Sunday, 26 April 2026

რა არის პატიება?


  • ბიბლია გვპასუხობს:

    პატიება არის დამნაშავისთვის დანაშაულის მიტევება. ბიბლიაში „პატიებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა სიტყვასიტყვით ნიშნავს „გაშვებას“, „თავის დანებებას“; ეს შეიძლება გულისხმობდეს, მაგალითად, მევალისთვის ვალის პატიებას. იესომ ეს შედარება მაშინ გამოიყენა, როცა თავის მიმდევრებს ასწავლა, როგორ უნდა ელოცათ: „გვაპატიე ცოდვები, რადგან ჩვენც ვპატიობთ ყველა ჩვენს მოვალეს“ (ლუკა 11:4). მსგავსად, იესომ თავის იგავში, რომელიც უმოწყალო მონას ეხება, პატიება ვალის გაუქმებასთან გააიგივა (მათე 18:23—35).

Sunday, 12 April 2026

ვინ არის ღმერთი?

 ზოგადი მნიშვნელობა:

ღმერთი არის ის, ვისაც ადამიანი თაყვანს სცემს. ბიბლია აღიარებს მრავალი „ღმერთის“ არსებობას, თუმცა მათ „არაფრის მაქნისს“ უწოდებს (ფსალმუნი 96:5; 1 კორინთელები 8:5, 6). სიმბოლურად, ადამიანისთვის ღმერთი შეიძლება საკუთარი მუცელიც გახდეს (ფილიპელები 3:18, 19).