Monday, 22 February 2021

იოანეს1:1 - სიტყვა იყო: უზენაესი ყოვლისშემძლე ღმერთი, თუ (ღვთის მსგავსება, ღვთაებრივი)?

 



იოანეს სახარების პროლოგის შესავალი სიტყვები, «და teos იყო ლოგოსი», მრავალ დავებსა და უთანხმოებებს იწვევს ბიბლეისტებსა და ეკზეგეტებს შორის.

რისი თქმა სურდა ამით იოანე მოციქულს? იმის ჩვენება სურდა, რომ ლოგოსი ყოვლისშემძლე ღმერთი იყო თუ მოციქული რაღაც სხვას გულისხმობდა? ამის გასარკვევად უნდა განვიხილოთ:


1.ბერძნული ენის გრამატიკული წესები

2.მუხლის კონტექსტი

3.ბიბლიის სხვადასხვა  თარგმანები

Sunday, 21 February 2021

შეიძლება თუ არა ნამდვილად უყვარდეს ღმერთი და მოყვასი მას, ვინც ხორცს ჭამს?

 





     სრულიად ვუწევ თავს ანგარიშს იმაში, რომ ზოგიერთში შეკითხვის ასეთი სახით დასმამ შეიძლება გაურკვევლობა გამოიწვიოს: «რა კავშირია ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულსა და ხორცის ჭამას შორის?». თუმცაღა არსებობენ ისეთები, ვინც ასეთი კავშირის არსებობას დაჟინებით ამტკიცებენ და ამ შეკითხვას უარყოფით პასუხს სცემენ.

ბიბლია და ვედები: არსებობს თუ არა მათ შორის ჰარმონია?

 




         ეს სტატია წარმოადგენს რეაქციას იმ ბროშურაზე, რომელიც მე, თითქმის ერთსაათიანი საუბრის შემდეგ, წასაკითხად ერთმა მამაკაცმა მომცა, რომელიც სამქადაგებლო მსახურებისას შემხვდა. მისი შეხედულებების თანახმად, ის «კრიშნას ცნობიერების საზოგადოების» კონცეფციის მომხრეა (ხალხი ამ რელიგიური ორგანიზაციის წევრებს კრიშნაიდებს ეძახის), თუმცა ამ ორგანიზაციის წევრი არ არის. «კრიშნას ცნობიერების საზოგადოების» მიმდევრებს, ხშირად შეიძლება შეხვდეთ მსხვილი დასახლებული პუნქტების ხალხმრავალ ადგილებში, სადაც ისინი კოლექტიურად ასრულებენ მანტრას «ჰარე კრიშნა…», და ასევე ვედური წერილების შეძენას სთავაზობენ ხალხს, ისეთების, როგორებიცაა «ბჰარაგავატ-გიტა», «შრიმად-ბხაგავატამ» და სხვა.

Sunday, 7 February 2021

ორგანიზაციისადმი ნდობის შესახებ

 



 ნუ ენდობით იმედგაცრუებულებს. ისინი თითქმის ყოველთვის უძლურნი არიან».



  დრო და დრო პრეტენზიული ხასიათის შეტყობინებები მომდის, რომელთა ძირითადი არსიც ასეთია: იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია ჯერ კიდევ არასაკმარისად ახლოსაა იდეალურ მდგომარეობასთან; მასში არსებობს ორგანიზაციული წესები და გარემოებები, რომლებიც დაცული უნდა იქნას; კრებებში ვხვდებით პასუხისმგებელი ძმების მხრიდან საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ასეთი პრეტენზიის ავტორების აზრით, ორგანიზაცია არაფრით არ განსხვავდება «ქრისტიანული სამყაროს» სხვა რელიგიებისგან, ხოლო ხელმძღვანელ საბჭოში მყოფი ძმები კი, ალბათ უფრო, ძალაუფლებისაკენ ილტვიან, ვიდრე ღვთისა და კრების ინტერესების ნამდვილი დაცვისაკენ. და ასე შემდეგ... საკუთარი თავის შესახებ კი ასეთი კრიტიკოსები ისე საუბრობენ, როგორც მათ შესახებ, ვისაც გულწრფელად სურთ ღვთისადმი მსახურება და მისი ნების შესრულება სწორი სახით...