ბიბლიური სწავლებების დაცვა
Sunday, 10 November 2024
Thursday, 3 October 2024
რას ამბობს ბიბლია მაკიაჟსა და სამკაულებზე?
ბიბლია გვპასუხობს:
მართალია, ბიბლია ამ საკითხს დეტალურად არ განიხილავს, მაგრამ ის არ განსჯის მაკიაჟის გაკეთებას, სამკაულების ტარებასა თუ სხვა სახის მორთულობას. გარეგნულ სილამაზეზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, ბიბლია საუბრობს ისეთ ადამიანზე, „რომელიც შემოსილია სიმშვიდითა და რბილი ხასიათით“ (1 პეტრე 3:3, 4).
რას ამბობს ბიბლია აბორტზე?
ბიბლიის თვალსაზრისი
ბიბლიაში არ არის ნახსენები სიტყვა „აბორტი“. თუმცა არაერთ მუხლში ჩანს ღვთის თვალსაზრისი ადამიანის, მათ შორის, არშობილი ბავშვის სიცოცხლესთან დაკავშირებით.
რას ამბობს ბიბლია ტატუირებაზე?
ბიბლია გვპასუხობს:
ბიბლიაში სხეულის მოხატვა ანუ ტატუირება მხოლოდ ერთხელ არის მოხსენიებული. ლევიანების 19:28-ში ვკითხულობთ: „ზედ არაფერი დაიხატოთ“. ღმერთმა ეს მითითება მისცა ისრაელ ერს, რათა განსხვავებული ყოფილიყვნენ მეზობელი ხალხებისგან, რომლებიც თავიანთი ღვთაებების სახელებსა და სიმბოლოებს სხეულზე იხატავდნენ (კანონი 14:2). მართალია, ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ ისრაელებისთვის მიცემული კანონის დაცვა, მაგრამ მასში ჩაწერილ პრინციპებს სერიოზული ყურადღება მაინც უნდა მიექცეს.
კრძალავს ბიბლია სქესობრივ ურთიერთობას?
ბიბლია გვპასუხობს:
ბიბლია არ კრძალავს სქესობრივ ურთიერთობას სიამოვნების მიღების მიზნით. პირიქით, მასში ვკითხულობთ, რომ ეს ღვთის ძღვენია, რომელიც მან დაქორწინებულებს უბოძა. ღმერთმა ადამიანები „კაცად და ქალად შექმნა“ და დაინახა, რომ „ყოველივე ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:27, 31). როდესაც ღმერთმა შეაუღლა პირველი მამაკაცი და ქალი, მან თქვა, რომ ისინი უნდა გამხდარიყვნენ „ერთი ხორცი“ (დაბადება 2:24). ეს კავშირი ინტიმურ კავშირსაც გულისხმობდა, რასაც თან ახლდა სქესობრივი სიამოვნებისა და ემოციური სიახლოვის განცდა.
ცოდვაა აზარტული თამაში?
ბიბლია გვპასუხობს:
ღვთის სიტყვა კონკრეტულად არაფერს ამბობს აზარტულ თამაშებზე, მაგრამ ბიბლიის პრინციპების საფუძველზე შეგვიძლია დავინახოთ, რომ ღვთის თვალში აზარტული თამაში ცოდვაა (ეფესოელები 5:17).
Thursday, 22 August 2024
რას ამბობს ბიბლია შობადობის კონტროლის შესახებ?
ღმერთმა ადამიანები მამაკაცად და დედაკაცად შექმნა და მთელი თავისი ქმნილება „ძალიან კარგად“ მიიჩნია (დაბადება 1:31). მან განიზრახა ცოლ-ქმრის შეერთება ერთი ხორცად სქესობრივი კავშირის მეშვეობით (დაბადება 2:24) და ქორწინებას ღირსეულს უწოდებს (ებრაელები 13:4).
Monday, 17 June 2024
ასწავლის ბიბლია იმას, რომ თუ ქრისტეს ვირწმუნებთ, ხსნა გარანტირებული გვექნება?
ბიბლია გვპასუხობს:
ბიბლია მხარს არ უჭერს იმ მოსაზრებას, რომ თუ ადამიანი ქრისტეს ირწმუნებს, მას გარანტირებული აქვს სამუდამო ხსნა. ვინც ქრისტე ირწმუნა და ხსნის იმედი მოიპოვა, შესაძლოა დაკარგოს რწმენა და შესაბამისად, ხსნის იმედიც. ბიბლია ამბობს, რომ რწმენის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა და ბრძოლაა საჭირო (იუდა 3, 5). პირველი საუკუნის ქრისტიანებს, რომლებიც ქრისტესადმი რწმენას უკვე ავლენდნენ, პავლემ მოუწოდა: „იღვაწეთ თქვენი ხსნისთვის შიშითა და კანკალით“ (ფილიპელები 2:12).
Friday, 24 May 2024
რას ამბობს ბიბლია ალკოჰოლზე? ცოდვაა დალევა?
ბიბლია გვპასუხობს:
ალკოჰოლური სასმელების ზომიერად დალევა ცოდვა ნამდვილად არ არის. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღვინო ღვთის საჩუქარია, რაც ჩვენს ცხოვრებას ხალისს სძენს (ფსალმუნი 104:14, 15; ეკლესიასტე 3:13; 9:7) (დაბ27:25(. ღვთის სიტყვა იმასაც უსვამს ხაზს, რომ ღვინოს სამკურნალო თვისებები აქვს (1 ტიმოთე 5:23).
ცოდვად ითვლება მოწევა?
ბიბლიის თვალსაზრისი
ბიბლიაში არსად არის მოხსენიებული სიტყვა „მოწევა“ ან თამბაქოსთან დაკავშირებული სხვა სიტყვები. თუმცა მასში მოცემული პრინციპებიდან ჩანს, რომ ღმერთი არ იწონებს უწმინდურ და ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევებს. აი, ამიტომ ითვლება მოწევა ცოდვად.
Monday, 18 March 2024
შენ რას აირჩევ?
მოდი ორი სახლი წარმოვიდგინოთ. ამ ორივე სახლში შესანიშნავი შეშის ღუმელი დგას. გარეთ ზამთარია. ცივა… ორივე სახლში თითო ადამიანი იმყოფება. და რაღა თქმა უნდა, ორივე მათგანს სურს გათბეს. ერთი ეზოში გამოდის, ცულით აპობს მორებს და შეშა სახლში შეაქვს. შემდგომ ღუმელში ცეცხლს ანთებს, ნელნელა შეშას ამატებს და ელის, თუ როდის გათბება ღუმელი და როდის გაავსებს სითბოთი მთელ შენობას. საბოლოო ჯამში ასეც ხდება: სახლში სითბო და სიმყუდროვე ისადგურებს, ბინადარს კი შეუძლია წყნარად დაკავდეს თავისი საქმეებით.
ვინ არის ეზეკიელის და გამოცხადების წიგნში მოხსენიებული გოგი და რა სხვაობაა მათ შორის?
ის არ არის სულიერი ქმნილება. როდესაც ბიბლიაში საუბარია „გოგის“ დამარცხებაზე, იეჰოვა მის შესახებ ამბობს: „მტაცებელ ფრინველებს, ყველანაირ ფრთოსანს, და მინდვრის მხეცებს მივცემ შენს თავს საჭმელად“ (ეზეკ. 39:4). შემდეგ იეჰოვა განაგრძობს: „იმ დღეს იქ ადგილს მივცემ გოგს, დასამარხ ადგილს ისრაელში . . . იქ დამარხავენ გოგსა და მთელ მის ბრბოს“ (ეზეკ. 39:11)
Thursday, 1 February 2024
ღვთის სამეფო
ზეციერი სამეფოს მნიშვნელობის შესახებ
ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ სიკვდილის შემდეგ ყველანი ზეცაში მივდივართ. ამიტომ, როდესაც ადამიანები კვდებიან, ყოველი შემთხვევისთვის, ამბობენ «ზეცაში წავიდა» რაც იმას ნიშნავს, რომ, ალბათ, ახლა ისინი ზეცაში იცხოვრებენ. მაგრამ რას ამბობს ბიბლია ზეციერ სამეფოზე? ისინი, ვინც იქ მოხვდებიან, რეალურად ზეცაში იცხოვრებენ?
Wednesday, 31 January 2024
Saturday, 13 January 2024
სიხარული
სიხარული სრულყოფილი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს, როდესაც ადამიანები საკუთარ ცხოვრებას ისე უყურებენ, როგორც მსახურებას. (ლევ ტოლსტოი)
რამდენად ხშირად გიწევთ სიხარულის გრძნობის განცდა? ეს ძალიან კარგი გრძნობაა და ყოველ ადამიანს (რა თქმა უნდა თუ სულიერად ჯანმრთელია) გააჩნია სურვილი, რომ რაც შეიძლება ხშირად განიცადოს სიხარული. ხომ მართალია?
და რადგანაც ასეთი ბუნებრივი მოთხოვნილება არსებობს, ადამიანი ცდილობს, რომ დაიკმაყოფილოს ეს მოთხოვნილება.
Wednesday, 3 January 2024
აზრები იესო ქრისტეზე აბზაცის ფორმატში
ქრისტე და მისი მნიშვნელობა
ჩემი საყვარელი მუხლი ბიბლიაში: «მე ვარ – გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე» (იოანე 14:6). ამ მუხლში – ყველაფერია, იმიტომ რომ იესო ქრისტე – სიცოცხლის უდიდესი მასწავლებელია, რომელიც კი ცნობილია კაცობრიობისთვის. ძალიან ბევრს, მათ შორის თვითონ ქრისტიანებს, ბოლომდე არ ესმით მისი სწავლების გიგანტური სულიერი, ზნეობრივი და ეთიკური როლი. ეს ისეთი კოლოსია, რომელსაც ვერავინ შეედრება.
რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს?
ჩვენ, როგორც იეჰოვას მოწმეები, ვცდილობთ, ქრისტიანული ცხოვრების ისეთ გზას მივყვეთ, რომლის შესახებაც იესო ასწავლიდა და რომელი გზითაც მისი მოციქულები დადიოდნენ. ამ სტატიაში მოკლედ არის ახსნილი იეჰოვას მოწმეთა ძირითადი სწავლებები.
Friday, 17 November 2023
Sunday, 3 September 2023
დადგა "უკანასკნელი საათი" (1 იოანე 2:18) (2 თეს 2:2-12) (საქ 20:29,30)
"ჟამი" თუ "საათი"?
მოციქული პავლე განდგომილებაზე და იმის შესახებ «ვინც ახლა მას აკავებს»
«გზიდან... იქნება ჩამოცილებული» - ყველა მოციქულის სიკვდილი
ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის "უკანასკნელი საათი"
Subscribe to:
Posts (Atom)