მოციქულების საქადაგებლად გაგზავნისას, იესომ ისინი იმის შესახებ გააფრთხილა, რომ მათი ცნობა სასტიკ წინააღმდეგობას შეხვდებოდა, ფიზიკური ანგარიშსწორების საშიშროებამდეც კი. მათი და ყველა თავისი მიმდევარის გაძლიერების სურვილით, მოძღვარმა მოუწოდა: "ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც კლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას" (მათე 10:28; საპატრიარქოს გამოცემა).