ახალი ქვეყნიერების თარგმანში, კოლოსელების 3:13-ში რატომაა ნათქვამი: «როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით», საპატრიარქოს თარგმანში კი – «როგორც ქრისტემ მოგიტევათ»?
ამ სხვაობის ძირითადი მიზეზი გამოყენებულ ბეძნულ ხელნაწერებში იმალება. ანუ, Textus Receptus-ში, რომლიდანაც საპატრიარქოს თარგმანი გაკეთდა, სიტვა «ქრისტე» წერია. ამიტომ საპატრიარქოს თარგმანი ამ მუხლს პირდაპირ თარგმნის.
ვესკოტისა და ჰორტის ტექსტში, რომლიდანაც ახალი ქვეყნიერების თარგმანი გაკეთდა, და ასევე ნესტლე-ალანდის ტექსტში, რომლიდანაც მრავალი სხვა თანამედროვე თარგმანები კეთდება და რომლებიც სამეცნიერო სამყაროში ახალი აღთქმის პირვანდელი ბერძნული ტექსტის შედარებით ხარისხიან გამოცემად ითვლება, წერია სიტყვა «უფალი». როგორც ცნობილია, ტიტული «უფალი» შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც იესო ქრისტეს მიმართ, ისე მისი მამის, იეჰოვას მიმართ.
ამ შემთხვევაში ახალი ქვეყნიერების თარგმანი აქ ღვთის სახელს იყენებს, ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ღვთის სახელის აღდგენის საერთო პრინციპების გათვალისწინებით. მოცემულ მუხლში ღვთის სახელის (იეჰოვა) აღდგენის საფუძვლად, ახალი ქვეყნიერების თარგმანის ინგლისურენოვანი გამოცემა დანართებით (გვ. 1418, 1565–1566) მიუთითებს ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ხელნაწერს ებრაულ ენაზე «Christian Greek Scriptures, Heb., by J. Bauchet, Rome, 1975» (J23), რომელშიც ასევე ღვთის სახელი - იეჰოვაა გამოყენებული. გარდა ამისა, მითითებულია, რომ სინაურ კოდექსში (Codex Sinaiticus, Gr., fourth cent. C.E., British Museum, H.S., G.S.) ბერძნული მანუსკრიპტის ორიგინალურ (თავდაპირველ) ვარიანტში (reading of the original (first) hand of a Greek manuscript) გამოიყენება სიტყვა «ღმერთი».
უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ მუხლში ღმერთთან მიმართებით თარგმანები «ღმერთი», «იეჰოვა» ან «უფალი», არ ეწინააღმდეგება წმინდა წერილის საერთო აზრს, რადგან ის არაერთხელ გვიჩვენებს, რომ ცოდვების მიტევების უფლება ღმერთს ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ის ამას ქრისტეს მეშვეობით აკეტებს (იერემის 31:34; მათე 6:14, 11:25; ეფესოელები 4:32).
წყარო: o-religii.ru
თარგმანი აღებულია: religiaze.blogspot.com
No comments:
Post a Comment