იეჰოვას მოწმეების კრიტიკაში იკვეთება ერთი განსაკუთრებული მიმართულება- პრეტენზიები ილუსტრაციების მიმართ და მათში ჩართული გამოსახულებების ძიება. ზოგი მათში ეშმაკუნების გამოსახულებებს ხედავს, ზოგიც- გენიტალიების, შიშველი ადამიანების და მისთანების... იეჰოვას მოწმეების დადანაშაულებაში ერთ-ერთი ახალი ტრენდია მათი თითქოსდა კავშირი მასონებსა და ოკულტიზმთან.რას ეფუძნება ასეთი ბრალდებები? მოდი, პატარა ექსპერიმენტი ვცადოთ. შეხედეთ ქვემოთ მოყვანილ თოჯინების ფოტოებს; დააკვირდით, რა გრძნობებს აღძრავენ ისინი თქვენში... ამჩნევთ მათში რამე მიუღებელს , შეუფერებელს ქრისტიანთა შვილებისთვის?
შეხედეთ? დაფიქრდით?
ახლა კი დააკვირდით ამ ილუსტრაციას წიგნიდან "ისწავლე დიდებული მოძღვრისგან", რომელიც გამოცემულია ბავშვებისთვის იეჰოვას მოწმეების მიერ..
გასაგებია, რომ სურათზე ასახული თოჯინა უბრალოდ რეკვიზიტის შემადგენელია და სწორედ ამიტომ გვხვდება ის რამდენიმე ილუსტრაციაზე(ჩვეულებრივი თოჯინა, სავსებით ჩვეულებრივ ილუსტრაციებზე); მაგრამ, აი , გამოჩნდნენ ადამიანები (რომელსაც შემდგომში "კრიტიკოსად" ან "ჩვენ კრიტიკოსებად" მოვიხსენიებთ), რომლებიც აცხადებენ, რომ ეს ჩვეულებრივი თოჯინა არ გახლავთ!ეს ოკულტიზმთან დაკავშირებული ე.წ. თოჯინა " ანაბელია", რის დასტურადაც კრიტიკოსებს მოჰყავთ ფოტოები ოკულტიზმის გამოჩენილი მკვლევრების მუზეუმიდან!
გასაგებია, რომ სურათზე ასახული თოჯინა უბრალოდ რეკვიზიტის შემადგენელია და სწორედ ამიტომ გვხვდება ის რამდენიმე ილუსტრაციაზე(ჩვეულებრივი თოჯინა, სავსებით ჩვეულებრივ ილუსტრაციებზე); მაგრამ, აი , გამოჩნდნენ ადამიანები (რომელსაც შემდგომში "კრიტიკოსად" ან "ჩვენ კრიტიკოსებად" მოვიხსენიებთ), რომლებიც აცხადებენ, რომ ეს ჩვეულებრივი თოჯინა არ გახლავთ!ეს ოკულტიზმთან დაკავშირებული ე.წ. თოჯინა " ანაბელია", რის დასტურადაც კრიტიკოსებს მოჰყავთ ფოტოები ოკულტიზმის გამოჩენილი მკვლევრების მუზეუმიდან!
სწორედ ამ მკვლევარ უორენების მიერ ვითომ გამოკვლეულ შემთხვევებს ეფუძნება ცნობილი საშინელებათა ფილმები: "ანაბელის წყევლა", "შელოცვა", "შელოცვა2"...
ერთი შეხედვით თოჯინები მართლაც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ქვემოთ ასახულ ფოტოზე ასახულ თოჯინაში თითქოსდა ავი სული სახლობდა და მის გარშემო ათასი საშინელება ხდებოდა. ეს ისტორია ჯერ ქალაქურ ლეგენდად, შემდეგ კი ორი ფილმის შთაგონების წყაროდ გადაიქცა! უფრო დეტალურად ლეგენდის შესახებ ვიკიპედიიდან შევიტყობთ, რომელსაც ჩვენი კრიტიკოსები თავის კრიტიკულ პრეტენზიებს ურთავენ.
ანაბელი(თოჯინა)
მასალა ვიკიპედიიდან(თავისუფალი ენციკლოპედია)
ანაბელი((Anabelle)- ტიპიური თოჯინა, პოპულარული "ქალაქური ლეგენდის" პერსონაჟი, ლეგენდისა, რომელიც გვამცნობს, რომ თოჯინა შეპყრობილი იყო სულის, ანუ დემონის მიერ.მისი ისტორია საფუძვლად დაედო ფილმებს " ანაბელის წყევლა", : ბოროტების ჩასახვა" და "შელოცვა."
1970 წელს დედამ დონას დაბადების 28 წლის თავზე საჩუქრად მეორადი თოჯინების მაღაზია "ნაჭრის ენიში" შეძენილი თოჯინა აჩუქა. მალე დონას ოთახის მეზობელმა ენჯიმ უცნაურობების შემჩნევა დაიწყო: ოთახში კარები და ფანჯრები თავისით იღებოდა, თოჯინა თავისით გადაადგილდებოდა , გოგონები კი პოულობდნენ წერილებს, დახმარების თხოვნის შინაარსით. თავიდან დონამ და ენჯიმ ეს სტუდენტების ხუმრობად ჩათვალეს, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ თოჯინა მისი ყოფილი პატრონის,გარდაცვლილი შვიდი წლის ანაბელ ჰიგინსის სულს შეეპყრო! ( ანაბელის შესახებ გოგონებს მედიუმმა უამბო). მას შემდეგ, რაც თოჯინა თავს დაესხა ენჯი ლოს და დონას მეგობარს, გოგონებმა პარანორმალური მოვლენების ცნობილი მკვლევრები ედი და ლორეინ უორენები გამოიძახეს, რომლებმაც დაასკვნეს, რომ თოჯინა დემონს ჰყავდა შეპყრობილი და ეგზორციზმისთვის(დემონების განდევნა) მათ მღვდელს მიმართეს. ამის შემდეგ უორენებმა თოჯინა თავიანთ მფლობელობაში არსებულ "უორენების ოკულტიზმის მუზეუმში" გადაიტანეს, სადაც ის უბრალო ექსპონატის სახით დაიდო.
უორენები ირწმუნებოდნენ, რომ თოჯინა პარანორმალურ აქტივობას განაგრძობდა.
შემდეგ კრიტიკოსები მიმართავენ ემოციების მომაზღვავებელ განცხადებებსა და ბრალდებებს,- აქაოდა, ეს როგორ მომხდარა,რომ სულიერად მომწიფებულ ძმებს, მხატვრებსა და მკვლევარებს, ეს "ოკულტური", "სატანური" თოჯინა ილუსტრაციაში გაჰპარვიათო! თანაც სად!- ახალი ქვეყნიერების ამსახველ სურათზე!! აჰა! გამოდის, ეს სულიერად მომწიფებული ძმები არცთუ ისე მომწიფებული ყოფილან, ვერ უზრუნველყოფენ მაუწყებელთა თვის ჯანსაღი საზრდოს მიწოდებას, ან კიდევ უარესი- მიზანმიმართულად სვამენ ილუსტრაციებზე ოკულტურ სიმბოლოებსო!- აი, ასეთ სულში გრძელდება მთელი კრიტიკა.
რამდენად საფუძვლიანია ასეთი განცხადებები? მოდი, ჯერ გავიგოთ, რას წარმოადგენს თოჯინა ანაბელი.როგორც ავღნიშნეთ, ჩვენი კრიტიკოსები სხვადასხვა წყაროებს იშველიებენ, მათ შორის ვიკიპედიიდან, მოდი მივმართოთ ვიკიპედიას ,სადაც აუცილებლად შენიშნავთ პატარა ქარაგმას- თოჯინა სახელწოდებით "ნაჭრის ენი", და ამ ორ სიტყვაზე დაწკაპუნებისას მისი ისტორია იხსნება:
ნაჭრის ენი- პერსონაჟი ჯონ გრუელის(1880-1938) საბავშვო წიგნების სერიიდან.
ვიკიპედია
ნაჭრის ენი- თოჯინა.
ის ამ სახით პირველად 1915 წელს შეიქმნა, 1918 წელს კი გამოიცა წიგნი "ნაჭრის ენის თავგადასავლები", რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად.1920წელს წიგნს გაგრძელება მოჰყვა, სახელწოდებით "ნაჭრის ენდის თავგადასავლები", რომელიც მოგვითხრობს ნაჭრის ენის მეგობრის შესახებ.ამავე პერიოდში გარდაიცვალა მწერლის შვილი, რაც მამის აზრით გამოიწვია მისი დასტურის გარეშე სკოლაში გაკეთებულმა ვაქცინაციამ. ამ ტრაგიკული ისტორიის გამო თოჯინა ენი ანტივაქცინური მოძრაობის სიმბოლოდ იქცა
შდგომში ნაჭრის ენზე და ნაჭრის ენდიზე რამდენიმე ანიმაციური ფილმიც გამოვიდა.2002 წ ენი "სათამაშოების დიდების ნაციონალურ დარბაზში" შეიტანეს, 2007 წელს კი ენდიც დაემატა მას.1950წლიდან ეს თოჯინები საკოლექციო ექსპონატებად იქცა და მათი ლოგოტიპები სხვადასხვა პროდუქციაზე გაჩნდა.შემდგომში ჩატარდა ჯონ გრუელისა და მისი სახელოვანი თოჯინის პირველი ფესტივალი, მომდევნო წელს კი ნაჭრის ენისა და ენდის მუზეუმიც გაიხსნა,ვისი მფლობელიც ჯონის შვილიშვილი ჯონ უონამეიკერი გახდა. მუზეუმი ათი წლის შემდეგ დაიხურა ფინანსური მიზეზების გამო.
ამ ინფორმაციიდან გასაგებია, რომ ნაჭრის ენი სრულიად უვნებელი თოჯინაა, უბრალო საბავშვო სათამაშო, რომლის შექმნას საფუძველი მხატვრისა და მწერლის აბსოლუტურად არაოკულტურმა ფანტაზიამ ჩაუყარა.ეს სათამაშო დიდი პოპულარობით სარგებლობს აშშ-ში, ამიტომ მისი ილუსტრაციებზე გამოჩენა ადეკვატურ ადამიანებს საეჭვო კითხვებს არ აღუძრავს. რაც შეეხება თოჯინა ანაბელთან მის მსგავსებას, რომელიც არსებობს მათ შორის და ფოტოზეა ასახული, მსგავსება ნაჭრის ენის მხოლოდ ერთ ტიპს ეხება( "ნაჭრის ენის" დანარჩენი ტიპის თოჯინები არ ჰგვანან "ანაბელის" თოჯინებს). ლოგიკიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, თოჯინა "ანაბელი" არის ერთი კერძო ტიპი თოჯინა "ნაჭრის ენის" თოჯინებიდან.
დასკვნა, რომელიც ასე ჟღერს: "რადგან ერთ თოჯინა ენს რომელსაც ანაბელი დაარქვეს მეპატრონის სახელი და დემონური გამოვლინებები ახასიათებს, გამოდის, რომ მისი ტიპის ყველა თოჯინა ოკულტიზმთან არის კავშირში", - ჩვენთვის, ლოგიკური თვალსაზრისით გაუგებარია. ანაბელ დარქმეული თოჯინის წარმოშობის ისტორია ბუნდოვანია, ვიცით მხოლოდ ის რომ მეორადი თოჯინების მაღაზიაში შეიძინეს. რაც შეეხება თოჯინა "ნაჭრის ენს", ის დღემდე პოპულარულია, წარმოებაშია და იყიდება აშშ-ში, ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, რომ იეჰოვას მოწმეების შვილებსაც ჰქონდეთ ეს სათამაშო. გასაგებია, რომ თოჯინები მართლაც შეიძლება გამოიყენებოდეს ოკულტურ პრაქტიკაში და ზოგ მათგანზე საზარელი ისტორიები და ლეგენდები დადის, რასაც, თავის მხრივ, პოპულარულია კინემატოგრაფიამ გაუწია. გაიხსენეთ თუნდაც, თოჯინა ჩაკი, საშინელებათა ჟანრის ძალიან პრივილეგირებული ფილმების გმირი! და რა, ამის გამო, თოჯინებზე საერთოდ ვთქვათ უარი? და თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ოკულტიზმში ნ ე ბ ი ს მ ი ე რ ი საგნის გამოყენება შეიძლება, მაშინ?..
მათშორის ჯვარსაც იყენებენ ოკულტიზმში. მაშ მთელი საქრისტიანო სატანისტია? ვისაც აზროვნების უნარი აქვს, მისთვის პასუხი ნათელია.
მათშორის ჯვარსაც იყენებენ ოკულტიზმში. მაშ მთელი საქრისტიანო სატანისტია? ვისაც აზროვნების უნარი აქვს, მისთვის პასუხი ნათელია.
ჩვენი კრიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებების მსგავს არგუმენტებს მხოლოდ ის ხალხი უჭერს მხარს, ვინც თავიდანვე მტრულად არის განწყობილი იეჰოვას მოწმეების მიმართ; მათ წინასწარ აქვთ ჩამოყალიბებული აზრი და ეს აზრი ახდენს გავლენას მათ მიერ ინფორმაციის აღქმაზე. ისინი ადვილად ექცევიან სხვათა ზემოქმედების ქვეშ.ამ ადამიანთაგან ზოგნი შესაძლოა, გამხდარიყვნენ, ან სურდათ გამხდარიყვნენ იეჰოვას მოწმეები, მაგრამ კრიტიკას შეეჩეხნენ და აზრი შეიცვალეს, რადგან ინფორმაციის ღრმა ანალიზი არ ძალუძთ, არ შეუძლიათ მისი სანდოობის შემოწმება და რაციონალურის ნაცვლად, ემოციურად რეაგირებენ.
მათში ლოგიკის უქონლობას ერთი კომენტარის მაგალითზე კარგად დავინახავთ:
*წიგნში "რას გვასწავლის ბიბლია", პირველ გვერდებზე გვხვდება ბიბლიის სხვადასხვა ენებზე თარგმნის ილუსტრაციები. ისინი სულ ოცდაცამეტია! მასონებსაც 33 ლოჟა აქვთ, სადაც მათი რასელი ირიცხებოდა! იქნებ დამთხვევაა? მაგრამ, ამდენი?!
იეჰოვას მოწმეების მრავალი კრიტიკოსი შეთქმულების თეორიების მომხრეა.ასეთი თეორიების გაჩენას და წარმატებულობას საკმაოდ რთული მიზეზები აქვს და ზოგი ფსიქიატრი ამ თეორიებით გატაცებას ფსიქიკის არამდგრადი მდგომარეობის ნიშნად მიიჩნევს, რომელიც, შესაძლოა პარანოიდულ აშლილობაში გადაიზარდოს. კონსპირაციული (იგივე შეთქმულების) თეორიების აღმოცენების ერთ-ერთი მექანიზმი გახლავთ პროექცია. ამის თაობაზე ვიკიპედიიდან ვგებულობთ " კონსპირაციული თეორიების მომხრე, როგორც წესი, შეთქმულების სავარაუდო მონაწილეს საკუთარ პოზიტიურსა თუ ნეგატიურ პიროვნულ თვისებებს მიაწერს და თან, გაზვიადებით. ერთის მხრივ შეთქმულები დემონიზირებულნი არიან- მათ მიაწერენ როგორც ბოროტ ზრახვებს, ასევე ტიპიურ ამორალურობას. ამგვარად, შესაძლო ხდება ნებისმიერი მორალური შეზღუდვის მოხსნა შეთქმულებთან მიმართულებით და აგრეთვე, იხსნება მორალური განკითხვისა და პასუხისმგებლობის პრობლემა, რადგან ასეთი ბოროტმოქმედების გამანადგურებელი, გ მ ი რ ი ხდება და არა კრიმინალი! მეორე მხრივ კი შეთქმულებს მიაწერენ განსაკუთრებულ უნარებს(ჭკუას, მოხერხებულობა, მიზანმიმართულობას და ა.შ.). იეჰოვას მოწმეების კრიტიკოსებისა და განდგომილებისთვის ასთი პოზიცია ფრიად მომგებიანი და მოსახერხებელია, რადგან ამგვარად მათ მოწმეების წინააღმდეგ ყველაფრის თქმისა თუ გაკეთების და საკუთარი ქმედებებისა და შეცდომების გამართლების საშუალება ეძლევათ. ამიტომ, შეთქმულების თეორიის მორწმუნეთ ძალიან უჭირთ ასეთ "რწმენაზე" უარის თქმა და ისინი ყველა ინფორმაციას, თუნდაც სულ უმნიშვნელოს, ამ თეორიის პრიზმაში უყურებენ.
ვნახოთ, როგორ განიხილავს ზოგი კრიტიკოსი მეორე ილუსტრაციას წიგნიდან " ისწავლეთ დიდებული მოძღვრისგან", სადაც გოგონა სავარაუდო
მოძალადეს ესაუბრება:
*მეორე სურათზე ბოროტი ძალა(იგულისხმება თოჯინა გოგონას ხელში) გამოსახულია აბლაბუდის ნახატიან სკამის ფონზე და გოგონას მარჯვენა ნეკი გაშვერილი აქვს- ეს მასონური ნიშნებია. შავთეთრ სურათზე კი ქალის გამოსახულება სარკეში შიშველია! შემთხვევით დახატა ასე მხატვარმა?
ჩვენი კრიტიკოსი მასონურ ნიშნებს ყველაფერში ხედავს, დაწყებული სკამის ნახატიდან, დამთავრებული გოგონას ნეკით.
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ შეთქმულების თეორიების ერთ-ერთი მექანიზმია პროექცია.მაშ ასე, ჩვენი კრიტიკოსი ოკულტიზმმა გაიტაცა, ის ახლა ყველაფერში ნიშნებს ხედავს და თვლის, რომ იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭოს წევრები არაგულწრფელი, მასონები, ოკოლულტიზმის მიმდევარი ადამიანები არიან- ამგვარად, კრიტიკოსი საკუთარ თვისებებს სხვებს მიაწერს(ის ხომ თავად არის ოკულტიზმის შესწავლით გატაცებული!) ზოგი მათგანი რეალობასთან ზუსტად ასეთი მიდგომით ხდება შეპყრობილი.
სხვა წინააღმდეგობები
1.მოწინააღმდეგეების თქმით, ამგვარი სიმბოლოს გამოყენება მეტყველებს ოკულტიზმთან კავშირზე, რადგან მსგავსი სიმბოლო გამოიყენება ეგვიპტური ღმერთის ამონ-რა ს თაყვანისმცემლობაში. რა გაითვალისწინეს ჯოზეფ რუტერფორდმა და ბიბლიის მკვლევარებმა ასეთი სიმბოლოს გამოყენებისას? მათ ხომ არ სურდათ წარმართული ღმერთის პოპულარიზაცია ან პატივისცემა?
ყურადღება მიაქციეთ მხოლოდ რას ამბობს ბიბლია მალაქიას 4: 2-ში, სადაც ნათქვამია:თქვენ კი, ჩემი სახელის მოშიშნო, ამოგიბრწყინდებათ სიმართლის მზე, რომლის ფრთებიდანაც იქნება განკურნება. თქვენც გამოხვალთ და ნასუქი ხბოებივით აკუნტრუშდებით „ეს ტექსტი აშკარად ეხება არა ეგვიპტურ ღმერთს Amon-Ra- ს, არამედ თვით ქრისტეს , როგორც ჩანს ლუკა 1:78 და ეფესელთა 5:14 ტექსტებიდან.
2.კოშკი
კოშკები ბიბლიურ დროში იყო მაღალი სტრატეგიული წერტილები, რომლიდანაც გუშაგებს შეეძლოთ მოვლენების ყურება, საფრთხის გაფრთხილება ან სასიხარულო ამბების გამოცხადება. ჩვენი ჟურნალი ფიგურალურად იკავებს ასეთ სტრატეგიულ პოზიციას, რადგან იგი დაფუძნებულია სიბრძნის მწვერვალზე, ღვთის სიტყვაზე... - აბაკ. 2: 1-3
3.ჰომოსექსუალიზმის მხარდაჭერა?
გაითვალისწინეთ, რომ პირველ რიგში, ეს არ არის იეჰოვას მოწმეთა მიერ წარმოებული ნახატი, ის უბრალოდ გამოიყენებოდა ჩვენს ერთ-ერთ პუბლიკაციაში ქრისტეს სიკვდილის ასახვისათვის.
ამ პუბლიკაციაში ინფორმაციის დიდი ნაწილიც კი, დროთა განმავლობაში ჩვენი ბიბლიური ცოდნის ზრდის შედეგად, განახლდა. გამოცემა ამ მიზეზების გამო აღარც იწარმოება.
სინამდვილეში, ვინც ასეთ დასკვნებს აკეთებს ემსგავსებიან იმ ადამიანებს გრომლებიც ადანაშაულებდნენ დავითსა და იონათანს ჰომოსექსუალიზმში ამ სიტყვების გამო რომელიც ამ მუხლებშია მოხსენიებული 1 სამუელ 18: 1-ში და 2 სამუელ 1:26-შია
მოციქული პავლე ასეთებზე ამბობს, რომ "გაყოყოჩდნენ, აღარაფერი გაეგებათ , კამათის სულმა შეიპყრო, სიტყვებს ეკიდებიან" და მათთან ურთიერთობის საშიშროებაზე გვაფრთხილებს:
თუ ვინმე სხვა რამეს ასწავლის და არ ეთანხმება არც ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯანსაღ სიტყვებს და არც ღვთისადმი ერთგულების შესაბამის სწავლებას, ის გაყოყოჩებულია, არაფერი ესმის, სიტყვებს ეკიდება და კამათის სენით არის შეპყრობილი. ეს იწვევს შურს, დავას, ლანძღვას, ბოროტ ეჭვებს (1 ტიმ. 6: 3-5).
მოერიდე სულელურ და უაზრო კითხვებზე კამათს. როგორც იცი, ეს დავას იწვევს (2 ტიმ. 2:23)
წყარო:afanasyevjw.blogspot.com
No comments:
Post a Comment