურ, არამედ უფრო დიდებულ – სულიერ სხეულს. სხეულს, რომელიც დედამიწაზე მოსვლამდე ჰქონდა მას.


  ის, რომ იესო სულიერ სხეულში აღდგა მკვდრეთით და არა ფიზიკურ სხეულში, ასევე  სხვადასხვა ბიბლიური მაგალითებიდანაც ჩანს, რომლებიც ქრისტესთვის სიცოცხლის დაბრუნების შემდგომ დღეებს აღწერენ. რადგან გვახსოვს, რომ იესოს მოწაფეები მისი ყველაზე ახლო მეგობრები იყვნენ, რომლებიც კარგად იცნობდნენ მის გარეგნობასა და თვისებებს მის ხორციელ სხეულში, თვალში გვხვდება მათ მიერ, მათი მკვდრეთით აღმდგარი მასწავლებლის ვერ ცნობის არაერთი შემთხვევა. ამის მთავარ მიზეზს, იესოს ახალი სხეულის არაჩვეულებრივი თვისებები წარმოადგენდა, რომელსაც საკუთარი გარეგანი მონაცემებისა და თვისებების ცვლილება შეეძლო. მკითხველს თავად შეუძლია ყურადღება მიაქციოს სახარებებში აღწერილ ამ შემთხვევებს.

  იოანე 20:14-16 – მარიამი ვერ ცნობს მკვდრეთით აღმდგარ იესოს, მიუხედავად იმისა, რომ მასთან საუბრობს.

  იოანე 21:4-12 – იესოს მოციქულები ვერ ცნობენ მას.

  იოანე 20:19,26 – იესოს შეუფერხებლად შეუძლია დაკეტილ სახლებში გაჩნდეს.

  ლუკა 24:31 – იესოს მოულოდნელად გაქრობა შეუძლია.

  რთულია იესოს სხეულის ასეთი უნარების, მისი ფიზიკური შესაძლებლობებით გამართლება. რთულია უკვე იმიტომ, რომ ღვთის ძის მიწიერი მსახურების ისტორიაში, იმის არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც ის ზუსტადაც რომ ფიზიკური ხასიათის გამოცდებსა და ტანჯვას განიცდიდა. მაგალითად, შიმშილს, დაღლას, ცემას, ტკივილს და ძელზე თანჯვით სიკვდილს. თუმცა თუ დავუშვებთ, რომ იესოს სხეული მის სიკვდილამდეც ისეთივე თვისებებს ფლობდა, როგორსაც მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, მაშინ ასეთ შემთხვევაში ძალიან ბევრი წინააღმდეგობა და შეკითხვა ჩნდება, რომლებსაც ადამიანის რწმენის მოსპობაც კი შეუძლია. ამგვარად, ქრისტეს ხორციელად მკვდრეთით აღდგომის შესახებ სწავლება წარმოადგენს არა მხოლოდ მცდარს, არამედ უკიდურესად სახიფათოსაც კი ქრისტიანის რწმენისათვის! იმ ადამიანისათვის, რომელსაც ჯერ არ შეუძენია რწმენა, ეს წინააღმდეგობები შეიძლება იესოს სიყვარულისა და საშინელი ტანჯვის დაუჯერებლობის მიზეზი გახდეს.

  იმის მაგალითები, რომ იესო თავის მოწაფეებს ძელზე გაკვრისას მიღებულ ჭრილობებს აჩვენებდა, სრულიადაც არ წარმოადგენს მისი ხორციელი აღდგომის თეორიის დაცვის საფუძველს. ქრისტეს ასეთი საქციელი აბსოლუტურად გონივრულ საქციელს წარმოადგენდა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მის  გამოჩენაზე მოციქულების პირველი რეაქცია მისი მოჩვენებასთან ასოციაცია იყო (მით უმეტეს, რომ ასეთ უკიდურესიბებამდე ისინი მისი მიწიერი მსახურების პერიოდშიც კი ეშვებოდნენ) (მათე 14:25-28; ლუკა 24:36-43). უკვე სულიერი სხეულის მქონე მკვდრეთით აღმდგარი იესო, ითვალისწინებდა რა თავისი მოწაფეების გრძნობებს, მათ წინაშე ისეთი სახით ჩნდებოდა, როგორითაც მანამდე იცნობდნენ მას. ეს მით უმეტეს უფრო მნიშვნელოვანი იყო, თუ გავიხსენებთ, იესოს მოციქულების რწმენაში გამაგრება და მათთვის ბოლო დარიგების მიცემა სჭირდებოდა. 
  მოციქულების წინაშე თავისი პირველი გამოჩენის შემთხვევაში იესომ მათ საჭმელიც კი სთხოვა, მაგრამ აშკარად არა იმიტომ, რომ მშიერი იყო! და ეს არ წარმოადგენდა მისი მხრიდან რაიმე სახის ტყუილს. მსგავსი საქციელი მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ზღვის პირას გამოცხადებისას (იოანე 21:4-14). თუმცაღა ის, რომ უფალმა მკვდრეთით აღდგომის შემდეგ არაერთხელ ჭამა ფიზიკური საკვები, არანაირად არ გვაიძულებს ისეთი დასკვნის გაკეთებას, თითქოს აქედან მოყოლებული და მარადიულად მას საკვების რეგულარული მიღება სჭირდება, როგორც ეს მისი მიწიერი მსახურებისას იყო. გასაგებია, რომ თავისი ასეთი საქციელით მოძღვარი თავისი მოწაფეების დამშვიდებას და იმაში დარწმუნებას ცდილობდა, რომ ის რეალურად აღდგა მკვდრეთით, რითაც საბოლოოდ გაფანტა მათ გონებაში არსებული ეჭვები. მცირე რწმენის მქონე თომას შემთხვევაში კი, ღვთის ძემ პირადად მისცა მას იმის შემოწმებისა და დარწმუნების შესაძლებლობა, რომ ის არა მოჩვენება, არამედ მისთვის მომკვდარი და მკვდრეთით აღმდგარი უფალი იყო (იოანე 20:24-29). ყოველივე ეს იესოს მოწაფეებს იმაში ეხმარებოდა, რომ სრულიად დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ ნამდვილ იესოს ელაპარაკებოდნენ და არა მოჩვენებას, რომელიც თავს იესოდ ასაღებდა. მით უმეტეს, მან იცოდა, რომ მოწაფეები შეიძლება მიდრეკილნი ყოფილიყვნენ ეფიქრათ, რომ გარდაცვლილი იესოს სხეული, რომელიმე არაკეთილისმოსურნემ «გაიტანა» აკლდამიდან და არა სასწაულებრივ აღდგომად (იოანე 20:15). ეჭვგარეშეა, თავისი მოწაფეების გონებაში ეჭვები და მათი რწმენის ნგრევა რომ არ დაეშვა, ღვთის ძე არაერთხელ გამოეცხადა მათ, მათთვის ნაცნობი გარეგნობის გამოყენებით.

  თავად მკვდარი იესოს ფიზიკური სხეულის სამარხიდან მოცილება კი იეჰოვას ბრძნულ და შორსმჭვრეტელ გადაწყვეტილებას წარმოადგენს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში უცხო ადამიანებისათვის და, მით უმეტეს, მოწინააღმდეგეებისთვის, ასეთი სხეულის არსებობა იმის მოხერხებული მტკიცებულება გახდებოდა, რომ იესო მკვდრეთით არ აღმდგარა. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ზუსტად ქრისტეს სხეულის ასე შენახვაზე ზრუნავდნენ ფარისეველები. ამისათვის მათ პილატეს ისიც კი გამოსთხოვეს, რომ მას უფლება მიეცა მათთვის, «ეზრუნათ სამარხის დაცვაზე, ლოდი დაებეჭდათ და დაცვა დაეყენებინათ» (მათე 27:62-66).
  გარდა ამისა, იესოს დარჩენილი ფიზიკური სხეული, არასწორი აზროვნების მქონე ადამიანებს შეიძლება გამოეყენებინათ გაღმერთებისა და კულტობრივი თაყვანისმცემლობისათვის, ზუსტად ისევე, როგორც ძველმა ისრაელებმა გააკეთეს სპილენძის გველთან მიმართებაში, რომელიც მოსემ გააკეთა და რომელსაც ნეხუშთანს უწოდებდნენ, ან როგორც დღეს არსებულ რიგ ე.წ. «ქრისტიანულ» რელიგიებში ყვავის «წმინდანთა» ნაწილების თაყვანისცემის კულტი (რიცხვები 21:8,9; 4მეფეები 18:4).


  ამავდროულად სულიერ სხეულში მკვდრეთით აღმდგარი იესოს მატერიალიზების შესაძლებლობა ისე არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც რაღაც საკვირველება. ამისათვის საკმარისია ბიბლიის მიერ აღწერილი არაერთი მსგავსი შემთხვევა გავიხსენოთ ღვთის სხვა სულიერი ქმნილებების - ანგელოზების მონაწილეობით (დაბადება 18:1-8; 19:1-3,10,16; 32:24-26; ოსია 12:3,4). დასახული მიზმების შესასრულებლად, ღმერთი მათ ფიზიკური სხეულის მიღების უფლებას აძლევდა, ისე რომ ადამიანებსაც კი არ შეეძლოთ მაშინვე მათში ანგელოზების ამოცნობა და სხვა ადამიანებად აღიქვავდნენ. თუმცა განა მოუვიდა ისრაელის რომელიმე პატრიარქს ამის გამო თავში იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ ღვთის ანგელოზებს ზეცაში ფიზიკური სხეულები ჰქონდათ? ასეთი აზრი ჩვენ აბსურდული მოგვეჩვენებოდა! მაგრამ მაშინ დღეს რატომ ჩქარობს ზოგიერთი ადამიანი დაასკვნას, რომ თუ ღვთის მიერ მკვდრეთით აღმდგარ ქრისტესაც შეეძლო მსგავსად ფიზიკური სხეულის მიღება, მაშინ ის მარადიულად მატერიალიზებული დარჩა? ძალიან უცნაურია…

  ზუსტად ასევე გამართლდა იესოს ის სიტყვები, რომელიც მან თავისი მიწიერი სიცოცხლის პერიოდში თქვა: «დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ… ის თავის სხეულს გულისხმობდა» (იოანე 2:19-21). განა ვინმე იტყვის, რომ იესომ ვერ შეძლო თავისი სხეულის «აღდგენა», როდესაც სიკვდილიდან სამი დღის შემდეგ მარიამს გამოეცხადა მატერიალიზებული (ანუ იმ მომენტში ფიზიკური იერი მიიღო) სხეულით? (იოანე 20:1,14-18). ეს სასწაული, რომლის გამეორებაც არცერთ ადამიანს არ ძალუძს, ნამდვილად  იქცა იმის «ნიშნად», რომელმაც მისი მკვდრეთით აღდგომა და მესიის სტატუსი დაადასტურა მისადმი რწმენის მქონე ადამიანებისათვის (იოანე 2:18). თანაც, შეგვიძლია იესოს მიერ ნათქვამი სიტყვების ზუსტ შესრულებას გავუსვათ ხაზი, რომელმაც თქვა, რომ თავად ის აღადგენდა თავის სხეულს. როდესაც გვახსოვს, რომ, ბიბლიის თანახმად, უშუალოდ ღმერთმა დაუბრუნა მკვდარ იესოს სიცოცხლე და ამის შემდეგ კი მას მისცა «მთელი ძალაუფლება ზეცაში და დედამიწაზე», გასაკვირი აღარაა, რომ უკვე სულიერ სხეულში აღმდგარმა იესომ მისთვის მიცემული ძალაუფლება იმისათვის გამოიყენა, რომ თავის მოწაფეებს მატერიალიზებული სხეულით გამოსცხადებოდა (საქმეები 2:24,32; 3:26; 5:30; 13:32; 17:31; ეფესოელები 1:20). ზუსტად ამით, პირადად მან, იესომ, ღვთისაგან მიცემული ამ ძალაუფლების გამოყენებით, სამი დღის განმავლობაში სიკვდილის შემდეგ, «აღადგინა» თავისი სხეული.

  თუმცა ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რომ იესომ საკუთარი სხეული, რომლის «აღდგენასაც» დაჰპირდა, ტაძარს შეადარა. წმინდა წერილი აზუსტებს, რომ «ის თავის სხეულს გულისხმობდა» (იოანე 2:21). ამგვარად, ბიბლიის სიტყვების თანახმად, იესოს სხეული ტაძარს ასიმბოლოებდა, ანუ რაღაც წმინდას, რაც საკუთარ თავში განწმენდისა და ღმერთთან ერთობის ფუნქციებს მოიაზრებდა. გასაგებია, რომ იესოს ბუკვალურ ფიზიკურ სხეულს არანაირად არ შეეძლო ამ როლის შესრულება. და არცაა გასაკვირი, რადგან ბიბლია ქრისტეს «სხეულს» იესოს თანამემკვიდრეებს უწოდებს და მოუწოდებს, რომ ყოველთვის ხსომებოდათ ამ წმინდა უპირატესობის შესახებ. მოციქულ პავლეს თვალნათელი მაგალითიც კი მოჰყავს: «ვინაიდან ჩვენ მისი სხეულის ნაწილები ვართ» (ეფესოელები 5:30). ღვთის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიწმინდე ამ ქრისტიანულ კრებას ეძლევა და არა ფიზიკური სხეულის რაიმე სახის თაყვანისცემას.
  აქედან გამომდინარე გასაგები ხდება ის დიდი აზრი, რომელიც ქრისტემ «თავისი სხეულის ტაძრის» აზრში ჩადო. ეს სხეული ასიმბოლოებდა სულიერ ტაძარს, აღთქმული სისხლის საფუძველზე. სისხლის, რომელიც იესომ მრავალთა გამოსასყიდად დაღვარა. იერუსალიმის ტაძარი ქრისტეს სხეულის ტაძრის პირველსახე იყო. იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლს სწირავდნენ, რაც ადამიანს საკუთარი ცოდვებისაგან განწმენდის შესაძლებლობას აძლევდა. ასევე ტაძარივე წარმოადგენდა იეჰოვას თაყვანისცემის ცენტრს. ის ადამიანი, რომელსაც იეჰოვასთან სურდა დაახლოება, ამ ტაძარში მიდიოდა.
დღეს ყოველივე ეს იესო ქრისტეში გვაქვს. ამიტომ ვერავინ მივა იეჰოვასთან, იესოს გარეშე (იოანე 14:6). და ზუსტად ამიტომ დღეს კაცობრიობას, რომელსაც ქრისტეს სრულყოფილი და მოქმედი გამომსყიდველური მსხვერპლი აქვს, არც პირდაპირი გაგებით ფიზიკური ტაძარი სჭირდება და არც იესოს ფიზიკური სხეულის არსებობა. რადგან გამოსასყიდი ჯერ კიდევ ორი ათასი წლის წინ იყო გადახდილი, ზემოთ ჩამოთვლილი ვერცერთი ფიზიკური ნივთი ვეღარ თამაშობს და, ვერც ითამაშებს, ვერავითარ როლს კაცობრიობის გადარჩენის საქმეში.


  გარდა ამისა, იესოს ხორციელად აღდგომის შესახებ სწავლება წინააღმდეგობრივს წარმოადგენს ასევე ძველი აღთქმისეული კანონის, მისი პირველსახეებისა და გამოსასყიდის შესახებ სწავლებების თვალსაზრისითაც. რატომ შეიძლება ამის მტკიცება?
  ცნობილია, რომ მსხვერპლშეწირვის მთელი სისტემა, მართალი აბელიდან მოყოლებული, ღვთის ძის სრულყოფილი მსხვერპლის პირველსახეს წარმოადგენდა. და ამ შემთხვევაში აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ცხოველებს, რომლებსაც ცოდვების გამოსასყიდად სწირავდნენ სრული დაწვის სახით, სამსხვერპლოზე წვავდნენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცხოველების სხეულები აუცილებლად ნადგურდებოდა! როდესაც ვიცით, რომ ის ცხოველური შესაწირავები, რომლებსაც მთელი ისრაელისათვის სწირავდნენ გამოსყიდვის დღეს (რომლის სისხლიც იმ დღეს ტაძრის წმიდათა-წმინდაში შეჰქონდათ), ბიბლიის მიერ განსაზღვრულია, როგორც იესო ქრისტეს სრულყოფილი მსხვერპლის პირდაპირი პირველსახე, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღვთის მითითების თანახმად, ასეთი ძველაღთქმისეული მსხვერპლი სრულად და ყოველ მიზეზ გარეშე ნადგურდებოდა! (ლევიანები 16 თავი; ებრაელები 13:10-12). მღვდელმთავარსაც კი არ ჰქონდა ამ შესაწირავიდან რაიმე ნაწილის აღების უფლება. ეს კი მით უმეტეს მაშინ უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც საუბარია იმ სრულყოფილ მსხვერპლზე, რომელიც თავად იესომ გაიღო – მის ფიზიკურ სხეულზე. თანაც, ბიბლია გადატანითი მნიშვნელობით თავად იესოს უწოდებს მღვდელმთავარს! (ებრაელები 7:24-28; 9:11,12,25-28).

  თუმცა იესოს ხორციელი აღდგომის თეორია, რომელსაც ზოგიერთი მორწმუნე ადამიანი ამტკიცებს, აშკარა წინააღმდეგობაში მოდის ამ აქსიომასთან. როგორ გავიგოთ ის, რომ, ამ თეორიის თანახმად, იესოს სხეული, რომელიც მთელი კაცობრიობის ცოდვებისათვის იქნა გაღებული, განადგურებული კი არ იქნა, არამედ შენახული, რაც აშკარა წინააღმდეგობაში მოდის ბიბლიურ პრინციპთან? ამასთანავე არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარება ის საფუძველი, რომლის თანახმადაც მსხვერპლის გამღები და, შესაბამისად, შემდგომ მის უფლებებზე უარის მთქმელი, მოგვიანებით კვლავ იბრუნებს მას მფლობელობაში. გამოდის, რომ ის ფასი, რომელიც ადამიანთა ცოდვების გამომსასყიდათ იქნა გაღებული, შემდგომ უკან იქნა დაბრუნებული? ასეთ შემთხვევაში ეს ხომ გამოსასყიდის სრულ ანულირებას იგულისხმებდა! ეს იგივეა, თქვენ რომ მაღაზიაში მიხვიდეთ, ფული გადაიხადოთ, ნაყიდი საქონელი ჩანთაში ჩააწყოთ და შემდეგ უკან დაიბრუნოთ სალაროში გადახდილი ფული! მაგრამ განა შესაძლებელია ასეთი რამ?

   ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ იესოს თავისი სხეული უნდა გაეღო გამოსყიდვის ნიშნად, რომელსაც მარადიული ძალა ექნებოდა და არა დროებითი! (ებრაელები 10:10; 1პეტრე 2:24; რომაელები 7:4). რადგან ზუსტად ასეთი მსხვერპლისათვის მისცა იეჰოვა ღმერთმა თავის ძეს ფიზიკური სხეული (ებრაელები 10:5). ამაზე პირადად იესოს სიტყვებიც კი პირდაპირ მიუთითებს, რომელიც მან თავის მოციქულებთან ერთად გატარებული სერობისას წარმოთქვა: «ეს ჩემს სხეულს ნიშნავს, რომელიც თქვენთვის უნდა იქნეს გაღებული» (ლუკა 22:19). იესომ იცოდა, რომ მას აუცილებლად უნდა «გაეღო» თავისი სხეული, ზუსტად ისევე, როგორც მოსეს კანონის თანახმად ეძლეოდა სრულდასაწვავად სამსხვერპლო ცხოველის სხეული!

  ამასთანავე უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის სიტყვა არაერთგზის მიუთითებს იმაზე, რომ იესო ხორცში მოვიდა, მაგრამ იმის მცირედ მინიშნებასაც კი არ იძლევა, რომ თითქოსდა ის იმავე სხეულით წავიდა! რადგან ეს ღვთის თავდაპირველი ჩანაფიქრის პირდაპირ დარღვევა იქნებოდა! (1 იოანე 4:2,3; 2იოანე 7; რომაელები 1:3; 8:3). ისინი, ვინც ზეცაში ღვთის ძის ხორციელი სხეულით დაბრუნების სწავლებას იყენებენ პრაქტიკაში, ამ ყველაფრით სრულ დილეტანტობასა და ამ საკითხისადმი უხეშ უპატივცემულობას ავლენენ. ნათელია, რომ არც ამ თვალსაზრისით შეეძლო მკვდრეთით აღმდგარ იესოს მსხვერპლად გაღებული სხეულის კვლავ შეძენა. გამოსასყიდის შესახებ ბიბლიური პრინციპის თანახმად, იესომ თავისი ფიზიკური სხეული სამუდამოდ გაიღო (ებრაელები 13:11,12).


  მით უმეტეს გასათვალისწიმნებელია, რომ ნებისმიერ დროს ცოდვების მიტევება ხორციელდებოდა არა მსხვერპლად შენაწირი ცხოველის სხეულით, არამედ მისი დაღვრილი სისხლით. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს მოსეს კანონის მითითებიდან, გამოსყიდვის დღეს მღვდელმთავრის, ლევიანებისა და მთელი ხალხის ცოდვებისაგან განწმენდის შესახებ (ლევიანები 16 თავი). უშუალოდ სისხლი წარმოადგენდა იმ სიმბოლოს, რომელიც კაცობრობის გამოსასყიდს შეესაბამებოდა (ლევიანები 17:11). ამიტომ შეეძლო მღვდელმთავარს წმინდათა-წმინდაში შესვლა არა მხოლოდ ცხოველის სხეულით, არამედ მისი სისხლით, რათა ისრაელი ერის ცოდვების მიტევება მიეღო. სისხლისაგან განსხვავებით, ცხოველის სხეული უნდა დამწვარიყო (ლევიანები 16:27).
  გვესმის რა ეს მნიშვნელოვანი თავისებურება, აღარ გვიკვირს ის, თუ ქრისტიანული ბერძნული წერილები, კაცობრიობის გამოსყიდვის საკითხში, რატომ გამოყოფს ძირითადად იესოს დაღვრილი სისხლის როლს (ებრაელები 9:7,11-28; 10:19,20; 12:24; 13:11,12; 1იოანე 1:7; გამოცხადება 1:5; 5:9; 7:14; 12:11). მოციქული პეტრე ამასთან დაკავშირებით შეგვახსენებს: «რადგან იცით, რომ მამა-პაპის ადათ-წესებით დამკვიდრებული უსარგებლო საქციელისგან ხრწნადმა ვერცხლმა ან ოქრომ კი არ დაგიხსნათ, არამედ თვით ქრისტეს ძვირფასმა სისხლმა, როგორც უმანკო და უმწიკვლო კრავისა.» (1პეტრე 1:18,19).


  ძველი აღთქმისეული წინასახეობების თვალსაზრისით, იესოსათვის მისი ხორციელი სხეულის უკან დაბრუნების შესახებ სწავლება, ასევე ბიბლიას უპირისპირდება. ამისათვის საკმარისია ის მოვლენა გავიხსენოთ, რომელიც იესოს სიკვდილის მომენტში მოხდა იერუსალიმის ტაძარში – «საწმიდრის ფარდა ორად გაიხა, ზემოდან ძირამდე» (მარკოზი 15:38). მაგრამ როგორ ეხებოდა ეს შემთხვევა  იესოს სხეულს? ამის განმარტებას მოციქული პავლეს სიტყვები იძლევა: «ამიტომ, ძმებო, რადგან გამბედაობა გვაქვს იესოს სისხლის მეშვეობით წმინდა ადგილზე შესასვლელად ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც მან გაგვიხსნა ფარდით, ანუ თავისი ხორცით» (ებრაელები 10:19,20).
ტაძრის ფარდა ქრისტეს ხორცის პირველსახეს წარმოადგენდა. ღვთის განგების თანახმად იესოს სხეული, რომელსაც ტაძრის ფარდა ასიმბოლოებდა, აუცილებლად განადგურებული უნდა ყოფილიყო. ამაზე პავლეს ზემოთ მოყვანილი სიტყვები მიუთითებენ. ამგვარად ზეციური ცხოვრებისათვის ცხებული ქრისტიანებისათვის «წმინდა ადგილზე შესასვლელი» იხსნებოდა, ანუ «თვით ზეცაში» (ებრაელები 9:24). მაგრამ ლოგიკიდან გამომდინარე ამ ყველაფრით ჩანს, რომ ამგვარად ზეცაში დაბრუნება თავად იესოსთვისაც «ფარდის», ანუ მისი სხეულის გახევის პირობით უნდა მომხდარიყო! თუმცა თუ მივიჩნევთ, რომ იესოს სხეული შენახული და მისთვის დაბრუნებული იქნა (ან კვლავ «აღდგენილი» იქნა, ასე ვთქვათ, «შეკერილი» ფარდის მსგავსად), მაშინ მოვლენების ასეთი შესაძლო განვითარება, მთლიანად ხაზს უსვამს ბიბლიის იმ სიტყვებს, რომლებიც ზემოთ იყო მოყვანილი! ბუნებრივია, რომ იესოს სხეული, მისი პირველსახის, ტაძრის ფარდის მსგავსად, განადგურებული უნდა ყოფილიყო.



  იეჰოვა ღმერთმა, თავისი ძალის მეშვეობით აღადგინა თავისი ძე მკვდრეთით და სულიერი სხეულით ზეცად აამაღლა. ეს «ქრისტეს თანამემკვიდრეებისათვის» შესაბამისი ჯილდოს მიღების მაგალითი გახდა (რომაელები 8:17). ღვთის სიტყვა ამბობს, რომ მათი აღდგომა ქრისტეს აღდგომის მსგავსი იქნება: «თუკი მასთან სიკვდილის მსგავსებით გავერთიანდით, მისი აღდგომის მსგავსებითაც გავერთიანდებით, რადგან ვიცით, რომ ჩვენი ძველი პიროვნება მასთან ერთად იქნება ბოძზე გაკრული, რათა ჩვენი ცოდვილი სხეული უმოქმედო გამხდარიყო და ცოდვის მონები აღარ ვყოფილიყავით» (რომაელები 6:5,6).
  ასევე: «ითესება ხორციელი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. თუ ხორციელი სხეული არსებობს, არსებობს სულიერიც… როგორც მტვრისაგან შექმნილის ანარეკლი ვართ, ისევე ვიქნებით ზეციერის ანარეკლი. მაგრამ გეუბნებით, ძმებო, რომ ხორცი და სისხლი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს, ვერც ხრწნა დაინკვიდრებს უხრწნელობას. წმინდა საიდუმლოს გეუბნებით: ყველა არ დაიძინებს სიკვდილის ძილით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით, უცბად, თვალის დახამხამებაში, უკანასკნელ საყვირზე, რადგან გაისმება საყვირის ხმა და მკვდრები უხრწნელად აღდგებიან, ჩვენ კი შევიცვლებით. ვინაიდან ეს ხრწნადი უხრწნელობით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი - უკვდავებით» (1კორინთელები 15:44, 49-53. შეადარეთ 2კორინთელები 5:6-10; ფილიპელები 3:20,21; ებრაელები 12:22-24).
  ზუსტად ამიტომ არ არის გასაკვირი 2 კორინთელების 5:8-ში ჩაწერილი სიტყვები: «მხნედ ვართ და სიამოვნებას გვანიჭებს სხეულთან განშორება და უფალთან დასახლება». თუ ზეციური იმედის მქონე ქრისტიანებმა იცოდნენ, რომ თავისი სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ ისინი სამუდამოდ გამოვიდოდნენ თავისი სხეულებიდან, მაშინ ღვთის ძის აღდგომასთან მათი აღდგომის ანალოგია, თავად იესოს შემთხვევაშიც მიუთითებს «[ხორციელ]სხეულთან განშორებაზე»!

 ამასთანავე პავლეს იმ სიტყვებით ყველანაირი მანიპულაციის, რომლებიც ამბობენ, რომ «ხორცი და სისხლი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს, ვერც ხრწნა დაინკვიდრებს უხრწნელობას.»  მისთვის საკუთარი ცრუ მნიშვნელობის მიცემის მიზნით, რომ ვითომდა მას მხედველობაში ჰქონდა არა პირდაპირი გაგებით ხორცი და სისხლი, არამედ ადამიანის დაცემული პიროვნების რომელიღაც სახეობა, გამოაშკარავება რთული არ არის და ასეთ კრიტიკოსებს მხოლოდ მოციქულის სიტყვების მთელ კონტექსტზე ყურადღების გამახვილება შეგვიძლია ვურჩიოთ. მოცემული თემის განხილვას პავლე შეკითხვით იწყებს «როგორ აღდგებიან მკვდრები? როგორ სხეულში მოვლენ?» (მუხლი 35). წამოწეული კითხვა უკვე თავისთავად ხდის ნათელს, თუ კონკრეტულად რაზე საუბრობს პავლე. საუბრობს იმაზე, თუ როგორ სხეულში აღდგებიან მკვდრები. და მოცემული განმარტების მთელ მანძილზე პავლე ბევრჯერ იმეორებს «ხორცს» და «სხეულს», რომლებსაც ხან ხორბლის მარცვალთან აკავშირებს, ხან ცხოველებთან და ხან ციურ მნათობებთან. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ხომ არავის მოუვა თავში იმის მტკიცება, რომ პავლე ამ შემთხვევებშიც მათ რომელიღაც «დაცემულ უსულო მდგომარეობას» გულისხმობდა! არა, რა თქმა უნდა! გასაგებია, რომ საუბარი შეეხებოდა გარეგან, პირდაპირი გაგებით - ამ მუხლებში მოხსენიებული ყველა სუბსტანციების ფიზიკურ იერს.
  ამასთანავე «ხორცისა და სისხლის» სიტყვების შემდეგ მაშინვე (50-ე მუხლი) პავლე აღდგომისას ქრისტიანების გარეგანი იერის ცვლილებაზე საუბრობს (მუხლები 51-54). ეს კი საბოლოოდ ანგრევს ყოველგვარ იმ ზღაპრებს, რომლებიც თითქოსდა «დაცემული ადამიანის» თემას ეხება! მოცემულ მონაკვეთში პავლე ქრისტიანებისათვის აღდგომის იმედს განმარტავს და არა იმას, თუ როგორი მომავალი ელით ცოდვილებს! და ზუსტად ამიტომ საუბრობს «ქრისტესნის» მომავალ აღდგომაზე და იმაზე, თუ «როგორ სხეულში მოვლენ [ისინი]»!

  ბოლო ჯამში, მოციქულების სიტყვებით ისეთი სპეკულაცია, როგორიცაა «ხორცი და სისხლის ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ» ამის გამოსწორება შესაძლებელია, თუ ბიბლიის ასეთი მკვლევარების ყურადღებას პავლეს მიერვე ნათქვამ სხვა სიტყვებზე გავამახვილებთ, სადაც პავლე მოციქულებს იმავე ფრაზით მოიხსენიებს – «ხორცითა და სისხლით» (გალატელები 1:15-19). ესე იგი ამ შემთხვევაშიც, უნდა დავასკვნათ, რომ აქაც «დაცემულ» ადამიანებზე მიდის საუბარი, რომლებიც არაფერ წმინდას არ აფასებენ? და ნუთუ ქრისტეს მოციქულები, როგორც «ხორცი და სისხლი» - «ღვთის ზეციერი სამეფოს» დამკვიდრების უღირსნი აღმოჩნდნენ? ნათელია, რომ ფრაზაში «ხორცი და სისხლი» პავლე პირდაპირი გაგებით ხორციელ ადამიანებს გულისხმობდა, როგორებსაც სინამდვილეში წარმოადგენდნენ ქრისტეს მოციქულები. მით უმეტეს, რომ პავლე საკუთარ თავზეც ამბობდა, რომ ის «ახლა ხორციელად... ცოცხლობდა»(გალატელები 2:20). ნათელია, რომ ზოგიერთი ოპონენტის სურვილი, რომ სასურველი სინამდვილედ წარმოაჩინოს, მხოლოდ მათ წინააღმდეგვე მუშაობს და გვაიძულებს, რომ მათ «განმარტებებს» ისე ვუყუროთ, როგორც პრიმიტიულ დილეტანტობას. სამწუხაროდ, ეს მართლაც ასეა…

  ამ თემის გასაგრძელებლად საჭიროა პავლეს, იაკობისა და იუდას სიტყვების მსგავსი გამოგონილი განმარტება გავაქარვოთ, რომლის დროსაც «სულიერი» ქრისტიანები «ხორციელ» და «სულიერ» ადამიანებს უპირისპირებენ ერთმანეთს იესოს «სულიერ-ხორციელი» აღდგომის ინტერპრეტაციისთვის (1კორინთელები 2:14; 3:1-4; იაკობი 3:15; იუდა 1:19). ამ მოსაზრების თანახმად, იესო ფიზიკური სხეულით აღდგა, თუმცა როგორც ღრმა სულიერი აღძვრების მქონე პიროვნება.

  თუმცა განა ვინმეს აქვს იმის საფუძველი დაეჭვდეს, რომ ღვთის ძე თავისი მიწიერი სიცოცხლის დროსაც ღრმა სულიერი აღძვრების მქონე ღვთის მსახური იყო? მაშინ რა საჭირო იყო სხვების ყურადღების იმაზე გამახვილება, რომ იესო თავისი აღდგომის შემდეგაც ღვთისადმი ისეთივე ერთგული მსახური დარჩა? ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, რადგან არავის ეპარება ეჭვი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესოს თავისი ღვთისადმი ერთგულებაში! უკვე თავად აღდგომის ფაქტი წარმოადგენს ამის ნათელ მტკიცებულებას!
  თუმცა, ზემოთ მოყვანილი მოსაზრების გასაბათილებლად დიდი ძალისხმევა არ არის საჭირო. ამისათვის, ამ მოსაზრების დამცველი ოპონენტები, უბრალოდ იმ ფაქტის წინაშე უნდა დავაყენოთ, რომ მათ მიერ მოყვანილ მუხლებში არც პავლე, არც იაკობი და არც იუდა საერთოდ არ იყენებენ სიტყვა «სხეულს». და ამიტომ, მათი სიტყვების იესოს ხორციელი აღდგომის მტკიცებულებად გამოყენება უბრალოდ შეუძლებელია! ნათელია, რომ ბიბლიის ეს მწერლები თავის წერილებში საუბრობდნენ არა აღმდგარი იესოს ან მომავალში აღდგენილი მისი ზეციერი იმედის მქონე მსახურების სხეულებრივ მდგომარეოვაზე, არამედ იმის აუცილებლობაზე, რომ ქრისტიანებს ახლანდელ სიცოცხლეში, სანამ დედამიწაზე იმყოფებიან, ჰქონდეთ სულიერი განწყობა! ამავდროულად მოციქული პავლე, როდესაც უშუალოდ მკვდრეთით აღდგენილების სხეულების თემას შეეხო («როგორ აღდგებიან მკვდრები? როგორ სხეულში მოვლენ?», 1კორინთელები 15:35), ამ საკითხის უბრალო და არაორაზროვან განმარტებას იძლევა, როდესაც ხსნის, რომ «ხორცი და სისხლი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს»! (1კორინთელები 15:50).   იგივე პავლე ირეკლავს იმავე აზრს, როდესაც ამბობს, რომ «გათავისუფლება [სიკვდილის შემდეგ, სულიერი სხეულის მიღება] და ქრისტესთან ყოფნა სურს, რადგან ეს, რაღა თქმა უნდა, ბევრად უკეთესია». თუმცა ის გარკვეული დროით ჯერ კიდევ უნდა დარჩენილიყო «თავის ხორცში» თავისი მიწიერი მსახურების დასასრულებლად (ფილიპელები 1:21-24). 
  იესო თუ ადამიანური, ხორციელი სხეულით აღდგა, მაშინ გამოდის, რომ მისი მსახურებიც ასევე ხორციელი სხეულებით აღდგებიან, რადგან ისინი ხომ მისი მსგავსი აღდგომით უნდა გაერთიანდნენ მასთან! მაგრამ განა შეიძლება ასეთი რამის დაჯერება? განა ეს იმის სრულიად საპირისპიროს არ წარმოადგენს, რასაც ბიბლია ამბობს ზემოთ მოყვანილ მუხლებში? რაღა თქმა უნდა, რომ ასეთი თეორია სრულიად არაბიბლიურია!
  ამის საპირისპიროდ ბიბლია გვარწმუნებს, რომ ხორციელი სხეული უნდა მოკვდეს და მხოლოდ მაშინ შეძლებს იესოს თანამემკვიდრე ქრისტიანი, ახალი, სულიერი სხეულით ზეციური ჯილდოს მიღებას (1კორინთელები 15:35-44). საინტერესო ისაა, რომ თავად იესომაც დაგვანახა თავის მოყვანილ მაგალითში, რომ პირადად მისი ადამიანური სხეული უნდა შეცვლილიყო, როდესაც თქვა:
«მოვიდა კაცის ძის განდიდების საათი. ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუ ხორბლის მარცვალი მიწაში არ ჩავარდა და არ მოკვდა, ცალად დარჩება, მაგრამ თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს» (იოანე 12:23,24).

რა თქმა უნდა, გვესმის, რომ იეჰოვა ღმერთმა უამრავი სხვა გარდაცვლილებისთვის სხვა სახის მკვდრეთით აღდგომაც გაითვალისწინა. ბიბლია იმის შესახებ საუბრობს, რომ უამრავი ადამიანი ახალი სიცოცხლისათვის იქნება აღდგენილი, მაგრამ არა ზეცაში, არამედ სამოთხეში დედამიწაზე. და აღდგენილნი იქნებიან არა სულიერი სხეულებით, არამედ ფიზიკური, და შესაძლებლობა ექნებათ, რომ აღარასოდეს მოკვდნენ (იობი 33:24,25; ფსალმუნები 36:29; მათე 5:5). თუმცა იმ ქრისტიანებისათვის, რომლებსაც იგივე იმედი აქვთ, რაც პავლეს, რომ ზეცაში იქნებიან იესოსთან ერთად, ისეთი აღდგომაა გათვალისწინებული, როგორც თავად იესო აღდგა (რომაელები 6:5,6). ეს აღდგომა კი – სულიერ სხეულში მოხდება.

  მოდით იესოს ხორციელი აღდგომის შესახებ თეორიასთან დაკავშირებით კიდევ რამოდენიმე შეკითხვა განვიხილოთ.

  დაფიქრდით, რაში სჭირდება ღვთის ძეს, დედამიწაზე საკუთარი მისიის სრულად შესრულების შემდეგ (რისთვისაც მიეცა მას ხორციელი სხეული) ზეცაში კვლავ ადამიანური იერის მიღება და თანაც მარადიულად? იესოს ხორციელი აღდგომის თეორიის მომხრეებისთვის კარგი იქნებოდა ამ საკითხზე დაფიქრებულიყვნენ! რადგან ნათელია, რომ ბიბლია არაერთგზის განმარტავს, თუ რისთვის სჭირდებოდა ღვთის ძეს ხორციელი სხეული, როდესაც დედამიწაზე მოვიდა. თუმცაღა ის აბსოლუტურად არაფერს არ ამბობს იმის შესახებ, თუ რა მიზმენისთვის შეიძლება დასჭირვებოდა მას მისი შენარჩუნება აღდგომის შემდეგ. რა როლი უნდა ეთამაშა მას კაცობრიობის ხსნის შემდგომ საქმეში? რით იქნებოდა ფიზიკური სხეული, მის წინანდელ, სულიერ სხეულზე უკეთესი? შეიძლება იესოს ასეთი წარმოსახვითი «მეტამორფოზა» ისე იქნას აღქმული, როგორც მისი პიროვნების ბუნების ერთგავი გაუმჯობესება? ამბობს თუ არა ბიბლია რამეს ზეცაში ასეთი სხეულის ყოფნის რაიმე სახის მნიშვნელოვნებაზე?
სამწუხაროა, მაგრამ იესოს ხორციელი აღდგომის მომხრეებს, ამგვარ შეკითხვებზე არანაირი გონივრული პასუხები არ აქვთ.

 ყველა ჩამოთვლილი არგუმენტის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავინახოთ, თუ ღვთის სიტყვის თვალსაზრისით რამდენად არაზუსტ  და გულწრფელი ადამიანების რწმენისათვის სახიფათოსაც კი წარმოადგენს, იესოს ხორციელი აღდგომის შესახებ თეორია. გარდა ამისა, ეს სწავლება ღმერთს აყენებს შეურაცხყოფას და ღვთის ძის განსაცდელებსა და მოწამეობრივ ტანჯვას, ნაკლებმნიშვნელოვანს წარმოაჩენს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ქრისტიანები უარს ამბობენ ამ თეორიაზე, როგორც «ადამიანთა სწავლებაზე», რომელსაც ბიბლიურ ჭეშმარიტებასთან საერთო არაფერი აქვს! (მათე 15:7-9).


პირდაპირი მტკიცებულება
1 ტიმოთე 3:16 - 

1 პეტრე 3:18 - „

არაპირდაპირიმტკიცებულებები

ეფესელთა 2:15 - „ თავისი ხორცით გააუქმეს მცნებების კანონი “ (თუ იესო კვლავ აიღებდა თავის სხეულს, მაშინ კანონი უნდა ამოქმედებულიყო, რადგან მისი ხორცით მან გააუქმა კანონი). )


მიუხედავად იმისა, რომ იესო გამოავლინა საკუთარი თავი მატერიალიზებული სხეულით, მან ხორციელი სხეულისთვის შეუძლებელი რამ გააკეთა.

ლუკა 24:31 - იესო ქრება ყველას წინაშე

ლუკა 24:36 - იესო მოულოდნელად ჩნდება მოწაფეებს შორის

იოანე 20:19 - იესო შევიდა ოთახში, სადაც კარები იყო ჩაკეტილი, მოულოდნელად გამოჩნდნენ მოწაფეებში

იოანე 20:26 - კვლავ იესო შედის ოთახში ჩაკეტილი კარებით, რომელიც მოულოდნელად ჩნდება მათ შუაგულში.

იესო სხვადასხვა სხეულთან ერთად ასრულებდა სხვადასხვა დროს

მათე 28:17 - მისი გარეგნობა არ მიუთითებს იმაზე, რომ იგი თავად იესო იყო, ზოგი მოწაფე ეჭვობს.

ლუკა 24:15, 16 - მოწაფეები მას იერუსალიმიდან მხოლოდ სტუმრად თვლიდნენ

იოანე 20:14, 15 - მარიამ შეცდომით მოუწოდა მებაღე


ის ფაქტი, რომ იესომ შეჭამა ან გააკეთა ისე, რომ მის მოწაფეებს შეეძლოთ მისთვის შეხება, არ ნიშნავს იმას, რომ მას ჰქონდა სხეული:

დაბადება 6: 2, 4 - ნოეს დროს ანგელოზებმა მოახდინეს ურთიერთობა და შეეძლოთ სექსი ჰქონოდათ ქალებს და შეეძინათ ისინი შვილები. - იუდა 6.

დაბადება 18: 2, 7, 8; 19: 1, 12 - აბრაამის დღეებში ანგელოზებმა  ჭამეს. მათ "კაცებიც" კი უწოდეს.

მსაჯულები 13: 3, 6 - ანგელოზს ასევე უწოდებენ "ღვთის კაცს", რა თქმა უნდა, მისი მატერიალიზაციის გამო

1 კორინთელთა 5: 7 -ში იესო მოიხსენიება როგორც "პასექის კრავი, რომელსაც შეეწირა".
რა დაემართა ცხვრის სხეულს, პასექის დღესასწაულზე?
”...  ცეცხლში წვავდნენ ჭამენ. . . დილამდე არაფერი დატოვეთ . თუ ეს მოხდება, დაწვა დარჩენილი . ” - გამოსვლა 12: 8-10.

ლუკას 22:19 -ში, იესომ თავად თქვა, რომ "მისი სხეული" გადაეცემოდა კაცობრიობის სასარგებლოდ, თუ იგი მას უკან წაიღებდა, ეს არ შეიძლებოდა შესრულებულიყო.


მღვდლების მიერ შეთავაზებული განმეორებითი მსხვერპლს შეადარა იესოს უნიკალურ და მარადიულ მსხვერპლს, მის სხეულს, ასე რომ, ის კვლავ ვერ აღიღებდა მას. - ებრაელები 10: 1, 10, 12.






​დაბრუნდება თუ არა იესო ადამიანის ფორმით?

​ ნანატრი მოვლენა ყველასთვის, ვინც იკვლევს წმინდა წერილს და აცხადებს, რომ ქრისტიანია. თავად ქრისტე დაჰპირდა: „კვლავ მოვალ“ (იოანე 14:3)[1]. ბიბლიის მრავალი მონაკვეთი საუბრობს ქრისტეს დაბრუნებაზე თავისი რჩეულების დასაჯილდოებლად და ბოროტთა დასასჯელად:

​„მაშინ გამოჩნდება ცაში კაცის ძის ნიშანი, მაშინ იგლოვებს დედამიწის ყველა ტომი და იხილავენ [ὄψονται (ópsontai) — ზმნა horáo-ს (დამინახვა/ყურება) საშუალო-დეპონენტური ინდიკატივის მომავალი დრო] კაცის ძეს, მომავალს ცის ღრუბლებზე, ძალასა და დიდებულებაში. და მოავლინებს თავის ანგელოზებს დიდი საყვირის ხმით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხი ქარიდან, ცათა ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.“ – მათე 24:30, 31.


​„აჰა, ის მოდის ღრუბლებით და ყოველი თვალი იხილავს [ὄψεται (ópsetai) — ზმნა horáo-ს საშუალო-დეპონენტური ინდიკატივის მომავალი დრო] მას, მათ შორის ისინცი, ვინც ის განგმირეს; და დედამიწის ყველა ტომი მოითქვამს დარდს მისი გულისთვის.“ – გამოცხადება 1:7.


​„და მაშინ იხილავენ [ὄψονται (ópsontai) — ზმნა horáo-ს საშუალო-დეპონენტური ინდიკატივის მომავალი დრო] კაცის ძეს, მომავალს ღრუბელში, ძალასა და დიდებულებაში.“ - ლუკა 21:27.


​„და მაშინ იხილავენ [ὄψονται (ópsontai)] კაცის ძეს, მომავალს ღრუბლებში, დიდი ძალასა და დიდებულებაში.“ - მარკოზი 13:26.


​„ასევე ქრისტეც, ერთხელ შეწირული მრავალთა ცოდვების აღსაღებად, მეორედ გამოჩნდება [ὀφθήσεται (ofthésetai) — ზმნა horáo-ს ვნებითი გვარის ინდიკატივის მომავალი დრო] ცოდვის გარეშე, მათთვის, ვინც მას ელოდება გადასარჩენად.“ – ებრაელთა 9:28, ACRF.


​ზემოაღნიშნულ ტექსტებზე დაყრდნობით, მრავალი გულწრფელი ადამიანი ელის, რომ იხილავს ქრისტეს, რომელიც მოდის ადამიანის ფორმით ღრუბლებზე ანგელოზთა თანხლებით. თუმცა, მკითხველმა ყურადღება მიაქციოს, რომ ზემოთ მოყვანილი ტექსტებიდან არცერთი არ ამბობს, რომ იესო დაბრუნდება ადამიანის ფორმით. „მაგრამ, განა ეს ტექსტები არ აცხადებენ, რომ იესოს ‘დაინახავენ’ ადამიანები?“ — შეიძლება ვინმემ გულწრფელად იკითხოს. „როგორ დაინახავენ მას ადამიანები, თუ ის არ იქნება ადამიანურ, ფიზიკურ ფორმაში?“

​როგორია იესო ქრისტე დღეს ზეცაში?

​ებრაელთა 1:3-ში ვკითხულობთ: „ისიც [იესო] არის [ღვთის] დიდების ანარეკლი და მისი არსების ზუსტი წარმოდგენა.“ კოლოსელთა 1:15 აცხადებს იესოზე: „ისიც არის უხილავი ღვთის ხატი.“ ვინაიდან „ღმერთი სულია“ (იოანე 4:24), ხოლო იესო არის ღვთის ხატი და „მისი არსების ზუსტი წარმოდგენა“, ისიც სულიერი და უხილავი არსებაა.

​მოვლენა, რომელიც მოხდა სავლე ტარსელის (რომელიც გახდა ქრისტიანი მოციქული პავლე) ცხოვრებაში, გვიჩვენებს იესოს მდგომარეობას ზეცაში დაბრუნების შემდეგ და იმას, თუ როგორ დაინახავენ მას ადამიანები, როდესაც ის დაბრუნდება.

​როგორ გამოეცხადა იესო სავლეს

​ბიბლიური ჩანაწერი ამის შესახებ გვამცნობს:

​„გზად მიმავალი [სავლე] მიუახლოვდა დამასკოს, როდესაც უეცრად გარშემო გამოანათა სინათლემ ზეციდან. ის მიწაზე დაეცა და მოესმა ხმა, რომელიც ეუბნებოდა: ‘სავლე, სავლე, რატომ მდევნი?’ მან თქვა: ‘ვინ ხარ, უფალო?’ მან უპასუხა: ‘მე ვარ იესო, რომელსაც შენ დევნი. თუმცა ადექი და შედი ქალაქში და გეტყვიან, რა უნდა გააკეთო.’ ხოლო კაცები, რომლებიც მასთან ერთად მგზავრობდნენ, გაშტერებულნი იდგნენ, ხმა კი ესმოდათ, მაგრამ არანაირ კაცს არ ხედავდნენ. სავლე კი წამოდგა მიწიდან და, თუმცა თვალები გახელილი ჰქონდა, ვერაფერს ხედავდა. ასე რომ, ხელი ჩაჰკიდეს და მიიყვანეს დამასკოში. სამი დღის განმავლობაში ვერაფერს ხედავდა, არც ჭამდა და არც სვამდა.“ – საქმეები 9:3-9.


​ყურადღება მიაქციეთ, რომ ზეციერი იესო ქრისტე პავლეს არ გამოცხადებია ადამიანის ფორმით. ის, რაც მან დაინახა, იყო „სინათლე ზეციდან“. მსგავსად ამისა, მასთან ერთად მყოფმა კაცებმა „არანაირი კაცი არ დაინახეს“, ანუ არანაირი ადამიანური ფიგურა. (საქმეები 9:3, 7) ახლა ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა მოწაფე ანანიამ:

​„წავიდა ანანია, შევიდა სახლში, ხელები დაადო მას და თქვა: ‘სავლე, ძმაო, უფალმა — იესომ, რომელიც გამოგეცხადა იმ გზაზე, სადაც მოდიოდი — გამომგზავნა, რათა თვალი აგეხილოს და აღივსო წმინდა სულით.’“ – საქმეები 9:17.


​ბერძნული ტერმინი „გამოგეცხადა“-სთვის არის ὀφθείς (oftheís), რომელიც არის horáo-ს ვნებითი მიმღეობის აორისტი, რაც ნიშნავს „თვალებით დანახვას“ და „გონებით დანახვას, აღქმას, ცოდნას“. ვნებით გაგებაში, როგორც აქ გვხვდება, მას აქვს მნიშვნელობა „გამოჩენა/გამოცხადება“.[2] როგორ გადმოსცა სავლემ მომხდარი?

​„ბარნაბა მივიდა [სავლეს] დასახმარებლად, მიიყვანა ის მოციქულებთან და დაწვრილებით უამბო მათ, თუ როგორ დაინახა უფალი გზაზე, რომ მან დაელაპარაკა მას და როგორ ქადაგებდა დამასკოში გაბედულად იესოს სახელით.


​რა გაგებით „დაინახა“ სავლემ იესო? აშკარად „გონებით დანახვის, აღქმის, ცოდნის“ გაგებით[3], რადგან მას არანაირი ადამიანური ფიგურა არ უნახავს. მომხდარის ხელახლა თხრობისას სავლემ განაცხადა:

​„მაგრამ, როცა მივდიოდი და დამასკოს ვუახლოვდებოდი, შუადღისას, უეცრად ჩემ გარშემო დიდმა სინათლემ გამოანათა ზეციდან, მიწაზე დავეცი და მოვესმე ხმა, რომელიც ეუბნებოდა: ‘სავლე, სავლე, რატომ მდევნი?’ მე ვუპასუხე: ‘ვინ ხარ, უფალო?’ მან მითხრა: ‘მე ვარ იესო ნაზარეველი, რომელსაც შენ მდევნი.’ მაგრამ ვინაიდან ვერაფერს ვხედვდი იმ სინათლის დიდების გამო, დამასკოში ჩავედი ჩემთან მყოფთა ხელით წაყვანილი.“ – საქმეები 22:6-8, 11.


​იმ დამატებითი სიტყვების თხრობისას, რომლებიც იესომ მას იმ დროს უთხრა, პავლემ თქვა:

​„ადექი და დადექი ფეხზე. ვინაიდან ამისთვის გახდი ხილული შენთვის [„გამოგეცხადე“, IBB, ACRF], რათა აგირჩიო თანაშემწედ და მოწმედ როგორც იმისა, რაც დაიახე, ისე იმისა, რასაც გაჩვენებ ჩემ შესახებ.“ – საქმეები 26:16.


​ზემოთ მოყვანილ ტექსტში გამოყენებული ბერძნული სიტყვა არის ὤφθην (ófthen), წარმომდგარი horáo-სგან, ვნებით გვარში: „ხილული გახდომა“, „დანახული ყოფნა“, „გამოჩენა“.

​გამოცდილება, რომელიც სავლე ტარსელმა გაიარა სანამ მოციქული პავლე გახდებოდა, გვიჩვენებს, რომ იესოს ზეცაში არ აქვს ადამიანის ფორმა. სანაცვლოდ, ის არის ძლიერი სულიერი არსება, რომლის დიდებაც მზეზე უფრო დამслеპებელია და ადამიანის დაბრმავებაც კი შეუძლია. ეს სრულ ჰარმონიაშია ქვემოთ მოყვანილ ტექსტებთან:

​„მართლაც, დიდია ამ ღვთისმოსაობის წმინდა საიდუმლო: ‘ისიც [იესო ქრისტე] გამოვლენილ იქნა ხორცში, მართლად გამოცხადდა სულში, გამოეცხადა ანგელოზებს, ექადაგა ერებს, ირწმუნეს წუთისოფელში, ამაღლდა დიდებაში.’“ – 1 ტიმოთე 3:16.


​„რადგან ქრისტეც ერთხელ მოკვდა ცოდვებისათვის, მართალი უმართლოთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოკლულ იქნა ხორცით, მაგრამ ცოცხალქმნილ იქნა სულით.“ – 1 პეტრე 3:18, IBB.[4]


​ამიტომ ვკითხულობთ 1 ტიმოთეს 6:14-16-ში:

​„რათა დაიცვა მცნება შეუბღალავად და უსაყვედუროდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოჩენამდე. ამ გამოჩენას თავის დანიშნულ დროს აჩვენებს ნეტარი და ერთადერთი მბრძანებელი, მეფეთა მეფე და უფალთა უფალი, ერთადერთი, ვისაც აქვს უკვდავება, ვინც მკვიდრობს მიუწვდომელ სინათლეში, რომელიც არცერთ ადამიანს არ უნახავს და ვერც იხილავს. მას პატივი და საუკუნო ძალაუფლება. ამინ.“


​მრავალი რელიგიური ადამიანი ზემოთ მოყვანილ ტექსტს მიაწერს ღმერთს, მამას. თუმცა, ყურადღება მიაქციეთ, რომ თემა ტრიალებს იესო ქრისტეს, მისი „გამოჩენის“ (ბერძნულად epifanéias) გარშემო. ბერძნული არსებითი სახელი epifanéias (ეპიფანია) პირდაპირ კავშირშია ქრისტეს მეორედ მოსვლასთან და ბიბლიაში ექვსჯერ არის მოხსენიებული: 2 თესალონიკელთა 2:8; 1 ტიმოთე 6:14; 2 ტიმოთე 1:10; 4:1, 8; და ტიტე 2:13.[5]

​პრობლემა ის არის, რომ სხვადასხვა თარგმანი ტექსტის სიტყვებს არასწორად თარგმნის, რაც ართულებს გაგებას. მაგალითად, თარგმნიან „ერთადერთ მბრძანებელს“, როგორც „ერთადერთ სუვერენს“ (IBB), თუმცა გამოყენებული ბერძნული სიტყვა, dynástes, ნიშნავს „ძლიერს“ (ACRF) და არა „სუვერენს“. გარდა ამისა, გამოთქმები „მეფეთა მეფე“ და „უფალთა უფალი“ გამოიყენება ქრისტეს მიმართ. (გამოცხადება 17:14; 19:16) გამოთქმა „ერთადერთი, ვისაც აქვს უკვდავება“ უნდა იქნას გაგებული ფარდობითი გაგებით: იმ „მეფეებთან“ და „უფლებთან“ მიმართებაში, რომელთა „მეფე“ და „უფალიც“ არის იესო, ის მართლაც „ერთადერთია, ვისაც აქვს უკვდავება“.

​თარგმანის კიდევ ერთი შეცდომაა გამოთქმაში „რომელიც არცერთ ადამიანს არ უნახავს“ (ACRF), მაშინ როდესაც სწორია თარგმნა: „რომელიც არცერთ ადამიანს არ ენახა / არ უნახავს (ახლანდელი სრულყოფილი დრო)“. (IBB)

​განხილული ბერძნული სიტყვა არის εἶδεν (eíden), horão-ს („დანახვა“) მე-2 აორისტი. ის შეიძლება ითარგმნოს როგორც „უნახავს“ ან „არ უნახავს“. კონტექსტი აშკარად მიუთითებს, რომ სწორი თარგმანია: „არ უნახავს“. და ასეა ნათარგმნი ბრიტანული ბიბლიური საზოგადოების, ჟოან ფერეირა დე ალმეიდას (ბრაზილიური ბიბლიური პრესა) ვერსიით, Almeida Atualizada-ს ვერსიით[6] და ახალი ქვეყნიერების თარგმანით.

​შთამბეჭდავი მოსვლა

​თუმცა ქრისტე არ დაბრუნდება ადამიანის ფორმით, მისი მოსვლა იქნება საგანგებოდ შთამბეჭდავი. დააკვირდით ამას ქვემოთ მოყვანილ ტექსტებში:

​„...როდესაც უფალი იესო გამოცხადდება ზეციდან თავის ძლიერ ანგელოზებთან ერთად, აბობოქრებულ ცეცხლში, შურისძიების მოსაგებად მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს და არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ. ესენი დაექვემდებარებიან მარადიული დაღუპვის სასჯელს უფლის პირისგან და მისი ძალის დიდებისგან იმ დროს, როდესაც ის მოვა, რათა განდიდდეს თავის წმინდანებთან კავშირში და აღფრთოვანებით იქნას დანახული იმ დღეს ყველა მორწმუნესთან კავშირში, რადგან ჩვენმა მოწმობამ იპოვა რწმენა თქვენ შორის.“ – 2 თესალონიკელთა 1:7-10.


​„და დედამიწის მეფეები, დიდებულები, სამხედრო მეთაურები, მდიდრები, ძლიერები, ყოველი მონა და ყოველი თავისუფალი დაიმალნენ მთების გამოქვაბულებსა და კლდეებში. და ეუბნებიან მთებსა და კლდეებს: ‘დაგვეცით და დამალეთ ტახტზე მჯდომის [იეჰოვას] პირისგან და კრავის [იესო ქრისტეს] რისხვისგან, რადგან დადგა მისი რისხვის დიდი დღე და ვის შეუძლია გაძლოს?’“ – გამოცხადება 6:15-17.


​„და ვიხილე გახსნილი ცა, და აჰა, თეთრი ცხენი. მასზე მჯდომს ჰქვია ერთგული და ჭეშმარიტი, და ის განსჯის და ომობს სიმართლით. მისი თვალები ცეცხლის ალს ჰგავს და თავზე მრავალი დიადემა აქვს. ... და სახელი, რომლითაც მას ეძახიან, არის ღვთის სიტყვა. მას მიჰყვებოდა ზეციერი ლაშქარი, თეთრ ცხენებზე ამხედრებული, თეთრი და სუფთა სეთით შემოსილი. მისი პირიდან გამოდის მახვილი და მახვილი, რათა დაარტყას ერებს, და ის მწყემსავს მათ რკინის კვერთხით. ის ასევე წურავს ყურძენს ყოვლისშემძლე ღვთის რისხვის ღვინის საწნახელში. თავის სამოსელზე და ბარძაყზე აწერია სახელი: მეფეთა მეფე და უფალთა უფალი.“ – გამოცხადება 19:11-16.


​ბოლო ორი ტექსტი, თუმცა მრავალი სიმბოლიზმითაა სავსე, ნათლად გვიჩვენებს ქრისტეს დიდებულ გამოცხადებას მისი მოსვლისას, როგორც ბოროტთა აღმსრულებლისა. ასე რომ, როგორც ქრისტეს მიმდევრები, დიდი მოლოდინით ველოდებით ამ უნიკალურ, უმნიშვნელოვანეს მოვლენას, იმავდროულად ვცდილობთ ვიცხოვროთ ქრისტიანად ყოფნის აზრის შესაბამისად.

​

No comments:

Post a Comment