Thursday, 25 June 2020
კოლოსელების 1:16,17 სწორია თუ არა ბერძნული სიტყვა „პანტა“-ს ისეთი სიტყვებით თარგმნა, როგორიცაა „სხვა ყველაფერი“ და „ყველა სხვა“?
არაბიბლიური დოგმატის, „სამების“ სწავლების მომხრეები ზოგჯერ აკრიტიკებენ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ და ამბობენ, რომ ბერძნული სიტყვა „πάντα“ (პანტა) და „παντὸς“ (პანტოს) რომლებიც ნაწარმოებია ბერძნული სიტყვიდან „პას“, უნდა ითარგმნოს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებით „ყველა“ ან „ყველაფერი“. იბადება კითხვები: ნუთუ მართლა მხოლოდ „ახალი ქვეყნიერების თარგმანშია“ გადმოცემული ბერძნული სიტყვა „პანტა“ სიტვებით „სხვა ყველაფერი“ და „ყველა სხვა“? არსებობს თუ არა ქართულენოვანი ბიბლიის ისეთი თარგმანებიც, რომლებშიც სიტყვა „პანტა“ გადათარგმნილი იქნებოდა სიტყვებით „სხვა ყველაფერი“ და „ყველა სხვა“? მოდით ერთად გავეცნოთ ფაქტებს.
Friday, 19 June 2020
გამოთქმა EGO EIMI «მე ვარ»-ის მნიშვნელობა იოანეს 8:58-ში
«ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ.». (იოანე 8:58, მცხეთური ხელნაწერი)
წმინდა წერილის ეს ადგილი სამების სწავლების მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს ტრინიტარებისთვის.
მრავალი ტრინიტარი მიიჩნევს, რომ იოანეს სახარების ორიგინალში (ძირითადად იოანეს 8:58-ში), ფრაზა "ego eimi" ღვთის საკრალურ სახელს წარმოადგენს, და რომ მას თეოლოგიური მნიშვნელობა გააჩნია. და რომ იოანეს 8:58-ში, არსებითად, იესო ამბობს: «მე ვარ YHWH (იაჰვე)». მართლა ასეა თუ არა ეს? და წარმოადგენს თუ არა იოანეს 8:58 სამების შესახებ სწავლების უდავო მტკიცებულებას?
ამ სტატიაში ჩვენ რამოდენიმე საკითხს განვიხილავთ:
Saturday, 13 June 2020
იყო თუ არა წვიმა და ცისარტყელა მსოფლიო წარღვნამდე?
ბიბლიის მკითხველთა ზოგიერთ წრეებში არსებობს მოსაზრება, რომ მსოფლიო წარღვნამდე დედამიწაზე წვიმა საერთოდ არ არსებობდა. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ წარღვნამდე ასევე არ ჩნდებოდა ცისარტყელა. რას ამბობს ამის შესახებ წმინდა წერილი, და როგორაა დაკავშირებული ეს მეცნიერებასთან?
რამდენი წლისაა დედამიწა?
სინამდვილეში ბიბლია არ ასწავლის იმის შესახებ, რომ დედამიწა მხოლოდ 6000 წლისაა. ბიბლიური ქრონოლოგიის თანახმად, 6000 წელზე ცოტა მეტი დრო გავიდა ადამის შექმნის დღიდან.
როგორ დატია ამდენი ცხოველი ნოემ კიდობანში?
როგორც ცნობილია, დედამიწაზე ცხოვრობს 1,5 მილიონი სახეობა, რომელთაგან ორი მესამედი – მწერია. მეორე, ბიბლიაში არაა ნათქვამი, რომ ნოემ კიდობანში ყველა ეს 1,5 მილიონი სახეობის ცხოველი შეიყვანა. მრავალ მათგანს სავსებით შეეძლო წარღვნის, კიდობნის მიღმა გადატანა.
Friday, 12 June 2020
კოლოსელების 3:13-ის თარგმანის შესახებ:"ქრისტე" თუ "იეჰოვა"?
ახალი ქვეყნიერების თარგმანში, კოლოსელების 3:13-ში რატომაა ნათქვამი: «როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით», საპატრიარქოს თარგმანში კი – «როგორც ქრისტემ მოგიტევათ»?
Tuesday, 9 June 2020
სული ქრისტესი” თუ “სული ქრისტეს შესახებ”? (1 პეტრე 1:11)
რატომ არის, რომ ბიბლიის “ახალი ქვეყნიერების თარგმანში” ბერძნული სიტყვები: “το . . . πνευμα χριστου” (სიტყვასიტყვით “სული ქრისტესი”), გადმოითარგმნა შემდეგნაირად: “სული ქრისტეს შესახებ”. (1 პეტრე 1:11).
Saturday, 6 June 2020
რა ემართება სულს ადამიანის სიკვდილის შემდეგ და რა მდგომარეობაში იმყოფებიან მიცვალებულები?
რა ემართება სულს სიკვდილის დროს? ბიბლის თანახმად სული კვდება, გაიხსენეთ, რომ ბიბლიაში სიტყვა სული ხშირად თვითონ პიროვნების მნიშვნელობით არის გამოყენებული. (რაზეც პირველ თემაში გვქონდა საუბარი) აქედან გამომდინარე, როდესაც ვამბობთ,რომ ადამი მოკვდა, სული სახელად ადამი მოკვდა. ვნახოთ როგორ უჭერს მხარს ბიბლია ამას
Subscribe to:
Posts (Atom)