Sunday, 27 December 2020

კათოლიკური ინკვიზიცია

 

ისტორიკოსები გამოყოფენ ინკვიზიციის 4 ძირითად მონაკვეთს: შუა საუკუნეების ინკვიზიცია (1184 წ-XVI ს), ესპანური ინკვიზიცია (1478-1834 წწ), პორტუგალიური ინკვიზიცია (1536-1821 წწ) და რომაული ინკვიზიცია (1542-1860 წწ). თავად სიტყვა „ინკვიზიცია” გულისხმობდა იმ შემთხვევების გამოძიებას, რომლებიც ერესსა და ერეტიკოსებს ეხებოდათ. შესაბამისად, ინკვიზიცია დღესაც არსებობს, მხოლოდ გამოძიების მეთოდებში აღარ შედის წამება და დამნაშავეებსაც სიკვდილით არ სჯიან.

Monday, 21 December 2020

«რომაული პროპაგანდა»


  მოდით წარმოვიდგინოთ I საუკუნის იუდეა. ზვიადმა რომმა იმ სახელმწიფოს ტერიტორიის ოკუპირება მოახდინა, რომელიც ასწლეულების წინ ღმერთმა შექმნა. იერუსალიმი, წარმართთა ფეხქვეშ მოექცა. ქვეყნის მოსახლეობა გაუსაძლისად დიდი გადასახადებითაა გატანჯული. ქვეყნის ხელისუფლება უკიდურესად კორუმპირებულია. იუდეის სხვადასხვა რეგიონებში აჯანყებები იწყება, იღვრება სისხლი. იერუსალიმში ძალაუფლებისათვის სხვადასხვა პატრიოტული ძალები იბრძვიან. ნაციონალისტური განხრის ცალკეული ჯგუფები ებრძვიან როგორც რომაელ აგრესორებს, ასევე შიდა «სამშობლოს გამყიდველებს».

Thursday, 13 August 2020

არის მამა (იეჰოვა) და ძე (იესო) ერთიდაიგივე პიროვნება?





არა. და ამის დასტურია უამრავი ბიბლიური ადგილი რომლებიდანაც ზოგიერთს მოვიხსენიებთ:

Tuesday, 4 August 2020

რატომ არ მწამს სამების?



სამების შესახებ სწავლების მიღება ძალიან რთულ საქმედ მიმაჩნია. და არა მარტო იმის გამო, რომ რთულია მისთვის ბიბლიური საფუძვლის პოვნა. და არა მარტო მისი არალოგიკურობის გამო. სამწუხაროდ, ჩემთვის ეს სწავლება მიუღებელია თუნდაც იმიტომ, რომ მე ის ჩიხურ სწავლებად მიმაჩნია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას არა მხოლოდ არ მივყავარ ღმერთთან, არამედ, პირიქით, მაშორებს კიდეც მას.

სამების მომხრეების არგუმენტების გაბათილება (მამის და ძის თანასწორობის შესახებ)


ბიბლიური მუხლები რომლებსაც არასწორად იყენებენ სამების დასამტკიცებლად: 

სამების დოგმატის ჩამოყალიბების (გამოგონების) ისტორია


ბიბლიის წერა ახ. წ. პირველ საუკუნეში დასრულდა. ორ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ახ. წ. 325 წელს ნიკეაში (დღევანდელი იზნიკი, თურქეთი) გამართულ კრებაზე ოფიციალურად ჩამოყალიბდა სწავლებები, რომლებიც საფუძვლად დაედო სამების დოგმატს. 
იმ დროისთვის, როდესაც კონსტანტინე რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა, მათ, ვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევდა, განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობა ეკავათ ღმერთსა და იესოს. ღმერთი იყო იესო? თუ ღვთის მიერ იყო შექმნილი? ამ საკითხის გადასაჭრელად კონსტანტინემ ნიკეაში ეკლესიის წინამძღოლები მოიწვია. მაგრამ მისი მიზანი ჭეშმარიტების დადგენა არ ყოფილა. მას უბრალოდ არ სურდა, რომ რელიგიური განხეთქილების გამო მისი იმპერია დაყოფილიყო.

Monday, 3 August 2020

ტრინიტარული ბიბლეისტიკა მაგალითებით



სამების მტკიცებულების ერთერთი პოპულარული მეთოდი არის ასეთი: იღებენ რომელიმე ეპითეტს ან სიტუაციას, რომელიც ღმერთთანაა დაკავშირებული, ხოლო შემდეგ ბიბლიის სხვა ადგილას პოულობენ იგივე ეპითეტს ან სიტუაციას, სადაც უკვე ქრისტეა ნახსენები. ამის შემდეგ მათ შორის თანასწორობას ავტომატურად ესმება ხაზი.

როგორი ბუნება აქვს იესო ქრისტეს



სამების მტკიცებულებები ხშირადაა აგებული სიტყვაზე «ბუნება» და გაგებაზე «ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება». . ეს ძალიან უცნაური არგუმენტაციაა რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველი, გაუგებარია, რა არის ეს – «ღვთაებრივი ბუნება». ? (სიტყვა არსს თავი დავანებოთ მსგავსი სიტყვა არ გვხვდება ბიბლიაში). ეს არის ბერძენ ფილოსოფოსთა ტერმინები, რომლებიც ბიბლიაში არ გვხვდება [ღმერთთან დაკავშირებით]. .. განვიხილოთ  ბუნების  განსაზღვრების სამი ვარიანტი.

იესო: მარადიულად შობილია თუ შექმნილი?



 ბუნებითი ღმერთი არის არამხოლოდ შეუქმნელი, არამედ ასევე უშობელიც, ანუ ისევე როგორც ღმერთის შექმნაა შეუძლებელი, ასევე შეუძლებელია მისი შობაც. შობილს ბუნებრივია ყავს მშობელი, ანუ წყარო, და ამ წყაროს გარეშე იგი ვერ იარსებებდა. რადგანაც შობილი ყოველთვის მოსდევს თავის მშობელს, იგი არ შეიძლება ყოველთვის არსებულიყო ანუ მშობელი ყოველთვის შვილის უწინარესია. ღმერთი დაუსაბამოა, ხოლო ძეს დასაბამი აქვს მამისგან, ამიტომ იგი არ შეიძლება იყოს ღმერთი.

საიდან ვიცით, რომ იგავების 8:22—31-ში აღწერილი სიბრძნე განკაცებამდე მცხოვრებ იესო ქრისტეზე მიუთითებს?


აქ ვკითხულობთ: უფალმა შემიძინა აღმაგო“, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა] თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით; მე გავჩნდი, ვიდრე მთები დამყარდებოდნენ, ბორცვებზე უწინარეს; როცა ჯერ არც ქვეყანა იყო შექმნილი, არც მინდორ-ველები და არც სამყაროს პირველი მტვერი“ (იგავნი 8:12, 22, 25, 26

სულის უკვდავების მომხრეების არგუმენტების გაბათილება

1(დაბ1:26,27)-V(რომ1:23)მაგრამ ჩვენ არ ვართ შექმნილები მისი მსგავსი ფიზიკური სხეულით არამედ მან ჩვენში ჩადო ის თვისებები რაც თვითონ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენც ყოვლისშემძლე ღმერთები ვიქნებოდით

წინასწარ არის განსაზღვრული თქვენი მომავალი?



მრავალს სჯერა, რომ მათი ცხოვრება და მომავალი წინასწარ არის განსაზღვრული ზებუნებრივი ძალის მიერ. მათი აზრით, ჩვენი ცხოვრება, დედის მუცლიდან სიკვდილამდე, ღვთის მიერ წინასწარ დაწერილი „სცენარის“ მიხედვით ვითარდება. ისინი ასე მსჯელობენ: „თუ ღმერთი ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნეა, მისთვის უთუოდ ცნობილი უნდა იყოს ყველა წვრილმანი წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ.

რას ნიშნავს ცოდვის გამოსყიდვა




გამოსასყიდის (ან ხსნის, გააჩნია თარგმანს) შესახებ სწავლება შეიძლება რთული და ძნელად ასახსნელი მოგვეჩვენოს, მაგრამ სათანადოდ თუ გავერკვევით მასში, მისი სამი მოკლე თეზისით გადმოცემა შეიძლება.

ღმერთზე სამართლიანი?

         

 დღეს სადღაც მაინც მოისმენთ მოსაზრებას, რომ ძველი აღთქმის ღმერთი არის სასტიკი, შეუწყნარებელი, აიძულებს ბავშვების დახოცვას, აწყობს ერთა გენოციდს (1 სამუელი 15:3), ხოლო ახალი აღთქმის ღმერთი - ეს უკვე სიყვარული და მიტევებაა. ეს მრავალს აბნევს, ხოლო ზოგი, ამის გამო, ბიბლიის მიმართ გულგრილი ხდება. 

რატომ უშვებს ღმერთი უბედურებას და ტანჯვას?



თუ ღმერთი მოსიყვარულე, სამართლიანი და ძლიერია, რატომღა არსებობს ამდენი ბოროტება?

Monday, 27 July 2020

რატომ არ აღნიშნავენ იეჰოვას მოწმეები უფლის გახსენების საღამოს სხვა რელიგიების მსგავსად?



ჩვენ ბიბლიაში ჩაწერილი მითითებისამებრ აღვნიშნავთ უფლის გახსენების საღამოს, რომელსაც აგრეთვე ეწოდება „უფლის ვახშამი“ და „უფლის სერობა“ (1 კორინთელები 11:20). 

Sunday, 26 July 2020

არის სამარე (ჯოჯოხეთი) საწამებელი ადგილი?



ჯოჯოხეთი (ებრ:-შეოლ)-(ბერძ:-ჰადეს)-(ქართ:სამარე)
როგორ განმარტავენ: როგორც ქრისტიანული სამყაროს ისე ბევრი არაქრისტიანული რელიგიის სწავლებით: ჯოჯოხეთი არის დემონების სამყოფელი სადაც ბოროტები სიკვდილის შემდეგ ისჯებიან  და ბევრის აზრით იტანჯებიან-მას ასევე მოიხსენიებენ ქვესკნელად, შავეთად და ასე შემდეგ

Saturday, 25 July 2020

დაბზარულ ჭებთან… (განდგომილება როგორც ჩიხში შემყვანი გზა)



 
  ინტერნეტში იმ მოწინააღმდეგეთა საიტებზე მოხვედრა, რომლებზეც იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციისა და სწავლებების კრიტიკაა განთავსებული, ძალიან იოლი საქმეა, საკმარისია საძიებო სისტემაში ფრაზა «იეჰოვას მოწმეები» ჩავწეროთ და ინტერნეტი მომენტალურად გვთავაზობს უამრავ ბმულებს ასეთ რესურსებზე. ინტერნეტში არის არა მხოლოდ რელიგიური მოწინააღმდეგეების საიტები, არამედ ისინიც, რომებიც განდგომილების მიერ იქნა შექმნილი, მათ მიერ, ვინც ოდესღაც თავად იყვნენ იეჰოვას მოწმეები, მაგრამ შემდგომ მოუნანიებელი ცოდვების გამო გარიცხულნი იქნენ ორგანიზაციიდან და ამის გამო თავის ქრისტიანულ ორგანიზაციაზე შურისძიება დაიწყეს. ეს პირები არა მხოლოდ ინტერნეტ-გვერდებს ქმნიან საკუთარი თანამორწმუნეების წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებებით, არამედ ინტერნეტში სპეციალურად უწევენ ორგანიზებას ფორუმებს – ესაა ადგილი, სადაც ადამიანს რეალური დროის რეჟიმში შეუძლია საუბრის წარმოება იქ მყოფ სხვა ადამიანებთან. ეხლა მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ განდგომილთა ასეთი ფორუმები ძალიან ცბიერულ მახეებს წარმოადგენენ გამოუცდელი და მიმნდობი ქრისტიანებისათვის, რომლებსაც ბოლომდე არ ესმით სიცრუის ტექნიკა, რომელსაც განდგომილები იყენებენ, და ამიტომ იოლად ხვდებიან მათ ბადეში.

იესო თუ – უფალია, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ის – ღმერთია?



  ხშირად, იქიდან გამომდინარე, რომ ბიბლიაში იესოს მიმართებით ხშირად გამოიყენება გაგება «უფალი», კეთდება დასკვნა იმის შესახებ, რომ ის ღმერთი და თვით იეჰოვაა.
    ასეთი დასკვნა ჩვეულებრივ იმ შემთხვევაში ჩნდება, თუ ყურადღების მიღმა ტოვებენ (შეგნებულად ან შეუგნებლად) შემდეგ ორ გარემოებას.

როგორ გაჩნდა ღმერთი?


როგორ გაჩნდა ღმერთი, როგორ წარმოიშვა ღმერთი და არსებობდა თუ არა ღმერთი ყოველთვის - ესაა ყველაზე ხშირი შეკითხვები, რომლებსაც ადამიანები საკუთარ თავს უსვამენ ღმერთის შესახებ. 

და ეს მართლაც ძალიან რთული შეკითხვაა, თანაც მისი დასმა განსაკუთრებით უყვართ ათეისტებს მორწმუნე ადამიანებისათვის, რათა მათი რწმენა შეარყიონ, როდესაც თავად უკვე არგუმენტები აღარ ჰყოფნით. 

პასუხი, რომ ღმერთი ყოველთვის არსებობდა, ყველას როდი აკმაყოფილებს. მთელი ჩვენი გამოცდილება გვასწავლის, რომ ჩვენს გარშემო არსებული ყველა საგანი ოდესღაც გაჩნდა, ოდესღაც კი ისინი უბრალოდ არ არსებობდა.

ევოლუციის თეორიის კრახი


ჰარუნ იაჰის წიგნის მიხედვიტ

თავი პირველი

ამ წიგნის მიზანია, შევთავაზოთ მკითხველს უეჭველი მეცნიერული ფაქტები, რომლებიც ევოლუციის თეორიის პოსტულატებს უკვალოდ ანადგურებენ, აგრეთვე ვამხილოთ ჭეშმარიტი სარჩული კაცობრიობის ისტორიაში ამ უდიდესი თაღლითობისა. აღსანიშნავია, რომ ამ წიგნში თავმოყრილი ყველა მასალა თანამედროვე მეცნიერების მიერ აღიარებული უეჭველი ფაქტებია. ასე რომ, ევოლუციის თეორიის ყველაზე თავგამოდებულ დამცველებსაც კი არ შეუძლიათ მოყვანილი მტკიცებულებების უარყოფა, რადგან ევოლუციონისტების ყოველი დაუსაბუთებელი რეპლიკა მათი მოძღვრების სრულ კრახს კიდევ უფრო მოაახლოვებს და აიძულებს აღიარონ სიცოცხლის ღვთიური წარმომავლობა.

Tuesday, 21 July 2020

რა გვარწმუნებს ღმერთის არსებობაში?



ზოგს შეიძლება იმიტომ არ სწამს ღმერთი, რომ ცხოვრებაში ბევრ უსამართლობას ხვდება

ზოგი ამ დასკვნამდე იმათმა საქციელმა მიყვანა ვინც თავს მორწმუნეს უწოდებს

ზოგი კი მეცნიერ შეხედულებას უჭერს მხარს, რომ სამყარო აფეთქების შედეგად წარმოიშვა და ევოლუციის პროცესების შედეგად განვითარდა

მაგრამ საფუძვლიანი მიზეზებია ესენი  ათეიზმისთვის?

Monday, 20 July 2020

ქრისტეს მოსვლა (პარუსია - უხილავი თანდასწრება)



ქრისტეს მოსვლა — ბერძ პარუსია
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ამ სიტყვით აღიწერება იესო ქრისტეს, როგორც მესიანური მეფის, უხილავი მოსვლა ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში. ქრისტეს მოსვლა მხოლოდ მოსვლას არ გულისხმობს; მასში გარკვეული ხნის მანძილზე დარჩენაც იგულისხმება (მთ. 24:3).

Saturday, 18 July 2020

მოეთხოვებათ ქრისტიანებს მარხვა?



ბიბლიის თვალსაზრისი:
ბიბლიურ დროში ღმერთი იწონებდა მარხვას, რომელსაც ადამიანი წრფელი გულით იცავდა, თუმცა მისთვის მიუღებელი იყო, როცა ვინმე არასწორი მოტივებით მარხულობდა. დღეს კი, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ღმერთი არც მოითხოვს ჩვენგან მარხვის დაცვას და არც გვიკრძალავს მას.

Thursday, 16 July 2020

იესოს არსებობის მტკიცებები


მას არც სიმდიდრე ჰქონდა და არც ძალაუფლება; საკუთარი სახლიც კი არ გააჩნდა. მაგრამ მისმა სწავლებებმა მილიონობით ადამიანის გული დაიპყრო. და მაინც, შეიძლება დაგვებადოს კითხვა: ნამდვილად არსებობდა იესო ქრისტე? რას ამბობენ ამის თაობაზე როგორც ძველი, ისე თანამედროვე დროის სწავლულები?

ეწინააღმდეგება ბიბლია თავის თავს? (მოჩვენებითი წინააღმდეგობების განხილვა)



მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ბიბლია სავსეა წინააღმდეგობებით, ეს არ არის მართალი. ე.წ. თვალში საცემი წინააღმდეგობების რაოდენობა ფაქტობრივად უმნიშვნელოა იმ მოცულობის წიგნისათვის, როგორიც ბიბლიაა. რაც შეეხება ნახსენებ წინააღმდეგობებს ისინი უფრო უცნაურია (იშვიათია) ვიდრე არსობრივი. ისინი არ შეეხება რწმენის უმნიშვნელოვანეს დეტალებსა და მოვლენებს. მათი უმეტესობა გადაიჭრება მაშინ თუ უფრო ახლოს გაეცნობი ტექსტს თავისთავად ან თუ შეისწავლი აღწერილი მოვლენის ისტორიას

Sunday, 12 July 2020

ბიბლია პროგრესული ადამიანისათვის




დღეს ხშირად გვესმის, რომ ბიბლია მოძველებულია. ამ თვალსაზრისის მომხრეები, ჩვეულებრივ ათეისტები, ვერასოდეს ვერ ამტკიცებენ ამას. მათ ძალიან უყვართ ყველაფრისადმი მეცნიერული მიდგომა და ის აზრი რომ ყველაფრის დამტკიცება შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში მეცნიერებას არ ძალუძს მათი დახმარება. არ არსებობს არავითარი მეცნიერული, პრაქტიკული ან ემპირიული მტკიცებულება იმისა, რომ ბიბლია მოძველებულია. ეს სრულიად რწმენის საკითხია – ეგრეთწოდებული განათლებული ათეისტის რწმენის მნიშვნელოვანი ელემენტია.

კვლავ ღვთის სიტყვას წარმოადგენს ბიბლია?




 ზოგიერთი მუსლიმი და არა მარტო მუსლიმი  ამბობს, რომ ბიბლია ერთ დროს, ღვთის სიტყვა იყო, მაგრამ ის განადგურდა და ადამიანების მიერ მასში ცვლილებები შევიდა, რის გამოც, ისინი მეტად აღარ ენდობიან ამ წიგნს’.  ნუთუ მართლა ასე მოხდა?

პრაქტიკული რჩევები ბიბლიის სწორად გასაგებად

ბიბლია იწერებოდა 1600 წლის მანძილზე, მას ჰყავს 40 -მდე ავტორი და მთლიანად ბიბლია შედგება 66 წიგნად, ძველი აღთქმა მოიცავს 39 წიგნს, ხოლო ახალი აღთქმა 27 წიგნს. ბიბლია არის თავებად და მუხლებად დაყოფილი, რათა უკეთ შეძლოთ მისი შესწავლა. ბიბლია არის ისტორიულად უტყუარი წიგნი, ყველა დროის “ბესტსელერი”, ყველაზე ხშირად ბეჭდვადი და გავრცელებადი და აღიარებული მთელს მსოფლიოში. ბიბლია შედის ისტორიული, პოეტური, წინასწარმეტყველური წიგნები, ასევე კანონი და წერილები.

თვითონ ბიბლია გვიხსნის, თუ როგორ შეგვიძლია მისი გაგება. თქვენი წარმომავლობის მიუხედავად, ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის ცნობა არც ძნელი გასაგებია „არც მიუწვდომელი“ (კანონი 30:11).


აუცილებელია ებრაულის და ბერძნულის ცოდნა?


ბიბლია ძირითადად ორ ენაზე, ებრაულსა და ბერძნულზე დაიწერა.* ბიბლიის წიგნების დამწერებს ამ ენებზე წერისას ღვთის წმინდა სული ხელმძღვანელობდა (2 სამუელი 23:2). აქედან გამომდინარე, რაც მათ დაწერეს „ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16, 17).

რატომ არ მინდა ზეცაში ცხოვრება...



წარმოიდგინეთ, ვიღაცას თავში რომ მოუვიდეს იდეა, რომ ყველა თეთრი დათვი არქტიკიდან ტაიგაში გადაასახლოს, სადაც კლიმატიც გაცილებით რბილია, საკვებიც გაცილებით მრავალფეროვანი და პეიზაჟიც უფრო მდიდარი.

1 კორინთელების 10:9 - "ქრისტე" თუ "იეჰოვა"?





განვიხილოთ საკითხი: «1 კორინთელების 10:9-ში, საპატრიარქოს თარგმანში წერია ფრაზა «ნურც ქრისტეს გამოვცდით…», ხოლო ახალი ქვეყნიერების თარგმანში წერია – «იეჰოვას». როგორ შეგვიძლია ტექსტებში ან თარგმანებში ასეთი განსხვავების გაგება?»

ახალი ქვეყნერების თარგმანი: სპეციალისტების დადებითი გამოხმაურებები



სწავლულები, რომლებიც არა არიან იეჰოვას მოწმეები, დადებითად ეხმაურებიან „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“

ქადაგება თუ ქველმოქმედება?




  სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილე ქრისტიანებს ხშირად უწევთ ასეთი შეკითხვის მოსმენა: "არ ჯობია ქადაგების მაგივრად იეჰოვას მოწმეები ქველმოქმედებით რომ დაკავდნენ?". შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ ეს ქრისტიანები სხვების დახმარების საქმეში არასწორ აქცენტებს სვავენ. შეიძლება, ვინმეს ჰგონია, რომ მათთვის საერთოდ უცხოა მათი დახმარების სურვილი, ვინც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს. მაგრამ ნამდვილად ასეა თუ არა ეს? და რატომ ხედავენ იეჰოვას მოწმეები თავის უმთავრეს მიზნად ადამიანებისათვის კეთილი ცნობის გაზიარებას და არა ჩვეულებრივ ქველმოქმედებაში სტანდარტულ მონაწილეობას?

ვინ უნდა ქადაგებდეს?




«ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად» (მათე 24:14)

შესავალი

1.ბიბლია და სასიხარულო ცნობის გაცხადების მნიშვნელოვნება  

2.მოციქულები – ჭეშმარიტების მქადაგებლები

3.მხოლოდ «რჩეულები» ქადაგებენ?

4.იეჰოვას მოწმეების მაგალითი

5.ქადაგების ორგანიზებულობა

6.კარდაკარ

7.კითხვები იეჰოვას მოწმეებს

Saturday, 11 July 2020

მკვდრების აღდგომა და დედამიწის გადავსება




  ტიპიური სიტუაცია: ვშლით ბიბლიას, ვკითხულობთ ფსალმუნის 37:29-ს ან მათეს 5:5-ს, მსმენელი კი გვეკითხება, სად დაეტევა ყველა ამ ჩვენ, თითქოსდა, შედარებით არცთუ დიდ პლანეტაზე? იგივე კითხვა ისმის ასევე მაშინაც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ღვთის დანაპირებზე, აღადგინოს მილიარდობით გარდაცვლილი სამოთხისებურ დედამიწაზე საცხოვრებლად (იოანე 5:28,29; საქმეები 24:15).

მკვდრეთით აღდგომის ბიბლიური საფუძვლები



სიტყვა „აღდგომა“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან ანასტასის, რაც სიტყვასიტყვით „წამოდგომას“, „ადგომას“ ნიშნავს. აღდგომა გულისხმობს, ასე ვთქვათ, უსიცოცხლო მდგომარეობიდან წამოდგომას ანუ გაცოცხლებას; სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, აღდგომის დროს ადამიანი უბრუნდება მდგომარეობას, რომელშიც სიკვდილამდე იყო (1 კორინთელები 15:12, 13).

ბიბლია და ადრეული ქრისტიანები ნათლობაზე



შინაარსი:

1.წყალში სრული ჩაძირვა
2.ზრდასრულების ნათლობა და არა ჩვილების
3.ნათლობისთვის მზადება

იონას ნიშანი. რომელ დღეს გააკრეს ბოძზე იესო?




ტრადიციულად მიიჩნევა, რომ იესო პარასკევს ეწამა და მოკვდა. ზუსტად აქედან მომდინარეობს სააღდგომო პარასკევის სახელწოდებაც - "დიდი (წითელი) პარასკევი". ფაქტიურად ყველა ადრეული ქრისტიანი, და ყველა გნოსტიკოსიც კი ერთი აზრისანი იყვნენ ამ საკითხში - წარმოუდგენელი ერთსულოვნებაა, თუ იმ დაპირისპირებებს გავითვალისწინებთ, რომლებიც ქრისტიანობაში ბობოქრობდა II საუკუნიდან მოყოლებული.

Friday, 10 July 2020

შაბათი და ქრისტიანი




«რადგან ამისთვის სულიერი განსჯაა საჭირო» (1 კორინთელები 2:14)

1.«სულით და არა დაწერილ კანონთა კრებულით»
2.«შაბათობით ტაძარში მღვდლები არღვევენ შაბათს, მაგრამ უდანაშაულონი რჩებიან»
3.შაბათი და იესო (მათე 11:28,29)
4.ათ მცნებას არ ეხება?
5.«რჩება დასვენება შაბათს»

იესო ქრისტეს დაბადების თარიღის განსაზღვრის საშუალებები




იესოს დაბადების თარიღი რომ განვსაზღვროთ ბიბლიას უნდა მივმართოთ.
ღმერთმა ებრაელებს პასექის დრო დაუდგინა - ეს იყო ნისანის თვის, 14 რიცხვი. და ზუსტად ეს ნისანის თვე იქცა წლის პირველ თვედ.

ასისთავი კორნელიუსი სამხედრო სამსახურის საკითხის შუქში




დათხოვნილი ცენტურიონი?!
დათხოვნა და მიწის საკითხი
აკრძალვა უძრავი ქონების ფლობაზე
«შინაურებთან» და «ნათესავებთან»
«მორწმუნე იყო და ღვთის შიში ჰქონდა»
«ღვთისმოშიში ჯარისკაცი»
კორნელიუსი მართლმადიდებლურ ტრადიციაში
მსახურობდნენ თუ არა პირველი ქრისტიანები არმიაში?
დასკვნა

სამშობლოს დაცვა ძველ აღთქმაში? ყურადღებით წავიკითხოთ



ომსა და «სამშობლოს დაცვას» ხშირად ძველი აღთქმით ამართლებენ. მისი ყურადღებით წაკითხვისას იოლი შესამჩნევია, თუ რამდენად უსაფუძვლოა ასეთი არგუმენტები. ომებს, რომლებსაც ძველი ისრაელიანები აწარმოებდნენ, ძალიან ცოტა რამ აქვთ საერთო თანამედროვე ომებთან. დავიწყოთ იქიდან, რომ ყველა ეს ომები პირველ რიგში ღმერთის ომები იყო, რომელიც თავისი ერისათვის იბრძოდა: (ყველა ბიბლიური მუხლი მოყვანილია საპატრიარქოს გამოცემიდან)

ეწინააღმდეგება თუ არა სამხედრო სამსახური ქრისტიანულ პრინციპებს?


პირველ რიგში, თავად სამხედრო ფიცი – სიტყვა თავად გვეუბნება, ესაა ფიცი. მაგრამ ფიცი ვის ან რის ერთგულებაზე? სახელმწიფოს. რა არის სახელმწიფო? ესაა პოლიტიკური სისტემის ნაწილი, რომლის არსებობაც თუმცა ღვთის მიერაა დაშვებული (და ზუსტად ამიტომაც არსებობს მცნება რომაელების 13:1-დან), მაგრამ პოტენციურად არსებულ სახელმწიფოებზე (სამეფოებზე) ძალაუფლება ღმერთს არ ეკუთვნის. მაშ ვის ეკუთვნის? პასუხი მოცემულია ლუკას 4:6-ში. როგორც ამ ტექსტიდან ჩანს, სატანა იმას ამტკიცებს, რომ “ხელმწიფება … მე მაქვს მოცემული და ვისაც მინდა, მას მივცემო”. აქედან გამომდინარე, რამდენად უფლებამოსილია ქრისტიანი, რომ ფიცი დადოს მათეს 4:10-ში ჩაწერილის შუქში (“უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე)?

ქრისტეს და მის მოწაფეებს ეს არასოდეს გაუკეთებიათ.



თუ თავს იესო ქრისტეს მოწაფედ მიიჩნევთ, მაშინ იცოდეთ რომ ქრისტეს და მის მოწაფეებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში არასოდეს...

• არ აუშენებიათ ტაძრები
• არ აღუსრულებიათ ლიტურგიები ტაძრებში
• არ უციათ თაყვანი ხატებისა და კერპებისათვის

მითი წმინდა გადმოცემის შესახებ მართლმადიდებელ, (კათოლიკურ) ეკლესიაში





შინაარსი:

1. რა არის «წმინდა გადმოცემა»? 
2. «წმინდა გადმოცემის» შესახებ სწავლების ევოლუცია მართლმადიდებლობაში 
3. სიტყვა «გადმოცემის» მნიშვნელობა წმინდა წერილებში 
4. სიტყვა «გადმოცემის» მნიშვნელობა II - III საუკუნის ქრისტიანი მწერლების ნაშრომებში 
5. II - III საუკუნის ქრისტიანი ავტორები წმინდა წერილის განსაკუთრებული და უმაღლესი ავტორიტეტის შესახებ  

6.«წმინდა გადმოცემის» შესახებ მართლმადიდებლური სწავლების სპეკულატიური ხასიათი 
7. მაგალითები, როდესაც მართლმადიდებლური ეკლესიის «წმინდა გადმოცემა» მოციქულთა გადმოცემას ეწინააღმდეგება 
8. დასკვნა

მხოლოდ ბიბლიას რატომ შეუძლია იყოს ქრისტიანული რწმენის წყარო? (Sola Scriptura)




შინაარსი:

1. ბიბლია - ღვთის დაწერილი სიტყვა
2. მხოლოდ წმინდა წერილი არის საკმარისი
3. ღვთაებრივი გამოცხადება მხოლოდ წერილების სახით ინახება
4. მოციქულთა წერილები იესოს ყველა სწავლებებს შეიცავს
5. ახალი აღთქმის წერილები წარმოადგენენ ერთადერთი ცოდნის წყაროს ქრისტეს  ცხოვრებისა და სწავლების შესახებ
6. IV საუკუნემდე წმინდა წერილები განიხილებოდა, როგორც ქრისტიანული რწმენის ერთადერთი ავტორიტეტი და წყარო
7. შეჯამება
8. შესაძლო საწინააღმდეგო აზრები

Wednesday, 8 July 2020

აუცილებელია ღვთის თაყვანსაცემად სალოცავებში სიარული?



მსოფლიოს ბევრ წამყვან რელიგიას თავისი სალოცავები აქვს, რომელთაც მილიონობით მორწმუნე სტუმრობს. მაგალითად, ქრისტიანულ ქვეყნებში იესოს, მარიამისა თუ სხვა წმინდანების სახელობის უამრავი ეკლესია და ტაძარია. სამლოცველოებს ისეთ ადგილებშიც აშენებენ, სადაც რელიგური რელიკვიები ინახება, რაიმე ბიბლიური მოვლენა ან, როგორც ამბობენ, თანამედროვე „სასწაული“ მოხდა. გარდა ამისა, ბევრს სწამს, რომ ღმერთი წმინდა ადგილიდან აღვლენილ ლოცვებს უფრო შეისმენს და ამიტომ მიდის ტაძარში. პილიგრიმები კი ღვთისადმი ერთგულებისა და სიყვარულის დასამტკიცებლად სალოცავამდე მისასვლელად ხანგრძლივ და დამქანცველ გზას გადიან.

უნდა იყოს საზოგადოება დაყოფილი სასულიერო და საერო პირებად?




უწმინდესი, უნეტარესი, მამაო, რაბი, მოძღვარი, ყოვლადუწმინდესი, მისი მოწყალება — ეს არის მიმართვის ზოგიერთი ფორმა, რომელიც სამღვდელოებას გამოარჩევს საერო პირებისგან. მსგავსი განსხვავება მრავალ რელიგიაში არსებობს. ღვთის მიერ არის ეს დაწესებული თუ ადამიანისგან? იწონებს ღმერთი ასეთ დაყოფას?

Monday, 6 July 2020

მათეს25:46 სატანჯველი თუ მოკვეთა (განადგურება)?

მათ. 25:46, სსგ: «წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში [ბერძნულად „კოლასინ], ხოლო მართალნი — საუკუნო სიცოცხლეში»
მიუხედავად იმისა, რომ მათეს 25:46-ში ბიბლიის თარგმანთა უმრავლესობა იყენებს სიტყვა „სატანჯველს“, რომელიც ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან „კოლასინ“, მისი ძირითადი მნიშვნელობა „ხეების შეფერხება“ ან ზედმეტი ტოტების მოკვეთაა.

Thursday, 25 June 2020

კოლოსელების 1:16,17 სწორია თუ არა ბერძნული სიტყვა „პანტა“-ს ისეთი სიტყვებით თარგმნა, როგორიცაა „სხვა ყველაფერი“ და „ყველა სხვა“?


 არაბიბლიური დოგმატის, „სამების“ სწავლების მომხრეები ზოგჯერ აკრიტიკებენ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ და ამბობენ, რომ ბერძნული სიტყვა „πάντα“ (პანტა) და „παντὸς“ (პანტოს) რომლებიც ნაწარმოებია ბერძნული სიტყვიდან „პას“, უნდა ითარგმნოს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებით „ყველა“ ან „ყველაფერი“. იბადება კითხვები: ნუთუ მართლა მხოლოდ „ახალი ქვეყნიერების თარგმანშია“ გადმოცემული ბერძნული სიტყვა „პანტა“ სიტვებით „სხვა ყველაფერი“ და „ყველა სხვა“?  არსებობს თუ არა ქართულენოვანი ბიბლიის ისეთი თარგმანებიც, რომლებშიც სიტყვა „პანტა“ გადათარგმნილი იქნებოდა სიტყვებით „სხვა ყველაფერი“ და „ყველა სხვა“? მოდით ერთად გავეცნოთ ფაქტებს.

Friday, 19 June 2020

გამოთქმა EGO EIMI «მე ვარ»-ის მნიშვნელობა იოანეს 8:58-ში



«ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ.». (იოანე 8:58, მცხეთური ხელნაწერი)
  წმინდა წერილის ეს ადგილი სამების სწავლების მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს ტრინიტარებისთვის.
 მრავალი ტრინიტარი მიიჩნევს, რომ იოანეს სახარების ორიგინალში (ძირითადად იოანეს 8:58-ში), ფრაზა "ego eimi" ღვთის საკრალურ სახელს წარმოადგენს, და რომ მას თეოლოგიური მნიშვნელობა გააჩნია. და რომ იოანეს 8:58-ში, არსებითად, იესო ამბობს: «მე ვარ YHWH (იაჰვე)». მართლა ასეა თუ არა ეს? და წარმოადგენს თუ არა იოანეს 8:58 სამების შესახებ სწავლების უდავო მტკიცებულებას?
  ამ სტატიაში ჩვენ რამოდენიმე საკითხს განვიხილავთ:

Saturday, 13 June 2020

იყო თუ არა წვიმა და ცისარტყელა მსოფლიო წარღვნამდე?



ბიბლიის მკითხველთა ზოგიერთ წრეებში არსებობს მოსაზრება, რომ მსოფლიო წარღვნამდე დედამიწაზე წვიმა საერთოდ არ არსებობდა. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ წარღვნამდე ასევე არ ჩნდებოდა ცისარტყელა. რას ამბობს ამის შესახებ წმინდა წერილი, და როგორაა დაკავშირებული ეს მეცნიერებასთან?

რამდენი წლისაა დედამიწა?



სინამდვილეში ბიბლია არ ასწავლის იმის შესახებ, რომ დედამიწა მხოლოდ 6000 წლისაა. ბიბლიური ქრონოლოგიის თანახმად, 6000 წელზე ცოტა მეტი დრო გავიდა ადამის შექმნის დღიდან.

როგორ დატია ამდენი ცხოველი ნოემ კიდობანში?



როგორც ცნობილია, დედამიწაზე ცხოვრობს  1,5 მილიონი სახეობა, რომელთაგან ორი მესამედი – მწერია. მეორე, ბიბლიაში არაა ნათქვამი, რომ ნოემ კიდობანში ყველა ეს 1,5 მილიონი სახეობის ცხოველი შეიყვანა. მრავალ მათგანს სავსებით შეეძლო წარღვნის, კიდობნის მიღმა გადატანა.

Friday, 12 June 2020

კოლოსელების 3:13-ის თარგმანის შესახებ:"ქრისტე" თუ "იეჰოვა"?


ახალი ქვეყნიერების თარგმანში, კოლოსელების 3:13-ში რატომაა ნათქვამი: «როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით», საპატრიარქოს თარგმანში კი – «როგორც ქრისტემ მოგიტევათ»?

Tuesday, 9 June 2020

სული ქრისტესი” თუ “სული ქრისტეს შესახებ”? (1 პეტრე 1:11)



     რატომ არის, რომ ბიბლიის “ახალი ქვეყნიერების თარგმანში” ბერძნული სიტყვები: “το . . . πνευμα χριστου” (სიტყვასიტყვით “სული ქრისტესი”), გადმოითარგმნა შემდეგნაირად: “სული ქრისტეს შესახებ”. (1 პეტრე 1:11).

Saturday, 6 June 2020

რა ემართება სულს ადამიანის სიკვდილის შემდეგ და რა მდგომარეობაში იმყოფებიან მიცვალებულები?



 რა ემართება სულს სიკვდილის დროს? ბიბლის თანახმად  სული კვდება, გაიხსენეთ, რომ ბიბლიაში სიტყვა სული ხშირად თვითონ პიროვნების მნიშვნელობით არის გამოყენებული. (რაზეც პირველ თემაში გვქონდა საუბარი) აქედან გამომდინარე, როდესაც ვამბობთ,რომ ადამი მოკვდა, სული სახელად ადამი მოკვდა. ვნახოთ როგორ უჭერს მხარს ბიბლია ამას

Tuesday, 12 May 2020

ბიბლიის თანახმად: რა არის სული?





როგორ ახსნიდი, რა არის სული? ბევრს სჯერა, რომ სული არის ადამიანში არსებული რაღაც უხილავი და უკვდავი ძალა. მათი აზრით, სიკვდილის დროს ის ტოვებს სხეულს და განაგრძობს არსებობას. ასეთი შეხედულება საკმაოდ გავრცელებულია. ამიტომ ბევრს უკვირს, როცა იგებს, რომ ეს სრულიად განსხვავდება ბიბლიის სწავლებისგან. მაშ, რა არის სული და რა მნიშვნელობით არის ეს სიტყვა გამოყენებული ბიბლიაში?

Saturday, 9 May 2020

რას ნიშნავს სიტყვები: მე და მამა ერთი ვართ? (იოანე10:30)


სამების მომხრეებს ხშირად მოჰყავთ მუხლი იოანეს 10:30: «მე და მამა ერთი ვართ. განვიხილოთ თუ რას ნიშნავს, ამ მუხლში გამოყენებული ბერძნული სიტყვა ერთი  და მუხლის  კონტექსტი:

Friday, 24 April 2020

მოგვიწოდებს ახალი აღთქმა თაყვანისმცემლობაში სანთლების და საკმევლის გამოყენებისკენ?



1.სანთელი განმარტება: ცვილისგან დამზადებული პატრუქიანი ღერო. რელიგიური დანიშნულების სანთლებს იყენებენ როგორც „ქრისტიანულ“, ისე არაქრისტიანულ რელიგიებში. ბევრი მორწმუნე თვლის, რომ სანთელი შესაწირავია.

Thursday, 9 April 2020

როგორ ამოვიცნოთ ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები?



წარმოიდგინეთ, რომ ძალიან ავად ხართ და გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებთ. ცხადია, სანდო და კვალიფიციური ექიმის ძებნას დაიწყებთ, რადგან მას თქვენი სიცოცხლე უნდა ანდოთ. ეს ასეა მაშინაც, როცა საქმე რელიგიის არჩევას ეხება. თუ უკვე ხართ რომელიმე რელიგიის წევრი, შეიძლება ითქვას, რომ თქვენი სულიერი ცხოვრება ამ რელიგიას მიანდეთ. ნამდვილად ღირს, კარგად გამოიკვლიოთ თქვენი რელიგია, რადგან თქვენი მომავალი ამაზეა დამოკიდებული. მაგრამ ზოგი ფიქრობს: