სინამდვილეში ბიბლია არ ასწავლის იმის შესახებ, რომ დედამიწა მხოლოდ 6000 წლისაა. ბიბლიური ქრონოლოგიის თანახმად, 6000 წელზე ცოტა მეტი დრო გავიდა ადამის შექმნის დღიდან.
თუმცაღა შემოქმედებითი «დღეების» ხანგრძლივობა, რომლებიც დაბადების პირველ თავშია მოხსენიებული, არ შეადგენდა 24 საათს, არამედ დროის ნებისმიერ მონაკვეთს, შესაძლოა, ათასობით და მილიონობით წელს.
ასე ფიქრის საფუძველს შემდეგი ფაქტები იძლევიან. პირველი, ებრაულ სიტყვას «იომ», რომელიც ნათარგმნია როგორც «დღე», სხვადასხვა მნიშვნელობა გააჩნია: «დღე; ხანგრძლივი დრო; დრო, რომელიც უჩვეულო მოვლენას მოიცავს» (უილიამ უილსომი, «Old Testament Word Studies» [«ძველი აღთქმის სიტყვების კვლევა»], გვ. 109). მეორე და მესამე მნიშვნელობით ეს სიტყვა ძველ აღთქმაში არაერთხელ გვხვდება (ნახეთ, მაგალითად, ზაქარია 14:8; ეზეკიელი 38:14; იგავები 25:13; ესაია 49:8). ანალოგიურად გამოიყენება სიტყვა «დღე» ასევე ახალ აღთქმაშიც (ნახეთ, მაგალითად, 2 პეტრე 3:8; ლუკა 17:26, 28). იმაზე მინიშნებას, რომ ასეთივე არაპირდაპირი მნიშვნელობაა გამოსაყენებელი შემოქმედების «დღეებთან» მიმართებაშიც, ის მიანიშნებს, რომ ეს ექვსივე «დღე» ასევე ერთ «დღედაა» მოხსენიებული (დაბადება 2:4, იხილეთ შემდეგი ქართული თარგმანები: მცხეთური ხელნაწერი - გ.მთაწმინდელი, ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015, ახალი ქვეყნიერების თარგმანი, რომლებშიც ებრაული სიტყვა "იომ" ნათარგმნია, როგორც "დღე"). მეორე, როგორც ბიბლიიდან ჩანს, შემოქმედების მეშვიდე «დღე» დღემდე გრძელდება (ებრაელები 4:3–11).
მით უმეტეს უდავოა ის ფაქტი, რომ თავად დედამიწა ჯერ კიდევ ექვსი შემოქმედებითი «დღის» დაწყებამდე არსებობდა. ეს პირდაპირ ჩანს დაბადების 1:1, 2,-დან, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთმა დედამიწა «თავდაპირველად» შექმნა და ის პირველი შემოქმედებითი «დღის» დაწყებამდე, გარკვეული ხანი არსებობდა (აღწერილია დაბადება 1:3). რამდენი ხანი არსებობდა დედამიწა შემოქმედების პირველი «დღის» დაწყებამდე, ბიბლია არ საუბრობს. ეს შეიძლება ყოფილიყო როგორც მილიონობით, ისე მილიარდობით წლები. მაგალითად, გეოლოგია ამტკიცებს, რომ დედამიწის ასაკი – დახლოებით 4,6 მილიარდი წელია, და ეს, პრინციპში, არ ეწინააღმდეგება ბიბლიას.
ფიზიკური სამყაროსაგან განცალკევებით, დრო არ არსებობს იმ სახით, როგორი სახითაც ჩვენ ვართ მიჩვეულები ის აღვიქვათ. რამდენადაც ღმერთი – ფიზიკური პიროვნება კი არა, სულიერი პიროვნებაა, ჩვენ არ ვიცით, თუ ის როგორ აღიქვავს დროს. ამიტომ ჩვენთვის, ადამიანებისათვის, სრულიად არაკორექტულია კითხვის დასმა «რაში სჭირდება ღმერთს მილიონობით წელი...» მხოლოდ იმიტომ, რომ დროის ეს მონაკვეთი მხოლოდ ჩვენ გვეჩვენება ძალიან დიდად. ღმერთი – დროის გამგებელია და, შესაძლებელია, მისი შემოქმედიც, ფიზიკურ სამყაროსთან მიმართებაში. ტყუილად როდია ნათქვამი, რომ ღმერთისთვის «ერთი დღე ათასი წელია, ხოლო ათასი წელი - ერთი დღე» – ის დროს ისე არ აღიქვავს როგორც ჩვენ (2 პეტრე 3:8; ფსალმუნები 89:5 [90:4, აქ]).
წყარო: o-religii.ru
თარგმანი აღებულია: religiaze.blogspot.com
No comments:
Post a Comment