როგორც ცნობილია, დედამიწაზე ცხოვრობს 1,5 მილიონი სახეობა, რომელთაგან ორი მესამედი – მწერია. მეორე, ბიბლიაში არაა ნათქვამი, რომ ნოემ კიდობანში ყველა ეს 1,5 მილიონი სახეობის ცხოველი შეიყვანა. მრავალ მათგანს სავსებით შეეძლო წარღვნის, კიდობნის მიღმა გადატანა.
«სხვა მკვლევარები ვარაუდობენ, რომ არსებობს დაახლოებით 290 სახეობის ცხვარზე დიდი და ვირთხაზე პატარა ძუძუმწოვრების 1360 სახეობა» («საგუშაგო კოშკი», 15 თებერვალი 2002 წ. გვ. 30-31.). იმ ფრინველების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც კიდობანში იმყოფებოდნენ, ასევე შედარებით მცირე ზომისანი არიან. კიდობანში, რომლის მოცულობაც 40000 კუბომეტრზე მეტი იყო, შესაძლოა, იოლად დატეულიყვნენ ყველა ამ ცხოველების წყვილები.
რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წარღვნა და ყველაფერი, რაც მასთანაა დაკავშირებული – ესაა სასწაული, რომელთა მოვლენებსაც თავად ღმერთი ხელმძღვანელობდა. ამიტომ როგორც კიდობანს შიგნით, ისე კიდობანს გარეთ მყოფი ცხოველები, აუცილებელი არაა იმავე პირობებში და იმავე მდგომარეობაში ყოფილიყვნენ, რომელშიც ჩვეულებრივ იმყოფებიან. მაგალითად (თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდია), კიდობანში მყოფ ცხოველებს უბრალოდ შეიძლება სძინებოდათ. გარდა ამისა, შეიძლება კიდობანში იყვნენ არა ზრდასრული ცხოველები, არამედ მათი ნაშიერები, რაც ასევე შეუწყობდა ხელს მათთვის საჭირო ფართის შემცირებას.
წყარო: o-religii.ru
თარგმანი აღებულია: religiaze.blogspot.com
No comments:
Post a Comment