გარდა იმისა, რაც ზემოთ ითქვა, ყურად უნდა ვიღოთ კიდევ რამოდენიმე გარემოება. იაკობის წერილი
(5:13-15) კარგად ნაცნობ მითითებას შეიცავს, რომელიც იმას შეეხება, თუ უშუალოდ ვინ უნდა იყოს
დაკავებული ქრისტიანულ კრებაში სამართლებრივი საქმეების განხილვით და შემცოდველისთვის
სამწყემსო დახმარების აღმოჩენით.
არტურ გულიაევი ეხება ამ მაგალითს და მას შემდეგნაირ კომენტარს უკეთებს:
«"დაატყდა რომელიმე თქვენგანს ბოროტება? გამუდმებით ილოცოს. კარგ ხასიათზეა (ბერძ.
«euthumei», პირდ. გაგ. «კარგი განწყობა») რომელიმე თქვენგანი? ფსალმუნები იმღეროს. ავად არის
(ბერძ. “asthenei”, პირდ. გაგ. «უძლურება, უღონობა, სისუსტე») რომელიმე თქვენგანი? მოუხმოს კრების
უხუცესებს, მათ კი ილოცონ მასზე და ზეთი სცხონ მას იეჰოვას სახელით. რწმენით წარმოთქმული
ლოცვა გამოაჯანმრთელებს დასუსტებულს. იეჰოვა წამოაყენებს მას და, თუ ცოდვები აქვს ჩადენილი,
ეპატიება".
…მე-13 მუხლში იაკობი ისეთი გაგებების შესახებ საუბრობს როგორებიცაა «ბოროტების დათმენა» და
«კარგი ხასიათი». ეს იმაზე მიუთითებს, რომ იაკობი სულიერ ავადმყოფობას განიხილავდა. ყურადღება
იმას უნდა მივაქციოთ, რომ «ავადმყოფს» კრების უხუცესებისათვის უნდა მოეხმო და არა ექიმებისთვის
ან თუნდაც მათთვის, ვინც განკურნების სასწაულებრივ ნიჭს ფლობდა. და რა უნდა გაეკეთებინათ მათ?
იაკობმა თქვა: «მათ კი ილოცონ მასზე... რწმენით წარმოთქმული ლოცვა გამოაჯანმრთელებს
დასუსტებულს» (იაკობი 5:14, 15; შეადარე ფსალმუნები 118:9–16). შეეძლო თუ არა იაკობს კრების
უხუცესების ლოცვის მეშვეობით ნებისმიერი დაავადების განკურნების დაპირება, საუბარი რომ
ფიზიკურ დაავადებებზე ყოფილიყო? საეჭვოა. წინააღმდეგ შემთხვევაში პირველი ასწლეულის
ქრისტიანთა შორის ავადმყოფები საერთოდ არ იქნებოდნენ (შეადარე 1 ტიმოთე 5:23, ფილ. 2:26,27).
იმის დასკვნით მტკიცებულებას, რომ იაკობი სულიერ ავადმყოფობას გულისხმობს, ის წარმოადგენს,
რომ ის წაახალისებს ცოდვების აღიარებისაკენ თუ სურთ რომ სასურველი განკურნება მიიღონ. ის წერს:
«გულახდილად აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა
განიკურნოთ». სულიერი დაავადების მიზეზს თუ მძიმე ცოდვა წარმოადგენს, დაავადებული ადამიანი
განკურნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოელოდეს, თუ დადებით რეაგირებას მოახდენს იმ
დარიგებაზე, რომელიც ღვთის სიტყვაზეა დაფუძნებული, მოინანიებს და თავისი ცოდვილი გზიდან
შემობრუნდება (იაკობი 5:16; საქმეები 3:19, 20).
იაკობის სიტყვების ასეთი სიმბოლური გაგება თანხმობაშია იმასთან, თუ რას უწოდებდა მოციქული
პავლე სულიერად დაავადებულ ქრისტიანებს კორინთოდან: "სწორედ ამიტომ არის თქვენში ბევრი სუსტი
და ავადმყოფი, ბევრს კი სიკვდილის ძილით სძინავს" (1 კორინთელები 11:30) …მხოლოდ სულიერად
ძლიერ ქრისტიანებს შეუძლიათ კრების შემცოდველი წევრისთვის მონანიებაში დახმარების გაწევა
(გალატელები 6:1). საეჭვოა, რომ ქრისტიანთა კრების ყველა წევრი ასეთი იყოს» (არტურ გულიაევი
«სამართლებრივი კომიტეტები და მათი ბიბლიური საფუძველი»).
ასეთივე დასკვნები ისმის უილიამ მაკდონალდის სიტყვებშიც. იაკობის წერილის ამ მონაკვეთის
კომენტირებისას ის ასეთ რამეს წერს:
«ამ მუხლების გაგების გასაღები მოცემულია სიტყვებში: "და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება".
განკურნება მოცემულ შემთხვევაში ცოდვების მიტევებასთანაა დაკავშირებული… ვინმემ შეიძლება
თქვას: "თქვენ საიდან იცით, რომ ადამიანმა შესცოდა და რომ მოცემულ შემთხვევაში შეინანა და აღიარა
საკუთარი ცოდვა?" პასუხი მოცემულია მე-15 მუხლის დასკვნით ნაწილში, სადაც ნათქვამია, რომ მისი
ცოდვები მიტევებულია. ჩვენ კი ვიცით, რომ ცოდვების მიტევება მხოლოდ მათი აღიარების შედეგად
ხდება (1 იოანე 1,9).
ვინმემ შეიძლება კვლავ თქვას: "აქ არ არის ნათქვამი, რომ მან ცოდვები ჩაიდინა. აქ ნათქვამია: "და თუ
ცოდვა რამ ჩაუდენია". აბსოლუტურად სწორია, თუმცა მთელი კონტექსტი ცოდვის აღიარებაზე და
ცოდვაში ჩავარდნილის აღდგენაზე მოწმობს. შემდეგ მუხლს მიაქციეთ ყურადღება: "აღიარეთ ცოდვები
ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისათვის, რათა განიკურნოთ". გვალვა, რომელიც მე-17- მე-18
მუხლებშია ნახსენები, ღვთის სასჯელს წარმოადგენდა ისრაელის ცოდვებისათვის. ის მას შემდეგ შეწყდა,
როდესაც ერი უფლისაკენ მობრუნდა და ის ჭეშმარიტ ღმერთად აღიარა (3 მეფ. 18,39). როგორც
დავინახავთ, მე-19 - მე-20 მუხლებიდან ჩანს, რომ საუბარი შემცოდველის აღდგენას შეეხება.
იაკობის 5,13-
20-ის საერთო აზრი იმას გულისხმობს, რომ ღმერთი განკურნებას ჰპირდება იმ ადამიანს, რომლის
ავადმყოფობაც ცოდვითაა გამოწვეული და რომელიც პრესვიტერების წინაშე აღიარებს ცოდვას.
[…]
მაშ ასე, შევაჯამოთ: ჩვენ მიგვაჩნია, რომ მე-14- მე-15 მუხლები იმ შემთხვევას შეეხება, როდესაც
ადამიანი რომელიმე ცოდვის გამო ხდება ავად. როდესაც ამას მიხვდება და მოინანიებს, მან ეკლესიის
პრესვიტერებს უნდა დაუძახოს და ყველაფერი აღიაროს. შემდეგ მათ უნდა ილოცონ მასზე და ზეთი
სცხონ უფლის სახელით. მათ შეუძლიათ რწმენით ილოცონ მისი აღდგენის შესახებ, რადგან ღმერთი
განკურნებას ჰპირდება ასეთ ადამიანს» (უილიამ მაკდონალდი «ახალი აღთქმა. იაკობის წერილი.
კომენტარები»)
თანაც, როგორც იაკობის წერილიდან ჩანს, ასეთ სიტუაციაში «ეძახიან არა ერთ, არამედ რამოდენიმე
პრესვიტერს» (არქ. ამბერკი (ტაუშევი) იაკობის წერილი). ეს მომხდარის სერიოზულობას უსვამს ხაზს და
კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სამართლებრივ დისციპლინარულ მოსმენებში უნდა მონაწილეობდეს არა
ერთი, არამედ რამდენიმე უხუცესი.
ანალოგიურ დასკვნებამდე მიდის ჯ. რონალდ ბლუც:
«არსი იმაში მდგომარეობს, თუ როგორ ან რა ესმოდა იაკობს სიტყვაში "ავადაა". როგორც ჩანს, არ
არსებობს იმის საფუძველი, რომ ეს სიტყვა მხოლოდ ფიზიკური ავადმყოფობის გაგებით იყოს გაგებული.
ბერძნული სიტყვა "ასტენეი", რომელიც აქ არის გამოყენებული, ნიშნავს "სუსტად ყოფნას". თუმცა
სახარებებში ეს სიტყვა ფიზიკურ დაავადებებთან მიმართებით გამოიყენება, საქმეებსა და წერილებში მას
ჩვეულებრივ მაშინ იყენებენ, როდესაც რწმენის სისუსტეზე, სულიერ მოუმწიფებლობაზე საუბრობენ
("უძლურ სინდისზე"); იხ. საქმ. 20:35; რომ. 6:19; 14:1; 1კორ. 8:9-12. იგივე სიტყვა "ავადაას" გამოყენება
"სუსტის" გაგებით იმითაც დასტურდება, რომ იაკ. 5:15-ში "ავადმყოფის" აღსანიშნავად სხვა ბერძნული
სიტყვაცაა გამოყენებული – "კამნონტა", რაც პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს "იყო ძალაგამოცლილი».
ეს სიტყვა ახალ აღთქმაში კიდევ ერთხელ გამოიყენება – ებრ. 12:3-ში, და უშუალოდ ასეთი
მნიშვნელობით.
იაკობი მათ არ გულისხმობდა, ვინც ავადმყოფობის გამო ლოგინს იყო მიჯაჭვული. ის ალბათ უფრო
მათ მიმართავდა, ვინც ტანჯა-წამების ზეწოლის გამო მორალურად და სულიერად მოსუსტდა. ზუსტად
ასეთმა მორწმუნეებმა უნდა მოუხმონ ეკლესიის პრესვიტერებს დასახამარებლად. ადრექრისტიანული
საეკლესიო წინამძღოლები განსწავლულნი იყვნენ "სულმოკლეთა სანუგეშებლად" და "უმწეოთა მხარში
ამოსადგომად" ("ასტენტონ"). შდ. 1 თეს. 5:14. […]
დაცემული, იმედგაცრუებული, გატანჯული და ძალაგამოცლილი მორწმუნეები, პრესვიტერების მიერ
შეიძლება იყვნენ წამოყენებულნი და გამხნევებულნი, რომლებიც რწმენის ლოცვით ილოცებენ მათთვის,
და "რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს (ანუ გაამხნევებს მას და მის სულს გამოაცოცხლებს), უფალი
აღადგენს მას". ის, რომ საუბარი უშუალოდ სულიერ აღდგენას შეეხება და არა ფიზიკურს, შემდგომი
სიტყვებიდან ჩანს: "…და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება". მრავალი მორწმუნე, რომლებიც
ფიზიკურად იყვნენ ავად, ეკლესიის პრესვიტერებს მოუხმობდა და ისინი ლოცულობდნენ მათთვის და
მათ ზეთს სცხებდნენ, თუმცა, ავადმყოფთა მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ განაგრძობდა ავადობას. ეს იმის
შესახებ მოწმობს, რომ ამ მუხლების ისე გაგება, როგორც რჩევის, რომელიც ფიზიკური
გამოჯანმრთელებისკენაა მიმართული, არასწორია: აქ საუბარი სულიერ გამოჯანმრთელებაზე მიდის…
მე-14- მე-16 მუხლები რომ ფიზიკურ გამოჯანმრთელებას შეეხებოდეს, ისინი აზრობრივად მოწყვეტილი
იქნებოდა იმ ყველაფრიდან, რაც მანამდე და მის შემდეგაა ნათქვამი» (ჯ. რონალდ ბლუ «მოციქული
იაკობის წერილი. განმარტება»).
ამგვარად, უფალი გვაძლევს დარიგებას, რომლის არსიც იქამდე მიდის, რომ მძიმე შეცოდებაში
დამნაშავე ქრისტიანმა კრების პასუხისმგებელ მამაკაცებს უნდა უხმოს. მათი ძალისხმევა მას სულის
გამოსწორებაში, სათანადო მონანიების გამოვლენასა და უფლის წინაშე საკუთარი მდგომარეობის
აღდგენაში დაეხმარება. იაკობის მითითება, ქრისტიანის მიერ უხუცესების წინაშე საკუთარი საქციელის
აღიარების პრინციპის მტკიცებულებას წარმოადგენს (შეადარეთ 1 სამუელი 12:19-23).
არავითარ წინააღმდეგობას არ იწვევს უხუცესების წინაშე შეცოდების აღიარების ბიბლიურ
მითითებასთან ასევე პავლეს მოწოდებაც «გულახდილად აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და
ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა განიკურნოთ» (იაკობი 5:16).
(იაკობი 5:16). მოციქულის ეს სიტყვები იმას არ ნიშნავს,
რომ სამართლებრივი საკითხების გადაჭრა ქრისტიანული კრების რიგითი წევრების უფლებამოსილებაა.
აქ, ალბათ უფრო, საუბარია ჩვეულებრივ შემთხვევებზე, როდესაც არასასიამოვნო სიტუაციის მოგვარება
თავად თანამორწმუნეებს შორისვე შეიძლება მის ჩანასახში, უხუცესების ჩარევის გარეშე. ეს ის შემთხვევაა,
რომელსაც იესოს სიტყვებში ვხვდებით, რომლებიც ლუკას 17:3,4-შია ჩაწერილი: «თუ შენი ძმა შესცოდავს,
გაუწყერი, და თუ მოინანიებს, აპატიე. დღეში შვიდჯერაც რომ შესცოდოს შენ წინააღმდეგ და შვიდჯერვე
მოგიბრუნდეს და გითხრას, ვინანიებო, აპატიე“». აქ იესო საუბრობს ძმის შეცოდებაზე პირადად «შენ
წინააღმდეგ», თანაც ეს ცოდვა აშკარად არ ატარებს მძიმე ხასიათს, ზუსტად ამიტომაც უნდა
პატიებულიყო ის მაშინვე და თანაც «შვიდჯერვე» (შეადარეთ მათე 18:21,22).
«აღიარეთ დანაშაული ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა განიკურნოთ. (NU-ს
ტექსტში ვკითხულობთ: "ამიტომ აღიარეთ თქვენი ცოდვები".) ამ დარიგების ზედიპურულად
წაკითხვისას შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ ყველას
შევატყობინოთ ჩვენი საიდუმლო ცოდვების შესახებ. თუმცა აქ სრულიად სხვა აზრი დევს! უპირველეს
ყოვლისა, იაკობი გულისხმობს, რომ როდესაც ვინმეს წინააღმდეგ ვცოდავთ, ჩვენ მაშინვე უნდა
ვაღიაროთ ეს ცოდვა იმ ადამიანთან, ვის წინაშეც ვართ დამნაშავე» (უილიამ მაკდონალდი «ახალი აღთქმა.
იაკობის წერილი. კომენტარები»)
როგორც ზემოთ უკვე განვიხილეთ, კორინთელების მიმართ 1-ლი წერილის მე-5 თავში მოციქულმა
პავლემ ნათელი მითითება მოიყვანა ქრისტიანული კრების იმ წევრის მიმართ სამართლებრივი
სასამართლოს აუცილებლობის შესახებ, რომელმაც შესცოდა და არ მოინანია. ამასთან დაკავშირებით
მნიშვნელოვანს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოციქული «შინაურთა» წიაღში განკითხვის საკუთარ აზრს
შემდგომ, მე-6 თავშიც აგრძელებს, თუმცა ამავდროულად ის ქრისტიანებს საყვედურობს იმის გამო, რომ
ისინი მოსამართლეებს კრების გარეთ ეძებენ:
«განა გაბედავს რომელიმე თქვენგანი, სასამართლოში უმართლო მოსამართლესთან უჩივლოს სხვას და
არა წმინდებთან? ... და თუ ცხოვრებისეული საქმეები გაქვთ განსასჯელი, ნუთუ ისეთებს ირჩევთ
მოსამართლეებად, რომლებიც კრებისთვის არაფერს წარმოადგენენ? თქვენ შესარცხვენად ვამბობ ამას.
ნუთუ მართლა არავინ არის თქვენ შორის ბრძენი, რომელიც შეძლებს, გაარკვიოს, რომელი ძმაა
მართალი, ძმა რომ ძმას უჩივის სასამართლოში და თანაც ურწმუნოებთან?» (1კორინთელები 6:1,4-6).
ამასთანავე, პავლეს ეს სიტყვები იმაზეც მოწმობს, რომ კრების შემცოდველ წევრზე სასამართლო გარჩევა
უნდა განეხორციელებინა არა მთელ თემს, არამედ მხოლოდ ზოგიერთ პირს. ფრაზა «ისეთებს ირჩევთ
მოსამართლეებად» არაორაზროვნად საუბრობს იმაზე, რომ კორინთელი ქრისტიანები მსგავსი
გადაწყვეტილებების გამოსატანად იყენებდნენ არა მთელ თემს, არამედ ცალკეულ ადამიანებს ეძებდნენ,
რომლებიც, მათი შეხედულებით, უფრო მეტად შესაფერისი მოსამართლეები შეიძლება ყოფილიყვნენ ამ
მხრივ. სამწუხაროდ, ასეთ მოსამართლეებს ისინი ქვეყნიერებაში ეძებდნენ და არა თავად კრებაში, რის
გამოც იღებენ სერიოზულ საყვედურს მოციქულისგან.
«ნუთუ მართლა არავინ არის თქვენ შორის ბრძენი, რომელიც შეძლებს, გაარკვიოს, რომელი ძმაა
მართალი?» - კითხულობს პავლე. შევნიშნოთ, რომ მოციქული არ საუბრობს მთელი კრების მიერ
სასამართლოს წარმოების რომელიმე უფლებაზე. პირიქით, ის იმაზე მიუთითებს, რომ კრების შიგნით
მართლაც შეიძლება ყოფილიყვნენ ღირსეული პირები, რომლებიც შეძლებდნენ თანაქრისტიანთა
შორის სამართლებრივი გარჩევების განხორციელებას.
ამის გათვალისწინებით, ნათელი ხდება, რომ სამართლებრივი სასამართლოს გამართვაში, მოციქული
პავლეს თანახმად, როგორც წესი, მონაწილეობა უნდა მიეღო არა მთელ ქრისტიანულ კრებას, არამედ
მხოლოდ იმ «წმინდებს», ვინც «დაყენებულნი» იყვნენ ამ საპასუხისმგებლო საქმისთვის.
ყურადღების ღირსია ის ფაქტიც, რომ კორინთელების მიმართ მიწერი პირველ წერილში, სადაც პავლე
მრუშის დასჯის აუცილებლობაზე საუბრობდა, მოციქული ოდნავ მოგვიანებით შემდეგ მითითებას
იძლევა:
«ღმერთი უწესრიგობის კი არა, მშვიდობის ღმერთია. როგორც წმინდათა ყველა კრებაშია, ქალები
კრებებში ჩუმად იყვნენ, რადგან მათ ლაპარაკის უფლება არა აქვთ. ამიტომ იყვნენ მორჩილად, რასაც
კანონიც ამბობს. თუ რამის სწავლა უნდათ, თავიანთ ქმრებს ჰკითხონ სახლში, რადგან
სამარცხვინოა ქალისთვის კრებაში ლაპარაკი» (1კორინთელები 14:33-35).
ანალოგიურ მითითებას აკეთებს პავლე ტიმოთეს მიმართ პირველ წერილშიც:
«ქალმა ხმის ამოუღებლივ ისწავლოს, სრული მორჩილებით. ქალს არ ვაძლევ სწავლების ან კაცზე
ბატონობის უფლებას, ჩუმად უნდა იყოს» (1ტიმოთე 2:11,12. შეადარეთ 1კორინთელები 11:3).
პავლეს ეს მითითება ხაზს უსვამს საკმაოდ მნიშვნელოვან გარემოებას, რომელიც იმის შესახებ
მოწმობს, რომ კრებაში დებს სწავლების უფლება არ აქვთ. ეს მით უმეტეს აქტუალურია, თუ საუბარი
შემცოდველის წინააღმდეგ სამართლებრივ სანქციებს ეხება, რადგან დისციპლინარული გამოძიება
პირდაპირაა დაკავშირებული შემცოდველის აზროვნების გამოსწორებისა და მისი სწავლების
მცდელობასთან (შეადარეთ 2ტიმოთე 4:2; ტიტე 1:5,9,13; 2:15). ასეთი გარემოება უკვე თავისთავად
გამორიცხავს მთელი კრების (რომლის ძირითად ნაწილსაც, როგორც წესი, დები შეადგენენ)
მონაწილეობის ყოველგვარ შესაძლებლობას, ცოდვილის მიმართ დისციპლინარული სასამართლოს
პროცესში. და ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს მრავალი სპეციალისტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ
იესოს ფრაზა «კრებას უთხარი» უნდა გავიგოთ არა პირდაპირი გაგებით, არამედ ჩვენთვის უკვე
ცნობილი აზრით «უხუცესებს უთხარი», ანუ მათ, ვისაც კრების სახელით მოქმედების უფლებამოსილება
გააჩნია.
კიდევ ერთი ბიბლიური მუხლი გვეხმარება ჩვენთვის საინტერესო საკითხის უკეთ გაგებაში.
«ძმებო, თუ კაცი შეუგნებლად მცდარ ნაბიჯს გადადგამს, თქვენ, ვინც სულიერად გამოცდილები
ხართ, შეეცადეთ, მას რბილად მიუდგეთ და გამოასწოროთ» (გალატელები 6:1).ამ მითითების თანახმად, გზასაცდენილ ძმას დახმარება «სულიერად გამოცდილმა» ძმებმა, ანუ
სულიერად მოწიფულმა მამაკაცებმა უნდა გაუწიონ. ეს მოწოდება უშუალოდ მათ ეხება. თუმცა
ამავდროულად ისიც გასაგებია, რომ ასეთი მოწიფულობა კრების ყველა მამაკაცს ვერ ექნება. საეჭვოა
მათში ისინი იგულისხმებოდნენ, ვინც სულ ცოტა ხნის წინ შეუერთდნენ ქრისტიანულ კრებას და ჯერ არ
აქვთ შესაბამისი გამოცდილება და გარჩევის უნარი. ეს მით უმეტეს აშკარაა, თუ ბიბლიის სხვა
მითითებას გავითვალისწინებთ 1 ტიმოთეს 3:1-6-დან. საიდანაც ის გამომდინარეობს, რომ უშუალოდ
ქრისტიან ზედამხედველს აკისრია «სწავლების» პასუხისმგებლობა, თუმცა ამავდოულად ის არ უნდა
იყოს «ახალმოქცეული»! ეს ფაქტი კიდევ უფრო გვარწმუნებს იმაში, რომ თავისი არსით ისეთი
სერიოზული საქმით, როგორიც დისციპლინარული სასამართლოა, უშუალოდ დანიშნული მამაკაცები,
კრების უხუცესები უნდა იყვნენ დაკავებულნი.
ბოლოს და ბოლოს, ბიბლია ყოველგვარ სპეკულაციას აღკვეთს ამ თემასთან დაკავშირებით
შემდეგი ცნობილი მითითებით:
«მოგვცა ზოგი მოციქულად, ზოგი — წინასწარმეტყველად, ზოგი — მახარობლად, ზოგი — მწყემსად და
მასწავლებლად, წმინდების გამოსასწორებლად, მსახურების საქმისთვის, ქრისტეს სხეულის
აღსაშენებლად» (ეფესოელები 4:11,12
ეს მუხლები მკაფიოდ და ნათლად გვაგებინებს, რომ «წმინდების გამოსწორებით», ანუ ღვთის კრების
წევრების, დაკავებულნი არიან განსაკუთრებული «ძღვენები» ადამიანთა სახით, ისინი, ვინც უფლისაგან
მიიღო სპეციალური უპირატესობა და შესაძლებლობა კრებაზე ზრუნვისათვის (ეფესოელები 4:8). ისევ
მოციქული პავლე, თავის სხვა წერილში აზუსტებს, რომ ასეთი დანიშნულება ყველა ქრისტიან ძმას როდი
აქვს (1კორინთელები 12:29). ამის გათვალისწინებით ჯანსაღი ლოგიკა გვკარნახობს, რომ მხოლოდ კრების
უხუცესები ფლობენ თანამორწმუნეთა სამართლებრივი დარღვევების განხილვისა და მათი გამოსწორების
მიზნით დისციპლინარული ხასიათის გადაწყვეტილებების გამოტანის უფლებას.
მოსაზრება იმის შესახებ, რომ შემცოდველის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას თემის ყველა
წევრი უნდა იღებდეს და არა მხოლოდ უფლებამოსილებით აღჭურვილი უხუცესები, უსაფუძვლოა
კიდევ ერთი მიზეზის გამო. მაშინ როგორ მოვიქცეთ, თუ თემის აზრი დაახლოებით შუაზე გაიყოფა? ან
მაშინ, თუ გარკვეული უმცირესობა უმრავლესობის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმება? უმცირესობას
უმრავლესობისადმი დამორჩილება მოუწევს? მაგრამ განა ეს კრიტიკისაკენ განწყობილი პირებისათვის
კვლავ იმის მიზეზი არ იქნება, რომ კრებას «სინდისზე ძალადობაში» დასდონ ბრალი? აუცილებლად
გაჩნდება კიდევ უფრო მეტი პრეტენზიები და კრებაში მშვიდობისა და სიწყნარის შენარჩუნების
საფრთხე.
რადგან ქლოეს ოჯახისგან შევიტყვე, ძმებო, რომ უთანხმოებებია თქვენ შორის. იმას
ვგულისხმობ, რომ თითოეული თქვენგანი ამბობს: „მე პავლესი ვარ“, „მე — აპოლოსისა“, „მე — კეფასი“,
„მე კი — ქრისტესი“. ქრისტე დაყოფილია. განა პავლე გააკრეს თქვენი გულისთვის ბოძზე? ან განა
პავლეს სახელით მოინათლეთ?» (1კორინთელები 1:10-13).
თუმცა დავუშვათ, როგორც ზოგიერთები ლაპარაკობენ, კრების თითოეულ წევრს შეეძლოს
გადაწყვეტილების მიღება, ექნება მას ურთიერთობა გარიცხულთან თუ არა. შედეგად, ერთნი
გადაწყვეტენ, რომ არ იქონიებენ მასთან ურთიერთობას; სხვები იმ მოსაზრებამდე მივლენ, რომ მას
განსაკუთრებით საშიში არაფერი ჩაუდენია და მასთან წინანდელ ურთიერთობას გააგრძელებენ; ვინმემ
შეიძლება თქვას, რომ შემცოდველი, რა თქმა უნდა, დამნაშავეა, თუმცა, შესაძლოა, მან შემდგომ
მოინანიოს და ამიტომ ზედმეტად კატეგორიულად მასთან კონტაქტების გაწყვეტა მაინც არ ღირს…
უზომოდ მრავალფეროვანი ვარიანტები და მოტივები შეიძლება არსებობდეს. ბოლოს და ბოლოს,
ასეთი დამოკიდებულების შემთხვევაში ნებისმიერი «გამოუსწორებელი» შეიძლება მცირე ხნით
«გამოსწორებულად» იქცეს, და პირიქით. და, როგორც შედეგი, კრებაში ყალიბდება სრული
შემწყნარებლობა როგორც თავად შემცოდველის მიმართ, ასევე მათ მიმართ, ვინც კორინთოელებივით
უგუნურად იქცევა: «ნუთუ ყოყოჩობთ, ნაცვლად იმისა, რომ იგლოვოთ, რათა ამ საქმეების ჩამდენი
მოიკვეთოს თქვენგან» (1კორინთელები 5:2).
მაგრამ რა შედეგს მივიღებთ ასეთ შემთხვევაში? სრულ უთანხმოებას ცოდვილთან მიმართებით!
აბსოლუტურ ლიბერალიზაციას კრების სამართლებრივი დისციპლინის სფეროში! აჩვენებს კი ასეთი
სიტუაცია, რომ ქრისტიანული კრება ბიბლიური ნიმუშის შესაბამისია? არავითარ შემთხვევაში!
ალბათ, ჩვენ უფრო მივიღებთ ცოდვისადმი და მისი შედეგებისადმი დამოკიდებულების ანარქიულ
სისტემას, ვიდრე ნამდვილი ქრისტიანული პრინციპის ანალოგს «მოიშორეთ ძველი საფუარი, რათა
ახალი ცომი იყოთ, რადგან უფუარნი ხართ» (1კორინთელები 5:7). და ეს ასეა, იმიტომ რომ მსგავს
სიტუაციაში ადამიანი აღძრული იქნება იმოქმედოს არა იმდენად იმისაკენ ლტოლვით, რომ
მოუნანიებელ შემცოდველთან დაკავშირებულ ბიბლიურ პრინციპს მიჰყვეს მკაცრად, რამდენადაც
იმით, რასაც სინდისის ადამიანური ხმა ჰქვია. მე სპეციალურად გამოვყავი ეს სიტყვა, რათა
მკითხველი დაფიქრდეს იმ საგძნობ განსხვავებაზე, რომელიც არასრულყოფილი ადამიანის შინაგან
ხმასა (გულსა) და ღვთის წმინდა სიტყვის მოწოდებას შორის არსებობს.
დღესაც ზუსტად ასეა. ზოგიერთები ცდილობენ უფლის ისეთ ფრაზებს ამოეფარონ, მაგალითად
როგორებიცაა, «გიყვარდეთ თქვენი მტრები» (მათე 5:44. შეადარეთ მათე 18:17), ან «ჩემთან მოსულს
არავითარ შემთხვევაში არ გავაძევებ» (იოანე 6:37. შეადარეთ 2პეტრე 2:20-22), რათა ლიბერალურ
შემწყნარებლობას მიაღწიონ ყველა მათგანთან მიმართებით, ვინც კრებაში ღვთიური წყობის წინააღმდეგ
გამოდის. ამავდროულად, მათ მიზანს არანაირად არ წარმოადგენს ის, რომ საკუთარი მტკიცებულებები
უფლის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით აქ, ან წმინდა წერილების სხვა ადგილებში ნათქვამი
სიტყვების კონტექსტთან შესაბამისობაში მოიყვანონ. როგორც თავად ღვთის სიტყვა ამბობს, მსგავს
ბიბლიურ ფრაზებს «წმინდა წერილების სხვა ადგილების მსგავსად, უმეცარნი და არამტკიცენი თავიანთ
დასაღუპავად ამახინჯებენ» (2პეტრე 3:16; მათე 22:29). ასეთი გონებაგანწყობილების პირები,
თანაგრძნობის მეტს არაფერს იწვევენ.
სამწუხაროდ, ასეთი კრიტიკოსები სამართლებრივი სასამართლოების «ჰუმანურობისაკენ» საკუთარი
მოწოდებებით, ცბიერ აბესალომს ჰგვანან.
«დგებოდა აბესალომი დილით ადრე და კარიბჭისკენ მიმავალ გზასთან ჩერდებოდა. თუ ვინმეს რაიმე
საჩივარი ჰქონდა მეფესთან, ეძახდა მას აბესალომი და ეკითხებოდა, რომელი ქალაქიდან ხარო? ისიც
პასუხობდა, ისრაელის ერთ-ერთი ტომიდან არისო შენი მსახური. აბესალომი ეუბნებოდა: „კარგი და
სამართლიანია შენი საქმე, მაგრამ მეფეს არავინ ჰყავს, რომ მოგისმინოს“. აი კიდევ რას ეუბნებოდა
აბესალომი: „მე რომ ვყოფილიყავი მოსამართლე ამ მიწაზე და ჩემთან მოსულიყო ყველა, ვისაც სადავო
საქმე ან საჩივარი ექნებოდა, მე გავუჩენდი მას სამართალს“.
ვინც მივიდოდა მასთან და მდაბლად თაყვანს სცემდა, ის ხელს გაუწვდიდა, მოეხვეოდა და აკოცებდა.
ასე ექცეოდა აბესალომი მეფესთან სამართლის დასადგენად მისულ ყველა ისრაელს. ასე იგებდა
აბესალომი ისრაელების გულს» (2სამუელი 15:2-6).
იმ პირების შესახებ, რომლებსაც არასწორი აღძვრები ამოძრავებთ, ბიბლია შემდეგ სიტყვებს ამბობს:
«ასეთი ადამიანები ჩვენი უფლის, ქრისტეს მონები კი არ არიან, არამედ თავიანთი
მუცლებისა, და შემპარავი სიტყვებითა და მლიქვნელობით აცდენენ გულუბრყვილოთა გულებს.
თქვენი მორჩილება ყველასთვის შესამჩნევი გახდა. ამიტომაც ვხარობ თქვენ გამო» (რომაელები
16:18,19).
შემცოდველი ადამიანის დისციპლინარული დასჯის მოწინააღმდეგეების ლოგიკა ხანდახან თავისი
აბსურდულობით გვაოცებს! მაგალითად, ზოგიერთები ამბობენ, რომ კრების წევრმა თუ, მაგალითად,
კვლავ მოწევა დაიწყო ან სმას მიჰყო ხელი, მან უხუცესებს კი არა, ექიმ-სპეციალისტებს უნდა მიმართოს.
საერთო ჯამში, სამედიცინო სპეციალისტების პროფესიონალური დახმარებისათვის მიმართვის შესახებ
არც არავინ დავობს! (ლუკა 5:31). მხოლოდ ის არის, რომ ასეთ «დამცველებს» რატომღაც სრულიად იწყდებათ, რომ ასეთი პირები, რომლებიც უწმინდურად იქცევიან, მხოლოდ საკუთარი თავისა და
ჯანმრთელობის წინააღმდეგ კი არ სცოდავენ, არამედ ღვთისა და მისი სიტყვის წინააღმდეგაც! ისინი ამ
საქმეების კეთებას ისე განაგრძობენ, რომ კვლავ ღვთის მსახურებად მიიჩნევენ საკუთარ თავს. თუმცა ასეთ
შემთხვევაში სრულიად გაუგებარი ხდება იმ მოთხოვნების აზრი, რომლის მიხედვითაც ყველას იმ
«გარეშე» ადამიანს, ვისაც ქრისტიანად გახდომა სურს, მისი ცხოვრებისა და საქციელის ბიბლიურ
პრინციპებთან თანხმობაში მოყვანა მოეთხოვება, მაშინ თუ ამავდროულად, ნებისმიერ უკვე შემდგარ
ქრისტიანს თავისუფლად შეეძლებოდა იმ ცოდვების სრულიად მშვიდად ჩადენა, რომლებზეც «გარეშემ»
მკაცრი უარი უნდა თქვას! (1კორინთელები 5:12,13). სრული აბსურდია!
ქრისტიანულ კრებაში რომ, ყოველგვარი ბიბლიური მითითებების გვერდის ავლით, ღვთის მსახურებს
ასე მოქცევა დაეწყოთ და უხუცესთაგან არავის ჰქონოდა მათთვის ამ ქმედებებისათვის პასუხის
მოთხოვნის უფლება, მაშინ კრება ძალიან მალე გადაიქცეოდა არყის სუნად აყროლებული უსაქმურების
შეხვედრის ადგილად, რომლებიც ერთმანეთის გარჩევას სიგარეტის ბოლში შეეცდებოდნენ. აბა ეხლა
ვის აქვს მათთვის ცოდვაზე მითითების უფლება? ისინი ხომ «თავისუფალი» ადამიანები არიან! მათ
ღმერთთან ურთიერთობის განსაკუთრებით «პირადი» სფერო აქვთ. ის კი, რა თქმა უნდა, «ყველაფერს
ისე გაიგებს, როგორც საჭიროა და ყველაფერს აპატიებს». ამჯერად უკვე თავად აქვთ იმის განსაზღვრის
უფლება, თუ რამდენ ხანში და რამდენად სრული სახით ისურვებენ შეუფერებელი ჩვევებისა და ხორცის
სურვილების მიტოვებას. ამჯერად მათ ვერც კრება და ვერც უხუცესები მიუთითებენ რამეზე…
ეს ყველაფერი ძალიან წააგავს იმ აღმაშფოთებელ სიტუაციას, რომელსაც იესო ყველაზე
კატეგორიული სახით აღკვეთდა ღვთის ტაძარში ყოფნის დროს, როდესაც იუდეველებს
ეუბნებოდა:
«თქვენ კი ყაჩაღების ბუნაგად აქციეთ» (ლუკა 19:45,46).
სასწავლო ბიბლიასა» და «ლოპუხინის განმარტებით ბიბლიაში»: "პრესვიტერი თუ მართლა დამნაშავე
აღმოჩნდება, მაშინ ის ყველა სხვა პრესვიტერების წინაშე უნდა იქნას მხილებული, რათა ამ ყველაფრით
ეს უკანასკნელები დავიცვათ იგივე ქმედებების გამეორებისაგან"».
სინამდვილეში, პავლეს სიტყვების მთელი კონტექსტი (1 ტიმოთეს 5:20-მდე და შემდგომ) შეიცავს
ინფორმაციას, რომელიც უშუალოდ უხუცესებს შეეხება. მე-19 მუხლი შეეხება გაგება «უხუცესის
წინააღმდეგ ბრალდების» წესს. და როგორც ამის შედეგი, შემდგომ მე-20 მუხლში პავლე საუბრობს
მათი მხილების შესახებ «ვინც ცოდვას სჩადიან».
«ზოგიერთ ღვთისმეტყველს მიაჩნია, რომ მე-20 მუხლი შეეხება არა კონკრეტულად პრესვიტერებს,
არამედ ყველა ქრისტიანს. თავად პრინციპის გამოყენება, ეჭვგარეშეა, ყველა ქრისტიანის მიმართ
შეიძლება, მაგრამ, მუხლის კონტექსტის თანახმად, მისი შინაარსი უშუალოდ პრესვიტერებს ეხება»
(უილიამ მაკდონალდი, «ახალი აღთქმა. 1-ლი ტიმოთე»).
«“შემცოდენი ყველას წინაშე ამხილე დანარჩენთა დასაშინებლად” - აქ საუბარი ისევ იმ პრესვიტერებს
შეეხება, რომელთა წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებაც დამტკიცებული იქნება» (არქ. ამბერკი
(ტაუშევი), წმინდა მოციქული პავლეს სამწყემსო წერილები. 1-ლი ტიმოთე).
«შემცოდველმა პრესვიტერებმა პასუხი უნდა აგონ შედეგებზე» (ჯონ ფ. მაკარტური «ტიმოთეს
მიმართ 1-ლი წერილის განმარტება»).
ფრაზაში «რათა დანარჩენებსაც ჰქონდეთ შიში» კრების დანარჩენი უხუცესები იგულისხმებიან.
«"ლოიპოს" ("დანარჩენები") გულისხმობს იმავე კატეგორიის სხვა ხალხს. აქ ნაგულისხმევია
პრესვიტერების კატეგორია. როდესაც ერთი პრესვიტერი საჯარო გაკიცხვას იღებს ცოდვის გამო, ეს ჯანსაღ
შიშს ბადებს დანარჩენების გულებში» (ჯონ ფ. მაკარტური «ტიმოთეს მიმართ 1-ლი წერილის
განმარტება»).
შემდგომ 21-ე მუხლში, პავლე ტიმოთეს ავალებს «წინასწარ აკვიატებული აზრის გარეშე დაიცვა ეს
ყველაფერი და ამოჩემებით არაფერი აკეთო» («ანუ ის, რაც ეკლესიაში მსახურებისათვის ხელდასხმას
შეეხება» - არქ. ამბერკი).
შემდგომ 22-ე მუხლში პავლე ტიმოთეს ახსენებს «არავის დაადო ხელი ნაჩქარევად», ანუ არ იჩქაროს
იმ ძმების უხუცესებად დანიშვნის საქმეში, რომლებიც ჯერ კიდევ სრულად არ შეესაბამებიან ამ
უპირატესობებს.
«პრესვიტერების დანიშვნისას ტიმოთე აჩქარებას უნდა გაექცეს, რომელმაც შეიძლება შეცდომამდე
მიიყვანოს, რადგან გარეგნობა ჩვეულებრივ მაცდურია (5.21-25)» (დონალდ გატრი "ახალი აღთქმის
შესავალი").
«ხელდასხმა, ისევე როგორც გასამართლება, მიკერძოების გარეშე უნდა ხდებოდეს, საქმის
საგულდაგულო გამოძიების შემდეგ» (არქ. ამბერკი).
«ხელდასხმას წინ უნდა უსწრებდეს კანდიდატის ცხოვრების მკაცრი და მიუკერძოებელი გამოკვლევა:
ხელდამსხმელი საკუთარ თავზე იღებს მასზე პასუხისმგებლობას და ჩადენილი ცოდვებისადმი ზედმეტი
შემწყნარებლობა, მიმნებებლობასა და ცოდვაში თანამონაწილეობას უდრის» («კომენტარები ბრუსელის
ბიბლიისთვის». 1-ლი ტიმოთე).
22-ე მუხლის დასკვნითი ფრაზა «ნურც სხვათა ცოდვების თანამონაწილე იქნები» მკითხველს
ზუსტადაც რომ მე-20 მუხლის სიტყვებთან აბრუნებს იმ უხუცესებთან დაკავშირებით «ვინც ცოდვასსჩადიან». აქედან შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ პავლეს ფრაზა «ვინც ცოდვას სჩადიან, ყველას
წინაშე შეაგონე» შეეხება შემცოდველი უხუცესის განკითხვას კრების სხვა პასუხისმგებელი ძმების
წინაშე.
24-ე და 25-ე მუხლებში მოცემული პავლეს სიტყვებიც ასევე პირდაპირ უხუცესებს ეხება. მათში პავლეს
შემდეგ მითითებას ვკითხულობთ:
«ზოგიერთების ცოდვები ყველასთვის ცხადია და პირდაპირ გასამართლებისკენ მიჰყავს ისინი.
სხვების ცოდვები კი მოგვიანებით გახდება ცხადი. კარგი საქმეებიც ცხადია ყველასთვის. ის კი, რაც
ჯერ არ არის ცხადი, არ დარჩება დაფარული».
«ანალიტიკოსთა უმრავლესობა იმაში თანხმდებიან, რომ საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომელსაც
ეკლესიის ხელმძღანელები იღებენ, იმასთან დაკავშირებით, ღირსეულია თუ არა ესა თუ ის ადამიანი,
რომ ასევე გახდეს ერთერთი სულიერი ხელმძღვანელთაგანი, რომელიც შესაძლოა, ღვთის სასამართლოს
მოიაზრებს… დიდი ალბათობით ამ მონაკვეთის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ იმ ადამიანებს, ვისი
ცოდვებიც აშკარაა, მოსამართლეები შეუფერებლებად მიიჩნევენ საეკლესიო ლიდერების როლისთვის» -
ვკითხულობთ ენციკლოპედიაში «ბიბლიის ძირეული გაგებები» (კეტრინ ბარნუელი, პოლ დენსი, ტონი
პოპი).
ბოლო მაგალითი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ესაა შემთხვევა, რომელიც გალატელების მიმართ
მიწერილ წერილშია აღწერილი, როდესაც პავლე პეტრესა და ბარნაბას კიცხავს:
«როცა დავინახე, რომ ისინი სწორად არ მიჰყვებოდნენ სასიხარულო ცნობის ჭეშმარიტებას, ყველას
თანდასწრებით ვუთხარი კეფას: „თუ შენ, იუდეველი, უცხოტომელივით ცხოვრობ და არა იუდეველივით,
როგორღა აძალებ უცხოტომელებს, იუდეველებივით იცხოვრონ?“» (გალატელები 2:11-14).
რატომ უცხადებს პავლე პეტრეს მკაცრ საყვედურს არა ცალკე, არამედ «ყველას თანდასწრებით»? განა ეს
იმას არ ნიშნავს, რომ სამართლებრივ საკითხებში დისციპლინარული გამოძიებები და
გადაწყვეტილებების გამოტანები უხუცესებმაც კრების «ყველა [წევრის] თანდასწრებით» უნდა
გამოიტანონ?
სინამდვილეში აქ არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს იმ დისციპლინარული განხილვების
განცალკევებულ პრაქტიკასთან, რომელსაც უხუცესები ატარებენ შემცოდველი ადამიანის მიმართ. საქმე
იმაში მდგომარეობს, რომ პეტრეს ეს საქციელი, მისი ხასიათიდან გამომდინარე, მძიმე ცოდვად ვერ
შეფასდება და, შესაბამისად, დისციპლინარული სასამართლოს გამართვის საფუძველი არ გააჩნდა.
პეტრეს დანაშაულს წარმოადგენდა არა რაიმე ბოროტი ჩანაფიქრი ან საკუთარი თანამორწმუნეებისთვის
დაბრკოლების შექმნა, არა იმის სურვილი, რომ მოწაფეები მას გაჰყოლოდნენ, არამედ ბანალური
სულმოკლეობა და კაცთმოშიშება (საქმეები 20:29,30). ეს, რა თქმა უნდა, თავისთავად არ წარმოადგენს
სწორს, თუმცა ამავდროულად ვერც ისეთ რამედ ჩაითვლება, რაც უზნეობის, ქურდობისა და
მკრეხელობის ტოლფასია (შეადარეთ 1 იოანე 5:16,17).
გარდა ამისა, მკაცრად რომ ვთქვათ, პეტრეს იმის სრული უფლება ჰქონდა, რომ იუდაურ
შეხედულებებს მიჰყოლოდა, იუდეველი ქრისტიანების უმრავლესობის მსგავსად, რომლებიც მოსეს
კანონის დაცვას განაგრძობდნენ (საქმეები 21:17-22). ეს მათი უფლება იყო, მათი სინდისის საქმე,
რისთვისაც სხვებსაც პატივი უნდა ეცათ, რასაც თავის წერილებში პავლეც აღიარებდა (რომაელები 14:1-
12). აუცილებლობის შემთხვევაში პავლე პირადი საქციელით აჩვენებდა, რომ მისი იუდეველი
თანამორწმუნეების რელიგიურ შეხედულებებს ემორჩილებოდა, მაშინ, როდესაც იერუსალიმში
ყოფნისას, ისე იქცეოდა როგორც კანონში იყო გაწერილი (საქმეები 21:20-26). და თუმცა «როცა რწმენა
უკვე მოვიდა, [ქრისტიანები] აღარა ვართ აღმზრდელზე [მოსეს კანონზე] დამოკიდებულნი», მისი. მითითებების მიყოლის მსურველები ღვთისგან განდგომილებად არ ითვლებოდნენ (გალატელები 3:25).
თუმცაღა არც «არავითარი სარგებლობა არ [ჰქონდათ] ქრისტესგან», იმიტომ რომ «ეს ყველაფერი
მომავლის ჩრდილია, სინამდვილე კი — ქრისტესი» (გალატელები 5:2; კოლასელები 2:17). ამიტომ,
პეტრეს პრობლემას წარმოადგენდა არა ის, რომ კანონში დაწერილის შესრულებას დაუბრუნდა, არამედ
უშუალოდ მის სამოციქულო სწავლებასა და მაგალითში, რამაც გაუგებრობა გამოიწვია არაიუდეველი-
ქრისტიანების თვალში. იმ სიტუაციაში პეტრე პირადმა შიშმა მოიცვა, და არა იმისაკენ სწრაფვამ, რომ
«ყველანაირი ხალხი შეეძინა» ქრისტესათვის (შეადარეთ 1კორინთელები 9:19-23). ამიტომ მას სასწრაფო
რჩევის მიცემა ესაჭიროებოდა.
თუმცა იმისათვის რომ თანამორწმუნეს აუცილებელი რჩევა მიეცეს, სულაც არ არის საჭირო
სამართლებრივი სასამართლოების შექმნა. დისციპლინარული გარჩევების ორგანიზება მხოლოდ
გამონაკლის შემთხვევებში ხდება. მოცემულ სიტუაციაში მოციქულმა პავლემ იგივე პრინციპი გამოიყენა,
რომელიც ლუკას 17:3-ში იყო ჩადებული: «თუ შენი ძმა შესცოდავს, გაუწყერი, და თუ მოინანიებს,
აპატიე».
ეჭვგარეშეა, რომ პეტრემ მიცემული საყვედური გაითვალისწინა და გამოსწორდა. გრიგოლი
დიოლოღოსი წერდა ჩვენს მიერ განსახილველი ტექსტის შესახებ: “პეტრემ გულთბილად მოისმინა მოც.
პავლეს მხილება; დავითი კი თავმდაბლად უგდებდა ყურს თავისი ხელქვეითის საყვედურებს. რადგან
კეთილ ხელმძღვანელებს, რომლებისგანაც შორსაა თავმოყვარეობა, ახსოვთ თავმდაბლობის მოვალეობა
და საწყენად არ მიიჩნევენ ხელქვეითების თავისუფალ სიტყვებსაც კი”. ამით პეტრესთან
დაკავშირებული ინციდენტი ადგილზევე სრულიად იქნა აღმოფხვრილი და შემდგომ ჩარევას აღარ
მოითხოვდა.
ასეთივე დასკვნებამდე მიდიან ბიბლიის კომენტატორებიც:
«მაგრამ რატომ შექმნა პეტრემ ეს პრობლემა? რა თქმა უნდა იმიტომ კი არა, რომ მისი
საღვთისმეტყველო კონცეფცია შეიცვალა, არამედ უბრალოდ შიშის გამო. ოდესღაც, წარმართი
კორნელიუსისთვის ქადაგების შემდეგ, პეტრე ვაჟკაცურად იცავდა თავს იერუსალიმელი ეკლესიის
ხელმძღვანელების წინაშე (შდ. საქმეები 11:18), თუმცა ამჯერად მან კაპიტულაცია გამოაცხადა თავისი
იუდეველი მეგობრების წინაშე» (დონალდ დ. კემპბელი «მოციქული პავლეს წერილი გალატელების
მიმართ. განმარტება»).
«[პავლე] პეტრეს და დანარჩენებს იმაში სდებს ბრალს, რომ ისინი გულწრფელად არ იქცეოდნენ,
საკუთარი აღძვრების საპირისპიროდ. მათი მხრიდან მორწმუნე-წარმართებთან ურთიერთობის
გაწყვეტა ნაკარნახევი იყო არა რომელიმე საღვთისმეტყველო პრინციპით, არამედ ადამიანთა მცირე
ჯგუფის მიმართ შიშის გამო მოხდა, რომლებმაც მათზე ზეწოლა მოახდინეს. ფაქტიურად პეტრე…
გარეგანი ზეწოლის გამო დანებდა… მას არ ეყო იმის გაბედულება, რომ საკუთარი შეხედულებები
დაეცვა» (ჯონ რ.უ. ცტოტი «წერილი გალატელების მიმართ. შესწავლაში დამხმარე საშუალებასთან
ერთად»).
«მოცემულ შემთხვევაში მოც. პეტრე წარმოჩინდა ისეთივე არამდგრად ადამიანად, როგორიც უფლის
სამჯერ უარყოფის დროს იყო. აქაც და იქაც, კრიტიკულ მომენტში, ხასიათის სიმტკიცემ მიატოვა,
ადგილი უადგილო შიშს დაუთმო, რომლის ზეწოლის ქვეშაც თავის ყველაზე წმინდა შეხედულებებს
უღალატა, იმას არ აკეთებდა, რაც სურდა, რასაც ეთანხმებოდა, რასაც ყოველთვის ქადაგებდა» (ო.
გალახოვი, გვ. 171-172).
რით აიხსნება პავლეს გადაწყვეტილება, რომ პეტრე და ბარნაბა ემხილებინა არა ცალკე, არამედ სხვა
ქრისტიანების თანდასწრებით? პავლეს ასეთი სურვილი სრულიად სათანადო ჩანს, თუ იმას
გავითვალისწინებთ, რომ ღვთის ამ მსახურების არასწორი საქციელი პირდაპირ ეხებოდა იმ კრების ყველა. წევრს, რომელთა შორისაც მოცემულ მომენტში იმყოფებოდნენ და ვისი გრძნობებიც, ეჭვგარეშეა, რომ
შელახეს. როგორც ბიბლიური მონაკვეთიდან ჩანს, პეტრესა და ბარნაბას ქმედება ქალაქი ანტიოქიის
მთელი კრების თანდასწრებით იქნა ჩადენილი და ამიტომ იყო ყველასათვის აშკარა. რა თქმა უნდა,
კრებას აღელვებდა ამ ძმების საქციელში მომხდარი ასეთი გაუგებარი და სწრაფი მეტამორფოზა.
შესაბამისად, პავლეს ამ არასასიამოვნო სიტუაციის საიდუმლოებით მოცვის არანაირი აზრი არ ჰქონდა. ის
დაუყოვნებლივ მოქმედებდა, რადგან ესმოდა, რომ ყველა ქრისტიანი მოელოდა ამ გაუგებარ საკითხზე
განსაზღვრულ გადაწყვეტილებას. პავლეს სამხილებელმა სიტყვებმა, და ასევე პეტრეს თავმდაბლურმა
რეაქციამ, რომელმაც საკუთარი შეცდომა აღიარა, ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა და დაბრკოლების
მიზეზი არ გახდა (ლუკა 17:1-4).
«იუდაური ღვთისმოსაობა მოითხოვდა, რომ საყვედურები პირადად გამოთქმულიყო; პავლემ თუ
პეტრეს საჯაროდ გაკიცხვა და ამ ყველაფრის გასაჯაროება გადაწყვიტა, მაშინ მას საამისოდ გადაუდებელი
და ყველაზე სერიოზული მიზეზები უნდა ჰქონოდა» (კ. კინერი «ახალი აღთქმის კულტურულ-
ისტორიული კომენტარები. წერილი გალატელთა მიმართ»).
«პავლეს რეაქცია სწრაფი და გადამწყვეტი იყო. რადგან პეტრე საჯაროდ თვალთმაქცობდა, ესე იგი
მისი გაკიცხვაც საჯაროდ იყო საჭირო» (დონალდ დ. კემპბელი «მოციქული პავლეს წერილი
გალატელთა მიმართ. განმარტება»).
«ეს მნიშვნელოვანია. პავლე რომ ამ მომენტში პეტრეს წინააღმდეგ არ გამოსულიყო, ან მთელი
ქრისტიანული ეკლესია გაჰყვებოდა იუდაიზმის დინებას და იქ დარჩებოდა, ან წარმართ და
იუდეველ ქრისტიანებს შორის გაჩნდებოდა მუდმივი ბზარი: "უფალი ერთია, უფლის სუფრა კი
ორი"» (ჯონ რ.უ. სტოტი «წერილი გალატელების მიმართ. შესწავლაში დამხმარე საშუალებასთან
ერთად»).
«რატომ არ განიხილა [პავლემ] ეს შემთხვევა უშუალოდ მოყვასთან, იმის ნაცვლად, რომ საიდუმლო
სხვებისთვისაც გაემხილა? (იგავნი 25,9). იმიტომ, რომ ეს საიდუმლოს არ წარმოადგენდა, და არც პეტრეს
შეუცოდავს მის წინააღმდეგ, პავლეს პირადი ზარალი არ მიუღია… თუმცაღა პეტრეს საქციელი
ანტიოქიელი ქრისტიანებისთვის დაბრკოლებად იქცა, და ზუსტად ამის გამო იქნა ის სხვების
თანდასწრებით მხილებული» (ჯეიმს ა. ჰოლდეინი «წერილი გალატელების მიმართ. განმარტებითი
კომენტარები»).
ამასთან დაკავშირებით სასარგებო შენიშვნას აკეთებს ჟან კალვინი:
«ჩვენ ცოდვილებს შორის განსხვავება უნდა გავაკეთოთ. ზოგი მათგანი საიდუმლო ხასიათს ატარებს,
ზოგი კი აშკარა, ანუ ყველასათვის ცნობილ ხასიათს. რაც შეეხება პირველებს, იესო ქრისტე, როდესაც
თითოეულ ცალკე აღებულ ქრისტიანს მიმართავს, ასეთ მცნებას გვაძლევს: «ხოლო თუ შენი ძმა
შესცოდავს შენს მიმართ, მიდი და ამხილე, როცა მარტო იქნებით ორივენი» (მათე 18:15). აშკარა
ცოდვების შესახებ წმ. პავლე ეუბნება ტომითეს: «შემცოდენი ყველას წინაშე ამხილე დანარჩენთა
დასაშინებლად» (1 ტიმოთე 5:20). თუმცა როდესაც იესო ქრისტე გამოთქვავს ასეთ მოსაზრებას: «თუ შენი
ძმა შესცოდავს შენს მიმართ ...», - ამ სიტყვების გაგება მხოლოდ ერთი მნიშვნელობით შეიძლება: თუ
ვინმე შესცოდავს და ამის შესახებ მხოლოდ შენ გეცოდინება, სხვა მოწმეები კი არ იქნებიან. ხოლო რაც
შეეხება წმ. პავლეს მიერ ტიმოთესათვის მიცემულ მითითებას მათი ღიად მხილების შესახებ, ვინც ღიად
სცოდავს, მან თავადვე გამოიყენა ის პეტრეს საქმეში. ვინაიდან პეტრეს შეცოდება ყველასათვის საცდურს
წარმოადგენდა, წმ. პავლემ ის ერთი-ერთზე კი არ ამხილა, არამედ მთელი ეკლესიის წინაშე
(გალატელები 2:14). ასე რომ სამართლიანი და კანონიერი იქნება, თუ საიდუმლო შეცოდებების
გამოსწორებისას იესო ქრისტეს მიერ დადგენილ თანმიმდევრობას დავიცავთ, ხოლო როდესაც საქმე
აშკარა შეცოდებებთან გვექნება, მათ მაშინვე ვამხელთ ეკლესიის წინაშე, განსაკუთრებით მაშინ, თუ
ისინი ყველასათვის საცდურს წარმოადგენენ» (ჟან კალვინი «ქრისტიანულ რწმენაში დარიგება». თავი
XII).ამგვარად, ნათელი ხდება პავლეს მითითებების სრული თანხმობა, სამართლებრივი
სასამართლოების განცალკევებით გამართვის ბიბლიურ პრინციპთან, რომელსაც კრების უხუცესები
უნდა ახორციელებდნენ.
ხანდახან შეიძლება მოვისმინოთ მოსაზრება, რომ ძველ ისრაელში უხუცესები სამართალს «ქალაქის
კარიბჭესთან» აღასრულებდნენ (კანონი [მრ.რჯ.] 16:18; 21:18-20; 25:7). ამის წყალობით სასამართლო
საჯარო იყო და მას ქალაქის მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ. განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტიანული
სამართლებრივი განხილვების პრაქტიკაც ისევე ღია უნდა იყოს, როგორც ძველ ისრაელში იყო?
ამ შემთხვევაში, მხოლოდ ის ააშკარავებს ასეთი მოსაზრების სათანადო საფუძვლის არარსებობას, რომ
ახალ აღთქმაში თანამორწმუნეების შეცდომების გამოძიების საქმეში მხოლოდ უხუცესების
მონაწილეობას უჭერენ მხარს და არა მთელი კრებისას (იაკობი 5:14,15). თუმცა, თუ მაინც მივაქცევთ
ყურადღებას ძველი ისრაელის სასამართლო პრაქტიკას, მაშინ აქაც უნდა გავითვალისწინოთ რიგი
სერიოზული შენიშვნები.
პირველ რიგში, ძველი აღთქმის მითითება «დაიყენე შენი კარიბჭეების შიგნით მსაჯულები და მთავრები,
რომლებსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს შენი ტომების მიხედვით. მათ უნდა განსაჯონ ხალხი მართალი
სამართლით» ხაზს უსვამს, რომ ისრაელების სიტუაცია ბევრ რამეში განსხვავდებოდა ქრისტიანული
კრების პირობებისაგან (კანონი [მრ.რჯ.] 16:18). ქრისტიანებისგან გასხვავებით, ძველი ისრაელი
წარმოადგენდა ჩამოყალიბებულ ადმინისტრაციულ სახელმწიფოს თავისი კონკრეტული გეოგრაფიული
ადგილმდებარეობით, ქალაქებით, მამულებითა და ხალხით, რომელიც საკუთარ ყოფა-ცხოვრებას
მოცემულ ტერიტორიაზე აწყობდა. არსებითად, ნებისმიერი მოვლენა, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ
რომელ სფეროში ხდებოდა ის, ამა თუ იმ დონით მთელ საზოგადოებას ეხებოდა. ისრაელის
მოსამართლეებს აბსოლუტურად განსხვავებული შემთხვევების გარჩევა უწევდათ – ოჯახური დავებიდან
დაწყებული და აშკარა ღვთისგმობით დამთავრებული. ბუნებრივია, რომ ასეთი პრობლემები მალე
ვრცელდებოდა რომელიმე ქალაქის თუ დასახლების მოსახლეობას შორის, ჯერ კიდევ უხუცესებისთვის
მიმართვამდე. სიტუაცია შეიძლება დამძიმებულიყო ვინმეს რეპუტაციის უსამათლოდ შელახვით ან
სხვების უფლებების შელახვით (კანონი [მრ.რჯ.] 22:15-24; 25:7-10). ამ ყველაფრის გათვალისწინებით
მართებული და აუცილებელიც კი იყო ადგილობრივი უხუცესების მხრიდან საჯარო გამოძიების
ჩატარება, რათა სამართლიანობა აღედგინათ ყველასათვის ცნობილ შემთხვევასთან დაკავშირებით და
ასევე საზოგადოება დაემშვიდებინათ.
თანამედროვე სიტუაცია, რა თქმა უნდა, ძლიერ განსხვავდება ძველი ისრაელის სახელმწიფოში
შექმნილი სიტუაციისაგან. დღეს ქრისტიანები არ ქმნიან საკუთარ «ქრისტიანულ» ქალაქებს, კომუნებს
ან მონასტრებს, რომელშიც ისინი განსაკუთრებული სოციუმის სახით იცხოვრებდნენ, როგორც
«გარეშეთაგან», ურწმუნო ადამიანებისაგან გამოყოფილნი (იოანე 17:15). ამიტომ უმრავლეს შემთხვევაში
ქრისტიანთა დანაშაულები არ წარმოადგენენ საჯაროს, რომელიც მთელ კრებას ეცოდინება.
შესაბამისად, არც იმის საფუძველი არსებობს, რომ სამართლებრივი გამოძიებები საზოგადოებრივ
ღონისძიებებად ვაქციოთ.
გარდა ამისა, ძველი აღთქმის ტექსტების ყურადღებით გამოკვლევა იმის დანახვაში გვეხმარება, რომ
ძველი ისრაელის სამართლებრივი სისტემაც არ ყოფილა ერთფეროვანი. ის მიმდინარე დროის
მიხედვით განსხვავდებოდა. მაგალითად, ისრაელის საზოგადოებაში დამნაშავეების დასჯის
ინსტიტუტი მის ადრეულ ეტაპზე მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა შემდგომ საუკუნეებთან
შედარებით. სინას მთაზე მოსეს კანონის დადგენისას თუ საზოგადოებაში მრუშების ან
დამოუკიდებელი რელიგიური მიმდინარეობების არსებობზე საუბარიც კი შეუძლებელი იყო
ყოფილიყო, სრულიად განსხვავებულ სურათს ვხედავთ ისრაელში იესო ქრისტეს გამოჩენის
პერიოდში. ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი ადამიანები დანარჩენ ისრაელებს შორის ცხოვრობენ და იმის. საფრთხეს არ გრძნობენ, რომ მათ მიმართ კანონის მკაცრ ზომებს გამოიყენებენ, რომელთა თანახმადაც
მათ აუცილებლად სასჯელი ელოდათ. არადა მოსეს კანონი დამნაშავის საზოგადოებისგან გარიცხვას
კი არ მოიაზრებდა, არამედ მკაფიოდ საუბრობდა სიკვდილით დასჯის შესახებ (კანონი [მრ.რჯ.] 13:5;
17:7; 19:19; 21:21; 22:21; 24:7; იოანე 19:7).
იესო, რა თქმა უნდა, არ გამოდიოდა ლიბერალური იდეებით, რომლებიც მრუშობას, სექტანტობასა და
სხვა მსგავს ქმედებებს ამართლებს. თუმცა ის არც გადაუდებელი სამართლებრივი რეფორმებისაკენ და
მოსეს კანონის თანახმად, კანონის ყველა დამრღვევის სიკვდილით დასჯისკენ არ მოუწოდებდა ისრაელს.
ეჭვიც არ არსებობს, რომ იესო აღიარებდა იმ ობიექტური მიზეზების არსებობას, რომელიც მისი დროის
სამართლებრივი სანქციების ფუნქციონირებასა და განხორციელებაზე ახდენდა გავლენას (შეადარეთ
იოანე 18:31). და მაშინაც კი, თუ იქიდან რაიმეს არ ეთანხმებოდა, რასაც ამასთან დაკავშირებით
რელიგიური წინამძღოლები ადგენდნენ, ის, როგორც მინიმუმ, მათ უფლებამოსილებას აღიარებდა და
ხალხს არ მოუწოდებდა სამართლებრივი სისტემის კორექტირებისაკენ (მათე 23:1-3). ის
დისციპლინარული ზემოქმედების იმ ფორმას ეყრდნობიდა, რომელიც იმ მომენტში გამოიყენებოდა.
მაგალითად, იესოს ცნობილ სიტყვებს «იყოს ის შენთვის როგორც უცხოტომელი და როგორც
გადასახადების ამკრეფი», ასე ვთქვათ, მოსეს კანონის დადგენილებები მხარს არ უჭერენ, არამედ ის
დაფუძნებულია სინაგოგიდან მოკვეთის შედარებით გვიანდელ პრაქტიკას; პრაქტიკას, რომელიც
ადამიანების მიერ იქნა დადგენილი და არა ღვთის მიერ (მათე 18:17).
ეს მაგალითი იმის გაგების სერიოზულ საფუძველს წარმოადგენს, რომ უფალს შეუძლია აღიაროს
გარკვეული მიზეზები, რომლის თანახმადაც მისი ერის სამართლებრივ სისტემაში გარკვეული
ცვლილებები შეიძლება ხდებოდეს, თუმცაღა, რომელიც გავლენას არ მოახდენს თავად დამნაშავეთა
დასჯის ფაქტზე.
და მეორე, ძველი აღთქმის პერიოდშიც კი, დამნაშავეთა საქციელი ყოველთვის როდი
გამოჰქონდათ საჯარო განხილვაზე (2სამუელი 12:1-15; შეადარეთ მათე 1:18,19).
«იუდაური ღვთისმოსაობა მოითხოვდა, რომ საყვედურები პირადად გამოთქმულიყო» - წერს კ.
კინერი («ახალი აღთქმის კულტურულ-ისტორიული კომენტარები»).
საგულისხმოა, რომ ახალი აღთქმა აღწერს იმის რამოდენიმე შემთხვევას, როდესაც სინედრიონის -
უზენაესი სასამართლოს - იუდეველი ხელმძღვანელები, იესოს ან მისი მოწაფეების საქმეებს
განიხილავდნენ (მარკოზი 14:55; ლუკა 22:66; საქმეები 4:5-8; 5:21,27; 6:12; 22:30; 23:1-10). მხოლოდ
სინედრიონს ჰქონდა იმ პირების დასჯის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის უფლება, რომლებსაც
ერესში ედებოდათ ბრალი. ყველა მსგავს შეხვედრაზე, სასამართლო პროცესს მხოლოდ უშუალოდ
ძალაუფლებით აღჭურვილი პირები ესწრებოდნენ; ასეთ შეხვედრებზე არავითარი უცხო პირი არ
დაიშვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სახარებებში და საქმეების წიგნში, სინედრიონში შემავალი
იუდეველი რელიგიური ხელმძღვანელების უმეტესობა კრიტიკულ შუქშია წარმოდგენილი, თავად
იესო აღიარებდა სინედრიონის, როგორც სასამართლო ორგანის მნიშვნელობასა და როლს (მათე 5:22).
არავინ არ დავობს იმასთან დაკავშირებით, რომ ქრისტიანთა ცოდვები, რომლებიც მთელ კრებას შეეხო
და, შედეგად, თემის სხვა წევრებისთვისაც ცნობილი გახდა, შეიძლება ყველა დაზარალებულის
თანდასწრებით იქნას განხილული. თუმცა, როგორც კ. კინერი აღნიშნავს, იუდაიზმში საჯარო მხილება
«მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვებოდა, თუ შეგონების პირადი მცდელობები ვერ მიაღწევდა
წარმატებას».და თუ კვლავ იესოს სიტყვებს დავუბრუნდებით, რომელშიც ის პრინციპი მოგვცა, თუ როგორ
მოვექცეთ კრების შემცოდველ წევრს, მაშინ ასეთი საქმის კონფიდენციულობაზე მკაფიო მითითების
დანახვას შევძლებთ. იესოს ფრაზა «ამხილე... როცა მარტონი იქნებით» და მომდევნო ორი ნაბიჯი,
როდესაც სიტუაციას მხოლოდ «ორი ან სამი მოწმე» უერთდება, შემდეგ კი კრების უფროსი ასაკის
მამაკაცები, პრობლემის მოგვარებისადმი ზუსტად ასეთ ჯანსაღ მიდგომას ადასტურებს (მათე 18:15-17).
იესო აშკარად არ საუბრობს იმაზე, რომ ერთი ქრისტიანის შეცოდების შემთხვევაში ყველა უნდა
ჩაერიოს, ვისაც კი სურვილი გაუჩნდება.
«შემცოდველი ძმისადმი მიდგომის ეს სამსაფეხურიანი პროცედურა უდევს საფუძვლად მთელ
საეკლესიო სწავლებას, მნიშვნელობა არ აქვს "შენს წინააღმდეგ" იქნება თუ არა. მისი მიზანი ისაა - რომ
ადამიანმა მოინანიოს, ხოლო მისი ცოდვის შესახებ რაც შეიძლება ცოტა ადამიანმა იცოდეს»
(კომენტარები ახალ ჟენევურ ბიბლიაზე, «მათეს წმინდა სახარება»).
ბიბლიის კომენტატორი ჯონ რ.უ. სტოტი, თუმცა კი უშვებს, რომ დროდადრო საჯარო გაკიცხვა
შესაძლებელია, მაგრამ მაინც აღიარებს: «პირად ცოდვებთან დაკავშირებით, სჯობია პერსონალურ
დონეზე მოხდეს გარჩევა და მხოლოდ ის შეცოდებები შეიძლება იყოს საჯარო განხილვაზე
გამოტანილი, რომელიც ყველას ეხება. პირადის საჯარო განხილვაზე გამოტანა – არასწორია».
უხუცესების მიერ ქრისტიანული კრების წევრის შეცდომის განხილვის კონფიდენციალურობა ბრძნულ
ნაბიჯს წარმოადგენს რამოდენიმე მიზეზის გამო. ერთის მხრივ ამით უადგილო დასკვნების გაკეთების
აღმოფხვრას ეწყობა ხელი, სხვა მხრივ კი კრების ზოგიერთი განსაკუთრებით თავგამოდებული წევრების
მიერ საკუთარი «გამოძიების» ჩატარებას უშლის ხელს, რათა «თავისებურად» ამხილოს შემცოდველი ან
შეიძლება დამნაშავის მაქსიმალურად მკაცრად დასჯა მოითხოვოს მაშინ, თუ მის შემთხვევაში უხუცესები
შედარებით რბილ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ (შეადარეთ ლუკა 15:25 -30). ყველას, ვინც
დისციპლინარული სასამართლოების წინააღმდეგ იბრძვის, კარგი იქნებოდა გაეაზრებინა ის, რომ
სამართლებრივი კომიტეტის საჯაროობა სულაც არ იძლევა იმის გარანტიას, რომ:
1 - მას მერე, რაც შემცოდველი ადამიანის მიმართ უხუცესები მიტევების გადაწყვეტილებას გამოიტანენ,
დანარჩენი ქრისტიანები მას წინასწარშექმნილი ცუდი აზრის თანახმად არ მოეპყრობიან, რაც დაუშვებელი
იქნებოდა მიტევებასთან დაკავშირებული ბიბლიური პრინციპიდან გამომდინარე (ლუკა 15:22-32).
2 - კრება დაეთანხმება პატიების შესახებ უხუცესების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას და არ
გააგრძელებენ საუბრებს და იმის გარჩევას, დამნაშავე იყო თუ არა ეს ადამიანი (იაკობი 3:14-16; 4:1-3).
ყველა ეს პუნქტი მართლაც საკმაოდ აქტუალურია, თუ იმას არ დავივიწყებთ, რომ კრება
არასრულყოფილი ადამიანებისაგან შედგება, რომლებსაც ხშირად, სამწუხაროდ, მტრული
დამოკიდებულება აქვთ კრიტიკული მსჯელობისა და განსჯისადმი (შეადარეთ 1კორინთელები 1-3;
იაკობი 3:14; 4:1-3). როგორც ცნობილია, ადამიანებს საკუთარი შეცდომების დაცვა და შეცდომებში სხვების
დადანაშაულება სჩვევიათ. ვიღაცას აქვს ნათქვამი, რომ ყველაზე ნაკლებად სხვებს იმ შეცდომებს
ვპატიობთ, რომელიც თვითონაც ჩაგვიდენიაო. ასე რომ, თავისი ახლობლების ცოდვების საჯარო აღიარება
გამოვა.
ამის გათვალისწინებით, დისციპლინარული სასამართლოს ჩატარების დახურული ხასიათი ყველაზე
გონივრული ჩანს. მით უმეტეს, რომ უმრავლეს შემთხვევებში სამართლებრივ კომიტეტებს ისეთი
გადაწყვეტილებები გამოაქვთ, რომელიც არანაირად არ არის შემცოდველის გარიცხასთან
დაკავშირებული, რადგან კომიტეტზე ადამიანის მონანიებისაკენ აღძვრა ხერხდება.
როგორც ჟურნალ «საგუშაგო კოშკის» ერთერთ გამოცემაში ეწერა, «კონფიდენციალური საკითხები,
რომლებმაც შეიძლება უხერხულობა თუ დარდი გამოიწვიოს, არ უნდა გაცხადდეს არაუფლებამოსილი
ადამიანების წინაშე. ქრისტიანი უხუცესები ითვალისწინებენ ამას, როცა პირადად ურჩევენ რამესთანაქრისტიანებს, ანუგეშებენ ან, შესაძლოა, იეჰოვას წინააღმდეგ ჩადენილი სერიოზული ცოდვის გამო,
შენიშვნასაც კი აძლევენ. ასეთი საკითხები ბიბლიურად უნდა წარიმართებოდეს; კონფიდენციალური
წვრილმანების გამხელა მათთვის ვისაც ეს არ ეხება, ზედმეტი და სიყვარულს მოკლებულია.
ქრისტიანული კრების წევრები, რასაკვირველია, არ უნდა ცდილობდნენ უხუცესებისგან
კონფიდენციალური ინფორმაციის გაგებას, არამედ პატივისცემით უნდა ეპყრობოდნენ უხუცესების
ვალდებულებას კონფიდენციალური საკითხების საიდუმლოდ შენახვასთან
დაკავშირებით. იგავნის 25:9 აღნიშნავს: „დავით კი ედავე შენს მახლობელს, მაგრამ არ გასცე სხვისი
საიდუმლო“.» («საგუშაგო კოშკი», 1 ივნისი 1997, გვ.11).
ბოლოს და ბოლოს, ცნობილი მუხლი ასეთ რამეს ამბობს:
«ახლა კი გწერთ, რომ აღარ იქონიოთ ურთიერთობა იმასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ…
მლანძღველი[ა]» (1კორინთელები 5: 11).
უხუცესებმა რომ იგნორირება გაუკეთონ ბიბლიურ და ელემენტარულ მორალურ პრინციპებს და
ყველა იმის შესახებ ესაუბრონ, თუ როგორი ცუდი იყო შემცოდველი ძმა და რა ცუდ საქმეებს
სჩადიოდა, განა თვითონვე არ მოხვდებიან განსაზღვრება «მლანძღველების» ქვეშ? რა თქმა უნდა!
(შეადარეთ ლევიანები 19:16).
მეორეს მხრივ კი უხუცესები, რომლებიც კონფიდენციალურობის პრინციპს იცავენ, პატივს სცემენ
გზასაცდენილი ქრისტიანის გრძნობებს, რითად ბევრად ეხმარებიან მას გულწრფელ მონანიებაში და
სულიერი აღდგენისაკენ ნაბიჯების გადადგმაში, რითაც კრების მიტოვების იდეისაგან იცავენ
(ებრაელები 10:24,25). უხუცესებს კარგად ახსოვთ იესოს გაფრთხილება მათი პასუხისმგებლობის
შესახებ არ გააკეთონ ისეთი არაფერი, რაც დაბრკოლებად იქცეოდა «მცირეთათვის» (მათე 18:5-10).
როდესაც ვინმე ამბობს, რომ ადამიანის დანაშაულის შესახებ კრების ყველა წევრმა უნდა იცოდეს,
სურვილი მიჩნდება ვკითხო: უკაცრავად და, კერძოდ რის საფუძველზე? განა იესო ამას ასწავლიდა? ერთი
ადამიანის ძალიან პირადი ხასიათის საკითხი, რატომ უნდა გაიგონ დანარჩენებმა, რომლებსაც
ამავდროულად სპეციალურად დანიშნული ძმების უფლებამოსილება არ გააჩნიათ? უმთავრესად რა
ამოძრავებთ ასეთ ქრისტიანებს: სუფთა ადამიანური ცნობილმოყვარეობა და იმის სურვილი, რომ
აუცილებლად ყველაფრის საქმის ყურში იყვნენ? მოდი წარმოვიდგინოთ, რომ კრებაში კეთდება
განცხადება: ესა და ეს და კრებიდან იქნა გარიცხული, იმის გამო, რომ ქმარს ქვეყნიურ მამაკაცთან
უღალატა. რისთვისაა ეს საჭირო? რა სარგებელს მოიტანს? უბრალოდ კრების ცალკეული ქრისტიანების
არაჯანსაღ ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებს?
ადამიანს თუ შემცოდველი თანაქრისტიანისადმი ნამდვილად გულწრფელი სიყვარული და
პატივისცემა გააჩნია, მაშინ ის, რა თქმა უნდა, ისე არ დაიწყებს მოქცევას, როგორც «სხვის საქმეში
ჩამრევი» (1პეტრე 4:15. შეადარეთ 1ტიმოთე 5:13).
«თქვენ თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო; ოღონდ ამ თავისუფლებას ხორცის
საამებლად კი ნუ გამოიყენებთ, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს, როგორც მონებმა,
რადგან მთელი კანონი ერთ მცნებაში გამოიხატება: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“, მაგრამ
თუ კბენთ და ჭამთ ერთმანეთს, ფრთხილად იყავით, ერთმანეთი არ ამოწყვიტოთ» (გალატელები 5:13-
15).
არა მგონია მოციქულებს ცოდვის დეტალების სახალხოდ ჩაჭიკჭიკება ეგულისხმათ. კი, კრებას საქმის
ყურში აყენებენ, რომ მათი თანამორწმუნე – მოუნანიებელი ცოდვილია, და ამით ხდება მხილებული
ყველას წინაშე. მას თუ ასეთი სურვილი გაუჩნდება, მაშინ რა თქმა უნდა, თავადვე გააცხადებს, თუ რაში
მდგომარეობდა მისი ცოდვა; და უხუცესები ამაში მისთვის ხელის შეშლას ვერ შეძლებენ. თუმცაღა ცოდვის დეტალების მთელი კრების წინაშე საჯარო გაცხადების შესახებ ბიბლიაში არაფერია ნათქვამი.
ნებისმიერ შემთხვევაში შემცოდველის საქციელი აჩვენებს, თუ სინამდვილეში რა უნდა და
უსამართლოდ იყო ის დასჯილი თუ არა. ყველაფერს შემდგომი მისი ცხოვრების წესი გამოააშკარავებს
(1ტიმოთე 5:24).
შემცოდველი ქრისტიანი, რომელსაც სულიერი აღდგენის სურვილი აქვს, იესოს მიერ გზააბნეულ
ცხვარსაა შედარებული. უხუცესები ვალდებულნი არიან «წავ[იდნენ] იმ ერთი გზააბნეულის საძებრად»
და დაბრუნებაში დაეხმარონ, იმიტომ რომ «არ სურს ჩემს ზეციერ მამას ერთი ამ მცირეთაგანის
დაღუპვა» (მათე 18:12-14). და ამაში ისინი იესო ქრისტეს ჰბაძავენ, რომლის შესახებაც
წინასწარმეტყველურად იყო ნათქვამი: «გადატეხილ ლერწამს არ მოტეხს და მბჟუტავ პატრუქს არ
ჩააქრობს, სანამ სამართალს არ გაამარჯვებინებს» (მათე 12:20).
ღვთის წინაშე სირცხვილის სიმძიმით დამძიმებული, ასეთი ქრისტიანი, რა თქმა უნდა, ძალიან ჰგავს
«გადატეხილ ლერწამს» და «მბჟუტავ პატრუქს». უხუცესების პირდაპირი ამოცანაა – დაეხმარონ მას
«გამოჯანმრთელებაში», «სიკვდილისგან მის[ი] სულ[ის] დახსნაში და უამრავ[ი] ცოდვას დაფარავ[აში]»
(იაკობი 5:14,15,19,20).
თუმცა მოდი წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ბიბლიური პრინციპების გვერდის ავლით უხუცესები მისი
საქციელის შესახებ მთელ კრებას უყვებიან. ან კიდევ უფრო უარესი – შემცოდველი იგებს, რომ
სამართლებრივი შეხვედრა, რომელზეც მისი საქმე იქნება განხილული, პასუხისმგებელი ძმების მიერ
მთელი კრების წინაშე იქნება ჩატარებული. თქვენ როგორ მიგაჩნიათ, დიდი ალბათობით როგორი იქნება
მისი რეაქცია? ეს მას გაამხნევებს? ცოდვის აღიარებისაკენ აღძრავს?
მცირედ გაკვირვებასაც კი არ გამოიწვევს ის, თუ შემცოდველი ქრისტიანი იმ დათრგუნულობასთან
ერთად, რომელსაც უკვე განიცდის, საბოლოოდ იქნება განადგურებული ასეთი სიტუაციის გამო.
სრულიად შესაძლებელია, რომ ის საერთოდ არ მოვიდეს ამ შეხვედრეზე. სირცხვილის ღრმა გრძნობა და
სასოწარკვეთილება უხუცესებთან ურთიერთობის ყოველგვარს სურვილს მოსპობს, რითაც, რა თქმა
უნდა, სატანა ისარგებლებს, მის გონებაში უვარგისობის აზრის ჩაგონებით (იობის შემთხვევა გაიხსენეთ).
საბოლოო ჯამში, იმის სურვილი, რომ გზასაცდენილი ქრისტიანის შეცდომაზე ტოქ-შოუ მოწყობილიყო,
სრულიად ბუნებრივად მხოლოდ ერთ შედეგს მოიტანს – დაავადებული ცხვრის საბოლოოდ დაკარგვას.
იმას, რისი ბოლომდე მიღწევაც თავად შეცოდებით ვერ შეძლო სატანამ, კრება დაასრულებს; ასეთი
«ქრისტიანები» საკუთარი უგრძნობობით საბოლოოდ გადატეხავენ «გადატეხილ ლერწამს» და ჩააქრობენ
«მბჟუტავ პატრუქს». ქრისტიანები კარგად უნდა აცნობიერებდნენ ამ ყველაფერს!
საჭიროა გვახსოვდეს, რომ სამართლებრივ კომიტეტებს ძალიან პირადულ სფეროსთან აქვთ საქმე.
შემთხვევების დიდ უმრავლესობაში, ქრისტიანის შეცოდება ისეთ სამარცხვინო საქმეებთანაა
დაკავშირებული როგორიცაა მრუშობა, ლოთობა და ზნეობრივი ხასიათის სხვა მაგალითები, ეს კი
თავისთავად ძალიან მტკივნეულია შემცოდველი ადამიანისათვის, რომელიც ელის რომ გაუგებენ და
დახმარებას გაუწევენ. ადამიანთა უმრავლესობისათვის უხუცესების წინაშე ასეთი ცოდვების აღიარება
უკვე ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს. განსაკუთრებით დებისთვისაა რთული საკუთარ
პრობლემებზე საუბარი თუნდაც რამოდენიმე უხუცესთან! და იმაზე რაღა უნდა ვთქვათ, ადამიანისგან ის
რომ მოითხოვებოდეს, რომ ასეთი განმარტება და გარკვეული დონით, ცოდვასთან დაკავშირებული
გარემოებების დეტალური ახსნა-განმარტება, მთელ კრებას რომ მოუყვეს! ასე რომ იყოს, შემცოდველს ეს
ალბათ საკუთარ თავში უფრო მეტად ჩაკეტვას და ცოდვების დამალვას აიძულებდა, ვიდრე ცოდვების
მათთვის გამხელას, ვინც საერთოდ არ არის ვალდებული რომ მათ შესახებ იცოდეს. ჩვენ იმაზე არც კი
ვსაუბრობთ, რომ ისეთი ადამიანისადმი მსგავსი დამოკიდებულება, რომელიც დახმარებას საჭიროებს, ეს
ალბათ იმისაკენ აღძრავს, რომ უფრო მეტად გასასტიკდეს! განა ამის შესახებ არ საუბრობს ბიბლია:
«ჩრდილოეთის ქარი მშობიარობის ტკივილებით წარმოშობს წვიმას, საიდუმლოს გამცემი ენა კი —
მოძულებულ სახეს»? (იგავები 25:23).შემცოდველის საქციელისადმი უხუცესების კონფიდენციალურობა სხვა არაფერია, თუ არა მისადმი
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულის გამოვლენა. ამგვარად მოქმედებით, ისინი თანხმობაში მოდიან
ბიბლიურ პრინციპებთან:
«სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს» (1პეტრე 4:8).
«სიყვარული… ყველაფერს იტანს» (1კორინთელები 13:4-7).
«სიძულვილი შუღლს აღვივებს, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს» (იგავები 10:12).
შემცოდველის გარემოებების გაუხმაურებლად, კრების უხუცესები ამავდროულად ცდილობენ, რომ
სიყვარულით შეაგონონ ადამიანს, რათა სწორ გზაზე დააყენონ. ზუსტად ამასთანაა დაკავშირებული
შემდეგი მუხლი იგავების წიგნიდან:
«გაგების უნარის მქონე კაცის ბაგეებზე სიბრძნე იპოვება, უგუნურის ზურგს კი ჯოხი მოხვდება»
(იგავები 10:13; შეადარეთ 1 კორინთელები 4:21).
ეს პრინციპი როგორც შემცოდველის მიმართ სიყვარულის შენარჩუნების, ასევე იმის საშუალებასაც
გვაძლევს, რომ აუცილებელი შეგონების გარეშე არ დავტოვოთ, რომელიც ამავდროულად სათანადო
ფორმით იქნება მიცემული. ამასთან ერთად, შემცოდველისათვის სასჯელის გამოცხადებით, მაგრამ
ჩადენილი ცოდვის არსის საჯაროდ გაუცხადებლად, ქრისტიანი უხუცესები იმის საფუძველს ყრიან, რათა
შემცოდველს სწრაფად მონანიებისა და ღვთის კრებაში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეს. თუ თავად
იეჰოვაც კი «ზურგს უკან» ისვრის ადამიანთა ცოდვებს, განა ჩვენ ისეთი სასტიკები უნდა ვიყოთ, რომ
ჩადენილი ცოდვის საჯარო განხილვა მოვითხოვოთ? (ესაია 38:17; 43:25 მიქა 7:19).
ამასთანავე, იმ ქრისტიანთაგან ზოგიერთი, რომლებიც ოდესღაც კრებიდან იყვნენ გარიცხულნი, შემდეგ
კი დაბრუნება შეძლეს, აღიარებს, რომ მათი პირადული შეცდომის შესახებ მთელ კრებას რომ სცოდნოდა
და არა მხოლოდ კრების რამოდენიმე უხუცესს, მაშინ მათთვის გაცილებით რთული იქნებოდა
დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, დიდი ხნის ნანატრი აღდგენის შემდეგ
ისინი ემოციურად და სულიერად გაცილებით უკეთ გრძნობდნენ თავს, ვიდრე მაშინ იგრძნობდნენ, მათი
წინანდელი პრობლემების შესახებ, ვისაც არ დაეზარებოდა ყველას რომ სცოდნოდა.
დაფიქრდით, ადამიანისათვის იმის კითხვა ხომ უტაქტობად ითვლება, თუ რის გამო იყო ის ოდესღაც
კრებიდან გარიცხული. და თუ პირადად მას არ სურს, რომ უხუცესებმა ყველას გაუცხადონ მისი
გარიცხვის მიზეზი? რა საჭიროა ამ მიზეზების საჯაროდ განხილვა? რა საჭიროა ადამიანის პირადი
შეცდომების შესახებ სხვები ჩავაყენოთ საქმის ყურში? განა ეს ისეთივე უტაქტობა არ არის? ებრაელების
10:24-ში ჩაწერილ ცნობილ მუხლში, ადამიანის კრებაზე მოსვლის აშკარა მიზანია დანახვებული. და
სიყვარულისა და კარგი საქმეებისათვის რომელ წახალისებას ვხედავთ სხვისი შეცდომების საჯაროდ
გამოცხადებაში? პირადად თქვენ თუ გექნებოდათ იმის სურვილი, რომ თქვენს შეცდომებსა და ცოდვებს
ავტომატურად უცხადებდნენ მთელ კრებას? გაგამხნევებდათ ეს? გააძლიერებდა ეს უხუცესებისა და
მთელი საძმოსადმი თქვენს სიყვარულს? ძალიან ნაკლებსავარაუდოა!
დისციპლინარული საკითხის ღია განხილვის უადგილობის კიდევ ერთ მიზეზს წარმოადგენს, დამნაშავე
მხარის მიერ სხვა ქრისტიანების (მაგალითად, მისი ცოდვის მოწმეების) უსაფუძვლო ბრალდების
საფრთხე. უხუცესებმა, რომლებიც სამართლებრივ განხილვებში იღებენ მონაწილეობას, დიდი
ალბათობით იციან ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც მხილებული შემცოდველი, რომელიც
სათანადო მონანიებას არ ავლენს, მცდელობისას რომ როგორმე თავი იმართლოს ან მოწმეების მტკიცებულებებს დაუკარგოს წონა, ამ უკანასკნელებისათვის ბრალის წაყენებას იწყებს უმნიშვნელო ან
თავისი მნიშვნელობით მცირე შეცდომებში. მსგავსი «დანაშაული», რა თქმა უნდა, ვერ გახდებოდა
გამოცდილი უხუცესების მხრიდან სამართლებრივი ჩარევის საფუძველი, და ისინი, თავის მხრივ,
შემცოდველს იმის საშუალებას არ აძლევდნენ, რომ ასეთი მდაბიო ილეთებით საქმისათვის სხვა
მიმართულება მიეცა. თუმცა საჯარო დისციპლინარულ მოსმენაზე, მოუნანიებელ შემცოდველს იმის
ფართო შესაძლებლობა მიეცემოდა, რომ «დამშვიდობებისას» შური ეძია ყველა მათგანზე, ვისზეც
გაუხარდებოდა, იმით, რომ სახალხოდ გამოეცხადებინა პიროვნების ცხოვრების მისთვის ცნობილი
თავისებურებები, ყველა მათგანის გამოგონილი ან გაზვიადებული შეცდომები, ვინც, მისი აზრით მას
განიკითხავს. რა შედეგს გამოიღებდა მსგავსი სიტუაცია?
1 - სამართლებრივ კომიტეტს გადააქცევდა მრავალსაათიან ხმაურიან საჯარო კინკლაობად, საქმეების
გარჩევითა და ნებისმიერი ბრალდების სიმართლის დონის განსაზღვრით, რომელიც იმ მომენტში
გაიჟღერებდა შემცოდველის პირიდან ნებისმიერი იქ მყოფი ქრისტიანის მისამართით.
2- იქ დამსწრე იმ ქრისტიანების მწარე წყენას, რომელთა მისამართითაც შემცოდველი უსამართლო
ბრალდებებს წამოაყენებდა. ასეთმა ფსიქოლოგიურმა ჭრილობებმა შეიძლება კიდევ მრავალი წლის
განმავლობაში შეახსენოს ადამიანს თავი. ყველაზე საშინელი კი ის არის, თუ დაუმსახურებლად და
საჯაროდ ბრალდადებული ქრისტიანი, ასეთი შეურაცხყოფის შემდეგ საერთოდ თავს დაანებებს კრების
შეხვედრებზე დასწრებას.
3 - რეალურ ეჭვებს, რომელსაც შემცოდველი ჩათესავს ქრისტიანთა ნაწილში ბრალდებულ ქრისტიანთა
მიმართ, იმ საჯარო ბრალდებების გამო, რომლის უარყოფაც, რაც სავსებით ბინებრივია, მოცემულ
მომენტში შეუძლებელი იქნება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გონიერი უხუცესები არ დაჰყვებიან კინკლაობისაკენ მიდრეკილი
მოჯანყეების სურვილებს და მათ იმის საშუალებას არ მისცემენ, რომ საჯარო კამათის გზით ქრისტიანთა
კრებაში ერთმანეთის მიმართ ეჭვები და გაუგებრობები დათესონ.
მგონი, ნებისმიერი უხუცესი, რომელსაც დისციპლინარულ გარჩევებში მონაწილეობის
მდიდარი გამოცდილება აქვს და ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ სამართლებრივ
სიტუაციებს იცნობს, ყოველგვარი დაეჭვების გარეშე იტყვის, რომ სამართლებრივი კომიტეტი
მხოლოდ და მხოლოდ დახურული ფორმის უნდა იყოს, და რეალითი-შოუდ არ უნდა
გადაიქცეს. კრიტიკოსთა უმრავლესობისგან განსხვავებით, უხუცესებმა საკუთარი
გამოცდილებიდან იციან, თუ ერთმანეთისაგან რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს
სამართლებრივი გარჩევები. შემცოდველთან ასეთი შეხვედრებისას არაფერი გამამხნევებელი არ
არის და არც შეიძლება იყოს! მათ შორის უხუცესებისთვის. ეს ძალიან მძიმე ტვირთია! მაგრამ
უხუცესები, როგორც გამოცდილი და განსწავლული მამაკაცები, ვალდებულები არიან ეს
ტვირთი ატარონ (ლუკა 12:48). სამართლებრივი კომიტეტებისთვის ღია ფორმის მიცემა კი, რათა
ემოციაურ-ფსიქოლოგიური ნეგატივის მასა დავანთხიოთ კრების წევრებს, წარმოადგენს არა
მხოლოდ უგუნურ საქციელს, არამედ ანტიქრისტიანულსაც. ეს მით უმეტეს ასეა, როდესაც
სამართლებრივ კომიტეტს საქმე აქვს არა გზასაცდენილ და მომნანიე კრების წევრთან, არამედ
გაბოროტებულ და გასასტიკებულ შემცოდველთან, რომელსაც საკუთარ გულში გადაწყვეტილი
აქვს, რომ კვლავ ცოდვის გზაზე განაგრძოს სიარული და რომელსაც არანაირი სურვილი არ აქვს
თავის მისამართით ვინმეს «სწავლა-დარიგებებს» უსმინოს.
ამასთანავე განდგომილისათვის, ღია მოსმენის შემთხვევაში, ცბიერი საქციელის შესაძლებლობა
გაჩნდებოდა. მაგალითად, თავიდან მხოლოდ და მხოლოდ ზნეობრივ მიზეზს ამოფარებული, მასშეიძლება იმისათვის მიეღწია, რომ უხუცესებს ამ მიზეზით ღია სამართლებრივი კომიტეტი შეეკრიბათ,
რომელზეც სხვების თანდასწრებით მოულოდნელად განდგომილთა მოთხოვნების გავრცელებას
დაიწყებდა. ასეთი ხრიკების ვარიანტები აურაცხელად ბევრი შეიძლება იყოს. თუმცა კომიტეტის
დახურულობა მოწინააღმდეგეთა ყოველგვარ ცბიერებას სათავეშივე სპობს.
შეიძლება ვინმემ თქვას: «ქრისტიანს თუ ეცოდინება, რომ მის შესაძლო საქციელს უხუცესები
ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლად კრებაში განაცხადებენ, მაშინ ეს მასში მხოლოდ უფრო მეტად
გააჩენს ცოდვის ჩადენის შიშს და აღძრავს მას, რომ ცოდვა არ ჩაიდინოს». არაფერი დგას
ჭეშმარიტებისაგან ისე შორს, როგორც ეს შეხედულება! ქრისტიანს ცოდვის ჩადენისაგან განა
ადამიანების შიში უნდა აკავებდეს? განა ღვთის შიში არ წარმოადგენს ადამიანის ერთგულების
საფუძველს? (2კორინთელები 7:1,11).
«სიკეთითა და ჭეშმარიტებით მიტევებული იქნება დანაშაული; იეჰოვას შიშით ადამიანი
ზურგს შეაქცევს ბოროტებას» - ამბობს ბიბლია (იგავები 16:6).
მაგრამ თუ ღვთისადმი შიში უკვე აღარ არის, მაშინ ადამიანთა წინაშე შიში მით უმეტეს ვერ დაეხმარება
ასეთ შემცოდველს (რომაელები 3:18).
ღმერთი თითოეული ადამიანის გრძნობებს ითვალისწინებს (შეადარეთ ეზეკიელი 4:12-15). განა
უხუცესებიც ასევე არ უნდა ითვალისწინებდნენ იმ თანაქრისტიანთა გრძნობებს, რომლებმაც ცოდვა
ჩაიდინეს? რა თქმა უნდა, ღვთის მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობა მათ აღძრავს, რომ
ყურადღებით გამოიძიონ მძიმე შეცოდებების ყველა შემთხვევები. მაგრამ რადგან პატივს სცემენ
საკუთარი თანამორწმუნეების ღირსებას, ისინი ამავდროულად არასოდეს გახდიან საჯაროს მათ
შეცდომებს და «სხვის საიდუმლოს [არ] გააცხადებ[ენ]» (იგავები 25:9).
«ურყევი ერთგულება გამოცდის წინაშე აყენებს უხუცესებს. ერთ-ერთი ამ გამოცდათაგანი არის
საიდუმლოს შენახვის საკითხი. კრების წევრი ენდობა უხუცესს. ურყევი ერთგულება ეხმარება
უხუცესს, რომ არ დაარღვიოს საიდუმლოს შენახვის პრინციპი. მას უნდა ახსოვდეს იგავნის 25:9-ში
ჩაწერილი სიტყვები: „არ გასცე სხვისი საიდუმლო“. ეს ნიშნავს იმას, რომ მეუღლესაც არ უნდა
გაუმხილო!» («საგუშაგო კოშკი», 1 აპრილი 1996 წ., გვ.17).
ამავდროულად, ზუსტად ასევე არასწორია ვიფიქროთ, რომ მთელი კრების წინაშე ადამიანის ცოდვის
საჯაროდ გაცხადება, დანარჩენებში ცოდვის ჩადენის შიშს გააჩენს. პრინციპში, კრების წევრები ისეც
შეიძლება მიხვდნენ მათი თანაქრისტიანის გარიცხვის მიზეზს. მაგრამ თუ არ იციან კიდეც, მაშინ ამ
მიზეზების ახსნის აღმზრდელობითი ეფექტი მაინც საკმაოდ უმნიშვნელო როლს ითამაშებს. ამის გარეშეც
ყველამ კარგად იცის, რომ, მაგალითად, მრუშობის ან ქურდობისთვის შეიძლება გაირიცხონ, ამიტომ არ
არსებობს იმის განსაკუთრებული აუცილებლობა, რომ შემცოდველი თანაქრისტიანებისაკენ თითი
ვიშვიროთ. ბოლოს და ბოლოს, წმინდა წერილებში თვალსაჩინო მაგალითები საკმარისზე მეტია
იმისათვის, რათა მათი მეშვეობით ვისწავლოთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია, ხოლო რის გამო შეიძლება
გარიცხულები აღმოვჩნდეთ.
გარდა ამისა, ჩვენ ღმერთს ვემსახურებით არა დასჯის შიშიდან გამომდინარე, არამედ ღვთისადმი
სიყვარულიდან გამომდინარე. სასჯელი, ძირითადად იმისთვისაა საჭირო, რომ კონკრეტული
შემცოდველი პირის გამოსწორებას მოემსახუროს და არა დანარჩენების დაშინებას.
თუმცაღა, კარგი იქნება გავარკვიოთ, თუ საიდან ისმის დროდადრო ის ხმა, რომელიც სამართლებრივი
კომიტეტების საჯაროდ ჩატარებას მოითხოვს. ეჭვგარეშეა, რომ ის იმ ქრისტიანებისაგან არ ისმის,რომლებმაც დაუდევრობის გამო შეცდომა დაუშვეს და ამჯერად სულიერი გამოჯანმრთელება სწყურიათ.
პირიქით, ასეთი ძმები და დები მადლიერები არიან მათი პრობლემებისადმი უხუცესების მხრიდან
გამოვლენილი გაგებისათვის. ძალიან ეჭვი მეპარება, რომელიმე მათგანს ჰქონდეს იმის სურვილი, რომ
მთელი კრება შეიკრიბოს მისი ცოდვის გარემოებების მოსასმენად!
თუმცა, როგორც წესი, დისცილპინარული სასამართლოების საჯარო ხასიათის შესახებ მოთხოვნები
ყოფილი ქრისტიანების იმ საკმაოდ მცირერიცხოვანი კატეგორიისაგან ისმის, რომლებიც აშკარა ჯანყისა
და განდგომილების შემთხვევების გამო აღმოჩნდნენ კრებიდან გარიცხულები. ღირს კი მსგავსი
განაცხადების სერიოზულად აღქმა? ერთმნიშვნელოვნად, არა. რატომ მივდივართ მსგავს დასკვნამდე?
პირველი, იმიტომ რომ განდგომილების ან მუდმივად უკმაყოფილებისაკენ მიდრეკილი პირების ასეთი
მოთხოვნების ნამდვილი მიზეზი ცნობილია. და მეორე, ისინი პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ბიბლიურ
პრინციპებს კრების იმ წევრებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით, «ვინც უთანხმოებებს იწვევს და
აბრკოლებს სხვებს». ასეთ ადამიანებს კი უნდა «ვერიდოთ»! (რომაელები 16:17).
ბიბლია იმაზე მიუთითებს, რომ ქრისტიანულ კრებაში «გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც
უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები» (საქმეები 20:30). როგორ უნდა
მოქცეოდნენ მსგავს «ურჩობის ძეებს»? (ეფესოელები 2:2). ღვთის სიტყვაში ასეთ ბრძანებას
ვპოულობთ:
«სექტანტური იდეების გამავრცელებელი ჯერ ერთხელ გააფრთხილე, შემდეგ მეორედ, მერე კი უარყავი
და იცოდე, რომ ასეთი კაცი გზას ასცდა და სცოდავს, საკუთარ თავს თვითონვე დასდო მსჯავრი» (ტიტე
3:10,11).
«ამ საქმეების ჩამდენი მოიკვეთოს თქვენგან … მოიშორეთ ბოროტი ადამიანები»
(1კორინთელები 5:2,13).
რატომ იძლევა ბიბლია ასეთ კატეგორიულ ბრძანებას? იმიტომ რომ უფალს თავისი კრება ისეთი სურს
ნახოს, რომელიც «სწორად გადასცემს ჭეშმარიტების სიტყვას» (2ტიმოთე 2:15). «რომ ყველა ერთსა და
იმავეს ლაპარაკობდეთ და არ იყოს განხეთქილება თქვენ შორის, არამედ გაერთიანებულნი იყოთ
გონებითა და აზრით» (1კორინთელები 1:10).
აქედან გამომდინარე დაუშვებელია გამორჩენის მიზნის მქონე პირებს «უკუღმართად ლაპარაკის» და
«არამტკიცე სულების ცდუნებ[ის]» შესაძლებლობა მივცეთ (საქმეები 20:30; 2პეტრე 2:14). რატომ?
იმიტომ რომ ამ შემთხვევაში «მათი სიტყვა განგრენასავით გავრცელდება» და იესოს მოწაფეების
ქრისტიანულ გონებას გახრწნის (2ტიმოთე 2:17).
ასეთი მოჯანყისათვის იმის საშუალების მიცემა, რომ მშვიდად გაავრცელოს კრებაში სულიერი სენი -
იმას ნიშნავს, რომ დანარჩენების ამ სულით დასნებოვნებაც დავუშვათ. იმ ადამიანს, რომელზეც საშიში
ვირუსით დასნებოვნების ეჭვს მიიტანენ, სრულიად ლოგიკურია, რომ კარანტინის პირობებში სინჯავენ
და არა ხალხის ჯგუფში, რათა ყველამ დემოკრატიული გზით დაინახოს, ავადაა ის თუ არა.
ზუსტად ამიტომ გამოაქვს ღვთის სულით აღძრულ მოციქულ პავლეს ასეთი გადაწყვეტილება:
«ბევრია ურჩი, ყბედი და ცბიერი… მათ პირები უნდა აეკრათ, რადგან უპატიოსნო შემოსავლის
მიზნით იმას ასწავლიან, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ და, ამგვარად ოჯახებს რწმენას უნგრევენ» (ტიტე
1:10,11).
ამგვარად, მკაფიო ბიბლიური დარიგებების შუქში ნათელი ხდება უბრალო ჭეშმარიტება: ღვთის
კრებაში არაა მათი ადგილი, ვინც მასში განხეთქილების სულისა და თანაქრისტიანთა გონებაში ეჭვების. ჩათესვას ცდილობს! ბიბლია საკმაოდ მკაფიოდ და არაორაზროვნად მიგვითითებს იმაზე, რომ ასეთი
მოჯანყეებისათვის ქრისტიანულ კრებაში სიტყვის მიცემა დაუშვებელია.
იმის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ კრების სულიერ უსაფრთხოებას მიაქაციონ ყურადღება,
ბუნებრივია, უხუცესებს აკისრია. მათ ახსოვთ და, შესაბამისად, ასრულებენ კიდეც ბიბლიურ მითითებას:
«მათ პირები უნდა აეკრათ»! და ძალიან უცნაური იქნებოდა, პასუხისმგებელი ძმები რომ სხვაგვარად
იქცეოდნენ.
ეხლა კი ეს ფაქტი, რომელიც არანაირ წინააღმდეგობას არ იწვევს, შევადაროთ მოჯანყეების სურვილს,
რომ მათ შემთხვევასთან დაკავშირებით ორგანიზებულ დისციპლინარულ სასამართლოზე რაც შეიძლება
მეტი ქრისტიანი შეიკრიბოს. საჭირო არ არის ვარაუდების წამოყენება საიმისოდ, რათა მივხვდეთ, თუ
რისთვის სჭირდებათ მათ ეს. განდგომილები ხომ ხშირად მხოლოდ იმას მოელიან, რათა მათ სამწყსოს
თანდასწრებით მისცენ სიტყვა. რამდენად გონივრულია უხუცესები მათ ნებას დაჰყვნენ და უფლება
მისცენ მათ, რომ სამართლებრივი კომიტეტი გადააქციონ ტრიბუნად, სადაც საკუთარი გახრწნილი
იდეების პროპაგანდას მოახდენენ მთელი კრების წინაშე? საფუძვლიანია თუ არა მათთვის საჯაროდ და
ყველას გასაგონად «უკუღმართად ლაპარაკ[ის უფლების მიცემა], რათა თან გაიყოლონ მოწაფეები»?
(საქმეები 20:30). ეს განდგომილთათვის ყველაზე სასურველი საჩუქარი იქნებოდა! მხოლოდ დაფიქრდით,
იმის ნაცვლად, რომ კრება მასში სექტანტობის გავრცელებისაგან დაეცვათ, როგორც ამას ბიბლია
მოითხოვს, პასუხისმგებელ ძმებს რომ, პირიქით, მთელი კრება შეეკრიბათ, რათა მოჯანყეებისათვის იმის
საუკეთესო შესაძლებლობა მიეცათ, რათა ოფიციალურ დონეზე მოეხდინათ თავისი საშიში იდეების მათ
გონებაში ჩაწვეთება! ან უფლება მიეცათ, რომ ისეთი სერიოზული ქმედების დროს, როგორიც
სამართლებრივი კომიტეტია, იმის მცდელობისას, რომ «დამშვიდობებისას» გააშავონ ნებისმიერი, ვინც კი
კრებაში არ მოსწონდათ, შემცოდველს «სპეციალური საჯარო მოხსენების» წაკითხვის საშუალება
მისცემოდა?
განა აბსურდის სახე არ ექნებოდა ამ ყველაფერს? ასეთი გადაწყვეტილება განა კრებაში სულიერი
სისუფთავისა და რწმენის ერთობის შესახებ ღვთიური მითითების სრული უგულებელყოფა არ იქნებოდა?
განა ანალოგიური შეცდომების გამო არ უსაყვედურა უფალმა პირველი საუკუნის ზოგიერთ უხუცესს?
(1კორინთელები 5:1,2; გამოცხადება 2:14-16,20).
საგნებს გონივრულად და გამჭრიახი თვალით უნდა ვუყურებდეთ, და გვესმოდეს, თუ რა შეიძლება
ასეთი სურვილის უკან იდგეს და რას გამოიწვევდა საბოლოოდ ეს უცნაური პრაქტიკა. იმ
განდგომილების ნამდვილი მოტივების გამოაშკარავება, რომლებიც სამართლებრივი კომიტეტების
საჯაროობას მოითხოვენ, რთული არ არის. თუმცა, კრების პასუხისმგებელი მამაკაცები არ დაიწყებენ
ღვთის პრინციპების უარმყოფელი მოჯანყეების ხუშტურების დაკმაყოფილებას, მოსწონთ ეს მათ თუ
არა.
საკუთარ სურვილებს რომ კეთილსახიერი სახე მისცენ, ასეთი მოჯანყეები აცხადებენ, რომ
სამართლებრივი სასამართლოების ღია ფორმა იმისთვისაა საჭირო, რათა უხუცესების მიერ შესაძლო
არაობიექტური გადაწყვეტილებების თავიდან არიდება იყოს შესაძლებელი. თუმცა ეს სუსტ არგუმენტს
წარმოადგენს. რადგან უხუცესებად ის ძმები ინიშნებიან, რომლებიც იმ ბიბლიურ პრინციპებს
შეესაბამებიან, რომლებიც 1 ტიმოთეს 3:1-7-ში და ტიტეს 1:6-9-შია მოცემული. სხვა დანარჩენი
მოთხოვნების გარდა, მათ რიცხვში შედის ის რომ «უნდა შეეძლოს სწავლება», და ასევე «შეეძლოს
როგორც ჯანსაღი სწავლებით დარიგება, ასევე მოწინააღმდეგეების შეგონება» (1ტიმოთე 3:2; ტიტე 1:9).
ეჭვი მეპარება კრების გამოუცდელმა წევრებმა უფრო ობიექტური გადაწყვეტილება მიიღონ, ვიდრე
გამოცდილმა უხუცესებმა. და იმ ვარიანტის შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ, როდესაც კრების წევრების
უმეტესობა შემცოდველისადმი ლიბერალური დამოკიდებულებისკენაა მიდრეკილი? მაგალითად, ის
თუ მათი ნათესავია, ქარიზმატული პიროვნება ან დამსაქმებელია? შესაძლოა, კრების მოუნანიებელი
წევრი საკმაოდ შეძლებულია და ის დროდადრო მატერიალურად ეხმარებოდა სხვა ქრისტიანებს? შესაძლოა, ის გარეგანი მომხიბვლელობით, მახვილი გონებით და მხიარული ხასიათით გამოირჩევა,
იმდენად რომ სამწუხარო იქნებოდა ასეთი თანამორწმუნის გარეშე დარჩენა. ბოლოს და ბოლოს,
დამნაშავემ შეიძლება მოხერხებულად და არტისტულად გაითამაშოს მოჩვენებითი «სინანული»,
შეიძლება იტიროს კიდეც და თქვას, რომ ძალიან გულის სტკივა ჩადენილის გამო, რის გამოც
სამართლებრივ საკითხებში გამოუცდელმა ქრისტიანებმა შეიძლება იფიქრონ, რომ მას, რა თქმა უნდა,
უნდა აპატიონ! (2კორინთელები 7:9-1). და რა, უმრავლესობა მართალი იქნება?
და რა რეაქცია ექნებათ ასეთ სიტუაციაში კრების წევრებს, როდესაც გამოცდილი უხუცესები მათი
მოსაზრების საპირისპიროდ მიხვდებიან, რომ ეს ადამიანი სინამდვილეში არ ინანიებს და მისი გარიცხვის
გადაწყვეტილებას მიიღებენ? ნებისმიერი საღადმოაზროვნე ადამიანი დაეთანხმება იმ აზრს, რომ ასეთი
სიტუაცია უფრო დიდი ალბათობით გამოიწვევს კრებაში დახლეჩვასა და გაუგებრობებს, ვიდრე
ზოგიერთი განსაკუთრებით კრიტიკული პიროვნებების მოჩვენებით შიშებს იმასთან დაკავშირებით, რომ
უხუცესებმა შეიძლება უდანაშაულო «გაასამართლონ»! არანაკლები ალბათობით შეიძლება კრება
თავისთავად გახლეჩილიყო ორ ბანაკად რომელთაგან ერთი შემცოდველის გამართლებას მოითხოვდა,
მეორე კი მის დასჯას. ამის გამო იმაზე გაცილებით მეტი პრობლემა შეიქმნებოდა, ვიდრე წარმოდგენა
შეგვიძლია!
გულწრფელად რომ ვთქვათ, ნებისმიერ გამჭრიახი გონების შემცოდველს, თანაქრისტიანებთან ისეთ
ნდობაში შესვლა და, შემდგომ ვითარების ისეთი დაძაბა შეუძლია, რომ განსაკუთრებული ძალისხმევის
გარეშე მიაღწევდა არეულობას კრებაში. ამის მაგალითები წმინდა წერილში საკმარისია. გავიხსენოთ
თუნდაც ებრაელები, რომლებმაც აარონიც კი აღძრეს, რომ მათ მხარეზე გადასულიყო. გავიხსენოთ
კორახი და მისი თანამოაზრეები, რომლებმაც საზოგადოების მიმხრობა შეძლეს. ამის თვალსაჩინო
მაგალითს ვხედავთ აბესალომის შემთხვევაშიც, რომელიც მოხერხებულად «იგებდა ისრაელის გულს»
(2სამუელი 15:1-6).
მსგავსი გადაწყვეტილების ყველა შედეგების საღად გაცნობიერებაა საჭირო და არა ლამაზი, თუმცა
აბსოლუტურად სიცოცხლისუუნარო ლოზუნგებით სპეკულირება, საკუთარი ეგოიზმის
სასარგებლოდ. აი ამიტომ წარმოადგენს დისციპლინარული სასამართლოს ჩატარების დახურული
ვარიანტი ყოველმხრივ ჯანსაღს და ღვთის ხალხს შორის ერთობისა და მშვიდობის შენარჩუნებას
უწყობს ხელს. ის ასევე არანაირი ფარული აღძვრების მქონე ადამიანებს არ აძლევს იმის საშუალებას,
რომ კრება საკუთარი შეხედულებებისა და აზრების გასავრცელებლად გამოიყენონ, რომელთა
საშუალებითაც თანამორწმუნეთა აზროვნებაში დაბნეულობასა და ეჭვებს ჩათესავდნენ და
შეეცდებოდნენ პასუხისმგებელი ძმების გადაწყვეტილებით მანიპულირება მოეხდინათ.
საერთო ჯამში, შეუძლია თუ არა კრებას საკუთარ თავზე უხუცესების საკონტროლო ორგანოს
ფუნქცია აიღოს? არსებობს თუ არა ამის თუნდაც ერთი ბიბლიური საფუძველი? და თუ უხუცესების
გადაწყვეტილებების სამართლიანობას არ ვენდობით და მათი კომპეტენტურობისა არ გვჯერა, მაშინ
ის რატომ არ გვეთქვა, რომ მათი ნდობა არცერთ საკითხში არ შეიძლება? ასეთ შემთხვევაში
ებრაელების 13:7,17,24-ში ჩაწერილ პრინციპებს რა ვუყოთ?
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შემცოდველის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს არა ერთი
უხუცესი, არამედ უხუცესთა საბჭო, რომლებიც სამართლებრივ კომიტეტს შეადგენენ. ბოლოს და ბოლოს,
თუ შემცოდველი ძმა შიშობს, რომ იმ უხუცესებს, რომლებიც სამართლებრივი კომიტეტის ჩასატარებლად
შეიკრიბნენ, შეიძლება გონივრულობა არ ეყოთ, მას შეუძლია თქვას, რომ კომიტეტში სხვა შესაფერისი
ძმების ნახვა სურს. როგორც წესი, დისციპლინარული სასამართლო იწყება შეკითხვით, თანახმაა თუ არა
ადამიანი, რომ კომიტეტის შემადგენლობაში მოცემული ძმები იყვნენ. სამართლებრივი განხილვის
ბოლოს, გასარიცხ ადამიანს ეუბნებიან იმის შესახებ, რომ მას შესაძლებლობა აქვს გაასაჩივროს
სამართლებრივი კომიტეტის გადაწყვეტილება, თუ მას 7 დღის განმავლობაში სააპელაციო საჩივრით
მიმართავს. რის შედეგადაც შეკრებილი იქნება სააპელაციო კომიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც სხვა
კრების უხუცესები იქნებიან (!), და რომელმაც ხელახლა უნდა ჩაატაროს მთელი განხილვა. ასეთ
შემთხვევაში წინა კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელსაც შემცოდველი არ ეთანხმება, კრებაში არ. ცხადდება მანამ, სანამ საქმე ხელახლა არ იქნება განხილული. გარიცხვის შესახებ საბოლოო
გადაწყვეტილებას ადგილობრივი ფილიალი იღებს. თუ სამართლებრივი ან სააპელაციო კომიტეტების
დროს შეცდომები იქნა დაშვებული, ფილიალს მათი გადაწყვეტილების ანულირება შეუძლია. ყველა ეს
ზომა იმისთვისაა გათვალისწინებული, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ადამიანური ფაქტორის
გამოვლინება (კანონი [მრ.რჯ.] 1:17).
ის, თუ რამდენად სერიოზულად და პასუხისმგებლობით უნდა უდგებოდნენ უხუცესები კრების
წევრების მიერ დაშვებული შეცდომების გამოძიებას და სამართლებრივი კომიტეტის ჩატარებას, და თუ
როგორ თვისებებს უნდა ავლენდნენ ისინი ამ დროს, ძალიან დაწვრილებითაა ახსნილი სტატიაში
«უხუცესებო, სამართლიანად ასამართლეთ» ჟურნალი «საგუშაგო კოშკი»-ს 1992 წლის 1 ივლისის
ნომერში (გვ.14-19 [რუს]). ეს მითითებები, თითოეულ პასუხისმგებელ ძმას ყოველთვის კარგად უნდა
ახსოვდეს!
როგორც უკვე ითქვა, იმით უკმაყოფილება, რომ სამართლებრივი კომიტეტები დახურულ რეჟიმში
იმართება, როგორც წესი, განდგომილებისგან ან უკმაყოფილებისაკენ მიდრეკილი პირებისაგან
მომდინარეობს. ასეთმა ადამიანებმა შეიძლება გამოიყენონ გარკვეული ბიბლიური მუხლები, რათა
მსგავსი პრეტენზიების სამართლიანობის ხილვადობა შექმნან. თუმცაღა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ
წმინდა წერილიდან ცალკეული ამორჩეული მუხლებით საკუთარი თავის მართლებას, ღვთის მრავალი
მოწინააღმდეგე ცდილობდა (შეადარეთ 2პეტრე 3:15-17). სატანაც საკმაოდ ხშირად მიმართავდა ამ
მეთოდს, კონტექსტიდან სიტყვების ამოგლეჯით ან თავისთვის სასარგებლო სახით განმარტებით (ლუკა
4:9-13).
მან იესოს უთხრა: «თუ ღვთის ძე ხარ, გადახტი, რადგან დაწერილია: „თავის ანგელოზებს უბრძანებს,
რომ დაგიცვან“, და „ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა“» (ლუკა 4:9-11).
განდგომილებიც მსგავს სულში ლაპარაკობენ: მიეცით კრების წევრებს იმის მოსმენის საშუალება, თუ
რას ამბობენ განდგომილები ღია მოსმენებზე. იმიტომ რომ მათ თუ ცბიერი ცდუნება ამოძრავებთ, მაშინ
გამოცდილი უხუცესები, რომლებიც დანიშნულნი არიან განსასჯელად და რომელთაც უყვართ ღვთის
სიტყვა, იოლად გამოააშკარავებენ მათ, რითაც მხოლოდ გაამყარებენ საკუთარ ავტორიტეტს და წმინდა
წერილზე დაფუძნებული ქრისტიანული სწავლების ავტორიტეტს.
თუმცა ამ ორ მოწოდებას შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს. როგორც ერთ, ისე მეორე
შემთხვევაში, ღვთის გამოცდის შენიღბული მოწოდება ისმის.
წმინდა წერილი გვიჩვენებს, რომ პავლემ, რომელმაც ჰიმენეოსისა და ფილიტეს შესახებ დაწერა, მათ
სიტყვა არ მისცა. მან მათ ახსნა-განმარტების გაკეთების საშუალება არც წმინდა წერილის ფურცლებზე
მისცა და არც კრებებში. მას არ დაუწერია, რომ მათი მოსმენა იყო საჭირო, რათა მათ სიმართლეში
დარწმუნებულიყვნენ და ამაში დანარჩენი ქრისტიანებიც დაერწმუნებინათ. პირიქით, როდესაც უხუცეს
ტიტეს აძლევდა რჩევას, პავლე კატეგორიული იყო:
«მოერიდე სულელურ კითხვებზე კამათს, გვარტომობის ქექვას, დავასა და ჩხუბს კანონის
თაობაზე, რადგან ეს უსარგებლოა და ამაო».
სურდა თუ არა პავლეს ღია მოსმენები, რათა მთელი კრება დარწმუნებულიყო იმაში, რომ ტიტე იყო
მართალი და არა ერეტიკოსები? არა! ის წერდა:
«სექტანტური იდეების გამავრცელებელი ჯერ ერთხელ გააფრთხილე, შემდეგ მეორედ, მერე კი უარყავი
და იცოდე, რომ ასეთი კაცი გზას ასცდა და სცოდავს, საკუთარ თავს თვითონვე დასდო მსჯავრი» (ტიტე
3:9-11).
რატომ იყო პავლე ასე კატეგორიული? იმიტომ რომ «ბევრია ურჩი, ყბედი და ცბიერი… მათ პირები
უნდა აეკრათ» (ტიტე 1:10,11).თანაც, გადაწყვეტილებას ტიტე და უხუცესები იღებდნენ და არა კრების წევრები, რადგან მათ არ
შეეძლოთ სათანადოდ «შეგონება და დარიგება, როგორც სრული უფლების მქონეთ» და არც
«ძალაუფლება» ჰქონდათ ამის საკეთებლად (2თესალონიკელები 3:9; ტიტე 1:5,9; 2:15).
ახალი აღთქმის თანახმად, ქრისტიანულ კრებაში პასუხისმგებელი ძმები იცავენ დადგენილ
თეოკრატიულ წესრიგს (1კორინთელები 14:33,40). პავლე თანამორწმუნეებს არიგებდა, რომ
მკაცრად მიჰყოლოდნენ გადაცემულ «ტრადიციებს», რომელთა დადგენის «ძალაუფლებაც»
ჰქონდათ პავლესა და სხვა ძმებს (1კორინთელები 11:2; 2თესალონიკელები 2:15; 3:6,9). კრების
დანარჩენი წევრები დადგენილი წესის შესაბამისად უნდა მოქცეულიყვნენ და «გაეგონათ
მათთვის, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია» (ებრაელები 13:17; 1ტიმოთე 5:17).
იგივე უნდა გვახსოვდეს დღეს ჩვენც. არსებობს ბიბლიის მიერ განსაზღვრული მითითება იმის
შესახებ, თუ უშუალოდ ვინ უნდა განიხილავდეს შემცოდველთან დაკავშირებულ სიტუაციას. ეს
უხუცესები არიან (იაკობი 5:14).
ასევე არსებობს იმის რეალური გაგება, რომ სამართლებრივ კომიტეტზე განიხილება ნამდვილი
შემცოდველის საქმე, რომელიც ცოდვას არ ინანიებს. საკუთარი არასწორი საქციელის დაცვით ან
გამართლებით, მას ამ ყველაფრით იმ გარეშე მსმენელების გონებაზე შეეძლო გავლენის მოხდენა,
რომლებიც იმ მომენტში იქ იქნებოდნენ. თუმცა კრების წევრების სულიერი კეთილდღეობის
საფრთხის წინაშე დაყენება დაუშვებელი იქნებოდა! ეს კი რა თქმა უნდა იმას ნიშნავს, რომ
სამართლებრივი კომიტეტები დახურული ხასიათის უნდა იყოს. ამ დადგენილ თეოკრატიულ
წესს პატივი უნდა ვცეთ და უნდა დავიცვათ.
No comments:
Post a Comment